შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდა რომელიც გაბედნიერებს


3-11-2022, 15:13
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 9 805

ჩემსავე ფიქრებში დაკარგული პარკის შესასვლელს მივუახლოვდი,შორიდან ბავშვების მხიარული ყიჟინა ისმოდა,უამრავი ადამიანი მიმოდიოდა,ყველას საგულდაგულოდ ვაკვირდებოდი,იქნებ ვინმე ჩემნაირი სასოწარკვეთილებისგან დაღლილი მეპოვა,ვინმე ვინც შეძლებდა ჩემი გაურკვევლობის გაგებას.ადამიანებზე დაკვირვება ყოველთვის მიყვარდა,ყველას გამომეტყველებაში განსხვავებულ ემოციას ვკითხულობდი:ტკივილს,დაღლას,მწუხარებას,იმედგაცრუებას,წყენას,სიყვარულს,სითბოს,სიკეთეს,სიბოროტეს.ხშირად მომდომებია უცხო ადამიანებთან გამოლაპარაკება,განსაკუთრებით მათთან ვისაც იმედი საბოლოოდ ქონდათ დაკარგული,იქნებ მე ვყოფილიყავი ის ადამიანი,რომელიც მათში ნაწერწკალს ისევ გააღვივებდა,სილაღეს დაუბრუნება,მაგრამ ჩემთვის ვინ იქნებოდა ასეთი ადამიანი?რომელიც ამ ყველაფრისგან მიხსნიდა,რომელიც თავზე გადამეფარებოდა,დამიცავდა,იზრუნებდა,ვეყვარებოდი.სულ და ყოველთვის მეგონა, რომ ძლიერი ადამიანი ვიყავი,თუმცა ყველაზე ძლიერ ადამიანსაც კი სჭირდება ვიღაც,ვინმე ისეთი ვის ძალასაც იგრძნობს ,ვინმე ისეთი ვის გვერდითაც შეეძლება იყოს სუსტი.ასეთი ადამიანის ძებნაში გავიდა წლები და მგონია,რომ კიდევ ბევრი წელი ვერ ვიპოვი, რადგან არ არის მარტივი გახდე ჩემნაირი ადამიანის საყრდენი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent