შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო დაგვიანება...


26-07-2021, 15:11
ავტორი სოფოკო
ნანახია 841

შუა გზაზე მივდივარ...
ყველას სადღაც ეჩქარება...
ფიქრობენ, რომ მათი საქმე უფრო მნიშველოვანია ვიდრე სუნთქვა...
მაკვირვებს ფაქტი, თუ რატომ ვაზროვნებ ამდენ რამეზე მხოლოდ ახლა, რადგან... დამაგვიანდა...
შეიძლება იფიქროთ, რომ ყველაფერს უბრლოდ ვიგონებ, თუმცა გადით ქალაქში და შეეცადეთ ადამიანების სახეებიდან ამოიკითხოთ მათი ფიქრები.
აშკარაა ისინი ცდილობენ გახდნენ უკეთესები სხვის ხარჯზე, ან მიიღონ მეტი დანარჩენების სიცოცხლით. ტრაგედიაა ფაქტი, რომ სიძულვილი შეიქმნა სიყვარულის დასაცავად. ადამიანობა ამით გამოირჩევა, სიკეთესთან ერთად დაგვყვა მისი საწინააღმდეგო, ბოროტება. რატომ? რადგან არ იარსებებდა სინათლე, რომ არა სიბნელე. არ იქნებოდა შიში, რომ არა სიხარული. ისინი ერთმანეთს აბალანსებენ და სამყაროს რკალს კრავენ.
მაგრამ გამონაკლისებიც ვვარსებობთ. მე ჩემი რკალი მხოლოდ 23 წლამდე შევკარი. აქედან კი მან გახსნა დაიწყო. ჯამრთელობამ საბოლოოდ მაინც მიმტყუნა და მიმახვედრა რას ნიშნავს იყო უძლური, მშიშარა და ვერაფრის გამკეთებელი მის წინააღმდეგ. დიაგნოზის დასმიდან 10 წუთი გონება საერთოდ გამეყინა. ექიმის გამოხედვას თუ დავუჯერებ მას ვეცოდები, ისევე როგორც ყველას. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგი არაფერი მელოდა, თუმცა არ მეგონა ვინმესთან დამშვიდობება ასე მალე თუ მომიწევდა. სიმსივე, აი ესაა საბოლოო საჩუქარი, რომელიც ცხოვრებამ მარგუნა. გული მწყდება და თან მიხარია. არ მინდა სკვდილი, მაგრამ სხვის სიკვდილს ჩემსას ვამჯობინებ. ამ ტკივილს საკუთარ თავზე ავიღებ და ბალანსს არ დავარღვევ. არ მივცემ საშუალებას სხვა იგრძნოს დანაკარგის სურნელი. გადავიტან... ისინი კი ჩემს წასვლას გადაიტანენ. საბოლოოდ არავის დავამახსოვრდებით, ასე რომ, რა აზრი აქვს ბრძოლას სახელისთვის? არ მინდა ისტორიის ფურცლებზე დარჩენა, რათა სკოლაში ბავშვებმა კალმით დამამახინჯონ. არმინდა ვინმეს ვახსოდე, რათა ჩემთვის სხვა შეაწუხონ. უბრალოება, უმანკოება ესაა მიზანი ბოლო 12 დღისა, რომელიც გასააზრებლად დამიტოვეს. აქამდე ყოველთვის მიკვირდა, როგორ ყოფნიდათ პეპლებს საცხოვრებლად 3 დღე. ახლა კი ვხვდები, ეს სულაც არაა საკმარისი, თუმცა ისინი ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი, იგრძნონ და აღიქვან არსებობა. გული სწყდებათ, მაგრამ ვერავის წინააღმდეგ ვერ მიდიან. შემართებასთან ერთად ძალაც უნდა გაგაჩნდეს, მან კი ეს სწორად გადაანაწილა. ამბოხებულები სუსტებად, მიმდევრები ღმერთებად. ესაა ბედი, რომელიც ბუნებამ დააყოლათ. ფრთები მისცა და სიცოცხლე მოჰპარა. სხვა გზა არ არის. ალბათ მათსავით დავიმსახურე მოკლე და არაფრისმთქმელი ცხოვრება. აღარაფერი დამრჩა. მეტი რაღა გითხრათ? ვეცადე გამეღიმა ცრემლების ფონზე, ვეცადე ბედნიერი ვყოფილიყავი უბედურების შემდეგ, მაგრამ რთულია შეძლო შეუძლებელი. დამისახელეთ ერთი გმირი, რომელიც ბედნიერი იყო... არცერთი... ესარის ბარიერი, რასაც ვერ გადააბიჯებ, ბრძოლა, რომელსაც ყველანაირად აგებ. კანონი, რომელიც ამოტვიფრულია, მას ვერ წაშლი, ვერ გააქრობ. მხოლოდ ქვის დამტვრევა შეგიძლია, ის კი ჰორიზონტიდან იწყება და დედამიწის კიდეზე სრულდება. დანებება და უკან დახევაც გამორიცხულია. გაიჭედე ფილაზე, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული. ფიქრობ რომ გადახტები? იოლად, თუმცა ყველაფერი თავიდან დაიწყება. ისევ დაიტანჯები და არაფერი შეიცვლება. შენით გაიაზრებ, რომ იბრძოლე არაფრისთვის, რომ სიცოცხლე არსებობაში აგერია, რომ ბუნება მაინც ყველაზე მაღლა დგას, რომ ცხოვრების საფასური შეუფასებელია, საბოლოოდ კი მიხვდები თუ რატო დამაგვიანდა...
თუმცა მე ისევ შუა გზაზე მივდივარ...
ისევ ქუჩაში მიმავალ ხალხს ვაკვირდები...
გაურკვეველი მიზეზით მათ მე ვეცოდები, მე კი ისინი...
მაგრამ მიხარია, რადგან იცით ერთადერთი რაში გამიმართლა? ჩემი დაავადება სიკვდილით განიკურნება, მათი კი სულს სამუდამოდ თან გაჰყვება...



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან სევდიანი ისტორიაა. რაღაცნაირად გული დამწყდა. ძალიან მინდა ეს რეალური პერსონაჟი არ იყოს,რომელიც მხოლოდ 23 წლისაა. კარგად გადმოეცით მისი ემოცია. იმდენად მოვიდა ჩემამდე,ცრემლი მომადგა.

 


№2  offline წევრი სოფოკო

Ana-maria
ძალიან სევდიანი ისტორიაა. რაღაცნაირად გული დამწყდა. ძალიან მინდა ეს რეალური პერსონაჟი არ იყოს,რომელიც მხოლოდ 23 წლისაა. კარგად გადმოეცით მისი ემოცია. იმდენად მოვიდა ჩემამდე,ცრემლი მომადგა.

დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent