შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისტორია


1-04-2021, 22:59
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 768

გაზაფხულის მეორე თვეც დადგა,მხოლოდ ერთი რამ შეცვალა გაზაფხულის მოსვლამ,დილით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს,ტყეში მარტო სეირნობისას გზად მათი ჰანგები დამყვებიან და ჩემთან ერთად საუბრობენ შენზე,მაგრამ როგორ ისინი ხომ არ გიცნობენ,ისევე როგორც მე არ გიცნობ ან გიცნობ და ამას ჩემ თავთან არ ვაღიარებ,შეიძლება ის ჩიტებიც გიცნობენ თან ჩემზე კარგადაც კი. ნეტავ შმეძლოს მათი გაგება.იმდენი წვრილმანია დედამიწაზე რამაც შიძლება ადამიანი გააბედნიეროს მაგრამ ჩვენ ამ ყველაფრის აღქმა დავკარგედ,მხოლოდ ადამიანებში ვეძებთ ბედნიერებას მაშინ როცა მიწიდან ამოსული პატარა ყვავილიც კი უზომო ბედნიერების მატარებელია.ბედნიერება ხეებშიცაა,იმ ხეებში,რომლებსაც პირი ღმერთისკენ მიუშვერიათ და ამ დამპალ დედამიწას აიგნორებენ.ვერც დავადანაშაულებთ არარის მარტივი იცხოვრო როგორც ადამიანმა.ბედნიერებაა ყოველი გათენებული დილა და იმის ცოდნა,რომ კიდევ ერთი დღე შეგიძლია იცოცხლო,და რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმარო,ბედნიერებაა იცოდე რა გინდა ცხოვრებაში,ბედნიერებაა ისიც როცა შეგიძლია შენი ერთი უწყინარი ღიმილით სხვისი დღე გახადო პოზიტიური.რთულ პერიოდში როცა აღარაფრის ძალა აღარ მაქვს ერთი ქალის სიტყვები მახსენდება უცნობი ქალბატონის უთბილესი სიტყვები,რომელმაც გული საშინლად გამითბო
„ისე საყვარლად მიღიმი,როცა გხედავ მეც მთელი დღე უაზროდ მეღიმება,დადებით ენერგიას უნაწილებ ადამიანებს,სულ მინდა რომ გიყურო და შენსავით გავიღიმი“
აი ეს არის ბედნიერება,როცა შემიძლია ადამიანები ჩემი,თუნდაც ერთი უაზრო,მაგრამ ამავდროულად ზედმეტად აზრიანი,ღიმილით გავაბედნიერო.ჩემთვის ეს ქალბატონი და მისი უთბილესი სიტყვები იქცა მოტივაციად,რომელიც დანებების უფლებას არ მაძლევს.არ უნდა დავნებდე ცხოვრებას,არა ჩემი თავის გულისთვის არამედ იმ ადამიანების გულისთვის ვისთვისაც ჩემი ერთი ღიმილიც კი დღის პოზიტივის გარანტიაა.აი ეს არის ბედნიერება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent