შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკანასკნელი წვიმა


9-09-2023, 18:56
ავტორი Sikete gadamdebia
ნანახია 771

იქნებ წვიმიან ამინდებს ყველაზე მეტად ჩვენ ვუხდებით. ხელჩაკიდებულები, შეიძლება ჩახუტებულებიც კი, ან უბრალოდ ერთმანეთის გვერდიგვერდ მიმავალნი. ტყის ბილიკს უცნობი ადგილებისკენ მივუყვებით, არც ერთმა ვიცით სად მივდივართ, არც ერთი ვსვავთ კითხვას, უბრალოდ დავდივართ. გამეფებულ სიჩუმესა და აღმაფრთოვანებელ გრძნობებში ვპოულობთ დაუსმელ კითხვებზე პასუხს. ფოთოლს წვიმის წვეთი დაეცა, შემომხედე, ისევ შენი თვალები და ჩემთვის მიუწვდომელი შენში არსებული იდუმალება. მორიგმა წვიმის წვეთმა შუბლი დამისველა, ხელით ნაზად მომაშორე და გზა განაგრძე. სულ რამდენიმე წამით ჩვენი დავიჯერე, იქამდე სანამ ჰაერის მასა არ გააპე და მე ისევ უკან არ მომიტოვე თითქოს შენს გვერდით არც არასოდეს მივლია, ისევ შენს წარსულში დამტოვე. ადამინები ხომ ამბობენ წარსულში კარგი არაფერიაო, ხოდა სწორედ მე ვარ შენი კარგი წარსული, რომელიც მხოლოდ მაშინ გახსენდება როცა თავს მარტო გრძნობ, რადგან იცი თუ მე შენთვის წარსული ვარ, შენ ჩემთვის ყოველთვის იქნები აწმყო და მომავალი, რომელიც ყოველთვის დაგელოდება, მაშინაც კი როცა ზუსტად ვიცი ერთ დღეს ზუსტად ისე მომიტოვებ ზურგს უკან, როგორც ჩვენი უკანასკნელი წვიმისას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent