შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედის ირონია


8-05-2022, 00:19
ავტორი Annnaaa
ნანახია 9 595

კარზე ვიღაც გაგიჟებით აბრახუნებდა , მე კი წამოდგომა და კართან მისვლა ვერ გავბედე, რადგან მეშინოდა კარის უკან ის არ დამენახა , ვისი დანახვაც ახლა ყველაზე ნაკლებად მინდოდა.
მეშინოდა, რადგან ვიცოდი მისთვის კარის ცხვირწინ მიხურვას ვერ გავბედავდი, რადგანაც ის უკანასკნელი ადამიანი იყო, ვინც ჩემგან ამას იმსახურებდა.

ჩვენი ბოლო დიალოგი გამახსენდა, როცა ის მემუდარებოდა რომ არ მიმეტოვებინა და მასზე უარი არავითარ შემთხვევაში არ მეთქვა , მე კი ვქვითინებდი და ვუმტკიცებდი, რომ სხვა გამოსავალი არ მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკარგვა არ მსურდა და მან ეს კარგად იცოდა.
იცოდა, რომ მიყვარდა და სწორედ ეს სიყვარული მის გაშვებას მაიძულებდა .
ის ყველაფერს ხედავდა , მაგრამ ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა და რომ ყოველთვის ყველაფერზე წინ მას დავაყენებდი.

მიმტკიცებდა, რომ ერთად ყველაფრის მოგვარებას შევძლებთ , მაგრამ მე არ მინდოდა მისი ტანჯვის მიზეზი გავმხდარიყავი .

ის არ იმსახურებდა მომაკვდავ, უიმედო ადამიანთან ერთად ცხოვრების გატარებას.
მას არჩევანი ჰქონდა და არ მინდოდა მე ავერჩიე, რადგან ეს მას მომავალს დაუნგრევდა.
საბოლოოდ მე გავიმარჯვე და ის ჩემი ცხოვრებიდან გავაგდე!

თუმცა დღეს ის მაინც ჩემს კართან დგას და მელოდებოდა , როდის შევიცვლი აზრს.
ეს კი არასდროს მოხდება!
ის მიცნობს და იცის , რომ გადაწყვეტილებას ვერავინ და ვერაფერი ვერ შემაცვლევინებს და მაინც ასე ჯიუტად დგას ჩემს კართან მიტოვებული ბავშვივით და მელის როდის ჩავიკრავ გულში.

მისი ვიზიტები კვირები გრძელდებოდა რაც ჩემს ტკივილს უფრო აუტანელს ხდიდა,
სანამ პოლიციაში შევიწროვებისთვის არ ვუჩივლე და ჩემთან მოახლოება არ აუკრძალეს, მანამდე თავი არ დამანება.
არ ვიცოდი , მის გარეშე ცხოვრება, როგორ გამეგრძელებინა და როგორ მეცხოვრა ქალაქში , სადაც ის ცხოვრობდა.
ამიტომ ქვეყანა მალევე დავტოვე და ნიუორკიდან ვენეციაში გავფრინდი.

იქ მოგზაურობა ჩვენი ოცნება იყო ,გვინდოდა ჩვენი ბედნიერი მოგონებები ამ ქალაქთან დაგვეკავშირებინა
მაგრამ ახლა ჩემთვის ეს ქალაქი იყო უკანასკნელი ადგილი, რაც მის თავს მახსენებდა.
სულ რაღაც თვეები მქონდა დარჩენილი და მინდოდა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები აქ მასზე ოცნებაში გამეტარებინა.
არ მინდოდა აქ მომაკვდავს მასთან ერთად უკანასკნელი წუთების გატარება, არ მინდოდა მას ჩემი სიკვდილი ენახა.

თან აქ მარტო ყოფნა არც ისე ცუდია , დღისით ქალაქის სილამაზითა და ღირშესანიშნაობებით ვტკბები ღამით კი რომანის წერაში თავით ვეშვები.

ჩვენს სიყვარულზე ვწერ , რომელიც მართალია ხანმოკლე აღმოჩნდა, მაგრამ არსად მეგულება ჩვენს გარდა ვინმე , ვისაც ოდესმე ასეთი მშვენიერი, მწარე და გულწრფელი სიყვარული განეცადა .

საშინლად არ მინდოდა რომანის დასრულება, რადგან ჩვენს სიყვარულს დასასრული არ უნდა ჰქონოდა.
ასეთ დასასრულს თვითონ სატანაც კი ვერ გაიმეტებდა ჩვენთვის, როგორიც ეს სამყარომ განიძრახა.

შუაღამისას ჩემს სასტუმრო ოთახში მეძინა, როცა ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ღამის სამი საათი იყო .
ყურმილს შეშინებულმა ვუპასუხე , ცუდი ამბის მოლოდინში, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა აქ ყოფნის მანძილზე ვიღაცამ დამირეკა.
საავადმყოფოდან მირეკავდნენ, ნიუორკი ვენეციის რეისის მგზავრი ; დევიდ ევანსი საჰაერო კატასტროფას შეეწირაო.
მკითხეს თუ მსურდა ნიუ-იორკში ჩასვლა როგორც მის ახლობელს , რომ მისი ფერფლი წამომეღო და მისი გარდაცვალებისთვის პატივი მიმეგო.

იმ მომენტში არც კი ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.
ყურმილი შოკირებულმა დავკიდე, ტელეფონი კი დილამდე არ გაჩერებულა .

ალბათ ეს იყო ჩემი სასჯელი სიყვარულზე უარის თქმისთვის ?! სიკვდილის ანგელოზმა ჩემზე ადრე მას მიაკითხა....

ნეტავ იმ რეისზე მე ვყოფილიყავი მის მაგივრად!...

ვინანე, რომ მასზე უარი ვთქვი.
მის მიტოვებას სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ვნანობდი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent