შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იასამნის ქუჩა [4]


19-04-2015, 18:46
ავტორი პირველი
ნანახია 2 309

* * *
საკუთარი სახლის კართან ატუზული ვცდილობდი, რომ ჩემს ორგანიზმში, მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი პოზიტივი როგორმე დამევიწყებინა და საკუთარი თავი სულიერად შემემზადებინა მოსალოდნელი აპოკალიფსისთვის.
ქუჩაში დგომა გაუსაძლისი რომ გახდა, ღრმად ჩავისუნთქე და მძიმედ შევაღე უზარმაზარი, რკინის კარი. ზუსტად ვიცოდი, რა სიტუაციაც იქნებოდა სახლში. ეკას და თიკას ისტერიკები, იშვიათი მოვლენა ნამდვილად არ იყო და ხშირად მიწევდა ხოლმე, საკუთარ სახლში გამართული "კონცერტების" მოსმენა, თუმცა ამ შემთხვევაში, ყველაფერი უფრო რთულად იყო, ვიდრე ოდესმე ... ამას კი ხელს ის ფაქტი უწყობდა, რომ ჩემმა მშობლება არ იცოდნენ, სად და ვისთან ერთად გაატარა მთელი დღე მათმა საამაყო ქალიშვილმა.არაუშავს, ახლა გაიგებდნენ!

აუჩქარებელი ნაბიჯებით შევედი მისაღებში და გადაღლილი, ბინდგადაკრული მზერა მოვავლე ოთახს. ოჰო, თურმე თიკას დედამთილ-მამათილიც კი გლოვობდა ჩემს თავს! ელენეს არ უთქვამს, აქ არიანო და შესაბამისად, ახალი მოსულები უნდა ყოფილიყვნენ. ნუ, ამას რა მნიშვნელობა აქვს.

თიკა იწვა სავარძელზე, კაპლითა და ყინულების ბოთლით ხელში. თვალები დაეხუჭა და გაურკვევლად ბუტბუტებდა რაღაცას. თავთით, რაღათქმაუნდა ეკა ეჯდა, რომელიც გამუდმებით გაჰკიოდა ხარ "თიკას", ხან კიდევ "ანას". ღმერთო, რატომ უყვართ ყველაფრის ასე გამუქება?!

შემამჩნია თუ არა თიკამ, გააზრება ვერ მოვასწარი ისე წამოფრინდა ფეხზე და მეც, დაფეთებულმა დავიხიე უკან. აზრზე რომ მოვედი, ჩემს კისერზე ჩამოკიდებული და დავლანდე, რომელიც ისე მეკვროდა, რომ ძვლებს ჩამიმტვრევდა, სავარაუდოდ.

–თიკა, კარგად ხარ? – თმაზე დავუსვი ხელი და ვეცადე ოდნავ მომეშორებინა.

–მე? – ჩამკივლა ყურში – მე, ანა?!

–ხო, შენ ... – დავიბენი მე.

–არანორმალურო! – ოდნავ წაბარბაცდა თიკა და უკან დაიხია – აფრენ! – კიდევ ერთხელ ჩამკივლა ყურში და ჩაწითლებული თვალები დედაჩემს მიაპყრო. ანუ, ახლა ეკას რიგი დგებოდა!

–ერთი წუთით, რა განგაშია ატეხილი? – გავიკვირვე მე.

–განგაშიო ... – სიმწრით ჩაეცინა დედაჩემს და ქუთუთოები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს – რა განგაში, ანა! განგაში კი არა, ლამის პოლიცია გამოვიძახეთ!

–რატომ, სახლში გვიან პირველად მოვედი?

–არა,ანა! – ხელები მომუშტა აქამდე ჩუმად მდგარმა, სახეწაშლილმა მამაჩემმა – სახლში გვიანაც მოსულხარ და საერთოდ არც მოსულხარ! – როდის არ მივსულვარ, ეს არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ ჩემი პოლარული ღამეები იგულისხმა, ელენეს სახლში რომ ვატარებდი ხოლმე, უმეტეს შემთხვევაში – მაგრამ უცხო სახლში, ჰოლიდან არასდროს გამქრალხარ! – ხმა ვეღარ მოთოკა კახამ და ოდნავ გაებზარა. ვერ იყო ბოლომდე მყარი.

–კარგი რა, კახა?! – მობეზრებულად გადავატრიალე თვალები – გავქრებოდი?! – გასაგებია, რომ ინერვიულეს, მაგრამ ასეთი გამუქება საერთოდ არ იყო საჭირო.

–არა, ეს გოგო აფრენს! – ხელები ზემოთ აღაპყრო დედაჩემმა – ეს გოგო, არ არის ნორმალური!

–ადამიანო! – თავისი ჭკუით, მშვიდად დაიწყო თიკამ – უკვალოდ ქრები, არ რეკავ, მობილურს თიშავ, სახლში ღამის ორ საათზე მოდიხარ, აქ ერთი ამბავი გხვდება, ადამიანებს აღარ ვგავართ და შენ ... შენ კიდევ აქეთ გადმოდიხარ შეტევაზე? – ძალიან მეზარებოდა, ახლა ყველასთვის პასუხის გაცემა და ახსნა–განმარტებები, ამიტომ დადუმება ვარჩიე და მობეზრებულად გადავქნიე თავი.

ჩემსკენ კახა რომ გამოემართა, ოდნავ შევკრთი და წელში გავიმართე. კარგი, დედაჩემი და თიკა ხო, მაგრამ მამაჩემი რაღაც გაანერვიულა ასე?! მომიტაცებდა ვინმე?!

–სად იყავი, ანა? – ხმა დაიმორჩილა და შეეცადა, რაც შეიძლება მშვიდად ეკითხა.

–ედემის ბაღში! – გამეცინა მე და კუთხეში მოკისკისე ელენეს ჩავუკარი თვალი.

–სულ გადაირიე, ხო? – თვალები დააწვრილა თიკამ და ოფიციალურად გალურჯებულ მამაჩემს ამოუდგა გვერდით. ნეტავ, ჩარკვიანის მშობლები რას იზამდნენ, როცა გაიგებდნენ, რომ მათ "აკრძალულ შვილთან" ერთად გავატარე მთელი დღე.

–რატო? – გავიკვირვე მე და ხელები დავიკრიფე. ჩემი დაქალის დამანჭული სახის დანახვისას, ისე მეცინებოდა, რომ ნაკვთებს ვეღარ ვიმორჩილებდი და საერთოდ არ მინდოდა, რომ ისტერიული სიცილი ამეტეხა და ჩემი ისედაც სავალალო მდგომარეობა, უარესად დამემძიმებინა.

–ანა, სად იყავი?! – ამჯერად საუბარში ეკა ჩაერთო და სახეწაშლილი მიესვენა სკამზე.

–ედემის ბაღში მეთქი! – გადავირიე მე. რამდენჯერ უნდა ვთქვა, ნუ?!

–ამას გარეკილი აქვს! – ხელი ჩაიქნია ელენემ და შეუმჩნევლად გამომიყო ენა.

–ვაიმე, ხალხნო, ედემის ბაღში ვიყავი და რა გავაკეთო?! – რა იყო ასეთი დაუჯერებელი იმაში, რომ მე მართლაც გახლდით ედემის ბაღში.

მშობლები ისეთი სახით მიცქერდნენ, რომ სავარუდოდ კაიფში ვეგონე, ორივეს!

–რა ედემის ბაღში, გოგო, რა ედემის ბაღში?! – სულ გადაირია თიკა და თმა ისე დაიხვია თითზე, რომ ცოტაც და დაიპუტავდა იმ ყავისფერ ლოკონებს:) თან, დროდადრო კუთხეში აყუდებული აჩისკენ აპარებდა მზერას.

–კარგი, ერთი წამით! – ხელის აწევით გააჩუმა მამაჩემმა მისაღებში შეკრებილი საზოგადოება – ვისთან ერთად იყავი ანა, ედემის ბაღში? – ისე ფრთხილად მკითხა კახამ, დავრწმუნდი, რომ მართლა კაიფში ვეგონე, ან, ასათიანზე დამიჯავშნა ადგილი. მოდი, ახლა უთხარით მამაჩემს, ვისთან ერთად ბრძანდებოდა მისი უმცროსი ქალიშვილი მთელი დღის განმავლობაში.

დამალვა არც მიცდია. თავისუფლად შემეძლო, რომ გადაწყვეტილებები თავად მიმეღო და როგორმე შევარჩევდი ხალხს, ვისთანაც ვიურთიერთებდი და ვისთანაც საერთოდ არ მექნებოდა კონტაქტი. თუ ისინი პრინცპულად არ მეუბნებოდნენ, რატომ მიკრძალავდნენ ლუკას ნახვას, მაშინ მეც დავიკიდებდი ფეხებზე მშობლების კატეგორიულ მოთხოვნებს და გავაკეთებდი იმას, რაც თავად მომესურვებოდა!

–ლუკა ჩარკვიანთან ერთად!

ისტორია ვერ ინატრებდა ასეთ მომენტს.
ჩემი 18წლიანი ცხოვრების მანძილზე, მსგავსი არაფერი მინახავს.
ვაფიქსირებდი, როგორ გადასდიოდათ ფერები, როგორ უჭერდნენ ერთმანეთს ხელებს და როგორ ცდილობდნენ, რომ ფიქრის, გააზრების უნარი არ დაეკარგათ. მიტკლისფერი ედო დედაჩემს, ყოველგვარი გამუქებისა და ჰიპერბოლების გარეშე. კახა?! ყველაზე მეტად, მისი ამ მდგომარეობაში დანახვა მიჭირდა. ისედაც ჩაწითლებული თვალები, უფრო ჩაუწითლდა და უპეები წამიერად ჩაუშავდა. იგრძნო, ალბათ და სახე გაატრიალა. კიდევ მექნებოდა დრო, მათი რეაქციების დასაფიქსირებლად, თიკას რომ არ აეტეხა ქვითინი ბოლო ხმაზე! აჩის სულ ძალით ჩაეკრო გულში და განაგრძო მოთქმა–გოდება. სხვა სიტუაციაში რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გამეცინებოდა!
ჩემი მშობლების თვალიერებას რომ მოვრჩი, ახლა ჩარკვიანებზე გადავინაცვლე. არც ესენი ყოფილან უკეთეს მდგომარეობაში ... მაია ისე უჭერდა ხელს მეუღლეს, რომ სავარაუდოდ, ჩაალურჯა საწყალი კაცი. ისიც მოთმინებით ელოდა, როდის გადაანაწილებდა ენერგიას ფერწასული მაია და როდის მიხვდებოდა, რომ ქმრისთვის ხელი უნდა გაეშვა.

–სად წაგიყვანა? – ისე მოულოდნელად გადმომიხტა წინ აჩი, რომ ადგილზე შევხტი და დაფეთებულმა დავიხიე უკან – მითხარი, რა გაგიკეთა? რა მოგაწევინა? – ბოლო ხმაზე ბღაოდა ჩარკვიანი და გადარეული იქნევდა ხელებს აქეთ–იქეთ.

–შენ ცუდად ხო არ ხარ?! – გადავირიე მე – წამიყვანა კი არა, წავყევი! – უკანასკნელ სიტყვას ხაზი იმიტომ გავსუვი, რადგან ზუსტად ვიცოდი, ახლა იფიქრებდნენ ლუკამ წაიყვანა ძალითო და ყველაფერს მას შეაწმინდავდნენ.

–რა მოგაწევინა, რა? – ღრიალს არ წყვეტდა აჩი და მასზე აკრულ საცოლეს იშორებდა, წვალებით.

–რა მომაწევინა, სულ გადაირიე?! – იმხელა ხმაზე ვიკივლე, რომ ხმა ჩამეხლიჩა. როგორ მინდოდა, ამ ბიჭს მოეკეტა და საკუთარი საქმისთვის, ოჯახისთვის მიეხედა! – შენ საერთოდ, ვინ გეკითხება?!

აჩი დადუმდა.
მარტო აჩი კი არა, ყველა გაჩუმდა. სამარისებური, შემაწუხებელი სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში. იმ წამს, საკუთარი სახლის კედლებიც კი შემძულდა. ვიგრძენი, როგორი ზიზღი ჩამიდგა თვალებში და თავი დავხარე. არავის დანახვა არ მინდოდა ... იმ მომენტში, ყველაზე ძვირფასი ადამიანებიც კი გულს მირევდნენ!

–რა ვქნა ბიჭო, რა გავაკეთო, საკუთარ შვილს ხომ არ მოვკლავ?! – ოთახში განაჩენივით გაისმა უფროსი ჩარკვიანის მიერ წარმოთქმული სიტყვები. დენდარტყმულივით ავწიე თავი და ზიზღნარევი, ყავისფერი თვალები მივანათე ოთახში მონოტორულად მოსიარულე კაცს!

ისევ გულისამრევი სიჩუმე ...

–დღეს, მე ვიჯექი თქვენთან ერთად პრესტიჟულ რესტორანში, საუკეთესო ადგილას, საღამოს კაბითა და სხვა მორთულობებით – ძალა მოვიკრიბე, და დავიწყე ... ოდესმე ხომ უნდა მეთქვა, არა?! ხომ უნდა დამესრულებინა, ეს მასკარადი?! – მეზიზღებოდა იქაურობა .. და იცით რატომ?! იმიტომ, რომ საშინლად მინდოდა ვყოფილიყავი უზარმაზარ ეზოში, კომფორტულ სამოსში, თუნდაც ძონძებში გამოწყობილი და მესაუბრა ათას რამეზე, მეგობრებთან ერთად! საუკეთესო იყო, ეს დღე ... თქვენ ვერ წამოიდგენთ, ისეთი კარგი! და თქვენ, თქვენ საერთოდ ვერაფერს ვერ წარმოიდგენთ, იმიტომ, რომ ამის უნარი ჯანდაბაში მოისროლეთ! მინდოდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიმეყვანა იმ ედემის ბაღში, რომელიც თქვენ დღემდე წარმოუდგენლად მიგაჩნიათ! ხო, მინდოდა თქვენც მიმეყვანეთ, რომ გენახათ, რა არის ბედნიერება ... რა არის გულწრფელი ღიმილი ... სიხარული ... მერე, მერე იცით რა?! მერე მწვადები შევწვით, საკუთარი ხელებით ... არ გვიჭამია ძვირადღირებულ ლანგარზე დაყობილი ტკბილეული, ან ჩინური სამზარეულო! მერე ... მერე ბიჭები გავიცანი! მუდმივად მოცინარი, პოზიტიური, ბედნიერი ბიჭები! მე აქედან გაქცევა მინდა, აქ არ მინდა, არც რესტორანში მინდოდა, თქვენთან ერთად არ მინდოდა ... მე იქ მინდა, მინდოდა და მომინდება კიდევ, სანამ ცოცხალი ვიქნები! სახლში ვბრუნდები და ... და მიშლით იმ ადამიანთან ურთიერთობას, რომლის არსებობაც კი მახარებს მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღეა ვიცნობ! სახეზე ეტყობა კაცს, ვინ არის და რას მოითხოვს ... ღიმილზე ეტყობა ... თვალებში ... ღრმა, ყავისფერ თვალებში ეტყობა ... ვლაპარაკობ, თქვენ მიყურებთ, გაყინული მზერით და უაზრო მიმიკებით! ვლაპარაკობ და მგონია, რომ არ მისმენთ ... ვერც ერთი თქვენგანი ვერ ხვდება, რას ვამბობ ახლა ... რა უნდა საერთოდ, ერთ ადგილას დაეტიოსო, ფიქრობთ, ხო?! ან, არა ... იცით რაზე ფიქრობთ?! როგორ ჩამომაშოროთ იმ ადამიანს, ვიზეც ამდენი ვილაპარაკე! – ყელში გაჩხერილი, უზარმაზარი ბურთი წვალებით გადავუშვი ყელში და აწყლიანებული თვალები მამაჩემს მივანათე – მამა, დამაცადე რა, გეხვეწები, უბრალოდ მაცადე ვიცხოვრო ისე, როგორ მე მინდა ... შენ ხომ იცხოვრე, შენ ხომ გყავს ყველა, ვინ გჭირდება ... ჰო და მეც ... მეც დამაცადე, რა ... უბრალოდ, დამაცადე ... – გაგარძელება ვეღარ შევძელი მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უამრავი რამ მქონდა სათქმელი. დღევანდელმა ემოციებმა ერთიანად იფეთქეს და ხმა ჩამიწყდა. დავდუმდი და კიდევ ერთხელ მოვათვალიერე სახეგაყინული, ურეაქციო საზოგადოება ...
ვერც კახა იყო ბოლომდე მყარი. იმის მაგივრად, რომ ახლა ეჩხუბა და ჩემი გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გამწარებულიყო, ხმა ვერ ამოიღო და თავი ისე დახარა, თითქოს რაღაცამ შეაწუხა ...

როცა ელენე მიხვდა, რომ ხმის ამოღებას არავინ აპირებდა, მაჯაში სწრაფად ჩამავლო ხელი და გააზრება ვერ მოვასწარი, ისე აღმოვჩნდი საკუთარ ოთახში, საწოლზე დაბერტყებული. ასე გადამარჩინა საკუთარმა დაქალმა, მომავალ თავდასხმებს!

–აუ ან, გამაცანი, რა?! – მუდარით სავსე მზერა შემომანათა ელენემ და გვერდით წამომიგორდა. მე სიცილი ამიტყდა, ისტერიული. ნუ, დაქალიც ასეთი უნდა. მის ადგილას სხვა დაიწყებდა, შეეშვიო, აღარ ნახოო, ხმა არ გასცეო, მამაშენს დაუჯერეო და ყველაფერი ასეთი.

–აუცილებლად! – ისევ მეცინება მე და ემოციებით დამძიმებულს, უნებურად მელულება თვალები.

* * *

მე არ ვიცი, რა მოილაპარაკეს ჩემმა და ლუკას მშობლებმა, როგორ გადაწყვიტეს ჩემი სახლში დაბმა, ან ყველაფერი ასეთი, მაგრამ მეორე დღეს ისე აჭიკჭიკდნენ, თითქოს არც არაფერი. საუბრობდნენ ძალიან ლაღად, აუღელვებლად და მშვიდად. მეც, მეტი რა მინდოდა, ბედნიერი ვიყავი იმით, რომ მათი დარიგებების მოსმენას ერთი დღე მაინც ავარიდებდი თავს.

საღამო იყო, ელენესთან ერთად ვიჯექი მოაჯირზე.
ისევ მთვარიანი ღამე და ჩემი სრულყოფილება. ზუსტად ის მომენტი, როცა გინდა, რომ დრო გაჩერდეს და შენ მთელი ცხოვრება მოცემულ პოზიციაში გაატარო.
ჩემი მობილური რომ აწკრიალდა, დაუფიქრებლად, უემოციოდ მივიდე ყურზე და გავინაბე.

–ანა, რას შვები?! – გაისმა უკვე კარგად ნაცნობი, ოდნავ უხეში ბარიტონი.

–მოაჯირზე ვზივარ, შენ?! – გამეღიმა და თვალებაკიაფებულ, ჩემზე მოშტერებულ დაქალს გავხედე.

–ამომხედე, რა?!

–სად ამოგხედო?! – გადავირიე მე. თავი დაუფიქრებლად ავწიე ზემოთ და სადღაც შორს, 15 სართულიანი შენობის სახერავზე გადმოკონწიალებული ლუკა რომ დავლანდე, წონასწორობა ვეღარ შევინარჩუნე და სულ ცოტა დამაკლდა მეხუთე სართულიდან გადაფრენამდე.

–ნელა, ეე! – როგორც ჩანს შემაჩნია ჩემი გაუწონასწორებელი მოძრაობები და ხმაში ნერვიულობის ნოტები შეეპარა.

–მანდ რა გინდა, გაგიჟდი?! – ჩავკივლე ყურმილში.

–ამო, გელოდები. – პირის გაღებაც კი არ დამაცადა, ისე გამითიშა ყურმილი.

რა მინდოდა მე, მე15 სართულის სახურავზე, ღამის 4 საათზე?!

–რაო?! – გაოცდა ელენე.

–ამოდიო. – ნერწყვი მძიმედ გადავუშვი ყელში და ოდნავ შემყოყმანდი.

–და შენ, ახლა იქ ახვალ?! – იხმელა ხმაზე შეჰკივლა ელენემ, სავარაუდოდ გააღვიძა მთელი ბახტრიონი. პასუხი რომ ვერ მიიღო, თვალები უფრო გაუფართოვდა – ახვალ ხო, ანა?! – ისევ დუმილი ... – ღმერთო, შენ მიშველე! – ხელი ხელს შემოჰკრა და ფეხზე წამოიჭრა.

ძალიან მალე, სასიამოვნო სურნელით გაჟღენთილი, მუქ ჯინსსა და ლუჯრ მაისურში გამოწყობილი, კმაყოფილი გამომეტყველებით მომზირალი ლუკა ჩარკვიანის გვერდით "ვეგდე", სახურავზე!

–მოდური ბომჟი ხარ, ჩარკვიანო! – გამეცინა მე და ოდნავ წამოვიწიე. პირველი ნახვისთანავე მივამსგავსე ეს ბიჭი მოდურ ბომჟს. ნუ, მოდური ბომჟი როგორია, ეს არავინ იცის, მხოლოდ ჩემს წარმოსახვებში არსებობს. აი, იცით როგორი?! ძალიან მაგრად რომ აცვია, მაგრამ სულიერად ბომჟს რომ წააგავს,ისეთი. მე წარმოსახვებში ...

–გიყურებ და მაგრად მისწორდება! – ეცინება ჩარკვიანს და მზერით მბურღავს.

–წავალ ახლა და მიყურე მერე! – ვბრაზდები მე, როცა ვხვდები, რომ მისი მზერის ატანა უკვე შეუძლებელი ხდება.

–არსად წამსვლელი არ ხარ შენ! – ისევ ეცინება და ტუჩის კუთხეებს შესამჩნევად ტეხავს.

–შენ კიდევ, თავხედი ხარ! – უფრო ვბრაზდები მე და ოდნავ მარჯვნივ ვიწევი.

–კიდევ ოდნავ ჩაიწევი და ზღართანს მოადენ, პირველ სართულზე. – მიღიმის ჩარკვიანი. მე მეცინება და შეშინებული ვუბრუნდები საკუთარ ადგილს.

–ბიჭები როგორ არიან?

–რავი, ელოდებიან ელენეს! – გაეცინა და მზერა მთვარეს გაუსწორა.

მე, არ ვიცი რატომ, მაგრამ წამიერად შემეცვალა განწყობა. მოვიქუფრე და კოპები შევკარი. ხშირად მჩვეოდა ასე. ისე უაზროდ შემეცვლებოდა განწყობა, რომ აზრზე ვერავინ მოდიოდა და სულ ეგონათ, რომ დამნაშავეები თვითონ იყვნენ.

–ანა, რა დაგემართა? – ოდნავ შეკრთა ლუკა და ჩემსკენ მობრუნდა.

–არაფერი! – მტკიცედ განვაცხადე მე და სახე გავატრიალე – გუშინ გითხრეს რამე? – აი, ისევ დავუბრუნდი ჩვენთვის, ორივესთვის არასასიამოვნო თემას. რა გინდა ანა, რა?!

–ეგ და*კიდე! – მიღმის ის და თმას მიჩეჩავს.

–სულ როგორ გეღიმება?! – მისი გამომეტყველების დანახვისას, ისტერიული სიცილი მიტყდება მე.

–პოზიტიური ბიჭი ვარ! – არ ნებდება ლუკა.

–მასხარა ხარ! – მეცინება მეც და ჩარკვიანის მიმიკების შემხედვარე, სიცილით ვიხევი.

–არა, რატო?! – უკვირს ლუკას და ისევ შესამჩნევად ეღიმება.

–აი, საერთოდ არ ხარ არაადეკვატური, ღამის 4 საათზე მე 15 სართულის სახურავზე რომ ზიხარ და სიცილით იკლებ ბახტრიონს. – ვიზე რას ვამბობ, ჭარხლის ფერს ვიღებ სიცილისგან.

–ასეთ ამინდში რომ გძინავს, ანუ ძაან ბანძი ხარ! – ასკვნის ჩარკვიანი და სიგარეტს უკიდებს.

–ბანძი კი არა ნორმალური, ჩამოყალიბებული, დაწყობილი ადმიანი ხარ ღამის 4საათზე რომ გძინავს, ლუკა ...

–ღმერთმა დამიფაროს, ეს ცხოვრება დაწყობილი გონებით აღვიქვა! – მპასუხოვს სრულიად ადეკვატურად და ისევ მიღიმის.

–არა ლუკა, შენ ძალიან გაკლია, ასეც არ შეიძლება ... – ნერვებს ვუშლი მე და ჩემთვის ვფხუკუნებ.

–შენ ძალიან დაწყობილი ხარ, შუა ღამისას, სახურავზე ჩემთან ერთად რომ ზიხარ, ხო, ანა?! – გადაბჟირდა ლუკა.

მე ვჩუმდები და ულაპარაკოდ ვთვლი ვარსკვლავებს.
ეს საქმიანობა, ბავშობიდან უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

–ბავშვობაში სულ მეგონა, რომ მთვარე მე დამყვებოდა ... ავიკელი დედაჩემი! – დუმილი ლუკამ დაარღვია.

–მე კიდევ ყოველ ღამით ვუყურებდი ვარსკვლავებს და სურვილებს ვუთქვამდი. – გამახსენდა ბავშვობა და უნებურად გამეღიმა.

–მერე, აგიხდა?

–ნტ. – იყო ჩემი მრავლისმთქმელი პაუსხი და ჩარკვიანის როხროხი.

–რა ჩაიფიქრე ეგეთი? – ეცინება ლუკას.

–ჩემი ფისკულტურის მასწავლებელი! – ვამბობ ამაყად და მის რეაქციას ვაფიქსირებ.

–რა? – იხევა სიცილით ჩარკვიანი.

–ხო, ფისკულტურის მასწავლებელი! – თავს ვუკრავ მე და ყველაფერი ზედმიწევნით მიდგას თვალწინ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემს ფისკულტურის მასწავლებელს ხელს დავავლებ და გვერდით მოვისვამ. მგონი, მაგთლა მოვწიე რაღაც!

–რა ფისკულტურის მასწავლებელი, ანა? – კიდევ ერთხელ მეკიდთხება ის და ცოცხალი თავით აე წყვეტს სიცილს.

–მიყვარდა, ძალიან. – ისევ ვიხსენებ ბავშვობას – ჩემი მეზობელია, სხვათაშორის აქვე ცხოვრობს.

–ხო?! აბა დამიზუსტე?! – ეცინება ლუკას და ატკიებულ მუცელზე ხელებს იჭერს.

–ცოლი ყავს იცი, როგორი?! – ლამარა ბებო მახსენდება და ჩემთვის ვფხუკუნებ – ოღონდ, ახლა დაბერდა უკვე! აი, სულ ვბრაზდებოდი, მაგ ქალზე საყვარელი ვეღარ ვარ თქო?!

–აუ, შენ რა თემებში ყოფილხარ ... – სულს ძლივს ითქვამს ლუკა.

–თეთრ "ტანგეტკებიანი" ლამარა! – ნელ–ნელა წიწაკის ფერს ვიღებ მე.

როგორც იქნა წყნარდება ლუკა და ჩემი ფისკულტურის მასწავლებლის გახსენებისას, ნაკვთებს გაჭირვებით იმორჩილებს. არა, ჩემი ბავშვობა იყო ყველაზე სასაცილო რამ, მთელ დედამიწაზე! ვინ აღარ მყვარებია ... მასწავლებელი, დაცვა, მამაჩემის ძმაკაცი და კიდევ უამრავი.

–რა უაზრობაა ... – საუბარს იწყებს ლუკა და საპასუხოდ, ჩემს გაოგნებულ მზერას იღებს.

–რა არის უაზრობა?

–ყველაფერი! ცხოვრობ, ცხოვრობ და აი, რა?! – ეცინება ჩარკვიანს. არ ვიცი, ჩემს გასაბრაზებლად ამბობს ამას თუ სრულ აგონიაშია ჩავარდნილი.
–მეტი რაღა უნდა იყოს, ლუკა?! – გაოცებული ვწევ წარბებს და თვაებს სასაცილოდ ვქაჩავ.

–უნდა იყოს! – მხრებს იჩეჩავს ლუკა – აბა, ისე რა აზრი აქვს?! ცხოვრობ, ცხოვრობ, ცხოვრობ, ცხოვრობ, კიდევ ცხოვრობ და მერე წკაპ .. აღარაფერი! – ნერვებს მაგლეჯს ჩარკვიანი.

–როგორ არაფერი, ლუკა, რას ამბობ?! – ვენთები მე, მას ეღიმება.

–უყურებ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები და მაგრად გეცინება. აი, მერე?! მერე რა?! შედეგი?! ეგ არი ყველაფერი?! – მხრებს იჩეჩავს და დაჟინებით მაშტერდება თვალებში.

–ნერვებს რატომ მიშლი?! – ვცდილობ ეს ყველაფერი იუმორში გავატარო, თუმცა საერთოდ არ მეცინება.

–მე გიშლი?! – ოცდება ლუკა და წარბებს სასაცილოდ ათამაშებს.

მე ისევ ვიღრუბლები და თავს ვხრი.

–შენ რა იცი, იქნებ რამე უნდა მოხდეს?! საინტერესო, ახალი , აზრიანი ... – გამოსავალს ბპოულობ მე და გაბრწყინებულ თვალებს ვანათებ.

–მე ყველაფერი ვიცი, ანა! – ეღიმება ჩარკვიანს.

–შენ მგონი ხელოვანი ხალხის წამოფრენებმა მოგიარეს, ხო?! – ვბრაზდები მე და ცოცხალი თავით არ ვუსწორებ თვალს. ჩემს რეაქციებზე ლუკას ისე ეცინება, რომ ოფიციალურად ჭარხლის ფერს იღებს. – შენი პადვალი მახსენდება ჩარკვიანო და ვრწმუნდები, რომ აფრენ! – მისი ხარხარის შემხედვარე, მეც მისწორდება გუნება და ისევ მეღიმება. მაჰიპნოზებს ეს ბიჭი.

–მადლობთ, მადლობთ! – თვალს მიკრავს ლუკა.

–კომპლიმენტი არ მითქვამს! – ვბრაზდები მე. ვერაფრით ვერ ვუცვლი ხასიათს, ნუ, რა უბედურებაა?! როგორ მინდა, ნერვები მოვუშალო და წეღანდელი გამოსვლები ვაზღვევინო.

–ხვალ წავიდეთ ხო, ბიჭებთან? – სწრაფად ისერიოზულებს სახეს – ელენეც წამოიყვანე, იცოდე.

–კაი, წავიდეთ. – მხრებს ვიჩეჩავ მე და ვგრძნობ, როგორ ერთიანად მიდუნდება სხეული.

თვალებს ვეღარ ვახელ და საათში ერთხელ ვაფახურებ წამწამებს. ლუკა ხედავს, როგორ მებლიტება მზერა. არა და, ვიცი, წასვლა არ უნდა. აქ უნდა და მეც მინდა, მაგრამ დამღლელი დღე თავისას შვება და მე5 სართულამდე ბარბაცით, ბანცალითა და მილულული თვალებით ჩავყავარ.

_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
მოკლედ, კიდევ ერთხელ მინდა რომ გადაგიხადოთ უღრმესი მადლობა. შემიძლია, თქვენი კომენტარები დაუსრულებლად ვიკითხო, ვიკითხო, ვიკითხო, ვიკითხო და მერე ისევ თავიდან დავიწყო. მგონი, მანია მჭირს რაღაც, უაზრო.



№1  offline წევრი Mkitxveli

მე კიდევ ეს ისტორია არ მბეზრდება.
ძალიან კარგი ხარ და საინტერესოდ წერ :*

 


№2  offline წევრი ana-stasia

უცნაური ისტორიაა უცნაირი გმირწბით,მაგრამ მაინც ყ ელაზე მაგარია,ასეთი"უცნაირი"ისტორიების კითხვა და მირჩევნია Love storys კითხვას...ძალია ,აი გაუსაძლისად შემიყვარდა ეა იატორია და მისი დარტყმული გმირებ....ოოო აი შენ კი ყველაზე მაგარი ხარ,ასე,რომ მახარებ

 


№3  offline წევრი Ce Ce

მიყვარხარ ასეტიიი კარგი რომ ხარ
უაზროდ მეგიმება და მინდებაა ანას ადგილად ვიყოო
მეც მყავდეს ლუკა
ვიცოდე სად არის ეს "ედემის ბაღი"

 


№4  offline წევრი mbella

მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დიდ თავებს დებ, მაინც არ მყოფნის, მეც სულ მინდა ვიკითხო ვიკითხო და ისევ ვიკითხო :*** ძალიან კარგი გოგო ხარ <3 :**

 


№5  offline წევრი marisa

ძალიან მომეწონა პირველი და მეორე თავი, მაგრამ მეტის წერა არ შემიძლია, უბრალოდ.. თავი გასკდომაზე მაქვს დ აარც დრო მაქვს :დდდ ჰოდა, დაველდები დასასრულს და მერე წავიკითხავ :)) მაგარი გოგო ხარ :*

 


№6  offline წევრი მოლურჯო

მიუხედავად ზემოთ მოცემული დადებითი კომენტარებისგან ვერ შევიკავე და უნდა გითხრა რასაც ვფიქრობ.
ვერაფერი ვერ გავუგე ამ ისტორიას.
მერე რა რომ მოზრდილ თავებს დებ
შეიძლება ამ ადამიანებს ესმით მაგრამ მე ვერ გავიგე.
--------------------
მარიამი

 


№7  offline წევრი ხატული♥

კარგია მოხიბლული ვარ ისტორიით თავებსაც დიდს დებ და ეს მახარებს,მინდა რომ ეს ორი გიჟი ერთად დატოვო მაგარი წყვილია ლუკა და ანა love

 


№8  offline წევრი crazy jane

მეც ისე უაზროდ ვიცინი როცა ვკითხულობ,როგორც ისინი..ძაან კარგია და მალე დადე ფლიზ... :-*

 


№9  offline წევრი EiLuL♥

მთელი თავი ღიმილით წავიკითხეეე ❤ მეც მინდ ასეთი მეგობარიიიი ბიჭებიი :დდ აღმოჩენა გოგო ხარ შენნ ❤❤
--------------------
elene

 


№10  offline წევრი Tini Gadrani

Au rakai gogo Xar!!! dzaan momwons male dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent