შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნუთუ უკვე გვიანია?


3-11-2021, 23:23
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 835

- სულს ღაფავს სასუნთქ აპარატზე შეერთებული დედამიწა, საავადმყოფოს პალატის ნაცრისფერ კედლებს შორის გამომწყვდეულს, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა ენატრება, მხოლოდ მეხსიერების შორეულ კუთხეში რომ არის ჩარჩენილი ისეთი ჰაერის, მწვანე ტყეების, აბიბინებული ხორბლის ყანების და ზღვის მარილის სუნით გაჟღენთილის,
- ეჰ, როგორი ლურჯი იყო მაშინ ცა, ახლა კი ნაცრისფრად შეღებილი ჭერის მეტს ვეღარაფერს ხედავს,
- წყალი, წყალი, -ძლივსღა ჩურჩულებს და უყურებს როგორ მოაქვს მედდას ნაცრისფერი სითხე რომელსაც უცნაური სპეციფიკური სუნი ასდის,
- წყალი, -ხავის სასოწარკვეთილი, თვალებს ხუჭავს და ის დრო ახსენდება, როცა ზღვები და ოკეაანეები სუფთა, ხოლო წყაროები და მდინარეები ისეთი ანკარა იყო...
- ფილტვები წყლით აქვს სავსე, თირკმელები აღარ უმუშავებს, სიცხის დაწევასაც ვეღარ ვახერხებთ, იწვის,
- ძილბურანში ესმის მკურნალი ექიმის ხმა, თვალებს ახელს და იმედიანად შეჰყურებს იმ ერთადერთ ხეს მისი პალატის მომცრო სარკმლიდან რომ მოსჩანს, ხე აშრიალებს მწვანე ფოთლებს და ირხევა, თითქოს ნანას უმღერისო, დედამიწას ისევ ძილი ერევა და თვალებს ხუჭავს,
- პაციენტს შოკი აქვს, დამამშვიდებელი გაუკეთეთ, ყვირის ექიმი, მედდა საოცარი სისწრაფით ამზადებს ნემსს, დედამიწა შეშლილი თვალებით მისჩერებია ღია სარკმელს რომლიდანაც ახლა მწვანე ხის მაგივრად ნაცრისფერი უსახური შენობა მოსჩანს,
- ხე, სად არის ხე? -ძლივსღა ხრიალებს...
- მედდა ნემს უკეთებს, მკურნალი ექიმი უხმოდ თავჩაღუნული გადის პალატიდან, დედამიწა კი ისევ გაურკვევლობის ბურუსში იძირება...



№1  offline წევრი Life is beautiful

რა კარგი იყო, სულ ამას ვამბობ ხოლმე , როცა თქვენს ნაშრომს ვკითხულობ და ეს პატარა ჩანახატი, ვითომ არაფერი და ძალიან ღრმაა.
მართალი ხართ, ხე შენობამ შეცვალ.
და დედამიწასაც სმოგის ღრუბელი ფარავს ნელ-ნელა.

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

Life is beautiful
რა კარგი იყო, სულ ამას ვამბობ ხოლმე , როცა თქვენს ნაშრომს ვკითხულობ და ეს პატარა ჩანახატი, ვითომ არაფერი და ძალიან ღრმაა.
მართალი ხართ, ხე შენობამ შეცვალ.
და დედამიწასაც სმოგის ღრუბელი ფარავს ნელ-ნელა.

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი NieMaND

ერთადერთი იმედისმომცემი ხეც ნაცრისფერმა შენობამ შეცვალა. სადღაა ჰაერი და წყალი( როგორი რეალურია ყველაფერი. ყოჩაღ
--------------------
L.T.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent