სულის სარკე ????
ხანდახან ვფიქრობ, რომ საკუთარი თავი მახრჩობს. ვფიქრობ რომ ჩემს ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები ყველაფრი ჩემსგამოა გამოწვეული. ისევე როგორც ბედნიერი წამები რაც კი ოდესმე მქონია. ასევე უბედურებაც. ვფიქრობ რომ მთელი ცხოვრება " საკუთარი თავია" მაგრამ ამას ცუდ ასპექტში ნამდვილად არ ვგულისხმობ. ყველას გვყავს წარსული პარტნიორი რომელიც ვგრძნობთ , ვფიქრობთ, განვიცდით, რომ ყველაზე მეტად გვიყვარდა მისთვის მაქსიმუმზე უფრო მეტიც გავაკეთეთ მაგრამ არ დაგვიფასა. დაფასებას ვინ ჩივის? უმეტეს შემთხვევაში გვიღალატა - სხვა ამჯობინა. ყოველ დღე და ღამე ვათენებთ ფიქრში რატომ? რა დავაკელით, ანდა პირიქით რა გავაკეთეთ ზედმეტი? თავიდან პირველ რიგში საკუთარ თავს ვადანაშაულებთ რადგან გვახსენდება რომ ის ადამიანი თავდაპირველად იდეალური იყო - სულის სიმშვიდე და სიყვარული იყო... მაგრამ გადის დღეები, თვეები, ვინ იცის იქნებ წლებიც?! და ჩვენ ვინც ერთ დროს საკუთარ თავს ვადანაშაულებდით, ახლა საპირისპიროს ვამტკიცებთ. " მე მაქსიმალური გავაკეთე, ხოლო თუ მან არ დააფასა ეს მისი პრობლემაა" ყველაზე მოკრძალებული და ცენზურით დაცული სიტყვები ასეთია, რაც შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ ასევე ჩვენი თვითშეფასების ასამაღლებლად რომელიც მათ გაგვინულეს, ამისთვის ცენზურასაც თავდაუზოგავად დავარღვევთ . ასეთ შემთხვევაში გამოდის რომ სხვისი დამცირებით საკუთარ თავს ვამაღლებთ? ეს ასეა. ალბათ ახლა გაგიჩნდებათ კითხვა, თუ დამცირება, ცენზურის დარღვევა მის მიმართ, "ცუდია " მაშინ რა ვუშველოთ მის ასეთ ქცევას?! გავამართლოთ? რათქმაუნდა -არა! ცხოვრებაში ისევე როგორც ტკივილი, ბედნიერებაც გარდაუვალია, სიკვდილიც გარდაუვალია... ყველაფერი რაც ახლა ხდება ან მოხდა გარდაუვალი იყო, იქნება და არის! რადგან ცხოვრება ესაა. მერწმუნეთ არ მოგინდებოდათ სიცოცხლე თუ წინასწარ გეცოდინებოდათ რა გელოდათ. მაგრამ ახლა ცხოვრების არსზე კი არა იმ " ერთთზე "ვსაუბრობ ვიზეც ახლა ვფიქრობ მე, და ფიქრობ შენ _______________________________________ ბევრი ტკივილის, ცრემლის, და სულის ტანჯვის შედეგად მივხვდი ერთ რამეს. რასაც ყველა მინდა რომ მიხვდეს... ის ადამიანები ან ადამიანი რომლებიც ცხოვრების რაღაც ეტაპზე ავირჩიეთ , და გვერძე დავიყენეთ. ის ჩვენი არჩევანია მერწმუნეთ თუ ვიღაცასთან ურთიერთობა არ გსიამოვნებთ ან არ გრძნობთ მასთან თავს კომფორტულად მასთან ყოფნას ვერავინ გაიძულებთ, ეს თქვენც თვალ დახუჭულმა იცით. ______________________________________ რა მოხდება თუ ერთ დღეს გაიაზრებთ რომ თქვენი ცხოვრება, თქვენი არჩევანია, ხოლო ის ადამიანები ვინც თქვენთან არიან ან იყვნენ, თქვენი გადაწყვეტილება?!. ისინი არ არიან დამნაშავენი იმაში რომ თქვენ აირჩიეთ. ისინი თავიდანვე ისეთები იყვნენ როგორებიც მერე "გაიცანით" ალბათ იტყვით თავიდან ძალიან კარგი ადამიანები იყვნენ…თითქმის იდეალურად გამოიყურებოდნენ-ო ჰოდა ... გპასუხობთ - ისინი იმ დროს გამოჩნდენ როცა ნაპერწკალი გჭირდებოდათ ცეცხლის დანთებისთვის. და რახან ეს ნაპერწკალი "გაგიჩინათ" მას თავად "ცეცხლი ???? უწოდეთ" ცხოვრება ისეთია როგორადაც აღიქვამთ...???? #LoLita |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.