იასამნის ქუჩა [5]
* * * ზოგადად, ღამე გაღვიძება, უმიზეზო ნერვიულობა და მსგავსი დეპრესიული "ზამაშკები" არ მჩვევია. საკმარისია თავი ბალიშზე დავდო და ფიქრის უნარსაც კი ვკარგავ. მახსოვს, ბავშვობაში, მიწისძვრა იყო ძალიან ძლიერი, მე მეძინა და ვერ გამაღვიძეს, აზრზე რომ მოვედი მამაჩემის მანქანაში ვიწექი პიჟამების ამარა და საბედნიეროდ, უკვე ყველაფერი დასრულებული იყო. დღეს არ ვიცი რა დამემართა, ისედაც ხომ პოლარული ღამეები დამჩემდა, მაგრამ ამ ღამით ნამეტანი მომივიდა და უკუნითიდან რომ გამოვერკვიე, 5 იყო დაწყებული. ვჭყიტე თუ არა თვალები, მაშინვე სამზარეულოს მივაშურე. ჩაი ჩემი ერთგვარი თერაპიაა. მამშვიდებს ყველგან და ყოველთვის. ღმერთმა იცის, რამდენი ხანი ვიჯექი უზარმაზარ, შუშის მაგიდასთან, ფერად კოპლებიან ჭიქაზე დაშტერებული. აზროვნების უნარი მქონდა დაკარგული, გულში გამუდმებით ვიმეორებდი საყვარელი სიმღერის ტექსტს და დაუსრულებლად ცურევდი ჩაის:) მერე, არ ვიცი როდის და რანაირად, მაგრამ ფაქტია, ჩემი თმა აბურძგნული დაც შემომიერთდა. უხმოდ დამიჯდა პირისპირ და ჩემი პოზიცია დაიკავა. მე უბრალოდ ავხედე და კვლავ ჩაის მორევა განვაგრძე. –ანა, აჩიზე მინდა, რომ დაგელაპარაკო. – მიაყარა თიკამ და ღრმად ჩაისუნთქა. –გისმენ? – გავიკვირვე მე. ცოტა არ იყოს მეუცნაურა ჩემი უფროსი დის მსგავსი გამოსვლა. აჩიზე რა უდა ელაპარაკა, თანაც ჩემთან?! თვალებ დაწვრილებული და ოდნავ დაეჭვებული მივაჩერდი დას. –ანა, იცი?! – ტუჩზე იკბინა თიკამ – მგონია, რომ არ მიყვარს! – მე ჩაი გადამცდა და ხველება ამიტყდა, ისტერიული. ოფიციალურად ჭარხალს დავემსგავსე და ხუთად მოკეცილი, ხველებით ზამოვიზლაზნე წყლის დასალევად. ჩემი და ვერ მიხვდა, რომ მოეტანა და იმიტომ ... –თიკა, რა მოწიე? – ვთქვი ორ წუთიანი, სამარისებური დუმილის შემდეგ. –კარგი რა, ხომ იცი, ეკას ამ თემაზე ვერ დაველაპარაკები და შენ მაინც მომისმინე! – იწყინა თიკამ – დაქალებს რომ ვეუბნები, ჩემი ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებენ. შენ კიდევ აფრენ და მგონია, რომ მხარს დამიჭერ. –ჯვრისწერის დღე ხომ შეათანხმეთ? – ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდიო აზრზე ჩემი დის მოულოდნელი გამოსვლების წყალობით:) –ჰო და კაბაც შევარჩიე, ანა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თუ ქმარი არ მიყვარს?! – ტუჩები საცოდავად გადააბრუნა ჩემმა სავარდუდოდ კაიფის ქვეშ მყოფმა დამ. –არანაირი. – მხრები ავიჩეჩე მე – მაგრამ შენ ხომ გიყვარს? –მომისმინე! – ხელები ერთმანეთზე დააწყო თიკამ – რამდენიმე საათის წინ, აჩის და ვიღაც ბო*ის ფოტოები მივიღე ანა და იმის მაგივრად, რომ გადავრეულიყავი და ტირილით თვალები დამესიებინა, მე გამიხარდა! –რა გაგიხარდა, თიკა? – გაოცებისგან, თავს ვეღარ ვთოკავდი მე. არა და, არ გავდა ნასვამს. –ანა, მე 22 წლის გოგო ვარ და ამ ასაკში, ქალებს აქვთ ბუნებრივი მოთხოვნილება, რომ გვერდით ჰყავდეთ ძლიერი მამაკაცები. ზუსტად ეს მჭირს მეც, მეტი არაფერი! არ მიყვარს აჩი ... ამ მიზეზით შექმნილი ოჯახები კი ერთი წელიწადიც ვერ ძლებს! – მხრები აიჩეჩა – ხომ ხედავ აჩიმ რა გამიკეთა?! არც მას ვუყვარვარ და იმიტომ. სრული სისულელეა ეს ყველაფერი, ანა. – მონოლოგი დაასრულა ჩემმა დამ და სახე გაუბრწყინდა. მე თვალები კიდევ ერთხელ მოვისრისე იმაში დასარწმუნებლად, რომ ნანმდვილად მეღვიძა და ეს ყველაფერი რეალურად გავიგონე! –თიკა, გუშინ მე ვეკიდებოდი კისერზე აჩის? – ბოლომდე მჯეროდა, რომ ეს უბრალოდ ჩემი დის უკბილო ხუმრობა იყო და მისი გასამასხარავებელი ობიექტი, ამჯერად მე გახლდით. –ანა, არ მიყვარს, ხომ გესმის?! რაც მან გააკეთა, იმის შემდეგ ხომ დანახვაც კი არ მინდა. ეგ იცი რისი ღირსია?! საკურთხეველთან უნდა მივატოვო! – ხელი ხელს შემოჰკრა თიკამ. ღმერთო, შენ მიშველე! –თიკა, თიკა ... – გამეცინა მე და ჭიქას დავსწვდი. –შენ ხომ გიყვარს ლუკა? – მე ისევ ჩაი გადამცდა და სულ ცოტა ხანში, სიცოცხლეს ფატალური შედეგითაც დავასრულებდი, თიკას რომ არ ჰქონოდა დრული რეაქცია. ამ გოგომ ჩემს ხელში რეფლქესები გამოიმუშავა. –თიკა, დამაცადე მაინც, ჩავყლაპო და მერე დამესხი ხოლმე თავს! –აუ, "დამესხი" რა მაგარი სიტყვაა! – ისტერიული სიცილი აუტყდა ჩემს დას. –ვაიმე, თიკა, რომ დაიძინო არ გინდა? – გადავირიე მე:) –რას ამბობ ანა, ახლა უნდა გადაწყდეს ეს საკითხი! – მითხრა თიკამ გადაჭრით და საზურგეზე "გადაწვა" უჩვეულოდ გაბრწყინებული, აციმციმებული თვალებით. –თიკა, მეცინება ... – სიცილით ვიხევი მე. –აუ, რატომ დამცინი?! – ბრაზდება ჩემი და და ისეთ სახეს იღებს, რომ მე ვბჟირდები. –ერთბაშად გაგიჟდი,ხო?! – ვერ ვჩერდები მე. –მოკლედ, მე არავის არაფერს ვეტყვი, ქორწილი შედგება! – ფეხზე წამოხტა თიკა. –რა?! – სულ გადავირიე. აბა, არ მიყვარსო, ასეო და ისეო?! –ანუ, საკურთხელევთან მივატოვებ, რა ... – მხრები აიჩეჩა – თვითონ ხომ მიღალატა?! ხო და ღალატს ახლა ვაჩვენებ! –ამას არაადამიანობა ქვია, თიკა. – სახე მომეღუშა მე და დანაღვლიანებულმა ჩავხარე თავი. –რატომ გაბრაზდი? – სწრაფად მოლბა ჩემი და და ოდნავ დაფეთებულმა მოირბინა ჩემთან. –რა ცირკს აწყობ, ხომ არ გადაირიე? – ავენთე მე – ჩვეულებრივად ადგები, მიხვალ და დაშორდები! – ისე მკაცრად განვაცხადე, მეც კი შემეშინდა. –აუ, კარგი რა – აწუწუნდა ჩემი და – ოოო! –თიკა! – ისე შევუბღვირე, ხმა აღარა მოუღია. თვითონაც მშვენივრად იცოდა, ეს მასკარადები კარგს რომ არაფერს მოუტანდა და მალევე დანებდა ქალბატონი. საერთოდ, იმ ღამით თვალი აღარც მომიხუჭავს. დილამდე სამზარეულოში ვიჯექი, სკამზე ფეხებაკეცილი და ვცდილობდი მომეფიქრებინა ტექსტი, თუ როგორ გვეთქვა ეს ყველაფერი ჩვენი მშობლებისთვის. მე რომ ვყოფილიყავი, უბრალოდ ვეტყოდი არ მიყვარს და მორჩა მეთქი, მაგრამ თიკას და დედაჩემს უჩვეულო ურთიერთობა ჰქონდათ, ძალიან. არ ვიცი, ეშინოდა ჩემს დას მისი თუ რიდი ჰქონდა საოცარი ... ნუ, ყოველ შემთხვევაში ასე პირდაპირ ვერაფერს მიახლიდა, ნამდვილად. თან, ეკას ფავორიტი იყო აჩი ჩარკვიანი. სულ ეჩიჩინებოდა ჩემს დას, მშვენიერი ბიჭია თვალები გაახილეო, მაგრამ ასე სერიოზულად თუ იყო საქმე, ეს არ ვიცოდი. მე გამიხარდა! რაღაცის იმედი მომეცა და გადავწყვიტე, რომ მეორე დღესვე წამეყვანა იასამნის ქუჩაზე. საერთოდ, ძალიან სხვანაირი ადამიანია თიკა. ერთი შეხედვით ზედაპირული და "ისტერიჩკა", მაგრამ რადგან ამდენი მოტვინა, ანუ საქმე არც ისე ცუდადაა:) * * * საღამოს, თიკას გაფრენის ამბავი ელენეს რომ ვაცნობე, ბოლომდე არ დაიჯერა. გამასხარავებსო, მთელი საღამო მიმტკიცებდა. ბოლოს ისე მომიშალა ნერვები, ლამის დავხოცეთ ერთმანეთი. ისე, მართლა რთული წარმოსადგენი იყო ჩემი დამჯერი, "ჭკვიანი" და მოცემულ ამპლუაში. აწკრიალებულ მობილურს რომ დავხედე, ელენეს წივილ–კივილისგან მხსნელი მომევლინა მეთქი, ვიფიქრე და დაუფიქრებლად მივიტანე ყურთან. –ანა, ჩამოდი დავლიოთ. – აღებული არ მქონდა ყურმილი, ეგრევე რომ მაჯახა ლუკამ. –რავი კარგად, შენ? – გამეცინა მე. –ჯანზე! – მასხარაა ეს ბიჭი, ოფიციალური – ჩამოდი, შენი კორპუსის წინ ვარ. –არა ლუკა, დალევა არ მინდა. – განვაცხადე მტკიცედ და თავი ისე გავაქნიე, თითქოს დაინახავდა – საღამოსთვის მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს, მოსაგვარებელი! – ჩემი და თიკას გეგმები გამახსენდა და ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა. რა გაუძლებდა, ეკას წივილ–კივილს. –მშვიდობაა? – ჩემი ტონი ოდნავ ეუცნაურა ჩარკვიანს. –კი, მოგიყვები. –ჩამოდი მაშინ ანა, გელოდები. – გავიგონე, როგორ დაქოქა მანქანა და მაშინვე დამიკიდა ყურმილი. ეს რა ჩვევა აქვს, ნუ?! დაამთავრებს თუ არა ლაპარაკს, მაშინვე თიშავს ... იქნებ რამე მინდა?! ეს ბიჭი რომ მაჰიპნოზებდა და საოცრად რომ მოქმედებდა ჩემზე, ეს ჯერ კიდევ პირველი ნახვისთანავე გავაცნობიერე, მაგრამ ნელ–ნელა უფრო რომ ვხდებოდი ჩარკვიანზე დამოკიდებული, ეს ფაქტი იყო. საკმარისი იყო უბრალოდ ხმა გამეგოა და მთელი დღე გაღიმებული ვმოძრაობდი, ღამეც გაღიმებულს მეძინა! –საით?! ის იყო რკინის კარი უნდა გამომეღო და გარეთ მშვიდობით გავსულიყავი, დედაჩემის ხმა რომ მომესმა და ადგილს მივეყინე. ძალიან მეზარებოდა იმ მომენტში ჩხუბი და წივილ–კივილი, თუმცა არც ტყუილის თქმა მხიბლავდა დიდად. ისიც მშვენივრად ვიცოდი, სიმართქლის თქმის შემთხვევაში, კივილი გარდაუვალი რომ იქნებოდა. –ქვემოთ, კაფეში. – გავუღიმე და კარი გამოვაღე. –ვისთან ერთად? – ეს შეკითხვა არ აწუხებდა ხოლმე ეკას, მაგრამ რაც ლუკას არსებობის შესახებ გაიგო, იმის შემდეგ დასჩემდა. –ლუკასთან. – ისევ გავუღიმე მე. თითქოს ასე ვცდილობდი სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ მხედველობიდან არ გამომპარვია მისი მიტკლისფერი სახე და აკანკალებული კიდურები. –ანა, არ წახვიდე! – სიტყვა დამაწია დედაჩემმა. ხმა ჰქონდა ისეთი ნატანჯი, რომ თავი ვერ შევიკავი და უკან შემოვბრუნდი. –ძალიან მალე ამოვალ! – კვლავ გავუღიმე და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე. –ანა, მამაშენს რაიმე საშინელებას ნუ გააკეთებინებ! – ბოლო ხმაზე დაიკივლა ეკამ. ღმერთო, რატომ ცდილობდა ჩემს მწყობრიდან გამოყვანას?! ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ ულაპარაკოდ დაბრუნებულიყო სამზარეულოში და 2საათში მეც დავბრუნდებიდ. რა აშინებდა ამ ხალხს, ასე ძალიან?! წამიერად გამიფუჭდა ამაღლებული განწყობა, თუმცა არაფერი მითქვამს ისე გავიჯახუნე კარი. მანქანაზე მიყუდებული, მომღიმარი ჩარკვიანის დანახვისას, კვლავ გამინათდა გონება, თუმცა გამომეტყველება ისე შეეცვალა, მიხვდა, რაღაც ისე რომ ვერ იყო. –წამო. – მაჯაზე დამავლო ხელი და ხმის ამოუღებლად შემიყვანა კაფეში. კუთხეში დავსხედით... ლამაზ, სტაფილოსფერ კედელთან და სურათებთან ერთად. სიმშვიდე, აუღელვებელი მუსიკა, ყავა და უსაზღვრო პოზიტივი. ნუ, ყავა ჩემთვის, თორემ მან მშვენივრად მოიდგა გვერდით ვისკი. –მოხდა რამე? – ოდნავ აღელდა ჩარკვიანი და სახე უჩვეულოდ დაუსერიოზულდა. –არაფერი, ეკამ თავისებურები დაიწყო, უბრალოდ ... – ვეცადე ყურადღება არ გამემახვილებინა და დამაიმედებლად გავუღმე. –რატომ ეუბნები? უთხარი, უბრალოდ ქვემოთ ჩავდივარ, ან დაქალთან მივდივარ თქო. – გამოსავალი იპოვა და მხრები აიჩეჩა ლუკამ:) როგორ ახერხერბს, იყოს ასეთი საყვარელი?! –ზოგადად, არ მაინტერესებს ვინ რას ამბობს ლუკა, ვინ რას იტყვის ... ან, ვის როგორი ცხოვრება ჰქონდა. არ მინდა, რამე დავმალო. უბრალოდ ფაქტია, რომ ახლა, აქ, შენთან ერთად ვზივარ და ყველაფერი გენიალურადაა! – ისევ გავუღმე მე და ყავა მოვსვი. მშვიდ, დაწყობილ სახეზე კვლავ გადაეკრა ღიმილი და ჭიქა ვისკით გაავსო. –აი შენ, მგონი გაინტერესებს ... – თვალები დავაწვრილე მე და ქვემოდან ავხედე კმაყოფილ ჩარკვიანს. –მე არ მინდა, რომ შენ იდარდო რამეზე! – მითხრა სრულიად გულწრფელად და ჩემი სიტყვების გამო, ოდნავ სინდისის ქენჯნაც ვიგრძენი. ვეუბნები, მგონი ხალხის აზრი გადარდებს მეთქი და ამ დროს მშვენივრად ვიცი, რატომაც ღელავს ასე. არ უნდა, რომ რაიმე ზეწოლა ვიგრძო როგორც ოჯახისგან, ისე სრულიად უცხო, მოტლიკინე საზოგადოებისგან. –დამალვა არ გამოვა ლუკა, აქ ყველამ ყველაფერი იცის, აი, ხომ ხედავ, ქალაქის ცენტრში, კაფეში ვსხედვართ და უდარდელად ვსაუბრობთ – გამეცინა მე – ისედაც ყველა გვხედავს ... – მხრები ავიჩეჩე – და საერთოდ არ მანაღვლებს. – ვუთხარი გულწრფელად და ფანჯარას გავუშტერე მზერა. ლუკამ ისევ გამიღიმა, საზურგეზე გადაწვა და სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე დააგდო. –თიკა აჩის დაშორდა! – მივახალე ეგრევე და შევამჩნიე, როგორ შეეცვალა გამომეტყველება. –შანსი არ არი! – თავი ისე გააქნია, ლამის მეც დავრწმუნდი, რომ ოფიციალურად გამამასხარავეს. –არ მიყვარსო, მასკარადია ეს ყველაფერიო, აზრი არ აქვსო და ყველაფერი ეგეთი. – მხრები ავიჩეჩე მე და ჩემს აწ უკვე გაყინულ ყავას მოვუბრუნდი. –ხო არ გაგიჟდა? – გადაირია ლუკა. –ნტ, აზრზე მოვიდა! – გამეცინა მე. –ძალიან მეცინება, თქვენ დები რომ ხართ. – მართლა ეცინება ლუკას და ნაკვთებს ძლივს იმორჩლებს. ჩემზე და თიკაზე, ყველას ეცინება ვინც გვიცნობს. ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი! –მე კიდევ, შენზე და შენც ოჯახზე მეცინება ... საერთოდ სხვა განზომილება ხარ, ლუკა! – ვეუბნები გულწრფელად და სახეს ვატრიალებ. ლუკასაც ეცინება და ისიც ფანჯარას აშტერდება. –ეკას უკვე უთხრა შენმა დამ? – დაინტერესებულ მზერას მაპყრობს ჩარკვიანი. –ნტ, საღამოს ვგეგმავთ. – დედაჩემის ისტერიკები მახსენდება მე და ქვესკნელში გასეირნებას ვნატრობ. ისე ვლაპარაკობ, რომ უზარმაზარ ფანჯარას ცოცხალი თავით არ ვაცილებ მზერას. –ახლა ფარდებს ჩამოგიფარებ, იცოდე. – ეცინება ლუკას და ვისკის ისეთი ენთუზიაზმით სვამს, რომ საბოლოოდ სწორ ხაზზე ვეღარ გაივლის. –იცი, რა ვიფიქრე? – მზერას მას ვაპყრობ და მეღიმება – თიკა იასამნის ქუჩაზე ხომ არ წაგვეყვანა? –ეგ მეც ვიფიქრე – თავს მიქნევს ლუკა – უფრო სწორად, გადავწყვიტე! –როდის მოასწარი?! – მეციმება მე. –აჩის კისერზე ჩამოკონწიალებული რომ დავინახე, მაშინვე. – ასკვნის ლუკა და სიგარეტს უკიდებს. –ყველაზე ლამაზი ადგილია! – იასამნები მახსენდება მე და უაზროდ ვიღმი – ვიცი, მოეწონება ჩემს დას – ისევ ვიღიმი მე. საერთოდ, ადამიანთა განწყობა გადამდებია. პოზიტივი კი ორმაგად გადამდები. ჰო და, ლუკა რომ სულ იღმის, მეც ავტომატურად მეცინება. ვიღაცამ რომ დაგვინახოს შორიდან, გიჟის პერანგებს ჩაგვაცვამს, დაუფიქრებლად. –ყველას არ უყვარს ყვავილები, ანა. –ხო – ვამბობ ორაზროვნად და მისი კოლოფიდან ერთ ღერს ვაძრობ. არ ვიცი, მგონი მეჩვენება, რომ ლუკას სიგარეტს სხვა გემო აქვს! ხომ ვამბობ, მაჰიპნოზებს მეთქი. ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ და თავს შესანიშნავად ვგრძნობ, მაგრამ ვინ მაცდის?! მუსიკა ირთვება ისეთი, რომ გონება მებურღება და უხერხულად ვიშმუშნები. არც ლუკას სიამოვნებს, დიდად. –რა მუსიკაა? – ქუთუთოებს ძლიერად ვაჭერ ერთმანეთს მე და თვალს რომ ვახელ, ჩვენს მაგიდასთან დაყუდებულ ოფიციანტს ვლანდავ, რომელსაც ჩარკვიანი რაღაცას უხსნის. მერე, ოფიციანტი გაღიმებული უბრუნდება თავის ადგილს და საქმეს აგრძელებს. რომ მოვიდა არ იღიმოდა, ახლა იღმის, ხომ ვამბობ, გადამდებია მეთქი, რა! მუსიკა ირთვება მშვიდი და ჰარმონიული. ( Laid Black – Lava ) –მიყვარს, ეს სიმღერა! – აღფრთოვანებას ვერ ვმალავ მე. ლუკა ისევ მიღიმის და ორმაგ ვისკს უკვეთავს. ძალიან მეცინება ამ ბიჭზე. სულ შეუძლია მიყუროს, თანაც ისე, რომ ხმა არ ამოიღოს. ბოლომდე მწყობრში ვერაა ჩარკვიანი. –მოდი, ყველგან იასამნები დავრგოთ ლუკა, გინდა? – უაზრო იდეა მაწუხებს მე და საკუთარ ბავშვურობაზე მეცინება:) ვიცი, ძალიან უყვარს იასამნები ... –მე რომ რამე მიყვარს, მინდა, მხოლოდ მე მიყვარდეს და სხვას არავის. – ეცინება ჩარკვიანს. –მაგას ეგოიზმი ქვია, ლუკა. – ვასკვნი მე და საზურგეს ვეყრდნობი. –ხო და ერქვას. – მხრებს იჩეჩავს ის – არ მინდა, კიდევ ვინმე ხვდებოდეს იმას, რასაც ჩვენ ვხვდებით! – აშკარად ეკიდება ალკოჰოლი ჩარკვიანს, მაგრამ ცოცხალი თავით არ იცვლის გამომეტყველებას. –დათვერი! – მეცინება მე და ისევ ფანჯრისკენ ვიხედები. –შენთან ძალიან კარგად ვარ, ანა! – საკუთარ სიტყვებში დარწმუნებული მიქნევს თავს. მე ვუღიმი და ოდნავ აწითლებული ვსვამ ყავას. –შენი სახელი მიყვარს, ანა! – აშკარად ძალიან თვრება ლუკა. –მეტი აღარ დალიო, ლუკა ... – მეცინება მე და ვხვდები, რომ ყველაფერი სიმთვრალისგან მოსდის. –რატომ? – უკვირს მას – აი, რომ გამოვფხიზლდები, მერეც იგივეს გვეტყვი! – მარწმუნებს ის და ისევ მიღმის. –კარგი, ოღნდ ახლა აღარ დალიო. – ჩარკვიანის ამღვრეული თვალების დანახვისას, სასიამოვნო შეგრძნებები მივლის და საოცრად ვდუნდები. –მინდა, რომ ეგ სახელი მარტო შენ გერქვას! ემოციები ახრჩოს ჩარკვიანს და კიდევ უფრო ემღვრევა თვალები. –ანა, რატომ არ მეკითხები არაფერს? – კოპებს კრავს ლუკა. ვხვდები, მისდამი ხალხის დამოკიდებულებას გულისხმობს. ისიც ვიცი, ფხიზელზე ამას რომ არ მეტყოდა, ამიტომ მეცინება და ვცდილობ კითხვას თავი ავარიდო. –რაზე? – თავს ვიშტერებ მე. –მშვენივრად იცი, რაზეც. – მიღიმის ლუკა. –არ ვიცი ... – მეცინება მე და ისევ ფანჯარას ვაშტერდები. ბოლოს, ყელში ამოუვა ამ ბიჭს და მართლა ჩამომიფარებს უზარმაზარ, ჟოლოსფერ ფარდებს. რამ მოაფიქრათ ასეთი ფარდების დაკიდება კაფეში?! გადაირევი. –მითხარი! – არ ნებდნება ჩარკვიანი. –კარგი რა, ლუკა ... – ოდნავ ვიბნევი მე და უხერხულობის გასაფანტად, მისი ჭიქიდან ვიყუდებ ვისკის. –გინდა, შევუკვეთო?! – სტარტზეა ჩარკვიანი და უკვე ოფიციანტს ეძახის. –არა, არა! – ისტერიულად ვიუარე მე. თან მიხარია, რომ წეღანდელი კითხვა გადაავიწყდა. –რატომ? – ოდნავ უკვირს ჩემი ისტერიკა და ინტერესით მათვალიერებს. –გვიანია ლუკა, თან ხომ იცი, მძიმე საღამო მელის. – ისევ დედაჩემი მახსენდება და ვიღუშები – დავიღალე, ძალიან. – თვალები მეხუჭება მე. –გინდა, წავიდეთ? – ეცინება ლუკას. –მინდა. – მსუბუქად ვუქნევ თავს და ვცდილობ მოდუნებული კუნთები როგორმე ავამუშავო. თან, კაფეში კონდინციონერია ჩართული და ნელ–ნელა ისტერიკა მემართება:) არ შემიძლია, ეს ხელოვნური სიგრილე და რა გავაკეთო?! –კარგი, გადავიხდი და წავიდეთ. ფულს იღებს ჩარკვიანი და ულაპარაკოდ იხდის. სუფთა ჰაერი რომ ხვდება სახეზე, მიბლეტილ თვალებს ახელს და ისევ მე მაშტერდება. –ანა, ნახე რა მთვრალი ვარ? – წარბებს სასაცილოდ ათამაშებს და ვხვდები, სადღაც უმიზნებს. –ძალიან! – მეცინება მე. –მერე, ასეთ მთვრალს მარტო ხომ ვერ გამიშვებ? – კვლავ მიღიმის და ახალი იდეით კმაყოფილს, თვალები უბრწყინდება – მანქანაზე დავჯდები, იცოდე ... – მაშინებს ლუკა და თვითონვე იხევა სიცილით. მე მშვენივრად ხვდები, ეს ბიჭი რომ აფრენს და მანქანაზე აუცილებლად დაჯდება. სულ თავის ქნევით ვჯდები ჩარკვიანის მანქანის საჭესთან და ღიმილთ ვძრავ მანქანას. ემოციები მაქვს, მოზღვავებული. თვალები უნებურად მემღვრევა და ჩემს გვერდით, კომფორტულად მოთავსებულ, კმაყოფილ ჩარკვიანს ვუყურებ. სურნელი ერთიანად მაბრუებს და უფრო ვითენთები. ვხვდები, ახლა ოთხივე ფანჯარა რომ არ ჩამოვწიო, საჭესთან დამეძინება და ცხოვრებას ფატალური შედეგით დავასრულებთ, ამიტომ მუსიკას ბოლო ხმაზე ვუწევ და ოთხივე ფანჯარას ვწევ. ლუკა ხვდება მიზეზს და ისტერიული სიცილი უტყდება. თან, ჰაერი რომ ელამუნება სახეზე, ფხიზლდება და თვალებიც ნელ–ნელა ეწმინდება. * * * ახლა?! ახლა მის საღებავებით მოსვრილ პადვალში ვზივარ. უზარმაზარ, კომფორტულ პუფზე ფეხებაკეცილი და მომღიმარი. მუხლებზე, ჩარკვიანის ნახატები მიწყვია და თვალებამღვრეული ვათვალიერებ. მეტირება, თანაც ძალიან... ვერც ლუკაა ბოლომდე მყარი! კუთხეში, მოლბეტს ეყრდნობა. მარჯვენა ხელში სიგარეტი უჭირავს და ძალიან ღრმა ნაფაზებს არტყამს, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სადაცაა გაიგუდება. თან, შეუჩერებლად მიყურებს და ხვდება, როგორ მაკომპლექსებს. არ აინტერესებს, ყურებას განაგრძობს და მოთხოვნილებას ბოლომდე იკმაყოფილებს. როგორ მინდა, წამით მაინც მომაშოროს ყავისფერი თვალები და ამოსუნტქვის საშუალება მომცეს. თან ვგრძნობ, ამ ქვეყანაზე არაა. ფიქრობს, ძალიან ბევრს ... მერე, უცბად წელში სწორდება და ორ მეტრიან ფეხებს ჯვარედინად აწყობს. –სურნელი გაქვს, არანორმალური! – მეუბნება უეცარ კომპლიმენტს და ჩემსკენ მოემართება. მე ვუღიმი და ოდნავ ვიწევი, დაჯდომის საშუალება რომ მიეცეს. –ნუ იგონებ. – მეცინება და ფოტოების თვალიერებას განვაგრძობ. –რა იქნებოდა, იმ დღეს აივანზე რომ არ შემოსულიყავი, ანა?! – მიღიმის ჩარკვიანი და ღმერთმა იცის, მერამდენე ღერს უკიდებს . . . _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ მოკლედ, წინა თავის ერთ კომენტარში წავიკითხე, გაუგებარი ისტორიაა და ვერაფერი გავუგეო და ოდნავ შემეშინდა, ხო და ხალხნო, თუ რამეს გაუგებრად ვწერ, მითხარით რა?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.