შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაიღიმე, მე ვარ ბედი (თავი I)


7-03-2022, 01:49
ავტორი LilianaMooS
ნანახია 1 070

პალატის ოთახს, რომელიც მწვანე საღებავით არის შეღებილი და იქაურობას საშინელ აურას სძენს, თეთრებში გამოწყობილი ახალგაზრდა ექთანი აღებს. -ქალბატონო, ირის ეს წერილი მისაღებში ახალგაზრდა მამაკაცმა დატოვა, გვთხოვა თქვენთვის გადმოგვეცა ამბობს გოგონა და ახალ ნამშობიარებ ქალს ხელში ოთხად მოკეცილ ფურცელს აძლევს. ირისი ახლა 22 წლის არის, თუმცა უკვე ორი შვილის დედაა, უფროსი გოგონა ლინდა 5 წლის შესრულდა ახლაც დედამისის საწოლზე ზის და მის ხელს მთელი ძალით ჩაბღაუჭებია, თითქოს ეშინია არ დამტოვოსო, მეორე ბიჭია, რომელიც სულ ახლახანს გაჩნდა და დედის მკლავებშია. ქალი ხელის კანკალით ხსნის წერილს გეგონება იცოდეს შიგნით რა წერიაო, რამოდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ირისი ატირებული ამბობს -გთხოვ, ასე ნუ მოგვექცევი.
- რა მოხდა დედა?
- ლინდა, მამა წავიდა... ამბობს, რომ ვერ მოვა, გვწერს არ დაველოდოთ.
წვიმის ხმაური დედა-შვილის განწირულ ტირილს ისე ჰარმონიურად შეერწყა გეგონებოდათ ბუნება მის საყვარელ კომპოზიციას უკრავსო. ირისი ახლა მარტოა 2 შვილთან ერთად არც სამსახური და არც არანაირი იმედი მომავლისა, მის ოჯახს ყოველთვის უჭირდა, მაგრამ ახლა გამოსავალი თითქმის არ იყო.

რაც უფრო გადიოდა დრო ირისიც და ლინდაც ნელ-ნელა ივიწყებდნენ კაცს სახელად ოზანს, რომელმაც ისინი მიატოვა სახლიდან ჯერ მისი ნივთები გაქრა, შემდეგ მისი ფოტოები ბოლოს კი მოგონებებიც ჭორიკანა მეზობლებმაც კი დაივიწყეს, რომ ირისი გათხოვილი იყო მას ყველა, როგორც მარტოხელა ისე მოიხსენიებდა. ლინდა ცდილობდა მამის გულიდან ამოგლეჯვას, გონებიდან გაქრობას, მაგრამ ვერ ახერხებდა იმ კავშირის გაწყვეტას რაც მასთან აკავშირებდა ყოველ ღამე იმ იმედით იძინებდა "ხვალ, მამა აუცილებლად მოვა", მაგრამ მამა არცერთხელ არ დაბრუნდა უკვე სამი წელია არ უნახავს, დიდი ხნის წინ დაავიწყდებოდა, როგორი იყო ფიზიკურად, რომ არა დედის ჩუმად შენახული ფოტო სადაც ის, დედა და მამა არიან.

სამშაბათი დილა იყო ლინდას სკოლაში წასვლა კვლავ მარტო მოუწია, რადგან ირის სამსახურში აგვიანდებოდა და ეს არ შეიძლებოდა ამ შანსის დაკარგვა არ შეიძლბოდა. გოგონას დედა ყოველთვის აფრთხილებდა ქუჩებზე ფრთხილად ევლო, მაგრამ იმ დღეს ლინდამ ეს არ გაითვალისწინა და ჩქარა მოსიარულე მანქანას წინ ჩაუვარდა, ბავშვი მაშინვე საავადმყოფოში წაიყვანა მძღოლმა და მთელი დღე მის გვერდით გაატარა ერთი წუთითაც არ დაუტოვებია, მალე ირისიც მოვიდა ახალგაზრდა მძღოლი ბავშვის დედით იმ წამსვე მოიხიბლა.
- რა მოხდა? ან როგორ მოხდა? კითხულობდა ქალი.
- არ ვიცი მივდიოდი და მოულოდნელად გამოჩნდა გზაზე.
- რამე სერიოზული სჭირს?
- არა, არ ინერვიულოთ მხოლოდ დაბეჟილობა აქვს.
- მადლობ, რომ არ დატოვე და აქ მოიყვანე.
- რას ბრძანებთ. თქვენი სახელი?
- ირისი.
- მე, ტობი... სასიამოვნოა.
სწორედ ამ დღეს შეიცვალა ყველაფერი ირისისა და ბავშვების ცხოვრებაში. ტობი და ლინდა ძალიან დაახლოვდნენ არცერთი დღე ერთმანეთის გარეშე ისევე, როგორც აქსელის. შეიძლება ოფიალურად არა, მაგრამ ბავშვებს მამობას ნამდვილად ტობი უწევდა. ტობი ძალიან სიმპათიური 26 წლის მაღალი მუქი კანის და ღია ფერის თვალების მქონე მამაკაცი, ელეგანტურად ჩაცმის ოსტატი სრულიად სხვა ადამიანი გახდა მას შემდეგ რაც ირის და ბავშვებს შეხვდა, მაგრამ ცხოვრება ზღაპარი არ არის 2015 წლის იანვრის ცივ ღამეს ირისი კარებზე ბრახუნმა გააღვიძა კვლავ მისი მეზობელი ნიკოლა იყო, ისინი ერთად გაიზარდნენ ბიჭი ბავშვობიდან ირისზე იყო შეყვარებული მაგრამ ქალი მას, როგორც უახლოეს მეგობარს ისე უყურებდა.
- შეიძლება შემოვიდე? იკითხა ნასვამმა.
- ნიკოლა, ბავშვებს სძინავთ.
- გთხოვ.
- კარგი. ახალგაზრდები მისაღებ ოთხახში დასხდნენ უხერხული სიჩუმე ჩამოწვა.
- ირის, იცი რამდენი წელია მიყვარხარ?
- ნიკოლა, გთხოვ არ გინდა.
- რატომ? ჯერ შენს ნაძირალა ქმარზე გამცვალე, მერე ვიფიქრე აი ჩემი დროც მოვიდათქო, მაგრამ არაა. მიყვარხარ ირის. თქვა კაცმა და მაშინვე ქალს ეცა. ირისი განთავისუფლებას ცდილობდა და ეძიძგილავებოდა ნიკოლას რა დროსაც ოთახში ლინდა შემოვიდა.
- დედას გაუშვი. ითხოვა ბავშმა.
- შენ რაღა გინდა შე ? აყვირდა ნიკოლა და პატარა გოგოსკენ გაიქცა. მაგრამ მოულოდნელად ლინდას წინ დავარდა და მთელი ოთახი სისხლით შეიღება.
- ლი..ი..ნდა? რა ქენი? ირისს ენა ჩაუვარდა.
- მაკრატელი ჩავარტყი. ბავშვი ვერც მიხვდა რა ჩაიდინა.
- ახლა რა უნდა ვქნა ? ახლა რა გავაკეთო? ირისი ხელებს თავში ირტყამდა და მხოლოდ ახლა გაახსენდა ტობი, მისთვის აუცილებლად უნდა დაერეკა.


- ახლა ორივემ კარგად მომისმინეთ, ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ თანაც ახლავე ამ ნაბიჭვრის გვამს მოვაშორებინებ, მაგრამ აქ ვეღარ დავრჩებით. თუ პოლიცია რამეს გაიგებს თქვენ იტყვით, რომ ეს მე გავაკეთე... გასაგებია?
- ტობი...
- ირის, გასაგებია? აშკარად ტონს აუწია რაზეც ირისმა მხოლოდ თავის დაქნევით უპასუხა. შუა ღამისას უკვე
ესპანეთის საზღვართან იყვნენ ეს იყო ქვეყანა, რომელიც მათ უახლოეს მომავალში შეიფარებდა.


7 წლის შემდეგ

- მამა... დილის სიმყუდროვეს ეს სიტყვა არღვევს ყოველთვის.
- ტობი, ახლავე ადექი თორემ არ გაჩერდება ხომ იცი.
- ღმერთო ჩემო, როდის უნდა გადაეჩვიოს ეს ბავშვი დილის 6 საათზე ადგომას?
- აბელ, არ გინდა ამიხსნა ამ დროს რატომ გღვიძავს და რატომ ყვირი მთელს სახლში? ტობი აბელს ბევრ კითხვებს უსვამდა და თან იცვამდა.
- რა ვქნა გამეღვიძა.
- დედას და შენს და-ძმას, რომ სძინავს?
- მაპატიე. აბელი ირისისა და ტობის აყვანილი შვილია, ბავშვის მშობლები ტობის უახლოესი მეგობრები იყვნენ, ისინი მაშინ გარდაიცვალნენ, როცა აბელი თვეების იყო ამიტომ მასზე მზრუნველობა ტობიმ აიღო და ირისიც სიამოვნებით დასთანხმდა, აბელმა თითქოს მათ ცხოვრებას ახალი სიცოცხლე შთაჰბერა.
ირისი და ტობი ესპანეთში ჩამოსვლიდან, რამოდენიმე კვირაში დაქორწინდნენ, თუმცა ორივემ იცოდა, რომ ეს რეალური ქორწინება არასდროს იქნებოდა და მართლაც ასე გრძელდება უკვე შვიდი წელია ისინი ერთმანეთის უახლოესი ადამიანები არიან საუკეთესო მეგობრებიც კი, მაგრამ არაფერი ამის იქით მათ მხოლოდ მეგობრობა და სამი შვილი აკავშირებთ. ტობი იდეალური მამაა შვილებისთვის ყველაფერს აკეთებს და ბავშვებიც მამაზე უგონოდ არიან შეყვარებულები. ლინდა ამაყობს, რომ ასეთი მამა ჰყავს მისი კლასელი გოგოები ყოველთვის აღნიშნავენ ტობის სიმპათიურობას ორი მგონი შეყვარებულიც კი არის კლასელის მამაზე.

ირისის ცხოვრება ესპანეთში გადმოსვლის შემდეგ ძალიან შეიცვალა მას ყველაფერი ჰქონდა დედოფალივით ცხოვრობდა, მაგრამ თითქოს ყოველთვის რაღაც აკლდა თითქოს მასში რაღაც სიცარიელე იყო, რომელიც ამოვსებას სთხოვდა. ლინდას ტობი ძალიან უყვარდა, მაგრამ მამა-შვილი ასევე ძალიან ხშირად კამათობდა გოგონა ძალიან ჯიუტი და რბილად, რომ ვთქვათ მძიმე ხასიათისა იყო. მან იცოდა და ყოველთვის ახსოვდა ტობის ბიოლოგიური შვილი, რომ არ იყო აქსელისა და აბელისგან განსხვავებით, მაგრამ მას ეს არასდროს უგრძვნია ტობი ყველაზე მეტად ლინდას ათამამებდა აძლევდა ისეთი რაღაცეების უფლებას რაც ჩვეულებრივ 15 წლის ბავშვს არ აქვს.

- ირის რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო.
- რამე მოხდა ტობი? ქალს თითქოს შიშმა გაუარა სხეულში.
- არა, უბრალოდ მინდა ცალკე ვისაუბროთ.
- კარგი. დაეთანხმა ირისი და ეზოსკენ ანიშნა.
- გახსოვს ადრე მამაჩემზე, რომ გესაუბრე?
- კი, მითხარი მისი უკანონო შვილი ვარ და შვილად არასდროს ვუღიარებივარო, მისი ცოლის გარდა არავინ იცის ჩემზე სიმართლეო.
- დიახ, ზუსტად ასეა, მაგრამ რამოდენიმე დღის წინ სრულიად მოულოდნელად დამირეკა.
- რატომ რა მოხდა?
- მითხრა, რომ ძალიან ცუდად არის და უნდა თავის შეცდომა გამოასწოროს შვილად მაღიაროს და ყველას უთხრას, რომ მისი შვილი ვარ.
- ანუ?
- მთხოვს მას ვესტუმრო.
- ხო, მაგრამ ჩვენი დაბრუნება საშიში არ არის?
- უკვე 7 წელი გავიდა ირის ისიც კი არ ვიცით გვამი იპოვნეს თუ არა თან შენც და ბავშვებიც ჩემს გვარს ატარებთ და ამ სახელით არავინ გეძებთ. თანაც ის კაცი ისეთი ადამიანია მთელი ქვეყანა პატივს სცემს არ მგონია მასთან ვიზიტი საშიში იყოს.
- კარგი მაშინ წავიდეთ როცა მეტყვი.



- უკვე 72 საათი გზაში ვართ, ბავშვები ძალიან დაიღალნენ. თქვა ირისმა.
- მანქანით რატომ წამოვედით? იკითხა აქსელმა.
- იმიტომ, რომ ასე ნაკლები კონტრილია.
- ჩვენ ვინმეს ვემალებით? ახლა აბელმა გააგრძელა კითხვები ამაზე ლინდა შეცბა, მაგრამ მალევე უკუაგდო ფიქრები.
- არა, აბელ უბრალოდ მამამ ასე გადაწყვიტა.
- ტობი, მგონი გეძინება... ეს იყო ბოლო სიტყვები რაც მანქანაში გაისმა მერე კი იყო სიბნელე...
ირისს საავადმყოფოს პალატაში გამოეღვიძა მაშინვე ფეხზე წამოხტა და ბავშვების ძებნა დაიწყო საბედნიეროდ სამივე კარგად იყო და მოსაცდელ ოთახში იცდიდნენ.
- ხომ კარგად ხართ?
- კი, დედა.
- ტობი? ტობი სად არის?
- არ ვიცი ექიმი იყო გამოსული გვითხრა ხელი აქვს მოტეხილიო.
- გამარჯობა, მე ტობი ულუს მეუღლე ვარ.
- დიახ, თქვენი მეუღლე კარგად არის უბრალოდ ხელის მოტეხილობა აქვს ამიტომ უკეთესი იქნება დღეს აქ თუ დარჩება.
- გამარჯობათ, ჩვენ ტობიას ულუს ოჯახი ვართ მისი მდგომარეობა გვაინტერესებს. ტობის ამბავს ვიღაც უცნობი სოლიდურად ჩაცმული შუა ხნის მამაკაცი კითხულობდა.
- აა, დიახ კარგად არის ეს მისი მეუღლეა მიმღების თანამშრომელმა ირისზე ანიშნა. კაცმა ჯერ ირისი შეათვალიერა მერე კი გაიღიმა.
- შენ მართლა ტობიასის მეუღლე ხარ?
თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ირისმა. ქალმა კი რომელიც კაცს თან ახლდა ეჭვისთვალით შეათვალიერა ის.
- დედა, ესენი ვინ არიან? იკითხა აქსელმა. ირისმა პასუხი ვერ გასცა და გაჩუმდა.
- არ მითხრა, რომ ესენი ტობიასის შვილები არიან. კაცს თვალები ცრემლებით გაევსო.
- დიახ... ლინდა, აქსელი და აბელი.
- ღმერთო ჩემო ამხელა შვილიშვილი მყოლია და მე ახლა ვიგებ. მე თქვენი ბაბუა ვარ, მამათქვენის მამა. ბავშვები გაოცდნენ და ემოციების გამოხატვა გაუჭირდათ ამიტომ ირისს თავის მართლება მოუწია.
- ტობის თქვენზე არაფერი უთქვამს მათთვის.
- მესმის შვილო...
- გთხოვთ ჩვენთან წამოდით. თქვა კაცმა, მაგრამ ქალს აშკარად არ ესიამოვნა.
- მადლობა, მაგრამ უმჯობესია აქ დავრჩეთ.
- ბავშვები დაღლილები არიან აქ, როგორ გაჩერდებიან.
- ტობის ვნახავ ჯერ.

- როგორ ხარ? კითხა პალატაში შესულმა ირისმა ტობის.
- კარგად ხელი მტკივა ცოტა.
- ხო, მითხრეს მოტეხილი გაქვს. ტობი მამაშენი ვნახე მისაღებში.
- ჰო, ვიცი მე დავურეკე.
- უნდა, რომ მასთან წავიდეთ.
- წადით, ირის ცოტა დაისვენეთ.
- შენს გარეშე არ მინდა წასვლა თან ის ქალი მემგონი ცოლი საშინლად გვიყურებს.
- მისი ცოლი იქნება. წადი ირის ჩემს გარეშე სასტუმროს დაქირავება საშიშია ამიტომ ეს ღამე იქ დარჩით ხვალ კი გპირდები ყველაფერს მოვაგვარებ. -კარგი მაშინ ვეტყვი შემოვიდეს შენი ნახვა უნდა.

შავი ჯიპი თეთრ სამ სართულიან სახლის წინ გაჩერდა აქაური სიმდიდრე ალბათ ყველას აღაფრთოვანებდა, მაგრამ ფულს და ქონების რაოდენობას არც ტობი უჩიოდა ამიტომ ირისს და ბავშვებს სიმდიდრე ვერ გააკვირვებდა. სახლში მოსამახურე პერსონალის გარდა არავინ იყო მალევე შემოუსხდნენ გრძელ მუხის მაგიდას და ბევრ თემაზე ისაუბრეს.
- თქვენ შვილები არ გყავთ? კითხა აქსელმა კაცს.
- კი მყავს ორი შვილი გოგო და ბიჭი ცოტახანში მოვლენ სხვათაშორის შენი ასაკის შვილიშვილიც მყავს.
- მართლა? რამდენი წლის არის?
- 5-ის. მაშინ აბელის ტოლი ყოფილ მე 9-ის ვარ.
- უფროსი შვილიშვილიც მყავს გოგო ლინდა და ის დამეგობრდებიან აუილებლად. ლაპარაკი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინათ.
- ტობი, რეკავს ხომ კარგადაა?
- ტობი? კარგი, კარგი ახლავე წამოვალ.
- რა მოხდა შვილო? ანერვიულდა კაცი.
- არაფერი ყველაფერი რიგზეა უბრალოდ ტობის ამ ღამესვე წერენ და უნდა წავიდე.
- კარგი, შვილო წავიდეთ.
- შენ სად მიდიხარ ანდრეას? ხომ იცი დღეს ლილიანი ჩამოდის ამდენიხნის შემდეგ და რა ვუთხრა ჩვენს ქალიშვილს და სიძეს მამათქვენი სად წავიდათქო, რამოდენიმე წუთის წინ ველაპარაკე და მალე მოვლენ.
- არ შეწუხდეთ გთხოვთ ტობი ხვალ მოვა თქვენს სანახავად გპირდებით.
- მაპატიე შვილო მძღოლს ვეტყვი წაგიყვანოს.
- მადლობა მასპინძლობისთვის. ირისი მამამთილს დაემშვიდობა და ეზოში გამოვიდა აქსელი და აბელი წინ გარბოდნენ უკვე თითქმის მანქანასთან იყვნენ ლინდას კი დედამისზე ჰქონდა ხელკავი გამოდრბული და ნელა მიიწევდნენ შავი ჯიპისკენ რა დროსაც ეზოში წითელი მანქანა შემოვიდა და გაჩერდა წინა კარებები გაიღო ჯერ კარგი აღნაგობის ქალი გადმოვიდა მერე მაღალი თხელი სოლიდურად ჩაცმული კაცი ნაცრისფერ პალტო მოსხმული ირისს თითქოს ეცნო სილუეტი, მაგრამ უკნიდან ვერ ცნობდა.
- საყვარელო არ შეგცივდეს ეს მოიხურე თქვა კაცმა და ყველაფერი გასაგები გახდა ეს ხმა... ეს წყეული ხმა... ეს ნაცნობი ხმა...
- მამიკოს ბიჭი მგონი დაიღალა. ირის ახლა მხოლოდ ამ ხმის გაჩუმება უნდოდა სამუდამოდ ბოლომდე მაინც ვერ რწმუნდებოდა ფიქრობდა იქნებ მეშლებაო სანამ სასიამოვნო აღნაგობის ქალს ხელი არ შემოხვია და პირაპირ პირისპირ რამოდენიმე მეტრის დაშორებით არ აღმოჩნდნენ.
- ოზან... მხოლოდ ამის თქმა მოახერხა შოკირებულმა ირისმა. ლინდამაც იცნო მამა, მაგრამ თავი ისე დაიჭირა თითქოს ვერაფერს მიმხვდარიყო არადა სულ კანკალებდა. ოზანი ერთ ადგილზე გაშეშდა არ ან ვერ ინძრეოდა სახეზე კი საშინელი ტკივილი აღებეჭდებოდა...

10 წლის შემდეგ კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent