შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალი, რომელზეც ერთ დროს ძალადობდნენ


19-05-2024, 22:26
ავტორი Elizabedi.girl from nowhere
ნანახია 734

ამოუხსნელი გრძნობა დამეუფლა ეს პირველად რომ მოხდა. პირველად რომ ამეწვა კანი სიმწრისგან, მაგრამ იმდენად გაოცებული ვიყავი, ვერც ვიგრძენი ტკივილი. სახეზე ფრთხილად მივიდე აკანკალებული ხელი და კანი უფრო ამეწვა. ჩემს წინ მხოლოდ ცეცხლისფერი თვალები იყო. ისეთი გაბრაზებული თვალები, აქამდე არასდროს რომ არ მენახა. კარი გაიჯახუნა და წავიდა. გასვლამდე კი ბილწი სიტყვებით შემამკო. სარკესთან რობოტივით უემოციოდ მივედი და მასში მე არ ვიყავი. იმ დღეს მე იმ სარკეში არ ვიყავი. ვიღაც უცხო ქალი იყო. ლოყაზე წითელი ფერი გადაჰკვროდა და თვალები ჰქონდა ისეთ უცხო, დამეფიცება ეს მე არ ვიყავი. არ მახსოვს როდის მოვდი გონზე და ცრემლებით დასიებული თვალები ისევ დამისველდა. თურმე მთელი ეს დრო ვტიროდი. მიზეზიც კი არ ვიცოდი . რა დავაშავე? გაუჩერებლად გაჰკიოდა ჩემი გონება. მიყვარდა და არც კი მეჯერა, რომ უმიზეზოდ დამარტყამდა. ან და საერთოდ დამარტყამდა. გონებაში მთელი დღე გადავახვიე და მაინც ვერ მივხვდი რამ გამიოწვია ეს წუთი. კარი ხმაურით შემოგლიჯა მან, მან ვინც ასე ძალიან მიყვარდა და მეც ტრადიციულად ღიმილით გავაკითხე. ეს უკანასკნელი სახეზე მაშინვე შემეყინა მისი ცეცხლისფერები რომ დავინახე. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და მერე ერთიანად აჩქარდა. ეს არ იყო კაცი, რომელიც მე მიყვარდა. არ ვიცი რა წამს მაგრამ მისი მოქნილი ხელი ჩემს სახეზე დაეშვა. ხელი რომელიც მუდამ ჩემს მხრებზე ედო ხოლმე, თმაზე მეფერებოდა მისი გრძელი თითებით და ხელი რომლითაც ნიშნობის ბეჭედი წამომაცვა არა თითზე. ახლა იმ ხელით დამარტყა. უსიტყვოდ, ყველანაირი ახსნა–განმარტების გარეშე დამარტყა. როგორ უცებაც მოვიდა, ისევე გაქრა. მე კი მთელი ღამე ვტიროდი. კარის პირისპირ ვიჯექი და ვტიროდი. მარტო ვიყავი და არავის ავუყენებივარ. იმავე კარის ხამ გამაღვიძა. იატაკზე მოკუნტულს ჩამძინებოდა და თავი ისე მტკიოდა, ორი სანტიმეტრითაც ძლივს წამოვიწიე. ის იდგა... იდგა და მიყურებდა. აღარ იყო ცეცხლი, მაგრამ მის თაველბს აღარც კომშისფერი დაჰკრავდა. თვალებს რომლებიც ასე ძლიერ მიყვარდა ფერი დაეკარგა. გამჭირვალე იყო. არანაირი ემოცია არ ედგა მზერაში. ფეხზე წამოვფრინდი და კედელთან დასჯილი ბავშვივით ავიტუზე. ახლაც გული მერევა ჩემს თავზე, ამას რომ ვიხსენებ. მე ვგრძნობდი თავს დამნაშავედ. აბა რა, ჩემი საყვარელი კაცი დაუმსახურებლად ხომ არ დამარტყამდა არა? ფუ რა ამაზრზენი ვიყავი. ზედაც არ შემოუხედავს ისე შევიდა სამზარეულოში და მადუღარა ჩართო. უკან ავედევნე და ახლა სამზარეულოში ავიწურე. "რა გინდა?" ასეთი ცივი და უემოციო არასდროს ყოფილა მისი ერთ დროს ტკბილი ბარიტონი. ახლა მასაც შემოსძარცვოდა ემოციები. " რამე მითხარი გეხვეწები, რა ხდება მითხარი" – ცრემლებმა ღაპაღუპით დაიწყო ცვენა. "რა ნიანგის ცრემლები გადმოყარე, რა იყო? " ამას ის კაცი მეუბნებოდა, ერთ დროს ჩემს ცრემლებს რომ ვერ იტანდა. როგორ მეტყვოდა ხოლმე" შენ რო ტირი, ასე მგონია სამყაროც მოწყენილიაო" მაშინ ვიგრძენი პირელად გაუცხოება. ის არარ იყო ჩემი ქმარი, ის უცხო იყო. "რა დავაშავე?". გული ისე მქონდა ამომჯდარი, სუნთქვა მიჭირდა. "მომწყდი თავიდან შე საცოდავო!" იმ დღეს კიდევ ბევრი ვეხვეწე, მითხარი რა ხდება–თქო, მაგრამ არფრით. კარი გაიჯახუნა და გავიდა. იმ დღის მერე გაცივდა, აღარ იყო ჩემი თბილი, კეთილი ქმარი. სამსახურიდან მოსული შუბლზე რომ მკოცნიდა ხოლმე. ის დღე დავივიწყე, თავს ვაიძულე დაევიწყებინა. თორემ ვერ გადავიტანდი, იმ დღეს მე მოვკვდებოდი. იმ დაწყევლილი დღის ხსოვნა ერთ კითხვას ბადებდა ჩემში, რომლის დასასმელად გამბედაობა არასდროს მეყოფოდა. გონებაშიც კი ვერ დავსვი ეს კითხვა. შემდეგი ასეთი დღე ორ კვირაში დადგა. ამჯერად მთვრალი იყო რომ დამარტყა. დამარტყა და ოთახში შეიკეტა. ის ღამე კართან გავატარე. გაურკვევლობის და უსამართლობის გრძნობა მიწვავდა სხეულს. ლოყაც მტკოდა ძლიერი ხელისგან. მაშინ ჩემს თავს დავუსვი ეს კითხვა და იმ საღამოს მასაც, ჩემი ქმარი რომ ერქვა. "აღარ გიყვარვარ? იმიტომ მექცევი ასე?" გული გაგიჟებით მიცემდა. სადღაც მაინც მჯეროდა, რომ მუხლებში ჩამივარდებოდა და პატიებას მთხოვდა. რათქმაუნდა ასე არ მომხდარა. ''არა, აღარ მიყვარხარ" დამეფიცება რომ მის დარტყმაზე მეტად ამ სიტყვებმა მატკინა. ისე ძალიან მეტკინა, რომ გულზე მივიჭირე ხელები. ვერარ ამოვისუნთქე, ვეღარ ავწიე თავი. ''ნუ დადგი დრამა'' ხმამაღლა ტირილისგან თავი როგორ შევიკავე არ მახსოვს, მაგრამ არ მიტირია. ხმამაღლა არ მიტირია. იმ ღამეს ერთ ოთახში გვეძინა, ბოლოს ჩემი ტირილით შეწუხებული მისაღებში გადაწვა. მერე არ ვიცი რა მომენტში, მაგრამ აღარ მიყვარდა. არც დილით ვსაუზმობდით ერთად, არც საღამოს ვვახშმობდით. თითქოს ერთმანეთის არსებობას არც კი ვიმჩნევდით, მაგრამ სადღაც მაინც მჯეროდა, რომ დამიბრუნდებოდა. მალევე ჩვენი ცხოვრება სისტემატიურ კამათში გადაიზარდა. მეჩხუბებოდა და მეც ვერ ვითმენდი. მე მაინც ვერ ვუყვიროდი, ვერ ვკადრებდი. თვითონ კი რას აღარ მეძახდა. სათვალავი ამერია უკვე მერამდენედ დამარტყა. უკვე ტკივილს კი არა, გულისრევას ვგრძნობდი. მის თითოეულ შეხებაზე გული მერეოდა. ერთ დღესაც განქორწინების საბუთები დავუწყვე მაგიდაზე. " ნუღარ მტანჯავ. მეც აღარ მიყვარხარ, გავშორედეთ!" მაშინ პირველად მცემა. უმოწყალოდ მირტყამდა იქამდე, სანამ ბოღმა არ ამოანთხია. ათას საშინლებას მეძახდა და მემუქრებოდა. ეს იყო ჩემი პირველი ჩალურჯეული თვალიც და გახეთქილი ტუჩიც. ბრაზისგან რომ დაიცალა, იატაკზე ვიწექი და სახეზე ვიფარებდი ხელებს. წინააღმდეგობას ვუწევვდი, მაგრამ ორი ჩემხელა იყო და ვერაფერი დავაკელი. სახეზე ჩემი ფრჩხლების კვალი ეტყობოდა., გაუჩერებლად ვიტირე მთელი დღე. ერთი კი ვიფიქრე სამსახურიდან მოსულს აღარ დახვდები–თქო, მაგრამ ყველაფერი ისე მტკიოდა ადგილიდანაც კი ვერ გავინძერი. "შენ ისევ მანდ გდიხარ?"ეს იყო სახლში მოსუმა პირველი რაც მითხრა. მთელი ღამე ფხიზლად გავათენე. მეორე დილით გავიცილე თუ არა, ჩავბარგდი და უკანმოუხედავად დავტოვე ის სახლი. ვიცოდი სახლში მომივარდებოდა წასულს რომ მნახავდა, მაგრამ რკინის კარის და ღმერთის იმედად ვიყავი. ასეც მოხდა. გაცოფებული იყო, ყვიროდა, მემუქრებოდა და მლანძღავდა. ეს ღამეც უძილო იყო. ამ კარს ცოცხალი თავით არ გავღებდი, განა არ ვიცი, რომ სადღაც ჩასაფრებული მელოდა? ჩემს მეგობრებს დავურეკე და მაშინვე აქ გაჩნდნენ. ისინი რომ არა, ალბათ მთელი ცხოვრება ამ ოთხკედელში მომიწევდა გამოკეტვა და ბოლოს მაინც იმ ნაძირალას მსხვერპლი გავხდებოდი. ასეთ დღეში რომ მნახეს, ისე გაცოფდნენ ვეღარ ვაკავებდი. ჩემი ძმა გიჟივით გავარდა სახლიდან, მაგრამ ღმერთს მადლობა დაცვამ არ შეუშვა მის სამსახურში. მათი მეშვეობით შევიტანე განქორწინების განცხადება სასამართლოში და მარტოც აღარ მტოვებდნენ. არც ერთი წუთი არ ვიყავი მარტო, მაგრამ ისე მეშინოდა, ისე ძალიან ველოდი, როდის შემომინგრევდა კარს, რომ პატარა გაფაჩუნებაზეც შიშისგან გული მისკდებოდა. იმის მერე ბევრჯერ აბრახუნა ჩემს კარზე და ბოლოს შემაკავებელი ორდენი გამოუწერეს. მაინც ისე გამოვიდა, რომ პირველ მოსმენაზე მე ნაცემი დაზარალებული ვიყავი და ის დამნაშავე. სანამ მოსმენა დაიწყებოდა ორი წუთით დამტოვეს მარტო და მან ამ ორ წუთში იმდენი მოახერხა, რომ უამრავი ჩაწითლება და სისხლჩაქცევა გამიჩინა სხეულზე. დამემუქრა, მაგრამ უკვე აღარფერს ჰქონდა აზრი. სულ რომ მოვეკალი, მაინც აღარ უნდა მრქმევოდა მისი ცოლი. ეს სტატუსი გულს მირევდა. ჩემმა ძმამ ეს, რომ დაინახა, დარბაზში გაიწია მისკენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. კარგია, რომ ასე მოხდა. მე მისნაირი მოძალადე არ ვიყავი და არც არავისგან მომწონდა ეს ქცევა. იმ დღეს ისე ვტიროდი, უცხო თვალის რიდი საერთოდ ვერაფერს ცვლიდა. მთელი სხეულით ვკანკალებდი და მიუხედავად იმისა, რომ ყველა მე მამხნევებდა და მეხუტებოდა, მაიც მარტო ვიყავი მისი ცეცხლისფერების წინაშე, რომელმაც სამუდამოდ შთაენთქა ერთ დროს ჩემი საყვარელი კომშისფერი ირისები, თვალები რომლებიც ერთ დროს გულს მიჩქარებდა , ახლა მხოლოდ მაშინებდა.პირველივე მოსმენაზე გავშორდით და მას შინაპატიმრობა მიესაჯა. ჩემს ხელში არსებული საბუთი, რომელიც მისი კლანჭებიდან მათავისუფლებდა, თან მაშინებდა კიდეც. ახლა მე უკვე აღარ მერქვა მისი ცოლი და რამხელა შვება იყო ვერც კი ავღწერ. მეორე დღესვე გამოვიცვალე ბინა და ტელეფონის ნომერი. სახში მაინც არ მტოვებდნენ მარტო, ეს არც მინდოდა. ძალიან მეშინოდა, რომ ისევ დაბრუნდებოდა. ის კიდევ ბევრჯერ დაბრუნდა, მაგრამ ვერასდროს მიიღებდა იმას, რაც უნდოდა. რადგან მე ჯერ სიკვდილს არ ვაპირებდი. ის ხომ სწორედ ამით მემუქრებოდა "მოგკლავ თუ გამეყრები". მეშინოდა მისი, მაგრამ არა სიკვდილის. ჩემი დევნმა და მუქარა, რომ მოჰბეზრდა შემეშვა. ორ წელში ცოლი მოიყვანა და მალევე შვილიც ეყოლათ. დღემდე არ ვიცი, რა ურთიერთობა აქვთ იმ ორს, მაგრამ მე ეს შიშები მუდმივად თან დამსდევს. ახლაც კი ამდენი წლის შემდეგ მისი შიში თან დამსდევს. კოშმარებში მწვავს მისი ცეცხლისფერები და ახლაც, როცა უბრალოდ ჩემს რძალს ჭიქა გაუვარდა ხელიდან გული შიშით ამიძგერდა. უკვე ყელშია ეს დამპალი გრძნობა, ვეღრ ვუძლებ. ფსიქოლოგები ძალიან დამეხმარნენ, დამამშვიდეს და შიშები ასე თუ ისე დავძლიე, მაგრამ დღესაც კი მე ის ქალი ვარ, რომელზეც ერთ დროს ძალადობდნენ. ამ კვალის წაშლა კი შეუძლებელია. სულ თან გამომყვება, მაგრამ მე მისი ატანა ვისწავლე და ახლა უკვე ისევ ისეთი ვარ როგორიც იმ დღემდე ვიყავი.

უცებ, დაუგეგმავად დაწერილი ჩანახატი. ძალიან მომინა ამ ქალის როლში შესვლა და იმედია გამომივიდა. ძალიან მინდა, რომ რეალურთან ახლოს იყოს. გამბედაობას მოვკრიბე და ავტვირთავ. დამიწერეთ რას ფიქრობთ. ვცადო ჩანახატების წერა? მაპატიეთ შეცდომით თუ წერია სიტყვები.



№1  offline წევრი Elizabedi.girl from nowhere

ძალიან გთხოვთ დამიწეროთ რას ფიქრობთ. რას იტყვით თუ ამავე სტილში დავწერ ამ გოგოს სხვა რომ შეუყვარდეს. ის ემოციები, განცდები. მოგეწონებათ?

 


№2  offline წევრი Lilino

ძალიან მომეწონა

 


№3 სტუმარი Ana-maria

ვფიქრობ რომ კარგად წერთ.(არის შეცდომები,მაგრამ გამოსწორებადი).ისტორია საინტერესოა და გაგრძელებას იმსახურებს. ასეთი ისტორიები რეალურ ცხოვრებაში სამწუხაროდ უამრავია.წარმატებები ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent