ქალი ფანჯარაში
გარეთ წვიმს. ცა ზუსტად ისეთი მოღრუბლულია, როგორიც ახალგაზრდა ქალი, რომელიც დახურული ფანჯრიდან იყურება. ის ისეთი მარტოსულია, ალბათ ცაც მისი თანაგრძნობით ატირდა. რაღაცას განიცდის. ალბათ დღეს მისი დაბადების დღეა, მას კი არავინ ჰყავს, რომ მიულოცოს. იქნებ იმდენი ხანია არ აღუნიშნავს დაბადების დღე, რომ საკუთარი ასაკიც აღარ ახსოვს? ფანჯარას აღებს. თითქოს ცდილობს საკუთარი მარტოობიდან გამოვიდეს და შეუერთდეს გარე სამყაროს, სამყაროს, რომელიც მისთვის სრულიად უცხოა. რაზე შეიძლება ფიქრობდეს ახლა? მისი მზერა ცისკენაა მიმართული. ალბათ ღმერთს ესაუბრება. მარტოსული ადამიანი ხომ ღმერთთან ყველაზე ახლოსაა. რატომ? ვგრძნობ, რომ ამ კითხვას სვამს. ვერ ხვდება, რატომ დაიმსახურა მარტოობა. ბრაზი, სასოწარკვეთა, უიმედობა ერთმანეთში აქვს არეული, მაგრამ დუმს, რომც არ უნდოდეს დუმილი, მაინც არავინ ჰყავს, ვისაც თავის იდუმალ ფიქრებს გაანდობს. ისე მინდა ახლა მის გვერდით აღმოვჩნდე, იქნებ რამით ვანუგეშო, მაგრამ მის უკვე შესისლხორცებულ მარტოობაში ჩემი ადგილი არაა. ფანჯარა იხურება. მე კი თითქოს ფანჯრის მიღმაც ვხედავ, როგორ ბრუნდება ქალი სახით მარტოობისკენ და კიდევ დიდხანს, დიდხანს არ ვაშორებ თვალს მის ფანჯარას, თითქოს ასე თანავუგრძნობ მის მარტოობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.