უხილავი ძაფის თეორია
პანდემიის პირველი ტალღა ახალი დასრულებულია და მთელი საქართველო ცდილობს უმალვე აინაზღაუროს ის დაკარგული სამი თვე, რომლის გატარებაც ხალხს კარანტინში მოუწია. ჩვენც, მთელმა ოჯახმა, ამ წლის გაზაფხული სახლში, ერთმანეთის გვერდით გავატარეთ. წლების შემდეგ, ეს პირველი შემთხევა გახლდათ, როცა ასე მხოლოდ 4-ს მოგვიწია განმარტოება. ამ პერიოდმა როგორც ცუდი, ისე ბევრი კარგი მოგონება დაგვიტოვა და ჩვენი ოჯახური ურთიერთობებიც უფრო გააღრმავა და მათ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა. მაგრამ ეს ამბავი ჩემს ოჯახსა და მის ჩახლართულ არსებობას ნამდვილად არ ეხება. საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ ამ პერიოდში გავიცანი ის ადამიანი, ვისზეც დღემდე ვორჭოფობ. სიმართლე გითხრათ, ჩემი და ჩემი დის საზოგადოებრივი მოღვაწეობა ადრეული ასაკიდანვე მეტად მრავალფეროვანი იყო. წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი სამეგობრო გამოვიცვალეთ სხვადასხვა მიზეზების გამო. გარშემო სულ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ან მე მოვწონდი, ან ჩემი, ანდა ორივე. სასაცილოა გეთანხმებით, მაგრამ ეს კერპული დამოკიდებულება ჩვენს გარშემო მუდმივად იყო. თითქოს ყველას იზიდავდა ჩვენთან სიახლოვის სურვილი, იმ თვალსაზრისით, რომ მათთვის უცხო და აკრძალულ ხილთან ვასოცირდებოდით. არ ვიცი რისი ბრალი იყო. შეიძლება ჩვენი გარეგნობის, ან ხასიათის, ანდა ჩვენი ცხოვრების სტილის. მოკლედ, მსგავსი ყურადღება არასდროს გვაკლდა. დავუბრუნდეთ 2020 წელს. პირველად, 10 წლის განმავლობაში უბანში ჩასვლა გადავწყვიტეთ. მეტი გასართობი და ალტერნატივა არც გვქონდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ჩემმა დამ გადადგა და იქ ჩვენი ახალი სამეგობრო გაიცნო. ამ სამეგობროში შეყვარებულიც აღმოაჩინა, მე კი ერთი შავგრემანი ბიჭი მომეწონა. მოდი კოკა დავარქვათ. ერთი შეხედვით, კოკა ჩემი გემოვნების ხორჩშესხმა იყო - მაღალი, შავგრემანი, საკმაოდ სიმპატიური, ყავისფერი თვლებით, ჭკვიანი, სპორტული აღნაგობის და ა.შ. ეს ექვსი მახასიათებელი, რომელიც ზემოთ მოგახსენეთ, ჩემი კრიტერიუმები გახლდათ. რაც თავი მახსოვს, სულ ამ ტიპის ბიჭები მომწონდა და შესაბამისად, არც იყო გასაკვირი კოკაც რომ მომეწონა. თან თავიდანვე აშკარა ინიციატივა არ გამოუჩენია და ცოტათი უხეშიც კი იყო, რაც კიდევ ორი პლუსი იყო ჩემს თვალში. აშკარად ამჩნევთ ალბათ პრობლემას მაგ ორ ნაწილში, მაგრამ მაგასაც გარკვეული მიზეზები აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ ვგრძნობდი კოკასაც მოვწონდი, მაგრამ არაფრის გაკეთებას გეგმავდა. მითუმეტეს, მასაც და მთელს ჩვენ ახალ სამეგობროსაც ჰქონდა სპეკულაციები, რომ მეც მქონდა მსგავსი გრძნობები (რამდენჯერმე ხმამაღლა აღვნიშნე, რომ კოკა ჩემს გემოვნებაში ჯდებოდა). მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მე ჩემს გრძნობებს ისე ბუნდოვნად და დამაბნევლად გამოვხატავ, რომ სამი წლის მერე აღმოვაჩინე, რომ ჩემი მეგობრებიდან არავის სჯეროდა ჩემი კოკასადმი გრძნობების სერიოზულობის. შესბამისად, ჩვენი ინტერაქციები ერთი-ორი მწარე კომენტარით, თვალებში ყურებითა და ერთმანეთის იგნორით შემოიფარგლებოდა. მაგრამ აღნიშნული ჩემთვის საკმარისი იყო. მეტიც, არც მდომებია რამე სერიოზული ყოფილიყო. და ასე გრძელდებოდა თვეები. პარალელურად, გარდა იმისა, რომ ჩემი დის წყალობით უბანში “გავიჩითეთ”, ჩემს დაქალს მეზობელ უბანშიც დავყავდი. აქაც საკმაოდ დიდი არჩევანი იყო საინტერესო ყმაწვილებისა, მაგრამ მე მაინც კოკა მომწონდა და სხვისკენ გახედვაც კი არ მომსვლია აზრად. თუ არ ვცდები ივლისი ან აგვისტო იყო, ქვედა ბესეტკაში მივედით და იქ ძალიან ბევრი ახალი სახე დაგვხვდა (მოქმედება მეზობელ უბანში ხდება). ჩემმა დაქალმა, მაშომ, ყველა გამაცნო. მათ შორის წყვილი, ანდრია და ნენე, რომლეთათვისაც ყურადღება დიდად არც მიმიქცევია. უბრალოდ, ძალიან უსიამოვნო შთაბეჭდილება დამიტოვეს და სამართლიანადაც - არ მესალმებოდნენ. ტიპები თვალებში მიყურებდნენ და არ მესალმებოდნენ. ნამუსიც კარგი საქონელია. შესაბამისად, ამ მომენტიდან ორივე ავილთვალისწუნე. არადა, რომ შეხედავდით, ვერც კი მიხვდებოდით რაიმე სახის რომანტიკული ძაფი თუ აკავშირებდათ. უფრო შორეულ ნაცნობებს გავდნენ, რომლებიც უბრალოდ ერთად მიდიოდნენ ხოლმე სახლში. გადის რამდენიმე თვე. მე ისევ კოკა მომწონს, ხოლო ჩვენი ურთიერთობა ისევ იმავე ადგილას დგას. არაფერი შეცვლილა, კვლავ ორიოდე სიტყვითა და მზერით შემოვიფარგლებით. როგორც კი გავიგებდი, რომ გარეთ იყო მეც გარეთ გავრბოდი, მაგრამ ინტერაქციებისგან მაინც თავს ვიკავებდი. ხომ იცით როგორც არის ხოლმე, როდესაც ადამიანი მოგწონს, შენს ყოველ სიტყვასა და მოქმედებას მიკროსკოპით ზომავ, რადგან გგონია, რომ ნებისმიერი ქმედება გასცემს შენს გრძნობებს და სააშკარაოზე გამოიტანს. მეც ამ აზროვნებით, ყველაზე ნაკლებად კოკას ვეკონტაქტებოდი და ამდენად, არც არსად მივიწევდით. ზამთარში, ჩემი ბავშობის მეგობრის, ალინას, დაბადების დღის შემდეგ სამ დღეში, ფეხი დავიწვი. არ მკითხოთ რანაირად მოვახერხე. დღემდე მეც ვერ ვხვდები ჩაისთვის ადურებულმა წყალმა როგორ შეიძლება მეორე ხარისხის დამწვრობა მიგაღებინოს. საოცარი დრო გავატარე. ასეთი სიმწარე ცხოვრებაში, ალბათ, პირველად გამოვცადე. შესაბამისად, მთელი ზამთარი ნაგიჟარივით შორტებით დავიოდი, ვინაიდან სულ მცხელოდა და ფეხიც სულ მეწვოდა. სწორედ ამ პერიოდში, ინტენსიურად დავიწყე მეზობელ უბანში სიარული. მე და მაშო თითქმის ყოველ დღე ჩავდიოდით. ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი. უმეტესობა მაშოს მეგობრები იყვნენ. ჩვენი იქ ჩასვლის მთავარი მოტივატორი, ალბათ, მაშოს ტრაგიკული სასიყვარულო ცხოვრება და ერთი მანიპულატორი იდიოტი იყო. ვინაიდან მაშოს მის სიახლოვეს ყოფნა სიამოვნებდა და არც მე მაწუხებდა ხალხში ყოფნა (მითუმეტეს, ყოველთვის მსიამოვნებს ხოლმე უცხო ხალხში, რა თქმა უნდა, კომუნიკაციის გარეშე, ყოფნა), საკმაოდ სასიმოვნო დროს ვატარებდით ხოლმე. ხან რითი ვერთობოდით. ხან რითი აქ, აწ უკვე ჩემი მეორე დაქალი, ანი გავიცანი. მასთანაც მარტივად მოვნახე საერთო ენა და ნელ-ნელა დავუახლოვდი. გაითვალისწინეთ, უკევ 2021 წელი დაიწყო. რა მეგონა, რომ წინ ბევრი სიურპრიზი მელოდა. როგორც უკვე გითხარით, უბანში ძალიან ბევრი საკმაოდ კარგი გარეგნობის ბიჭი დადიოდა. ვინაიდან, არც მე ვარ მთლად შეუხედავი და თან ახალი სახე ვიყავი, უმეტესობა ძალიან აშკარად ცდილობდა ჩემი ყურადღების მიქცევას. მაგრამ მე, როგორც კოკას ერთგულს, არავინ მაინტერესებდა. რა თქმა უნდა, ყოველივეს აქვს დასარული და მათ შორის ჩემს ინტერესს კოკას მიმართ. შესაბამისად, აქედან შევაბიჯებთ დასასრულის დასაწყისში. ბევრი საინტერესო ბიჭიდან, ჩემი და ჩემი დაქალების ყურადღება ერთმა შავგრემანმა და საკმაოდ სიმპატიურმა ახალგაზრდამ მიიპყრო. მოდი დიტო დავუძახოთ. მე და მაშო მის მიმზიდველობას მუდამ აღვნიშნავდით (ეს მანამ სანამ ახლოს გავიცნოდბი და მივხდებოდი რომ სტანდარტული პროჭი იყო). დიტოს გამოჩენისთანავე, მისმა სამეგობრომ აქტიური კომუნიკაცია დაიწყო ჩვენთან, თან მაშო მათ რაღაც დონეზე მინც იცნობდა. მე მხოლოდ მისალმებით შემოვიფარგლებოდი ხოლმე. თუ გახსოვთ ზემოთ ხსენებული უზნეო წყვილი? დიახ, ანდრია და ნენე. არ ვიცი, ნახევარმა წელიწადმა რა შეცვალა, მაგრამ ანდრიამ მოულოდნელად მოსალმება დამიწყო. ვის რაში სჭირდებოდა მისი მოგდებული გამარჯობა. მაინც არ დამევასებოდა პირველადი ცუდი შთაბეჭდილების გამო. განვაგრძოთ დიტოზე. მგონი მარტი იყო. მახსოვს თბილოდა. მე, ანი და მაშო პინკპონგების მაგიდებთან ვიდექით. მაშოს ოთომ მოაკითხა, სახლში რომ წაეყვნა. თუ არ ვცდები მე ლალის (ჩემს დას) ველოდებოდი. შესაბამისად, ანისთან დავრჩი. ჩვენთან ლუკაც იყო, მაშოს მეგობარი. დიდად ამბის მონაწილეა-თქო ტყუილი. მაგრამ ერთ-ერთი ექსტრა ნამდვილად არის. კარგად მახსოვს ანდრია და დიტო სტადიონს არტყამდნენ წრეს, თან ჩვენკენ იყურებოდნენ. ამ მომენტში ანის გავხედე: - მგონი ცოლიანი კაცი მომწონს. - ჰა? - არა, არაფერი. მგონი დიტო მომწონს თქო. - ცუდი ბიჭი არაა. ამ დროს ჩემი დის მანქანიდან სიმღერის ღრიალი მესმის. - წავედი, მომაკითხეს. დავფიქრდი, ბარემ გავიყვან-თქო. - წამო, გაგიყვანთ არ გინდა? - არა, იყოს აქვე ვარ. - წამოდი რა, ბევრს ნუ ლაპარაკობ, - გამეცინა, ვითომ წინააღმდეგობის გაწევა რომ სცადა. ჩავსხედით მანქანაში და დავუბრუნდით ჩვენს საცხოვრებლებს. ამ ამბიდან, ძალიან მალე ოფიციალურად გავიცანი დიტო და მისი საძმაკაცო. ახლა ბესეტკაში ვისხედით. ჩემი დაც იქ იყო. კიდევ დიტო, რომელიც ბესეტკის გარეთ, ჩემს უკან იდგა და გარშემო სხვა ბევრი ნაცნობი სახე. მაშო ისევ არ იყო. აღარ მახსოვს რატო ჩამოვარდა გემოვნებაზე საუბარი, მაგრამ იმის განხილვა მიდიოდა, თუ ვინ იყო ყველაზე ლამაზი ქალი. საუბრის მონაწილე არ ვყოფილვარ. მხოლოდ მოსმენით ვერთობოდი. დიტო ჯიუტად განაგრძობდა: - აი თაკო ნაცვლიშვილზე ლამაზი ქალი თუ არსებობდეს. ყველა უნდა დამეთანხმოთ. უბრალოდ შეხედეთ, - და თაკოს ფოტოები ჩვენება დაუწყო გარშემომყოფებს. არ ვიცი, ამ მომენტში რა მომერია, მაგრამ ჩემი ამ უბანში გამოსვლიდან პირველად, ინეტრაქციის ინიციატივა გამოვიჩინე: - გეთანხმები, საკმაოდ ლამაზია თაკო, მაგრამ, არ ვფიქრობ, ეგრე გამაგიჟებლადაც. - გავახმოვანე ჩემი დამოკიდებულება. აშკარად არავინ ელოდა ჩემს კომენტარს. დიტო მაინც არ დაიბნა და მომიბრუნდა: - არა, შენც მართლა ლამაზი ხარ, მაგრამ თაკოც რომ ლამაზია უნდა აღიარო. - მაგ კომპლიმენტის მისაღებად არ მითქვამს, - შევუღრინე. - უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო ლამაზი ქალებიც არსებობენ. - და შენი აზრით ვინაა ყველაზე ლამაზი ქალი? - ჩამეკითხა დამცინავად. - ქენდისი იცი ვინაა? ვიქტორია სეკრეტის მოდელი. ქალი იმენა ქალღმერთია, - და ფოტოები ვაჩვენე. ჩემს შეხედულებას გარკვეულწილად დაეთანხმა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ დანებდა. ამ დღის ინტერაქციიდან, რატომღაც მხოლოდ ეს მონკვეთი მახსოვს ყველზე აშკარად. ნუ არცაა გასაკვრისი იქიდან გამომდინარე, რომ ამ შემთხვევიდან 3 წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ მაინც უცნაურია. ამ დღის შემდეგ ჩვენი ნაცნობობა ცოტა გაღრმავდა. ინტერაქციას სულ ცდილობდა. ძირითადად ის აქტიურობდა ხოლმე. ხან რას მეკითხებოდა, ხან რას. რა იყო ჩემი საყვარელი ფერი, ფილმი, წიგნი… მაგრამ როცა ფაქტის წინაშე მაყენებდა ხოლმე ყოველთვის ვიბნეოდი და ვერ ვხდებოდი რა მეპასუხა. ყველაფერი მავიწყდებოდა. გარდა ამისა, სულ მიყურებდა, თან ამას ძალიან აშკარად აკეტებდა, ისე, რომ ბოლოს შევწუხდი კიდეც. თან მეცინებოდა მასთან აიქონთაქთზე, თან ვეუბნებოდი, რომ მაწუხებდა, როცა ვიღაც მიყურებდა. ალბათ, ხვდებით რა რეაქციასაც იწვევდა ჩემი ამგვარი პროტესტი. ამ აქტიური ინტერაქციებიდან რამდენიმე დღეში ძალიან საინტერესო ამბავი მომიყვა საკუთარ თავზე. საინტერესო რა კონტექსტში მალე გაიგებთ. რა თქმა უნდა, ისევ უბანში ვიყავით, მაგრამ ამჯერად ჩემთან ერთად მაშო, ანი და ელენე იყვნენ. სტადიონის მეორე მხარეს ვისხედით და აქაურ ბიჭებს განვიხილავდით. სასიამოვნო გარჩევა ნამდვილად არ იყო. გაცხარებულ კამათში ვიყავით, როცა დიტო დაგვადგა თავზე და საუბარში ჩაერთო. თავიდან არაფერი მასშატებური. მერე მოულოდნელად მეკითხება: - იცი ის ამბავი, ჩემს ყოფილს თავი რომ გავუტეხე? უცებ დავიბენი. მეგონა ხუმრობდა, გავუცინე და ვუთხარი: - კი, კი, აბა რა. - არა, მართლა. უნდა მოისმინოთ, - მარწმუნებდა დიტო. გაკვირვებულმა და დაინტრიგებულმა გადავხედე ჩემს დაქალებს და სმენად ვიქეცი. - რამდენიმე წლის წინანდელი ამბავია - დაიწყო ამბის მოყოლა დიდი ენთუზიაზმით - მე და ის გოგო ჯერ კიდევ ერთად ვიყავით. სადარბაზოში მივაკითხე, სალაპარაკო გვქონდა. უფრო ვიკამათეთ და ერთ მომენტში დამიჯიკავა და კიბეზე დამაგორა… - მოიცა, რა? - ამ მომენტში გაოცება ვეღარ დავმალე. ამბის დაწყებამდე მჯეროდა, რომ მართლა ხუმრობდა, მაგრამ აშკარად არა. - ხო და როცა დავგორდი ქურთუკი გამეხა. გაითვალისწინეთ, მისი ნაჩუქარი ქურთუკი იყო. წამოვდექი, ბრაზს ჯერ კიდევ ვიკავებდი და ცივილურად ვცდილობდი დამესრულებინა ლაპარაკი, მაგრამ ჩხუბს აგრძელებდა. ახლა იმაზე დამიწყო ლანძღვა ჩემი ნაჩუქარი ქურთუკი როგორ გახიეო. ხელში თმის უთო ეჭირა და ისიც კი ჩამარტყა. ბოლოს ძაან ამომასხა და თავი კედელზე მივარტყმევინე. როგორც კი მივხვდი, რომ თავი გავუტეხე, მაშინვე ხელში ავიტაცე და სახლში ავიყვანე. - აღტაცებული გვიყვება დიტო. ამ ყველაფერს ისე სიცილ-ხარხარით ყვებოდა, იმ მომენტში ვერც კი გავიაზრე სიტუაციის სერიოზულობა და მისი ძალადობრივი ხასიათი. მართალია, არც იმ გოგოს დაუკლია, მაგრამ მაინც ძალიან შემაშფოთებელი ამბავი მოგვიყვა. ეს ამბავი ორი წლის შემდეგ ჩემს დაქალს კვლავ შევახსენე, მსგავსი სიტუაციის გამო, რომლის მონაწილეც ახლა ილია იყო (დიტოს უმცროსი ძმა). სწორედ, ამ შემთხვევის შემდეგ მიხვდი რეალურად რა მომიყვა იმ დღეს და რამდენად სერიოზული რამ გააკეთა. თავი აშკარად მისტერ და მისის სმიტებში ეგონა. ნუ რაც იყო იყო. ამ დღის შემდეგ ჩვეულებრივ აგრძელებდა ჩემს მოხიბვლას (მცდელობა ჰქონდა მაინც). ხან რას მოიფიქრებდა, ხან რას. მახსოვს, ერთ დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი გასული ამერიკულ დაინერში, შემდეგ ქარხანში და შესაბამისად, უბანში გვიან მივედი. იქ მისვლისას პირველი დიტო შემომეჩეხა და საყვედურით მითხრა: - ამდენი ხანი სად იყავი? გელოდებოდი. - ნუ დებილობ რაღაცებს, - ვუპასუხე. - არა, მართლა გელოდებოდა, - გამოესარჩლა მაშო. ამ კომენტარმა დამაფიქრა, რამდენად გულწრფელი იყო მისი მიზნები და ცოტა მოვლბი კიდეც (არა მოწონების კონტექსტში, არამედ როგორც ადამიანის და მისი ზრახვების მიმართ). რამდენიმე დღეში ერთი წვრილმანი უსიამოვნება განვიცადე. დღისით, პოლში ვიყავი ჩემს დასთან ერთად. ზუსტად მახსოვს რაც მეცვა, ფოტოც კი მაქვს გადაღებული. პიტნის ფერი მწვანე ზედა, ღია ფერის ჯინსები და თეთრი კედები. რატომ აქვს მნიშვნელობა ჩემს ჩაცმულობას? საქმე ის გახლვთ, რომ უბანში როცა მივედი პირველი ანდრია გამეჩხირა თვალში. ხომ გახსოვთ უსამინოვნო და არც ისე ზრდილობიანი წყვილი? სწორედ, ის ანდრია. მასაც პიტნის ფერი მწვანე ზედა, ღია ფერის ჯინსები და თეთრი კედები ეცვა. როგორც კი დამთხვევა შევამჩნიე, ძალიან გვღიზიანდი. მახსოვს გავიფიქრე, რაღა ამაზე დავამთხვიე ჩემი ჩაცმულობა-თქო. *** … გარკვეული პერიოდი მუდმივი ინტერაქციები მქონდა დიტოსთან. ძირითადად ერთი სცენარით ვითარდებოდა ყველაფერი. ყოველ დღე უბანში, დიტოსთან მოკლედ საუბრები, რომლებიც უმეტესად ჩემს ინტერესებს შეეხებოდა ან მიშტერებაზე ჩემს პრეტენზიებს. სხვათაშორის, საკმაოდ დიდ ხანს გაუძლო ამ არაფრის მომცემ ინტერქაციებს დიტომ. ერთ დღესაც (ალბათ) ყელში ამოუვიდა ეს უაზრობები და რაღაცაზე მითხრა: - ჩემზე უკეთესს ვის იპოვი? - აშკარად გაღიზიანებული იყო. ბესეტკაში ვისხედით, თვითონ კი ჩემს უკან იდგა. გადავხედე და ვუპასუხე: - აი თუნდაც ანდრია, მშვენიერი ალტერნატივაა. - არ ვიცი რაღა მაგას ვეცი. ჩემს მოპირდაპირედ იჯდა და ხშირად მიყურებდა ხოლმე. ალბათ, მაგიტომაც ავირჩიე. არადა დიტოს ყველაზე ახლო და ყველაზე ძველი ძმაკაცია. მგონი ძმაკაცებს შორის შუღლიც კი ჩამოვაგდე (ეს ხუმრობით. მაგათ რა დააშორებთ). ეს ჩემი კომენტარი ვაჟბატონს აშკარად ძალიან ესიამოვნა და შეიფერა კიდეც, მაგრამ დიტო უფრო გაბრაზდა: - აჰა, ანუ ანდრია არა. გასაგებია… - კი, მშვენიერი ალტერნატივაა, ცუდი იუმორის გრძნობას თუ არ ჩავთვლით, - ბოლომდე მივიყვანე საქმე. ანდრიამ გააპროტესტა, რატო მაქვს ცუდი იუმორის გრძნობაო, დიტო კი დამემუქრა, რომ საერთოდ თავს დამანებებდა. ღმერთმა ქნას-თქო ვუპასუხე. წარმომიდგენია მისი ეგოსთვის რამდენად მძიმე იყო მასზე ნაკლებად სიმპატიური ბიჭი რომ “ვამჯობინე” და მისი მცდელობების შეწყვეტას სიხარულით რომ ვხდებოდი. რეალურად, დიტოს მცდელობები აქ არ დასრულებულა. ერთ დღესაც, როცა მაშო არ იყო (რატომღაც ასეთი მასშტაბური სიტუაციები მაშოს არ ყოფნაში ხდება ხოლმე), დიტომ გვერდით გამიყვანა, შენთან საუბარი მინდაო. არც აღმიქვამს სერიოზულად რასაც მეუბნებოდა და ჩავთვალე, რომ ესეც მისი თამაშის ნაწილი იყო. - მინდა რომ ჩემი თავი სხვა კუთხითაც დაგანახო. ნახო, რომ უფრო სერიოზული ადამიანი ვარ - აშკარად გურწფელად მეუბნებოდა დიტო. იმ მომენტში ვერც კი აღვიქვი მისი აღიარების სერიოზულობა. ბოლომდე მე ვერც დამაბრალებთ, რამდენიმე თვის ღლიცინის შემდეგ რთულია ასე ერთ ღამეში ადამიანი ახალი სინათლით დავინახო და შესაბამისად ვუპასუხე: - მჰჰ, აუცილებლად. ისედაც ხომ სულ ძალიან სერიოზული ხარ, - ვუპასუხე სარკაზმით. ჩემმა პასუხმა აშკარად გააღიზიანა და არ ელოდა მის გრძნობებს აბუჩად თუ ავიგდებდი, მაგრამ რთული იყო სერიოზულად აღმექვა მისი ზრახვები. ამ კომენტარის შემდეგ, რამდენიმე სიტყვა გავცვალეთ, მერე მაღაზიაში გამომყვა და ბოლოს სახლში წამოვედი. გზად ეს ამბავი ანის მოვუყევი და მითხრა: - არ არის ცუდი ბიჭი. ისეთია, მისაყვანს ბოლომდე რომ მიიყვანს. - არ ვიცი. რთულია ამდენხნიანი ღლიცინის შემდეგ სერიოზულად აღვიქვა. თან მომწონს-თქო რომ გითხრა მოგატყუებ. მგონი ძაან დიდი ხნის მერე ვიღაცამ რომ გაბედა ასე აშკარად გამოეჩინა ყურადღება ჩემს მიმართ, მაგიტო დავფიქრდი მასზე, თორე რეალურად არ მომწონს. - ვუპასუხე და ანის ეჭვნარევ მზერას გადავაწყდი. აშკარად ვერ დავარწმუნე. თან ანი ხომ პირველივე დღიდან თიმ დიტო იყო. მოკლედ რომ მოგითხროთ, როდის მივხვდი, რომ დიტო არ მომწონდა და არც მომეწონებოდა: აგვისტოს დასაწყისში ბათუმში წავედი ჩემს ოჯახთან ერთად ერთი კვირით. არც კი მახსოვს რატომ მოგვიხდა იქ ჩასვლა, მგონი უბრალოდ დედაჩემის მშობლების მოსანახულებლად ჩავედი. ეს დიტოს ამბავი ჯერ კიდევ ცხელ-ცხელი იყო და მახსოვს შუა ლეთოში განვიხილვადი მის პირად საქმეს (ფოტოებიან, ნასამართლეობიან, ოჯახიანადა ყველაფერს). ბათუმში დაახლოებით ერთი კვირა დავყავით და სწორედ ამ პერიოდში მიხვდი, რომ არ მომწონდა. რაღაცნაირად მის დანაკლისს არ განვიცდიდი. არც მაშინ მიგვრძვნია დიდი აღფრთოვანება, როდესაც უკან დავბრუნდი და კვლავ ვნახე. შესაბამისად, აგვისტოდან უკვე ვიცოდი, რომ არაფერი მოხდებოდა ჩვენს შორის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.