შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოლოდინი


12-06-2021, 21:34
ავტორი სალისალომე
ნანახია 896

მის წინ დგას, თვალი ხედავს ესეიგი არსებობს.
შინ ისევ ტრიალებს სურნელი, ჯერ კიდევ ცოცხალია და არ გარდაცვლილა.
ნივთები გაქრა, ერთი ხელის მოსმით აორთქლდა, თითქოს აღარ სჭირდებოდეს ტანისამოსი, რითაც სხეულს შემოსავს, მიღებულ ჭრილობებს დამალავს.
შემოახიეს ტანზე ასხმული ტანისამოსი, რითაც მუდამ იწონებდა თავს, თავდაჯერებულობას სძენდა საკუთარ თავს. მისი სავიზიტო ბარათი გამორჩეულ ფორმაში ყოფნა იყო.
ყველაფერს დაეკარგა აზრი და ფერები, სავიზიტო ბარათიც გაცვდა, გაფითრდა...
ახლა სხვის ხელთაა, ჩითის ჭრელა-ჭრულა, ფერად-ფერადი გაზაფხულის, თხელი ნაჭრისგან შეკერილი კაბები ერთ დროს კოპწიად დაკიდებული, რომ იყო ყუთისებრი ზომის კარადაში.პატარა ადგილი ჰქონდა გამოყოფილი ფრიალა კაბებისთვის, თითოეული კაბა მისივე შესაბამის საკიდს ამშვენებდა. შენიშნავდით ხალისს, სითბოს , სიყვარულს როგორც ნორმანულ ოჯახს შეეფერება.

მან დაკარგა საკუთარი სხეული, სული კი მარადიულ კაბად შეიკერა.ფერი იცვალა, გარდაიქმნა და ერთდროულად გარდიცვალა.
ოჯახის წევრებისგან გაიქცა, ეს არ ყოფილა განზრახული ქმედება , დარჩენა სურდა,სიცოცხლის გაგრძელება.მისი ოცნება ცხოვრება იყო,მშვიდი ცხოვრება მაგრამ ვერა შეუსრულდა რა ნანატრი. თითქოს ღმერთმა არასწორად გაუგო და სიცოცხლის მაგიერ სიკვდილით დაასაჩუქრა.ვინ იცის იქნებ ეს საუკეთესო საჩუქარი იყო მის ცხოვრებაში ? ეს მხოლოდ ღმერთმა იცის როგორც სიცოცხლის, ისევე სიკვდილის მიზეზი. მაგრამ, ტანჯულ სიცოცხლეს განა მშვიდი გარდაცვალება არ ჯობდა? ყოველ წუთიერ შიშს, შფოთვას, ცუდად გახდომასა და ავადობას ერთი ძლიერი დარტყმა არ ჯობდა...მას ისედაც ჰქონდა გამოვლილი რთული გზა, ამაზე საშინელი სიტყვა თუ არსებობს მითხარით, მაგრამ არა , არ არსებობს იმდენად უნადგურებდა ყოველ დღეს `` ვითომ `` ცხოვრება,რომ სიტყვებითაც ვერ გადმოვცემ სათქმელს.

ყოველ წუთს ხედავს,მის გვერდით არის, ერთმანეთისთვის ხელი აქვთ ჩაკიდებული ისე როგორც სიცოცხლეში, გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება ურთიერთობა.ეს კი ის ურთიერთობაა, სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, თუნდ ცოცხალი და თუნდაც მკვდარი,ნათელსა თუ ბნელში ყველგან, ყველა კუნჭულში გაყვება თან მარადისობის ძაფი,რომელზეც დედა-შვილური მძივებია ასხმული.

ქალის თვალში ცოცხალი ადამიანის ფერი ედო სახეზე,იგივე ნათელი,თბილი და მოსიყვარულე ღიმილით.ღიმილი საშინლად უხდებოდა,მაგრამ ეგ იყო უბედურება,რომ ნაკლებად იღიმოდა.
ადამიანს რაღაც უნდა გიხაროდეს,რომ გაიღიმო.ღიმილი როდია ხელოვნური ჟესტი,ის ბუნებასა და დადებით განწყობას მოაქვს.

სახლში ეგულება,სულ მას ელოდება, გამუდმებით ის აგონდება. გონია,რომ კარი გაიღება და შემოვა. დაღლილს, ჩანთას გამოართმევს,საჭმელს გაუმზადებს და დიდი სითბოთი პატარა მაგრამ,დაკოჟრილი და სიკეთით სავსე ხელებით სუფრას გაუშლის ისე,როგორც პატარა ბავშვს.შვილი,რამდენი წლისაც არ უნდა იყოს, დედისთვის მაინც პატარად დარჩება.

დიდსა თუ პატარა ბავშვს,მუდამ დახვდება კართან წინსაფრით შემოსილი,კოხტად აწეული თმით,ხელებით გასვრილი ქალი.
დაე, სამზარეულოში ყოველთვის დალანდეთ მოფუსფუსე დედა,კეთილი ღიმილით და თბილი გულით.

ყველამ ასე თუ ისე მიივიწყა,წარსულს ჩააბარა რადგან ცხოვრება ასეთია,ზოგი მიდის იმ ქვეყანაზედ და ჩვენ არ გვაქვს უფლება იმისა,რომ თან გავყვეთ მათ. ერთი შეუცვლელი მისია გვაქვს, ცხოვრების გაგრძელება ჩვეულ რიტმში.მაგრამ მგლოვიარე ერთი დარჩა,მთელი სიცოცხლე ასე გასტანს , ვერავინ მოუწმენდს ცრემლს,რადგან არავის აქვს ამის უფლება,მან იცის, ძალიან კარგად და მასზე უკეთ სხვა არავინ იცის როგორია ცხოვრება ძვირფასი ადამიანის გარეშე,როცა საკუთარი ნაწილი სისხლი და ხორცი გეცლება ხელიდან და მას განეშორები.

გამოსავალი არ არსებობს,მხოლოდ ისღა დაგვჩენია რაც ბედმა გვარგუნა მივიღოთ... მაგრამ, ლოდინის რეჟიმი ისევ და ისევ გრძელდება და არასდროს შეწყდება. ქალი, მუდამ იქნება მოლოდინში,
დიდ მოლოდინში...

მისი ნახვის,შეხების,ჩახუტების,სურნელის შეგრძნების მოლოდინში...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent