თუ სუნთქავ, ესეიგი ცოცხალი ხარ
-ჰაერი - რა, არის ჰაერი? -ჰაერი - დედამიწის ატმოსფეროს შემადგენელი აირების, ძირითადად აზოტისა და ჟანგბადის, ბუნებრივი ნარევია. რეალურად ასეა, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა, დატომღაც ან უკიდურესობას, ან კი მინიმუმს ხედავენ. ასეთი ხედვით, ჰაერი ჟანგბადია. არადა ის ყუთია, სადაც ჟანგბადის, აზოტის, ნახშიროჟანგის და ა. შ. ბურთებია თავმოყრილი. ხედავენ, ჟანგბადის წითელ ბურთებს, როცა აზოტის თეთრი ბურთებიც გაჰყვირიან, "აქ ვართო!" -და რა, არის სუნთქვა? -სუნთქვა - სასიცოცხლო პროცესია, რომლის დროსაც, ორგანიზმი ატმოსფეროდან იღებს ჟანგბადს და ათავისუფლებს ნახშირორჟანგს. თუ სუნთქვავ, ესეიგი, ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ. შენ კი, ჩემი სუნთქვა ხარ! - გაუღიმა და ლოყაზე ზანგრძლივად მიაწება ტუჩები. - ანუ, შენი სიცოცხლე? - ქალმა თავი დაუქნია და თავზე მოეფერა. -დე, სუნთქვა რომ შევწყვიყო? -ქალმა შეშინებულმა შეხედა. - ეგ აღარ გაიმეორო, ხომ გინდა ვიცოცხლო?! - აწყლიანებული თვალებით მიეალერსა სახეზე შვილს. - ბავშმა თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნია. -დეეე.. - არა! -გთხოვ! - საწყალი მზერით ახედა. - არა, ბოლომდე ისწავლე გაკვეთილი! მასწავლებელი შემხვდა, მომახსენა შენი მჭერმეტყველების ამბავი. - ერთი საათი ჩავალ ეზოში, მერე ვისწავლი. -არა! - ამოისუნთქა. - მაგრამ თუ კარგად მომიყვები, თხუთმეტ წუთში, ორი საათით ჩაგიშვებ. - გაუღიმა. - აუ. თხუთმეტ წუთში ვერ მივასწრებ. - ჰოდა რაც მალე, მით უკეთესი. ჯერ არ დაგიწყია რას დაამთავრებ?! - კარგი. 22 წუთის შემდეგ. -დე, დედაა. -გისმენ, სამზარეულოდან თავი გამოყო. -ვისწავლე. -აბა მოყევი.. -ჩემი არ გჯერა? - სუსტ წერტილში მოარტყა. ქალმა ნაწყენმა გახედა, არ მოეწონა ასეთი სიტყვები შვილისგან. -როგორ არა, ჩადი და მალე ამოდი, ჰო?! დღეს ადრე მოვა მამა. -ჰო?! კარგი. - ნიკოლოზ.. -გისმენ დე. - არაფერი, მიყვარს ასე რომ ამბობ. 1 საათის შემდეგ. სასწრაფოს სირენის ხმა. თეთრი განათება, მანქანის მუხრუჭების ხმა. მზიას ცრემლნარევი დატირება. -კარგად იქნები, დამპირდი! გაუღიმა. - ფეხი.. ფეხი. ჯანდაბა! მა? 6 თვის შემდეგ. -ნიკოლოზ.. - კარები შეაღო და მაშინვე დაუძახა შვილს. -რაა.. - რას, ქვია რა?! - წარბები შეკრა. - დამრიგებელი მივიდა ჩემთან სამსახურში. რას, აკეთებ ნიკოლოზ?! - რას უნდა ვაკეთებდე? რაო, რა თქვა? - მშვენივრად იცი, რაც თქვა! - არ მენდობი? - ხმა არ გამცე, ნუთუ შენგან ამას ვიმსახურებ? - საძინებელში შევიდა და თავი ბალიშში ჩარგო, კომოდზე დადებულ, ხის ჩარჩიში ჩასმულ სურათს გაუსწორა მზერა. იმ სურათში, მისი ბედნიერება ასხივებდა ყველაფერს. უყურებდა, თავის თავს, ნიკოლოზით ხელში. ისე ბედნიერად იღიმოდა, ნეტა ბოლოს როდის გაიღიმა ასე? უყურებდა მის ქმარს, მის ტკივილს, დანაკლის და ეღიმებიდა. სურათშიც კი, როგორ ჯიქურ უცქერდა საყვარელ მეუღლეს, ისე თითქოს მთებს გადადგავდა, ოღონდ მას რამე არ მოჰკლებოდა, მაგრამ საყვარელ ადამიანებს, ხომ მხოლოდ, თვუთონ შეგვიძლია მივაყენოთ მოუშუშებელი ჭრილობები. - ნიაზ, ხომ მპირდებოდი, ხომ მპირდებოდი, ბედნიერები ვიქნებითო? როდის გამიცრუებია შენთვის იმედი? შენ? შენ რატომ წახვედი? ახლა შენს შვლის როცა მხარში დგომა სჭირდებოდა, რატომ.. 1 წლის და 8 თვის შემდეგ. კარზე კაკუნი. -გისმენთ. - გადაფითრდა მზია, პოლიციის დანახვისთანავე. - მზია კარკაძე? - იკითხა პოლიციელმა. -დიახ? რა ხდება? - კარების ზღურბლზე იდგა და ჩარჩოს ეყრდნობოდა. არადა ფეხები ეკვეთებოდა. - ნიკოლოზ ხარატიშვილის დედა ბრძანდებით? - შეფარვით შეათვალიერა ოფიცერმა. -დიახ. - თვალები აუწყლიანდა. - მისი დაკავების და არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ კოლონიაში, გადაყვანის.. ქალბატონო კარგად ხართ? გონება დაკარგა. ეცეს? ნუთუ კიდევ ერთი დანაკარგი? .. 7 წლის შემდეგ. კარზე ზარი გაისმა. რა ხანია არავის გახსენებია. აღარც მეზობლები იწუხებენ თავს. 47 წლის ქალი, ერთ დროს "მზის" სახელსაც რომ ატარებდა. ახლა.. ახლა, განადგურებული.. კარები ჭრიალით გააღო, ანჯამები საგრძნობლად ჩაღანგულიჭვნენ ერთმანეთში და საშინელ ხმას გამოსცემდნენ. სტუმას მზერა შეავლო, სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატა. - დე.. და. - თავჩახრილი იდგა. სუნთქვა უჭირდა მღელვარებისგან. ქალი უყურებდა და კვდებოდა, როგორი გაზრდილი, დაკაცებული და ჩამოყალიბებული ადამიანის იერი ჰქონდა. - არ... შემომიშვებ? -თავი მხოლოდ ახლა ასწია და გაუღიმა. სადღაც კუთხეში ეული ცრემლიც ნავარდობდა, ნიკოლოზის თვალებში. მაგრამ.. განზე გადგა, ხმაც არ გასცა. არადა დედის გული, როგორი გახარებული იყო. შვილი 5 წელია არ უნახია. ხო! 5 წელი რადგან ერთ-ერთი ქუჩის წურბელას დაჭრისთვის, ციხე არ ასცდებოდა. ის კი გაიქცა. აქ რომ ყოფილიყო, მასთან ახლოს შეიძლება ეპატიებინა, მაგრამ გაიქცა. თავის თავზე ბრაზობდა, ხან ქმარზე, ხან ნიკოლოზზე, მერე ისევ საკუთარ თავზე. თავს იდანაშაულებდა რომ ისე ვერ აღზარდა, როგორც ნამდვილი ჩამოყალიბებული გონიერი ადამიანი. ვერ გამოუვიდა. თუმცა, ნიკოლოზი დამნაშავის იარლიყის მიუხედავად, არ იყო დამნაშავე. ვერ იქნებოდა! განა შეიძლება, ასეთი ქალის შვილი, ცუდი ადამიანი ყოფილიყო? არ გაქცეულა, სასჯელი მოიხადა. უბრალოდ ვერ დაუშვებდა რომ მის სიწმინდეს, საფიცარს. ციხის ცივ კელდებში ენახა. დაჭრა? კი! მაგრამ მხოლოდ თავს იცავდა. -დე... ხმას არ სცემდა, სამზარეულოში შევიდა ქალი და უაზროდ დაიწყო, დასუფთავებული სამზარეულოს წმენდა. -დედა, გესმის? - თვალებში ტკივილი ჩასდგომოდა. - დედას ნუ მეძახი! შენ.. შენ იმდენად მხდალი აღმოჩნდი... არც კი ვიცი, ნუთუ ასე აგღზადე? - დედა მაპატიე.. - ერთი გახედა და მწარედ ჩაიცინა. - კიდევ კარგი, მამაშენი ვერ გხედავს, თუ გხედავს ალბათ გიჟდება. მაგრამ გაგიჟდეს! ნეტავ, მეც აღარ ვიყო. დაისვენებდი. - დედა ასე ნუ ამბობ! - წადი. - სხვაგან გადავალ. - უკან გაბრუნდა როცა დედის ნათქვამმა შეაჩერა. - როგორ შეგეძლო, წასვლა? 6 წელია, 6 წელია რაც წახვედი. ციხეში ერთხელ მაინც გნახავდი ან.. ერთხელ მაინც როგორ არ შემატყობინე შენი ამბავი? ერთხელ მაინც, რომ მცოდნოდა კარგად იყავი. ნუთუ სულ არ გიფიქრია? - კი. უბრალოდ რომ შემსტყობინებია იქ მოხვიდოდი, სადაც შენი ადგილი არ იყო! -საქართველიში იყავი?! საქართველოში იყავი და.. სად იყავი სად? - მხრებში წვდა და მისი ნჯღრევა დაიწყო. -ციხეში. - ჩაიდუდუნა. -სად? - გაქვავდა. -ციხეში. 6 წელია სასჯელს ვიხდიდი. - არ წასულხარ? - ბიჭმა თავი გააქნია, უარყოფის ნიშნად. - რატო? მაშინ რატომ არ მუთხარი? რამდენი ხანია არაფერი ვიცი შვილზე. -ატირდა. -იქ შენი ადგილი, არ იყო დედა. -შე უსუნდისო ბავშო. - მხარში ხელი ჩაარტყა და ჩაეხუტა. როგორ მოენატრა შვილის სურნელი. როგორ ვერ თმობდა.. კოცნიდა თმას უჩეჩავდა. ხან ყურს აუწევდა, ხან ლოყებს უჩქმეტდა. -როგორ მომენატრე შვილო. 2 წლის და 3 თვის შემდეგ. -ალო. გისმენ ნიკოლოზ. -დედა.. -ხო, რატომ გაჩუმდი მშიდობაა? - ანერვიულდა. -კი. - გაიცინა. - სარძლო მინდა ამოგიყვანო საღამოს და რას ფიქრობ? -გაიღიმა და ნიცამაც თვალები დაქაჩა. ხელზე უჩქმიტა. - არა, არა.. - ჩუმად ეჩურჩულებოდა რომ მზიას არ გაეგო. მაგრამ მზია ისე, გაშეშებული იჯდა საკანცელარიო მაგიდასთან. ხელში კი მაკრატელი ეჭირა. -ალო დედა გესმის? -რა ჰო, კი აბა რა.. -კარგი. კარგად. .... საღამოს. .... -დედა ეს ნიცაა. შენი მომავალი რძალი. -გოგონამ მორცხვად გაუღიმა. ამაზე კი მზია მთლად გადაირია. ისე მოეწონა სარძლო. ეგონა ამაზე ბედნიერი ჯერ არ ყოფილა. -გამარჯობა. -გამარჯობა. მობრძანდით, ეს რა ლამაზი გოგონა მოგიყვანია. - ისევ გაუღიმა. .... -ლამაზი გოგონაა, თან ჭკვიანი. მაგრამ მთავარია შენ უყვარხარ. - შვილს თავზე მოეფერა, როგორც ადრე ბავშვობაში. -ხო. დედა იცი? ამ ხნის განმავლობაში ახლა ამოვისუნთქე პირველად, ასე დამშვიდებულმა. - დედას გახედა. თვალებში რაღაც ბუნდოვარი გამოსჭვიოდა. ქალს გაეღიმა. -მეც ახლა ვიგრძენი, რომ ცოცხალი ვარ. -როგორ ამბობ? "თუ სუნთქავ, ესე -იგი.. - ისევ გაუღიმა. - ჯერ ცოცხალი ხარ." -ბევრჯერ დამეხმარა. -მეც. ...... ჰაერი? ჰაერი ეს.. ისუნთქეთ ჟანგბადით, მაგრამ - არა! ჰაერით ისუნთქეთ! სჯობს, აზოტიც ისუნთქოც მისი შხამიანი ეფექტიც საჭიროა და ჟანგბადის სამკურნალოს და სასიცოცხლო ფუნქციაც. ისევე როგორც პრობლემაა აუცილებელი რომ მისი გადაჭრის გზაზე იფიქრო. ასევე ტკივილიც. ტკივილს და პრობლემას დიდი ღვაწლი მიუძღვით, ადამიანების ჩამოყალიბებაში, ამიტომ. ისუნთქეთ ჰაერით! თავისი დანამატებითურთ **** როგორ მომენატრა. ვაიმჰმე. ნუ რაღაც დაულაგებლად ვარ. სუნთქვა ისე მჭირდებოდა რომ სუმთქვა გახდა მამოძრავებელი. ნუ როგორც არის. მე რაც აქ ჩავწერე მართლა მჭირდებოდა. დანარჩენი თქვენზეა. წაიკითხეთ ან ნუ წაიკითხავთ. ჲყავ ნება თქვენი, შენი.. ველი.. კომებს.. მიყვარხართ. არ მოგეწონებათ? აქ ვარ. არაუშავს მივიღებ ყველა თქვენს შენიშვნას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.