ბედნიერება გაზიარებით
ზღვის სანაპიროზე ვზივარ, ვუყურებ გაშლილ სუფრას და ნახატს ხელში, რომ მიჭირავს. მერე ზღვის სურნელს ვისუნთქავ, ტკივილამდე ვღებულობ იოდიან ჰაერს და ვიხსენებ... *** ოცდათერთმეტ დეკემბერს როგორც წესია ყოველთვის ოჯახთან ერთად ზღვის სანაპიროზე ვატარებდით. იქ ვხვდებოდით ფიფქებს თუ ოცდათერთმეტის ღამე გაგვიღიმებდა და დაგვასაჩუქრებდა. სიმართლე რომ ვთქვა არ მესმოდა რატომ ვაკეთებდით ასე. ჩემი ბებო წამოიღებდა პიკნიკის ტილოს საფარს, დედაჩემი ყველა გაკეთებულ კერძს კონტეინერში აწყობდა და ისე მოჰქონდა, მას ყოველთვის ჩემი უფროსი ძმა ეხმარებოდა წაღებაში. მამილოს სასმელი მოჰქონდა და ბიძაჩემს საჩუქრები. მე? — მე რომ ჩემი ფეხით მივდიოდი ეგეც წინსვლა იყო, თუმცა ყოველთვის მიმქონდა საჩუქრად ჩემი ნახატები, რაც მათ ძალიან უკვირდათ, რადგან სულ ერთი და იგივე სურათს ვხატავდი. ბებო სუფრას გაშლიდა ზღვის პირას, სადაც იოდის სუნი, გამაბრუებლად მოჰქონდა ქარს. ბიძია ცეცხლს ანთებდა იქვე ახლოს, რადგან ზედმეტად მცივანა ვიყავი. მერე მიუსხდებოდნენ სუფრას, ამ ქარყინვაში და გამვლელ გამომვლელსაც იპატიჟებდნენ, სანაპირო დაცვას, შეყვარებულებს, ნაცნობებს, მშივრებს, ქართველს, ამერიკელს, თათრებს, თურქებს და ა.შ. ყველას ვინც კი გაივლიდა ჩვენს შორიახლოს. ერთი სიტყვით, ნადიმი გვქონდა გამართული. რაც ფეხი ავიდგი და ორი სიტყვის ერთმანეთთან დაკავშირება, მას მერე ვერ ვიტან ამ სანახაობას, რადგან სახლში წასვლის და თბილად ყოფნის დროს მიწელავდნენ. ჩემი ძმა ჩემზე ცხრა წლით უფროსია, ამიტომ, რა თქმა უნდა, მას მეტი მოეთხოვებოდა, ოჯახის საქმეში. ძირითადად ის იყო მომპატიჟებელი ხალხის. ოცდათერთმეტში ბიძია ყოველთვის "შვეიცარს" ეძახდა. განსაკუთრებით მახსოვს, ერთი წელი, ძალიან მიყვარს იმ წლის გახსენება. ჩემს ძმას ბაკურიანში, თხილამურებით სრიალის დროს, ძლიერი დაცემის გამო, წვივის დიდი ძვალი გაებზარა — კატასტროფული არაფერი, მაგრამ დედაჩემი ისე გადაირია, ექიმმა ორი თაბაშირი დაადო, ერთის გახმობის შემდეგ. ჰოდა, ისევ ოცდათერთმეტია, ჩემი ძმა ფეხშეხვეული ზის თავადივით სანაპიროზე და კენჭებს ისვრის, რომ შორიდან მომავალი ქალი და ცამეტიოდე წლის გოგონა დაინახა. იმ წელს, პირველად იოცნება "შვეიცარობა" შესძლებოდა, მაგრამ თავისმა საქციელებმა ერთად დააჭირეს სამფა თაბაშირიან ფეხზე ფეხი. როგორც ყველა ოჯახის წევრი, ბიძიაც მიხვდა, რა ხდებოდა და როგორ გაუშვებდა შანს, რომ არ ეწვალებინა. " შვეიცარს" ვეღარ ეძახდა და ვერ აბრაზებდა, ამიტომ შანსი არ გაუშვა და სავარაუდო სტუმრები ვერც შეიმჩნია. - ბიძია. - გასძახა ჩემმა ძმამ. - გისმენ ყმაწვილო. - გახედა სრული სერიოზულობით "დაინტერესებულმა"( თითქოს არ იცოდა). - მე ხომ ყველას ვიპატიჟებდი, შენ რატომ არ მოიყვანე ყველა? - აწითლებულ ლოყებს ზღვკსკენ მიაბრუნა, რომ სირცხვილი ზღვისგან მონაბერ ნიავს ჩამორეცხა და გაეგრილებინა. - მერე ვინ არ მოვიპატიჟე?! - ოსტატურად იცხადებს და წარბებს კრავს. მე ვერ ვხვდები, რა ხდება. - აი, ისინი! - თითს ხალხისკენ იშვერს. - აბა , რომელი? - ისევ აკვირდება, მოწკურული თვალებით. - აუ, ბიძია! -ამოიტირა. - აა, ისინი? - თავს "მათი" მიმართულებით აქნევს და იღიმის. - ხო. - ამბობს და ლოყები ისევ უწითლდება. რომ მახსენდება მინდა მოვაჭამო, ისეთი საყავარელი იყო. ბიძიაც მირბის მათი მიმართულებით, რადგან უკვე საკმაოდ შორს არიან. რაღაცას უხსნის, მაგრამ არ მოჰყვებიან. ჩემი ძმა აწყლიანებული თვალებით უყურებს და უკმაყოფილებას ვერ მალავს. - რა არის, რა! მე ყველა მომყავდა და შენ... - არა ყმაწვილო, ქმარსაც წაოიყვანს ის ქალბატონი და მოვლენ. - ძამიკოს მოულოდნელად სახე ეცვლება და მთელი სახით იღიმის. ძალიან მიყვარს, ის დრო, როცა ყველანი ერთად, გამვლელი-გამომვლელი ყველა ერთად, ჩვენს ოჯახთან ერთად იზიარებდა ბედნიერებას. ვითვლიდით ბოლო წუთებს, რომ გაგვეცილებინა ძველი და მიგვეღო ახალი. კაცმა არ იცის, რატომ გვიხაროდა იმ ქარყინვაში, იმ ზღვის პირას, იმ უცნობ ხალხთან ერთად დგომა და იმ წუთების თვლა. მაგრამ ამაზე საოცარი, არაფერი მახსენდება, როცა ვიხსენებ, უცნობს თუ ნაცნობს, დიდს თუ პატარას, პუტკუნას თუ გამხდარს, მადიანს თუ უმადოს, როგორ უხაროდათ ცხოვრება, და ამ ცხოვრებასაც გააჩნია — ცხოვრება ერთად! მე " გრინჩი" ვიყავი, ხასიათით ზოგადად უჟმური. ისინი კი — ბედნიერების ნაპერწკლები, ღიმილით რომ აღვივებდნენ ცეცხლს. საჩუქრების დრო მოვიდა. ყველამ ოჯახის წევრმა თავისი მიიღო, გამვლელება კი, მოხატული ფერადი კენჭები, ამ დღის სამახსოვროდ. ბოლოს მე დავრჩი. ოჯახის წევრები, როგორც მჩვევია რკალად შევკარი და ჩემი ნახატები ჩამოვურიგე. ისევ ის იყო, ისევ იგივე, ყოველ ახალ წელს, ოცდათერთმეტში! - ბებო. - გამიღიმა ბებიამ და თავზე ხელი გადამისვა. ისეთი თბილი იყო, ისეთი სათნო. - ჰო, ბებიკო. - გავიკრიჭე და ნაწნავის წვალება დავიწყე. - ძალიან ლამაზია, მადლობა. - გამიღიმა. - მაგრამ ყოველ წელს ასე, რატომ ვართ? გადაგვანაცვლე მაინც, სხვადასხვა ადგილზე დაგვხატე. - ისევ გაიღიმა. მეწყინა, მაგრამ არაფერი მითქვამს მისთვის. ახალი წლიდან ორ თვეში ბაბუ გარდაიცვალა. ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული, ბებო კი გამოფიტული დადიოდა. სულ მეუბნებოდა, " შეიძლება არ გიყვარდეს ბე, მაგრამ მოუფრთხილდი მას, რადგან მეუღლე, შენს ტვირთს ამსუბუქებს, შენ კი , მისსას. სიყვარული თუ არა, მეგობრობა მოვა, ისეთი სხვისას, რომ ვერ შეადარებ!" , მიუხევადად ამისა ხშირად კინკლაობდნენ. თუმცა შეურაცყოფა არასოდეს მიუყენებით ერთმანეთისთვის, რაღაც ოქროს შუალედისმაგვარ ხაზს არ კვეთდმნენ. ამიტომ მიყვარს, მათი ერთობა და ერთად გახსენება. ბაბუ ძალიან გვაკლდა, აღარც ახალი წლის სურვილი გვქონდა, რომ ისევ გვემხიარულა. მაგრამ ბებომ დაგვრაზმა და ისევ გაგვიყვანა, ზღვის სანაპიროზე, იქ, სადაც, ქარყინვაში ქარს იოდის სუნი მოაქვს. ისევ იგივე, მაგრამ მაინც დანაკლისი. გამხიარულებული გამვლელი და სევდიანი ოჯახი. როცა წასასვლელად ვემზადებოდით, ისევ წრე შევაკვრევინე ბებოს და ჩემი ნახატები ჩამოვურიგე ოკახის წევრებს, ოღონდ ამჯერად ორორი დავურიგე. ყველა ნახატს დასცქეროდა, ზოგს ცრემლი მოაწვა. - ბებო. - გავუღიმე და ხელზე მოვეფერე. - ადგილის შეცვლით არაფერი იცვლება, ისინი მაინც იქ არიან სადაც მათი ადგილია. - მის ხელში მოქცეულ ორ სურათს დავხედე. - თოჯინები ადამიანების როლს , რომ ასრულებდნენ, კიბეზე იყვნენ განლაგებულნი. ჩემი და ჩემი ძმის წარმოსახვითი ორეული. ერთად, შემდეგ მეორე კიბეზე უცოლო ბიძია, დედა და მამა ერთად მომდევნი კიბეზე, ბებია და ბაბუა ერთად სულ ბოლო კიბეზე, მეორე ნაზატზე კი, მხოლოდ და მხოლოდ, ექვსი თოჯინა იმზირებოდა. *** ზღვის სანაპიროზე ვზივარ, ვუყურებ გაშლილ სუფრას და ნახატს ხელში, რომ მიჭირავს. მერე ზღვის სურნელს ვისუნთქავ, ტკივილამდე ვღებულობ იოდიან ჰაერს და ვიხსენებ ჩემს წარსულს. სურათზე ხუთი თოჯინა იმზირება და ნადიმზე დაწვევას ლამობს. ღზვის პირას, ქარყინვაში, იმ ადგილას, სადაც ნიავს იოდის სუნი მოაქვს, მე და ჩემი ძმა ვზივართ, გვერდს კი, ჩემი პატარა ძმიშვილები და ჩემი რძალი უმშვენებს. მეღიმება, ეს პატარა მახრები, სალათი ფურცლებზე გიჟდებიან. ამჯერად, მე ვდგები და სკამზე ჩამომჯდარ მოხუცს ვუახლოვდები, თან პლედი მიმაქვს. - იქნებ დაგვეწვიოთ?! - ვუღიმი. - არა შვილო იყოს, არ შეგაწუხებთ. - თავი ჩახარა. - არა! რას ამბობთ?! - წარბები შევკარი. - იმ ხალხს გახედეთ. - გავს მომავალი ხალხისკენ ვაბრუნებ. მანაც დამჯერი ბავშვივით გაიხედა. - ისინი ახლა, ყველა ჩვენთან დასხდებიან და ავღნიშნავთ ახალ წელს! - რამე მასკარადია? - გაიკვირვა. - არა, ოჯახური ტრადიცია. ახლა კი, აბრძანდით და ჩემს ოჯახთან დაბრძანდით! - მკაცრი გამომეტყველებით ვუთხარი, მერე გავუღიმე. მან უცნაურად შემომხედა, მაგრამ ადგილიდან არ დაიძრა. თავი მივანებე, შეყვარებული წყვილი დავიჭირე, მარტოდმარტო, რომ დახეტიალობდნენ, პატარა გუჩისთან ერთად. (ლეკვი). სიამოვნებით დამთანხმდნენ, ვინც გამოიარა, ყელა მივიპატიზე. ჩვენს სტუმრებს, რომ გადავხედე მოხუცი ბერი-კაცი ვერ შევნიშნე. იმ სკამისკენ გავიხედე, ისევ იქ იჯდა, მაგრამ სავარაუდოდ ეძინა. მივუახლოვდი, მხრებზე მოფარებული პლედი ხნით დავიძინებ. - ძილბურანში ჩაილაპარაკა, მერე კი, მისმა მუცელმა დაიღრიალა. გული შემეკუმშა, რადაც არ უნდა დამიჯდეს, მაინც დავაპურებდი. მაჯას დავხედე, თორმეტს ორი წუთი აკლდა. - ბატონო, ადექით! - მაგრად შევანჯღრიე. მან კი, შეშინებულმა შემომხედა. - ბოდიში, რომ გაგაღვიძეთ, მაგრამ წამობრძანდით და ავღნიშნოთ ეს წელი. ყველა ერთად ვართ, თქვენ მარტო რატომ უნდა იყოთ? - სინამდვილეში, უფრო ის მინდოდა, რომ რამე ეჭამა. – გეცოდები არა? - წყრომით შემომხედა. – რას ბრძანებთ? შეხედეთ, ყველა იქ არის! – არა, წადი! - ძალიან მეწყინა, თანაც შემრცხვა, ამიტომ გავბრუნდი. ათვლა დავიწყეთ, მე კი, ისევ მოხუცი კაცი მიტრიალებდა გონებაში. შემეცოდა? — ნამდვილად. თუ ამ სიცივეში მარტო იჯდა, იქ იმ გაყინულ სკამზე, სხეულთან ერთად სულიც გაეყინებოდა. მეცოდებოდა? — კი მეცოდებოდა, მაგრამ არა! მას ჯერ კიდევ ჰქონდა სიამაყე, ადამიანობის. მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ ამ დროისთვის, უადგილო იყო. თვალები დავხუჭე, ოცნება ჩავიფიქრე. მინდოდა, რომ ის კაცი მოსულიყო და ორი ლუკმა მაინც შეეჭმა. იოდის სუნი ჩავისუნთქე, გამეღიმა, ეხლა ვისთვის უნდა დამერიგებინა ჩემი ნახატები. ახლა მხატვარი ვიყავი, კარგად ვხატავდი, მაგრამ ისინი აღარ იყვნენ, თუმცა მათი ადგილი არ შეცვლილა. ხელში მიქცეული ქაღალდები, ჩემს ძმას, რძალს და პატარა გოგონებს ვაჩუქე. ეხლა ჩემი ადგილი ძმასთან აღარ იყო, რძალი ედგა მეუღლედ. ჩემი გოგონები კი წინ. ოთხივეს მივეცი თავისი საჩუქარი, ნახატის გადაცემის ტრადიციის დაცვით. - წავედით. - დამიძახა ჩემმა ძმამ. - არა, თქვენ წადით, მეც მალე მოვალ. შარფი მოვიხვიე და სანაპიროს ფეხშიშველი გავუყევი, იმ ქარყინვაში, ზღვიდან მონაბერი იოდის სუნი ღრმად შევისუნთქე. –მომენატრეთ. - ცრემლი მოვიწმინდე და გამეღიმა, როცა უკან სილუეტი დავლანდე. ალბათ სხვა დროს შემეშინდებოდა, მაგრამ ახლა ოფლისა და სიბინძურის სუნი, რომ ვიგრძენი გამეღიმა. უკან მივბრუნდი. – რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს? - გაკვირვებულმა შემომხედა. – რთული კითხვაა, ბევრი რამის გამო. – მაგრამ ყველაზე მეტად? – ყველაზე მეტად? - ჩავფიქრდი, თუმცა პასუხი უკვე ამოხსნილი მქონდა. ‐ ბედნიერება გაზიარებით... - გავუღიმე და გავაგრძელე. – წამობრძანდით, ცხელი შოკოლადი დავლიოთ. - ხელი გავუწოდე. შეიშმუშნა, თავისი მდგომარეობის და სუნის გამო, დიდი ალბათობით. – მისმინეთ! ეხლა თუ არ წამოხვალთ, გიჩივლებთ ჩემი მწობრიდან გამოყვანის გამო! - მე თვითონ გამეცინა ჩემს ნათქვამზე. – ეგ მაკლია, ამ მოხუც კაცს. – ხოდა წამომყევით. - ცხელი შოკოლადი მივირთვით. ის თავჩაღუნული იჯდა, ცდილობდა არ ემოძრავა, რომ ყურადღება არ მიექცია დიდად. – ახალ წელს გილოცავთ! - გავუღიმე. – გილიცავ, პატარა ქალბატონო. - გამიღიმა. – რამდენი წლის ხართ, აქ საიდან მოხვდით, ან რატომ? – 70. - ოყო მოკლე პასუხი. – და მაინც, რატომ ? – მარტო ბედნიერება არ მოდის, მარტობაში უბრალიდ ვინმე გულს ვერ გატკენს, მარტოობაში საკუთარ თავთან იდილია მოდის, მაგრამ არა ბედნიერება. ბედნიერება კი, რომც მოვიდეს არაფერია გაზიარების გარეშე. – კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ გამოუცდელი. ცხოვრება არ გინახავს გეტყობა. - ჩაიცინა. – მათალია , არა მინახავს. - გავიღიმე. – მაგრამ საკმაოდ ბევრი დავკარგე. რაც შეეხება ის ზღვის სანაპიროზე... ოჯახური ტრადიციაა, ხორციელ სიცივეს გაათბობ ცეცხლით, მაგრამ სულში სიცივის დაბუდებას არავინ იმსახურებს. ვიღაცას შიოდა, ვიღაცას წყუროდა, ვიღაცას ციოდა — მაგრამ გარეგნულად. არავინ იმსახურებს, ასეთ ბედნიერ დღეებში მაინც , იყოს სევდიანი. ამიტომ იმას ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, ხორცსაც ვკვებავთ და სულსაც. – გავუღიმე და შევნიშნე მის თვალებში აკიაფებული ცრემლი. – ერთ დროს, მეც შენსავით ვიყავი. სიცოცხლით სავსე. მაგრამ მერე გარემოებებმა შემიწირეს. – მწარედ ჩაიცინა. – იყო მომენტი, როცა გვშიოდა, იყო მომენტი, როცა გვციოდა, იყო მომენტი, როცა ჩემი არავის ესმოდა, როცა ჩემმა ოჯახმა დიდი დანაკარგი განვიცადეთ, არამატერიალური და მენტალური. იყო მომენტი, როცა დავკარგე, ერთი კი არა, ყველაფერი და დამრჩა ძმა. იცი რა? ვერ ვიქნები ცხოვრების უმადური, რადგან ვაფასებ იმას რაც მქონდა, და ახლა მაქვს. – და ცხოვრებაც მშვენიერია, არა?! ‐ ამ მოხუცმა მერამდენედ მატკინა გული, თავისი პასუხებით და ირონიით. –კი! ცხოვრება მათთვისაა მშვენიერი, ვინც დროს არ კარგავს, უფრთხილდება იმას რაც აქვს, არ ივიწყებს ძველს და იძენს ახალს. ვერასოდეს ვიქნები ისეთი, რომ დაკარგულის დარდით, ახლანდელი დავივიწყო. ესაა, და ცხოვრება მართლაც მშვენიერია, რადგან ვერ ვიქნები უმადური, რადგან ესეც, რომ დავკარგო, რაც მაქვს, მერე არ მივხვდე. თურმე რა მშვენიერი ყოფილა. ‐ აღელვებისგან, ლოყები ამიწითლდა და ცრემლი წამომივიდა, მოცხუცი კი, გაღიმებული მიყურებდა ისიც ტიროდა. – შენ არასოდეს დაკარგავ სულს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება უსამართლოა. - გამეცინა. – ნახვამდის მოხუცო, ახალ წელს გილიცავთ. - გავუღიმე, ისიც მიღიმოდა. *** ისევ ოცდათერთმეტი დეკემბერი დადგა. თოვლი მივიდა, ხალხი თითქმის არ დადიოდა, არც ის მოსულა სუფრასთან ვინც იყო. ჩემი ძმა და რძალიც არ იყო, ტყუპები გაციებულები იყვნენ და მათ უვლიდნენ. ჩემმა ძმამ წამოსვლის დროს, სიტყვები დამაწია. – თოვს, სად მიდიხარ. არ გაცივდე, კარგი რა, რაღა დროს ესაა. – შვილი ტრადიციას არ უნდა ივიწყებდეს. - გავუღიმე, მივუახლოვდი და შუბლზე ვაკოცე. – ანუ მე ჩვენს მშობლებ ვიბიწყებ? კარგი რა, ეგ სულელური ტრადიციაა, შენც არ მოგწონდა ადრე. – მაგ სულელური ტრადიციის გამო გყავს ცოლი და ორი ანგელიზი შვილი. - შევუღრინე. – კარგი ძამიკო, მრავალ ახალ წელს დაესწარი მე წავედი. მოკლედ უკვე ორი საათია აქ ვზივარ და გათოშილ საჭმელს ვუყურებ, არავინ მოდის. მცივა... გული მტკივა... ველიდები... არავინ მოდის... – ეფციუ! - გავცივდი. ყოჩაღ! მადლობა ღმერთო. ხარხარს ვიწყებ და ცეკვას. ტელეფონში საშობაო სიმღერა მოვძებნე და ჩავრთე. უცნობი გამვლევი საცეკვაოდ გამოვიწვიე. (საბედნიეროდ ამყვა). მერე მეორე, მესამე, მეოთხე. თოვლის ფერხულში ჩავებით. აღარც მუსიკის ხმა ისმოდა. ახლა გულის რიტმს ვიყავით აყოლილი. – გილოცავთ ახალ ხელს, happy new years! - უამრავ ენაზე ჟღერდა. მაგრამ ყველა ერთი იყო, ბედნიერი ახალი წელი — ანუ ბედნიერება გაზიარებით. ცეკვის დროს სუფრისკენ გავიხედე, მოხუცი იქ იჯდა... დ ა ს ა ს რ უ ლ ი . . . გილოცავთ, შობა ახალ წელს! ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს.)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.