ჩემი ცხოვრება , როგორც ცხოვრება თუ რაღაც სხვა.
რა არის ცხოვრება და აქვს თუ არა მას რაიმე აზრი? ანდაც რას ნიშნავს საერთოდ ეს , ცხოვრებას ჰქონდეს აზრი! რა აზრი უნდა ჰქონდეს მას? ანდაც საერთოდ რა არის თვითონ აზრი და აზრის არსი. საიდან მოდის საერთოდ რაიმეს არსი! რა დგას ყოველივე ამის უკან. რა არის ნამდვილი სინამდვილე. რა არის ჩემი ცხოვრების ნამდვილი დანიშნულება , აზრი და მიზანი კი არა მეთქი , ვფიქრობ ზოგჯერ , არამედ რა არის თავად ამ ყველაფრის ყოფნის აზრი? და როცა ამას ვფიქრობ ხოლმ3 უცებვე ვიაზრებ , ძალიან მოკლედ , ყოფნის აზრი თავად ყოფნაშია. როგორც , როგორც ყვავილის არსი მის სურნელშია და პირიქით. ამგვარი პასუხები პირადად მე ე.წ ძიების გზაზე სრულიად მაკმაყოფილებს, მამშვიდებს და ახლა არა გაუთავებელი პასუხგაუცემელი კითხვების წინაშე კი არ მაყენებს რომელთაც შესაძლოა პასუხი არც კი გააჩნდეთ , არამედ , ისეთი საოცრების წინაშე როგორიც სამყაროა და ახლა არა კითხვები , არამედ მხოლოდ თამაში მინდა. ყოფნა მინდა. ცხოვრება მინდა და იმის რეალიზება რისთვისაც ვარსებობ. რაც არის ჩემი დანიშნულება. ჩემი როგორც ადამიანის როლი დედამიწაზე. და აი ერთი რამ ფაქტია . ფაქტია რომ მე აქ ვარ. ისიც ასეთივე ფაქტია და უდაოა , არ ღირს ამაზე დავა , უბრალოდ არ ღირს , იყო დრო როცა არ ვიყავი! ეს ორი უტყუარი ფაქტიც არ კმარა ჩემს თავში მობზუილე აზრების ბზუილის ხარისხის გასარჩევად , თუ რა ხმამაღლა და წმიდად ბზუიან თავად ეს აზრები , არამედ არის კიდევ ერთი უტყუარი ფაქტი! თუმცა წინა ორთაგან მეტად საშინელი . მესამე ფაქტი ჩემს სიკვდილში , ანუ ჩემს არ ყოფნაში მდგომარეობს. რა არის ეს? ერთ დროს არ ვიყავი, ახლა ვარ! და აუცილებლად მოვა დრო როცა კვლავ იქ წავალ საიდანაც მოვედი! ანუ არარად?! არსაიდან მოვედი?მე!მე როგორც აღმქმელი!რაღაც რაც გამოუკეტავთ ამ სხეულშიი?... თუ უბრალოდ ვაზვიადებ!!! იქნებ მე უბრალო შედეგი ვარ ამ სხეულის საერთო ფუნქციონირების? თუ ეს ასეა მაშინ ერთადერთი საფიქრალი ისღა დამრჩენია , თუ როგორ არ მოვკვდე! შევცვალო რა ძიების გზა , ახლა არა აზრი და არსით კი არ უნდა დავინტერესდე ყველასა ყველაფრის არსებობის , არამედ ამ ერთადერთი საკითხით. - როგორ ვიცხოვრო მარადიულად! როგორ არ მოვკვდე. და მე ჩემს თავს პირობას ვაძლევ თუ კი ოდესმე მივაგნებ ამ უკვდავების წყაროს და დავეწაფები მას , აი შემდეგ კვლავ დავსვამ კითხვებს ყველასა და ყველაფრის შესახებ.მაგრამ მანამდე მხოლოდ გზა უკვდავებისკენ. აბა სხვაგვარად როგორ შეიძლება? მე ვერ ვენდობი იმ იდეებს რომლებიც პასუხგაუცემელნი არიან ლოგიკური თვალსაზრისით და უსიტყვო ნდობასა და თუნდაც მსუბუქ რწმენას რომ მოითხოვენ!. ვერ და არ ვენდობი მათ რადგან შეიძლება ისინი განზრახ ან უნებლიედ ცდებოდნენ ან ტყუოდნენ. სწორედ ამიტომ , მე მირჩევნია საკუთარ ყოფნას სრულიად მიუკერძოებელი თვალით ვუმზირო და მეტად მსუბუქად სანდო ფაქტებს დავეყრდნო. როგორიცაა ის , რომ ოდესღაც არ ვიყავი და ახლა ვარ . ჩემთვის სრულიად არ აქვს არანაირი მნიშვნელობა მაშინ როცა "არ ვიყავი" ვიყავი თუ არა სადმე. და ამას აზრი არ აქვს იმიტომ , რომ თუ პასუხი არის "დიახ" მაშინ არ მახსოვს და რადგან არ მახსოვს სულერთია. ამ დროს თუ ძალიან გავიჭრები ფანტაზიებში მე შემიძლია ამ მეტად ფანტასტიკურ აზრს დავეყრდნო ორივე ხელით რადგან შეგრძნებაც ახლავს ამ აზრს თან და აი ისიც - შეგრძნება მრჩება , რომ ყველაფერი რაც კი ჩემს ცხოვრებაში თუ სიზმრებში მომხდარა , უკვე მოხდა , და ეს მოხდა არა ერთხელ ან ორჯერ , არამედ უკვე იმდენჯერ , რომ უნებლიედ ჩნდება ჩემში შეგრძნება ამა თუ იმ მოვლენის გადასვლის შემდგომ , რომ ეს უკვე მოხდა და განმეორებით კვლავ მოხდა და ასეთი რამ კვლავ რომ მელის მომავალში. და თუ ამ აზრს დავეყრდნობი , მე იძულებული ვარ ჩემს თავს ვუთხრა შემდეგი - რაღაცის გაკეთება აშკარად აუცილებელია! იმ შემთხვევაში თუ ეს ასეა , მაშინ რაღაც ისეთი უნდა გავაკეთო რადაც არ უნდა დამიჯდეს რაც არცერთ ცხოვრებაში არ გამიკეთებია. ანდაც თუ ეს ასე არაა და ამასთან ეს ჩემი ერთადერთი ცხოვრებაა , ნებისმიერ შემთხვევაში მე მაინც ასე უნდა მოვიქცე. ანუ ისე როგორც არავინ არასდროს არ მოიქცეოდა. რადგან გადავრჩე და არ მოვკვდე! შევინარჩუნო რა სიცოცხლის ეს შემთხვევითი თუ ვინმეს მიერ ბოძებული ცნობიერება. როგორ გავაკეთე ეს? როგორ მოვედი აქამდე რა გავაკეთე რა მტანჯავდა ან რა მტანჯავს ა ხ ლ ა ც . რატომ მაქვს სულ მუდმივად დაუკმაყოფილებლობის განცდა? რატომ ვერ ვკმაყოფილდები მხოლოდ ყოფნის ქონით? რატომ მაქვს განცდა იმისა , რომ არარაობა ვარ და ადრე თუ გვიან ის ბედი მეწვევა რაც კაცობრიობის ისტორიაში ყველას , თუმცა ზოგს დიდებულად ზოგსაც კი მეტად უფრო დიდებულად რომ ეწვია? სიკვდილი. ჯანდაბას! მიმუფერთხებია ამ ხალხისთვის. მათი თვალებით აღქმულისა და შემდეგ ამ პატარა ტვინებში გაჩენილი ათასგვარი მომაჯადოებელი იდეისა თვით სამყაროს წარმოშობის საკითხზე კი არა , თავად ჩემი ყოფნის არსს რომ ჰფენს აზრს ეს ვაი "ვითომ" იდეები შესაძლოა მე მარტო ვარ შესაძლოა იმდენად მარტო ვარ, რომ ეს ხალხი მე შევქმენი. დავივიწყე რა საკუთარი მარტოობა უდროობაში , მარადისობაში და ერთადერთი გზა გამოვნახე იმის თავიდან ასარიდებლად , რომ საკუთარი მარტოობისთვის მარადიულად მემზირა. აი ახლა , ამ წამს , მე ვარ და ჩემს ირგვლივ ასევე ყველა და ყველაფერი არის! რა მაგარია . მე არ ვარ მარტო . მაგრამ ხანდახან და ძალიან ხშირადაც ისეთი შეგრძნება მრჩება ხოლმე , რომ იქს ინდივიდი რომელსაც წამის წინ ვესაუბრე , უბრალოდ ეს უნიკალური სამყაროს ბიოლოგიური მექანიზმი კი არაა , ფაფუკი და ევოლუციური , სხეული , არამედ ის რომ საერთოდ არ არსებობს. ხანდახან მგონია რომ ჩემსავე სიზმარში ვარ. როგორც ფაქტს ისე ვიღებ გონების მაღალ და დაბალ ვიბრაციებში რეალობის ავტომატურ ცვლილებებს. ხალხის ქცევათა ჯაჭვის უეცარ გადაგრეხებს მაშინ როცა მე ნება-მიხდილი ვურთიერთობ ჩემს მსგავს არსებებთან. და პირიქით. ვხედავ , ვხედავ თუ როგორ იცვლება სამყარო ჩემი გონების მდგომარეობის ცვლილებებთან ერთად. ეჭვი მიჩნდება ხოლმე , რომ ჩვენი სუბიექტური სამყაროს მიღმა არ არსებობს ობიექტურობა და თავად ამ ობიექტურობის აღმქმელი. მაშ შესაბამისად , გონების მიღმა არსებულ ამ სამყაროს თუ არ ყავს თავისი ნამდვილი არსით აღმქმელი , გამოდის , გამოდის ყველაფერი ჩემი ნახელავია. მაინც როგორ გამოდის ასე?!!! უბრალოდ ინტუიცია კი , შესაძლოა მცდარია მაგრამ იმაზე უარესი რაღა უნდა იყოს რაც ახლა არის? ამიტომაც ყველაფრის გაფიქრების უფლებას ვაძლევ ჩემს თავს. აბსოლიტურად ყველაფრის. მე მეშინია იმის რომ მე "ვინმეს" მიერ ვიყო შექმნილი. მეშინია ყოვლად კეთილი "ღვთის" რადგან თუ ეს ასეა , თუ რაღაცამ და ვიღაცამ შემქმნა მე , გაწერა რა დეტალებში ყველაფერი ჩემს არსებაში , მაშინ გამოდის , რომ მას რაღაცაც უნდა ჩემგან. ყვავილი ტყუილად როდი არსებობს. მას სურნელიც ახლავს თანს. ის მხოლოდ ყვავილი არაა რომელსაც შეგიძლია უმზირო , მასთან სიახლოვე ნათელს ჰფენს მის არსს. და ეს არსი მის სურნელში მდგომარეობს. მეტად ტკბილსა და მომაჯადოებელ სურნელებაში რომელიც მთვარის შუქზე ამ სურნელების თანხლებით აღქმქმელს სამყარო საიდუმლოებებს რომ უმხელს ამ ყოველივეს , ღამის , მთვარის , სიცივის , ყვავილის სურნელის თანხლებით. მაშ თუ კი მე ვინმეს მიერ შევიქმენი , გამოდის , გამოდის მას ისეთივე მოლოდინი აქვს ჩემი როგორც ნებისმიერი სხვა ყვავილის შექმნის პროცესში რომ ბედნიერი დებდა არსს თავად ამ ყვავილში ყვავილისას და ელოდა რა მის გაზრდას რადგან თავად მას ან მე , აღმქმელს , შეეგრძნო სურნელი. ამის მსგავსად ჩემგანაც ხომ არ მოელის რაიმე ამის მსგავსს იგი? რა არის ჩემი არსი? რაღაც მეუბნება , რომ ჩემი არსი ნებელობის ფრქვევაა. მაგრამ იმდენად ვარ მოწამლული ხელოვნური საშუალებებით , რომ სურნელს თითქმის აღარ გამოვყოფ. აბა სადაა წვეთი იმ ნების რომელზეც ვსაუბრობ? არარის სურნელება! არარის წვეთი! არარის ნება!!! ამ დღეს სიზმარი ვნახე. შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. სამყაროს ძალიან სუფთად და წმიდად , პირდაპირი მნიშვნელობით უმაღლეს ხარისხში აღვიქვამდი და ამავდროულად ამ შოკურ მდგომარეობას შოკური გამოძახილი ახლდა თან. -მე , მეე სიწმინდე მინდა!!! და წინ გავრბოდი. სადღაც შორს ცოდვისგან. მე ვგრძნობდი , რომ სრული სიფხიზლე და სიწმინდე მსურდა. რადგან თითქოს ეს იყო ის ნამდვილად ნამდვილი ჩემი არსის ბუნებრივი მდგომარეობა და უკან მოხედვაც კი არ მინდოდა. სიზმარში განცდილმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. მე უწმინდური ვარ და ცოდვილი. უწმუნდურობასა და ცოდვას რაც შეეხება არა იმ საყოველთაო გაგებით რომელსაც კაცთამოდგმა ფლობს , არამედ იმ მნიშვნელობით როგორდაც აღმოსავლეთში იყენებენ ჩემს ორგანიზმში ყოველ დღე სხვადასხვა ნივთიერებების გავლენით , რომლებიც რატომღაც ყველასთვის უვნებელ ნივთიერებებად , რომ ითვლებიან და ითვლებოდნენ ყველა დროში , ჩვენი დროის ჩათვლით , საუბარი მაქვს თუნდაც სრულიად უვნებელ პომიდორზე , სწორედ მათი გავლენით ჩემს არსებაში იქმნება შედეგი . რაღაც შედეგი და როცა საკუთარ თავს ვეკითხები დამდგარი შედეგის თაობაზე , როგორ რატომ და რანაირად , მხედველობიდან არ მრჩება ის ფაქტი , რომ დღეს 5 ცალი კარტოფილი შევჭამე და ჩემი გონების ეს მდგომარეობა "უიმედობა" სწორედ რომ შედეგია ამ ნივთიერების მოქმედების ძალის. მე უამრავჯერ მოვსულვარ იმ მდგომარეობაში , რომ ღრუბლებზე გავლა კი არ წარმომედგინა პრობლემად , არამედ იის თუ რა სიტყვა უნდა მოეტანა მას ვინც ამ მარტივ ქმედებას ყველასთვის დასანახად , რომ ჩაიდენდა. ანუ გაივლიდა რა ღრუბელზე , ყურადღების მისაქცევად და მისი სიტყვის შესასმენად. მაგრამ რა უნდა იყოს ეს სიტყვა?! რას გვეტყვის ის ვინც ამას შეძლებს?! რაღაც ღირებულს აშკარად იტყვის ის ვინც პირადაპირ ყველას დასანახად ღრუბლებიდან დაეშვება მაგრამ რას??? სანამ ის მოიტანს სიტყვას , თავად როგორ მივაგნო იმას რის თქმასაც ის მაშინ მოისურვებს როცა ეს მოხდება? ეს "სიტყვა" უკვე , აი ამ წამსაც ხომ არსებობს? რა არის ჩემთვის , ჩემთვის როგორც ადამიანისთვის ნამდვილად ღირებული ? რა უნდა დავაფასო. არსებული და უცვლელი რეალობა თავისი მოსაბეზრებელი შეზღუდვებით თუ გონება რომელიც მბრძანებლური ტონით , რომ გაჰყვირის - ჩემთვის ყველაფერი შესაძლებელია! არ არსებობს შეზღუდვა . კანონი მმორჩილებს მე და არა მე კანონს! გონება მართავს ხელებსო. რა სულელი ვარ... გამუდმებით თან დამაქვს საკუთარი ღვთიურობის მტკიცებულება. ყოველ ნაბიჯზე , ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე მე ყველა კანონს ვარღვევ და მაინც მიწას ვარ მიჯაჭვული. რატომ? ასე ძალიან როგორ დავიჯერე მთელი ჩემი არსებობის მანძილზე , რომ უბრალო ადამიანი ვარ , მაიმუნთან გათანაბრებული , მხოლოდ ერთი საფეხურით მაღლა მყოფი და მეტი არაფერი. და ეს საფეხურიც არ მოიაზრებს სხვა არაფერს თუ არა მეტად დახვეწილ მეტყველებასა და ნაკლებ ბეწვიანობას. ხოკიდევ... უკუდობას. მე დავკვირვებივარ სხვა ადამიანებთან თანამყოფობის პროცესში საკუთარ გონებაში საკუთარი აზრების ავტომატურ მორჩილებას მათი გონების ვიბრაციებისა. აი მაგალითად მთელი დღეა სიკვდილზე ვფიქრობ , ვფიქრობ სიცოცხლესა და ყოფიერების შენარჩუნების გზებზე , მაგრამ აი იქს-იც , და ის მთელი თავისი არსით იწყებს საუბარს , მაგ :ფეხბურთზე და ჩემი აზრები სიკვდილსა და სიცოცხლეზე სადღაც უკან მომრჩა. ახლა მეც ფეხბურთზე , სტადიონზე , მოფრიალე დროშებსა და მოთამაშეებზე ვფიქრობ. რა არის ეს? როგორ და რატომ ემორჩილება ჩემი გონება სხვა ადამიანების გონების ავტომატურ ზეგავლენას? მე ეს ყველაფერი მაინტერესებს. ამის გამო ცხოვრებას ვერ ვახერხებ. პრობლემა დროში კი არა , ძალაშია. საერთოდაც , სურვილში. ზოგჯერ მგონია , რომ რაც არ მაკლია ეს დროა. ხოლო რაც მაკლია ძალა. ძალა რათა ვიცხოვრო. სურვილი , რათა იგი ადამიანური ცხოვრების გარეგნული მხრის , მეტნაკლებად ჰარმონიული სურათისკენ მივმართო რათა მივიღო ის. ცხოვრება! მაგრამ რა მესაქმება მე ამ ადამიანებთან? პატივმოყვარეობა? ამპარტავნებაა , რომელიც მაშინ ჩნდება ჩემში როცა უდაო ფაქტად მესახება ის ფაქტი , რომ ისინი არ ფიქრობენ და შესაძლოა , არის შესაძლებლობა , რომ ფიქრობდნენ კი არა , უბრალოდ არც არსებობდნენ? რისთვის მჭირდება ცხოვრება. სოციალიზირება. ანდაც საერთოდ ყოფნა ამ ზოოპარკში დღემდე ვერ გამირკვევია. ასეთი ვარ და მორჩა. როგორ სულელურადაც არ უნდა მეჩვენებოდეს ჩვეულებრივი ცხოვრება , როგორ ღრმადაც არ უნდა ვჭვრეტდე ყოველდღიურობის აბსურდულობას , მაინც არა აქვს აზრი. მე ასეთი ვარ. ცხოვრებაზე უარის თქმა ჰაერზე უარის თქმის ტოლფასია. მაგრამ შეუძლებელია პროტესტი და სუნთქვის შეწყვეტა. ამის მსგავსად ვარ იძულებული ვიყო ადამიანებს შორის. ვაკეთო მათთან ერთად. ანდაც მათთვის. თუმცა სულერთია.ამ ცხოვრების აზრიც ხომ თავად იმ მოვლენების მოსვლა წასვლაშია რომელსაც თავად ადამიანები საკუთარი ქმედებებით , რომ ვიწვევთ. ქმედებას , მიზეზი სჭირდება. მიზეზს სურვილი. სურვილს კი ძალა რათა საერთოდ შესაძლებელი იყოს მისი ანუ სურვილის რაიმესკენ მიმართვა. მაშ , გამოდის ცხოვრება არაა ისეთი რამ რასაც პასუხს გავცემ როგორც... როგორც სხვა დანარჩენს. ცხოვრება ყოფიერების მსგავსად , თურმე უბრალოდ ხდება. ცხოვრება არ ყოფილა საგანი. ცხოვრების სურვილს ყოფნის სურვილი სჯაბნის. დიახ , ჩემს სულში ძალთა ჭიდილის დროს ეს ხდება. ჩემი არსების ერთი ნაწილი მაჯერებს მეტად ფანტასტიურ და ტკბილ აზრებს , ამასთან მომიწოდებს ვიცხოვრო . მეორე ნაწილი კი საშინელებებს , პირდაპირ გულის გასახეთქ აზრებს მაწვდის და იძულებულს მხდის ვუარყო ის ყველაფერი რასაც ყველა და ყველაფერი აკეთებს ჩემს ირგვლივ . ცოცხალი ორგანიზმების ყველა მოქმედების ის შედეგი რომლითაც ამ ცხოვრებების ცხოვრების გარეგნული ფორმები იქმნება თავიან ფორმებში , მათ შორის ჩვენი , ადამიანების , ეს აზრები მეუბნება , რომ ყოველივე ეს არაა ღირებული. რომ მე მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენა მევალება. როგორც მოვალეს ყოფიერების , ღმერთის წინაშე , საკუთარი ყოფიერებით მაქვს გადასახდელი ყოფნის ამ საოცარი საჩუქრისთვის. მაგრამ მე ეს მეტად მეძნელება. არა და სიცოცხლე მინდა. უფრო სწორად მინდა ოდესმე ვიცხოვრო. თორემ უბრალო ყოფნა ჩემი სტილი არაა.დავიღალე უბრალოდ ყოფნის ქონის შეგრძნებით.საერთოდაც მე არავარ იმდენად მშვიდი და წყნარი , რომ იმ სრულიად არანორმალურ ხალხს მივბაძო რომლებიც თავიან დროში ჭეშმარიტების მწვდომ , გასხივოსნებულ ადამიანებად , რომ მოიაზრებოდნენ და მათი გარეგნული ქმედებები მეტისმეტად გულისამრევი სიმშვიდითა და სრულიად უაზრო საუბრებით რომ შემოიფარგლებოდა. მე არ მწამს მათი. ყველა ვინც არ მომიწოდებს ყველაფერი ძველის დანგრევისკენ , ახლის შენებისკენ , სამყაროს ახალი ხედვისკენ , შინაგანი ომებისკენ , გონების ნამდვილი რევოლუციისკენ , გულიდან შეგნებულად გადმოღვრილი სისხლისკენ , არავინაა სანდო. მაგრამ ის ვინც მპირდება , რომ ახალ ცასა და ახალ დედამიწას ვიხილავ , მხოლოდ დიდი შინაგანი თუ გარეგანი ბრძოლების დახმარებით , სწორედ ეს ხალხი იმსახურებს ნდობას ჩემის აზრით. მაგრამ ამ ყველაფრის გარკვევის მცდელობებში აგერ უკვე ცხოვრებამ იმ სწრაფმავალი მატარებლის მსგავსად ჩამიარა , რომელშიაც ხალხი ზის და მატარებელს ეს ხალხი სამოთხის კუნძულზე , რომ მიჰყავს. მე კი ერთ ადგილას ვდგავარ და სამოთხის კუნძულზე ვვოცნებობ. მატარებელში კი სიკვდილის შიშით არ ვჯდები. ერთხელაც უიმედობას მიცემული , თუმცა იძულებით გამუდმებით კითხვების რეჟიმში მყოფმა აღმოვაჩინე ერთი საინტერესო ფაქტი ჩემს ცნობიერებაში რომელიც მანამდე ყოველთვის შეუმჩნეველი მრჩებოდა და თუმცა რომლის აღმოჩენამაც ყველაფერი შეცვალა თავად ჩემს ცნობიერებაში. მე მივხვდი და უფრო ზუსტად აშკარა ფაქტად მექცა ის ფაქტი , რომ როცა მე კითხვას ვსვამდი ,მაგ ნებისმიერს -რა არის ადამიანის დანიშნულება , ზუსტი აზრი და მიზანი ამ ყოფიერებაში - მეთქი , თუნდაც ეს , ნათლად მაჩვენებდნენ თავად კითხვები , რომ არ მესმოდა თავად კითხვის არსი. თავად კითხვა. მე მივხვდი , რომ პასუხის არ ქონა კი არ იყო პრობლემა ამა თუ იმ კითხვაზე , არამედ ერთი შეხედვით სრულიად გასაგები კითხვები როგორც არსებულ მაგალითზე ჩემი გონებისთვის სრულიად გასაგებად , რომ ჟღერს , სინამდვილეში სრულიად გაუგებარი კითხვაა. მე მივხვდი , რომ მე ვარ არანორმალური და არა ბუნება. თორემ ბუნება კი მეუბნება ვინ და რა ვარ თანაც ისე , რომ კითხვის დასმაც არ მჭირდება ამისთვის. მაგრამ როგორც კი კითხვას ვსვამ მე თვალებზე ხელის აფარების მსგავს მდგომარეობაში მოვდივარ , სიბნელეში ვეშვები და იქ პასუხი არაა. იმედი მაქვს ერთ დღეს , ანუ ამ დღეს , ანუ მაშინ როცა ყველას ტკბილად ეძინება თავიან თბილ სხეულებში, ძალიან , ძალიან დიდი ძალითა და ხმაურით დავარღვევ მკვდართა სიმშვიდეს. იმედი მაქვს ამოვხსნი ამ ამოცანას. სამყაროს გამოცანას. ყოფნის საიდუმლოებას. საკუთარი ყოფნის იმ იდუმალ მხარეებს აღმოვაჩენ , ხელახლა , რომელიც როგორც ჩანს და აშკარა ფაქტია ძალიან დიდი ხნის წინათ , რომ აღმოუჩენიათ ჩვენს მსგავს არსებებს ჯერ კიდევ იმ დროიდან რატომღაც აღმოჩენისთანავე მაშინვე ყველა ზომის მიღება , რომ დაუწყიათ აღმოჩენილი საგანძურის დამალვის თაობაზე. და აი დღეს რა ხდება . ყელში არიან ამოსულნი ეს ფსიქოლოგები, ქოუჩები , ესენიც არა კმარა და ექსტრასენსებიც ოხრად არიან რომლებიც თითქოსდა ისეთ სამყაროს მთავაზობენ რომელიც ჩემი სულისთვის იმის მსგავსად საამო , რომ უნდა იყოს როგორც სხეულისთვის ცივ ამინდში ცხელ წყალში წოლაა , მაგრამ რატომღაც ყოველი მათი წამოძახილის , იმ ხმამაღალი შეგონებების მიუხედავად რომელიც მათ სჩვევიათ და რომელიც ასე ჟღერს - აკეთე! აკეთე ყველაფრის მიღწევა შეგიძლია რასაც კი მიზნად დაისახავ - ამის გამგონე ვგრძნოობ რომ წყალი ცივია. თითქოს საპირისპიროდ მოქმედებს ეს ერთი შეხედვით გულით მოწოდებული მოწოდება. მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე არაა. და ეს არაა ასე რადგან თავად იმ ქმედებების კეთებას რომელიც თუნდაც არცთუისეთ მაღალ მიზნამდე მისაღწევად , რომ მჭირდება კეთება სჭირდება. ხოლო არავინ ლაპარაკობს თავად ამ კეთების საკეთებელ ძალაზე. საიდან და როგორ შეიძლება ყველა იმ განსაზღვრული მოქმედბების რეალურ პრაქტიკულ ცხოვრებაში გატარების შესაძლებლობის მოპოვება მაშინ როცა უბრალოდ არ შეუძლია ადამიანს აკეთოს ის რაც თუმცა ზუსტად შეიძლება იცოდეს კიდეც , რომ ყოველივე აუცილებლად დაეხმარება მიზნამდე მიღწევაში. მე ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა , საკუთარი ძალზედ მოკლე ჭკუით მაინც მოვახერხე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს ცნობიერებაში ისეთი ასოციაციების მოპოვება რომელიც ყოველ ჯერზე როცა ამას ვკითხულობ - რა არის საჭირო იმისათვის , რომ კეთების ძალა მოვიპოვო - სრულიად განსაზღვრულ პასუხს მაძლევს და ახლა ვიცი რა და როგორ. ასევე ახლა ვიცი არა მხოლოდ ეს , რა და როგორ , არამედ ისიც , რისთვის და რატომ. ახლა კი მახსენდება ჩემი თავი 7 წლის წინ , როგორ ვიგლეჯდი თმებს სიმწრის სიცილისგან , ჩაბჟირებულ მდგომარეობაში ნამდვილად გიჟ ადამიანს რომ ვგავდი და თმების პუტვით ჩემს გარშემომყოფთ , რომ დავცინოდი , ამასთან ვუსამძიმრებდი და ვუთანაგრძნობდი იმ საშინელ მდგომარეობაში ყოფნას რომელსაც მაშინ იმდენად ძლიერად ვგრძნობდი , რომ თმების ამოგლეჯვა ჩემს სულს სიამოვნებას აც კი ჰღვრიდა. და ეს საშინელი მდგომარეობა რა თქმა უნდა გამოწვეული იყო ცოდნის არ ქონის გამო. ცნობების ნაკლებობის გამო. ცნობების ყველასა და ყველაფერზე. დღეს ჩემს 7 წლის წინანდელ ჩემსავე თავს სჯერა ამის. -ითხოვე და მოგეცემა. ისეთი საგნები მომაყარა სამყარომ ამ 7 წელიწადში , რომ ამ საგნებმა აავსო ჩემი ცხოვრების მთელი არსი. ჩამომიყალიბა რა აზრი და მიზანი და ამასთან 7 წლიანი უაზრობის განცდა ყოფნასთან მიმართებაში რომელიც 7 წლის წინათ ძალიან დიდი დროის განმავლობაში მუდმივად ჩემთან იყო , შეცვალა ამის სრულიად საპირისპირო განცდით. და აი ახლა ისე როგორც არასდროს , ისე როგორც არცერთ ფილმში თუ წიგნში , რომ არ წამიკითხავს და მინახავს , ჩემს , ანუ ადამიანის ცხოვრებას მიეცა განუზომლად დიდი აზრი და მნიშვნელობა. -ვითხოვე და მომეცა. თუმცა ფაქტია, ცარიელი თავით არაფრის გაკეთება არ შეიძლება. .. არ შეიძლება მოქმედების დაწყება მხოლოდ იმ ისტორიულ მონაცამებზე დაყრდნობით რომელიც ადამიანებმა შემოინახეს. არ შეიძლება ამ ამბების ნდობა. რადგან შესაძლოა ნამდვილი ამბები რომლებიც წარსულში ადამიანთა ცხოვრებაში , რომ ხდებოდა , აბსოლიტურად განსხვავებული შინაარსისანი იყვნენ ვიდრე ისტორია წარმოაჩენს. ამიტომ ერთადერთი გზაღა რჩება ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ვიხილო! და ისე განვსაჯო წარსული უნდა დავინახო.იმის მსგავსად ვიდეო კამერას რომ სძალუძს აწყმოს მომენტების შემონახვა , შემდგომ კი მომავალში განვლილი აწყმოს , ანუ წარსულის ხილვა. და განა ასეთ სამყაროში სადაც ასეთი შესაძლებლობა , რომ არსებობს , ანუ წარსულის მოვლენების ხილვის ასეთი შესაძლებლობა , განა არ უნდა იარსებოს სხვა მეთოდმა? შესაძლებლობამ! და აი ისიც. ჩემს გონებაში შემონახულია მთელი ჩემი წარსული. მაგრამ ვის შეუძლია ამის ხილვა? თუ ვინმეს ასეთი რამის გაკეთება შეუძლია , ალბათ ეს ისევე ჩემი მსგავსი გონების პატრონი ადამიანი უნდა იყოს. რომელიც როგორღაც მოახერხებს და ჩემს მოგონებებში შეღწევას შეძლებს. ასე ვთქვათ გატეხს ჩემს პირად ინფრომაციას მსგავსად ციფრულ სამყაროში პირადი კაბინეტების გატეხვა , რომ ხდება იმავე მოწყობილობების გამოყენების დახმარებით . ერთი სიტყვით , წარსულის ხილვის შესაძლებლობა არსებობს. მზისა და პლანეტების პირველი წრის ხილვის შესაძლებლობა არსებობს. მჯერა ამის რადგან ფაქტია. რაღაცნაირად ვგრძნობ , რომ სამყაროში უკვე ყველაფერი იწერება. სადღაც... და ინახება ასევე სადღაც. და ამის გახსნა შეიძლება როგორღაც. მაგრამ სად სად და როგორ! პრობლემა ეს არის. მიუხედავად ჩემი 25 წლიანი ცხოვრებისა , რომელიც 777, 600 ,000 წამს მოითვლის , თავად მევე არ შემიძლია საკუთარი წარსულის ნახევრის გახსენება. თავად მე არ შემიძლია ყოველი წამის აღდგენა. ვგრძნობ , რომ არ შემიძლია და სწორედ ამიტომ არც შემიძლია. მაგრამ აი დასაფიქრებელი რა არის რადგან უტყუარი ფაქტია ჩემი გრძნობა ჩემს არსებაში რომელიც "არ შემიძლია" - ა , ეს სამყაროს , მონეტის ერთი მხარეა. თუ კი მე რაიმე არ შემიძლია ეს არ ნიშნავს იმას , რომ ეს არ შეიძლება. ეს მხოლოდ მე არ შემიძლია და აი საინტერესო რა არის , უნდა არსებობდეს ამის სრულიად საპირისპირო მდგომარეობა . ანუ განცდა და შეგრძნება იმის , რომ დიახაც შემიძლია! შემიძლია აღვიდგინო 777 , 600 , 000 -ივე განვლილი წამი ჩემი ცხოვრებიდან. ნებისმიერი წამი ნებისმიერ წამს. მაგრამ საიდან უნდა გაჩნდეს ესეთი შეგრძნების შეგრძნების შესაძლებლობა ჩემს არსებაში? ჩემი ამჟამინდელი შეგრძნება რომელიც " არ შემიძლია"- ა , ჭეშმარიტებაა , შედეგია ჩემი 25 წლიანი ცხოვრების წესისა და რიტმის. ჩემს მიერ განხორციელებული ყოველდღიური ქმედებებისა რომელი ქმედებებიც პირდაპირ არა სასიკეთოდ , არამედ საზიანოდ რომ მოქმედებდა ჩემს გონებაზე. ტვინზე. ამის გამო მე დღეს ეს კი არა , ყოველ დღე სულ უფრო და უფრო ვუჩივი მეხსიერების ფუნქციონირებას და ეს უფრო მადარდებს. სადღაც რაღაცას დავდებ და არ მახსოვს . მე ვბრაზობ , აბა რაღაში მჭირდება ყოველივე ეს თუ არ მემახსოვრება? თუ მომაკითხავს სიკვდილი და ყველა მოგონებას მათშორის აწყმოს , რომ წამართმევს? ამრიგად მომავლის ქონის საშუალებას წამართმევს. ყოფნას წამართმევს. მე ეს მადარდებს . მე ამაზე ვფიქრობ. და ბოდიშის მოხდით , მაგრამ სულაც არ მედარდება თუ სოციუმისთვის სრულიად გამოუსადეგარ პიროვნებად შევიქმენი. რადგან მე სამყაროს ვჭირდები. ღმერთს ვჭირდები. ამ საიდუმლოებებს მფლობელი სჭირდება. ძალას რომელიც სამყაროში არსებობს და რომელიც ადამიანის მეშვეობით ვლინდება ამავე სამყაროში რის ფონზეც ადამიანი აღარაა ჩვეულებრივი ადამიანი არამედ ის რაღაცაა , რაღაც რასაც "ღვთის მსგავსი" ქმნილება ეწოდა თავისი გამოვლინებების პირველსავე პერიოდებში , სწორედ ამ ყველაფერს ვჭირდები მე. ზოგჯერ ვკითხულობ - რისი გაკეთება შეუძლია კაცს კაცობრიობისთვის ანდაც თუნდაც ერთი ინდივიდისთვის თუ თავადაც ბნელშია? არაფრის! ვფიქრობდი მეგობარი მჭირდება მეთქი. ადამიანი რომელთანაც ძმური სიყვარულით ვიქნებოდი დაკავშირებული და რომელთან ერთადაც ვნახავდი ყველა საოცრებას რის ნახვასაც მოვასწრებდით ჩვენი ამ ქვეყანად ყოფნის პერიოდის განმავლობაში , მაგრამ იმედი გამიცრუვდა. თავად ჩემი სისხლი და ხორცი ძმაც კი აბსოლიტურად სხვანაირი არსებაა. თავისი შინაგანი კავშირების გამო მე და ის ახლა ისე განვსხვავდებით როგორც ცა და დედამიწა. მე ცა ვარ ის კი დედამიწა. მე ღრუბლებში ვფრენ , ის კი მიწაზე მყარად დგომას ლამობს. მოკლედ , მე მივხვდი , რომ თანამგზავრი არ მჭირდება. მარტო , სრულიად მარტოს მომიწევს ამ უსასრულო და იდუმალ სამყაროში ხეტიალი. გაოცება და ტკბობა ამ ყველაფრით მთელი დარჩენილი სიცოცხლე მარტოს მიწერია. არა და როგორი სასიამოვნოა მხოლოდ ის როდესაც მე ჩემს მსგავს არსებას გემრიელ ლუკმას , რომ ვაწვდი. მე მსიამოვნებს ეს და კმაყოფილებას მანიჭებს ის რომ მას რაღაც ძალიან გემრიელი გავასინჯე. მე ვფიქრობ , კაცი მხოლოდ მარტო ჭამაში კი არაა ცოდო , არამედ ძიების გზაზე. მაგრამ ამავდროულად იმასაც ვხვდები , რომ სუფრა 5 კაცზე იყოფა , მეკი მეტისმეტი სიმაძღრე მიყვარს , გაყოფაც მძალუძს რა თქმა უნდა და ამას ყოველჯერზე უსიტყვოდ ვაკეთებ სულიერ თუ ფიზიკურ პლანზე , და თუმცა ამ შემთხვევაში მირჩევნია ხელები დავიმოკლო და სულმოკლე გავხდე. არ გავანდო არავის ჩემს მიერ მოპოვებული რწმუნებულობები და აღმოჩენები. არამედ მხოლოდ თავად გავძღე ამ ყველაფრით და ნამცეცების მიმოყრით დავაკმაყოფილო სხვები რათა სულ უფრო და უფრო მოშივდეთ სულიერი საჭმელი და თავად დაიწყონ ძებნა. და რა , განა ეს გზა არ გავიარე თავად მეც? განა სულიერი სიმშილისას წიგნებში , რომ ვიქექებოდი სულიერი საჭმლის ნამცეცებით არ ვკმაყოფილდებოდიი მანამ სანამ საკუთარ თავს სამზარეულოში მყოფს არ აღმოვაჩენდი? ირგვლივ უამრავი კერძით. თანამგზავრს რაც შეეხება , ჩემი სურვილის ძალის დახმარებით როგორღაც მოვიხმე კიდეც იგი. თანამგზავრი , ქალი! არასრულყოფილი ჩემს მსგავსად , თითქმის საერთო ინტერესებითა და დისჰარმონიული შესაძლოა ჩემზე უფრო მეტადაც , მაგრამ მაინც ვერაფერი გავაწყვე. ერთ დროს ვფიქრობდი , რომ საკმარისი იყო მისი გამოჩენა რათა მთებზე სიარული დამეწყო , დაგვეწყო , მაგრამ როგორც კი ის გამოჩნდა მასთან ერთად ყოველთვის ველზე ყოფნას ვამჯობინებდი. მანაც იცოდა იმ აუცილებლობის შესახებ , რომ მთებზე სიარული იყო საჭირო და არა ველზე დარჩენა რადგან აქ სიკვდილი გვეწერა ორივეს და თუმცა ჩვენი ინტელექტუალური ცოდნა უძლური აღმოჩნდა ჩვენს გრძნობებთან მიმართებით და ამის გამო ყოველ ჯერზე სხეულს ვაპურებდით , გრძნობებს ვმონებდით და სულს ვაშიმშილებდით. ინტელექტს ძალას ვაკლებდით და გრძნობაში მას ვნების სახით ვდებდით. რის გამოც აზროვნებას ვეღარ ვახერხებდით.ჩვენ ფაქტიურად სიკვდილს ვირჩევდით. მაგრამ ჩემმა დაჟინებულმა სურვილმა რომელიც სიცოცხლის წყურვილში გამოიხატება მაიძულა მისი თავიდან მოცილება. რადგან ამ მთაზე საკუთარი თავის აყვანა მიჭირს და აბა ეხლა მასაც როგორ ავწევდი? ამ შეუძლებლობამ მაიძულა ჩემი ნებასურვილის საწინააღდმეგოდ სვლა , და თუმცა იმ სურვილის ასასრულებელ გზაზე დამაყენა რომელიც თავიდანვე მქონდა ჩაფიქრებული. გაუგებარია ეს ყოველივე. ამ ყველაფერში მხოლოდ გამოცდილება დევს რომელიც თავად გამოვცადე და ოცნებები რომლებსაც ყოველ დღე ვაპრიალებ. მტვერს არ ვაკარებ და არც არასდროს დავაძველებ ამ ჩემს ოცნებებს. ყოველ დღე ისე იბრწყინებენ როგორც ახალთახალი საგნები და ესეც მანამ სანამ ხელში არ ჩავიგდებ ჩემს ოცნებებს! ჩემში ყოველ დღე ახლიდან გაჩნდება ზეგინდელი დღის ქონის სურვილი. ხვალინდელში , რომ განვიზრახავ დღეს , იმას რასაც ხვალ გავაკეთებ არა ხვალისთვის არამედ ზეგისთვისაა მეთქი. ანუ ყოველ დღე ახლიდან , კიდევ და კიდევ მომწყურდება ყოფნა. ყოფნის ქონა. იმად ყოფნა რაც ვარ და უკეთესად გახდომის სურვილიც მუდამ ჩემთან იქნება. არ ვიცი რას გავაკეთებ . არ ვიცი ფურცლებს რომლებსაც დღეს დავწვავ და აღარასდროს გავიხსენებ რადგან ისედაც ყველაფერი რაც ზედ წერია სათაურით "ჩემი წარსული ცხოვრების გამოცდილება" -უკვე ისედაც ყველაფერი ცხრაათასჯერ წავიკითხე , ანუ ძვალსა და რბილში, რომ მაქვს გამჯდარი , კარგს მომიტანენ თუ ცუდს.მიუხედავად ამისა მე მაინც ვწვავ მათ ასე დაუნანებლად.იქიდან მეტს ვეღარაფერს ავიღებ. ვაპირებ ცხოვრების გზებზე , სადაც არ უნდა ვიბოდიალო , მიუხედავად არსებული რეალობისა საკუთარ თავზე შევქმნა ისეთი წარმოდგენა რომელიც ჯერ მთელი ყოფიერების ყოფნის განმვალობაში არცერთ ძეხორციელ არსებას , რომ არ შეუქმნია და შექმნილი კი არ დამრჩეს უბრალო წარმოდგენად , ფანტაზიად , არამედ ფიზიკური სხეულით ღრუბლებზე გავლის იდეა მეტნაკლებად უკვე მოგვარებულიც მაქვს , მაგრამ სიტყვები მაკლია. რა ვუთხრა მათ. მაგრამ მანამდე ჩემს თავს. ვაპირებ , ხოლო როდესაც მე რაიმეს ვაპირებ იმას ვაკეთებ კიდეც , ვაპირებ ამ რაღაცის წერის , შემდგომ ამ ნაწერის იმ საიტზე გამოქვეყნების , რომელიც თუმცა დიამეტრალურად განსხვავდება იმ საერთო ინტერესებისა რომელიც საიტზე დაიშვება , შემდგომ , ხელშიც კი აღარ ავიღო არა თუ ტელეფონი არამედ აბსოლიტურად არაფერი. კენჭიც კი. შევწყვიტო მუსიკის მოსმენა. შევწყვიტო თვალებით ყურება. იმდენად რამდენადაც ნებისძალა მეყოფა , შევწყვიტო მოძრაობა და მხოლოდ და მხოლოდ სუნთქვის ავტომატური პროცესის დაკვირვებისკენ მივმართო ჩემი მთელი ყურადღება რომელიც არ წარმოადგენს ერთ მთლიანობას. და სწორედ ამ მიზეზით მივმართო ის სუნთქვის ავტომატური გრძნობითი კონსტატაციისკენ რათა შესაძლებლობა მომეცეს ჩემს თავში მობზუილე ეს აბეზარა აზრები გავაჩერო და კიდევ ერთხელ შევიცნო , როგორც ეს არაერთხელ მიქნია , წარსულის - აწმყოსა და მომავლის ერთიანობა. შევიგრძნო და კვლავ განვიცადო ის უძლურება რომელიც ყველას ახასიათებს , მიუხედავად იმისა თუ გარეგნულად როგორ საფარველს ქმნის არსება , ამას მნიშვნელობა არ აქვს. უძლურება რომელიც სიცოცხლისთვის მებრძოლს არ ახასიათებს. ადამიანს ძალიან დიდი ხარისხითაც. და განა რას გავაწყობ , აი ახლაც , ამ წამს , ჩემი გული რომელიც ფეთქს და რომლის დახმარებითაც მთელი ჩემი არსება ისე ფუნქციონირებს როგორც ფუნქციონირებს , ანუ ჰარმონიულად , რაც მაძლევს საშუალებას ვიფიქრო , აღვიქვა და ვიგრძნო , უცებ რომ გაჩერდეს რის შედეგადაც ვეღარ ვიფიქრებ და ვეღარ შევძლებ საერთოდ რაიმეს აღქმას , განცდას , რა რა , რას გავაწყობ. ამიტომაც სანამ ჯერ კიდევ მიმართლებს , ვფიქრობ ვგრძნობ და აღვიქვამ სამყაროს, ამ სამყაროში საკუთარ თავს , დროს აღარ გავფლანგავ ასეთი რაღაცეების კეთებაზე.მთელ ჩემს დარჩენილ დროს იმ წყაროს ძიებაზე დავხარჯავ რომელიც ასეთი სასურველია ჩემთვის. მანამ სანამ სიცოცხლის წყაროს არ მივაგნებ , პირდაპირი მნიშვნელობით! მანამ სანამ ზუსტად არ მეცოდინება ის , რომ მეხსიერებას არ დავკარგავ და არ "წავიშლები" , მანამდე აღარაფერს არ გავაკეთებ. მოვცილდები ძველ საქმეებს და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ყოფნაზე და მისი ხელიდან გაცლის ამ მეტად შემზარავი მოსალოდნელი მოლოდინის თავიდან აცილებაზე ვიფიქრებ. სამყარო სხვებმა შეცვალონ. ანდაც ვის სცალია ამისთვის. სურვილი -იქცე რაღაცად , მოდის იმ უტყუარი მოცემულობის გააზრების შედეგად როდესაც ადამიანი ნათლად გრძნობს საკუთარი რაობის თითქმის სრულ არარაობას , საკუთარი რაობის მიუკერძოებელი განსჯისას. წარმოიშვას ფსიქიკაში ასეთი ფაქტორი , მხოლოდ ამის გაზრეების შედეგადაა შესაძლებელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.