მოლოდინი
Მოლოდინი როგორც კლავს, ისე ახარებს ადამიანის გულს. ვის მოსვლას ველით? Ადამიანები ყოველთვის ვიღაცას ან რაღაცას ველოდებით ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში მოხდება, ჩვენს სამყაროს გაანათებს ან, პირიქით, ჩამოაბნელებს და მონაცრისფრო ღია ლაქებს დატოვებს,რაც ხშირად გაგვახსენებს იმ განსაცდელსა თუ ტკივილს,რაც გამოვიარეთ შესაბამისად,რაც არ უნდა ლამაზ დღეებს გვიმზადებდეს მომავალი და, რაც არ უნდა ცდილობდნენ გარშემომყოფები წარსულის დავიწყებასა და მომავალზე ფიქრსა თუ ოცნებას ის წარსულის ლაქები არ გაქრება,რადგან სადაც არ უნდა წავიდეთ მაინც იარსებებს ჩვენს გულსა და გონებაში. საყვარელი ადამიანთან განშორება ჩვენ, ადამიანებს არასდროს გვავიწყდება რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ის გაცვეთილი ფრაზა,რომ ,,დრო ყველაფრის მკურნალია’’ ფაქტია,რომ დრო ვერ კურნავს ტკივილს,რომ დროს არა აქვს ის ძალა დაგვავიწყოს დაკარგული ახლობლის სურნელი, მისი გამოხედვა,ქცევები (ქმედებები),ხასიათი თუ ბუნება...დრო ვერ წაშლის წარსულის ტკბილ თუ მწარე მოგონებებს, გონება ვერ დაივიწყებს მასთან გატარებულ დღეებს, ვერ დაივიწყებ იმ წუთებს,წამებს,სიტყვებს,დიალოგს, შეხებას,ჩახუტებას, მძიმე სუნთქვას და ბოლოს ვედრებას -არ დამივიწყო,არ წახვიდე, დარჩი ჩემთან...იმ ქვეყნად წასვლამდე გატარებული ბოლო დღეები, მისი გამომეტველება-აღელვებული, ნერვული მოძრაობებით, შფოთვა, შიში, განცდა, შეგრძნება იმისა,რომ შორდები ოჯახს, სახლს, საკუთარ თავს, ამ ქვეყანას და ნელი რიტმით ცხოვრებას სადღაც სხვაგან, მიუღწეველ მწრვერვალთან ახლოს მიჰყავხარ... შორს ხარ იმათთგან ვინც გიყვარს, შორს ხარ ოჯახისგან, სიყვარულისგან მარტოდ მარტო ხარ, იწყებ ფიქრს, გაუჩერებლად ფიქრობ, ნატრობ ნეტავ როდის ნახავ მას, გენატრება მისი სახე,ანგელოზივით გამომეტყველება,წვრილი ნუშისებრი თვალები,რომლებიც მოციმციმე დღესასწაულს მოგაგონებს, ჩახუტება, ალერსი და სითბო,რომელსაც ერთმანეთის მიმართ გამოხატავდით. ამასობაში მოლოდინთან ერთად იმედის ნაპერწკალიც ჩნდება,რომ ვიღაც მოვა შენთან და მარტო აღარ იქნები,გვერდში ამოგიდგება, დაგეხმარება,შენთან ერთად ისწავლის ახლიდან ცხოვრებას ...ქრება მარტოობის შიში და ჩნდება სხვის მიმართ დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა,რადგან არ გინდა მიგატოვოს, არ გსურს ისევ მარტო დარჩენა უზარმაზარ,ნისლით მოცულ, მთის მწვერვალზე ცასა და მიწას,რომ აახლოებს ერთმანეთთან და ღრუბელთან შეხების შესაძლებლობას იძლევა, ზეციურ ცხოვრებასთან გაახლოებს, ზეცას საკუთარი თვალებით ხედავ და ზემოდან გადმოჰყურებ ცხოვრებას, იმ სამყაროს,სადაც შენ ოდესღაც, გარდაცვალებამდე ცხოვრობდი და ხვდები იმას თუ რაოდენ პატარაა ეს წუთისოფელი,როგორი ხანმოკლეა სამყარო,რომელშიც უამრავი ბოროტება,შური და ღვარძლია და რაოდენვე ცრუპენტელები არიან ადამიანები თავისი შეცდომებითა თუ ცოდვებით...იმ ქვეყნად ყოველთვის ელიან ვიღაცას,რადგან იციან,რომ დღეს თუ ხვალ, ადრე თუ გვიან ერთი მაინც დატოვებს დედამიწას და იმ ქვეყნიერებას შეუერთდება...ჩვენ კი ცოცხალ ადამიანებს გვაქვს იმის მოლოდინი,რომ ისინი ოდესღაც დაბრუნდებიან ჩვენთან ეს კი მაშინ მოხდება,როცა ჩვენ სიცოცხლეს დავასრულებთ და ფერს ვიცვლით, საცხოვრებელ ადგილს შევიცვლით და იქ დავიმკვიდრებთ თავს.განშორება ზამთარს მომაგონებს ზამთრის უსიამოვნოდ მწარე სუსხს ძვლებში რომ ამტვრევს ადამიანს, ცივ,გაუსაძლისს დილას,როდესაც ჯერ ისევ ბნელა და არ ვიცით როდის გამოიდარებს, როდის გათენდება და როდის დადგება ჩვენს თვალებში ნათელი...ნეტავ, როდის დადგება დღე,როცა მოლოდინი აღარ იარსებებს და არ მოუკლავს ადამიანებს გულებს, Ან კი დადგება ის დღე,როცა საყვარელი ადამიანი არ მიგვატოვებს? Მაგრამ ადამიანები ხომ მიდიან და მოდიან...სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არ არსებობს მარადისობა შესაძლოა თვით სიყვარულია მარადიული,მაგრამ ამქვეყნიური სიცოცხლე არა, მიდის, იკარგება და იმ ქვეყანას უერთდება იქ არსებობს მარადისობა, ახლიდან დაბადება, ახალი ადამიანის შექმნა, გაჩერებული სუნთქვის აღდგენაც კი შესაძლებელია, ახლიდან სულის შთაბერვა,მაგრამ სამყაროში ,სადაც ადმიანები ვარსებობთ მხოლოდ ერთი სიცოცხლე არსებობს შესაბამისად ამ სიცოცხლეს თავისებურად ახლავს მოლოდინი,რომელიც მთელი ჩვენი ცხოვრება გრძელდება და,არც იმ ქვეყნად სრულდება...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.