შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვრამეტი წელი და რეალური არაფერი


7-04-2015, 00:19
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 375

თვრამეტი წელი და რეალური არაფერი

ცხოვრება რა მალე გადის.ეს ყველამ ვიცით,მაგრამ საშნელებაა ისაა,რომ ამას მხოლოდ მას მერე ვხვდებით,როცა გაივლის,როცა დავრწმუნდებით ამაში,მანამდე კი ყველას გვგონია,რომ მრავალი დღე გვეკუთვნის და შეგვიძლია არ ვიფიქრობთ მათ წარმავლობაზე.
აი,ახლა ვზივარ ცარიელ ოთახში.საათის წიკ-წაკი მახსენებს,რომ თორმეტ საათს უკვე გადასცდა და ის დღეა,რომელიც მუდამ თავს მახსენებს ყოველ წელს,ყოველ 7 აპრილს.წინ ლეპტოპის ეკრანი კი მიმტკიცებს,რომ დღეს,ნამდვილად,ეს დღეა.კვლავ მახსენდება წარმავლობა,წარმავლობა,რომელიც მუდამ მაშინებდა და კვლავაც მაშინებს.ეს ხომ ის დღეა,რომელიც ბოლოს ხუთი წლის ასაკში გამიხარდა.მაშინ ხომ არ მესმოდა რა იყო წლები და საერთოდ რას ნიშნავდა დაბადების დღე.მაგრამ,როცა 6 წელი შემისრულდა.მახსოვს აივანზე ვიყავი და გისოსებიდან ვუყურებდი გარემოს,ვუყურებდი ჩემს ეზოს,გარშემო მდებარე შენობებს,სკოლას...ვხვდებოდი,რომ ცხოვრებაში დაბადების დღე ნიშნავს იმას,რომ უახლოვდები დასასრულს,ყოველ დაბადების დღეს ერთი წლით. მიხაროდა ბავშვობა და არ მინდოდა დავმშვიდობებოდი მას.ეს იყო პირველი 7 აპრილი,რომელიც არ მიხაროდა.ალბათ,მაშინ სრულდება ბავშვობა,როცა აღარ გიხარია ეს დღე.მახსოვს,მას შემდეგ დედას ვეკითხებოდი,რატომ აღნიშნავენ დაბადების დღეს,რა სიკვდილის მოახლოება უხარიათო.ის მხოლოდ ერთ რამეს მპასუხობდა,იზრდიო.მერე დაამატა ჩვენ არ გვიხარია,რადგან ვბერდებითო,მაგრამ არ მაკმაყოფილებდა ეს პასუხი,ხშირად ვეკითხებოდი და მაინც ვერ ვიკმაყოფილებდი ინტერესს.
მახსოვს,ერთხელ, ბაბოს დაბადების დღე იყო.მგონი 80 წლის ხდებოდა.მახსოვს,უხაროდა.მაშინაც ვკითხე დედას,ბაბოს რატომ უხარია დაბადების დღეო,მაგრამ მან არაფერი მიპასუხა.ახლაც თვალ წინ მიდგას,როგორ იცინოდა ბაბო დანაოჭბული სახით.ვუყურებდი მას და საერთოდ ყველა მოხუცს და არ მინდოდა დაბერება.ხშირად ვითვლიდი წლებს.მინდოდა გამეგო,მათამდე რამდენი წელი მაკლდა.
ნოსტალგია ხშირად მიპყრობდა ხოლმე.გულში სიცარიელე მეუფლებოდა,როცა ვფიქრობდი იმაზე,რაც აღარ იყო,თუნდაც ეს მცირეოდენი წვრილმანი ყოფილიყო.
5 წლის შემდეგ ყოველ დაბადების დღეზე,გულში ვიმეორებდი ჩემს ასაკს და არ მჯეროდა,რომ კვლავ გავიდა ერთი წელი.კვლავ ვიხსენებდი,რომ დრო გავიდა და ბავშვობაც ხელიდან მეცლებოდა.მართლაც,თანდათან ის მტოვებდა და დიდი ხნის წინ დამტოვა კიდეც.მიჭირდა მისი გაშვება,მაგრამ დრომ თავისი ქნა.
ახლა კი მე-18-ჯერ დადგა ეს დღე.ახლა უკვე მერამდენეჯერ მივსტირი გასულ დროს.მერამდენეჯერ ვფიწრობ ამ წარმავლობის საშინელ გრძნობაზე.მაგრამ ახლა ყველაზე მეტად მიჭირს.მიჭირს,რადგან საბოლოოდ და ოფიციალურად ვემშვიდობები ,ასე ვთქვათ,მცირეწლოვანებას,ვხდები სრულწლოვანი...
როგორ მიჭირს აღიარება იმისა,რომ გაიდა ჩემი ცხოვრების პირველი თვრამეტი წელი.არ მჯერა და ეს ზოგჯერ შეუძლებლადაც კი მიმაჩნია.რამდენი ხანია გასულა მას შემდეგ,რაც ცხოვრებას მოვევლინე,მას შემდეგ,რაც ვსუნთქავ და მას შემდეგ,რაც ცხოვრებაში ვეძებ რაღაცას და დღემდე არ ვიცი რას.
18 წელი გავიდა და გულში საშინელი სიცარიელე მაქვს,როცა ვაცნობიერებ ამას.ნუთუ,ყველაფერი,თითოეული წელი არაფრისთვის გავიდა? ყოველ დაბადების დღეს მწყდება ამაზე გული.
ახლა კი ვზივარ ცარიელ ოთახში და ვაცნობიერებ,რომ ჩემს ცხოვრებაში არაფერი იყო რეალური. ვერ ვხვდები რისთვის ვცხოვრობდი.მიჭირს,ძალიან მიჭირს...ვიცი,რომ ამ 18 წელში არაფერი იყო რეალური.მუდამ ვისწრაფოდი და ვოცნებობდი გრძნობისკენ,რომელსაც სიყვარული ჰქვია,მაგრამ ვერა და ვერ ვიპოვე.მხედველობაში მაქვს,ყველა სახის სიყვარული.კმაყოფილი არასდროს ხარო,მეუბნება დედა,რაც საშინლად მწყინს.ადამიანი როგორ უნდა იყოს კმაყოფილიო,ვგიჟდები,მაგრამ ვხედავ,რომ ჩემს გარშემო ყველა კმაყოფილია იმით,რაც აქვთ,იმით,რასაც გრძობენ.არ ვიცი,ეს იქნებ ჩემი პრობლემაა,იქნებ ჩემი დაავადებაა,მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ცხოვრებაში სიყვარულითაც კი არ ვყოფილვარ კმაყოფილი.ვფიქრობ,რომ არავის ვყვარდებივარ არასდროს ისე,როგორც მე მინდოდა. არ მაკმაყოფილბდა და არც მაკმაყოფილებს ეს გრძნობები.არ ვიცი,რა ხდება,მაგრამ ასეა.უბრალოდ კმაყოფილებაზეც შორსაა ლაპარაკი,როცა ეს ჩემთვის ძალიან მცირეა.
მახსოვს,პატარა ვიყავი და ვფიქრობდი იმ დღეზე,როცა მოვკვდებოდი.ვფიქრობდი,რომ მოვკვდე,რა მოხდებაო,როგორ გააგრძელებენ სხვები ცხოვრებასო და ამაზე მქონდა ერთი პასუხი,ცოტა ხანს მიგლოვებენ და მერე მათი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებაო.რაც დრო გადიოდა ვაცნობიერებდი,რომ ეს მართალი იყო,სრული სიმართლე.ახლაც ამაზე ვფიქრობ და უფრო ვცარიელდები.მშობელმა რა უნდა გითხრას ისეთი,რაც მუდამ გულში ჩაგრჩებაო იტყვი.საშინლად ძნელია,როცა ერთხელ მაინც ისეთ რამეს გეუბნება მშობელი,რაც სამარემდე ჩაგყვება.მახსოვს მამამ რა მითხრა ერთხელ,როცა ჩემზე გაბრაზებული იყო,რამე რომ მოგივიდეს ცოტა ხანს გიტირებთ და მერე ჩვენთვის,როგორც არაფერი,ისე დავუბრუნდებით ცხოვრების ძველ რიტმსო.არ ვიცი,უბრალოდ სიტყვები ზედმეტია,ამაზე საშინელება რა უნდა მოვისმინო.ამან კიდევ ერთხელ განამტკიც, ჩემი აზრი.არ იფიქრო,რომ ილუზიაში ვარ და ჩაციკლული ვარ იმ გმირებზე,რომლებიც თავს სწირავდნენ ერთმანეთისთვის.არ გეგონოთ და არ დაიწყოთ,ყველა რომეო ვერ იქნება და ყველა ჯულიეტაო.უბრლაოდ ძნელია გესმიდეს მისი,ვინც შენგან განსხვავებულია,რადგან შენ წვრილმანიც კი გაბედნერებას,მე კი რამდენიმე მილიონი რომ მომცე ახლა,არ ვიქნები ბედნიერი და ამაში დარწმუნებული ვარ.
რახან ვახსენე ეს სიტყვა. მინდა ვთქვა,რომ ამის გამო ყოველთვის მიჭირდა.ყოველთვის მიჭირდა ცხოვრება განსხვავებულობის გამო.ეს დაბადებიდან დამყვებოდა და მიწამლავდა ცხოვრების თითოეულ წამს.იცი,რა არის? მძულს საზოგადოება,უფრო სწორედ ეს ხალხის მასა,ეს ბრბო,რომელიც განსხვავებულს ყოველთვის რიყავს.მძულს...ამაზე მუდამ ვფიქრობდი და უბრალოდ მიჭირს,ამის სიტყვებით აღწერა.შავებში თეთრი,რომ გაერიოს,იმას შეძულებთ.ვიცი,როგორებიც ხართ და ეს მგვრის ზიზღს და საშინელ ბრაზს.
მქონდა რთული ბავშვობა,არც მერე მქონია მხიარული ცხოვრება.საერთოდ შემიძლია ვთქვა,რომ არც ბავშვობა მქონდა.
ახლაც მახსოვს,პირველი სართულის მეზობელი როგორ უყურებდა ჩემს გრძელ ნაწნავს,ერთხელ გვერდში ვერ ჩავუვლი,რომ არ ეთქვა,შეიჭერიო.თვითონ გადაპარსული დადიოდა და ეს ეხამუშებოდა თუ რა იყო არ ვიცი.
პირველ კლასში რომ შევედი,ყველაზე დიდი შევედი და ყველაზე მაღალიც ვიყავი.ალბათ,შურდათ ბავშვებს და,ამიტომ მაგრძნობინებდნენ თავს ისე,რომ მეც კი მაკომპლექსებდა სიმაღლე,ახლა კი პირიქით როგორ მინდა,რომ უფრო მაღალი ვიყო.
ყველგან სადაც მივდიოდა თავს ვგრძნობდი შავში თეთრად და ან თეთრში შავად.არ ვიცი,ეს რა გრძნობდა იყო,მაგრამ ის სულ მტანჯავდა.მგონი,მართლაც,განსხვავებული ვიყავი.პატარა ბავშვი 4-5 წლის ასაკში,როცა ფიქრობ,რა არის ცხოვრების შემდეგ,სულ გაქრები თუ რაიმეს ნაწილი გახდები და თავს იმტვრევ იმაზე ფიქრით,თუ სად იყავი დაბადებამდე და ცდილობ გაიხსენო რას აკეთებდი და სად იყავი,სანამ დაიბადებოდი,განა არაა განსხვავებულობა?
იცი,რას მივხვდი? იმას,რომ საშნელებაა ეს ბრბო.ეს ერთმანეთზე ამყოლი და საშინლად დაკომპლექსებული მასა,რომელიც ცდილობს განსხვავებული მოაქციოს ჩრდილში.ეს არის მასა,რომელიც ცდილობს საკუთარი კომპლექსები დაჩრდილოს სხვისი დამცირების ხარჯზე.
არც ჩემი ოთხკუთხედი ჩანთა მოსწონდათ და დამცინოდნენ,ექიმისააო.
ცხოვრებაში რა მქონდა რეალური? არა,იმიტომ რომ უკმაყოფილო ვარ,არამედ იმიტომ,რომ არაფერი ყოფილა.არავინაა ისეთი, ვისაც ვჭირდები და მაგრძნობეინებს,რომ ვაინტერესებ.ის,ვინც ვერ შესძლებს ჩემს გაშვებას და უკან დამედევნება სამარემდეც კი.ყველანი ზედაპირულები ხართ და მოჩვენებითები.ზოგჯერ ისე მბეზრდება ეს ყველაფერი,მაგრამ მაინც ვყვები ცხოვრებას ამ უაზრო თამაშში და კვლავ ვმსახიობობ.უბრლაოდ,იცი,რა? დავიღალე ყველაფრით.გიხარია სიცოცხლე და გიხაროდეს,მაგრამ,ვერ შეგპირდები,რომ მეც გამიხარდება,რადგან მე არ მაკმაყოფილებს მხოლოდ სიცოცხლე,მე ცხოვრება მინდა.ცხოვრება კი გაგების,სიყვარულისა და სხვა გრძნობათა გარეშე წარმოუდგენელია.წარმოუდგენელი იცხოვრო,როცა არავის უყვარხარ.ისე როგორც შენ გინდა,როგორ მინდა არსებობდეს ერთი ადამიანი,რომელსაც რეალურად შესტკივა გული ჩემზე,რომელიც ყველაფერს დათმობს ჩემს გამო...
ვხვდები კიდევ ერთხელ,რომ ყველაფერი გავიდა არაფერში.ეს 18 წელი უცბათ გამექცა და რა მაქვს? არაფერი.ყველაფერი არარეალური.ვის ვუყვარი? არავის. ვინ მიგებდა?არავინ.
არ ვიცი,რას ფიქრობ ახლა,შენ.ახლა რომ კითხულობ ამას,მაგრამ სულ არ მაინტერესებს,არ მაინტერესებს...
რა მალე გადის დრო.როგორ არ მჯერა,რომ უკვე სრულწლოვანი ვარ და ჩემი მოვალეობანი ასმაგად გაიზარდა.როგორ არ მჯერა,რომ ის პატარა გრძელნაწნავიანი და მაღალი გოგო ოთხკუთხა ჩანთითა და ჯინსის იუბკით აღარ არის.როგორ არ მჯერა,რომ იმ დღიდან,როცა დედამ პირველად გამომაწყო სკოლაში და კლასსში გაქათქათებული „საროჩკით“ დამსვა 11 წელი გავიდა.არ მჯერა.არ მჯერა.ახლაც გულში ცრემლები მახრჩოვს,მაგრამ გარეთ ვერ გამომაქვს და ვიწვი...როგორ მინდა,რომ აქ იყოს ის,ვინც ჩემს ილუზიაშია და მითხრას,რომ ესმის ჩემი..მითხრას,რომ ვერასდროს შეეგუება უჩემობას.
თქვენ მეკითხებით,როგორ ხარო და გპასუხობთ „კარგად“,მაგრამ ეს ყველაზე დიდი ტყუილია.გესმის? ყველაზე დიდი ტყუილი.რომ გითხრა,ცუდად ვარო,რატომო მკითხავ და რა აზრი აქვს ახსნას.ვიცი,რომ მაინც ვერ გამიგებ.აი,რატომ ვარ მარტო...მერე მეტყვი „დაიკიდეო“ და კიდევ უფრო ჩამიკლავ გულს,ამიტომ გიღიმი და გეუბნები,რომ კარგად ვარ,გეუბნები რომ ბედნიერი ვარ და,როცა მეკითები,რა გაბედნიერებსო,გპასუხობ-რავი.
აი,რა არის ჩემი ცხოვრება.სულ არარეალური.
დედაჩემმა რომ წაიკითხოს ეს მეტყვი,რატომ ხარ უბედური,როცა ლამაზი ხარ,კარგი ტანი გაქვს,ნიჭიერი ხარ და კიდევ ათას სისულელეს მეტყვის.მეტყვის,რომ ყველას მოუნდება ჩემნაირ გოგოსთან მეგობრობა,მაგრამ არ მინდა ასეთი მოჩვენებითი მეგობრობა.არ მინდა,გესმის?კიდევ მეტყვის,რომ ოქროს მედალზე ვამთავრებ სკოლას და ეს განსაკუთრებულია,მაგრამ განა მიხარია?ამის გამო იმდენი ღამე და დღე ვიტანჯე და კვლავ ვიტანჯები.ვერასდროს ვაკეთებდი იმას,რაც მინდოდა და ამის მერე მეტყვი,რომ ეს მრგვალი მოოქროვილი ჯართი ბედნიერებაა?! არა,არ გინდა,გთხოვ.დედაჩემი,რომ ყველანაირად ნიჭიერი ვარ.მეტყვი,რომ კარგად ვცეკვავ და,აი,რა მაგიჟებს,არ შემიძლია,ცხოვრების ასე ყურება.არ შემიძლია.არა,აღარ შემიძლია,ვარდისფერი სათვალით ყურება.ის ხომ დიდი ხანია,რაც მოვიხსენი თვალთანგან.
მშობლების თითოეული რეაქცია,როცა დაბალ ნიშანს ვიღებდი,ახლაც მიდგას თვალ წინ.ახლაც მახსოვს ბავშვობის ყველაზე დიდი ტყუილი.მეშვიდე კლასში,როგორ დავუმალე დედას რუსულის დამოუკიდებელში მიღებული 6-იანი და 7-იანი და მთელი კლასისა და მასწავლებლის წინაშე კიდევ როგორ ვაგრძელებდი მის მოტყუებას,როგორ ვუმტკიცებდი სიმართლეს.
საშინელებაა,მაგრამ უფრო მიჭირს,როცა ვაცნობიერებ,რომ ცხოვრებაში უარეს ტყუილებს ვამბობ და,ალბათ,ვიტყვი კიდეც.იცი,რა არის ყველაზე საშინელება? ეს უკანასკნელი მთლიადან მღრღნის...
როგორ მიჭირს რეალობაში ცხოვრება.როგორ მიჭირს ცხოვრება იმ გრძნობების წინაშე,რომლებისკენაც მუდამ ვისწრაფოდი,მაგრამ უშედეგოდ...
იცი,რა არის ჩემი ყველაზე დიდი ოცნება?არა,არ გეტყვი.ვიცი,გაგეცინება და უკანასკნელ დონეზე გადაიხარხარებ...მაგრამ მაინც გეიბნები.მინდა ვიპოვო ის პიროვნება,რომელიც ილუზიაში მყავს შექმნილი.მინდა ვიპოვო ის,ვინც ამ ყველაფერს ერთდროულად მაჩუქებს და ჩემს ცხოვრებას ფერადს გახდის,მაგრამ როდის ვიპოვი და ან საერთოდ ვიპოვი თუ არა,არ ვიცი.მიჭირს,მაგრამ რა ვქნა...
რა არის აქ რეალური? მოკლედ აღარ შემიძილია,მეტის თქმა...
ვკვდებოდი,როცა ვფიქრობდი ამ დღეზე.ახლა ჩემი დაბადების დღეა,მაგრამ არ მიხარია.შენ,როცა დაბადების დღე გაქვს,სანთლებს აქრობ სადღესასწაულ ტორტზე,მე კი ვწერს რაღაცას ფურცლების ნაგლეჯზე და საშინლად მტკივა გული...
მთელი თვრამეტი წელი როგორ გავიდა? კიდევ გავა შემდეგი თვრამეტი წელი და მას კვლავ მიყვება შემდეგი თვრამეტი წლები...იქნებ ვერც მიყვეს.იქნებ ესაა უკანაკნელი თვრამეტლეული.არ ვიცი და ან საერთოდ ვინ იცის...
მაგრამ მაინც არის რაღაც,რაც მაძლებინებს აქ,რაც მაძლევინებს ცხოვრებას და არ მიბიძგებს დასასრულისკენ.
მადლობა ღმერთს,რომ ილუზიის უნარი კვლავ შემრჩა.ვწერ რომანებს,მყავს პერსონაჟები,ვცხოვრობ მათი ცხოვრებით და ამ დროს ბედნიერი ვარ,რადგან შორს ვარ რეალობისგან.ვპოულობ ჭეშმარიტ სიყვარულს,ვპოულობ ნამდვილ მეგობრებს,ცხოვრებაში ვსინჯავ ახალ გრძნობებს და ეს ცოტა ხანს მაინც მანიჭებს ბედნიერებას. უბრალოდ გამაგიჟებელი,ეს გრძნობა,მაგრამ,იცი,რა მაწერინებს? მარტოსულობა.აბა,ასე რომ არ იყოს,როდის ვიფიქრებდი ამაზე.შეიძლება,მეფიქრა,მაგრამ არა ასე აქტიურად.არავისთან ვარ ბოლომდე გულწრფელი,არავისთან,რადგან თქვენ სულ არ გაინტერესებთ რა ხდება ჩემს გულში...თითოეული ჩემი ნაწერის ფურცელი მაგიჟებს.
იცი,რა არის განსხვავება ჩემსა და შენს შორის? შენ „კაიფობ“,ეწევი,სვამ და ამით გარბიხარ რეალობისაგან,ხოლო მე ვწერ...მაგრამ ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო..ჩვენ დამოკიდებულები ვართ.მე ამ ფაილზე და ამ კლავიატურაზე და ამ თიტებზე და ამ გულზე,შენ კი მოწევისგან გაყვითლებულ თითებზე და რაღაც ამაზრზენ სასმელზე და კიდევ რაღაც წამლებზე...
როგორ მიყვარს ის დღე,როცა ჩემი პატარა რომანის პირველი გვერდი დავწერე და როგორ მიყვარს იმ კლავიატურის კლავიშები,რომელსაც ეხებოდნენ ჩემი თითები,როცა ვწერდი.როგორ მიყვარს,არ იცი...ეს იყო საოცრება.არ ვიცი,როგორ აღვწერო.მაშინ იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ნათელი დღე...
გაგეცინება,მაგრამ ჩემს ლეპტოპში არის ერთი ფაილი,რომლის გარეშეც სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია.იქ ინახება ჩემი რომანები,ჩანახატები,ლექსები...
უი,ლექსები ვახსენე.ერთ თვეზე ცოტათი მეტია,რაც დავიწყე მათი წერა.მართალია,არ ვარ პროფესიონალი,მაგრამ მსიამოვნებს,როცა ვწერ.ვერასდროს დამავიწყდება ის ფიზიკის გაკვეთილი,რომელზეც ჩემი პირველი ლექსი დავწერე. და ეს ლექსი ზუსტად ამ წარმავლობით იყო შთაგონებული,მას „თვრამეტი წელი დავარქვი“.ეს თვრამეტი წელი გამხდარა ჩემ მუზა.ის,რამაც პირველად შთამაგონა ლექსის დაწერა...
თქვენთვის უცნობია ეს შეგრძნება და ვერ მიხვდებით,მაგრამ მე ეს მაგიჟებს.ეს ყოველგვარ ნარკოტიკზე ძლიერია.ისეთ რამეს მიკეთებს,რომ ყველა სირთულეს მაძლევინებს.
პატარა ვიყავი,როცა ვფიქრობდი ჩემს ცხოვრებაზე,როცა ყველაფერს ვუყურებდი დეტალებში.ვფიქრობდი,ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერაზე.ერთ დღესაც დავიწყე წერა სათაურით „თვრამეტი წელი გზაში“,მაგრამ სადღაც გავიჭედე და ვეღარ გავაგრძელე.მხოლოდ 27 გვერდი დავწერე და ისიც ძლივს,როცა 100-150 გვერდიან რომანების წერას რამდენიმე კვირაში ვამთავრებ.ბოლოს ისე მიჭირდა,რომ დღეში რამდენიმე წინადადებას ვწერდი,ზოგჯერ სიტყვასაც კი...იცი,რატომ?იმიტომ,რომ ძნელია საკუთარ ცხოვრებაზე წერა,იმიტომ,რომ ძნელია წერა საკუთარ თავს.იმიტომ,რომ ძნელია სიმართლის აღიარება.იმიტომ,რომ ძნელია გრძნობების აღიარება...ეს იცი რას ნიშნავს?მტერს მიაწოდო შენზე ინფორმაცია.შეიჭრე მტრის ბანაკში და გასცე თავი...
ახლა,როცა ქუჩაში მივდივარ,ვაკვირდები და ვხვდები,რომ ძალიან ბელა მივდივარ,რადგან ხალხს ვაკვირდებიდა ჩემი მორიგი რომანებისთვის ვეძებ ახლა პერსონაჟებს.ვაკვირდები მათ თითოეულ წვრილმანს და ვცდილობ,რომ ამოვიცნო მათი ცხოვრება...
ბავშვობაში ვოცნებობდი,რომ მრავალი სიცოცხლე თუ არა რამდენიმე მაინც მქონოდა.რამდენიმეჯერ მაინც მქონოდა შანსი იმისა,რომ მეცხოვრა,მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია და,ამიტომ ვწერ და ვცდილობ მერქვას მწერალი და ესაა ჩემი ოცნება,აუხდენელი ოცნება,რომელიც იმედი მაქვს,რომ ახდება.
ჩემთვის ყველაზე ძვირფასი,მგონი,ის ყვითელი ფაილია და,აი,ესაა საშინელებაა.საშინელებაა,როცა შენი რეალურად მხოლოდ ფურცლებს ესმით,მაგრამ,მადლობა ღმერთს,რომ ისინი მაინც არსებობენ,რომლებსაც მუდამ ეყვარები.
და იცი რა მიმძიმს? რეალურად არ ვცხოვრობ.ვირტუალურ სამყაროში ისე შევიჭერი.ისე შეერწყა ვირტუალური და ილუზიური სამყარო ერთმანეთს,რომ მთლიანად ამ ყვითელი ფაილის ნაწილი გავხმდარვარ და სულ არ მაინტერესებს რა ხდება გარშემო.ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა აქ ვიქნები თუ სადმე მარტო კუნძულზე,არ აქვს,რადგან მთავარია ჩემი ლეპტოპი მქონდეს თან იმ პატარა ყვითელი ფაილითა და „ვორდის“ პროგრამით.
უკვე სულ არ მაინტერესებს ვის მოვეწონები,არც ის გეყვარები თუ არა.არც ის მეყოლება თი არა რეალური მეგობრები.არც ის როგორ მომილოცავენ დაბადების დღეს,არც ის რას იტყვიან ჩემზე ზურგს უკან.არც ის შენ რას ფიქრობ ჩემზე,არც ის რა მოგწონს ჩემში და რა არა....სულ აღარ მაინტერესებს...არც ის მაინტერესებს,რას მაჩუქებ დღეს...არც ის,გამიღიმებ თუ არა.არც ის რამდენად მოგწონს ჩემი ხასიათი,არც ის რომ შენთან ვიყო...და საერთოდ არაფერი...უბრალოდ მე აღარ ვცხოვრობ ამ სამყაროში..ფიზიკურად აქ ვარ,მაგრამ გულით სხვაგან ვარ..ჩემთვის უკვე ანტისხეულეი ხართ,რომლებიც დამსევიხართ და რაღაც უაზროებით მაწყენთ თავს...
იცი რა მინდა? აღარ მინდა ამ მოჩვენებით სამყაროში....აღარ მინდა ვიცხოვრო იქ,სადაც რეალური არაფერი მაქვს....
ჩემს პერსონაჟებს ჰქვიათ ჩემი და,ალბათ,მხოლოდ ამისთვისაც ღირდა ამ თვრამეტი წლის გავლა.მართალია,ძნელი იყო,მაგრამ მაინც მიხარია,მიხარია მაინც,რომ ჩემი ესმით ილუზიურ არსებებს და ვუყვარვარ.
შეიძლება,მალე დავააავდე და ილუზიაში წავიდე,შეიძლება,მალე მოვწყდე რეალურ სამყაროს და,ალბათ,მაშინ ვიქნები ისეთი ბედნიერი,როგორზეც ახლა მხოლოდ ვოცნნებობ.ალბათ,იქ შევხვდები ჩემს ილუზიურ არსებებს და ერთმანეთს შევიყვარებთ,გავუგებთ ერთმანეთს და არ მოვსთხოვთ ყალბ სიცილს და არ დავამშვიდებთ სიტყვით „დაიკიდე“.
რადგან ეს ცხოვრება უკვე შემზარავი გამხდარა და რადგან მომბეზრდა ეს ყველაფერი, ილუზიის მადლობელი ვარ,დიდი მადლობელი და ამით ჩემი რაღაც ნაწილი მაინცაა ბედნიერი.
მე ხომ ილუზიაში ვარ შეყვარებული,მე ხომ მეგულებიან ილუზიაში ისინი ვინც,არასდროს მეტყვიან,რომ შეუძიათ ჩემი გაშვება,რომლებსაც ვჭირდები და ჩემს გარეშე არ წარმოუდგენიათ.
არადროს მიწოდი უკმაყოფილო,რადგან შენ არ გიცხოვრია ჩემი ცხოვრებით და არ იცი მისი სიძნელე.რომ არა ის ვერ დავწერდი იმას,რასაც ვწერ.რომ არა ის ის..მოკლედ აღარ ვიცი...
თვრამეტი წელი გავიდა და საშინელი სიცარიელე დამიტოვა გულში,აი,რა მტკივა...
ახლა,ალბათ,მომილოცავთ დაბადების დღეს,მაგრამ არ მჭირდება.იცი,რატომ?იმიტომ,რომ მომბეზრდა თქვენი მოჩნებითობა.არ მითხრა,ესეც ილუზიააო.შენ არ იცი ამ უკანასკნელის მნიშვნელობა და ვერც ვერადროს გეცოდინება.
არ მითხრა,გილოცავ,როცა საერთოდ არ განტერესებ.არაუშავს,ეს ცხოვრება ასეთი ყოფილა.ალბათ,რამე უკეთესი არსებობს სადმე.სადმე ილუზიური გალაქტიკა არსებობს,რისკენაც მივისწრაფი და,ალბათ,ჩემს რომელიმე დაბადების დღეს,აღარ მოგიწევს ამ ფუჭი სიტყვები თქმა,რადგან მოვა ჩემი ილუაზიური მეგობარი,ხელს ჩამკიდბეს და სამუდამოდ წამიყვანს თავის გალაქტიკაში.მერე ვეღარ მომაჩვენებთ თავს,რომ ვითომ გიყვარვართ.
დამცინი? ვიცი,რომ დამცინი და ზედმეტად აღარაა საჭირო სიტყვები...
უბრალოდ ცხოვრებამ გარდამქნა და შემაძულა ის თავისი მასით...და ახლა შანსი მაქვს,რომ როდესმე ვიყო ბედნიერი...ვიყო ბედნიერი იმ ილუზიურ სამყაროში,რომელიც მუდამ თვალწინ მიდგას.
ახლა დავწვები და იმის მაგივრად,რომ თვალები ამიცრემლიანდეს,რომ არარეალური ყველაფერი და გარშემო ვერც ვერაფერს ვპოულობ,თვალებს დავხუჭავ და ვიფიქრებ იმაზე,რაც ამ ყვითელ ფაილშია,ვიფიქრებ იმაზე,რაც მაბედნიერებას..ალბათ,სიზმარშიც ამას ვნახავ და ეს იქნება ჩემი დაბადების დღის ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი საჩუქარი..

თუ სურვილი გექნებათ გამოვაქვეყნებ ისტორიას "თვრამეტი წელი გზაში".რალურ ცხოვრებაზე,ჩემს ცხოვრებაზე.ოღონდმხოლოდ 27 გვერდია.აღვნიშნე,რომ ვერ დავასრულე.არ მეყო ამისთვის ძალა და.



№1  offline წევრი ფსიქო.13

erts vityvi,zustad chemnairad xar,vici aar daijereb magram sakutari tavi davinaxe da madloba,rom chem magivrad dawere)))
--------------------
ჩვენნაირები მთვარით თბებიან...

 


№2  offline ადმინი უნდა ვწერო

psychopath_013
erts vityvi,zustad chemnairad xar,vici aar daijereb magram sakutari tavi davinaxe da madloba,rom chem magivrad dawere)))

ვაიმ,რის მადლობა.
პირიქით,მადლობა შენ.
ძალიან გამიხარდა,თუ ასეა... love

 


№3  offline მოდერი Mary Drey

...............................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent