შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ოთახში


18-03-2022, 20:35
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 1 002

ღამე ყველაზე დიდი სასჯელია ადამიანისთვის.ეს დროის ის პერიოდია,როდესაც შენივე მარტოსულობა გახრჩობს და მისგან ვერ გარბიხარ.გარშენო სიჩუმეა,მე კი ამ სიჩუმეში რაც შემიძლია ხმამაღლა ვყვირი,ვეძახი საკუთარ თავს,რომელიც დიდი ხანია ოთახის კუთხეში დგას და დაჟინებით მიყურებს,სინანულის თვალებით მიყურებს, საყვედურის თვალებით,თვალებით,რომლებიც მსაყვედურობენ იმისთვის, რომ მათგან განცალკევება მოვისურვე.კუთხეში მდგარი ჩემივე თავი მაფრთხილებს,ის მაშინაც ასე მაფრთხილებდა როცა ადამიანების გამო ვიცვლებოდი და საკუთარ თავზე ვამბობდი უარს.ახლაც იმავეს ვაკეთებ ნელ-ნელა ოთახის კუთხეში მდგარი გოგონა, რომელიც მხოლოდ ვიზუალურადღა მგავს სიბნელეში უჩინარდება მე კი სულ მარტო ვრჩები ფანჯრიდან სინათლე შემოდის და ჩემს გაფითრებულ სახეს ანათებს.მხოლოდ მაშინღა მოვდივარ გონს,როდესაც ოთახში არსებული სიცარიელე მაწუხებს. შუქს ვანთებ ყველა კუთხეს საგულდაგულოდ ვავლებ თვალს გარშემო არაფერია უსულო ნივთების გარდა აქ ერთადერთი სულიერი მხოლოდ მე ვიყავი ახლა კი ამაშიც ეჭვი მეპარება მეც იმ ნივთებს დავემსგავსე,რომელიც ჩემს ოთახში დგას მხოლოდ ერთი დანიშნულებით,ინტერიერის გასალამაზებლად.მეც იგივე ,როლს ვასრულებ ადამიანების ცხოვრებაში უარს ვამბობ სულიერებაზე და ვცდილობ რაცშეიძლება მეტი ადამიანის ცხოვრება გავალამაზო მიუხედავად იმისა,რომ ეს ყოველივე საკუთარ თავს კიდევ უფრო მეტად მაშორებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent