შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ არავინ გგავს


13-12-2021, 00:05
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 9 742

ბევრი წერს, ყვება ,საუბრობს მონატრების ტკივილზე, მაგრამ ჯერ არავის არ უსაუბრია იმ სიამოვნებაზე, რომელსაც მონატრება განიჭებს.რა ხდება შენს სულში, გულსა და გონებაში მაშინ როცა გენატრება?
ეს კითხვა ჩემს თავს პირველად ერთი წლის წინ დავუსვი მაშინ როცა მონატრების ტკივილი პირველად შევიგრძენი,პასუხი ვერ მივიღე, მაშინ ეს მხოლოდ ის გრძნობა იყო,რომელიც უუნაროს მხდიდა ,მკეტავდა საკუთარ თავში და იმაზე მეტად მაზიანებდა ვიდრე წარმოვიდგენდი.ერთი წლის შემდეგ, როცა იგივე კითხვა საკუთარ თავს დავუსვი, აღმოვაჩინე,რომ მონატრება ტკივილთან ერთად სიამოვნებასაც მანიჭებს.როცა მიჩნდება ნოსტალგია შენი თვალების ცქერისა, მაშინ ვხვდები, რომ მენატრები და ეს მონატრება ტკივილზე მეტად მსიამოვნებს, რადგან ყველა იმ მიძინებულ მოგონებას აღვიძებს,რომელიც შენთან მაკავშირებს და მაშინ ვხვდები შეუმჩნევლობა რომელიც ჩვენს შორის კედელივით დგას და ერთმანეთს გვაშორებს მავიწყებს ყველა იმ მომენტს რომელშიც ჩემს გვერდით ხარ, ყველა იმ მომენტს მავიწყებს რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ყველა იმ მომენტს რომელშიც ჩანს ტრფობა ერთმანეთის მიმართ.ჩვენ ერთმანეთის ქცევის ანარეკლები ვართ,დამოკიდებულება,რომელიც ერთმანეთის მიმართ გვაქვს არის ანარეკლი ერთმანეთის ქცევებისა და პასუხი გაუცემელ კითხვებზე ისეთივე გაუგებარია,როგორიც მდგომარეობა,რომელიც 6 წელია ჩვენს შორის არის.ზოგჯერ გხედავ და მგონია დიდი ხნის სიყვარულს ვუყურებ, ადამიანს,რომელსაც მთლიანად ვიცნობ,მაშინ ზუსტად ისეთივე ბედნიერება მეუფლება,როგორიც იმ დაშორებულ შეყვარებულებს,რომლებიც წლების შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს და აცნობიერებენ,რომ წლები მათი გრძნობის სიძლიერეს ვერ გააუფერულებს.ისევე როგორც ჩემს გრძნობას ვერ აქრობს ვერცერთი წელი თუ ადამიაანი, რადგან შენ არავინ გგავს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent