შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადაკვეთა კლასელთან


15-09-2024, 02:43
ავტორი moonshine
ნანახია 482

***
დეკემბრის სუსხიანი და ცივი ქარი სახეზე ხვდებოდა , თავის თავზე ბრაზობდა დაჩი გაბლიანი მანქანა რომ მაინცდამაინც გუშინ დატოვა ხელოსანთან , თუმცა გულში გაიფიქრა პირველი დეკემბრისგან სხვა რას უნდა ელოდეო, საკუთარი თავის კიცხვა კი მობილურის ზარმა შეაწყვეტინა
-მშვიდობაა?-პირველი რაც თავში მოუვიდა ის ჰკითხა.
-ძმაკაცთან მისალმებას და მოკითხვას მასე იწყებ?
-თუ ეგ ძმაკაცი შენ ხარ კიი...-თვითონაც გაეცინა თავის სულსწრაფობაზე.
-კაი ბატონო პროკურორო გპატიობ კარიერულ ჩვევას, ოღონდ იცოდე რო დღეს...
- აუ დღეს ვერ სანდრო.
-დამამთავრებინე მაინც , ძაან მიმაგდეთ შენ და გიგიმ და არ მომწონს რაღაც ,კაი იმან ცოლი მოიყვანა და შენ ?
- ნუ წუწუნებ რა, ჩემებთან რო დღესაც არ ავიდე გაგიჟდება მაია.
-ვაა ესეიგი მაიკო აგვარებს უკვე გაცნობა-დაოჯახების საკითხს...-გაეცინა როცა წარმოიდგინა როგორ გააცნობდნენ დღეს საღამოს თავის ძმაკაცს ვინმე მოსაწონ სარძლოს.-ისე სულ მაინტერესებს ამ მშობლებს მუდამ ულევი სია როგორ აქვთ სარძლოების კასთინგის...აი შენც ხო იცი რო კრისტალს ვამბობ ,ხოდა ამოდი ჩემთან .... აი როგორ წარმოგიდგენია რეაქცია, როცა ეტყვი:"სანდროსთან და გიგისთან ვარ და შენი დაქალის მაჭანკლობა გადაიდო" , პრინციპში რო დავფიქრდი ღირს სანახავად ,უბრალოდ ამას ისეთი ამბები მოყვება და ნამუსზე აგდება რო...არა რა ,მაინც რას არ გააკეთებინებს კაცს დედის სიყვარული ! ეგა ვართ ,ვითომ ძლიერი სქესიო და გამოგვენახება ხოლმე აქილევსის ქუსლი ...დაჩი მისმენ საერთოდ?-საუბარი ესმოდა ,უბრალოდ ყურადღება პრინცესულად ჩაცმულმა ბავშვმა მიიქცია,რომელიც ქუჩის კუთხეში ტიროდა და თავისით იწმენდა ცრემლებს.
- კიი ...მესმის ....საერთოდ ეგ შენი ჰიპოთეზაა
- ვერ ვიტყვი რო ბოლომდე აზრსმოკლებული თუ წარსულის უაზრო მცდელობებს გადავხედავთ
-მაგრამ მაინც...უკვე თითქმის კორპუთან ვარ ,თან უმანქანოდ...-კიდევ ერთხელ შეხედა ბავშვს- ახლა უნდა წავიდე ,დაგირეკავ მერე.
ტელეფონი გათიშა თუ არა , ახლოს მივიდა ,გუმანი კარნახობდა რომ დაკარგული უნდა ყოფილიყო
-პრინცესას გავხარ ,იცი?-პასუხი არ დაუბრუნებია .- ალბათ მშობლებმა გაგაფრთხილეს რომ უცნობებს არ დაელაპარაკო,რაც ნამდვილად სწორია , გარდა იმ შემთხვევისა თუ დახმარება არ გჭირდება ან ვთქვათ დაკარგული ხარ .-ამჯერად დიდი კრიალა თაფლისფერი თვალებით შეხედა და მიუხედავად იმისა რო შეუძლებელი იყო დაახლოებით 5-6 წლის ბავშვი ადრე სხვაგან ენახა ,გაბლიანს მოეჩვენა რომ ამ თვალებს ან მსგავს თვალებს კარგად ,ძალიან კარგადაც კი იცნობდა.
-მე ლულე მქვია.
-ძალიან ლამაზი სახელია ,მაგრამ ალბათ გულისხმობ ლილეს ,რადგან სამაჯურზე ასე წერია...
-უი კი,ლულე ჩემს თოჯინას ჰქვია მე და დედამ დავარქვით,ლულუ ჩემს ძაღლს ქვია მე დავარქვი , ლილი თურმე ჩემს ბებიას ერქვა
-ძალიან გყვარებიათ ოჯახში ლ ასოს კომბინაციები-გოგონას ჩამონათვალზე გაეცინა-აი მე დაჩი მქვია ...დაიკარგე?
-სასიამოვნოა დაჩი...არა კი არ დავიკარგე ,დედიკო მაღაზიაში ჩავიდა ,შემთხვევით კარი არ დაკეტა ხოდა ვიფიქრე ჩავალ და გავახარებ თქო მაგრამ მერე გვიან გამახსენდა რომ მე ხომ არ ვიცი სადაა მაღაზია ?
-მთავარია რომ გაგახსენდა და გზაზე აღარ გადახვედი,მოდი ახლა ვიპოვოთ ის კორპუსი სადაც ცხოვრობ და დედიკოს ისე დაველოდოთ ,კარგი?ან შეგვიძლია აქ დაველოდოთ ....-სიტყვა აღარ გააგრძელა ,რადგან გრძნობდა ვინც მიუახლოვდა ,თუნდაც 15 წლის შემდეგ გრძნობდა ალუბლის სურნელს მუდამ რომ ისხამდა.
დადასტურება არც სჭირდებოდა ,ჯერ კიდევ მანამ სანამ ლილე იტყოდა,,აი ეს არის ჩემი დედიკოო", იცოდა რომ მის უკან ანასტასია ბერიძე იდგა...ალბათ მხოლოდ 2 წუთს გაგრძელდა დაბნევა ,მაგრამ ლილე უკვე ტიტინებდა თუ როგორ ჩამოვიდა კიბით ქვემოთ , როგორ გაახსენდა რომ დედიკო რომელ მაღაზიაში წავიდა არ იცოდა , როგორ შეეშინდა.
მისი ხმაც გაისმა
-ბოდიში დე ,მეორედ კარს ღიას აღარ დავტოვებ და იცოდე რო შენც აღარ ჩამოხვიდე მარტო ხოო...-თმაზე გადაუსვა ხელი და ჯერ-ჯერობით არცერთი არ იმჩნევდა 15 წლის უნახავ კლასელს. უცნაურია იდგე და არ იცოდე რა უთხრა დანახვისას , პირველი რაც უტრიალებდათ თავში ალბათ ,,რამდენი ხანი გავიდა " რომლისთვის სწრაფად და რომლისთვის ნელა.
-დაჩი ,ალბათ შენებთან ხარ ხო?- ისეთი კითხვა იყო შემთხვევით შემომხვდარ მეზობელს რომ კითხავდნენ და არა მას.
- კი.-პირველად გაუსწორა თვალი და ისედაც მიხვდა ვის თვალის ფერს მიამსგავსა ლილესი- აქ ცხოვრობთ?
- გადმოვედით... ცოტა ხანია.-შეიძლება ერთმანეთთან დამშვიდობებაც უნდოდათ ,მაგრამ ერთ კორპუსში უბრალოდ სხვადასხვა სართულზე მიდიოდნენ . ლილეს ხელი მოკიდა და თვალით ანიშნა , უკან მიჰყვათ დაჩი
-კიბით?
-კიი... კლაუსტროფობია მაქვს.
-მახსოვს.-გაუზრებლად უპასუხა,გონება ყვიროდა რომ ახლა უკვე შესაფერისი დრო იყო ერთმანეთს გასცლოდნენ, ,,უბრალოდ უნდა ვთქვა რომ ლიფტით ავალ... ჯანდაბა თქვიი დაჩი !ალბათ ჩემ პასუხს ელოდება..." როცა გაიაზრა უკვე კიბეებზე ადიოდნენ.
-იშვიათად მოდიხარ ხოლმე გრაფიკის გამო?
-არც ისე ხშირად...და რა თქვი რამდენი ხანია გადმოვედითო?
- აქ ახლახან ,ალბათ რამდენიმე თვეა...აქამდე სხვაგან ვცხოვრობდით, მაგრამ გაყიდვა მოგვიწია ,უფრო სწორედ გავყიდეთ.-ალბათ ოჯახის ფინანსური პრობლემებიაო გაიფიქრა , არ უნდოდა ,მაგრამ ამ ფრაზით ერთი სიტყვა განსაკუთრებით მწარედ მოხვდა ტვინში ან გულში,მითუმეტეს ახსოვდა და ყური მოკრული ქონდა ზოგიერთ ფაქტს.
-მე მომწონს ეს ბინა,-ჩაერთო ლილე
-შენ ყველგან მოგწონს დეე თუ კი შენი ოთახი გექნება.
-სულაც არა, მამიკოსთან არ მომწონდა.-ხელები გადაიჯვარედინა და ტუჩები გაბუტვის ნიშნად წინ გამობზიკა.
არეულობა სახეზე დაეტყო ანასტასიას და სახეზე სიწითლემ გადაკრა, მაგრამ მაინც შეხედა დაჩის:
-ბოდიში ასეთ რამეებზე არ ვლაპარაკობთ ხოლმე .
- სახლი იგულისხმა?-არ უნდოდა დაეჭვებით ჩაძიებოდა , მაგრამ კორექტულად როგორ გამოეკითხა ვერც იმას ფიქრობდა.
-მე... დავშორდით...
ამ დროს ამბობენ რომ უი რა ცუდია ან მეწყინა მაგრამ ორივე შემთხვევა დაჩისგან უგულო თვალთმაქცობა იქნებოდა.
-დიდი ხანია?
-3 წელი...მეექვსეზე ავდივართ ჩვენ -უთხრა როცა დაჩის მშობლების სახლს მიუახლოვდნენ.
-6 წლის ვარ და მეექვსე სართულზე ვცხოვრობ, წარმოგიდგენიაა?
ანასტასიას გაეცინა ლილეს ფაქტზე , ესმოდა სიცილი და კიდევ მისი ნათქვამი
-წარმოუდგენია დეე ,უბრალოდ არ მგონია შენი ასაკის მატების მიხედვით ვიცვალოთ სართულები , შენ ხო ძაან დიდი გოგო გაიზრდები არა?!
დამშვიდობების ნიშნად ხელი დაუქნია ლილემ და მერე საუბარიც მიწყდა ,წესით ბინაში უნდა შესულიყო ,მაგრამ შეხვედრიდან მოყოლებული ყველაფერი
ბურუსად მოეჩვენა ,ალბათ ასე ხდება როცა ბავშვობის პირველ სიყვარულს ხვდები....
უნდოდა ეთქვა რომ ვერაფერი გაეგო,რომ კიდევ ათასზე მეტი შეკითხვა ქონდა და მათზე პასუხები უნდოდა ,მხოლოდ გასაღების გადატრიალებისას შეამჩნია რო ხელები უკანკალებდა...
ჯერ სააბაზანოში შევიდა სახეზე წყლის შესასხმელად ,ისტერიულად გაეცინა როცა სამზარეულოდან გამომავალი დიალოგის ფრაზები დაიჭირა და მიხვდა რომ უბრალოდ შეუძლებელია ტასუნა ბერიძე მისი ცხოვრებიდან ამოშლილიყო დღეიდან და ალბათ არც არასდროს...
- გუშინდელი დღესავით მახსოვს ბავშვების გაკვირვებული სახე, როცა გაიგეს ანასტასია გათხოვდა...მაგ კლასს ვასწავლიდი თუ გახსოვს ...აი ასე ერთ დღისით ჯერ მთელ კლასს მოედო , არც კი ჯეროდათ მშობლებს ,სკოლას , არავის მგონი...- ეს ბიცოლამისი იყო , სკაიპით რეკავდა ემიგრაციიდან.
- მახსოვს ლეილა , კლასის რეაქცია თუ არა ჩემი შვილის მაინც ხო ვიცი ...იმ დღეებში თავის თავს არ ჰგავდა ,აი გეფიცები რა ტიპია ხო იცი დაჩი,მაგრამ იმ ხანებში მეგონა ეგ არის და შვილი წამიქციეს მეთქი რასაც ვხედავდი და ვუყურებდი...
-რას გაუგებ ახალგაზრდებს .არადა იმის მერე სულ ვფიქრობ სიტყვაზე
-დაჩიი!-ოთახიდან თავი გამოყო დეამ-ინგლისურზე მივდივარ მარა მაინც კარგი ქენი რო ამოხვედი- ჩანთა აკიდებული შემოეხვია კისერზე .
- როგორ არი ძმის სიამაყე გოგო?
-გადაღლილი...
-ესენი სულ ესე ჭორაობენ ახლა?
-რამდენიმე თვეა ,რაც გადმოვიდა იმის მერე .ერთმანეთს ამშვიდებენ რა...ან უფრო პირიქით აკეთებს ლეილა .
-და დასამშვიდებელი რა აქვს?
-ქართულ-სვანური მენტალიტეტი უყივით!-ერთ გაბლიანს გაეცინა,მეორემ კი წარბები შეჭმუხნა.-არადა XXI საუკუნეაა ,აზრზე ხაარ?!



***
-სერიოზულად ?!-ერთი ძმაკაცის რეაქცია ამ სიტყვით შემოიფარგლა ,როცა სახელოსნოდან მანქანის გამოყვანის შემდეგ წყნეთში ავიდა ,მეორემ კი რო დაიწყო ალბათ ვერც გაჩერდებოდა:
-კაი ახლა პუნქტობრივად რო ჩამოვშალოთ ,მართალია ყოველ გადმოსულ მეზობელზე ინფორმაცია არც გაინტერესებს და არც გაწვდიან ალბათ მარა ჩვენი ძველი კლასელის გადმოსვლას რატო არ გეტყოდა მაიკო როცა რამდენიმე თვეა გაითვალისწინე !ვთწვათ დაავიწყდა მარა მერე ის გაითვალისწინე,როდის იყო ლამაზი,მიმზიდველი გოგოები ავიწყდებოდეს ,ვინც სარძლოდ მოეწონება მაგას დედაჩემისა არ იყოს
-შენ ძაან ხარ ატეხილი ხო იცი მშობლების გაცნობა-დაოჯახებაის ცენტრზე ,აქაოდა გიგი გაგვიფრინდაო გინდა რო ყველაფერში მომბაძო არაა ...
-არაა ახლა მაგის დრო გიგი, ხოდა აი ხო გამოვედით მაგ დროდან მარა არა , რატომღაც შვილიანი და გათხოვილი ქალები სარძლოდ არ უნდათ უმრავლესად რაა ...შეიეძლება ვაბუქებ მარა გეფიცები ეშინია შენთან ბევრი ლაპარაკის.
-კაი რა რძლობა და პატარძლობა , უბრალოდ ვნახე მეთქი ის გითხარით ...არ მოველოდი და ეგ იყო.- ღვინო ჩაცალა და თავის თავზე გაეცინა- ისე რაღაც მომენტში მეც მაგრად ვაბუქებ რაა ...სულ რამდენიმე წუთით ვნახე და ვდგავარ და მეშვიდეკლასელივით ვჭორაობ.
-მერე?აი რო დაინახე სიტყვაზე რა იგრძენი?თუნდაც მერე?
-რავი რო დავინახე თავიდან დავიბენისავით,არც ველოდი...მარა რაც ვნახე იმის მერე რაც მახსოვს იმას ვატრიალებ გონებაში,რატომღაც აღმოჩნდა რო ყველაფერი მახსოვს .... საყვარელი ფერი,საყვარელი ყვავილი, სუნამოს სახელი...თუ ისევ ისინი უყვარს ...ყველა მნიშვნელოვანი თარიღი ,დაჟე ქორწილისაც მახსოვს , მიუხედავად იმისა რო სიძის როლში ის ვიღაც ლუკა იყო , ნუ ერთი სიტყვით ყველაფერი სანამ ჩავაბარებდი და საზღვარგარეთ წავიდოდი ...არადა მარტო 4 სიტყვა გავცვალეთ.
-ხოდა ეგაა რა ძმაოო !..აგერ შენთვითონ თქვი 4 სიტყვა გავცვალეთო მარა ის მაინც არ გაგიგიაა,,სადაცაა ბედი შენი იქ მიგიყვანს ფეხი შენი"...
-და იმის თქმა დაგავიწყდა სანდრო რო გავითვალისწინოთ ამ შემთხვევაში დაჩი მართლაც თავისმა ორმა ფეხმა მიიყვანა..მსგავსებს ნამდვილად უნდა მივაქციოთ ყურადღება როგორც შენ გამოგყავს ხოლმე ...-თვალი ჩაუკრა დაჩის ,მალევე დასერიოზულდა.
-ჩემი ამბავი მგონი ისე უფროა,,წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო."ხომ?- ისევ მოიყუდა ჭიქა
-თვრები თუ რას ცდილობ?შენ კიდე რას უმარჯვებ...
-კაი რაა გალაკტიონი იქარვებდა სევდას და ამან რო მიიქარვოს რა მოხდა?!
-ჩამოჯდება და ამის კალამი მესაფლავეს თუ ვერა ,მერის მაინც დაგიწერს !ვაცადოთ მაშინ და კიდე მიუმარჯვე.

***
,,ამ ლილიებს გიგზავნი 02:39 წუთზე ,რადგან იმედი მაქვს ისევ გიყვარს და კიდევ იმიტომ რომ ლულე და ლულუ უკვე გყავთ....
პ.ს ერთი კვირა იფიქრე , შემდეგ ხუთშაბათს მე დაგელოდები ჩვენს ადგილას ...ტელეფონის ნომერი არ გამომიცვლია!
პ.ს.ს თუ არ გახსოვს ჩვენი ადგილი სადაა მაშინ ყველაფერი ნათქვამია,
მინიშნება: ნაძვის ქვეშ ..."

***
-სულ ცოტათი მეგონა არ მოხვიდოდი...
-არადა ზუსტ დროს მოვედი... გინდოდა არ მოვსულიყავი და შენი თავისთვის გეთქვა მე მეტი ნაბიჯი აღარ უნდა გადავდგაო?
-არა.
-მთვრალი იყავი და დიდი ალბათობით არ გახსოვს რატომ გამოგზავნე ბარათი?!
-მთვრალი ვიყავი, მაგრამ მახსოვს და თანაც აქ და ახლა ვარ ფხიზელი...თანაც ისე მთვრალი არ ვყოფილვარ რომ ბარათი ვერ დამეწერა ხო?
-მართალია...
-იცი მთელი 1 კვირა რაზე ვფიქრობდი?იმაზე რო მენატრები , აი ახლაც ჩემს გვერდით მჯდომიც , ალბათ 25 წლის მერე ბუხართან მჯდომიც მომენატრები...ხვდები?
-არა უბრალოდ კი არ ვხვდები ,მეც ვიზიარებ მაგ განცდას...ბარათზე რო დრო არ იყო მითითებული იცი?
-ვიცი,დღეს დასვენების დღე ავიღე. ისე არც ვინ გამოგიგზავნა არ იყო ნახსენები.
-და მეოთხე კლასიდან რომ შენი ნაწერის ტრანსფორმაციას ვუყურებდი დაგავიწყდა?!
-მე შენს შესახებ არაფერი დამვიწყებია.
ალბათ ან გიყვარს ან არ გიყვარს ,მე კი როგორც აღმოჩნდა შენ უნდა მიყვარდე კვლავ, სულ და ყოველთვის...
-ხოო?და არ ფიქრობ რომ მთავარია მეორე მხარესაც უყვარდე და მაშინ ყველაფერი მოგვარებულია?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent