შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალეიტი


7-01-2023, 14:17
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 458

-ფიორელა, მგონი ამას არ უნდა ვაკეთებდეთ. -ფლორიანმა გოგონასკენ მიშვერილი იარაღი ძირს დაუშვა.
-ფლორიან, მეც მეშინია. -ფიორელა ბიჭს მიუხლოვდა, გვერდით მიუჯდა.
-ფიორელა, ასეთი რთული რატომაა შენი სიყვარული? -ფლორიანმა ქალის მკერდში ჩარგო თავი, პატარა ბავშვივით ქვითინებდა, იმ სიყვარულს ტიროდა, რომელიც მისი იყო, მაგრამ ვერ აკმაყოფილებდა.
-ფლორიან... ჩემო ფლორიან, ეს იქამდე უნდა გავაკეთოთ სანამ ჩვენი გაუჩინარების ამბავი გაიგეს. -ქალი ფეხზე წამოიჭრა.
-არმინდა შენი სიკვდილის მიზეზი გავხდე... -მამაკაცმა იარაღი მოშორებით გადადო.
-გახსოვს პირველად ამ ხესთან მითხარი, რომ გიყვარდი. ყოველ ღამით ამ ხესთან ვტკბებოდი შენი სიყვარულით, ჩვენი სახელიც კი შევარქვით, ალეიტი. მითხარი შენ გგავსო, ფლორიან ეს ხეა ჩვენი უსაზღვრო სიყვარულის მოწმე, ალეიტი ინახავს ჩვენს ისტორიას, ჩვენ არ მოვკვდებით, ალეიტში გავაგრძელებთ არსებობას.
-ფიორელა, იქნებ გავიქცეთ. -შორიდან ძახილი შემოესმათ.
-ფლორიან ან ახლა ან არასდროს... დროა.
-Fiorella, du bist mein und ich bin dein, du stirbst für mich und ich sterbe für dich. Unsere Liebe ist tot.1
გასროლის ხმამ სამარისებული სიჩუმე ჩამოაგდო, ხესთან ორი ცხედარი იპოვეს, ორივეს შუბლში ქონდა ტყვია მოხვედრილი, ალეიტის ცალი მხარე მათი სისხლით იყო შეღებილი. იმ დღიდან ხეს ცრემლი არ შეშრობია, მოკლულ სიყვარულს, ფიორელასა და ფლორიანს გლოვობდა, ალიეტი იყო მოწმე სიყვარულისა, რომელმაც ბედნიერება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ მოიპოვა. სოფელში ხმა გავარდა თითქოსდა ფლორიანმა ჯერ ფიორელა მოკლა შემდეგ კი თავი მოიკლა, უამრავი კითხვა ჩნდებოდა რატომ, მათ ხომ სიყვარულს არავინ უშლიდა, მათ სიყვარული აკრძალული არ ქონდათ, მათი სიკვდილი საჭირო არიყო, პასუხებს ვერპოულობდნენ, ზოგი ამბობდა, რომ ეს იყო ყველაზე არასწორი სიყვარულის სწორი დასასრული, ზოგიც ფიქრობდა, რომ ფლორიანმა ფიორელას უპასუხო სიყვარულს ვერ გაუძლო. ოჯახები დამნაშავის ძებნაში ერთმანეთს მტრად წაეკიდნენ, ნამდვილი მიზეზი სიკვდილისა მხოლოდ ფიორელამ და ფლორეანმა იცოდნენ, ეს საიდუმლო თან წაიღეს, თავისი წილი სიმძიმე ალეიტსაც აჰკიდეს, ეს ხე იყო მოწმე მოკლული სიყვარულია, რომელიც ფიორელასა და ფლორეანს ეკუთვნოდათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent