შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ... (სრულად)


20-04-2015, 23:25
ავტორი northern light
ნანახია 39 370

არ ვიცი რატომ მაგრამ უცებ მომინდა ამ მოთხობის მთლიანი ვერსია დამედო . კიდევ ერთხელ ისიამოვნეთ და შეაფასეთ ჩემი ნაჯღაპნი .

ფრთხილად მოვავლე თვალი ახალ საცხოვრებელ გარემოს და თვალები ცრემლით ამევსო . ოთახი ,სახლი... ყველაფერი გაქრა, ახლა ვზივარ ცარიელ კედლებთან ერთად და გავყურებ ერთმანეთზე დალაგებულ ყუთებს , ტირილი მინდოდა მაგრამ ვერ ვტიროდი , მართალია არც ისე შორს ვარ ჩემი ძველი საცხოვრებლისგან მაგრამ იმ უბანს და გარემოს ვიყავი მიჩვეული.
-მაშო წაიღე შენი წიგნები რა მესამე ყუთი მომაქვს უკვე მეტკინა წელი - დედაჩემის ხმამ გამომაფხიზლა და მეც მაშინვე ახლა უკვე ჩემი ოთახის კარი გამოვაღე . ფრთხილად ჩავიარე კიბეები და სადარბაზოსთან მდგარი მანქანისაკენ ავიღე გეზი . ხალხის ყურადღება აშკარად უკვე მივიქციეთ , ახლასაჭორაო სგანი ექნებათ , "ახალი მეზობელი" მინიმუმ 2 თვე მომიწევს უბანში ჩავლისას ხალხის ბუტუტის მოსმენა. რა საშინელებაა .
-მომეცი- დედაჩემს ყუთი გამოვართვი და ასავლელ კიბეებს ავხედე . მართლაც რა მძიმეა ეს ყუთი უფ. სამი სართული გაჭირვებით ავიარე და ჩქარი ნაბიჯებით შევაღწიე ოთახში რომ ყუთი ძირს არ დამვარდნოდა . რამდენი საქმეა, ოხ რა მოაწყობს აქაურობას თავიდან მაგრამ მაგარია , მიყვარს ფუსფუსი მითუმეტეს როცა საქმე "ჩემსას"ეხება . ეს ხომ ჩემი ოთახია და მეც არაფერს დავიშურებ რო ზუსტად ისეთი იყოს მე რომ მინდა . ისევ ჩავიარე კიბეებთან და მუშები დავლანდე რომლებიც ჩემი როიალის ჩამოღებას ცდილობდნენ მანქანიდან . რა უხეშად ექცევიან რამე რომ დამართონ დავხოცავ ყველას სათითაოდ .
-ჰეიი ფრთხილად ნაკაწრიც რომ ქონდეს აგანაზღაურებინებთ -შორისდანვე დავიძახე და სიცილი მომინდა მათ მზერას რომ გადავაწყდი .
-რას მიყურებთ არ გეუმრებით - გამაფრთხილებლად დავიქნიე თითი
-მაშოოო-მამაჩემმა დამიყვავა , მეც თვალები დავუბრიალე და საპასუხოდ რამოდენიმე ნწნწნწ მივიღე.
-ეს ხო უბრალოდ ნივთია - თავისთვის ჩაილაპარაკა ერთ-ერთმა . ამაზე უკვე ტვინში ამასხა სისხლმა .
-რას ქვია უბრალოდ ნივთი? მე გაგაფრთხილეთ და მგონი აქ საჭორაოდ არ ხართ მოსულები .-გაბრაზებულმა ვერ მოვტვინე რას ვამბობდი . ჩემს როიალს უბრალო ნივთი უწოდეს, ოხ დამაჭერინა და მაცემინა ის უტვინო . მთელი კიბეები წვალებით ავატანინე "ფრთხილად , მარჯვნივ , მარცნივ , მაღლა ასწიეთ , ნელააა " არ ვწყვეტდი მსგავს სიტყვებს და ისინიც ნელ ნელა ბრაზდებოდნენ . მუშები გავაცილე კარი გადავკეტე და ლოგინზე მოწყვეტით დავეშვი . ჭერი შესაღებია , როგორც კი ჭერს ავხედე მაშინვე დავასკვენი და ჩემს საქციელზე გამეღიმა . რა მეწვრილმანე ხარ მაშო ! ხელები მუცელზე დავიწყე და თვალები მაგრად დავხუჭე. ერთი კითხვა მიტრიალებდა თავში , "ვინ ვარ? რას წარმოვადგენ ?რა დანიშნულება მაქვს ამ ქვეყნად? " უი ერთი არა სამი კითხვა გამოვიდა , გოებაში მოვყევი ჩემი წარმომავლობა : მაშო მახარაძე , 16 წლის თავის თავში ჩაკეტილი რომელსაც არასდროს ყოლია ნამდვილი მეგობარი , ვერ ვიტყვი ვერავისთან ვიყავი კარგადთქო მაგრამ მე რასაც ვუწოდებ მეგობრობას ის არასდროს განმიცდია , არა ვიტყუები განმიცდია მაგრამ დავკარგე , ყველაზე ძვირფასი ადამიანი , ლუკა რომელსაც ძმასავით ვყავდი , ერთად გავიზარდეთ , სულ ერთად ვიყავით , მიხაროდა მასაც უხაროდა , მტკიოდა მასაც სტკიოდა მაგრამ რა? სიკვდილმაწამართვა და ამ საშინელ სამყაროში მარტო დამტოვა , მას მერე გავხდი ასეთი , უხეში , ცივი , ფეთქებდი ხასიათის და საკუთარ თავში ჩაკეტილი , მყავდა 2 მეგობარი ლიზი და კატო მაგრამ მათთან ვერ ვიყავი ისე როგორც ჩემ ლუკიტოსთან , მენატრებოდა უსაშველოდ მაგრამ მისი ბოლოჯერ ნათქვამი სიტყვები რომ მახსენდება თავს ვეუბნები რომ მხოლოდ მისთვის უნდა ვიყო ცოცხალი. საღამო იყო , საავადმყოფოში ვიყავი სადაც თითქმის 3 თვე იყო საცხოვრებლად ვიყავი გადასული , ექთნებს უკვე ვესალმებოდი ,მაგრამ ლუკას გამოჯანმრთელების შანსი აღარ იყო , კიბოს მეტასტაზებს სულ დაეფლითათ მისი ორგანიზმი , სულ შეეჭამათ შიგნიდან და ჩემი ლუკასგამ მხოლოდ ფიტულიღა იყო დარჩენილი რომელსაც ლუკას თვალები და ღიმილი ქონდა . მის საწოლთან ვიჯექი და ფრთხილად ვეფერებოდი სახეზე , მიყვარდა მისი თმა მაგრამ აღარ ქონდა , ქიმიის შემდეგ სულ გასცვივდა , მგრამ მაინც მთელ თბილისში ყველაზე სიმპატიური იყო .
-ჩემი გოგო მაინც არ გინდა ჩემი გაშვება ხო? -სევდანარევი ხმით მითხრა და ჩემს ხელს ხელით შეეხო .
-არ მინდა და არც გაგიშვებ . -მტკიცედ წარმოვთქვი და ცხელი სითხე ვიგრძენი სახეზე .
-გთხოვ დამპირდი რომ ბედნიერი იქნები , დამპირდი რომ არ დამივიწყებ და სულ შენს გულში ვიქნები , ხომ იცი მაშო რომ ჩემი პატარა გოგო ხარ , ჩემს გამო ცხოვრებას ნუ დაინგრევ და ასე ნუ იქნები როგორც ახლა ხარ ! მე ისევ ის მაშო მინდა სიცოცხლით სავსე და მომღიმარი ! ჩემო მაშო უნდა გამიშვა , ჩემთვისაც უკეთესია აღარ მაქ სურვილი აქ დარჩენის , უბრალოდ ბოლო თხოვნა შემისრულე კარგი? ბედნიერი იყავი და არასოდეს შეწყვიტო დაკვრა , დამიჯერე სულ შენთან ვიქნები და ისე გამიხარდება შენი თითოეული წარმატება როგორც უწინ , როცა ლაპარაკი მოგინდება დამელაპარაკე და იგრძნობ რომ შენთან ვარ ! სულ შენტან ვარ გულში და შენ კიდევ სულ ჩემთან აი აქ მარცხნივ ! - ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია და გულზე მიიდო , ხმამაღლა ავტირდი და თავი გულზე დავადე , ფრთხილად მეფერებოდა თმაზე და ისევ იმ სიმღერას მიმღეროდა პატარაობაში რომ მეძინებოდა ხოლმე მის ნამღერზე , 7 წლით უფროსი იყო ჩემზე მაგრამ არასოდეს მიგვრძვნია ეს , ის ჩემი ტოლი იყო მე კი მისი , ტყუპებივით ვიყავით , მის თითოეულნაბიჯს ვგრძნობდი , მაგრამ წამართვა სიკვდილმა და მარტო დამტოვა ამ სისასტიკით სავსე სამყაროში . მისი ხელს ხელი მოვუჭირე და ზედ ვაკოცე ,
-გპირდები ლუკა , გპირდები -სვენებ სვენებით ამოვთქვი და ისევ მას ჩავეხუტე , არ მახსოვს როგორ ჩამეძინა მაგრამ სიცივემ გამაღვიძა , თავი წამოვყავი და შეშფოთებულმა დავხედე , ის უკვე კარგა ხნის წაული იყო..... ამის გახსენებაზე ისევ ხმამაღლა ავტირდი და ემბრიონის ფორმაში ვიწექი საწოლზე , არაფრის გაკეთების ტავი არ მქონდა , ყოველ ჯერზე როცა მის თვალებს ვიხსენებდი სიცოცხლის სურვილი მეკარგებოდა , ახლაც ასე მოხდა , არ უნდა გამეხსენებინა ის საზიზღარი ღამე , მაგრამ გავიხსენე. ვერ ვშლიდი თავიდან ამ საშინელ მოგონებას ...
2
მართალია შუადღე იყო მაგრამ მაინც ჩამეძინა , დედაჩემის ყვირილმა გამაღვიძა , აშკარად გაბრაზბული იყო იმის გამო რომ დავიკარგე და საქმეები მას დავუტოვე . ლოყებზე შემშრალი ცრემლები მოვიწმინდე და გარეთ გავედი . მისაღებში ვიღაც უცხო ქალი იჯდა და საყვარლად მიღიმოდა , თვალში მომხვდა მისი შავი ტანსაცმელი და სევდიანი თვალები . ნაზად გავუღიმე და მივესალმე
-მაშო ეს ლია დეიდაა , წინა კორპუსში ცხოვრობს . -ლია დეიდა ... გაუცვნია ხალხი
-სასიამოვნოა. -ხმადაბლა ვთქვი და ჩემი წიგნების ყუთისკენ წავედი . უხ რა მძიმეა ეს ყუთები , წელი თუ გამიშეშდება არ გამიკვირდება
-არ დაეტევა ეგ წიგნები შენს კარადაში , რაც გქონდა ის ვერ იკმარე და სოფლიდანაც წამოიღე ახლა მოგვიწევს დამატებითი თაროები გავაკეთოთ - მისაყვედურა დედაჩემმა და შავებში ჩაცმული ქალის გვერდით მოკალათდა . მხოლოდ მხრები ავიჩეჩე და ოთახში შევედი . მთელი დღე აღარ გავსულვარ , კედლები ზუსტად იმ ფერის იყო მე რომ მინდოდა , სამი კედელი ნაცრისფერი ხოლო ერთი ქათქათა თეთრი , ამ კედელზე თაროები დავაკიდებინე მამას და ლამაზად შევაწყე ჩემი ავლადიდება -წიგნები ! ძალიან მიყვარს კითხვა , და აი ძველ ჭიგნებზე ჭკუას ვკარგავ, ვერ გეტყვით რამდენი მაქვს , მთელი კედელი წიგნებით გაივსო , თანაც ახლა სოფლიდან ჩამოტანილი წიგნებიც მიემატა , ყველა წაკითხული მაქვს გარდა 18 წიგნისა . ესენი ახლახანს ვიყიდე და ჯერ წაკითხვა ვერ მოვასწარი. კმაყოფილმა მოვავლე კედელს თვალი და გავიღიმე , შემდეგ ფანჯარასთან მივაჩოჩე ჩემი პატარა ძველებური საწოლი , ხოლო ფანჯარაზე ბევრი ბალიშები დავალაგე , დიდი ფანჯარა მშვენიერია კარგი ხედით , მართლია ჩემი ფანჯრიდან ეიფელის კოშკი არ მოჩანს მაგრამ ცუდი ხედიცარაა . ფარდებიც დავკიდე , სამეცადინო მაგიდაც , ტანსაცმლის კარადაც , და ჩემი ცხოვრება ,როიალი . ეს როიალი ლუკამ მაჩუქა . ბავშვობიდან ვოცნებობდი როიალზე დაკვრა მესწავლა მაგრამ როიალი არ მქონდა . ჩემებს ვერ ვაყიდინე უარზე იყვნენ სწავლას მიხედეო მაგრამ მახსოვს როგორი ბედნიერი ვიყავი ლუკამ თავისი ორი თვის ნაგოვები ხელფასით როიალი რომ მომიტანა დაბადების დღეზე . მტვერი გადავწმინდე უამრავი პატარა დეკორაციები , ნახატები და უაზრო მაგრამ ჩემთვის აზრიანი ნივთები დააწყე . ბოლოს გავედი ოთახიდან და ღრმად ცავისუნთქე , მოვემზადე და ხელახლა შევედი . თვალბი გამიბრწყინდა როცა ზუსტად ისეთი იყო ყველაფერი როგორიც მინდოდა . ესეც ასე , ახლა მშვიდად მივიღებ შხაპს და სკოლის პირველი დღისათვის მოვემზადები . ნეტავ როგორ მიმიღებენ ბავშვები? იქნებ ვერავინ გავიცნო და ვერავის დავუახლოვდე ? ... -მაშო წინასწარ ნუ ნერვიულობ ! -ხმამაღლა ვთქვი და სააბაზანოს კარი გამოვაღე. ცხელმა შხაპმა მართლაც გამომაფხიზლა , დიდხანს ვიღები შხაპს და მახსენდებოდა ნაწყვეტები ჩემი ცხოვრებიდან. ბოლო 2 წლის განმავლობაში მგონი არც არაფერი მომხდარა , ყველაფერი ლუკას უკავშირდებოდა და მის გარეშე გატარებული 2 წელი სრული უბადრუკობა იყო. ...
მიყვარს მზის სხივები რომ გაღვიძებენ მაგრამ დღეს აშკარად მზეს ვერ ვიხილავ მერე რა რომ ოქტომბერია? წვიმს წვიმს და წვიმს , გაუჩერებლად და დიდი წვეთებით, მიყვარს წვიმის სუნი , იმის ყურება თუ როგორ წვიმს მაგრამ საშინლად არ მიყვარს როცა ცივი წყლით ვსველდები , რა ვქნა ასეთი ვარ არ მიყვარს წვიმაში სიარული . მითუმეტეს როცა ცივა , მგრამ აიიი გაზაფხულის თბილი წვიმა სულ სხვაა ... მაშინ ვგრძნობ თავისუფლებას როცა გზააბნეული დავეხეტები და გაზაფხულის სურნელთან ერთად ვსველდები ... ფარდები ჩამოვუშვი და მოწკრიალე მაღვიძარა დავადუმე . დილა ყველაფერი ახლის დასაწყისია , თანაც ჩემშემთხვევაში როგორი ახლის? ყველაფერი დღეს იქყება სკოლაში პირველი დღე , დღეს როგორ შთაბეჭდილებასაც დავტოვებ ხალხში ისეთი ვიქნები ბოლომდე მათთვის . ჯინსის შარვალი , უბრალო შავი მაისური და გარედან უბრალო "საროჭკა" . თმა გავიშალე და სარკეში ჩავიხედე არასოდეს გამოვირჩეოდი სილამაზით და ჩემს თავს ლამაზად არასოდეს ვთვლიდი მიუხედავად იმისა რომ ცოტა თაყვანისმცემლები არ მყავდა . უბრალო გოგო ვიყავი , თაფლისფერი მსხვილი თვალებით, ხორბლისფერი კანით , ოდნავ აპრეხილი ცხვირით , ზომიერზე ოდნავ დიდი ტუჩებითა და წაბლისფერი ხვეული თმით. ყველაზე მეად ჩემს თავში ყოველთვის თითები მომწონდა . ალბად გაგიკვირდებათ მაგრამ მამაჩემის გრძელი და თლილი თითები მქონდა რომლებიც ძალიან მომწონდნენ . ოხ ყველაფერი არეულია ,
-ჩემი ლურჯი კეტები სადაა?-ყვირილით გავედი ოთახიდან და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი. მამა მაგიდასთან იჯდა და დედა აშკარად რაღაც გემრიელს აკეთებდა .
-არვიცი დე მოძებნე რა ჯერ ვერ დავლაგდით წესიერად . -შეწუხებულმა მიპასუხა და შუბლზე ნაზად მაკოცა .
-მამი გაგიყვანო სკოლაში?-ღიმილით მითხრა მამამ და ფეხზე წამოდგა.
-კი მა ოღონდ კეტებს ვიპოვი და ჩამოვალ-ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და მისი დაოვებული ჩაი მოვსვი . მთელი სახლი გადავქექე და მაინც ვიპოვე კეტები . ჩანთა მხარზე გადავიკიდე და კიბეებზე დავეშვი . მამაჩემი უკვე მოთმინება დაკარგული იჯდა საჭესთან და საფულეში რაღაცას ეძებდა . წინა სავარძელზე დავჯექი და კარი მაგრად მივიჯახუნე . ერთი მისაყვედურა მერე მანქანა დაქოქა და სკოლამდე უხმოდ მიმიყვანა .
-აბა შენ იცი არ შემარცხვინო - გამიღიმა და ფული გამომიწოდა . მეც ხალისით ჩავიკუჭე ჯიბეში ხუთლარიანი კუპიურა და გონებაში გადავთვალე მქონდა თუ არა ფული ახალი წიგნის შესაძენად. აშკარად ხურდაც მრჩებოდა . კმაყოფილი წავედი სკოლისკენ . შესასვლელში ღრმად ჩავისუთქე და მარჯვენა ფეხით შევედი. ჩემი კლასისკენ დამრიგებელმა მიმაცილა . სასიამოვნო ქალი ჩანდა მაგრამ ზემეტად შემომციცინებდა რაც ნერვებს მიშლიდა. წითელი ტუჩსაცხიც ძაან საშინლად ესვა და ცუდ შტაბეჭდილებას ქმიდა მაგრამ ლამაზი ღიმილი ქონდა რაც კეთილ იერს აძლევდა . კლასი როგორც კი დავინახე გული საშინლად ამიჩქარდა , ფრთხილად შევედი თავდახრილი და დდხანს არ ამიწევია თავი . სანამ მასწავლებელმა რაღაც საბუთებს არ მოაწერა ხელი და დასაჯდომად არ მიბიძგა . ფრთხილად მოვავლე თვალი კლასს და სახეზე წამოვწითლდი როცა უამრავი თვალი იყო ჩემზე მოშტერებული .
-ბავშვებო ეს მაშო მახარაძეა . მიესალმეთ და წესიერად მოექეცით არაა საჭირო თქვენებურად დაამახსოვროდ თავი - წარბაწეულმა თქვა მასწავლებელმა და ღიმილით გადმომხედა . არც ისე ცუდი ხალხი აღმოჩნდა . ამოდენიმეს დავუხლოვდი , ელენე წითური გოგო იყო რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა , კიდევ ვიღაც ვიღაც -ვიღაცეები მაგრამ მხოლოდ ეს გოგო დავიმახსოვრე კარგად . დიდი დასვენება 20 წუთიანი იყო .
-აბა ,მაშო წამო ბუფეტი განახო - ღიმილით მითხრა ელენემ და ფეხზე წამოდგა
-აუცილებელია წამოსვლა? - სახე დავმანჭე და ზანტად წამოვდექი .
-კიი მაშო ხალხია კი არ შეგჭამენ - სიცილით მითხრა და მიბიძგა წინ წადიო მეც ზლაზვნით ჩავიარე 2 სართული და მეორე სართულზე ბუფეტში ამოვყავი თავი . აიი აქ იყო საშინელება , ხალხით გადაჭედილი გარემო , და ხმაური ჯგუფებად ისხდნენ მაგიდებთან და საჭმელს მიირთმევდნენ .
-ცოტა მოეშვი გოგო რაიყო არ შეგჭამენ - სიცილით მითხრა და ვიღაც გოგოებისკენ წავიდა. მეც მარტო დავრჩი, დახლთან მივედი და რიგში ჩავექი , ალუბლის წვენი ვიყიდე რადგან ჭამის სურვილი სულაც არ მქონდა. ფრთხილად მოვსვი სითხე და ცარიელი მაგიდისაკენ წავედი .
-მაშოო სად მდიხარ გოგო - ელენემ დამიზახა და მეც საპირისპირო მხარეს მივტრიალდი როცა ვიღაცა მთელი ძალით დამეჯახა და მეც ძირს დავეცი . ხელები მივაშველე თორემ ცხვირს გავიტეხავდი . ალუბლის წვენი ხელიდან გამივარდა და ამ უხეში პიროვნების ღია ნაცრისფერი მაისური წითლად შეღება . არც კი წამომაყენა , ვხედავდი რომ ერთ ადგილას იდგა მაგრამ სახისთვის ყურადღება არ მიმიქცევია . ვიღაც ბიჭმა წამომაყენა .
-კარგად ხარ? -ღიმილით მკითხა ქერა ბიჭმა და მკლავებზე ხელი მომკიდა .
-კი კი კარგად ვარ - თავი დავუქნიე და უხეში პიროვნებისკენ შემოვტრიალდი . ადგილზე გავშრი როცა მის შავ განრისხებულ თვალებს წავაწყდი . ყბებს ერთმანეთზე აჭრდა და განმგმირავი მზერით მიყურებდა . ენა ჩამივარდა და ადგილზე გავიყინე .
-ცოტა ფრთხილად რომ იარო არ შეგიძლია? - ბოხმა ბარიტონმა გადაკვეთა ჰაერი და ჩემამე მოაღწია , გამაცახცახა და ლაპარაკის უნარი წამერთვა .
-მე არა შენ დამეჯახე- თავდაცვის ინსტიქტი ჩაირთო და ხმის ამოღების საშუალბა მომცა .
-წინ რომ იყუებოდე კარგი იქნებოდა , ჩემი საყვარელი მაისური დასვარე და აქეთ მადანაშაულებ? -ხმას აუწია და მაისურზე მიმანიშნა .
-შენ თუ ვერ დაინახე და თავლთგაკლია ეგ ჩემი საქმე არ არის მაგრამ თუ ხედავ ჩემი ზედაც დაისვარა და მეც არანაკლებ მიყვარს ეს მაისური . -გამწარებულმა წარმოვთქვი და სველ მაისურზე ხელი დავისვი .
-მეღადავები? დებილივით მოდიოდი და წინ თუ გაიხეები სიარულისას კარგს იზამთოემ სხვა ჩემს ადგილას ამდენს არ მოგითმენს . -ზიზღით წარმოთქვა და წავიდა. უხ როგორ გავბრაზი , ნატკენი ადგილი მტკიოდა და ეს უზრდელი ადამიანი უარესს მიშვრებოდა. როგორ მინდოდა სათითაოდ დამეცაა მისთვის ის შავი თვალები . არადა აქეთ მადანაშაულებს . ამას ასე არ დავტოვებ დებილი მიწოდა , ბოდიშს მოვახდევინებ . არ მიმიქცევია ბავშვების მზრეისთვის ყურადღება , წინ წავედი და დავეწიე . მხარზე ხელი დავარტყი
-ეი შენ შემომხედე - უკვე ტავდაჯერებუმა ვთქვი და გამიკვირდა ჩემი თავის . საიდან მქონდა ამდენი გამბედაობა? ან როდის აქეთ გავხდი ასეთი დიდგული?
-მე? -გაკვირვებულმა შემომხედა და შემოტრიალდა. ოხ ეს თვალები მომაშორებინა და მერე უფრო წესიერად განახებდი ვინ ვარ. რა საშინელებაა როგორ მაბნევს? ასე არ შეიძლება როგორმე უნდა თვალი ავარიდო . გულში ვწყევლიდი მის თვალებს და თან ვცდილობდი არ დავბნეულიყავი .
-ხო შენ! მგონი შენს გარდა აქ არავინაა სეთი უხეში და უზრდელი ! მისმინე დებილი თავი გაბია და სანამ ხალხთან და მითუმეტეს გოგოსთან ლაპარაკს არ ისწავლი გირჩევნია ჩემგან თავი შორს დაიჭირო და ჩათვალე რომ შეგარჩინე წეღანდელი სიტყვები ! - გაბრაზებულმა მივაყარე და სახზე საშილად გავწითლდი . კიდევ რამე რომ ეთქვა შეიძლებოდა გული წამსვლოდა . მისი მზერა სულს მიხუთავდა ამიტომ აღარ ვაცადე არაფრის თქმა და კიბეებისკენ მთელი სისწრაფით ავიღე გეზი . გული ისე მიცემდა მეგონა ამოვარდებოდა . კლასში შევვარდი და სკამზე მოწყვეტით დავეშვი და ხელებს ავეყრდენი . მაშინვე შემოვარდა ელენე და გვერდით მომიჯდა .
-შენ თავი მართლა ძაან დარტყი? იცი ეგ ვინაა? -შეშფოთებულმა მკითხა
-მე რავიცი ვინაა . ერთი უზრდელი და ხეპრე ადამიანია , რა ეგონა შევარჩენდი დებილი რომ მიწოდა? -გაბრაზებულმა მივაყარე სიტყვები და თვალებში შევხედე
-ყველას ეშინია მაგ ტიპის ახლოს არავინ იკარებს , ის კიდე მხოლოდ 2 ბიჭთან კონტაქტობს , არადა ისეთი სიმპატიურია, მგრამ საშინელი ადამიანია , ჯერ მარტო ისეთი თვალებით იყურება რომ ცხოვრების სურვილს დაგაკარგვინებს . მართლა მალადეც ამდენი პომ გაუბედე. მეგონა დაგიჭერდა და მაგრად გცემდა ბოლო სიტყვები რომ მიახალე . -უკვე იციოდა ელენე და მეც მაცინებდა
-ეგრე მოუხდება , თურმე საყვრელი მაისური დავუსვარე - ხმა დავიბოხე და მის ხმას მივამსგავსე ... ელენემაც გაიცინა და მალევე ზარიც დაირეკა, ოხ გეოგრაფია , როგორ არ მიყვარს ეს საგანი ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი და ახლა ამ გაკვეთილზე ჯდომა ჩემთვის ჯოჯოხეთია . თან როცა მისი თვალები წარმომიდგება მაშინ ხომ საერთოდ , ასე მგონია ისევ ჩემს წინ დგას და თავლებით ცდილობს ჩემსმოკვლას .
-მაშოო შენ გელაპარაკება -ხელი გამკრა ელენემ და მეც გამოვფხიზლდი .
-დიახ გისმენთ - დაბნეულმა წარმოვთქვი და საშინლად გავწითლდი ჩემი უყურადღებო საქციელის გამო
-ეგ სიწითლე არაფერს გიშველის გირცევნია ყურადღებით იყო გაკვეთილზე მახარაძე !-გაბრაზებულმა თქვა და სათვალეების ზემოდან გადმომხედა. უკვე ევრ ვიტან ამ ქალს ! გონებაში დავასკვენი და თავდახრილი დავჯექი სკამზე . დასვენებაზე კლასიდან გავედი , გავედი რა ელენემ მითხრა გოგოები უნდა გაგაცნოო და გარეთ გამათრია . კედელთან ვიდექით , მისტერ უზრდელი კი ჩემს პირდაპირ იდგა მაგრამ გვერდულად . აშკარად ვერ მხედავდა ,მაგრამ მალევე შემომხედა მეც ადგილზე გამყინა , ტავი გვერდზე ქონდა მობრუნებული და ინტერესით მაკვირდებოდა სახეზე . თვალები სად წამეღო აღარ ვიცოდი , ელენეს გავხედე და მათ ვითომ საინტერესო ლაპარაკში ჩავერთე . მისგან ზურგით დავექი რომ მისი თვალები აღარ დამენახა მაგრამ მთელ ზურგს მიწვავდა მისი მზერა ...

3
გაურკვეველ ადგილას ვიყავი , ვერც გავრბოდი და თითქოს სუნთქვაც მიჭირდა . ხეზე მინდოდა აძრომა რომ ამ საშინელ მხეცს გავქცეოდი მაგრამ ვერსად გავრბოდი. ნელ-ნეა ჩემსკენ იქევდა ეს საზიზღარი გაურკვეველი არსება რომელსაცკუპრივით შავი თვალები ჰქონდა , ჩემი გულისცემის ხმა მესმოდა ოღონდ საშინელი ხმით , თითქოს უამრავი საათი გუგუნებდა ჩემს გარშემო , მხეცმა სვლა ააჩქარა და ნახტომისათვის მოემზადა ... საწოლში ყვირილით წამოვჯექი და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადავიწიე, გული გამალებით მიცემდა , და აკანკალებულ ნიკაპს ვერ ვაჩერებდი . ფრთხილად წამოვდექი და ფანჯარასთან მივედი , რა ლამაზია მზის ამოსვლა , მთეი ღამე გვემალება მზე , თავის სითბოს გვიმალავს , ალბად ეშინია არ გაუთავდეს და თავისთვის აღარ დარჩეს , მაგრამ მაინც ყვეაზე გულუხვია , ის ხომ გვათბობს და სიცოცხლეს გვჩუქნის . ნელ-ნელა ამოდიოდა მზე და სხივებს სახეზე მფენდა . იმ საზიზღარი სიზმრის შემდეგ ნამდვილი ბედნიერებაა ასეთი სილამაზის ხილვა . არ ვიცი რატომ მაგრამ კარგ ხასიატზე დავდექი. ღიმილით მოვიწესრიგე თავი და ტანსაცმელიც ღიმილით მოვირგე ტანზე. უბრალო თეთრი ზედა, ჯინსის შარვალი და თბილი ჟაკეტი გრძელი სახელოებით , აი რა მომწონს . მიყვარს როცა გემოვნებით და ასევე თავისუფლად მაცვია . შეიძლება ჩემი სკოლის გოგოებს არ მოეწონოთ ჩემი ჩაცმულობა რადგან არც მაკიაჟი გავიკეთე და არც მოკლე კაბა არ ჩავიცვი მაგრამ , მერე რა? მთავარია მე მომწონს! ... ოთახი ცოტა მივალაგე რადგან დრო საკმარისზე მეტი მქონდა და მისაღებში გავედი .
-დილამშვიდობისა მა - ღიმილით მივესალმე მამას დაგვერდით მივუჯექი.
-პრივეეწ - სასაცილოდ გამიწელა სიტყვები და ისევ თავის საბუთებს დაუბრუნდა.
-ე რა კარგ ხასიათზე ხართ ბატონო ზურაბ? - სიცილით ვკითხე და მხარზე ხელი დავუტყაპუნე , აი ისე კაცებს რომ სჩვევიათ.
-ლუკას მშობლები მოდიან -ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ცალი თვალით გადმომხედა.ლუკას ხსენებისას გულში რაღაც ჩამწყდა, თითქოს თავში რაღცას მირტყამდნენ , ისევ ის ტკივილი მომაწვა და მეც ხელები გულზე დავიბჯინე, ასე მეგონა იმ ჭრილობას რომელიც თავს მახსენებდა ამ საქციელით შევახორცებდი. მაგრადმიიჭდე ხელები მკერდზე და თვალები ცრემლებით ამევსო. ესეც შნი ბედნიერი დღე...
-მაშო კარგი მამი რა , , როდემდე უნდა იყო ასე? . შენგგონია ჩვენ არ გვიყვარდა ლუკა? , გვიყვარდა მაგრამ გავუშვით , მივეცით უფლება თავისუფლება ეგრძნო და შევეგუეთ იმ აზრს რომ ხორციელად ჩვენთან ვეღარ იქნება , მაგრამ შენ მგონი არ უნდა გინდოდეს იმის შეხსენება რომ ის სულ შენს გვერდითაა მაშო , არ მომწონს ასეთს რომ გხედავ და დამიჯერე არც ლუკას მოეწონებოდა .- გულში ჩამიკრა ზურამ და მეც ავქვითინდი . ტირილით რომ გული ვიჯერედა ახალი პიჯაკი დავუსველე, მერეღა გამახსენდა რომ დედაჩემი სახლში არ იყო და მამას ხელები გავუშვი .
-ქეთა სადაა? -ცრემლები შევიმშრალე და ხელები მუხლებზე დავიბჯინე
-ლიასთანაა - მხრები აიჩეჩა და ისევ იგივე პოზაში დაჯდა. ოხ ეს ზურა და მისი საბუთები , მისი კაბინეტი რომ განახათ გული გაგისკდებათ , ყველგან ფურცლები და საქაღალდეები ყრია , თან არც ალაგებინებს დედაჩემს ყველაფერს ამირევო... ლიას ხსენებაზე გუშინწინ ნანახი შავებში ჩაცმული ქალი გამახსენდა და მისი ლამაზი თვალები.
-კაი და თემური და მზია როდის ჩამოდიან? -მათი სახეების გახსენებაზე ისევ დაიწყო ჭრილობამ გახსნა და მეც ისევ მაგრად მივიჭირე ხელები გულზე
-ხვალ საღამოს აქ იქნებიან-თავაუწევლად მიპასუხა
-ისე ქეთას რა უნდა ლია დეიდასთან ამ დილაადრიან? -გაკვირვება ვერ დავმალე და ისევ კითხვები მივაყარე მამაჩემს
-ოო მაშოო მაცადე რა , ხოო ის ქალი მკერავია , შენც კარგად მოგეხსენება რო დედაშენს კრვა კარგად გამოსდის და ეხმარება . -იქვე დადგმული ფინჯნიდან ყავა მოსვა და სიცილით შემომხედა-ისე იცი რა თქვა? ჩემი მაშოც დაგეხმარება ხოლმეო , ეხერხებაო -ენა გამომიყო და ისევ საბუთებს მიუბრუნდა. რაც მართალია მართალია , კერვა მართლაც მეხერხება მაგრამ დრო ისედაც არ მაქვს და ახლა ლიას უნდა დავეხმარო? ოხ დედაჩემოო..
-ამხელა კაცი ხარ და ჭკუა მაინც ვერ ისწავლე რაა... -თავის ქნევით ვთქვი და ფეხზე წამოვდექი
-ეი ქალბატონო მაგ სიტყვების გამო დღევანდელი ფული დაკარგე - ხუთლარიანი კუპიურა ამიფრიალა და ისევ ჯიბეში ჩაიდო. ოხ რა გონია ბევრი დამაკლო? როდის იყო ვეხვეწებოდი ფული მომეცითქო
-ისე მა მე მოგცემ ფულს თუ გინდა - სიცილით მივაძახე კარებიდან და ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი . ჩანთა ავიღე და სახლის კარი ხმაურით გავიხურე. ყურსასმენები მოვირგე და ნაცნობი სიმღერის ჰანგებს გულში ავყევი , ტუჩებსაც ვაყოლებდი მაგრამ როცა რამოდენიმე გამვლელმა "ხო არ გაგიჟდა" მზერით შემომხედა პირი დავხურე და გულში ღიღინი გავაგრძელე. სკოლის კართან ელე მელოდებოდა .
-ჩქარაა მაშოო- ხლები გამიშალა და ჩასახუტებლად წამოვიდა . -გავიყინეე გამატბე რაა - სიცილით მითხრა და ჟაკეტში შემომიძვრა . მიკვირდა ასე მალე როგორ დავუახლოვდი ამ ადამიანს? ვერასოდეს ვაწყობდი ადვილად ურთიერთობას ადამიანთან . ახლა კი 1 დღის გაცნობილ ადამიანს ისე ვექცეოდი თითქოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობდე . მეც სიცილით მოვეხვიე და გაყინულ ხელების გათბობა ვცადე .
-აბა როგორი განწყობა გაქ? მეორე დღეა უკვე -კიბეებზე ნელა მივდიოდით და კლასს ვუახლოვდებოდით ისევ იმ შავ თვალებს რო გადავაწყდი ... მთელმა ღამის სიზმარმა ელვასავით ჩამირბინა, აი თურმე რა მხეცი იყო, ღმერთო რა საშინელებაა .... თითქოს ამ თვალების გარდა ვერფერს ვხედავდი
-მაშოო მისმეენ? -გაბრაზებულმა დამქაჩა მკლავზე და მეც გონს მოვეგე
-აა ჰოო რაღაცაზე ჩავფიქრდი- კლასის კარი შევაღე და აწითლებული ლოყების დასაფარად თმა წინ ჩამოვიშალე .
-ოჰ რაიყოთ დაგაბნიათ იმ დამპალმა ვაჟბატონმა? - წარბები ამითამაშა და ჩემს გვერდით დაჯდა
-საშინელი თვალები აქვს მაგ სკოლის მაგარ ბიჭუნიას - ირონიით ვუპასუხე . ელემ გაიცინა და წარბაწევით შემომხედა
-მოიცა გუშინ რო გითხარი არავის იკარებსთქო გეგონა მაგარი ტიპი იყო? -გაკვირვებას ვერ მალავდა ელენე
-ჰო რავი- მხრები ავიჩეჩე და ინტერესით სავსე თვალები მივაპყრე. ერთი ხმამაღლა გადაიხარხარა და მერე ისევ მე მომიბრუნდა
-არა გოგო პირიქით, იცი რა უხეშია? წელიწადში ერთხელ იღებს ხმას და ისიც სულ მწარე სიტყვებს იძახის . არავის იკარებს , ნუ არც არავინ ეკარება ,მგონი მხოლოდ ლუკას და აკოს იცნობს .2წლის წინ გადმოვიდა აქ. გუკა ქვია გიგაურია, არ მიკვირს ხისთავიანი ხევსურია - აქაც ხმამაღლა გაიცინა და ჩვენსკენ მომავალ ქერა ბიჭს გახედა. არ მიმიქცევია მათთვის ყურადღება ისევ გუკა გიგაურზე ვფიქრობდი და ყველგან მისი შავი თვალები მელანდებოდა...
-ჰეი შენ როგორ ხარ? -ქერას ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან და მეც გაკვირვებულმა ავხედე-გუშინ მგონი თავი დაარტყი -ისევ გამიღიმა , სიმპაიური ბიჭი იყო , ალბად ბევრის გულიც დაიპყრო მაგრამ რატომღაც არასოდეს მომწონდა ქერა ბიჭები , აი წითურებს კი ვერ ვიტანდი , ჩემში ფარისევლობის გრძნობას იწვევდნენ..
-ააა კი კარგად ვარ -მეც ძალით გავუღიმე და ჩანთიდან წიგნების ამოლაგება დავიწყე
-გიორგი - ხელი გამომიწოდა და მერხზე ჩამოჯდა
-მაშო- ცივად ჩამოვართვი ხელი და ისევ ჩემს საქმეს დავუბრუნდი
-კაი დროებით მაშო- მისი სიტყვების დამთავრება და ზარის დარეკვა ერთი იყო ... უსაშველოდ გაიწელა 6 გაკვეთილი დასვენებებზე გარეთ არ გავდიოდი , მეშინოდა ომ კიდევ ერთხელ გადავაწყდებოდი დემონის თვალებს და ისევ ის შიშის გრძნობა დამეუფლებოდა .
-რა გვაქ? -გადამწვარმა ვკითხე ასევე გადამწვარ ელენეს. მანაც მერხიდან აიღო თავი და ცხრილში ჩაიხედა
-გეოგრაფია- აუუ ოღონდ ეს არა , 1 გაკვეთილია რაც ვიცნობ იმ ქალს და მაინც საშინლად ვერ ვიტან . ისეთი საზიზღარი გამოხედვა აქვს სურვილი მიჩნდება მივიდე და ყელში ხელები წავუჭირო.
-აუუუჰ- ისევ მერხზე დავდე თავი და ჯოჯოხეთის წუთებისთვის მოვემზადე. დაიწყო.. ზარის დრეკვამდე 20 წუთი იყო დარჩენილი რომ უკნიდან ვიღაცის ხელები მაწუხებდა. კერძოდ თმას მწიწკნიდა . ერთხელ მოვუთმინე მაგრამ მეორედ რომ გააკეთა უკვე ნერვები მომეშალადა მივტრიალდი , ვიღაც ბიჭი იჯდა და იდიოტივით მიღიმოდა.
-რა გაცინებს? -დავუბღვირე და ცალი წარბი ავუწიე
-ოჰო გაბრაზდა ჩვენი ახალი გოგოშკა- სიცილით ჩაილაპარაკა და გვერდზემჯომს მხარი გაჰკრა
-ვინაა შენიგოგოშკა?-ცოტა ხმამაღლა მომივიდა ა მასწავლებლის ყურადღებაცმივიციე .
-რა ხდება მანდ? მახარაძე მოტრიალდი წინ - ოხ ისევ მე მივალ ახლა და დავაპუტავ იმ გაჩეჩილ თმას
-არაფერი მას , ხელს გვიშლის- უცებ შეწუხებული სახე მიიღო და მასწავლებელს ასე უპასუხა
-მახარაძე რა ხდება?-ისევ მე მომიბრუნდა და სიბრაზისგან გაწითლებულს სათვალის ზემოდან გადმომხედა
-აღარაფერი - ფეხზე წამოვდექი და ისე რომ იმდებილი ბიჭითვი თვალი არ მომიშორებია ჩანთის ჩალაგება დავიწყე. თვალებით ვბურღავდი და მის შეშინებულ გამომეტყველებაზე სიცილი მინდებოდა .
-რას აკეთებ? -გაკვირვებულმა მკითხა მასწავლებელმა და ახლოს მოვიდა
-გაკვეთილიდან მივდივარ- ღიმილით ჩავილაპარაკე და კლასიდან გავედი. ჩემს საქციელზე მეცინებოდა, ისე არ მინდოდა ახლა გეოგრაფიის გაკვეთილზე ყოფნა რომ პატარა მიზეზზეც გარეთ გამოვიქეცი. ჟაკეტი შემოვიცვი და ბუფეტისკე წავედი. სიცარიელე იყო 3 ბავშვი იჯდა მხოლოდ მაგიდასთან , ალბათ დაეზარათ გაკვეთილზე ყოფნა და აცდენენ . , სულ ბოლოში მდგარ მაგიდასთან დავჯექი და სკამის საზურგეს მივეყუდე .
-ყოჩაღ მაშო მეორე დღესვე გაკვეთილს აცდენ - თან ამოვიოხრე და თან ჩავილაპარაკე .
-ბრმა და დაბნეული რომ ხარ გუშინ მივხვდი მაგამ გიჟიც თუ იყავი არ მეგონა - ცინიზმით სავსე სიტყვები რომ გავიგე დენდარტყმულივით შევტრიალდი და დემონი რომ დავინახე გულმა რამოდენიმე დარტყმა გამოტოვა. საშინლად ლამაზი იყო მაგრამ გულის აჩქარება შიშმა გამოიწვია რომელიც მის მიმართ გამჩენოდა .
-სიტყვები შეარჩიე - მაინც გავბედე და ამოვისისინე . ჩემი თავის მე თვითონ მიკვირდა.2 ნაბიჯში გადმოკვეთა მანძილი და ჩემს წინ დაჯდა . "ოხ ჯანდაბა რას მიკეთებს? "
-კარგად ვიცი ვის როგორ უნდა ველაპარაკო -სახის მიმიკის უცვლელად ამოილაპარაკა და ხელები მაგიდაზე დააწყო
-რაღაც არ გეტყობა რომ იცოდე - ცალყბად ჩავიღიმე და რაც შემეძლო ირონიით ვთქვი. თვალები ნელ ნელა სიბრაზით ენთებოდა და უფრო საშიში ხდებოდა
-ზედმეტი არ მოგივიდეს პატარა გოგონავ ! - ზიზღით წარმოთქვა და თვალი ჩამიკრა . სკამზე ისე მაგრად ვიყავი აკრული მეგონა შევეზარდე , მაგრამ ზედმეტები მე კი არა ამას მოგდის
-მისმინე , ზედმეტები მგონი შენ მოგდის , თავს არ დამანებებ? -მეც მაგიდაზე დავაწყე ხელები და თვალი თვალში გავუყარე . უკვე მუხლები მიკანკალებდა და ვნატრობდი ნიკაპსაც კანკალი არ დაეწყო .
-სანამ ბოდიშს არ მომიხდი არ დაგანებებ ! - მკაცრად წარმოთქვა და თვალები დააწვრილა .
-მაშო არ მოდიხარ? -გიორგის ხმა გავიგე და ღმერთს მადლობა გადავუხადე ამ ადამიანის გამოჩენის გამო . მაშინვე მისკენ მივიხედე და თითით ვანიშნე ერთ წამსთქო .
-დიდხანს მოგიწევს ლოდინი , ჩემი ბოდიშის მოსასმენად! -მეც არ დავაკელი სიმკაცრე და ჩანთას ხელი დავაცლე . გასასველში გიო იდგა , გული სალტოებს აკეთებდა და გონება მოსმენილ სიტყვებს ჯერ კიდევ კარგად ვერ აცნობიერებედა . ღიმილი ავიკარი სახეზე და გიოსკენ წავედი.
-მშვიდობაა? -ინტერესეით შემომხედა და კარებში გასასვლელად გზა დამითმო
-კი მშვიდობაა , ელე სადაა? -გარემო მოვათვალიერე მაგრამ ელე ვერსად დავინახე.
-მათემატიკაზე მაგვიანდებაო და მე მითხრა გეოგრაფიიდან წავიდაო -
-ხო წამოვედი -ჩემთვის ჩავილაპარაკე და პირველად გამიჩნდა სურვილი გეოგრაფიაზე ვყოფილიყავი ვიდრე დემონის თვალებისთვის მეყურებინა .
-კაი , წამო გაგაცილებ მარტოს ხომ არ გატარებ, რომ მოგიტაცონ? -ბოლოს გამიღიმა და მხარი გამკრა .
-ნუ გეშინია არ მომიტაცებენ -სიცილით ვუთხარი და ჟაკეტში ჩავძვერი .სახლამდე რამდენჯერმე სცადა საუბრის წამოწყება მაგრამ ვერ ავყევი, ისევ ის სიტყვები მიმეოდებოდა გონებაში და ისევ ის ხმა ჩამესმოდა. რა საშინელებაა , ასე ადამიანის დატყვევება არ შიძლება . ვერვხვდები რა მემართება , ასე არასოდეს ვყოფილვარ. მეშინია , მგონი ამ გაურკვევლობას შიში ჰქვია რომელსაც დემონი -გუკა გიგაური იწვევს ჩემში ...
4
დღეს ხუთშაბათია , როგორ მიყვარს ეს დღე, ჩემთვის როიალზე დაკვრაზე საუკეთესო ცხოვრებაში არაფერია, მიყვარს წუთები სადაც მხოლოდ მე , როიალი და ნაზი მუსიკის ჰანგებია. ასე მგონია სულს ვაქსოვ თითოეულ ნოტში და ლამაზ ქსოვილს ვქარგავ. სწორედ ამ დროს ვგრძნობ სულიერ ბედნიერებას და ბედნიერი ვარ ! . ჩანთაში რვეული და კალამი ჩავაგდე. ქუდი დავიფარე , სქელი ჟაკეტი მოვიცვი და სახლიდან გავედი. კიბეებზე სულ ღიღინით მივდიოდი , სადარბაზოდან გავედი თუ არა სისხლი გამეყინა და ყელში ბურთი გამეჩხირა. ხელებს ვეღარ ვგრძნობდი ისე მეყინებოდა. მხოლოდ ერთი ხმა ჩამესმოდა ყურებში..."გაიქეცი..." მაგრამ ნაბიჯს ვერ ვდგამდი, ირონიული ღიმილით მომიხლოვდა და ჩემს წინ გაჩერდა, მისი დანახვისას საშინელი ზიზღის გრძნობა მიჩნდებოდა და მინდოდა საკუთარი ხელით მომეკლა ისე რომ ხლიც არ ამიკანკალდებოდა.
-არ მელოდი ფისო? -ამ ხმის გაგონებაზე სხეული გამიქვავდა და შიშმა დაისადგურა ჩემს სულში . ჩემს წინ ნამდვილი სისაძაგლე იდგა , ეშმაკზე უარესი ! საზიზღარი ადამიანი . დათო ... შარშან მითხრა რომ ვუყვარდი და მის მერე თავს არ მანებებდა... ერთ დღეს ეზოდან გვიან ავედი სახლში ...სადარბაზოსთან დამხვდა და არ მიშვებდა, ნასვამი იყო და რომ არა მეზობელი შეიძლებოდა ჩემზე ძალა ეხარა ... მალევე მოვიდა პოლიციაც და დააპატიმრეს , მას მერე არ მინახავს , საშინელებაა როცა გძულს და გინდა მისი თითოეული შეხება მოიშორო, გამიმართლა რომ მეზობელმა ჩემი კივილი გაიგო, გამიმართლა რომ მომისწრო და განადგურებისგან მიხსნა , მაგრამ ახლა? ახლ რა ვქნა? ის ხომ ციხეში აღარაა? ხომ ვიცოდი, რომ ოდესღაც გაოვიდოდა, ოდესღაც ისევ მომაკითხავდა და შურს იძიებდა , აი ის საზარელი დღეც რომელსაც სიკვდილივით ველოდებოდი .
-რაიყო ხომ არ გეშინია ჩემი?-ისევ ირონიით ნათქვამი სიტყვები და საშინელი ზიზღის გრზნობა ჩემში . როგორც იქნა სისხლის მიმოქცევა აღდგა ჩემს სხეულსი და მეც ფეხის გადადგმა მოვახერხე . არ შემიხედავს გვერდის ავლა დავაპირე და წასვლა რომ მკლავში ხელი მტაცა და მთელი ძალით მომიჭირა,
-დათო გამიშვი- აცრემლებული თვალებით ჩამისისინე და ხელის გაშვება ვცადე . ახლოს მოვიდა და თავი ყურთან მომიტანა . ცრემლები ვეღარ შევიკავე და ნიაღვრად ამედინა ლოყებზე .
-მისმინე ფისო , მაინც ვერსად გამექცევი ! და ნუ ცდილობ ის გამაკეთებინო რაც ასე ძლიერად მინდა . წესიერად მოიქეცი და ტრ*** ნუ ათამაშებ . -ყურთან მიჩურჩულა და გამშორდა . თითქოს სულიც გამეყინა და ვეღარ ვსუნთქავდი. ცრემლები კი არ ჩერდებოდა . როგორც იქნა ფეხები ავამოძრავე და წავედი. ისე სწარაფად მივდიოდი ვერ ვხედავდი ჩემს გარშემო ხალხს . ის საშინელი დრო გამახსენდა , ის წუთები და უფრო ბევრი ცრემლი წამომცვივდა თვალებიდან . ამარა მასწავლებელთან გიჟივით მივედი . როგორც კი დამინახა დაჯექიო მანიშნა და ერთი ჭიქა წყალი მომიტანა . მეც ფეხები დივანზე ავიკეცე და წვლის ჭიქ ბოლომდე გამოვცალე . როგორ მიყვრს ეს ქალი, ასე მგონია ჩემი ნათესავი და დიდი ხნის მეგობარია . როგორც თანატოლს ყოველთვის ისე მექცეოდა, 3 წელია მასთან დავდივარ , მართალია სწავლება აღარ მჭირდება მაგრამ აქ წყვილებში ვუკრავთ რაც უფრო მიღრმავებს ცოდნას. თუმეტეს როცა ასეთი მასწავლებელი მყავს .
-მაშო რა მოგივიდა?-შეშინებულმა დამისვა თმაზე ხელი და ჭიქა გამომართვა .
-დათო იყო ...- მხოლოდ ეს ორი სიტყვ ვთქვი და დავინახე როგორ შეეცვალა სახე . მთელს სახეზე შიშმა გადაურბინა .
-კიდევ რამე დაგიშავა? -აშკარად გაბრაზებულმა მკითხა და ფეხზე წამოდგა
-არა მას კარგად ვარ მაგრამ სიკვდილივით არ მინდოდა ამ დღის დადგომა . -ისევ ხმამაღლა ავქვითინდი და მუხლებს მოვხვიე ხელები .
-ლამარა მას შეიძლება? -გუკას ხმა რომ გავიგე ვის ახსოვდა ცრემლები და დათო , ისე შევხტი ლამის დივნიდან გადავვარდი. ჩემი ცრემლიანი თვალები რომ დაინახა თვალებში საშინელი სიბრაზე ჩაუდგა და ისევ თვალებით დაიწყო ჩემი ბურღვა . მე თავი დავხარე და ამ გაურკვეველი სიტუაციის გდახარშვა ვცადე. 3 წელია აქ დავდივარ, რაღა ახლა შემოაღო კარი ამ დემონმა? ისედაც შეშინებულს მისი თვალებიღა მაკლდა . ვიღაც პატარა ბავშვთნ ერთად შემოვიდა ოთახში და მზერა ჩემიდან მასწავლებელზე გადაიტანა .
-კი გუკა შემოდი - მანაც ღიმილით მიიღო და დაჯექიო უთხრა . -ესაა ის ლამაზი პრინცესა თავისი თლილი თითებით როიალზე რო უნდა დაუკრას? -ღიმილით უთხრა პატარა გოგოს რომლის თვალებიც ძალიან მეცნობოდა მაგრამ ვერ ვიხსენებდი საიდან . პატარა გოგომაც გაუღიმა და გუკას აეკრო. ისეთი თბილი თვალებით უყურებდა გუკა რომ წარმოუდგენელი მეგონა ეს ყველაფერი . მე ისევ ჩემს სტიქიაში ვიყავი და მუხლებზე ჩახუტებული ახლა უკვე ჩუმად ვიწმენდდი ცრემლებს .
-დღეიდანვე შეძლებთ დაწყებას თუ შემდეგი გაკვეთილიდან მოვიყვანო? -თავაზიანად კითხა გუკამ და პატარა გოგონა გვერდით მოისვა . შავგვრემანი გოგო რომელსაც დემონის ცხვირი და წყლიანი მწვანე თვალები ჰქონდა . მის სილამაზეს აწყლიანებული თვალებით და დაბურული მხედველობითაც კარგად ვხედავდი . ლამარა მასწავლებლის ტელეფონი აწკრიალდა და ისიც ბოდიშის მხდით გავიდა ოთახიდან . ყველა ჩემს წინააღმდეგაა. ჯერ მანიაკი , ახლა დემონი... აშკარად მარცხენა ფეხზე ადექი მაშო... მაგრამ დემონი მანიაკთან შედარებიტ ზრვაში წვეთია... . პატარა გოგო ჩემსკენ წამოვიდა და ჩემს წინ გაჩერდა . შავი თვალები მზერიტ მწვავნენ და მოსვენების საშუალებას არ მაძლევდნენ .
-რატო ტირიხარ? -საყვარელი წკრიალა ხმით მკითხა და მსვენიერი თვალებით მომაჩერდა . თვი ავწიე და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადავიყარე.
-გამაბრაზეს - ღიმილით ვუთხარი მუხლები ხელებიდან გავათავისუფლე .
-ვინ გაგაბრაზა? -ისევ ცნობისმოყვარე თვალები მომაპყრო და ახლა ჩემს გვერდით მოკალათდა .
-ცუდმა ადამიანმა - ისევ გავუღიმე და ლამაზ ცხვირზე წავეთამაშე.
-ნუ ტირიხარ დედიკომ თქვა ტირილით თვალები დაგიწითლდება და ვამპირს დაემსგავსებიო . -ახლა უკვე გამიღიმა და მეც გამაცინა . ძეგლივით მჯდარ დემონს გავხედე და გაოცება ვერ დავმალე , იღიმოდა ... ვაიმე ღმერთო არაამქვეყნიურად ლამაზი იყო, ისე საყვარლად იღიმოდა მომინდა იმ ლოყაზე მეკოცნა ასე საყვარლად რომ ეჩუტებოდა... ჩემს ფიქრებს რომ ჩავუღრმავდი ჩემს თავს გავუბრაზდი და ისევ პატარას დავუწყე ყურება , მაგრამ კარგად ვიცოდი რომ ამ ღიმილს ვერასოდეს დავივიწყებდი.
-მაშინ აღარ ვიტირებ . -მეც გავუღიმე და ფეხები ისევ იატაკზე დავაბრუნე . -რა გქვია ლამაზო ქალბატონო?
-კეკე- ღიმილით მითხრა და ხელი გამომიწოდა .
-მე მაშო - მეც ხლი გავუწოდე და ლოყაზე გემრიელად ვაკოცე .
-შენ დაკვრა იცი? -როიალზე მიმითითა და ისევ ინტერესით შემომხედა. მწვავდა გუკას მზერა და ვნატრობდი ლამარა მალე შემოსულიყო ოთახში .
-კი ვიცი - უკვე შედარებით დაწყნარებულმა ვუთხარი და შრჩენილი ცრემლები მოვიწმინდე.
-ვინ გასწავლა? -ამ კითხვაზე ლუკა გამახსენდა და ისედაც ანერვიულებულს კიდევ უფრო მომანდომა ტირილი ,მაგრამ არა ! მოითმინე მაშო ამ დემონის წინ ნუ იტირებ ! სახლშიმიდი და მთელი ღამე ღვარე ცრემლები თუ გინდა .
-მე ნამდვილად არ მისწავლებია -ღიმილით შემოვიდა ლამარა და გულში დიდი მადლობა გდავუხადე . -ჩემთან რო მოვიდა უკვე იცოდა რაღაცეები მაგრამ დამარება მაინც სჭირდებოდა. აი კეკე შენ ხომ იცი ცოტა დაკვრა? -ღიმილით მიუახლოვდა კეკეს და თმზე მოეფერა .
-ცოტა ვიცი , მაშომაც ჩემსავით იცოდა? -დამორცხვილმა გამომხედა და ამ ლაპარაკით ისევ დაიწყო ჩემი ჭრილობის გახსნა . მეც ხელები ისევ გადავაჯვარედინე ერთმანეთზე და გულზე მაგრად მივიჭირე.მასწავლებელმა გამომხედა და იხვდა რაც მჭირდა .
-მოდი მაშოს ნუღარ ვატირებთ ისედაც ბევრი იტირა -ღიმილით გაუძღვა წინ კეკეს და როიალთან დასვა . დემონი გაკვირვებული იყურებოდა და აშკარად გაურკვევლობაში იყო ჩვენი ლაპარაკის მოსმენით . მის გაკვირვებულ თვალებზე გმეღიმა და რომშეამჩნია მზერა კეკეზე გადაიტანა .
-მას დღეს რომარ დავრჩე შეიძლება? -თავი მოვისაწ.... და ხვეწნით შევხედე.
-შეიძლება , თან მეც კეკეს მივხედავ და ტყუილად არ მოგიწევს ლოდინი - ღიმილით დახედა პატარა გოგოს და თმაზე მოეფერა . -ორონდ მამაშენს დაურეკე გაგიყვანოს , გთხოვ და რომ მიხვალ დამირეკე . -შეწუხებულმა მითხრა და ტელეფონზე მიანიშნა .
-ხომ მშვიდობაა? -საუბარში დადუმებული დემონი ჩაერია .
-ეჰ გუკა არაა მშვიდობა ჩემო ბიჭო არა. - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და ნოტების რვეულში დაიწყო ყურება .
-რამით რომ დაგეხმაროთ შემიძლია?- ახლა ჩემზე გადმოიტანა მზერა . ღმერთს ვთხოვე ახლა ლამარას სიტყვა არ დასცდენოდა თორემ მიკრო ინფაქტი გარანტირებული მქონდა .
-არა -მკავხედ მივახალე და გაკვირვებულ ლამარაზე გადავიტანე მზერა - მამაჩემს დავურეკავ . -თავი დამიქნია და ისევ კეკეს მიუბრუნდა . სამი გაბმული ზარის შემდეგ მამაჩემმა ყურმილი აიღო .
-მაშო თათბირზე ვარ მერე დამირეკე მამი - ჩუღცულით მითხრა და სიტყვა პირზე შემეყინა . ლამარა გაკვირვებული მიყურებდა . მეც აღარ დავაყოვნე და შეწუხებულმა შევჩივლე .
-თათბირზეა- დანანებით ჩავილაპარაკე და ონებაში დავიწყე ფიქრი ვისთვის შიქძლებოდა დამერეკა ...რომ ვერავინ მოვიფიქრე ისევ მასწავლებელს მივუბრუნდი - მარტო წავალ , ჯერ არ ბნელა ძაან და ვერაფერს გამიბედავს - ახლა უკვე ორი ძალიან გაკვირვებული თვალი მიყურებდა და თითქოს ჩემი პირიდან სიტყვების გამოძალვას ცდილობდა .
-ვერ წახვალ, მე გაგაცილებ აშკარაც რაღაც ცუდი ხდება და სულ არ მაქ სურვილი დღეს ვიღაცის სიკვდილი გამოაცხადონ ტელევიზორში . - გამოკვეთით წარმოთქვა სიტყვები და პრდაპირ თვალებში შემომხედა . ღმერთო რამე დაგიშავე? რაღა დღეს გამოჩნდა ეს დემონი აქ დარაღა ახლა აქვს მამაჩემს თათბირი? ... ბედი არ გაქვს მაშო .
-არა მარტოც კარგად წავალ - ჩანთას ხელი დავავლე და ლამარა მასწავლებელს დავემშვიდობე . -მას დაგირეკავთ რომ მივალ , არ ინერვიულოთ - ნაზად გავუღიმე და კეკეს ხელი დავუქნიე . კარიდან არ ვიყავი გასული ჩემს გვერდით რომ გაჩნდა და ფეხი ამიწყო .
-ხომ გითხარი არ მინდათქო?-გაბრაზებულმა შევხედე და ჩანთაში ყურსასმენებს დავუწყე ძებნა .
-ჩათვალე რომ არ გაცილებ , მე უბრალოდ მოვდივარ და ვერვინ დამიშლის იქ ვიარო სადაც მინდა . - თვალი ჩამიკრა და გვერდით ამომიდგა. ვეღარაფერი ვუთხარი ახლა ნამდვილად მჭირდებოდა "მცველი". მე ყურსასმენებიმოვირგე და ხანდახან ვაპარებდი გასუსული დემონისკენ თვალს .
-ჰეი რას აკეთებ? -გაბრაზებულმა ამოვილაპარაკე და ისევ ყურზე მოვირგე ყურსასმენი .
-მისმინე , ძალიანაც ნუ დაიფასებ თავს , უბრალოდ დავინახე როგორ ნერვიულობდა ბიცოლაჩემი შენზე და მაგიტომ გამოგყევი , რა ხდება არ მეტყვი? -ერთმანეთს მიაყარა სიტყვები და შემომხედა
-არაფერი ,უბრალოდ ვიღაც ავიკიდე და ლამარა მასწავლებელიც მაგიტომ იყო შეშინებული , თავში ასავარდნი არაფერია და ის რომ ახლა ვითომ თავაზიანობას იჩენს სულაც არ ნიშნავს იმას რომ აუცილებელია რამე იცოდე. მე არ მითქვამს გამაცილეთქო .
-უზრდელთან ერთად უმადურიც ყოფილხარ მაშო - მის მიერ ნათქვამი სიტყვები ყურში მომხვდა და მისმგულის სიღმეში რაღაც ნაწილი გამითბო მისმა ნათქვამმა ჩემმასახელმა
-გეხვეწები რა სულაც არ მაქვს შენი ნერვები , მომაცილე ,მადლობა ახლაკი კარგად -სატითაოდ გამოვკვეთე სიტვები და სადარბაზოში შევედი. სამი სართული სირბილით ავიარე და მაშინვე ფანჯარასთან მივვარდი . დავინახე როგორ გავიდა ჩემი სადარბაზოდან და გეზი ისევ იმ ქუჩისკენ აიღო საიდანაც მოვედით . ვერ გავუიგე რა სჭირს, ჯერ ასე იქცევა და ჩემზე ვითომ ღელავს , შემდეგ კი ასე მეუხეშება , ძალიან მაბნევს და მაოცებს ეს ამოუცნობი ადამიანი , მაგრამ ვერ ვხვდები რატომ მაბნევს ასე და რატომ მიღრმავდება მის მიმართ ინტერესი ...
5
-მამა პატარა ხომ არ ვარ? ბარემ დაცვა დამიყენეთ სახლთან . ბუების აღარ მეშინია რომ 1 კვირასახლში ვერ გავჩერდე მარტო. თან გაგაც აქაა . დიდია უკვე რა ის ადამიანი , ბოლოსდაბოლოს შენი ძმისშვილია და არ ენდობი? მომხედავს ის , დავურეკავ ხოლმე და გამომომივლის და წამიყვანს სადაც ვეტყვი, ისე კიდე ელენე და გიოც მეყოფიან მცველებად-გამწარებული ვყრდი ცოფებს რომ რამენაირად მამაჩემი დამერწმუნებინა ჩემს სიმართლეში .
-არაა მაშოო ! არადა მორჩა გააკეთებ ისე როგორც დედაშენი გეტყვის. ჩვენ ჩავალთ ბებიასთან საქმებია , მოსავალი უფუჭდება მივეხმარებით დაჩამოვალთ შენ კიდე ლია დეიდასთან უნდა დარჩე. ის არაკაცი გამოუშვეს გესმის? და გახსოვს შარშან რა მოხდა ? მგონი არ უნდა გჭირდებოდეს ჩემი შეხსენება . მიდი აიღე ცოტა ტანსაცმელი მალე მოვა ლია დეიდა და გაყვები. არ იკბინება ის ქალი ! -ისევ თავისას გაიძახოდა და ჩემს ნერვულ სისტემას სპობდა . მგონი აღარ ვარ ისეთი პატარა დედაჩემის დაქალთან რომ მიწევდეს დარჩენა . რა უბედურებაა ამ დასაწვავ თბილისში არავინაა ნათესავი . ვინ იქნება? მამაჩემის ძმა საზღვარგარეთაა მხოლოდ გაგაა აქ და ისიც ჩემი ტოლია , მასთანროგორ დამტოვებენ . აუ მაშო რა მოხდებოდა დიდი ძმა რომ გყოლოდა? ლუკას მშობლებიც სოფელში წავიდნენ.... ღმერთო რა დაგიშავე? რატომ მირევ ცხოვრებას ეს ორი კვირაა? მგონი ისეთი არაფერი დამიშავებია.
გაბუსხული წავედი ოთახისკენ და რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი უბრალო ჩანთაში ჩავყარე . პატარა რომ ვიყო ვიტირებდი მაგრამ ახლა ვეღარ ვიტირებ . შემოდგომა და ჭირი უფ... გულში ვილანძღებოდი და თან შავ ქუდს ვეძებდი . როგორც იქნა ვიპოვე და თავზე ჩამოვიფხატე. გარეთ დაბღვერილი გავედი და როგორც კი ლია დეიდას წყლიანი მწვანე თვალები დავინახე მაშინვე მომილბა გული. ნაზად გავუღიმე და მოვიკითხე
-მაშო სახლში მხეცები არ მყავს. ერთი კვირა დამიჯერე ნიავსაც არ მოგაკარებ - ისევ გამიღიმა და გასასვლელისკენ წავიდა.
-მაშო მისმინე ..
-ვიცი დედაა ვიციიი მეასედ მიმეორებ დილის აქეთ უკვე ტვინი ამტკივდა . ჭკვიანად მოვიქცევი და არ გავაბრაზებ ლია დეიდას , კიდე გარეთ არ ვიხეტიალებ , ბლაა ბლა ბლა . ბებო ჩამიკოცნეთ - ორივეს ვაკოცე ლოყაზე და ია დეიდას გავყევი .
-მაშო დედაშენმა მითხრა კარგად კერავს და თანაც კარგად უკრავსო . -ღიმილით შმომხედა და ხელკავი გამომდო
-რავიცი ვახერხებ რაღაცეებს -მეც ღიმილით ვუთხარი და ჩანთა გავისწორე.
-ჩემი გოგოც მივიყვანე გუშინ , მანაც იცის რაღაცეები იმედია გამოვა რამე - ისეთი თბილი ხმით თქვა რომ წარმოვიდგინე რა კარგი იქნებოდა მისი შვილი .
-რამდენი შვილი გყავთ? -ღიმილით შევხედე.
-ახლა 2 -ხმაში სევდა გაუკრთა და მეც შეშფოთებულმა გავხედე.-2 წელია უფროსი გოგო და მეუღლე დავკარგე ...-ახლა მივხვდი რატომ აქვს ამ ქალს ასეთი სევდიანი თვალები.... თურმე რამხელა ტკივილს ატარებს გულით ...
-ვწუხვარ არ ვიცოდი - დარცხვენილმა ჩავილაპარაკე და თავი დავხარე
-არაუშავს ჩემო გოგოვ - ფართოდ გამიღიმა და სხვა ქუჩისკენ გადაუხვია -აი მოვედით , მეცხრე სართულზე ვცხოვრობ , ერთი კვირა მოგიწევს ლიფტით სიარული .-ლიფტის ღილაკს ხელი დააჭირა და ჩანთიდან გასაღები ამოიღო . უხმოდ მივყვებოდი უკან და ველოდებოდი როდის შემიყვანდა სახლში , მინდოდა მისი შვილების გაცნობაც , არ მაწყენდა ახალი მეგობარი...
-აი ჩემო გოგოვ , კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ოჯახში- სახლში შემიძღვა და მეც ლამაზად მოწყობილ სახლს მოვავლე მზერა . ისეთი კარგი აურა იყო , არ ვიცი რატომაგრამ საშინლად დავწყნარდი, სახლში ზუსტად ისეთი სურნელი ტრიალებდა როგორც ჩემს სოფელში , დიდ მინდორზე რომელსაც უამრავი ყვავილი ამსვენებდა .... ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და კმაყოფილმაგავიღიმე .
-წამო მისაღებში და თავისუფლად , ქირის გადახდა მოგიწევს , უნდა დმეხმარო რაღაცეების შეკერვაში -ხუმრობით მითხრა და მეც გამეღიმა , რა კარგია ეს ადამიანი , მიხარია რომ სახლშიარ დამტოვეს და აქ გამომიშვეს , აქ ხომ ასეთი კარგ... ფიქრები შუაზე გამიწყდა როცა ნაცრისფერ მაისურს მოვკარი თვალი რომელსაც დიდი წითელი ლაქა ქონდა , არ მეგონა გული თუ არ გასკდებოდა , ოონდ ეს არა და სხვა რაც გინდათ
-ჩემი ბიჭისაა , ძალიან უყვარდა ეგ მაისური ერთი კვირის წინ ვიღაცამ წვენი გადაასხა და გამწარებული მოვარდა სახლში - ღიმილით ჩაილაპარაკა და მაისურს ხელი დასტაცა - ვერ მივაჩვიე რომ თავისი ნივთები აქეთ იქით არ უნდა ყაროს .... ვის ახსოვდა ნივთები და ლია დეიდა , გული მიფრთხიალებდა იის წარმოდგენაზე რომ მომავალი ერთი კვირა დემონის სამყოფელში მომიწევდა ცხოვრება ... რა შარში ხამ მაშოოო...კარები დემონმა შემოაღო და როგორც კი დამინახა ელდა ეცა , მერე ისევ უკან გაბრუნდა და ხელახლა შემოვიდა კარებში ,
-არააა- ორივემ ერთდროულად წამოვიძახეთ და ერთმანეთს შევხედეთ
-რაიყო იცნობთ ერთმანეთს?-გაკვირვებული იყურებოდა ლია და თვალებს აქეთ იქით აცეცებდა
-ესაა ქეთოს შვილი? -თითი გამოიშვირა ჩემსკენ და შაკარად დედამისს შეხედა
-კი მაშო ქეთოს შვილია და რა ხდება აქ? -დაეჭვებით გამოგვხედა ორივეს და მაისური ისევ თავის ადგილას დადო .
-რადა ეგ მაისური ამ ქალბატონმა გამიუბედურა - ზიზღით გადმომხედა და მზერა ჩემზე შეაჩერა
-რაიყო გუკა უბრალო მაისურია -მხრები აიჩეჩა და გაბრაზებულმა გახედა დემონს
-უბრალო არაა , მარიამის ნაჩუქარია და შენ - ახლა მე მომიბრუნდა - გირჩევნია ფეხებში არ მომედო ეს ერთი კვირა .- ვერ წარმომიდგენია როგორ შეიზლება ასეთ ადამიანს ასეთი ხეპრე შვილი ყავდეს , თუმცა საოცრად სიმპატიური ... დივანზე დაჯდა და ტე;ლევიზორის პულტს დაუწყო წვალება .
-წამოდი შვილო ოთახს განახებ თორემ ეს ვირი შეგაშინებს , გუკა კიდევ ერთხელ დაელაპარაკები მაშოს ასე და ხმას აღარ გაგცემ - გუკას მკაცრად გადახედა და ნახად მომხვია ხელი წელზე
-კეკეც თქვენი შვილია? -ჩემს ბედზე გაბრაზებულმა ვკითხე და ლიას გავხედე
-ხო ჩემო კარგო საიდან იცნობ? -გაკვირვება ვერ დამალა და ოთახის კარი გამიღო . უბრალო ოთახი იყო , პატარა ერთი საწოლი და უბრალო კარადა იდგა , სამაგიეროდ დიდი ფანჯარა ქონდა რომლის რაფაზეც კარგად მოვთავსდებოდი . მომეწონა ჩემი ერთ ვირიანი სამფლობელო და კმაყოფილმა გადავხედე ლიას .
-მეც ლამარა მასწავლებელი მასწავლის გავუღიმე და ჩანთა საწოლზე დავდე - მშვენიერი ოთახია - კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი მყუდრო ყავისფერ კედლებს .
-ხო ადრე ბავშვების სამეცადინო ოთახი იყო ახლა კიდევ უბრალო ოთახია , გუკა თავის სამფლობელოდან ისვიათად გამოდის კეკე კიდევ ჩემთანაა - ისევ გამიღიმა და კარისკენ წავიდა . -მიდი მოეწყვე და გამოდი ვჭამოთ , ჯერ ისევ დილაა და არ გექნება ნაჭამი-კარი გაიხურა და მეც ჩემს გაურკვეველ ფიქრებთან მარტო დამტოვა . ერთი კვირა აქ უნდა ვიყო ,ერთი კვირა დემონის თვალებს უნდა ვუყურო და ეერთი კვირაა უნდა ვეცადო ენას კბილი დავაირო რომ არაფერი დამიშავოს. სულ ესაა მგონი . ქუდი მოვიხადე და აფორიაქებული გავედი ოთახიდან .
-მაშოოო - კეკე ჩემსკენ გამოიქცა და ხელები გაშალა , მეც აღარ დავაყოვნე და მაგრად ჩავიხუტე პატარა ანგელოზი გულში . აი თურმე რატომ მეცნობოდა მისი თვალები , სულ ლია დეიდას გავს ,ალბად დემონს მამამისის თვალები აქვს თორემ არამგონია ლიას გავდეს . მისარბში კეკესთან ერთად გავედი . დემონი ისევ ტელევიზორს უყურებდა და აშკარა სულ არ აინტერესებდა გარშემო რა ხდებოდა .
-მაშო შენ მართლა ჩვენთან უნდა დარჩე?-გახარებულმა მკითხა და სამზარეულოში ჩემს გვედრით მოკალათდა.
-კი უნდა დავრჩე - მეც გახარებულმა ვუთხარი რადგან ამ სახლში 2 ადამიანია ომელიც უკვე ძაან მიყვარს ხოლო ერთი დემონი . იმედია დამიცავს ეს ორი დემონისგან .
-გუკა არ მეთამაშება და შენ ხომ მეთამაშებიხოლმე ? -მოწყენილმა ჩაილაპარაკა და ხელები მაგიდაზე დააწყო...
-კი აბა რას ვიზამ - მეც გავიკვირვე თიტქოს ეგ როორ მკითხეო და ლიას მოწოდებული თეფშები მაგიდაზე დავაწყვე .
-გუკააა მოდიი -ლიამ ხმამაღლა გასძახა დემონს და ისიც მალევე შემოვიდა ოთახში .ეგრევე მე შემომხედა და თვალის მოუშორებლად დაჯდა სკამზე . ასე ხომ დავიხრჩობი? ორ ლუკმას ვერ გადავყლაპავ , მისი მზერა მწვავს ცხოვრებას მისპობს , რა დავაშავე ასეთი?
-გემრიელად მიირთვით - ღიმილით დამხედა ლიამდა თვითონაცმაგიდას მოუჯდა . ხმას არავინ იღებდა რაც ძალიან მომწონდა .აი დეონის მწველიმზერა კი უკვე აუტანელი იყო . რამდენჯერმე შევხედე და მიხვდა რომ უნდა გაეხედა მაგრამ მაინც მაშტერდებოდა. ჭამის შედეგ გუკა თავის ოთახში ჩაიკეტა , ლია სადღაც წავიდა მე კიდევ კეკეს თმა გავუკეთე და თონიჯებით ვეთამაშე .ესეც ლამაზი კვირა დღე მაშო მეტი რაღა გინდა? ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ჩემს ბედს ვწყევლიდი . გულის სიღრმეში მიხაროდა კიდეც ასე რომ ხდებოდა. მომწონდა დემონის სიახლოვე და მისი შავი თვალებიც საოცრად მომწონდა .
-ლიამ ბალიშები გამომატანა . - ბოხმა ბარიტონმა რომ დაარღვია სიმყუდროვე და ჩემამდე მოაღწია , ისე შემეშინდა რომ რამის რაფიდან გადმოვვარდი .
-შენ დაკაკუნება არ გასწავლეს? -გაბრაზებულმა შევხედე დემონს რომელიც ჩემს მოკლე პიჟამაში გამოწყობილ სხეულს ხარბად ათვალიერებდა .
-როგორც ხედავ არ უსწავლებიათ . - ბალიშები საწოლზე დაყარა და ოთახიდან გავიდა . ასე ნერვები მომესპობა . რა უზრდელია ... და თან როგორ მრცხვენია ასეთ ფორმაში რომ მნახა. ლია ჩემს აზრბს კითხუობს , როგორ მიყვარს ბალიშები , თან ასეთი ფუმფულები როგორიც ესენია , ყველა საწოლზე მიმოვფანტე და საბანში გავეხვიე , უკვე საკმაოდ ცივა თან მე ისეთი მცივანა ვარ , შეიძლება ზაფხულში გავიყინო .... ამ ფიქრებში გართულს და დღევანდელი ემოციებით დატვირთულს ჩამეძინა . ... დილით მზის სხივებს არ გავუღვიზებივარ , არც მაღვიძარას , კეკეს თბილმა ხელებმა გამაღვიძეს , მეც ღიმილით გადავხედე და ცხვირზე ვაკოცე
-დედიკომ თქვა ადგესო დააგვიანდებაო - წკრიალა ხმით დაილაპარაკა და საბანი გადამხადა
-კაი პატარავ ვდგები , - ფართოდ გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი . გარეთ წვიმდა ამიტომ ყველაზე თბილი ჟაკეტი რაც მქონდა ისე ჩავიცვი , კიდევ კარგი წამოვიღე თორემ ხომგავიყინებოდი . აბაზანაში არავინ იყო , მოვწესრიგდი და მისაღებში გავედი , გუკა რარაცას გამწარებული ეძებდა , ერთი სემომხედა და ისევ უჯრებში დაიწყო ქექიალი .
-დილამშვიდობისა - მივესალმე ლიას და სკოლის ჩანთ ავიღე . რა საშინელებაა მთელი წიგნები ამ ჩანთაში მიდევს , მომიწევს ამოვალაგო თორემ ერთი კვირა ასე ვერ ვათრევ.
-დილამშვიდობისა მაშო -ღიმილით მოვიდა ლია და ლოყაზე მაკოცა .-მიდი ზედმეტი წიგნები ამოალაგე და აი იქ თაროზე დააწყვე . -თაროზე მიმითით და ისევ სამზარეულოში გაბრუნდა . მეც თაროსკენ წავედი და წიგნების ამოლაგება დავიწყე .
-გამოიწიე - უხეშად გამკრა ხელი დემონმა და აქეთ გამომწია , მისი შეხება როგორც კ ვიგრძენი თითქოს დენმა დამარტყა და ტანში ჟრუანტელმა დაიარა , ესუკვე საგანგაშოა , რატომ მემართება ასე?
-ეი მეტკინა -გაბრაზებულმაშევხედე და ახლა მე გავწიე .
-გითხარი გაიწიეთქო -ისევ გამაგდო და ჩემს ადგილას დადგა
-ჯერ წიგნებს დავაწყობ და მერე გავიწევი -გაბრაზებულმა ვუთხარი და ისევ მხარზე მივაწექი . ადგილიდან ვერ დავძარი . -ახ გაიწიე - გაბაზებულმა გავუშვი ხელი და ახლა მხრით მივაწექი
-მისმინე მაგ ჭიდაობას გირჩევნია დამითმო ადგილი - თვალი ჩამიკრა და თაროზე ხელების ფათური დაიწყო
-უხეში - ჩემთვის ჩავილაპარაკე და წიგნები კარგად დავიჭირე
-სიტყვები ! - გამაფრთხილებლად ამიწია თითი და იქაურობას გაეცალა .გულში გავაჯავრე და წიგნები თაროზე ლამაზად დავაწყვე . მერე სამზარეულოში ცოტა შევჭამეთ და დემონთან ერთად გავედი სახლიდან . ყურადღებას არ ვაქცევდი , მე კიბეებით დავეშვი ის კიდევ ლიფტს დაელოდა , რამოდნიმე ნაბიჯით გავასწარი სადარბაზოდან და იქვე გავქვავდი ცემსკენ მომავალი დათო რომ დავლანდე .
-აბა ფისოო საით გაგიწევია? -ირონიული ღიმილით მომიახლოვდა და მეც რამდენიმე ნაბიჯით უკან წავედი
-დათო თავი დამანებე - აკანკალებულმა ამოვილაპარაკე და დათოს შიშით გავხედე .
-ხომ გაიგე რაც გითხრა? -გაბრაზებული დემონის ხმა რომ გავიგე გულზე მომეშვა და ოდნავ დავწყნარდი
-შენ ვინ ხარ ვაბშე? - ზიზღით აათვალიერა გუკა და მხარზე ხელი მომიჭირა . ტკივილისგან ერთი ამოვიკვნესე და ნიანგის ცრემლები გადმოვყარე .
-ან გაუშვებ ან არადა გაიგებ ვინც ვარ ! - დემონმაც ზიზღით ამოილაპარაკა და კიდევ უფრო მიუახლოვდა დათოს , მანაც ხელი გამიშვა და საყელო გაისწორა .
-ამჯერად ასე იყოს , სხვა დროს ვერსად გამექცევი - ჰაეროვანი კოცნა გამოიგზავნა და წავიდა .
-ესაა ის ახვარი? ვიღაც დათო? -ჩემს წინ დადგა და ატირებული რომ დამინახა სახეზეფერი ეცვალა . -კარგი ნუ ტრიხარ რა ... - ხვეწნით ამოილაპარაკა და მხარზე ხელი მომკიდა . მეც ცრემლები შევიმშრალე და გაკვირვებულმა ავხედე .
-მომეცი შენი ტელეფონი ერთ წამს - მისმ ნათქვამმა გამაკვირვა მაგრამ ტელეფონი მაინც გავუწოდე , ეკრანს რამდენჯერმე შეახო ხელი და ტელეფონი უკან დამიბრუნა - მისმინე , შეიძლება ცუდად გექცევი , ვერ მიტან და ასე შემდეგ მაგრამ იცოდე თუ სადმე გადაეყრები მაშინვე მომწერე ან დაირეკე , უბრალოდ ზარი გამოუშვი , ვიცი რაც მოხდა და რატომაც გეშინია ამ ტიპის ასე , ქეთომ თქვა დედაჩემთან და მეც შემთხვევით გავიგე . და სანამ მე ცოცხალი ვარ ვერაფერსდაგიშავებს !- ბოლო სიტყვები მკვეთრად წარმოთქვა და გაკვირვებისგან ენაგადაყლაპულს შემომხედა . -წავედით დავაგვიანეთ და ნუღარ ტირიხარ - ხელით მიბიძგა და მეც უკან გავყევი . სკოლამდე ვსრუკუნებდი და ცრემლებს ვიწმენდდი , აღარ მინდოდა მეტია მაგრამ არ ვიცი რატომ , ალბათ დმონის ნათქვამი სიტყვების მერე უარესად მინდოდა ტირილი , თუ ვერ მიტანს და ასე მექცევა , ჩემზე რატომ ნერვიულობს? უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა მიჩნდებოდა და სულ უფრო და უფრო ზრდიდა დემონის ადგილს ჩემს გულში . ელენე არ იყო სკოლაში რამაც კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე დამაყენა , გეოგრაფიის მასწავლებელმაც ჩემს ნერვებზე ითამაშა , დემონიც აღარ დამინახავს რადგან კლასიდან არ გავსულვარ , კლასიდან რა საერთოდ ერხიდანაც არ ავმდგარვარ. ბოლო გაკვეთილს უკვე ძილ ბურანში მყოფი ვუსმენდი და ზარის დარეკვას სულოუთქმენლად ველოდი . კარებთან დემონი დამხვდა , მაგრამ არც გაუღიმია და არც არეფრი უთქვამს , სახლამდე ხმას არ იღებდა , ეზო კარგად მოათვალიერა რაც არ გამომრჩენია მაგრამ არაფერი მითქვამს . სახლში მისულებს როგორც ყოველთვის ლია ღიმილით შემოგვეგება , კეკე ბაღშიიყო , და საღამომდე ვერ ვნახავდი .
-აბა მაშო რა ქენი დღეს? -თეფში წინ დამიდგა ლიამ და ჩემს გვერდით დაჯდა . დემონიც მაგიდასთან იჯდა მაგრამ ხმას არ იღებდა . როგორ შეუძლია ამდენ ხანს ჩუმად იყოს ვერ ვხვდები .
-რავი არაფერი , ერთადერთი ადამიანი ვისაც ვიცნობდი არ იყო , ერთ ბიჭსაც ვიცნობ მაგრამ ისიც არ გამოჩენილა , საშინელი დღე იყო.... -უხალისოდ ამოვილაპარაკე და ჩაი მოვსვი .
-კაი ბიჭია? -ღიმილით მკითხა ლიამ და თვითონაც ყავა მოსვა . დემონმა მე შემომხედა ალბად აინტერესებდა რას ვიტყოდი .მეც გავიღიმე და ღიმილით დავიწყე
-კი ძაან საყვარელი და ზრდილობიანია , სიმპატიურიცაა მაგრამ ერთი დიდი ნაკლი აქვს - ღიმილით ჩავილაპარაკე და წარბებშეკრულ დემონს გადავხედე .
-რა ნაკლი? -გაკვირვებულმა შემომხედა და ფინჯანი მაგიდაზე დადგა .
-ქერაა - მხრები ავიჩეჩე და ნამცხვრის ჭამა დავიწყე რომელიც საოცრად გემრიელად გამოიყურებოდა .
-არ მოგწონს ქერა ბიჭები? -სიცილით მკითხა და თვითონაც ნამცხვრის ჭამა დაიწყო . უჩვეულოდ მომღიმარ დემონს გავხედე რომელიც ისე საყვარელი იყო რომ მინდოდა მაგრად მომეხვია ხელები კისერზე .
-მომწონს რა არ დამცინოთ ლია დეიდა , რო ვუყუებ ასე მგონია ყველა სიტყვას მატყუებენ , ქერა და წითური ხალხი ყოველთვის უნდობლობას იწვევნ ჩემში - გუკა უკვე პირგახეული იჯდა . გაკვირვებული ვუყურებდით მეც და ლიაც .
-რა გაცინებს? -წარბები შევკარი და ისე გავხედე
-იცი ლია რამდენი წლისაა დეიდას რომ ეძახი? -ისევ გაიცინა და ხელები მაგიდაზე დააწყო. ლიამახ გაიცინა და მე შემომხედა. უარის ნიშნად თავი გავაქნიე დაგუკას გავხედე - 34 წლისაა და ნუ დამიბერე დედიკო -ისევ გაიცინა და ფეხზე წამოდგა . იმ დღეს აღარაფერი მომხდარასაინტერესო , მე ვიმეცადინე და მერე ცოტა ხანს ლიასთან ერთად ვკერავდი , კეკე გუკამ მოიყვანა ბაღიდან , მერე კეკესაც ვეთამაშე და საღამოს საკმაოდ დაღლილი დავჯექი დივანზე ლიასთან ერთად .
-უფ შეკვეთები დავამთავრე , ესეც ასე ჩემო მაშო , შენც დაგღალე .- დაღლილმა გამიღიმა და ჩვენსკენ მომავალ გუკას გახედა .
-რამეს ვუყუროთ? -დისკებს გადაავო გუკამ თვალი და ელევიზორთან მივიდა .
-მე მეძინება დე უნდა დავიძინო თან კეკეც მარტოა ოთახში და არ შეეშინდეს - ფეხზე წამოდგა ლია და ოთახიდან გავიდა .
-შენ უყურებ? -მზერა ჩემზე გადმოიტანა და ინტერესით შემომხედა. თავი დავუქნიე და დივანზე კარგად მოვკალათდი .
-ხომ არ გეშინია? ცოტა საშიში ფილმია და იმედია გული არ გაგისკდება - ცინიკური ღიმილით გადმომხედა და ჩემს გვერდით დაჯდა .
-არა რისი უნდა მეშინოდეს - მეც გავიცინე და ეკრანს შევხედე .
-რავიცი ვნახოთ - მხრები აიჩეჩა და საზურგეს მიეყუდა .
-ჩაი გინდა? -გადავხედე და ფეხზე წამოვდექი .
-კი მინდა - შემოუხედავად მითხრა და დაწყება გადაახვია . მეც მალევე დავბრუნდი სამზარეულოდან და ჩით სავსე ფინჯანი გავუწოდე. მადლობაო ხმადაბლა მითხრა და იქვე მიდებული პლედი გადმომაწოდა . მეც გავშალე და ორივე კარგად მოვკალათდით . დაიწყო , მაგრამ ისეთი დებილობა იყო , სულ სისხლი , რაღაც არაამქვეყნიური არსებები და უაზრობები , უბრალო პატარა ბიჭმაპირიდან ცეცხლი გამოაფრქვია და მეც სიცილი ამიტყდა , მთელი ოცი წუთი ვცდილობდი თავი შემეკავებინა და სიცილი არ ამეტეხა მაგრამ აი ამ სსულელეზე მაგრად ავხარხარდი. გიჟივით მიყურებდა გუკა და ჩემს რეაქციაზე ეცინებოდა .
-რა გაცინებს? -ღიმილით მკითხა გაოგნებულმადა შემომხედა .
-რა სისულელეა , როდის იყო ბავშვებიპირიდან ცეცხს აფრქვევდნენ და ზომბებს წვავდნენ - ისევ გამეცინა და თვალებიდან წამოსული ცრემლები მოვიწმინდე .
-გიჟი ხარ - თავის ქნევით ჩაილაპარაკა და ისევ ტელევიზორს გახედა . ჩემთვის ეს ერთი ნაპერწკალი იყო საჭირო რო მერე მთელი საათნახევარი სიცილი აღარშემიწყვეტია . ბოლოს ფილმიც დამთავრდა და გასუსულ დემონს გადავხედე რომელიც ჩემს სიცილს შეეცვია და რეაქცია აღარ ჰქონდა .... შევხედე და საამო ღიმილმა გამიპო ბაგე , პატარა ბავშვივით ეძინა , თავი დივნის სახელურზე ედო და ამხელა ორმეტრიან ადამიანს პატარა ბავშვივით მოკუნტულს ეძინა . ცოტა ხანს ვუყურებდი როგორ აცმაცუნებდა ტუჩებს ძილში და მის გულიცემას ვითვლიდი , მერე გამახსენდა ომ უკვე ძაან გვიანი იყო თან საკმაოდ ციოდა და უნდა გამეღვიძებინა. ლოყაზე ხელი ფრთხილად შევახე და ხმადაბლა დავუძახე
-ჰეი , გაცივდები გაიღვიძე- ნაზად ჩავილაპარაკე და ღიმილით შევხედე . ნელა გაახილა თავისი დიდრონი შავი თვალები და მანაც გამიღიმა . მეფეხზე წამოვდექი და პლედი ლამაზად დავკეცე .
-ტკბილი ძილი- მხოლოდ ეს ორი სიტყვა ითხრა ძილისგან დაბოხებული ხმით და ოთახისკენ წავიდა. მეც ოტახისკენ წავედი და საოცრად გამთბარს , დემონით გამთბარს ჩამეძინა ...
6
ისევ საშინელი სიზმარი ვნახე და ყვირილით წამოვვარდი საწოლიდან . საბანს ისე ვიყავი ჩაბღაუჭებული ხელები მტკიოდა. ღრმად ვსუნთქავდი რომ გულის ცემა დამერეგულარებინა , ცოტა ხანში დავწყნარდი და ფეხზე წამოვდექი , ფანჯრის რფაზე მოვკალათდი და პლედში მაგრად გავეხვიე , ასეთ დროს დედას ოტახში გავდიოდი და შუაში ვწვებოდი, დედის ერთა ვარ და ვერ ვიტყვი ძალიან მანებივრებდნენ , მგონი ძალიან მკაცრადაც მზრდიდნენ რის გამოც მადლობას ვუხდი , არასდროს ვყოფილვარ თავხედი და განებივრებული ,ჭირვეული ბავშვი მაგრამ დამჯერიც არ ვიყავი მითუმეტეს როცა ლუკას ავიყოლიებდი და ათას სისულელეს ვაკეთებდით ერთად . ტელეფონის ეკრანს დავხედე და თვალები ცრემლით ამევსო, 25 ოქტომბერი . დღეს ჩემი ბიჭის დაბადების დღეა. არ ვიხსენიებ წარსულში რადგან ის სულ ჩემშია! ცხელმა სითხემდამისველა ლოყები და თვალთახედვა დამიბინდა. იქვე დადებულ ბალიშს ჩავეხუტე , ყველამოგონება ერთად ამომიტივტივდა გონებაში , მახსოვს 19 წლის რომ იყო გოგოსთვის სიყვარული უნდა აეხსნა , ისე ნერვიულობდა ... ბავშვობის სიყვარულისთვის თავისი გრძნობების შესახებ უნდა ეთქვა . თავის მანქანასთან ვიდექით და ის გოგო რომ წამოვიდა ჩვესკენ მე მანქანას ამოვეფარე . ჩუმად ვუყურებდი და ის გოგო რომ ჩაიხუტა და ხელში აიყვანა , მაინც და მაინც მაშინ ამოვყავი თავი და დამინახა . რამდენი ვიცინეთ მერე ლიკუნაც სულ ჩვენთან ერთად იყო მაგრამ ლუკას სიკვდილის შემდეგ გემანიაში წავიდა ... ვეღარ გაუძლო უმისობას ... ერთხელ ჩხუბი ჰქონდა და ერთ -ერთმა ძმაკაცმა დამირეკა , ჩხუბი აქ მარტოა და რამეს დაუშავებენო . მთელი უბნის ბიწები შევკრიბე და თავზე დავადექით . რო დამინახა თვალებიდან ლამის ნაპერწკლები გადმოყარა სიხარულისგან .... უკვე ხმამაღლა ვტიროდი და ფუმფულა ბალიშსაც ვასველებდი , მერე ცოტა ხმას დავუწიე , გამახსენდა რომ სახლში არ ვიყავი და უკვე სლუკუნი გავაგრძელე...როგორ მინდა ახლა აქ მქონდეს ჩემი როიალი , ხომ მივუჯდებოდი და დავიწყებდი დაკვრას, გადავიკარგებოდი მუსიკის ჰანგებში და წამიერად მაინც ვიგრძნობდი ბედნიერებას ... თუ გინდა რომ ბედნიერი იყო,მთელი არსებით უნდა მიეცე საყვარელ საქმეს.მაშინ დრო აღარ დაგრჩება იმის სარკვევად ბედნიერი ხარ თუ არა... მეც ასე ვარ როცა როიალზე ვუკრავ ბედნიერებაში ვიკარგები და ვივიწყებ ყველა ტკივილს ... საყვარელი მელოდიის ღიღინი დავიწყე და ლუკაზე ფიქრებში გართულს ფანჯრის რაფაზე ჩამეძინა ...
დილით ისევ თბილმა ოღონდ ამჯერად უფრო უხეშმა ხელებმა გამაღვიძეს ... ფრთხილად წამოვწიე გაშეშებული კისერი და წარბშეკრული დემონი რომ დავინახე გულში საოცარი სითბო ჩამეღვარა... თვითონ აშკარად გაბრაზებული იყო
-აქ აღარ დაიძინო , გაცივდები ისედაც გალურჯებული ხარ ვერ გრძნობ რომ გცივა? -გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა .
-ცუდი სიზმარი ვნახე და მერე ეტყობა აქ ჩამეძინა - ფეხზე წამოდგომა ვცადე მაგრამ ისე ვიყავი გაყინული და დაბუებული რომ ტკივილნარევი კვნესა აღმომხდა ... ისეთი შეშინებული მიყურებდა რომ არა საშინელი ტკივილი ალბად სიცილს ავტეხდი .
-რა მოგივიდა? კარგად ხარ? -წამოდგომაში დამეხმარა და საწოლზე გადამსვა . სიცივისგან და მისი სიახლოვისგან გაბრუებულს უკვე საგნები ორად მეჩვენებოდა . აქამდე რატომ ვერ ვგრძნობდი მის ასეთ გამაბრუებელ სურნელს? ან შეიძლება ვგრძნობდი და არ ვიმჩნევდი... უბრალო შავი მაისური ეცვა , რომელიც მის დაკუნთულ სხეულს ხაზს უსვამდა და მკრთალ შუქზე მაინც საოცრად მიმზიდველ სანახაობას ქმნიდა . მოკლედ შეჭრილი თმა საყვარლად აჩეჩვოდა და ძილისგან დასიებული თვალები რომლებშიც ორი შავი ირისი ბუდობდა ლამაზად მიმზერდნენ .
- უბრალოდ ყველაფერი მტკივა - ჩემს ნათქვამზე გაიცინა და ჩემს წინ დადგა .
-ეგ უბრალოდაა? -ისევ გამიცინა და პლედი მომახურა .ახლაღა მივხვდი რა ფორმაში ვიყავი და სახეზე ჭარხალივით წამოვწითლდი , მოკლე პიჟამას შორტი რომელიც საცვალს უფრო გავდა და ტანზე მომდგარი უბრალო მაისური . ოხ მაშო ჯანდაბა !
-ლია და კეკე სადარიან? ან შენ რატომ შემოგიშვეს აქ?-გაბრაზობულმა ავხედე და პლედი მთელს სიგრძეზე ავიფარე
-არ არიან , ადრე გავიდნენ , ლიას რაღაც საქმეები ქონდა მერე კეკე ბაღში უნდა წაიყვანოს . და შენ რატომ ტიროდი? -ცალი წარბი ამიწია და ისე დამხედა მაღლიდან. თავი ჩავღუნე და ვიგრძენი კიდევ ერთხელ როგორ გაიხსნა გლში უზარმაზარი ჭრილობა .
-გრძელი ამბავია ... სკოლის მერე შეგიძლია სასაფლაოზე წამიყვანო? - აცრემლებული თვალებით ავხედე და მისი საოცრად გაკვირვებული მზერა დავიჭირე.
-კი წაგიყვან . მაგრამ გზაში მომიყვები ! - გამაფრთხილა და კარისკენ წავიდა - მიდი ჩაიცვი და წავიდეთ თორემ დავაგვიანბთ . - ნაზად გამიღიმა და გავიდა. როგორ უხდება ღიმილი , ნეტავ ასე იშვიათად არ იღიმოდეს ...მეც წამოვდექი , ცხელმა შხაპმა ცოტა აზრზე მომიყვანა , მერე უბრალო ჯინსი , ნაცრისფერი ზედა და შავი ჯაკეტი ჩავიცვი. თმა არ გავიშრე , არასოდეს ვიშრობ და არც ახლა დავარღვიე უცვლელი კანონი. მერე დედამ დამირეკა , აინტერესებდა როგორ ვიყავი . როგორც ყოველთვის არ დავიწყებია ლუკას დაბადების დღე რომ იყო და ბევრი არ ინერვიულო გთხოვო. მეც ბებო მოვიკითხე და ათასი დარიგების მოსმენის შემდეგ დავკიდე ყურმილი. ოთახიდან, რომ გავედი დემონი უკვე კარებში იდგა და სახლსი გასაღებს აწვალებდა .
-შენ რა ეგრე მოდიხარ? -თვალები ისე დამიქაჩა მეგონა გადმოსცვივდებოდა .
-რამე მისვია? -ტანსაცმელზე დავიხედე და მერე ისევ გაკვირვებულმა ავხედე . ერთი ამოიოხრა , მერე ფრთხილად მომიახლოვდა და კაპიშონი გადმომაფარა, თავიდან ვერ მივხვდი რას აკეთებდა , მისმა სიახლოვემ და სურნელმა ისევ გამაბრუა , მაგრამ როცა თავზე ქუდი წამომაფარა გამეღიმა და თავის ქნევით ავხედე უჩვეულოდ მომღიმარს.
-პატარა ბავშვის სუნი გაქვს - სიცილით მიჩქმიტაცხვირზე და კარებისკენ წავიდა. მისი საქციელით დაბნეული გავყევი და გვერდში ამოვუდექი.
-მე მომწონს - მხრები ავიცეჩე და ჩემს სველ თამს ვუსუნე
-მე ვთქვი არ მომწონსთქო? პირიქით - ისევ გამიღიმა და ცალი ლოყა საყვარლად ჩაეჩუტა . ოხ როგორ მინდა ახლა ხელები მოვხვიო და მაგრად ვაკოცო იმ ლოყაზე ... თავი გავიქნიე და საკუთარი ფიქრების გააზრებაზე სახეზე წამოვწითლდი.
-გრძელი ისტორიის მოსამენად მგონი დრო გვაქვს . მისი გისმენ - ინტერესით სავსე თვალებით შემომხედა. მე ისევ საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულში და თვალები ცრემლებით ამევსო.
-სხვა დროს მოგიყვები კარგი? -ცრემლები მოვიწმინდე და ავხედე .
-არ იტირო და თუ გინდა სულ ნუ მომიყვები - საოცრად თბილი ხმით წარმოთქვა და ასევე თბილი თვალებით დამხედა . თავი დავუქნიე და ჩემსავით ატირებულ ცას ავხედე . სკოლამდე ჩუმად ვიყავით , მერე უბრალოდ გავუღიმე და კლასში შევედი . ელენე რომ დავინახე ღიმილით წავედი ჩემი მერხისკენ ,
-მაშოო მომენატრე გოგო - სიცილით მითხრადა მაგრად ჩამხუტა .
-რატო არ იყავიი? მარტო რომ დამტოვე - გაბუტულმა გავხედე და მის სახეზე მაინც გამეცინა .
-რავი გოგო ვერ ვიყავი კარგად . შენ რასშვრები აბა? -მე რას ვშვრებიი? , აბა რას შვრები მაშო? ამ კითხებს რა ვუპასუხო? მეც არ ვიცი რა მჭირს და როგორ ვარ . სხვას როგორ ვუპასუხო?
-რავი ელე , ჩემები სოფელში წავდნენ , მე კიდევ გუკას დედასთან დამტოვეს , ანუ გუკასთან მომიწევს ცხოვრება 1 კვირა, კიდევ დათო გამოვიდა ციხიდან- ბოლო სიტყვები ხმადაბლა ჩავილაპარაკე .
-მოიცა მოიცა თავიდან და დათო ვინაა? -გაკვირვებულმა შემომხედა და მოსასმენად მოემზადა. მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი და აშკარად გაოცებულს გავხედე .
-ოუუუ შიიტ - სასაცილოდ ჩაილაპარაკა ინგლისური აქცენტით და მეც გამაცინა . -გოგო რავი ზოგი რაღაც მაგარია ზოგი საშინელებაა , დედა რეები ხდებაა. ხედავ შეენ?-ისევ გაოცებულმა შემომხედა .
-მეც არ ვიცი ელე რეები ხდება - თავის ქნევით ჩავილაპარაკე და მომავალ მასწავლებელს გავხედე . ძირითადად სულ ვლაპარაკობდით . მასწავლებლისთვის არც მომისმენია ისე გავიდა 3 გაკვეთილი. ელეს დედა ორსულადაა , თან ეს შტერი შეყვარებულია თავის მეზობელზე რომელსაც არც კი ცინობს და უამრავი წვრილმანი რომელზეც 3 გაკვეთილია გაუცერებლად ვლაპარაკოთ. აი ადამიანი რომელსაც ამდენი ხანია ვეძებ . მე ჩემი სერიოზულობით ვავსებ ის თავისი მხიარულებით და მაგრად მიყვარს უკვე ეს ადამიანი.
-წავიდეთ ბუფეტში? მშია დილით ვერ ვჭამე - ელეს გავხედე და ჩანთიდან ფული ამოვიღე. მანაც თავი დამიქნია და ბუფეტისკენ ავიღეთ გეზი . დემონიც შევამჩნიე თავის ძმაკაცებთან და უბრალოდ გავუღიმე , აი თვითონ კი მზერას არ მაშორებდა და ისე ელაპარაკებოდა ბიჭებს .
-მაშოო - ღიმილით წამოვიდა გიორგი ჩემსკენ და ჩამეხუტა . მე ცივად შევხვდი და უბრალოდ გადავკოცნე .
-როგორ ხარ აბა შე დაკარგულო? -ჩემს გვერდით დაჯდა და ხელი გადამხვია . ამ ქმედებაზე ნერვები მაგრად მომეშალა და უხეშად მოვიშორე მისი ხელი. თან დემონის შავი და მოელვარე თვალები მოქმედების უნარს მიკარგავდა რომლებიც გიორგის გამოჩენის შემდეგ დაჟინებით მიყურებდნენ .
-რა ცივი ხარ გოგო რაიყო? დაგიშავე რამე? -გაბრაზებულმა მკითხა
-ოო გიო რა უნდა დაგეშავებინა , მძიმე ხელი გაქვს რა - ღიმილით ვცადე სიტუაციის განმუხტვა და ალუბლის წვენი მოვსვი.
-აბა დღეს რას შვრებით? - მანაც მოსვა წვენი და ჯერ მე მერე ელენეს გახედა.
-მე არ მცალია საქმეები მაქვს - უბრალოდ ჩავილაპარაკე
-ეე კაი რა მეთქი საღამოს გავისეირნებდით - აბლითა ტუჩი წინ გამოწია და მერე ისევ გამიღიმა
-შენ და ელემ გაისეირნეთ - ისევ ელეს ვახედე რომელიც თვალებს მიჭყიტავდა და მოგკლავო ხელით მანიშნებდა .
-ე კაი რა შენც წამოდი
-კაი ვეცდები , თუ მოვახერხე გამოვალ - მეც გავუღიმე და ჩვენსკენ მომავა დემონს გავხედე . ერთხელ გადახედაგიორგის და მერე მე მომიტრიალდა .
-წამო ერთ წამს - ისევ გიოს გახედა და ზურგზე ხელი შემახო . მეც წამოვდექი და უკან გავყევი
-მშვიდობაა? - გაკვირვებულმა ავხედე
-ცოტა ხნით პარაზიტს მოგაშორებ და ბიჭებს გაგაცნობ - ისე თქვა არ შემოუხედავს . ბიჭებმა გამიღიმეს და მომესალმნენ . მეც იგივე გავაკეთე და დემონის გვერდით დავჯექი .
-მოკლედ ეს მაშოა მაისურთგამანადგურებელი , ეს ლუკაა - მწვანეთვალება , სავგვრემან ბიჭზე მიმითითა და მერე მეორეზე უფრო ღია კანიანსა მაგრამ ყავისფერ თვალებიანზე მიმანიშნა - ეს აკოა .
-სასიამოვნოა - სამივემ ერთად ჩავილაპარაკეთ და აწითლებულმა და გაბრაზებულმა გავხედე დემონს წეღანდელი საქციელის გამო .
-ნუ გაუბრაზდები ჩვენ ვუთხარით გაგვაცანიო , ახლა ხო შენი ძიძაა და ჩვენც დამხმარეები ვართ . - სიცილით მითხრა აკომ და ლუკას მხარი გაჰკრა .
-მართლა ძიძა გამოდიხარ - მეც სიცილით გავხედე გაბრაზებულ დემონს და ისევ ბიჭებს მივუბრუნდი -ისე დედაჩემი კარ ანაზღაურებას უხდის და თქვენც გაგიყობთ , არადა არაა ღირსი , სულ მწარე სიტყვებს ამბობს და წეღანაც დაუკითხავად წამომიყვანა მეგობრებიდან , მოკლედ მკაცრია რა - ისევ სიცილით ვთქვი და ახარხარებულ ბიჭებს გავხედე . დემონი ხმას არ ირებდა . ხანდახან გამომხედავდა და იღიმოდა... მთელი დავენება ბიწებთან ერთად ვიჯექი , მერე ელენეც შემოგვიერთდა და მასაც გავაცანი სამივე . ბოლოს ზაის ხმამ დაგვშალა და ჩვენც კლასებისკენ წავედით .
-თურმე არ ყოფილა ცუდი ადამიანი - გაკვირვებულმა შემომხედა ელენემ და წარბები ამითამაშა .
-ოო ელე ჩემიც მეყოფა უფრო ნუ მირევ ტვინს - მეც სიცილით ვუთხარი და ინგლისურის წიგნები ამოვალაგე . სკოლის მერე გუკამ სახლამდე უხმოდ მიმაცილა . არ ვიცი რატომ მაგრამ ვერ იყო ხასიათზე .
-მიდი ჩაიცვი და წავიდეთ - ოთახში მიმავალს შემახსენა რომ სასაფლაოზე უნდა წავეყვანე .მეც მალევე გამოვიცვალე და ისევ ცარიელ მისღებში გამოვედი . ლია ისევ არ იყო სახლში და დემონის საშინელი ხასიათიც ჩემს ნერვებზე მოქმედებდა . სადარბაზოდან რომ გავედით გაჩერებისკენ წავედი მაგრამ გუკამ კაპიშონი დამიჭირა
-რას აკეთებ? -გაკვირვებულმა ვკითხე და მოვტრიალდი
-მანქანით წავალთ
-ვისი მანქანით? -გაკვირვებულმა ვკითხე და გარაჟში მდგარ BMW მარკის შავ მანქანას შევხედე .
-ოო მაშო რანაირ კითხვებს სვამ . ჩემია 18 წლის ვარ გოგო რაიყო? - ღიმილით მითხრა და მანქანის კარი გამიღო . მეც ჩავჯექი და გუკას სურნელით გაჟღენთილი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. მიკვირდა ამ მანქანის არსებობა. ალბად გუყკას მამა შეძლებული კაცი იყო .
-ხო მამაჩემის იყო და ახლა ჩემია , კომპანიის მმართველის ადგილიც ჩემია მაგრამ ჯერ ვერ შევძლებ ამიტომ ბიძაჩემი აკონტროლებს ყველაფერს - მხრების აჩეჩვით ჩაილაპარაკა და მანქანა დაქოქა
-მოიცა შენ რა აზრებს კითხულობ? -გაკვირვებულმა გავხედე და გავუღიმე
-სახეზე გეწერა რაც გაინტერესებდა - თვითონაც გამიღიმა და გზასგახედა . აღარც გზაში შეუწუხებია თავი ლაპარაკით რაც ჩემს ნერვებს ანადგურებდა . სასაფლაოს შესასვლელთან გაჩერა მანქანა და გამომხედა
-მეც გადმოვიდე? ხო კარგად ხარ?
-არა იყავი , მალე მოვალ . - ოდნავ გავუღიმე და ნაცნობი ადგილისკენ ავიღე გეზი. საფლავის ქვაზეც საოცრად ლამაზი იყო ჩემი ბიჭი . ისე საყვარლად მიღიმოდა. ფრთხილად მოვწმინდე სურათს მტვეი და მთელი ამ დღეების ნაგროვები ამოვხეთქე და ამოვხეთქე . ცრემლები ნიაღვრად მომდიოდა თვალებიდან და ვერვგრძნობდი დრო როგორ გადიოდა. სულ გადამავიწყდა ყველა და ყველაფერი . უბრალოპდ ვლაპარაკობდი და თითქოს ლუკას რჩევებს ვისმენდი . ვგრძნობდი რომ ის ჩემთან იყო . თბილი ხელის შეხება რომ ვიგრძენი მთელს ტანში ჟრუანტელმა დამიარა და ჩემს უკან მდგომ დემონს გავხედე .
-ცივა მაშო უკვე , 2 საათი გავიდა . ცოდო ხარ წამოდი რა - საოცრად დამთბარი ხმით მითხრა და თავისი მოსაცმელი მომახურა . უბრალოდ თავი დავუქნიე და აკანკალებული წამოვდექი ფეხზე . სიარული მიჭირდა და ისევ ნიანგის ცრემლებით ვტიროდი.
-მაშო გთხოვ კარგი რა . ან მომიყევი იქნებ გულზე მოგეშვას , ნურარ ტირიხარ რა , - ცრემლები მომწმინდა და სახეზე ჩამოშლილი თმა ნაზად გადამიწია. მე მისი საქციელით უფრო გუაჩუყებულმა ტირილს ვუმატე და ხელის გულებით მოვიწმინდე ცრემლები - მოდი ჩემთან - ხმადაბლა ჩაილაპარაკა და გულზე მიმიკრო ... ისე მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის რომ სუნთქვა შევიკავე და რამოდენიმეჯერ დავხუჭე თვალები ... მისი საოცარი სითბო მეც გადმომედო და სულში შეაღწია, მაგრად მოვხვიე ხელები და ის ოცნება ავიხდინე რომელზეც ეს ორი დღეა ვოცნებობ . დიდხანს ვიდექით ასე და მის ცხელ სუნთქვას კისერთან ვგრძნობდი , მის გულისცემასაც ვგრძნობდი რომელიც ჩემს გულიცემაზე ჩქარი იყო და სიხარულს იწვევდა ჩემში. ცრემლები გაჩერდა და ტირილიც შევწყვიტე .
-აი ასე , კარგი გოგო ხარ , წამოდი წავიდეთ თორემ ლია ინერვიულებს ...- მანქანამდე ხელმოხვეულმა მიმიყვანა და კარი გამიღო . გზაში ლუკაზე ვუყვებოდი მაგრამ ახლა უკვე ღმილით , აღარ ვტიროდი და ისიც თბილი თვალებით გამომხედავდა ხოლმე , ბევრი ვაცინე რადგან ბევრი ისტორია მოვუყევი რაც ლუკასთან მაკავშირებდა , გუკაც ავალაპარაკე , თვითონაც მიყვაბოდა რაღაცეებს მაგრამ შუა გზაში ტელეფონზე ვირაცამ დარეკა
-გისმენთ .... - არა მცალია ....- კი მაგრამ როდის? ....- მოვდივარ - ბოლო სიტყვა გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა და საჭეს ხელი დაჰკრა .
-მშვიდობაა? -შეშინებულმა გავხედე
-მისმინე სახლამდე მიგიყვან და უნდა წავიდე , ლიას უთხარი რომ დამაგვიანდება - ისევ გზას გახედა და სიჩქარეს უმატა . უბრალოდ თავი დავუქნიე და ხმა აღარ ამომიღია . სახლში ასვლამდე მადლობა გადავუხადე და თუ ბოლოს არ ჩავთვლით დღევანდელი დღით კმაყოფილი ვიყავი .
-მაშოო სად ხართ ამდენ ხანს? გუკა სადაა? -ლია გადავკოცნე და კეკეს მაგრად ჩავეხუტე.
-სასაფლაოზე წამიყვანა დღეს ლუკას დაბადების დღეა, და მერე მითხრა დამაგვიანდებაო ლიამ არ ინევიულოსო - ერთიანად მივაყარ და სამზარეულოსკენ ავიღეთ სამივემ გეზი.
-საჭმელი მაინც ეჭამა გამაგიჟებს ეგ ბიჭი - თავის ქნევით ჩაილაპარაკა და მაგიდის გაშლა დაიწყო - მე კიდე თქვენ გელოდებოდით
-მაშოო მე იცი ახალი სიმღერა ვისწავლე - საყვარლად მითხრა კეკემ და სიმღერა დაიწყო. ამ ბავშვით საოცრად გაოცებული ვარ , ისეთი წკრიალა ხმა აქვს ბევრი ჩამოყალიბებული მომღერალი ვერ შეედრება . ბოლოს მეც და ლიამაც ტაშით დავაჯილდოვეთ და ორივემ ვაკოცეთ რიგრიგობით ფუმფულა ლოყებზე .
- მიხარია გუკამ რომ გაგიგო , თითქოს უფრო ხალისიანი გახდა ... - სიხარულით ჩაილაპარაკა ლიამ და გამიღიმა . წამოწითლებულმა უბრალოდ გავუღიმე და ჭამა გავაგრძელე. მერე დავალებები დავწერე და საათს რომ დავხედე გაკვირვებულმა დავაჭყიტე თვალები . 12 საათი სრულდებოდა და გუკა არ იყო ჯერ მოსული , მისაღებში გავედი და იქაც რომ სიცარიელე დამხვდა ისევ ოთახში დავბრუნდი . უკვე ვნერვიულობდი , ნეტავ არაფერი დაემართოს , თან მანქანითაა . დიდხანს ვიბოდიალე ოთახში , მერე ჩავწექი მაგრამ ვერაფრით დავიძინე . კარის ხმა რომ გავიგე გული დამიმშვიდდა . -მოვიდა - ღიმილით ჩავილაპარაკე და საბანი კარგად დავიფარე . აი ჩემს ოთახში რომ სინათლის სხივები შემოიჭრნენ და ფეხის ხმა გავიგე გული საშინლად ამიჩქარდა , თვალები მაგრად დავხუჭე და გავიტრუნე . ჩემს წინ ჩაიმუხლა, მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა .... ხოლო როცა თბილი თითები ვიგრძენი სახეზე მთელს ტანში მჩხვლეტავმა არსებებმა დაიწყეს სირბილი. ნაზად მეხებოდა ლოყაზე
-რა ლამაზი ხარ ჩემო ბედნიერებავ - ჩურჩულით ნათქვამმა თბილმა სიტყვებმა გადმოკვეთა ჰაერი და მისწვდა ჩემს ყურთასმენას .... მუცელში პეპლები დაფრინავდნენ და გულმა სალტოების კეთება დაიწყო . ცოტახანში ფეხზე წამოდგა და ოთახიდან ფრთხილად გავიდა ...
7
დემონი რომ ოთახიდან გავიდა და კარი მოხურა ჯერ კიდევ არ ვსუნთქავდი , მომესმა? თუ დამესიზმრა? უამრავი კითხვები მიტრიალებდა თავში და შიგნიდან მახრჩობდა. როგორც იქნა ჰაერი ჩავისუნთქე და ფილტვებში წვა ვიგრძენი, მისი სიტები ექოდ ჩამესმოდა და გულს საშინლად მიჩქარებდა "რა ლამაზი ხარ ჩემო ბედნიერებავ " როგორ გამათბო ამ სიტყვებმა , თითქოს ხელახლა დავიბადე, ღიმილს სახიდან ვერ ვიშორებდი და მისის თვალების წარმოდგენისას ალა შიშის მაგივრად სიხარული მეუფლებოდა...

-მაშოო ადექი დავაგვიანებთ - დილით დემონის ხმამ გამაღვიძა , ოთახში არ იყო მაგრამ კარე მთელი ძალით აკაკუნებდა ...
-მღვიძავს ნუ ჩამოიღე კარები - ძლივს ამოვიხავლე ძილისგან ჩახლეჩილი ხმით
-თუ მალე ადგები არ ჩამოვიღებ - ერთხელ კიდევ მოაკაკუნა და მისი ხმაც შეწყდა . ისევ მეღიმებოდა მის წუხანდლ საქციელზე და მისი თითების ნაკვალევს ისევ ვგრძნობდი ჩემს ლოყაზე . პიჟამათი გავედი აბანოში და სარკეში რომ ჩავიხედე საკუთარი თავი ვერ ვიცანი , სარკიდან უცნაურად მომღიმარი და ღაწვებ შეფაკლული მაშო მიყურებდა რომლის თვალებშიც თითქოს მზის სხივები თამაშობდნენ და აბრჭყვიალებდნენ . თავი მოვიწესრიგე და თმა როგორც ყოველთვის არ გავიშრე . გუშინდელი მისი საქციელის გახსენებაზე და მის თვალებზე როდესაც ჩემი სველი თმა დაინახა ისევ ღიმილმა გამიპო ბაგე .
-მორჩა მაშო სახე "დაალაგე" და ისე გადი , წუხელშენ გეძინა !- საკუთარი თავი გავაფრთხილე და სააბაზანოდან გავედი , ტანსაცმელი იქვე შევიტანე და ჩავიცვი რადგან უცხო ოჯახია და პირსახოცით ვერ ვივლი ოთახიდან ოთახში...
-დილამშვიდობისა- თბილად მივესალმე სამზარეულოს მაგიდასთან შემომჯდარ პატარა ოჯახს და მეც იქვე სკამზე დავჯექი
-დილამშვიდობისა მაშო , აბა როგორია ჩვენთან ? - სიცილით მკითხა ლიამ და ჭიქაში წვენი ჩამომსხა
- მშვენიერია თქვენთან - მეც გავუღიმე და კეკს ცხვირზე წავეთამაშე. დემონი ჩუმად იყო , რომ შევედი უბრალოდ გამიღიმა და მას მერე აღარ შემოუხედავს . ტელეფონის ეკრანს უყურებდა და მგონი საერთოდ არ ესმოდა ჩვენი ლაპარაკის .
-გუკა ჭამე და მერე ემესიჯე მაგ ვიღაცას - თავში წამოარტყა ლიამ გუკას და წარბი აუწია
-თან ვჭამ ,თან ვმესიჯობ - ხელებით აუხსნა დემონმა და ისევ ტელეფონს დახედა. ჩვენც ბევრი აღარ გვილაპარაკია უბრალოდ ვჭამეთ და ბედნიერი დღე ვუსურვეთ ერთმანეთს .
-დღეს აშკარად კარგ ხასიათზე ხარ - ღიმილით დამხედა გუკამ . უკვე სკოლის გზავ ვადექით და მზეც ლამაზად მინათებდა სახე, როგორ მიყვარს ასეთი ამინდი , ცაზე რომ ღრუბლებია და მზეც ხანდახან მათ ეფარება და იმალება , მერე უცებ გამოანათებს და თავის თბილ სხივებს ჩაგახუტებს რომ გაგათბოს...
- ძალიან კარგ ხასიათზე ვარ - მეც ღიმილით გავხედე და მზეზე განათებულ მის თვალებს რომ წავაწყდი სუნთქვა შემეკრა .
-მიზეზი რომ მითხრა შეიძლება? -ისევ ლამაზად გამიღიმა და საყვარლად ჩაეჩუტა მარჯვენა ლოყა
-ბევრი მიზეზის გამო , თან მზიანი ამინდია - მხრები ავიჩეჩე და მზეს გავხედე .
-გიყვარს მზე ? -მანა მზეს ახედა
-ძალიან- ღრმად ამოვისუნთქე და აწრიალებული ტელეფონის ძებნა დავიწყე . ეკრანს რომ დავხედე უცხო ნომერი იყო .
-გიმენთ - ინტერესით ვიკითხე და გიორგის ხმის გაგონებაზე მოვიღუშე
-მაშო გიო ვარ , შენ სახლთან ვარ გელოდებოდი , არ მოდიხარ დღეს? - მოწყენილი ხმით მითხრა
-ააა გიოო ისაა , - თავი მოვიფხანე და აშკარად გაბრაზებულ გუკას ავხედე . - ეს დღეები სახლში არ ვარ , თან სკოლასთან ვარ უკვე , აქ გნახავ
-კაი მოვდივარ , არ შეხვიდე უჩემოდ 2 წუთში მანდ ვარ - ტელეფონი გათიშა და მეც დემონს შევხედე რომელიც ისევ დემონის თვალებით იყურებოდ .
-პარაზიტი - ზიზღით ამოილაპარაკა და ყბები ერთმანეთ მაგრად დააჭირა .
-რამე დაგიშავა? -გაკვირვებულმა ვკითხე და სკოლის კიბეებთან გავჩერდი .
-ჯერ არა მაგრამ უკვე მიშავებს - თავი გაიქნია და კიბეებზე ავიდა - არ მოდიხარ ? -უკან შემოტრიალდა და გაკვირვებულმა შემომხედა .
-დამელოდეო და ტეხავს - სახე დავმანჭე და გზას გავხედე . გიო ჯერ არ ჩანდა
-კაი მეც დაგელოდებით - კისერი გაატკაცუნა და ჩემს გვერდით დადგა
-მეღადავები? წადი შენ დააგვიანებ - გაკვირვება ვერ დავმალე
-მაშო ვერ ხვდები რომ იმ პარაზიტს შენგან მეგობრობაზე მეტი უნდა? -გაბრაზებულმა ჩამხედა თვალებში და მეც ტანში გამცრა როცა მის გაბრაზებულ მზერას წავაწყდი
-ზედმეტები მოგდის , არაფერიც არ უნდა უბრალოდ მთხოვა დამელოდეო რაარი ამაში ცუდი? - მეც გავბრაზდი და გაბრაზებულმა ავხედე
-ხოდა მე შენ გელოდები - მხრები აიცეჩა და კიბის სახელურს მიეყრდნო
-დემო...- მინდოდა მეთქვა დემონო წადი კლასში და დამაცადე ადამიანს წესიერად დაველაპარაკოთქო მაგრამ რო მოვტვინე რას ვამბობდი უცებ გავჩერდი .
-რა დემო? დაასრულე აბა რას ამბობდი - მხარში მომკიდა ხელი და თავისკენ მიმატრიალა
-არაფერს უბრალოდ წამომცდა - ყალბი ღიმილი ავიკარი და ვინატრე მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე
-მაშო ნუ მაბრაზებ , დაიწყე და დაასრულე - უარესად ბრაზმორეული ხმით მითხრა და ჩვენსკენ მომავალ გიორგის ზიზღით გახედა .
-დემონო წადი კლასში და დამაცადე ადამიანს წესიერად დაველაპარაკო - მომაბეზრებლად ჩავილაპარაკე და დაბლიდან დასჯილი ბავშვივით გავხედე . მხრიდან ხელი ცივად გამიშვა , აშკარად ძალიან გავაბრაზე, მისი თვალები ჯერ არასოდეს მინახავს . უბრალოდ შეტრიალდა და კიბეებზე სწრაფად ავიდა
-მაშოო სად დამეკარგე გოგო, მგონი სწორად მივაგენი შენს კორპუსს ერთი საათია გელოდები - ღიმილით მითხრა და დემონსი თვალების ბურუსიდან გამომიყვანა
-ჩემები არ არიან და მეც დროებით ახლობელთან ვარ - ოდნავ გავუღიმე და მასთან ერთად წავედი კიბეებზე
-ისა რაღაც მინდოდა მეთქვა - თავი მოიფხანა და მორიდებით გამომხედა - საღამოს გავისეირნოთ?-მომაყარა და სუნთქვა შეიკრა
-კი , ელესაც ვეტყვი და გავისეირნოთ - უკვე ჩემს კლასთან ვიდექი და ერთი სული მქონდა ამ მართლა პარაზიტს გავქცეოდი
-არ ელე არა მარტო მედა შენ - თითქოს ეწყინაო ისე ჩაილაპარაკა
-გიო პაემანს მინიშნავ? - ხმამაღლა გავიცინე და ისე შევხედე
-ეგრე გამოდის რა - მანაც გაიცინა და ღრმად ამოისუნთქა
- რავი თუ მოვახერხებ გავისეირნოთ - ზარის ხმასთან ერთად ვთქვი და კლასში შევვარდი . ელენეს გაკვირვებული მზერა რომ დავიჭირე გამეღიმა
-ვაიმე ელე მიშველე მგონი მომკლავს დემონი - თავი ხელებში ცავრგე და თვალები დავხუჭე
- ვინაა გოგო დემონი? -მანაც გაკვირვებულმა მკითხა და სახე თავისკენ შემატრიალებინა
-ვინ და გუკა , გულში ეგრე მოვიხსენიებდი და წეღან წამომცდა , ისეთი თვაკებით შემომხედა მგონი მოკვლას მიპირებს - სწრაფად მივაყარე და მისი წუხანდელი სიტყვები რომ გამახსენდა დავრწმუნდი იმაში რომ გუკაში ორი ადამიანი სახლობს , 1) გუკა რომელიც თბილი და საყვარელია , და 2) გუკა რომელიც საშინელი დემონია და შეუძლია უბრალო გამოხედვით მოგკლას .
-რამხელა ენა გაქ გოგო , არ მოგკლავს მაგრამ არც დაგაკლებს - გაიცინა და კარებს გახედა- გიორგის რაღა უნდოდა?
-პაემანზე დამპატიჟა - "სულერთია" ტონით ჩავილაპარაკე და გაკვირვებულ ელენეს გავხედე
-ვაა მარა შენ რო გუკა გიყვარს - მისი პირიდან ეს სიტყები რომ გავიგე სუნთქვა შემეკრა, "მიყვარს" მე გუკა მიყვარს , რა სისულელეა .... მაგრამ არა , ზუსტადაც რომ მიყვარს , სიგიჟემდე , ყველაზე მეტად მიყვარს , აი რისი აღიარების მეშინოდა ეს დღეები , ეს შავთვალა დემონი სიგიჟემდე მიყვარს და ვერ ვხვდები როდის მოვასწარი ასე შეყვარება
-ჰეი გოგო აქ ხარ? მსიმინე რაუთხარი გიოს?
-ვნახოთ მოვიფიქრებთქო - ისევ გუკას თვალებს , საქციელებს და ყველაფერს გადავხედ რაც მასთან ეს 2 კვირაა მაკავშირებს , მთელი 3 გაკვეთილი ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან , დებილივით ვიღიმოდი , ხანდახან ელენე მანიშნებდა გამოფხიზლდიო და მეც მასწავლებელს ვითომ ვუმენდი. მესამე გაკვეთილის მერე ბუფეტში ჩავედით. იქ იყო და როგორც კი შევედი მაშინვე დამწვა მისმა განრისხებულმა თვალებმა . მალევე მომაშორა მზერა და ბიჭებს მიუბრუნდა . გიომ ხლი დამიქნია და ჩვენსკენ წამოვიდა
-აბა რას შვრებით გოგოებო? - თვალი საზიზღრად ჩაგვიკრა და ჩემს გვერდით დაჯდა
-ერთ წუთს , მოვალახლავე - ელეს გავხედე და მანაც თავი დამიქნია . ფეხზე წამოვდექი და დემონის მაგიდისკენ წავედი , ლუკამ და აკომ მაშინვე გამიღიმეს
-ვაა მაშოო როგორ ხარ გოგო? -ღიმილით გადავკოცნე ლუკა და აკო
-რავი აბა , მგონი ძიძა გავაბრაზე და ...- დაბლიდან გავხედე გუკას რომელიც ზედაც არ მიყურებდა
-აუ გოგო მაგიტოა გაბრაზებული? დაგვჭამა დილიდან რაა - სიცილით თქვა აკომ და ჩამიწია დაჯექიო
-რა უქენი ასეთი რო ხმას აღარ იღებს - ახლა ლუკამ გახედა გუკას და მერე მეშემომხედა
-რავი ცოტა ვიცელქედა გბრაზდა , ვეტყვი დედაჩემს და ფულს დაუმატებს - მეც გავიცინე და ისევ გუკას შევხედე
-მაშო მემგონი გელოდებიან , ადექი და წადი მიდი თორემ ეჭვიანობს შენი პრინცი - ირონიულად მითხრა გუკამ და ისევ განზე გაიხდა .მისმა სიტყვებმა საშინლად გამაბრაზა, არა არ გამაბრაზა თითქოს მეწყინა მისი ასეთი დამცინავი ტონი და თვალები ამიცრემლიანდა
-რა მწარე ხარ შენ ტოო , რაიყო ბიჭო რასშეაშინე ბავშვი? -ხელი მომხვია აკომ და გაბრაზებულმა გახედა გუკას
-მე დემონი ვარ და არცაა გასაკვირი რომ შეშინდა - ისევ ცალყბად ჩაიღიმა . მეც გავბრაზდი და ფეხზე წამოვდექი
-კაი ბიჭებო მერე გნახავთ - ოდნავ გავუღიმე და ბუფეტიდან გავედი. ტირილი მინდოდა მაგრამ, ვერ ვტიროდი , როგორ შეუძლია ასეთი ორპირი იყოს? . მთელი გაკვეთილები გარეთ აღარ გავსულვარ , გაბრაზებული ვიჯექი სკამზე და ფიქრებით ისევ გუკასთან ვიყავი. რა საშინელი შეუძლია იყოს ხანდახან . და როგორ მეწყინა მისი სიტყვები . წავალ გიოსთან ერთად სასეირნოთ და მერე ვნახოთ რას იზამს ! პატარა ბავშვივით ვაზროვნებდი რომელიც სამაგიეროს გადახდას სულელურად ცდილობს იმ ბავშვისთვის რომელმაც სათამაშო წაართვა . გაკვეთილების მერე კართან მიცდიდა , მაინც გამიხარდა მისი დანახვა , მაინც გული ამიჩქარდა როპ დავინახე და ოდნავ გავუღიმე . სახეზე არანაირი რეაქცია არ ჰქონია , არც გამიღიმაუბრალოდ შეტრიალდა და წავიდა . მეც უხმოდ მივყვებოდი, უაზროდ ურტყავდა ფეხს ქვებს და ზედაც არ მიყურებდა .
-ბუტია - ჩემთვის ჩავილაპარაკე და წინ წასულს დავეწიე. უბანში რომ მივედით კორპუსთან დათო დავლანდე და თვალები ამიცემლიანდა .
-იქაა - ხმადაბლა ამოვილაპარაკე და გუკას მაჯაზე ხელი მოვკიდე .
-მაშო , ხომ გითხარი რომ სანამ ცოცხალი ვარ ვერაფერს დაგიშავებს? ცრემლები არ დამანახო თორემ მართლა სერიოზულად ვიჩხუბებთ ! - გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა და ხელი ჩამკიდა . მისი ხელები სულ თბილია, ახლაცსასიამოვნო სითბომ დამიარა მისი შეხებისასა მაგრად მოვუჭირე ხელი . სადარბაზოში ისე შევედი მის ამაზრზენ მზერას ვგრძნობდი, მაგრამ არ განძრეულა უბრალოდ იდგა და გვიყურებდა , გუკაც თავლებში უყურებდა და ისე მივყავდი ხელჩაკიდებული . როგორც კი ლიფტში შევედით ხელი მაგრად მოვუჭირე და თვალებიდან მაინც გადმომცვივდა ცრემლები
-მაშო, მაშო ნუ ტირიხარ , რა გატირებს? აქ არ ვარ? ხო გითხარი არა არაფერს დაგიშავებსთქო - ცრემლები მომწმინდა და გულზე მიმიკრო. მეც მისი საქციელით გახარებული მივეხუტე და ცრემლები მოვიწმინდე
-ანუ აღარ ხარ გაბრაზებული? -ისე ვკითხე რომ არ მოვშორებულვა , ისიც ხელებს არ მიშვებდა
-არა ისევ გაბრაზებული ვარ - წყნარად ჩაილაპარაკა და ხელები გამიშვა . რა ჯიუტია ეს ადამიანი , თავისი ბრალია დემონის შთაბეჭდილება რომ დატოვა ჩემში, არა მეც მეწყინებოდა ვინმეს ჩემთვის დემონი რომ ეწოდებინა მაგრამ რაღაზე ჩამეხუტა თუ გაბრაზებული იყო? ოხ გუკა როგორ მაბნევ შენი საქციელებით . საშინელება იყო დღის მეორე ნახევარი, სახლში რომ მივედით ცოტა ხანში გუკა გავარდა მანქანით, ვირაცამ დაურეკა და ისევ დაიბარა დამაგვიანდებაო , ლია მაღაზიაში წავიდა შეკვეთები მაქვსო და კეკეც თან წაიყვანა , სულ მარტო დავრჩი სახლში და სულ მარტო დავრჩი ჩემს აბურდულ ფიქრებთან...ვაპირებდი გუკას ოთახში შესვლას მაგრამ გადავიფიქრე , უბრალოდ მისი დივანზე მიგდებული მოსაცმელი ავიღე და ხარბად დავსუნე რომ ცოტახანს გამყოლოდა მისი სურნელი. დედასაც ველაპარაკე , და გადავხედე დღეებს რომლებიც დემონთან უნდა ვცხოვრო ,3 დღეღა დარჩა ... რა ცოტაა , ალბათ საშინლად მომენატრება მისი ხმა დილით ,როგორშეიცვალა ჩემი ცხოვრება 2 კვირაში, ყველაფერი თავდაყირა დადგა და ყვეაფერი ერთმანეთში აირია , ჩემ თავს აღარ ვგავარ და ვერ ვხვდები რეები მემართება .გიორგიმაც დამირეკა 9 საათისკენმაგრამ არ წავედი, მოვიმიზზე სამეცადინო მაქვსთქო და არ გავედი, არ მინდა ეგონოს რომ მეც მაქვს მის მიმართ სიპატიები.
სამეცადინო ბევრი მქონდა ამიტომ დიდხან ვიჯექი ოთახში და ვმეცადინეობდი , უკვე 10 საათი იყო გარეთ რომ გავედი და კეკე შემომეგება
-მაშოო დედიკომ კაბა შემიკერაა - მეც შევაქე და უამრავი კომპლიმენტი ვუთხარი ლამაზ ვარდისფერკაბიან ფერიას ... ლიასაც ვეჭორავე ცოტა მაგრამ მაინც გუკაზე ვფიქრობდი, სადაა ამდენ ხანს? . უკვე ვიწექი და ვცდილობდი არ ჩამძინებოდა მაგრამ ამინც ჩამეძინა. ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა და მეც მოწუტული თვალებით დავხედე ანთებულ ტელეფონს "გძინავს ? " გუკას ნომერი იყო და მეც გახარებუმა დავაბრუნე პასუხი "უკვე აღარ "
"ცოტა ხანს არ დაიძინო , კარზე რომ დავაკაკუნო ლია გაიღვიძებს და დამიწყებს რაღაცეებს , მოგწერ და კარი გამიღე გასაღები მანდ დამრჩა" .
"კარგი" . უზომოდ გახარებულმა დავდე ტელეფონი და წამოვდექი, შარვალი ამოვიცვი და თხელი ჟაკეტი მოვიცვი . ცოტა ხანში ისევ მოვიდა მესიჯი
"მოვედი , კარი გამიღე ოღონდ დამპირდი რომ ყვირილს არ დაიწყებ " . საშინლად ავფორიაქდი ეს მესიჯი რომ წავიკითხე და მაშინვე კარებისკენ გავიქეცი. ფრთხილად გავაღე და მაშინვე პირზე ავიფარე ხელები ყვირილი რომ არ დამეწყო .
8
-რა მოგივიდაა? კარგად ხარ? -შეშინებული მივვარდი და სისხლიან სახზე მოვკიდე ხელები
-ჩშშშ , კარგად ვარ უბრალოდ ცოტა ვიჩხუბე-გამიღიმა და სახლში შემომიყვანა
-რას ქვია ცოტა? შენს თავს შეხედე - ისევ გაფართოეუბული თვალებით ვუყურებდი, წარბიდან და ტუჩიდან სისხლი სდიოდა, ხელებიც სულ გადაყვლეფილი ჰქონდა . როგორ ამეწვა გული ასე რომ დავინახე
-კაი რა მალე გამივლის - დივანზე ჩამოჯდა და სალფეთქით სისხლის მოიწმინდა
-გაგიჟდი ეგრე ინფექცია შეგეჭრება , გაჩერდი და დაგიმუშავებ ჭრილობებს - კარადაში "აფთიაქის" ძებნა დავიწყე .როგორც კი მივაგენი შეშინებული მივვარდი და ყუთი გავხსენი. ხელები სულ მიკანკალებდა და ვერაფრით ვპოულობდი გასახსნელს . ხელებზე ხელი შემახო და მეც ჟრუანტელმა დამიარა თბილი ხელების შეხებისას
-მაშო , კარგად ვარ ! სულ კანკალებ დაწყნარდი - ჩურჩულით და საოცრად თბილი ხმით ჩაილაპარაკა . უბრალო მოძრაობით გახსნა ყუთი და მომაწოდა , მეც ბამბაზე სპირტი დავასხი და გუკასკენ შევტრიალდი
-ცოტა გეტკინება - სახე დავმანჭე და წარბზე ბამბა დავადე. აშკარად აეწვა რადგან სახე დამანჭა .მეც სული შევუბერე და ვცადე ცოტა ფრთხილად გამეწმინდა ჭრილობა . ტუჩზეც გადავედი, ფრთხილად ვუსვამდი ბამბას , მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა და გულს მიჩქარებდა . ცდილობდა თვალებში ჩაეხედა ჩემთვის მაგრამ მზერას ვერ ვუსწორებდი, ახლა რომ მისთვის შემეხედა სულ დავიბნეოდი
-მოვრჩი- ჩურჩულით ვუთხარი და სისხლიანი ბამბები მოვაგროვე რომ გადამეყარა . სამზარეულოში გავედი და ბამბები ნაგავში ჩავყარე
-გშია?-სამზარეულოდან გამოვედი და მისაღების კარს მივეყუდე
-არა არ მშია - გამიღიმა და ხელით მანიშნა ჩემს გვერდით დაჯექიო. მეც მივედი და ჩამოვჯექი
-მშვიდობაა? -ფრთხილად გავხედე და საზურგეს მივეყუდე
-ჯერჯერობით მშვიდობაა -ღრმად ამოისუნთქა და საზურგეს მიეყუდა-გაბნევ არა?-ხმადაბლა მკითხა და შემომხედა.მხრები ავიჩეჩე და მეც ღრმად ამოვისუნთქე
-არ ვიცი მაშო რა მჭირს , თითქოს მოგეკედლე, შენზე გავხდი დამოკიდებული, ვერ ვაკონტროლებ რას ვაკეთებ, იცი 2 წელია არაფერი გამხარებია , ახლა კი ამ ორ კვირაში სულ შემცვალე , შენ მიხარიხარ ....რამე ჯადოს მიკეთებ? -ბოლო სიტყვებზე გამიცინა მისი სიტყვებისგან გაბრუებულს
-მე... არ ვიცი... მართლა არ ვაკეთებ ჯადოებს - დაბნეულმა მეტი რომ ვერაფერი მოვიფიქრე სისულელე წამოვროშე და საყვარლად მომღიმარს გავხედე .
-რა სულელი ხარ მაშო -ცხვირზე ნაზად ჩამომკრა ხელი
-გეწყინა დემონი რომ დაგიძახე? - ქვევიდან ავხედე და ისევ მის თვალებს შევეჩეხე რომლებიც საოცრად მაბნევდნენ
-შენ გეწყინებოდა შენთვის დემონოთი რომ მომემართა -სრული სერიოზულობით მკითხა
-ალბად მეწყინებოდა -დასჯილი ბავშვივით დავხარე თავი და გავისუსე
-მე გავბრაზდი, დავიჯერო ეგრე გძულვარ რომ დემონს მადარებ? - მისმა სიტყვებმა შემაკრთო, ჰგონია რომ მძულს? რა სულელია, ნუთუ ვერ ხედავს როგორ მიყვარსდა რეები მემართება მისი დანახვისას.
-არა არ მძულხარ , საიდან მოიტანე? -გაკვირვებულმა ვკითხე .მანაც მხრები აიჩეჩა და გაჩუმდა , ეს სიჩუმე უკვე ნერვებს მიშლიდა
-შენც არ გიყვარს როცა ასე ჩუმად ხარ ხო? -ისევ ღიმილით გადმომხედა
-საშინელებაა როცა გონებაში ფიქრობ რაზე შეიძლება ილაპარაკო და არაფერი გაგონდება - მეც ღიმილით გავხედე
-რატომმარიდებ თვალს როცა გიყურებ? -ისევ დაასერიოზულა სახე
-მაბნეს შენი თვალები - "ოხ მაშო ეს რამ გათქმევინა? " საკუთარი თავი გავლანძღე და სახეზე საშინლად წამოვწითლდი.
-ძალიან კარგი- თვითკმაყოფილმა ჩაილაპარაკა და აწკრიალებული ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან. ეკრანიდან გუკა და აშკარად მარიამი მიმზერდნენ , რადგან გუკასნაირი თვალები არსად მინახავს, აი ამ გოგონას კი ზუსტად იგივენაირითვალები ჰქონდა და ალბათ ბევრ ბიწსაც დაატყვევებდა თავისი მზერით. ჩემს მზერას მიხვდა და გამიღიმა
-მარიამია-ნაზად დაუსვა ეკრანს ხელი და ისევ ჯიბეში ჩაიდო ტელეფონი
-მივხვდი , ზუსტად შენნაირი თვალები აქვს- მეც გავუღიმე და ღრმად ამოვისუნთქე - გენატრება? - ჩემს შეკითხვაზე თითქოს დაიბნა მაგრამ მალევე გადაურბინა სახეზე ღიმილმა
-მენატრება , თან ძალიან , მგონი მხოლოდ მას ესმოდა ჩემი მხოლოდ 1 წელი იყო ჩვენს შორის სხვაობა და როგორც ტყუპისცალი ისე ვიყავი, ვგრძნობდი რა სტკიოდა , რა უხაროდა, ისიც ასე იყო ყოველთვის ისცოდა რა მჭირდებოდა, ხშირად დამირეკავს მისთვის ასე როგორც ახლა შენ და მასაც შენნაირი რეაქცია ჰქონდა ხოლმე , ჩემი პატარა იყო, როცა გავიგე რომ ავარიაში მოყვა საავადმყოფოში გიჟივით მივვარდი მაგრამ მამჩემიც და ჩემი დაც უკვე ცოცხლები აღარ იყვნენ ...- ბოლო სიტყვები მწარედ ჩაილაპარაკა და თავი დახარა. არ ვიცი რატომ მაგრამ, საშინელი სურვილი მკლავდა ჩავხუტებოდი, ვეღარ მოვითმინე და ხელები მოვხვიე , სურვილმა დამძლია და მაგრად ჩავეხუტე, როგორც კი ხელები მოვხვიე ცოტა ხანს გაშეშდა მაგრამ მერე ისე მაგრად მომიჭირა ხელები რომ ძვლებმა ტკაცუნი დაიწყეს. ეს წუთები მაბედნიერებდა და მეც მაგრად ვხვევდი ხელებს, დიდხანს მქონდამის კისერში თავი ჩარგული ხოლო მას ჩემს თმებში. მისი ცხელი სუნთქვა თმას მიჩეჩავდა და გულს მიჩქარებდა . ფრთხილად გავუშვი ხელები და ისევ ჩემს ადგილას დავბრუნდი
-მგონი 100 წელი მომემატა - სიცილით ჩაილაპარაკა და ხელი მომხვია . მეც გავუცინე და თავი გულზე დავადე . არ მაინტერესებდა არავინ და არაფერი , მართალია მაბნევდა ეს ყველაფერი მაგრამ მაიინც საოცრად ბედნიეი ვიყავი, არ უთქვამს მიყვახარო და მსგავსი სიტყვები მაგამ მაგრძნობინა რომ მისთვის ბევრს ვნიშნავდი. მის სურნელში გაბრუებულს და დემონით გამთბარს ჩამეძინა , მის გულისცემაზე ჩამეძინა ...
დილით საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა , ზურგი საშინლად მტკიოდა და მჩხვლეტავ არსებებს აგზავნიდა მთელს სხეულში, მაგრამროგორც კი ჩემს წელზე მოხვეული დემონი დავინახე სულ დამავიწყდა ყველაფერი. დივნის სახელურზე მედო თავი და ნახევრად წამოწოლილი ვიყავი, გუკა კი მთელი ალით მეხვეოდა ზუგსა და წელზე. ლამაზად ჰქონდა თვალები დახუჭული და მშვიდად სუნთქავდა. არ ვიცი რა ეტაპზეა ჩვენი ურთიერთობა , არც ის ვიცი ვუყვარვარ თუ არა მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი- მე სიგიჯემდე მიყვარს! . როგორც კი გამახსენდა ახლა სად ვიყავი და სულ მალე შეიძლებოდა ლია გამოსულიყო მიკრო ინფაქტიმივიღე. სწრაფად ვცადე მისი მარწუხებიდან თავის დაძრომა მაგრამ ეს მძიმე ორმეტრიანი სხეული ვერაფრით მოვიშორე.
- გაიღვიძე რა - ლოყაზე შევახე ხელი დაოდნავ გამეღიმა მის რეაქციაზე. პატარა ლეკვივით გაინაბა ჩმი ხელის შეხებაზე და ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
-ჰეი გაიღვიძე რა , ზურგი მტკივა- ისევ შევეხე ლოყაზე . ჯერ ცალი თვალი გაახილა და "მმმმ"ს ძახილით ისევ დახუჭა , მერე ორივე ერთად გაახილა და გამიღიმა
-დილამშვიდობისა - ძილისგან დაბოხებული ხმით მითხრა მაგრამ ხელებს მაინც არ მიშვებდა.
-გამიშვი რა - სახე დავმანჭე და ცალი ხელი გავაშვებინე
-ოოო კაი რა -ისევ მომეხვია და თვალები დახუჭა
-გამიშვიი ! -ცოტა ხმამაღლა ვუთხარი და ისევ გავიბრძოლე
-ოო კაი ხო - ხელები გამიშვა და მეც ფეხზე წამოვდექი, ვიგრძენი როგორ ამოძრავდა სისხლი და მეც გავიზმორე რომ ნორმალურად სიარული დამწყო. გუკამაც იგივე გაიმეორა ოღონდ როგორც დათვის ბელი "მმმმ" "აააჰ" ასეთ ხმებს გამოსცემდა .მის ხმაზე და აბურდულ თმაზე სიცილი ვერ შევიკავე და ხმამაღლა გავიცინე
-რა გაცინებს? -გაკვირვებულმა შემომხედა და კისერი გაატკაცუნა
-დათვის ბელივით ღმუიხარ და თმაც აჩეჩილი გაქ- ისე სადაცილოდ ამიწია წარბი უფრო გამეცინა და ახლა უკვე ავკისკისდი.
-ოო მაშო ნუ მაწითლებ თორემ შენნაირად ჭარხალს დავემსგავსები - ენა გამომიყო და თავის ოთახში წავიდა. ახურებულ ლოყებზე მოვიკიდე ხელები და შემოსასვლელში გავედი. სარკეში როგორც კი ჩავიხედე უაესად გავწითლდი, ისე ვიყავი აჭარხლებული რომ ვანათებდი. -ოხ გუკა რას მიკეთებ - ჩემთვის ჩავილაპარაკე და ჩემს ოთახში შევედი. დიდხანს არ ვყოფილვარ ოთახში, თავი მოვიწესრიგე, ტანსაცმელი გამოვიცვალე , ჩემი კულულები მხრებზე დავიყარე ,ჩანთა ავიღე და გარეთ გავედი.
-როგორ ხარ მაშო? - ლიამ გამიღიმა და წამოდიო სამზარეულოსკენ მანიშნა .მეც ჩანთა დივანზე მივაგდე და სამზარეულოში შევედი
-კარგად შენ? -მეც გავუღიმე და კეკე კალთაში ჩავისვი . მოწყენილი იყო და წარბებს არ ხსნიდა-კეკე ვინ გაგაბრაზა? - ჩემსკენ მოვიტრიალე და თმა გავუსწორე
-გუკამ გამაბრაზა , ასე მითხრა ღამე რომ გძინავს შენი თოჯინები ცოცხლდებიან და შენსკაბებს იცვამენო- ყურებამდე გაცინებულ გუკას შევხედე და მეც გამეცინა
-რა სულელია შენი ძმა , მაგან რა იცის თოჯინების -ვითომ გაბრაზებულმა გადავხედე გუკას და ისევ კეკეს შევხედე - მისმინე , შენს კაბებს კი არ იცვამენ , შენს ლამაზ თოჯინებს ჯადოსნური ჯოხები აქვთ და ყოველ ღამე შენს კარადას დარაჯობენ ბუა რომ არ მოვიდეს და არ წაიღოს , თან ჯადოსნურ ფხვნილს აყრიან და კაბებიც უფრო ლამაზი ხდება - მტელი ფანტაზია ჩავრტე და ჩემს შეთხზულ ზღაპარზე მეც გამეცინა . გუკა ახარხარებული იყო და ლიას მუჯლუგუნებს სასაცილო მოძრაობებით იცდენდა
-ეე ლიაა ეგრე დამალურჯებ - სიცილით თქვა და ფეხზე წამოხტა
-სილურჯეები და ჭრილობები არ გაკლია შენ და ხმას ნუ იღებ საერთოდ- აშკარად გაბრაზებული იყო გუკას სახეზე რომელიც ორგან იყო დაზიანებული და მკლავებზეც არ აკლდა სილურჯეები .
-მაშო შენ კიდე რა კუდს უბამ? არ უნდა მიგეხედა რო ეტკინებოდა მერე ისწავლიდა ჭკუას- მე მომიბრუნდა და ლამის მიწაში ჩავძვერი როცა ლიას საყვედურები მოვისმინე .
-ლია დაანებე მაგას თავი თორე ყველაფერზე ტირის და ახლაც იტირებს - ღიმილით უთხრა და მე გადმომხედა
-იცის რომ ვეხუმრები და ნუ მელაპარაკებითქო - ისევ ბრაზით გადაულაპარაკა და მე შემომხედა- არ უსმინო ამას - მეც თავი დავუქნიე და გავუღიმე . რა საყვარელია ეს ოჯახი, მართალია დიდად აკლიათ ის როი ადამიანი რომელიც დაკარგეს მაგრამ მაინც იმდენად საყვარლები არიან ავსებენ ერთმანეთს . მალევე წავედით მე და გუკა სკოლაში . გზაში ქვას ფეხი წამოვკარი და რომ არა გუკა ასფალტს ჩავეხუტებოდი
-მგონი მთვრალი ვარ - სიცილით ვთქვი და გვერდით ამოვუდექი .
-მთვრალი კი არა ხიფათიანი ხარ - მანაც გაიცინა ჩემს დაბნეულობაზე .
-გუშინ იმ პარაზიტს რა უნდოდა? -სულ მოულოდნელად ჩაილაპარაკა და მეც ღიმილი სახეზე შემაშრა
-არაფერი უბრალოდ გავისეირნოთო - უბრალოდ ჩავილაპარაკე და გუკას გავხედე რომელიც მუშტებს კრავდა
-კარგი - მუშტები ერთმანეთს მიარტყა და ჩანთა გაისწორა
-რა კარგი? -გაკვირვებულმა და ანერვიულებულმავკითხე
-მე მოვაგვარებ და დამიჯერე ახლოსაც აღარ მოვა შენთან
-გუკა კარგი რა , არაფერს მიშავებს რა გინდა? - ჩემს სიტყვებზე გაჩერდა და მერე ღიმილით ამომიდგა გვერდში
-კიდე თქვი - გაბადრული სახით ჩაილაპარაკა
-რა ვთქვა?
-ის რაც წეღან თქვი - ღიმილით დამხედა და გაჩერდა
-გუკა კარგ...
-ჰო ვსიო მეტი აღარ თქვა - ახლა გავაანალიზე რომ სახელით პირველად მივმართე და მეც გამეღიმა მაგრამ არაფერი შევიმჩნიე
-რა გჭირს?-ვითომ ვერაფერს მივხვდი ისე ვკითხე
-ხომ ხარ ჩემი მაშო? -შემაჩერა და მხრებზე მომავლო ხელები
-მე ... არ ვიცი... - მისი სიტყვებით დაბნეულმა ჩავილაპარაკე და თავი დავხარე
-ხოდა ამ წამიდან გეცოდინება რომ მხოლოდ ჩემი მაშო ხარ ! - საყვარლად ჩაილაპარაკა და ხელები მომხვია . უკვე ცუდად ვარ , ამდენი გუკა ვერა ეტევა ჩემს გულში , ჯერ ვნატრობდი მის ჩახუტებას ახლა კი ამ გაურკვეველ ვითარებაში, ჩემი სიხაულის მიზეზი ყოველდღე მეხუტება .
-მაბნევ თან ძალიან - რასაც ვფიქრობდი ის ჩავილაპარაკე და ისევ გზა გავაგრძელე
-მეკიდევ შენ მაბნევ - ისევ გამიღიმა და ფეხი ამიწყო - მისმინე მაშო ჩემი ბედნიერება ხარ ! და კარგად დაიმახსოვრე ეს ! - ისევ მკვეთრად წარმოთქვა სიტყვები და უკვე სკოლის კიბეებისკენ წავიდა. კლასამდემიმიყვანა და კიბეებზე დაეშვა, კი მაგრამ მისი კლასი აქვე არაა? ოხ გუკა გუკა.
-ელეე გოგო მიველე ცუდად ვარ - როგორც კი ელე დავინახე მისკენ წავედი და ჩავეხუტე
-ახლა არ მითხრა გიორგიმ სიყვარული ამიხსნაო -გაკვირვებულმა შემომხედა და თვალები დამიქაჩა
-ოოო რადროს გიორგიაა გუკა ჩემი მაშო ხარო - ხმადაბლა ჩავილაპარაკე და ელენეს გაბრწყინებულ თვალებს რომ წავაწყდი გამეცინა . ცოტა ხან გაშეშებული იყო მერე ხმამაღლა დაიკივლა და მეც პირზე ხელები ავაფარე
-რას აკეთებ გოგო გაგიჟდიი? -სიცილით ვუთხარი და კლასში შევათრიე
-ვაიმე გავგიჟდი გოგო, მიდი დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი ...- მეც ყველაფერი ღიმილით მოვუყევი და მასთან ერთად ბევრი ვიცინე ჩემს საქციელებზე . გეოგრაფიაზე ისევ ვლაპარაკობდით და გარეთ გაგვყარა მასწავლებელმა .
-ფუ რა დამპალი ქალია - ფანჯარასთან დავდექი და ელენს გადავხედე
-წუკი - სასაცილოდ გამოკვეტა თანხმოვნები და ორივეს გაგვეცინა .
-წამო ბუფეტში რა - კიბეებისკენ წავიყვანე და ბუფეტში ჩავედით. სიცარიელე იყო და ჩვენც თავისუფლად გავაგრძელეთ ლაპარაკი
-ანუ ერთად ხართ? -სიცილით მითხრა და მაგიდაზე ხელები დააწყო
-არ ვიცი , არ უთქვამს მიყვარხარო მაგრამ არ ვიცი არეული ვარ , ცუდად ვარ ... -თავზე მოვიკიდე ხელები ზარიც აწკიალდა . მალევე ჩამოვიდნენ ყველანი ბუფეტში და ახმაურდა აქაურობაც . გუკა ლუკასთან და აკოსთან ერთად შემოვიდა და ხელით მანიშნა მოდითო . მეც მაშინვე წამოვდექი და მისკენ წავედით
-მაშოო შე ძველო - სიცილით გადამკოცნა აკომ და მერე ლუკამაც
-ეს კარგ ხასიათზე და მართლა ჯადო გაუკეთე? -ხელით მანიშნა გუკაზე აკომ და საპასუხოდ გუკასგან მუშტი მიიღო მხარში
-რას მირტყავ შეჩ*** - როგორც კი თქვა ეგრევე მე და ელენეს გადმოგვხედა და პირზე აიფარა ხელები
-მაყაშვილი სიტყვები თორე მეორე მხარშიც მოგხვდება -გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა გუკამ
-ბოდიშით რა გოგოებო - გაგვიღიმა აკომ და ჰამბურგერის ჭამა დაიწყო
-აბა დღეს არსად გავიდეთ? კაი ამინდია და სანა ზამთარი დამდგარა გავიტასაოთ თბილისის ქუჩებში - წარბები აათამაშა ლუკამ და პორივე მაგრად გაგვაცინა
- გავიტასაოთ - მეც სიცილით ვუთხარი და წვენი მოვსვი .
-მოდი წავიდეთ კინოში და რამე მაგარ საშინელებას ვუყუროთ და გოგოები ვატიროთ - თვალები ბოროტულად მოჭუტა აკომ და მე და ელენეს გადმოგვხედა
-ელესი არ ვიცი მაგრამ აი ამ ქალბატონს ვერ ატირებ - თითი ჩემსკენ გამოიშვირა გუკამ და აკოს გახედა
-რატო ვითომ? -აკომაც ჩაიცინა და წინ გადმოიწია
-იმდრეს ვუყურეთ და ჩაბჟირდა იმდენი იცინა - ღიმილით გადმომხედა და მხარი გამკრა
-რა გაცინებდა გოგო? -ლუკამ თვალები დაქაჩა
-ოო სისულელეა შენ კი არ გგავარ მტირალა ბავშვო - ენა გამოვუყავი და ახარხარებულ ბიჭებს გავხედე
-ელენე შენი დაქალი დაიმსგავსა ჩემმა ძმაკაცმა და ფრთხილად იყავი შენც არ ჩაგითრიონ ...- ისევ გაიცინა ლუკამ და ელენეს თითი გამაფრთხილებლად დაუქნია...
-ანუ ამ საღამოს კინოში? -ელემაც ამოიღო ხმა და წინ გადმოიწია
-ხო 8 საათზე ვიკრიბებით .... მმმ აი იქ დიდი შადრევანი რომაა რა მანდედან ახლოსაა კინო - ლუკამ ხელებით მოხაზა სადრევანი და გაიცინა
-ვაი რა გეშველება შე საწყალო - თავის ქნევით ჩაილაპარაკა გუკამ და ჩემი წვენი მიისაკუთრა
-ეე ჩემიაა - წართმევა ვცადე მაგრამ უკვე გემრივლად სვამდა ჩემს ალუბლის წვენს
- მმ გემრიელია - სიცილით დადო მაგიდაზე ცარიელი კოლოფი და ცხვირზე მიჩქმიტა
-იტირეეე იტირე იტირეე - სასაცილოდ იქნევდა ხელებს აკო მანამდე სანამ ისევ გუკას ხელი არ მოხვდა -აუუ ბიჭო მოგკლავ შენ სულ დამალურჯე რაა - ნატკენ ადგილებს იზელდა აკო და გაბრაზებული უყურებდა წვენს . მე ხელები გადავაჯვარედინე და გულზე დავიკრიბე , წარბები შევკარი და აღარგამიცინია
-ბუტია - ზარის ხმასთან ერთად მითხრა გუკამ დალოყაზე მიჩქმიტა ....
9
-მაშო ჩქარა რა დაგვავგიანდაა-გუკამ ფრთხილად მომიკაკუნა კარზე და მეც ჩანთას დავავლე ხელი. გასვლისას კიდევ ერთხელ შევავლე თვალი ჩემს თავს . უბრალო სარაფანი ჩავიცვი, სადა და შავი რომელიც სახლიდან წამოვიღე დაახლოებით ერთი საათის წინ , თან ცოტა მივალაგე იქაურობა ხვალ ჩემები ჩამოდიან და სუფთად რომ იყოს სახლი, დაღლილი იქნება დედაჩემი და არაფრის თავი არ ექნება , თან ჩემი მგონი ერთადერთი კაბაც ავიღე და წამოვედი. ბიჭებმა დარეკეს ფილმის მერე სადმე დავსხდეთ და ცოტა გავერთოთო ამიტომ არ მინდოდა უბრალო ჯინსითდა მაისურით წასვლა. მუხლს აცდენილი სარაფანი ძალიან საყვარლად მქონდა ტანზე და სქელი ნაქსოვი შავი ჟაკეტიც ძალიან უხდებოდა, ფეხზე როგორცყოველთვის კეტები მოვირგე, ოდნავ შევიღებე თვალები და საკუთარი თავი მე თვითონ მომეწონა . ფრთხილად ჩამოვწიე სახელური და გარეთ გავედი
-სად ხა...- როგორც კი თვალი შემავლო გუკამ მაშინვე შეწყვიტა ლაპარაკი და თვალები გაუფართოვდა
-წავედით? - მეც ვერ დავმალე გაკვირვება , მის თვალებს საშინლად უხდებოდა თეტრი ფერი , უბრალო ჯინსი თეტრი მაისური და პიჯაკი ეცვა . მაგრამ ეს თეთრი ფერი მის თვალებს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს და უფრო ლამაზს ხდიდა
-წავედით - უჩვეულოდ ჩაიღიმა და კარი გააღო მერე ისევ დაკეტარადგან ლია სახლში არ იყო და ლიფტის ღილაკს ხელი მიაჭირა
-ძალიან ლამაზი ხარ - ბოხი დამთბარი ბარიტონით თქვა და ისევ გამიღიმა . მეც მაშინვე წამოვწითლდი და ოდნავ გავუღიმე
-მადლობა - ხმადაბლა ჩავილაპარაკე და ლიფტში შევედი .ისევ გუკას მანქანით მივდიოდით და ისევ მისი სურნელი მაბრუებდა
-არ გითხრეს რა ფილმია? -ჩემსკენ გადმოიხედა და საშინელი სიცუმე დაარღვია
-აუ არ მიკითხავს - თავი მოვიფხანე . ასეთი ჩევევა მაქვს როცა რაღაც მავიწყდება თავს ვიფხან ხოლო ტყუილისას ან კისერზე ვიკიდებ ხელებს ან კიდე ცხვრის წვეროს ვეხები თითით. ეს საშინელი ჩვევა მაქვს რომლისგამოც ვერასოდეს ვამბობ ტყუილს. ფიქრებიდან ტელეფონის წკრიალმა გამომიყვანა , დავხედე და უცხო ნომერი იყო
-გისმენთ - ინტერესიტ ჩავძახე ყურმილში და სუნთქვა შემეკრა დიდი ხნის მონატრებული ხმა რომ გავიგე
-მაშო შენ ხარ? -ანერვიულებულმა ხმამ ისევ გამახსენა ძველი დრო და ჭრილობაც გაიხსნა გულში
-იკა ...ირაკლი შენ ხარ? -ძლივს წარმოვტქვი სახელი და გაკვირვებულ დემონს გადავხედე
-კი მაშო მე ვარ , ჩამოვედით აქ ვართ და ერთი სული მაქვს როდის გნახავ - ძლივს ვსუნთქავდი და ვცდილობდი ხელების კანკალი შემეცერებინა
-ვიცი თემო და მზია რომ ჩამოვიდნენ მაგრამ შენც ჩამოხვედი? -ისევ გაკვირვებულმა ჩავძახე ტელეფონში
-ვეღარ გავძელი იქ , თან ყველა ძალიან მომენატრეთ , აქ ვარ უკვე ორი დღეა
-ვაიმე იკა როგორ გამახარე , სად ხარ ახლა? - უკვე რიმილით ვლაპარაკობდი და ხელების კანკალიც ნელა ცხრებოდა
-სახლში ვარ , როგორცკი ნომერი ავირე დაგირეკე ჩემო ფერიავ , შენ სად ხარ? ქეთომ მითხრა ჩემ დაქალთანააო
-ხო არ ვარ ეს ერთი კვირა სახლში, ხვალ ჩამოდიან ჩემები , მისმინე "რუსთაველში" თუ მოახერხებ მოდი, 10 წუთში იქ ვიქნები, მეგობრები ვიკრიბებით - გახარბულმა დავაწყვე აზრები და აშკარად გაბრაზებულს და გაკვირვებულ დემონს გადავხედე რომლის თვალებსიც კითხვისნიშნები ციმციმებდნენ
-კაი 2 წუთში იქ გავჩნდები ისე მინდა ახლა შენთან ლაპარაკი - მივხვდი რო იღიმოდა და მერე გათიშა . მეცხრე ცაზე კი არა იმის იქით დავფრინავდი . ირაკლი ლუკას ბიძაშვილია, იმამბის მერე აღარ მინახავს , როგორ მომენატრა ეს დამპალი ბავშვი, მეგონა საერთოდ ვეღარ ვნახავდი მაგრამ სასწაულები ხდება !
-მშვიდობაა? -ოდნავ შეანელა სვლა და მე გადმომხედა
-ჩემი მეგობარი ჩამოვიდა გერმანიიდან და ხო არ გეწყინებათ ცოტახანს რომ წავიდე?თქვენ ფილმს უყურე და მე რესტორანში შემოგიერთდებით - ოდნავ გავუღიმე და გულში გეგმა დავსახე .
-ვინაა ეგ იკა? -აგდებით თქვა და გადმომხედა-მეწყინე აბა არ მეწყინება? შენ ჩემთან ერთად ხარდა ვერავინ წაგიყვანს ვერსად - მაცრად თქვა და გზას გახედა
-მისმინე , მე არავისთან არ ვარ და შენ არავინ გეკითხება სად წავალ და სად არა! - მისმა ტონმა და ზიზღით წარმოთქმულმა "იკამ"გამაბრაზა და ვეღარ მოვტვინე რა ვუთხარი
-მაშო შემოხვალ და უყურებ ფილმს და მერე ვინც გინდა ის ნახე - უკვე ხმას უწევდა რაც ჩემს ნერვებს უფრო შლიდა
-გუკა მისმინე მე სადაც მინდა, როცა მინდა, და როგორც მინდა ისე წავალ თან როცა საქმე ჩემს მეგობარს მითუმეტეს ირაკლის ეხება - ისე წყნარად ვთქვი რომ მე თვითონ გამიკვირდა
-ჯიუტი თხა - კბილებსშორის გამოსცრა და მანქანა გააჩერა . მანქანიდან კი არ გადავედი, გადავხტი. ხალხში თვალებით ირაკლის ვეძებდი და როგორც კი დავინახე თვალები ცრემლებით ამევსო და მისკენ გავიქეცი
-მაშოოო- ხელები დიდზე გაშალა და ჩემსკენ ჩქარინაბიჯით წამოვიდა. ისე მაგრად მიწერდა ხელებს მეგონა ძვლებს დამტეხავდა . ახლა ვიგრძენი რა განსხვავებაა სიყვარულსა და მეგობრობას შორის. გუკას ჩახუტებაზე ჟრუანტელი მივლის, სუნთქვა მეკვრება და წამით ყველაფერი ჩერდება , აი იკას როცა ჩავეხუტე ვიგრძენი რაარის ძმა ! რაარის შენი სულის ნაწილი რომელიც ასე ძალიან გიყვარს და გენატრება .... მაგრად ვიკრავდიგულში და თვალებიდან ცრემლები მომდიოდა
-რამხელა ხარ გოგო .... ვეღარ გიცანიი ეეე- სასაცილოდ მითხრა და ცრემლები მომწმინდა. ზურგს ვიღაცის მზერა მიწვავდა და მგონი ძნელი მისახვედრი არაა ვისი .
-მე კი არა ბიჭო, შენ რამხელა ხარ ნახე რაა - თვალი შევავლე საოცრად "სიმპაწიურ" იკას და ცხვირზე ვუქმიტე
-ეე კაი რა ტოო ხო იცი რო ვერ ვიტან ასეთეეებს - ცხვირი დაიზილა და მეორე ხელი მომხვია
-აუ ბიჭო ამ ტოებს ვერ გადაეჩვიე ხო?-წარბი ავუწიე და მეც ხელი მოვხვიე.
-არ გამაცნობ შენს მეგობრებს ? - ჩვენზე მოშტერებულ ბავშვებზე მიმითითა და მეც ღიმილი შემაშრა სახეზე გუკას მზერას რომ წავაწყდი. მათკენ წავედით , ელეს და ბიჭებს გავუღიმე და წინ დავუდექით
-ეს ელეა , ეს ლუკა , ეს აკო, ეს გუკა , ეს კიდე ირაკლია - ღიმილით გადავხედე ირაკლის და დანარჩენებსაც გავუცინე . ხელიჩამოართვა ყველას , მერე ისევ გვერდში ამპომიდგა და ხელი გადამხვია
-მოკლედ სასიამოვნოა ჩემი ფერიას სასტავის გაცნობა - ღიმილით გადახედა ყველას და თმა ამიჩეჩა . დავინახე გუკას თვალები ოცა იკამ ფერიათი მომმართა და შემეშინდა, ისე მაგრად აჭერდა კბილებს ერთმანეთს მეგონა დასცვივდებოდა ან სათითაოდ მოსტყდებოდა ყველა
-ჩვენთვისაც - ელემ გაუღიმა და გაბრაზებულმა გადმომხედა .
-შევიდეთ? -აკომ შესასვლელისკენ გაიშვირა თითი .
-ცოტახანს წაგართმევთ მაშოს და მე მივიყვან სახლში - ირაკლის სიტყვების მერე შემეშინდა და დემონს ვეღარ შევხედე. თვალები აქეთ იქით გამირბოდნენ. გუკამ თავი ოდნავ დაუქნია და შესასვლელისკენ წავიდა . ისე გამიკვირდა მისი საქციელი, ყველაფერს ველოდი მაგრამ ასე მალე თუ დათანხმდებოდა ამას არა . არ ვიცი რატომ მაგრამ გავბრაზდი მასზე და ირაკლის გავყევი.
-ვიღაცა შეყვარებულიაააა- წარბები ამითამაშა და მანქანის კარი გამიღო
-ოოო იკაა შენღა მაკლიხარ რაა - თავი გავიწნიე და მანქანაში ჩავჯექი
-რაო პატარა ქალბატონო როგორია სიყვარულიოო? -ისევ სასაცილოდ მელაპარაკებოდა და მანქანას ქოქავდა
-დამანებე თავი თორე გცემ -ერთი შვუბღვირე და რადიო ჩავრთე. "ქუჩის ბიჭები"-ს ერთ -ერთი სიმღერა გადიოდა . ხომ გაგიგიათ "old but gold " აი ესაა ზუსტად .
-ღადაოობ? - სიცილით გადმომხედა მეკიდე თავიდავუქნიე და სიმღერას ავყევი " წვიმაა შენს ლამაზ სახეს მახსენეეებს "ღიმილით დავიწყე და ხელით ვანიშნე ამყევითქო
-მაშოოო დაგაყრუებ იცოდე - როხროხით თქვა და თვითონაც ამყვა სიმღერაში . აი აქ იფეთქა ბავშვობს დრომ , ბავშვობი წლებმა , ბავშვობის გიჟობებმა რომელიც ლუკასთან ერთად ჩამიდენია, აქ იფეთქა იმ მოგონებებმა მე ლუკას და იკას რომ გვაკავშირებდა და მთელი გულით ავყევი სიმღერას... როგორ შეულია ერთ უბრალო მელოდია გაგახსენოს ბავშვობა ... სულ არ მახსოვდა ეს სიმღერა და ვერც წარმოვიდგენდი თუ კიდე წავაწყდებოდი სადმე... მაშინ მგონი ყველა ამას უსმენდა და მახსოვს ბაზრობებზეც სულ ეს იყო ჩართული... მოგონებებმა დაიწყო ფეთქვა გონებაში და როგორც კი იკას გადავხედე რომელიც მართლა ყროყინებდა გამეცინა
-კაი დავყრუვდი ბიჭოო - მუსიკას დავუწიე და სიცილი დავიწყე
-ოოო მაშოო მუღამში შევედი და შენ კიდე გამომირთე - გაბრაებულმა გადმომხედა მაგრამამლევე გამიცინა
-აუ ის გახსოვს ? - ლუკას სახე ამომიტივტივდა გონებაში და ღიმილით შევხედე იკას- აი ჯეირანი რომ ვითამაშეთ სურვილებზე და ლუკა ავეჯის მაღაზიაში საწოლზე რომ ვახტუნევეთ - სიცილით ვყვებოდი და ასევე ახარხარებულ იკას ვუყურებდი
-აუ ის ? შენ რო წააგე და მზესუმზირის გამყიდველს გვერდით რომ მიუჯექი და წყევლა რო დაიწყე მზესუმირის ფასზე - იმის გახსენებაზე როგორი მიყურებდა გამყიდველი სუნთქვა გამიჭირდა ისე გადავიხარხარე
-არაა ბაზალეთე , გოგოები რო გეპრანჭებოდნენ და შნ რომ მიგიშვით , მახსოვს როგორები გიყურებნენ ახლოს რომ მიხვედი და ცოტა ხანს ჩუმად იყავი , მერე უჩებდაპრუწულმა რომ კითხე ეს ბიკინი სად იყიდეთო - სევ სიცილი ამიტყდა და იკამაც ახარხარებულმაგააჩერა მანქანა .
-აუმაგას რა დამავიწყებს , და კიდე იმას რემონტი რომ იყო ლუკასთან და ფანჯარა რომცამოიღეს , შენკიდე დაგმალე და რო ვუთხარი ფანჯრიდან გადავერდათქო , ის მკრა ხელი სამარეულოს კარი შევიტანე და თვითონ კი ფანჯარასთან გიჟივით მივარდა - ისევ ხარხარებდა და მეც სიცილისგან წამოსულ ცრემლებს ვიწმენდდი -პატარა ბავშვი იყავი მაშო და ამხელა ბიჭებს შენს ჭკუაზე გვატარებდი - თავის ქნევით თქვა და ისევ დაქოქა მანქანა ... მერე იყო ემოციებით, მპოგონებებით დატვირთული საღამო, გახსენებული აჭარული, თბილისის ქუჩებში უარო სიარული და ბავშვობის გახსენება და ბოლოს ლუკათი გამოწვეული მონატრება ...

***

სახლის კარი ღია რომ დამხვდა გამიკვირდა მაგრამ მაინც შევედი და კარი ჩავკეტე. მაშინვე ლიას ოთახისკენ ავიღე გეზი და კარი ოდნავ შევაღე
-მოხვედი მაშო? -ღიმილით გადმომხედა უკვე მწოლიარე ლიამდაოდნავ წამოიწია
-ხო არ გაგაღვიძე? -მეც შიგნით შევედი და იქვე დავდექი
-არა კეკე დავაძინე , გშია? - ფეხზე აპირებდა წამოდგომას დაგავაპროტესტე
-არა არა არ მშია , არ ადგე - ხელები გავასავსავე
-კაი, აბა კაი იყო ბავშვობის მეგობართან? -ღიმილით მკითხა და საბანი გაუსწორა კეკეს
-კი მომენატრა ბავშვობა და ყველაფრეი რაც მასუკავშირდება - დანანებით ვთქვი და კარი გამოვაღე
-კაი გოგო ხარ რომ დამირეკე -პატარა ბავშვივით შემაქო და ხმამაღლა გამიცინა
-აბაა ... ჩემზე კაი გოგო არ დადის საქართველოში მეორე - მეც გავუცინე და კარში გავედი - ძილინებისა- ხმადაბლა ვუთხარი და კარი ფრთხილად დავხურე . როგორც კი მისაღებში შევედი დივანზე მწოლიარე დემონი დავლანდე .ახლოს მივედი დაროცა მისი ბავშვივით მძინარე სახე დავინახე გული საშინლად გამითბა . ტელევიზორის პულტი ხელში ეჭირა და თავი ხელე ედო, დაბლითა ტუჩი საყვარლად ჰქონდა გამოწეული და ღრმად სუნთქავდა . ოდნავ დავიხარე მის წინ , ვეღარ მოვითმინე და შუბლზე ფრთხილად ვაკოცე... როგორც კი ჩემმა ტუჩებმა მისიცხელი კანი იგრძნო ისევ სასიამოვნოდ დამიარა ჟრუანტელმა და ოდნავ გამეღიმა ჩემს რეაქციაზე. იქვე მიგდებულიპლედი ავიღე და ფრთხილად მივაფარე, ოდნავ შირხა და თვალები გაახილა
-მოხვედი?-ძილისგან დაბოხებული ხმით მითხრა და თვალები მოიფშვნიტა
-კი მოვედი- ხმადაბლა ვუპასუხე და იქვე სავარძელში ჩავჯექი
-კაია - უბრალოდ ეს მიპასუხა და ოთახიდან გავიდა . ისე მომეშალა ნერვები მომინდა ყველაფერი დამელეწა რაც გარშემო იყო... რატომაა დღეს ასე ცივი? რა დავაშავე? რატომაა ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ? ....უკვე ცრემლები მომდიოდა, ფრთხილად წამოვდექი და ოთახისკენ წავედი ... ლოგინი საშინლად ცივი იყო .... გუშინ ხომ გუკასტან ჩახუტებულს ჩამეძინა , რა კარგი იყო მთელი დღე, მაგრამჩამშხამდა, არ ვიცნობ ! საერთოდა არ ვიცნობ ამ ადამიანს ! ... პირველად ვიტირე ბიჭის გამო , პირველად ვიგრძენი რა გრძნობაა ეს ... ტირილში ისევ ფანჯრის რაფაე ჩამეძინა
დილით ისევ თბილმა ხელებმა გამაღვიძა და მეც დაფეთებულმა გავახილე თვალები იმის მოლოდინში რომ გუკაიქნებოდა მაგრამ შევცდი . პატარა კეკე იყო და იმ პატარა თითებით ცდილობდა ჩემს გაღვიძებას
-მაშოო ადექი რაა - წკრილა ხმით მითხრა და ხელზე მომქაჩა
-კაი პატარავ ავდგები - ცხვირე წავეთამაშე და გახევებული სხეული ფრთხილად "ავიღე " ფანჯრის რაფიდან . უხალისოდ ჩავიცვი ტანსაცმელი და დასიებული თვალებით გავედი მისაღებში .
-დილამშვიდობისა - ოდნავ გავუღიმე ლიას ისე რომ დემონისთვის არ შემიხედავს და იქვე ჩამოვჯექი . დღეს შაბათია ამიტომ არც სკოლა არც არაფერი ... აი აარის სრული ბედნიერება
-თვალები დასიებული რატო გაქ? -გაკვირვებულმა შემომხედა ლიამ და კეკე კალთაში ჩაისვა
-გვიანობამდე ვერ დავიძინე და ეტყობა მაგიტომ - ისევ კისერს დავუწყე თითებით წვალება და როცა მივხვდი რას ვაკეთებდი ხელები გავაჩერე. გუკას გავხედე რომელიც აშკარად გავრაზებული მიყურებდა და გუშინდელი გამახსენდა
-კარგი ფილმი იყო? - თვალებმოჭუტულმა გადავხედე
-კი მშვენიერი- თვალი ამარიდა და ტელევიზორს შეხედა - შენ კარგად გაერთე? - ისე მკითხა არც შმოუხედავს
-მშვენივრად - მეც მხრებისაჩეჩვით ვუპასუხე და აწრიალებული ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან
-ჰო დე - ღიმილით ვუპასუხე
-მოვდივართ დე და ნახევარ საათში გნახავ
-კაი გელოდებით - კიდევ უფრო გავიღიმე და ლიას გადავხედე-ნახევარ საათში ჩამოვალთო
-ძალიან კარგი მაგრამ მოგვენატრები - სასაცილოდ მითხრა და გამიღიმა
-ხო მოხვალ ხოლმე და მეთამაშებიი? - კეკემ ჩემთან მოირბინა და მეც მაშინვე მუხლებზე შემოვისვი
-კი მოვალ და ვითამაშოთ ხოლმე - მეც გავუცინე . -წყალს დავლევ და მოვალ - კეკე გადავსვი და სამარეულოსკენ წავედი,მიტრიალებული ვიყავი და წყალს ვსვამდი რაღაცის ბრახუნმა რომ შემაკრთო და მეც დაფეთებული მივტრიალდი
-შემაშინე - ფრთხილად დავდე ჭიქა და გუკას გავხედე
-მეც დამისხი რა - წყალეზე მანიშნა და მეც ჭიქა წყლით ავავსე
-მადლობა - როცა წყალი დალია მერე ვუთხარი და მის გაკვირვებულ თვალებს წავაწყდი
-რისთვის?
-იმისთვის რაც ჩემთვის გააკეთე , არ იყავი ვალდებული მაგრამ ეს დღეები მართლა ჩემი ძიძა იყავი - ოდნავ გავუღიმე
-გახსოვს რა გითხარი? ხომ გახსოვს არა? თუ ასე მალე დაგავიწყდა? ვალდებულება არაფერშუაშია , შენ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავ და მეორედ ეგეთი სისულელე აღარ თქვა - ჩამოშლილი თმა გადამიწია და თვალებში ჩამხედა
-მე არაფერი მავიწყდება - ხმადაბლა ვუთხარი და ოყაზე ფრთხილად ვაკოცე. ვიგრძენი როგორ გააჟრჟოლა ჩემ კოცნაზე და გული სიხარულით ამევსო.
-წესით ხმას არ უნდა გცემდე და მოგიწევს რაღაცეები ამიხსნა ,მაგრამ მაინც ძალიან მომენატრება დილით შენი ხმა და ძილისწინ ნათქვამი ძილინებისა , გუშინწინდელი ღამეც ძალიან მომენატრება და როგორც არ უნდა ეცადო თავიდან მაინც ვერ მომიშორებ ! - ბოლო სიტყვები ღიმილით მითხრა და თითი დამიქნია . მეც გავუღიმე და როცა გულზე მიმიხუტა ისევ ისე შვიკარი სუნთქვა და მის გაორმაგებული გულისცემის მოსმენა დავიწყე ....

10

ისევ ჩემი ოთახი რომელშიც 1 კვირაა არ დამიძინია , მომენატრა აქაურობა მაგრამ დარწმუნებული ვარ გუკა უფრო მომენატრება , არა აი 3 საათია სახლში ვარ და უკვე მენატრება .
-მაშოო გამოდი გოგო დაგვენახე რა ფერი ხარ - სიცილით გამომძახა მამაჩემმა და მეც ოთახიდან გავედი
-მა რაო სიდედრმა გამუშავაა? - სასაცილოდ გავწელე სიტყვები და სავარძლის სახელურზე ჩამოვუჯექი
-მამუშავა კი არა აღარვარგივარ კაცი -შუბლზე მოისვა ხელი და სიცილით გამომხედა
-ღირსები ხართ მარტო რომ დამტოვეთ - ენა გამოვუყავი და სამზარეულოში გავედი დედასთან, როგორც ყოველთვის დაღლილობის მიუხედავად ახლაც რაღაც გემრიელს ამზაებდა, უკნიდან მივეპარე და ხელები მოვხვიე
-ჩემი ტკბილი გოგო - ჩემსკენ შემოტრიალდა და შუბლზე მაკოცა
-ამ ტკბილ გოგოს შია - ინტერესით შევიხედე ღუმელში და პიცა რომ დავინახე ხტუნვა დავიწყე
-დეე რა მაგარიი ხააარ - ხმაურით ვაკოცე ლოყაზე
-ახლა მიხვდი რომ მაგარი ვარ? -წარბი სასაცილოდ ამიწია და გამიცინა
-არა სულ მაგარი ხარ მაგრამ როცა პიცას აკეთებ მაშინ ხომ აიი "ვუუაბშე" მაგარი ხარ - სასაცილოდ გავწელე სიტყვები
-ეხ მაშო 1 კვირაში 17 წლის ხდები და თავში ჭკუა არ გაქვს - თავისქნევით ჩაილაპარაკა და სამზარეულოში შემოსულ ზურას გახედა
-ქეთო მე კი არა შნი ქმარი ცოტახანში 40 წელს გადააბიჯებს და მაგას არ აქვს ჭკუა - სიცილით ვუთხარი და ამოვეფარე
-ოხ მაშო ამოგაცლი გოგო მაგ ენას - სიცილით მითხრა ზურამ და ქეთოს ლოყაზე აკოცა
-ხალხი მეც აქ ვარ რაა - თვალებაციმციმბულ და გაღიმებულ დიდ მაგრამ ჩემთვის პატარა ორ ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს გავხედე და გავიცინე
-ხოდა რომ ხარ ჩვენ უნდა გვიმადლოდე - ისევ გამიცინა ზურამ და ქეთოს კალბასი ააცალა . ქეთომაც ჩხუბი დაუწყო და ატყდა ერთი ამბავი, სიცილი ხარხარი დაჭერობანა
-ვაიმეეეეე, არ მაქვს მე თქვენი თავი- ხელები ავწიე და ისევ ჩემს ოთახში შევედი
-ამხელა ხალხია და თავში ჭკუა არ აქვთ რაღადროს მაგათი ცანცარია , მიშლიან ნერვებს რა - ბებერი დედაკაცივით ჩავილაპარაკე და ლოგინზე კი არ დავწექი მგონი გავტეხე ისე დავეხეთქე . ჩემს საქციელზე მე თვითონ ამიტყდა სიცილი და როცა დავწყნარდი დავფიქრდი იმაზე რაზეც არ უნდა მეფიქრა . რა შეიცვალა? ან როგორი გავხდი? ჩემს თავს ვეღარ ვცნობ , მათალია ისევ ის მაშო ვარ მაგრამ მაინც სულ სხვა , გუკამ ჩემში დიდი ცვლილება მოახდინა , შემცვალა თითქოს მეც მასზე გავხდი დამოკიდებული მაგრამ საშინლად მაბნევს მისი საქციელები , არ ვართ ერთად მაგრამ ვიცი რომ ჩემს მიმართ გულგრილი არაა თუმცა მე რას ვგრძნობმის მიმართ ძალიან კარგად ვიცი . ერთი დდი ცვლილებაც მოხდა ,ისევ დამიბრუნდა ბავშვობა და ისევ დამიბრუნდა ცხოვრებს ხალისის რაღაც ნაწილი მაინც ირაკლის ჩამოსვლით , თან 3 უმაგრესი ადამიანი გავიცანი და მივიღე , აკო , ელენე და ლუკა . ისინი ძალიან ბევსრ ნიშნავენ ჩემთვის და ააჰ ბოდიში მაქვს მოსახდელი გუშინდელის გამო . ტელეფონს დავწვდი და ელეს ნომერი ავკრიფე
-ელე რას შვრებიი?
-რავი გოგო , მე კი არა შენ რას შვრები ის იკა ვინ იყო? არ გამაგიჟო ნუ ამირიე ყველაფერი თავში - გაკაპასებულმა ჩამძახა ა ჩემს პასუხს დაელოდა
-მიდი გამო ჩემთან მისამართს მოგწერ და გეტყვი ვინც იყო პანიკებში რომ ვარდები -სიცილით ვუთხარი
-კაი მალე მოვალ მიდი მომწერე ჩქარა მოვკვდი ინტერესით- ისევ გაბრაზებულმა თქვა და გამითიშა . მეც მისამართი ავკრიფე და გავაგზავნე , ცოტა ხანში კი ელენე მადგა თავს თავისი გაბრაზებული . არ მიყვარს წითური ხალხი და არც ქერები მაგრამ აი ჩემი ელენე წითურია თან ყველაზე მაგარი ადამანიცაა !
-ქეთოო - დედაჩემს გავძახე და ისიც სამზარეულოდან გამოვიდა
-გაიცანი ეს ელენეა -ელენეზე მივუთითე - ეს ჩემი დედიკოა ქეთო - ახლა ქეთოსკენ გავიშვირე ხელი და ორივეს გადავხედე. ერთმანეთი გადაკოცნეს და დაახლოებით 15 წუთში სანამ მე სასუსნავები შევიტანე ჩემს ოთახში მშვენივრად გაუგეს ერთმანეთს , იმდენად კარგად , რომ როცა ელეს დასაძახებლად შევედი არც ერთმა ყურადღება არ მომაქცია ისე იყვნენ ლაპარაკში გართულები
-წამო გოგო სულ ნუ დაიცლები მეც მჭირდები - ხელი დავავლე და სიცილით წავათრიე ჩემს ოთახში
-მაშოოო ღადაოობ? ბიბლიოთეკაა თუ მოზარდი გოგოს ოთახი? - წიგნების დიდ კარადაზე მიმითითა და თვალებმოჭუტულმა შემომხედა
- არ ვარ დედამიწელი - სიცილით ვუთხარი და პატარა სავარძელში მოვთავსდი
-გოგო ბალიშების ბუმი გაქვს ოთახში , კიდევ წიგნების , პაარა ტანსაცმლის კარადა რომელიც ყველაზე დიდი უნდა იყოს და ეს როიალი , ღადაოობ? სადაა სარკიანი დიიდი "ტრილიაჟი" (ქართული შსატყვისი არ ვიცი მაპატიეთ :D) -ისევ გაკვირვებულმა შემომხედა და ჩემს წინ დაჯდა
-ოო აი იქაა სარკე ხედავ? კარადასთან თან დიდია და მთლიანად ვჩანვარ , როგორც ხვდები მაკიაჟს არ ვიკეთებ და თვალის ფანქრის მეტი არაფერი გამაჩნია - ისევ გავუცინე
-ვერა ხარ რა შენ მაგრამ რა დროს ესაა ვინ ყო ის სიმპატიჩნი ჩელავეკიი? - წარბი სასაცილოდ აზიდა და ხელებით მაგიდას დაეყრდნო
-ვინ იყო და ირაკლი ! ჩემი ბავშვობის მეგობარი და ლუკას ბიძაშვილი რომელიც 2 წელია არ მინახავს და რაღაც სულელური ფილმის გამო ნამდვილად ვერ გავუშვებდი მისი ნახვის შანსს ხელიდან - ერთი ამოსუნთქვით ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთქე
-მოიცა აბა ფერიას რატომ გეძახდა? -დაბნეულმა მკითხა - უფ გამისკდა გული , გუკა უნდა გენახა რა დღეში იყო , ვიღაც ბიჭი რამის ცემა ჩუმად იყავიო , და მთელი საათ ნახევარი ისე აჭერდა კბილებს ერთმანეთ მეგონა დასტყდებოდა , და მისი თვალები რომ მახსენდება მბურძგლავს , და...
-მოიცა მოიცა ამოისუნთქე რა - სიცილით გავაჩერე ელენე და მანაც ღრმად ამოისუნთქა .
- გოგო გადარიე ის ბიჭი და მიხედე ახლა , ის იკა კიდე მე გამაცანი მაგრად მომეწონა - წაბები ამითამაშა და გამიცინა
-წითური გოგოები მოსწონს რომ იცოდე - მეც ავუთამაშე წარბები და ყავა მოვსვი -გინდა ახლა დავურეკავ და მოვა- მაგარმა იდეამ გამიელვა თავში და მეც მაშინვე ტელეფონს დავავლე ხელი
-არა გოგო გადაირიეე? ნახე რას ვგავარ , ცოტა ლამაზად რომ ვიქნები მერე გამაცანი - თმას დახედა და უკმაყოფილოდ გააქნია თავი
-აუ ელე იცი რა ლამაზი ხარ? ნუ წუწუნებ შენ გენაცვალე რაა, და შენ ხო ვიღაც შენი მეზობელი გიყვარს ? - მისი მონაყოლი გამახსენდა
-ოო გოგო მომბეზრდა ეს ცალმხრივი სიყვარული თან ეგ შენი იკა ისეთი საყვარელია ... ეჰ - ღრმად ამოისუნთქა და თავით ხელებს დაეყრდნო
-ვაახ ჩვენ სიყვარულში ძააააან რაა - ცერა თითი ავუწიე და ორივემ ხმამაღლა გავიცინეთ

***

ტელეფონის წკრიალმა გამომიყვანა ბურუსიდან და მეც მაშინვე ეკრანს დავხედე , ჩამძინებია, ელენე რომ გავაცილე და წიგნის კითხვას შევყევი , ვაიმე 9 საათია , რა მალე გასულა დრო.
-გისმენთ- ხმაჩახლეჩილმა ვუთხარი და გუკას ხმა რომ გავიგე მაშინვე თვალები ვჭყიტე
-რა გჭირს?
-მეძინა და ... - ჩამოშლილი თმა გადავიწიე და გადაშლილი წიგნი გვერდზე გადავდე
- გაგღვიძე?
-ააჰაამ
-გარეთ გამოხვალ?
-რავი ვკითხავ ჩემებს და მოგწერ - ვითომ სულ არ გამიხარდა ისე ჩავილაპარაკე არადა სიხარულისგან ლამის ცეკვა დავიწყე
-კარგი გელოდები - ყურმილი გამითიშა და მეც მაშინვე საწოლზე ხტუნაობა დავიწყე , რომ მოვტვინე რა სასაცილო მდგომარეიბაში ვიყავი აწითლებული ჩამოვჯექი ლოგინზე და პატარა კარადას გავხედე .დიდხანს არც ახლა მიფიქრია როგორც ყოველთვის ჯინსი, კეტები , უბრალო მაისური და თბილი შავი ჟაკეტი მოვიცვი , კულულები მხრებზე დავიყარე და მისაღებში გავედი
-დედი მე გავალ რა გარეთ ცოტა ხანს
-შენ გარეეთ?? -გაკვირვებულმა მკითხა და ზურას გადახედა
-არააა-ორივემ ერთად წამოიძახა და მე შემომხედა
-ჩემი შვილი რა უყავი? -მამაჩემმა გარშემომშემომიარა და დამათვალიერა
-მამიი- გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე
-თუ გინდა დაიგვიანე და დილამდე არ მოხვიდე სახლში , ოღონდ შენ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდი და ქეთოს იმ წითელ ჩექმებს ვუყიდი- სიცილით მითხრა და ქეთოს გადახედა
-ვაიმე ზურა მართლაა?-გახარებულმა გამოგვხედა ორივეს- მაშო წადი ახლა და სახლში მოსული არ დაგინახო - თითი დამიქნია და მეც გამეცინა . 1 თვეა ვეაფრით დაითანხმა ქეთომ ზურა 600 დოლარიანი ჩექმების ყიდვაზე . აშკარად მე არ ვარ ამათი შვილი
-მე ნაშვილები ვარ? - ორივეს შევხედე. ჯერ ერთმანეთს გადახედეს და ბოლოს სიცილი ატეხეს
-გაგიჟდი გოგო ?- სიცილით გამომხედა ზურამ
-აბა არც ერთს არ გგავართ და რა უბედურებაა - მხრების აჩეჩვით ჩავილაპარაკე და კარისკენ წავედი
-ვაიმე რა შტერია - რომ გამოვედი მამჩემის ხმა გავიგე და ისევ თავი შევყავი ოთახში
-მამა ჯერ არ წავსულვარ - პირი ვითომ ხელებით ჩაკეტა და გასაღები ქეთოს "გადააყლაპა " ამ ჟესტზე ერთი გულიანად გავიცინე და კიბეებზე დავეშვი . ტელეფონი ამოვიღე და მესიჯს ვკრეფდი სადარბაზოსთან მდგომი სხეული რომ დავლანდე. შემეშინდა და ტელეფონი მივანათე
-მე ვარ ნუ გეშინია - ღიმილით შმომხედა და მეც ღრმად ამოვისუნთქე მისი დანახვისას
-ახლა უნდა მომეწერა - ტელეფონი დავანახე და მერე ისევ ჯიბეში ჩავიდე
-ვიცოდი რო გამოხვიდოდი და რომ დაგირეკე უკვე აქ ვიყავი - წყნარადა ჩაილაპარაკა.
-რომ არ გამოვსულიყავი?-გაკვირვებულმა ავხედე და თვალები მოვჭუტე
-გამოხვიდოდი - ისევ წყნარად მითხრა და მანქანის კარი გამიღო
-ფეხით გავიაროთ რა - სულ არ მინდოდა ასეთ კარგ ამინდში მანქანით სიარული
-როგორც გინდა - ისევ წყნარად მითხრა და გვერდში ამომიდგა . ისევ მისი სურნელი რომელიც ჩემს ნერვულ სისტემაზე ძალიან ცუდად მოქმედებს და სურვილს მიჩენს მივიდე და მაგრად მოვხვიო ხელები . "ემოციები აკონტროლე სულელო " ჩემი თავი გავაფრთხილე და ფეხი ავუწყე
-აბა როგორია სახლში დაბრუნება ? - ისე მითხრა არ შემოუხედავს
-რავი , კარგია - მეც უბრალოდ ჩავილაპარაკე და სკვერში შევედით . ერთ -ერთ ცარიელი სკამი დავიკავეთ
-გუშინ სად იყავით? -წინ გადაიწია და გვერდულად გამომხედა
-არსად , უბრალოდ მანქანით ვიარეთ და ბავშვობა გავიხსენეთ - მეც უბრალოდ მხრების აჩეჩვით ვუპასუხე
-ბავშვობა ? - ოდნავ მოტრიალდა ჩემსკენ
-ხო , ლუკას ბიძაშვილია ირაკლი და ერთად გავიზარდეთ - ლუკას ხსენებისას ისევ გაიხსნა გულში ჭრილობა და მეც ხელები გადავაჭდე ერთმანეთს და გულზე მაგრად მივიჭირე
-უყვარხარ? - ცოტა ხნის ლოდინისშემდეგ ისე თქვა თითქოს ძალით აცლიდნენ სიტყვებს პირიდან
- რა სისულელეა , აუ გუკა რა სულელი ხარ. ფერიას მეძახის სულ - სიცილით გავხედე ოდნავ დამშვიდებულს და მანაც გამიცინა
-მე კიდე მეგონა ... - თავი გაიქნია და საყვარლად გამიღიმა
-ხო გეგონა - მეც გავუღიმე
- მაგრამ ცუდად მოიქეცი მაინც და დასჯილი ხარ - თითი დამიქნია და ფართოდ გაიღიმა , ისევ საყვარლად ჩაეჩუტა მარჯვენა ლოყა და ისევ ამიფრთხიალდა გული
-და რა იქნება ჩემი სასჯელი? - მეც გაღიმებულმა გავხედე და თვალები მოვჭუტე
- მე - ისევ გაიცინა და ცხვირზე მომჩქმიტა
- ოხ გუკა გუკა - თავისქნევით ვუთხარი და მანქანებს გავაყოლე თვალი
-იცი ? ჩემ სახელს ძალიან საყვარლად იძახი - თვითონაც საზურგეს მიეყუდა და მიმავალ მანქანებს გახედა
- უკვე გითხარი რომ სულელი ხარ? -მისი სიტყვებით აფორიაქებულმა ვუთხარი და სასაცილოდ გავხედე
-კი დაახლოებით 5 წუთის წინ - თვითონაც შემომხედა და გამიცინა. უბრალოდ მხრით ვეხებოდი და მისგან წამოსული სითბო მაინც ძალიან მათბობდა
-კარგი მაშინ კიდევ გაგიმეორებ . სულელი ხარ გუკა !- სახელი ხაზგასმით წარმოვთქვი და გავუცინე
-დაე ვიყო სულელი თუ ამას თვით მაშო მახარაძე მიბრძანებს- მთელი ემოციებით წარმოთქვა და გამიცინა . მეც ხმამაღა გავიცინე და დემონით გაბედნიერებულმა გავხედე
-იცი ირაკლის ელენეს ვურიგებ - სიცი;ლით გავხედე და მანაც გაკვირვებულმა გამომხედა
-ვაა , შენ რა მაგარი ხარ - დაბლითა ტუჩი საყვარლად გამოწია და ცერა თითი მიჩვენა -იცოდე შენთან ვარ !
-ეგ კი არა გიორგის რა უთხარი რომ გამარჯობასაც აღარ მეუბნება? - გამახსენდა გუშინდელი გიორგი რომელმაც ზედაც არ შემომხედა და წარბაწეულმა გავხედე
-ეგ მე ვიცი - ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და თვალი სივრცეს გაუშტერა
-არაფერს მიშავებდა და ხალხს ნუ დამიფრთხობ - გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე
-არ მაინტერესებს იქ ხალხი , სადაც მე და შენ ვართ ! - სრული სერიოზულობით ჩაილაპარაკა და თვალებში ჩამაჩერდა . ამ სიტყვებმა გამათბო , დამატკბო და კიდევ უფრო გამაბედნიერა . ვუყურებდი მის შავ თვალებს და მეამაყებოდა , ეს თვალები ხომ შევცვალე და ახლა ბრაზის და ზიზღის მაგივრად სითბოთი მიყურებენ ! ვუყურებდი მის შავ თვალებს და შიგნით ჩემს ანარეკლს ვხედავდი... ვუყურებდი მის შავ თვალებს და ჩემში საოცარი სითბო იღვრებოდა რომელიც დედამიწასაც კი გაათბობს ! არა , დედამიწას კი არა მთელს კოსმოსს, მთელს უსასრულობას ეყოფა ჩემი სიყვაული და დემონით გამთარი სული !
- ჰეი რას უყურებ? -ჩემს მზერას გააყოლა თვალი და მერე ისევ მე შემომხედა
-აა , არაფერს ჩავფიქრდი - აფორაჯებულმა ვცადე თავის დაძვრენა ამ სიტუაციიდან და თავი დავხარე
-რა საყვარელი ხარ მაშო - სიცილით მითხრა და ჩემს თმაზე დაიწყო თამაში
-ეგრე დამეძინება - მეც სიცილით ვუთხარი და დაბლიდან გავხედე
- დაიძინე მერე ვინ გიშლის - თვითონაც ღიმილით მითხრა და ისევ გააგრძელა თმაზე თამაში.
-რაზე ოცნებობ? - სტულიად მოულოდნელად დავუსვი კითხვა და მხარზე მივეყრდენი
-მე? -გაკვირვებულმა მკითხა მეც უბრალოდ თავი დავუქნიე
-მე ? არ ვიცი , კონკრეტულად არაფერზე , იცი? პატარაობაში ნამდვილი თოფი მინდოდა , მონადირის, -სიცილით მითხრა, ხელებით კი ისევ აგრძელებდა ჩემს თმაზე თამაშს - მერე კოსმოსში მინდოდა გაფრენა , მაგრამ რომ გავიზარდე გადამინდა, ახლა ალბად ... ვერ გეტყვი კონკრეტულად რაზე ვოცნებობ , ამ წამს არაფერი მინდა , ასეც ბედნიერი ვარ და სულ რომ არ დამთავრდეს ეს წუთები ძალიან კარგი იქნება - ღიმილით დაამთავრა სათქმელი -შენ რაზე ოცნებობ?
-არ ვიცი , მეც მინდოდა კოსმოსში გაფრენა , ახლა პატარა ხის სახლი მინდა ტყეში, ჩემი საყვარელი წიგნებით , ბევრი ჟელიბონით და ცაზე ვარსკვლავებით - ხმადაბლა ამოვილაპარაკე
-გიყვარს ჟელიბონი? -სიცილით მკითხა
-აჰაამ - მეც სიცილით ვუთხარი
- კიდე რა გიყვარს? - ყურთან ახლოს მესმოდა მისი სიტყვები ხოლო სუნთქვა კისერზე მელამუნებოდა და მეც ტანში საამო ჟრუანტელი მივლიდა
- იცი რა ? აი პირში რომ იყრი და შუშხუნებს მაგრამ მაღაზიებში ვესად ვიპოვე - როგორც კი სიტყვები დავამთავრე ხარხარი დაიწყო და მეც წამოვიწიე
-რა? -ისევ იცინოდა
-ოო ნუ დამცინიი - მეც გაბრაზებულმა დავარტყი მხარზე და ფეხზე წამოვდექი - წავიდეთ რა ცივა თან გვიანია - მართალია ძალიან არ მინდოდა ახლა წასვლა მაგრამ თითქმის 2 საათი გავიდა და არ მინდა ჩემებმა ინერვიულონ , მართალია ძალით გამომაგდეს სახლიდან მაგრამ ვიცი რომ როცა დავიგვიანებ ინერვიულებენ
-კაი რა , ცოტა ხანიც - შრეკის კატის თვალებით გამომხედა და საყვარლად გამიღიმა
-ნწუ რომდამცინე გაგიბრაზდი - თავი გავაქნიე და მისი ფეხზე წამოყენება ვცადე . ხელზე მოვქაჩე და ისიც ფეხზე წამოდგა . თავისი მოსაცმელი მე მომახურა და სახლამდე ხმის ამოუღებლად მიმიყვანა . მეც დროდდრო ვისუნთქავდი მის სურნელს და იქამდ ვიჩერებდი მის სურნელს სადამდეც გამყვებოდა
-ძილინებისა- ღიმილით ვუთხარი და მოსაცმელი მივაწოდე
-ძილინებისა , ეგ გქონდეს შეგცივდება სანამ ახვალ - თვითონაც გამიღიმა
-არ შემცივდება - მოსაცმელი გავუწოდე მაგრამ არ გამომართვა
-მაშინ ჩემი სურნელი მოგენატრება , მთელი გზა სასაცილოდ იკავებდი სუნთქვას რომ ქურთუკის სუნი გეგრძნო - სიცილით მითხრა და ცხვირზე მიჩქმიტა . ისე წამოვწითლდი მის სიტყვებზე მეგონა დავიწვებოდი. ისევ მოვიხურე ქურთუკი და კიბეებისკენ წავედი მაგრამ მივხვდი რომ რაღაც მაკლდა ,
-გუკა ?!- მისკენ მივტრიალდი და გავჩერდი
-ჰოუ? -კიბეებზე მიმავალს ამომხედა . მეც ისევ კიბეებზე დავეშვი და მაგრად მოვეხვიე . ჩემს საქციელზე ჯერ გაიცინა და მერე მაგრად მომხვია ხელები, ისე ჩამეხუტა ძვლები დამიტკაცუნდა
-მიდი გაიქეცი პატარავ , ტკბილი ძილი - შუბლზე ნაზად მაკოცა და მეც კიბეებისკენ წავედი მისი სურნელით , ჩახუტებით და შუბლზე დატოვებული კოცნით გაბრუებული .....

11
ისევ უსასრულო ღამე , ისევ უსასრულოდ გაწელილი წუთები და იმაზე ფიქრი როდის ვნახავ ჩემს დემონს , მალე გათენდი რა ... გულში ვნატრობდი და გონებაში ვითვლიდი რპომ ჩამძინებოდა , მაინც თვისას შვრებოდა ფორიაქებული გული და სადღაც შორს ფიქრებში მივყავდი ისევ გუკასთან, ისევ ბედნიერებასთან და მეც ვერაფრით ვიძინებდი . ჩემი ტელეფონი აწკრიალდა და მეც ზანტად გადავიწიე საწოლიდან ტელეფონის ასაღებად. "ცუდად ვარ " ავტორი რათქმაუნდა ჩემი ბიჭი რადგან ამ შუაღამისას სხვა ვინ მომწერდა?
"რა გჭირს?" მეც თვალებმოჭუტულმა ავკრიფე ტექსტი და საბანი გავიწორე
"მენატრები, მალე გნახავ?" ისე გავთბი ამ სამი სიტყვით რომ , რომ არა ნოემბრის სუსხი ალბად საბანს გადავიძრობდი, რა საყვარელია, მეხივით დამეცა და დამწვა ოღონდ სიყვარულით .
"რათქმაუნდა " ისე ავკრიფე ასოები ღიმილს ვერ ვიშორებდი სახიდან და გულიც გამალებით მიცემდა
"ტკბილი ძილი მაშო, ლამაზი სიზმრები და იცოდე გელოდები ჩემს სიზმრებში, დამეწიე <3 " არ მახსოვს რამდენჯერ გადავიკითხე და ბოლოს როგორც იქნა ამოვისუნთქე , ამოვისუნთქე და ოდნავ ხმამაღლა გავიცინე
"დამელოდე, დაგეწევი <3" კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მესიჯებს და მაგრად დავხუჭე თვალები, ამჯერად წავედი წყვდიადში და ჩემი გონებაც მთლიანად ღამის უკუნეთმა მოიცვა .
რა ჯობია დილას როცა მზის სხივები გაღვიძებენ , არა ვცდები ჯობია , აი ის დილაა საუკეთესო გუკას თბილი ხელები რომ გაღვიძებს , ჩემს მოსაზრებებზე მე თვითონ გავიღიმე და ფეხზე წამოვდექი. ღიღინით გავედი ოთახიდან , სააბაზანოს ატრიბუტებით ხელდამშვენებული და დედაჩემს შევეჯახე
-ოჰ! დაფრინავს ქალბატონი ღრუბლებში - ღიმილით მაკოცა შუბლზე და გამიღიმა . მსოფლიოში საუკეთესო დედა მყავს ! ამას სიამაყით ვამბობ რადგან ქეთო ჩემთვის ყველაფეია , დაქალი ძმაკაცი , დედა , და, ძმა აიი ყველაფერი , არცაა გასაკვირი ის ხომ დედაჩემია თან N1 !
-დედიი მერე რაღაც უნდა გითხრა - უკვე აღარ მინდა ქეთოს დავუმალო ჩვენი ურთიერთობა , მართალია მეც ვერ ვარ ბოლომდე გარკვეული მაგრამ მაინც უნდა იცოდეს.
-რაო დე? მიდი დაიბანე მამა წავიდა და ყავა დავლიოთ სანამ წახვალ სკოლაში - ცხვირზე მიჩქმიტა და სამზარეულოში შენარნარდა . მეც გამომაფხიზლა ცხელმა შხაპმა და უფრო კარგად დავაწყვე აზრები რას ვეტყოდი ქეთოს , დარწმუნებული ვარ გამიგებს მაგრამ ,მაინც ვნერვიულობ . ჯინსის მოსაცმელი ავიღე და ოთახიდან სამზარეულოში შევედი
-აბა მიდი დაიწყე - ყავის ფინჯანი დამიდო წინ ქეთომ და ჩემს პირდაპირ დაჯდა
-აუ დე მემგონი შეყვარებული ვარ - მორცხვენილმა ავხედე ცხელი ყავა მოვსვი .
-ღმერთო ამას რას მოვესწარი - ხელები მაღლა აღაპყრო და ღიმილით შმომხედა- ვინაა ის ბედნიერი?
-გუკა - ისე ხმადაბლა ვთქვი ჩემი სიტყვები ძლივს გავიგე . არ შემიხედავს ქეთოსთვის თვალები სად წამეღო აღარ ვიცოდი. ქეთომ რომ შეჰკივა იმხელაზე ავხტი ყავა ზედ გადმომესხა და ხელი დავიწვი. ახლა მეც ვკიოდი და ქეთოც ჩემთან ერთად
-ვაიმეე , რამაგარია, არა რა ჩემი შვილი ხარ , რა გემოვნება გაქ! და გუკაც რა მაგარი ბიჭია....- ქოთქოთებდა და აქეთიქით დადიოდა
-დედიიი ხელი დავიწვიი - ცრემლიანი თვალებით ავხედე და ისიც მაშინვე ჩემთან გაჩნდა
-ვაიმე მაშო სულ დაგიწითლდა დე- მაშინვე პირველადი დახმარების ყუთი მოძებნა და ხელის დამუშავება დამიწყო
-უკვე გითხრა მიყვარხარო? -თვალებაციმციმებულმა შემომხედა და ხელი შემიხვია
-აუ დე იცი რა დაბნეული ვარ? არ უთქვამს მიყვარხარდა ეგეთი ბანალურობები მაგრამ ისე იქცევა ჩემთვის მისი საქციელები უფრო ბევრს ნიშნავს , არ მინდა მისი ნათქვამი მაღალფარდოვანი სიტყვები , მაგრამ ისეთი საყვარელია ლამისაა ჩავყლაპო- სასაცილოდ დავმანჭე სახე და კიდევ უფრო დავმანჭე ხელის წვა რომ ვიგრძენი
-მაშო რა მაგარია, აბა შენ იცი დე, კარგი ადამიანია გუკა და იცოდე წესიერად მოიქეცი - შუბლზე ნაზად მაკოცა და გამიღიმა
-ეგ ხო მაგრამ ხელი რომ მეწვის და ზედაც დამესვარა - ჩემს გაყავისფრებულ ზედას დავხედე დაშეხვეული ხელი ავწიე
-წამო მე გამოგიცვლი თორე შენი ბიჭი 20 წუთია სადარბაზოსთან დგას და შესცივდება . ფანჯარაზე მიმანიშნა და მეც მაშინვე ფეხზე წამოვხტი
-რა ჰა? აბა სად? - თვალების ცეცება დავიწყე და კორპუსისწინ მდგარ ხესმიყუდებული გუკა რომ დავინახე სული ამიჩქარდა . რა სიმპატიურია ეს არსება . და ეს თეთრი ფრიც როგორ უხდება .
-მიდი ნუ გაშტერდი გამოიცვალე და წადი სკოლაში
-კაი დე , მიყვარხარ - ლოყაზე ხმაურით ვაკოცე და ისევ ჩემს ოთახში შევედი. მაისური გამოვიცვალე , მოსაცმელი მოვიცვი , ჩანთა გადავიკიდე და ღიღინით დავეშვი კიბეებზე . ჩემს დანახვაზე გაიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა . მეც ნაბიჯს ავუჩქარე და მასთან ახლოს გავჩერდი. ფრთხილად მომხვია ხელები და შუბლზე მაკოცა .
-შუბლზე სულელებს კოცნიან - ღიმილით ავხედე და მასზე აკრულმა მისი გამაბრუებელი სურნელი ღრმად ჩავისუნთქე
- მე სხვანაირად ვიცი - ღიმილით მითხრა და ჩემი შეხვეული ხელი რომ დაინახა სახეზე ფერები ეცვალა
-რა დაგემართა? -ხელი ხელზე მომკიდა და ახლოს მიიტანა
-არაფერი , ცოტათი დავიწვი - უცბად დავმალე ხელი ზურგს უკან
-გტკივა? ან როგორ დაიწვი? - ისევ შეშფოთებული მიყურებდა
-ო რა მტკივა უბრალოდ ყავა გადამესხა და ოდნავაა დამწვარი - მომაბეზრებლად ჩავილაპარაკე და წავედითთქო თავით ვანიშნე .
-მართლა არ გტკივა? -ისევ შეწუხებული მზერით მიყურებდა
-კაი რა თორე გეჩხუბები ახლა , არ მტკივა - თვალები დავუბრიალე და ფეხს ავუჩქარე- მართლა ძაან დაგვაგვიანდა - ტელეფონის ეკრან დავხედე და დანანებით ჩავილაპარაკე
-დღეს სადმე აპირებ წასვლას? -სერიოზული სახით შემომხედა
-რავი ლამარასთან მინდოდა წასვლა მაგრამ თუ დამეზარება არ წავალ - მხრები ავიჩეჩე და ინტერესით შევხედე
-კაი იცოდე თუ სადმე წახვალ დამირეკე ან მომწერე თორე ვიჩხუბებთ - სრული სერიოზულობით მითხრა და გზას გახედა
-გუკა მისმინე , რა საჭიროა ყველგან შენ დამყვებოდე , პატარა ხომ აღარ ვარ? დღისით თუ გავალ გარეთ დამიჯერე დათო ვერ მომიახლოვდება და მეკიდე არ მინდა საქმეებს მოსცდე, შნც სკოლის მოსწავლე ხარ , თან მეთორმეტე კლასში ხარ და იმედია ჩემი გულისთვის გამოცდებში არ ჩაიჭრები - ძალიან წყნარად და ნელა ჩამოვაყალიბე სათქმელი და ინტერესით ავხედე
-აი შენ თუ კარგად არ იქნები გამოცდებიც , ხალხიც, მეგობრებიც, სკოლაც და აი საერთოდ ყველა ფეხებზე მკიდია გაიგე? -გაჩერდა და თალებში ჩამხედა. მეც სხვა რა გზა მქოპნდამისი მზერით დამონებული ვუყურებდი და მისი სიტყვებით ვთბებოდი
-გუკა არაა მასე, მისმინე ...
-მაშოო! - გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა და სიტყვა შუაზე გამაწყვეტინა
-ნუ მაწყვეტინებ დამამთავრებინე ვახ - სიბრაზისგან გაწითლებულმა ვუთხარი და ისევ ჩავისუნთქე ლაპარაკი რომ დამეწყო მაგრამ მაინც პირზე ამაფარა ხელი და გაიცინა .
-მაშოოოოო- ისევ იგივე ტონით მითხრა მაგრამ სიცილით და მეც ძალიან გავბრაზდი უხეშად მოვიშორე პირზე აფარებული ხელი და წინ წავედი . სიცილით დამეწია და ლოყაზე მიჩქმიტა
-სულელი ბუტია ბავშვი ხარ - სითბოთი სავსე სიტყვებით ჩაილაპარაკა მაგრამ მე კიდევ უფრო გავბრაზდი და აწითლებულმა გავხედე
-ბუტიაც ხარ ბავშვც და უსლელიც !- სიტყვები მივაყარე და ყურსასმენები მაგრად მოვირგე . კიდევ მესმოდა მისი ლაპარაკი მარა ის გავბრაზდი ხმამაღლა ავუწიე სიმღერას და რაც შეიძლება სწრაფად დავწყე სიარული. მისგან წამოსული სითბოთი ვხვდებოდი რომ ჩემს გვერდით მოდიოდა და გზადაგზა მეღიმებოდა მაგრამ ამ ვიმჩნევდი . კლასამდე მიმიყვანა და სანამ შევიდოდი ხელი დამიჭირადა ისევ ნაზად მაკოცა შუბლზე . მერე ელენეს ტიტინი, გეოგრაფიის მასწავლებლის გაუთავებელი ყვირილი და ბოლოს თავისუბლებით გაჟღენთილი ჰაერი . ისევ გუკა გაკვეთილების შემდეგ და უხმოდ გავლილი გზა სკოლიდან-სახლამდე.

***
ბიოლოგიას ვწერდი ტელეფონი რომ აწკრიალდა და მეც დაღლილმა დავხედე მესიჯს
"კრასოტკა აკო ვარ , ადე ჩაიცვი , მეზარება სასწავლი მაქ და ეგეთები არ გამაგონო, ჩემთან ამო დღეს გართობის დღეა .მიდი გუკა გამოგივლის და გელოდებით 20 წუთში აქ იყავით :* " ... ახლა არც გართობის თავი მაქვს და არც არაფრის, ის მინდა ძილი როგორც არასდროს. ჩემი ოთახის კარზე კაკუნის ხმა რომ გავიგე გამიკვირდა როდის იყო ქეთო ან ზურა აკაკუნებდნენ
-ოოჰ მამი ან დედი როდის იყო აკაკუნებდით? -გაკვირვებულმა გავძახე და ისევ დავალებას მივუბრუნდი .
-და რო არც დედიკო ვარ და არც მამიკო მაინც არ დავაკაკუნო? -ნაცნობი ხმა რომ გავიგე მთლიანად გამაჟრიალა და გაკვირვებულმა ავხედე კართან აყუდებულ გუკას
-ეე შენ აქ რა გინდა? - გაკვირვებულმა ავხედე და კალამი იქვე დავდე
-რა მინდა და აკოსთან ავდივართ - რამოდენიმე ნაბიჯში გადაკვეთა საწოლამდე მანძილი და ზედ გაიშოტა
-და ძაან ხომ არ მოვშინაურდით? - წარბაწეულმა ავხედე ჩემს საწოლზე მწოლიარეს
-ოფ მე ვცხოვრობდი შენთან 1 კვირა? - თვითონაც ამიწია წარბი და კარგადაც ამაწითლა
-ფეხები მაინც ჩამოწიე -ამოვისისინე და გამახსენდა რომ გაბუტული ვიყავი
-ნუ მებუტები სისულელეებზე, მიდი ჩაიცვი და წავედით - წამოიწია და ახლა სავარძელში ჩაეხეთქა - მშვნიერი ბიბლიოთეკაა - გარემოს მოავლო თვალი და მერე ისევ მე შემომხედა
-ჰაჰაჰა გავიცინე - რაც შეიძლებოდა სარკაზმით ვუთხარი
-ეე მაშო , ახლა მართლა გეჩხუბები, ნუ მესწერვები გოგო - გაბრაზებულმა მითხრა და ფეხე წამოდგა
-თორე რა? - ენა გამოვუყავი და როცა ჩემსკენ წამოვიდა საწოლისკენ გავიქეცი
-დაგიჭერ და გაგუდვამდე გიღუტუნებ -ჩემსკენ გამოიქცა და ჩემი დიდი წვალების შემდეგ მაინც დამიჭირა და ხელებში მომიქცია
-ხო და გიჭირე პატარა ჩიტუნია - სიცილით მითხრა ნოხზე გამაწვინა და ღუტუნი დამიწყო . სიცილისგან ცრემლები მომდიოდა და ძლივს ვსუნთქავდი . "ახლა დამაცადე ვაჟბატონო" გულში გავიფიქრ და თვალები დავხუჭე სიცილიც შევწყვიტე და ერთიანად მოვეშვი. მალევე შეწყვიტა ღუტუნი და სახეზე მომკიდა ხელები
-მაშო , რა დაგემართა - ხელებს მისმევდა სახეზე და აკანკალებული ხმით ცდილობდა ვითომ გულწასულის გამოფხიზლებას
-მაშოო , აუ ახლა გაახილე თვალები და სულ აღრ შეგეხები, მაშოო - უკვე ტირილისპირას იყო მისული რომ სიცილი ავტეხე და მის შეშინებულ თვალებს რომ წავაწყდი მეც ძალიან გამიკვირდა
-გაგიჟდი გოგო? იცი როგორ შემაშინე? - ისევ გაურკვევლობაში მყოფმა მითხრა და სავარძელში ჩაჯდა
-სამაგიერო გადაგიხადე რა - მეც გვერდით მივუჯექი და ისევ გავიცინე .
-მეორედ აღრ გააკეთო ეგეთი რაღაც- თავი ხელეში ჩარგო და მუხლებს დაეყრდნო
-ოო კაი რა გეხუმრე- ფეხზე წამოვდექი და ახლოს მივედი
-რამის გული გამიხეთქე შე მაიმუნო - თვითონაც გაიღიმა და ერთი ხელის მოსმით აღმოვჩნდი მის კალთში . ღიმილით დამხელა და მაგრად მიმიკრო გულზე .
-ჯერ მიბრაზდები მერე მეხუტები , რა მაფიაა? -მის მკლავებში გარინდულმა ვუთხარი და მისი გულისცემის დათვლა დავიწყე .
-მაფია კი არა სულელო ეგ სიყვარულია - სრული სეიოზულობით მითხრა და მეც სუნთქვა შევიკარი, არ მინდოდა ეს წამები ოდესმე გამქრალიყო, ეს ხომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი წუთებია, ეს ხომ გუკათი სავსე წუთებია და მისი სუნით გაჟღენთილი ჰაერია ...
- მაშო ისუნთქე რა - სიცილით მითხრა და ლოყაზე მომისვა ხელი. მეც ამოვისუნთქე და სიცილიც ამოვაყოლე ამ ამოსუნთქვას
-აი ეგრე რა - თვითონაც გამიცინა და ჩემთან ერთად წამოდგა ფეხზე . საწოლზე დამსვა და კარისკენ წავიდა ...
-მიდი პატარავ ჩაიცვი და წავიდეთ - ისევ გამიღიმა და კარს იქით გაუჩინარდა . " ...სულელო ეგ სიყვარულია" ისევ ჩამესმოდა მისი სიტყვები და სულს მიხუთავდა .
-შარში ხარ მაშოოო - სიცილით ჩავილაპარაკე და კარადიდან ტანსაცმელი გამოვალაგე

***
-ვაა ბიჭო უკვე მეგონა აღარ მოხვიდოდით რა , ელე და ლუკა აქ არიან, სხვა არავინაა დავაი დავიწყეთ ახლა და ჯოკერს ვთამაშობთ პროსტა მეოთხე კაცი გავკლია, თან ცოტა ლუდი რაღაც ჩიფსები, ნუ თუ არაყი გინდათ არც ეგაა პრობლემა და კიდე...
-აკო გვიშვებ თუ აქ უნდა გაგვყინო? - წარბაწეულმა ჩავილაპარაკე და ხელით გავწიე შემომიშვითქო
-აუ გუკსიიკ ამ გოგოს თუ შენნაირ უჟმურად არ აქცევ მადლობელი დაგჩები რაა - უხეშად მიხურა კარი და ახარხარებულს შემომხედა-რა გაცინებს გოგო?
-აუუ რა უთხარი? გუკსიიიკ- სასაცილოდ გავწელე ასოები და გუკას მხარზე დავარტყი ხელი
-ორივეს დაგაცლით თავებს - ახლა უკვე ახარხარებულ აკოსაც გადახედა და ოთახში შევიდა
-აუუ გუუუკს დამელოდეე - ტუჩების პრუწვით გაეკიდა აკო და გვერდით მიუჯდა
-მომაშორეთ ეს პიდარ**** აქედან თორე მოვაჭერი თავი - გაბრაზებულმა გადახედა აკოს და დივნიდან გადააგდო.
-აუუ გუკკს რა უხში ხარ, მოკალი ბავშვიიი- მეც წიკვინით ვუთხარი და აკო წამოვაყენე .
-მხეცია შნი შეყვარებული რაა - წელზე იკიდებდა ხელებს აკო. მე მის ნათქვამ შეყვარებულზე , გამაცია გამაცხელა სახეზე ფერები მეცვალა და ძლივს გადავხედე ყურებამდე გაღიმებულ გუკას და გვერდით მივუჯექი . რა დამპალია, ოხ ეს სიწითლე კიდე რა ნერვებს მიშლის
-ცეცხლი არ მოგეკიდოს - ყუთან მიჩურჩულა გუკამ და ხელიმომხვია . ამაზე კიდევ უფრო ავწითლდი ოღონდ სიბრაზისგან და ხელები სახეზე მოვიკიდე სიწითლე რომ დამეცხრო
-სპაკოინად გუკსისკ- მეც გადავუჩურჩულე და მაგიდისკენ გადავიწიე .
-აბა რომელი თამაშობთ? მაშო იცი ჯოკერი? -ლუკამ გადმომხედა და ლუდის ქილა მომაწოდა
-ერთად ვთამაშობთ ოღონდ მაშო ლუდს არ სვამს - ქილა გამოართვა და პეპსი მომაწოდა
-ეე მე ლუდი მინდა - ლუდის ქილისკენ გადავიწიე და მაინც ვერ მივწვდი ხელით გამაჩერა
-ნწუ, თუ გინდა ეს დალიე - თავი გააქნია და პეპესი ხელში მომაჩეჩა
-არ მინდა ეგ, მე ლუდი მინდა - გაბუსხულმა გავხედე და ბოთლი მაფიდაზე დავდე
-კაი რა იყო შეჩმა მიეცი ბავშვს ლუდი - გაბრაზებულმა გადახედა აკომ და ლუდი მომაწოდა. მეც ენა გამოვუყავი და ლუდი მოვსვი.
-ოეე სიტყვები რა ბიჭუკებო თორე ისეთ ჯანზე ვარ სათითაოდ დაგაცლით ენებს - სიცილით თქვა ელენემ და კარტის აჩეხვა დაიწყო .
-რაზე ვთამაშობთ? - ლუკამ იკითხა და ლუდიმოსვა
-ანუ ბოლო ორი წაგებული იცვამს საპირისპირო სქესის წარმომადგენლის ტანსაცმელს ნუ წვერები, მაკიაჟი, ყველაფერი რა და გადი ქუჩაში 1 საათით - ჩემი მოსაზრება მე თვითონ მომეწონა და გაოცებულ თვალებს გადავხედე.
-ოხ ეს ნახეთ რა ... კაი მოსულა - სიცილით თქვა აკომ და ელეს დარიოგებული კარტი აიღო .... ბევრი სიცილით და ბევრი ალიაქოთით ჩავამთავრეთ ერთი ხელი და გადაფითრებულ ლუკას და აკოს გავხედეთ
-დაგვერხაააააა - ერთმანეთს შეხედეს და სახეები დამანჭეს
-კიი ძმა მართლა დაგერხათ - სიცილით თქვა გუკამ და კარტი მაგიდაზე ხმაურით დადო.
-არა მე ქალის ტანსაცმელს არ ჩავიცვამ - ხელები გაასავსავა აკომდა ფეხზე წამოდგა
-აბა ახლა ვთქვით და მორჩა , ადე წავედით ჩემთნ კაი კაბები მაქ და მოგიხდებათ ბიჭებო - სიცილით წამოდგა კარგად შეზარხოშებული ელე და ლუკაც წამოაგდო .

მე , გუკა და ელე კაფეში ვისხედით და სიცილით ატირებულები ვუყურებდით მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და გამომწვევ კაბებში ჩაცმულ აკოს და ლუკას. სასაცილოდ ესვათ წითელი პომადები და ისე დადიოდნენ თითქოს ფეხის მოტეხვას ცდილობდნენო. ახარხარებულ გუკას ვეყრდნობოდი და სუნთქვა აღრშემეძლო ამდენი სიცილისგან . კაფის შემოსასვლელი მდგარი ორი გაურკვეველი არსება რომლებიც ხელების ქნევით და ქალის ხმით ეძახდნენ გამვლელებს ფოტო გადაგვიღთო. აი ხალხის რეაქციაზე სული მეხუთებოდა და ისედაც აწითლებული კიდევ უფრო ვწითლდებოდი. ელეს თავი მაგიდაზე ედო და ყოველ ამოხედვაზე ხელახლა იწყებდა კაკანს , გუკა კიდევ მაგიდას ხელებით ეყრდნობოდა და სულს ძლიუვს ითქვამდა. აი უკვე რომ აღრ შეგვეძლო მაშინ დავინახე როგორ წამოვიდნენ ორი "გოგჩო" ჩვენი მაგიდიკენ და ორივემ გუკას დაადო მხარზე ხელი " ეს ჩვენიი ბიჭიაააა" სასაცუილოდ დაპრუწული ტუჩებით დაიძახეს და აი ამ დროს გუკას სახე რომ დავინახე მეგონა ორივეს იქვე დახოცავდა. ორ წუთში შუა ქუჩაში ვხედავდი მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე მორბენალ აკოს და ლუკას რომლებსაც გამწარებული გუკა მისდებვდა და უკვე მაგიდაზე ვფოფხავდი სიცილისგან სული რომ მომეთქვა . თვალს რომ მიეფარნენ ელეს გავხედე და წვენი მოვსვი
-აუ ცუდად ვარ, მუცლის პრესი დამეჭიმა დედას გეფიცები, ის წვეტიანი ფეხსაცმელი სად იშოვე გოგო ? -ისევ სიცილი ამიტყდა აკოს წვეტიანი გველის ტყავით გაფორმებული ჩექმები რომ გამახსენდა. - ან ამათი ზომა საიდან გქონდა?
-აუ გოგო ბებიაჩემი ზდაროვი ქალი იყო რა , დიდი ფეხი ქონდა მაგისებია , ამათ პატარა ქონდათ მაგრამ მაინც ჩავაყოფინე ფეხები - სიცილით მითხრა და ისევ სიცილი ატეხა როცა კაფის წინ აკომ ჩაირბინა რომელსაც უკან ცალი ფეხსაცმლით მისდევდა ლუკა და უკან კიდევ ისევ გიორგი მისდევდათ. აი მთელი ხალხი ხომ ვიეოებს იღებდა და კაფეში ვინც ვისხედით სიცილისგან მიწაზე ვხოხავდით ....

12
დღეს ჩემი დაბადების დღეა, 29 ნოემბერი ყველაზე მაგარი დღე მთელს მსოფლიოში. ძალიან მიყვარს ეს დღე მაგრამ არ მიყვარს აღნიშვნა არც ბევრი საჩუქრები ქეიფი და ამდაგვარი რაღაცეები მაგრამ მოლოცვებს და ტბილ სიტყვებს განაბული ვისმენ ხოლმე . ამინდმაც გამიკეთა საჩუქარი და მზის სხივები მაჩუქა . ხარბად ჩავისუნთქე ნოტიო ჰაერი რომელიც მიწის საამო სურნელით იყო გაჟღენთილი და გარემოს მოვავლე თვალი. მმმ რა ლამაზია როცა მზე ამოდის თან მაშინ როცა სუსხიანი სემოდგომაა და მალე ზამთარი მოვა , აი ამ დროს მიყვარს მზე თან როცა ნაწვიმია და მზის სხივები მიწას აშრობს . აიიი ეს სუნი მიყვარს სიგიჟემდე მაგრამ ამ სურნელზე მეტად გუკას საამო სურნელი მიყვარს ! . ფრთხილად მოვშორდი ფანჯარას და პიჟამათი ისევ ლოგინში შევწექი. ჯერ 8 საათია მაგრამ მაინც ვერაფრით მოვისვენე და დილაუთენია წამოვხტი ფეხზე. გამიკვირდა მაგრამ არც დედა და არც მამა არ შემოსულან არავინ დამცხრომია თავზე და დაბადების დღე არ მოულოციათ. ძილბურანში ვიყავი კარზე ბრახუნმა რომ გამომაფხიზლა , მაგრამ ფეხზე ადგომა არც მიფიქრია, სულაც არ ვაპირებ ამ დღეს სკოლაში წავიდე და გეოგრაფიაზე მოვიშალო ნერვები. როცა კარზე ბრახუნი არ შწყდა და არც არავინ გააღო კარი ყვირილით წამოვდექი და ოთახიდან პიჟამას ამარა გავედი
-ხალხო დაყრუვდიიით?- დედაჩემის და მამაჩემის ოთახის კარს მივარტყი ხელი და როცა კარი გამოვაღე მაშინვე გავიგე ხმები " გილოოოცააააავვვვთ" და საყვირების ხმა, კიდევ რაღცები დამეყარა თავზე
-ააააააააააააა-ხმამაღლა დავიკივლე და მოზეიმე ხალხს კარი ცხვირწინ მივუხურე. ამის მერე კარგად გავიგე "ეეეეე " "ოოოოეეე" ხმები კარს უკან და ახლა უკვე გაღიმებულმა გამოვაღე კარები.
-ეიიი შე გველო გილოცავთ დაბადების დღეეეს- აკომ ცხვირზე მიჩქმიტა და მაგრად ჩამეხუტა .
-ჩვენ ვულოცავთ და ამან კარი მოგვიჯახუნა , არ ხარ ღირსი მაგრამ აჰა ეს შენ ჩემგან - ღიმილით მითხრა ლუკამ და ესეც ჩამეხუტა
-მსოოოფლიოში ყვუუეეელაზე მააააგარ მეგობარს ვულოცავ დაბადების დღეს და ეს ჩემგან - სიცილით მომეხვია ელენე და მანაც მომაჩეჩა კოლოფი ხელში. მეც უკვე ხელებდაკავებულმა გადავაწყვე იქვე კარებთან მდგარ კარადაზე საჩუქრები და ყვავილების თაიგულით დაფარულ ,თვალებში ჭინკებ ათამაშებულ გუკას გავხედე.
-ჩემი პატარა დიდი გოგო -სიცილით მიმიხუტა გულზე და მაგრად მომხვია ხელები. მეც მაგრად ავეკარი და ღრმად ჩავისუნთქე მისი გამაბრუებელი სურნელი. -გილოცავ დაბადების დღეს და სულ , სუუულ ბედნიერი მენახე რათქმაუნდა ჩემთან ერთად ! - ფართოდ გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. მერე ყვავილები გამომიწოდა და მეც პირი დამრჩა ღია. გინახავთ ნოემბერში გვირილები ?აი მე ვნახე . მე ხომ სიგიჟემდე მიყვარს გვირილები და ვაბოდებ ამ ყვავილზე.
-ვაიმე გუკა საიდან მოიტანე? -ღიმილით დავუსვი ხელი ვეებერთელა გვირილების თაიგულს და გახარებულმა ავხედე
-რას ქვია საიდან , შენთვის გაუჩენელს გავაჩენ ! - თავდაჯერებით ჩაილაპარაკა და ლოყაზე საყვარლად მიჩქმიტა
-აეეე ფშიუუუ, გვიტებოო შემოდით ახლა თორე გაიყინა სახლი- ვაშლმა ჩამიქროლა და პირდაპირ გუკას მოხვდა შუბლში .
-აკო მოვალ და დაგატეხავ ბიჭო ხელებს , აუ პროსტა რო დამილურჯდეს კუკიაზე მიგაწვენ ! - ხელი მოიკიდა შუბლზე და დაბღვერილმა ისროლა ვაშლი ისევ სამზარეულოს მიმართულებით მაგრამ აკომ თავის შეყოფა მოასწრო და ლამაზად დაისვარა კედელი
-ძაან გეტკინა ? - დაწითლებულ შუბლზე მივადე ხელი
-უკვე გამიარა - ჩემს ხელს ხელითშეეხო და მაგრად მოუჭირა . - საჩუქარი სულ დამავიწყდა - ჯერ შრვლის ჯიბე მოისინჯა მერე პიჯაკის , ბოლოს ისევ პიჯაკის ჯიბეში ოღონს გულისჯიბეში იპოვა აშკარად ის რასაც ეძებდა და პატარა წიტელი კოლოფი გამომიწოდა
-რაარის? -ინტერესით დავხედე ყუთს და ლენტა შემოვაცალე. მერე თავი ავხადე და თვალები ამიცრემლიანდა . ლამაზი ვერცხლისფერი კულონი იყო რომელზეც ლამაზად იწონებდა თავს ასევე ვერცხლისფერი ჟირაფი. კი მაგრამ საიდან გაიგო ? ერთხელ წავაწყდი ასეთ ყელსაბამს ერთ-ერთ საიტზე და მას შემდეგ ამოჩემებული მქონდა უნდა ვიყიდოთქო. 3 წელია ვეძებ იმ საიტს მაგრამ ვერაფრით ვიპოვე, კომპიუტერის ჭია არასოდეს ვყოფილვარ და დამავიწყდა დამემახსოვრებინა ის ბმული სადაც ამ სამკაულის ფოტო იდო.
-კი მაგრამ რა იცოდი ? -აცრემლიანებული თვალებით ავხედე და ოდნავ გავუღიმე
-დედაშენმა თქვა ჩვენთან რომ იყო მაშინ, ვერაფრით მივაჩვიე სამკაულებს არაფერს არ იკეთებს და კაბებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტიაო, მერე ახსენა ერთი ყელსაბამი მოეწონა ადრე მაგრამ ვაი იმ მოწონებას ვერცხლის ჟირაფი იყო და რომ ვეღარსად იპოვა მახსოვს რამდენი იტირაო- სულგანაბული ვუსმენდი და ვცდილობდი მხედველობის დაწმენდას მაგრამ უშედეგოდ. მერე გამეცინა როცა გამახსენდა როგორ შევუჭამე ლუკას და ირაკლის ტვინი მოძებნეთ და მომიტანეთთქო მაგრამ მათაც რომ ვერსად იპოვეს მთელი ღამე ვტიროდი . რა სულელი ვიყავი ღმერთო... მოგონებებზე გამეღიმა და გუკას ავხედე
-ეეე მაშოოოო, არ იტირო კაი რაა, მაგიტომ კი არ გაჩუქე , ხო დიდი გოგო ხარ უკვე არაა? -თითქოს პატარა ბავშვი ვიყავი ისე მითხრადა ღიმილით მიმიხუტა
-მადლობა, ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ მთლს მსოფლიოში - გატრუნულმაამოვილაპარაკე და ოდნავ დავიწიე უკან , მერე გვირილების თაიგული იქვე დავდე , კოლოფიდან ყელსაბამი მივაწოდე . აშკარად ჩემი სიტყვების მოსმენით კმაყოფილი და თვალებგაფართოებული მიყურებდა-არ დამეხმარები ?- სიცილით ვუთხარი და მანაც ფრთხილად მომარგო ყელსაბამი, ხოლო როცა ყელთან გუკას ცხელი ტუჩები ვიგრძენი მეგონა მიწა გამომეცალა და ჰაერში ვიდექი. ოდნავ შემახო მფეთქავ არტერიაზე თავისი მხურვალე ტუჩები და სამუდამო კვალი დამიტოვა ! მთელს ტანში მივლიდა ჟრუანტელი და გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას
-ოეეეე არ მოეთრევიიით? ძაან ხო არ გაგიტკბათ ერთმანეთიი? -ახლა ლუკამ გამოყო თავი სამზარეულოდან და ლამის სიფათი ავახიე ამ საქციელის გამო
-გოგილაშვილი შეეთრიეე - ორივემ ერთად მივიხედეთ ლუკასკენ და ერთხმად დავუყვირეთ. "ვა მაშოო? მალადეც გოგო შენ " ქვეცნობიერმა ჩემს რეაქციაზე მაგრად გადაიხარხარა და მეც ამიყოლია სიცილში .
-წამო თორე შემომაკვდებიან - სიცილით წავედით სამზარეულოსკენ და მაშინვე გაღიმებული დედაჩემისკენ ავიღე გეზი
-გილოცავ ჩემო ტკბილო , რამხელა ხარ დედი უკვე - მაგრად ჩამიხუტა და ლოყაზე მაკოცა .
-აბა სულ ჩემი პატარა გოგო იქნებიო? -სასაცილოდ ჩავილაპარაკა და ღიმილით გავხედე უკვე ჩემს წინ მდგომს
-აბა რაა , მაგრამ მაინც იზრდები და რა გიყო - მხრებისჩეჩივთ ჩაილაპარაკა და ხმაურით მაკოცა ლოყაზე .
-ვაიმეე, მაშო ეგრე უნდა იდგე ახლა ჩვენს წინ? მაგ დათუნიებიანი პიჟამათიი? ჩემი დაქალი მაინც არ იყო გოგო - ხმამაღლა მითხრა ელენემ და მხარში ჩამავლო ხელი.ახლაღა გამახსენდა ჩემი პიჟამა და მეც გამეცინა. სხვა გზა მქონდა? ფეხისთრევით გავყევი უკან და როცა ჩემს საწოლზე მიფენილი ლურჯი კაბა დავინახე შევცბი. საყვარელი კაბა იყო, წელში გამოყვანილი რომლის ბოლოებიც ლამაზად იყო გაშლილი შორიდან ასე ჩანდა
-ელე ეს რაარი? -დოინჯი შემოვირტყი და ელენეს გავხედე
-რადა ქეთოს საჩუქარია, მიდი ჩაიცვი ჩქარა, ოღონდ ჯერ თავი მოიწესრიგე რა გაბურძგნული ხარ იცი? -ჩემს თმაზე მიმანიშნა და მეც ახლაღა გამახსენდა თმა. სარკეში რომ ცავიხედე სიცილი ამიტყდა . ძილისწინ გაკეტებული კოსიდან ნახევარირა იყო დარჩენილი ხოლო ნახევარი ისე იყო აშლილი და აბურდული გეგონებოდათ ბუჩქი ადგას თავზეო, თუმცა გუკას ნაკოცნი ადგილი ამაზად იწონებდა თავს და როცა ისევ გამახსენდა ის შეგრძნება სახეზე საშინლად წამოვწითლდი
-ე ჭარხალ მიდი დროზე ჩაიცვი - ენა გამომიყო ელენემ და სააბაზანოში ხელისკვრით შემაგდო. სადღაც 20 წუთში მზად ვიყავი. ლურჯი ლამაზი კაბა, შავი კეტები, მხრებზე დაყრილი კულულები და ოდნავ შეღებილი თვალები კარგ შეხამებას ქმნიდა და მეც თავმომწონედ ვტრიალებდი სარკის წინ . ისევ ელემ გამიყვანა ოტახიდან და სანამ სამზარეულოში შევიდოდით მარში წაიღიღინა . თავდახრილი შევედი და გამეღიმა გუკას გაფართოებული თვალები რომ დავინახე
-ვაიმე ელენე რა უყავი ჩემი შვილი? -ისევ დაიწყო ქეთომ
-აუუ დეეე კაი რა - წუწუნით ვუთხარი და აკოს გვერდით ჩამოვჯექი პატარა დივანზე. ვაჟბატონი კრესლოში იჯდა და ვერანაირად მივიდოდი ახლოს , არადაისე საყვარლად მიყურებდა მინდოდა სათითაოდ დამეკოცნა ის თვალები.
-პერფექტოო - ცერა თითი ამიწია ლუკამ და ხელი მომხვია
-პერფექტოს მოგცემ მე შენ! - თვალები დაუბრიალა გუკამ და შუბლზე ანიშნა , ისევ მტკივაო
-ეი ქალბატონო ლამაზმანო , შენზე გაბრაზებულები ვართ , რამ მოგაფიქრა გოგო ქალის ტანსაცმელი რომ ჩაგვაცმევინე? - გაბრაზებულმა გადმომილაპარაკა ლუკამ და 4 დღისწინანდელი ამბავი გაიხსენა -ელეს ბებიასაც ჩვენ ბედზე ქონია დიდი ფეხი. ასევე გაბრაზებულმა გადახედა ელესაც და დაუბღვირა
-მაგარი ნაშოჩკები იყავით - თითი აუწია ქეთომ და ყველასთნ ერთად მეც გაკვირვებულმაავხედე
-მე ვანახე ვიდეო - ელემ სიცილით თქვა და ჩვენც მოვაშორეთ ქეთოს თვალი
-კაით რა ქეთი დეიდა , ლამის ფეხი მოვიტეხე ეს ხარი რომ გამოგვეკიდა -კოჭზე მოიკიდა ხელი ლუკამ და ისევ გაბრაზებულმა ამომხედა. ვის ეცალალუკასთვის, დემონის მზერით ფერწასული ვიჯექი და ვცდილობდი ნამცხვრის ორი ლუკმამაინც გადამსვლოდა ყელში
-აბა დღეს მივდივართ რესტორანშიიი - ხელი დაატყაპუნა მაგიდაზე აკომ და ფეხი ფეხზე გადაიდო
-არააა ! -მკაცრად ჩავილაპარაკე და თავი გავაქნიე
-მოიცა რა გოგო რა არა ?! - ხელით მანიშნა ლუკამ ვერხარო
-ბუნებაში გავიდეთ რა , საგურამოში ჩემთნ და ამაღამ იქ დავრჩეთ ხვალ შაბათია თან დღეს ვაცდენთ - მშვენიერი აზრი გამოთქვა გუკამდამე გამომხედა. აიი ჩემი ბიჭიაა რააა , გულში ჩავიღიმე და გაბრწყინებული თვალებით გავხდე
-გენაცვალე რა გუგსიკ - სამი თითი მოკუმა ელემმერე პირთან მიიტანა აკოცა და გუკასკენ გაიშვირა. თან ბოხი კაცის ხმითჩაილაპარაკა ეს სიტყვები
-გუგსიკ მართლა კაი იდეაა - მეც დავამახინჯე მისი სახელი და გავუღიმე. თვითონ კი ისევ გვიბღვერდა- ჰა აკო ლუკა მობრძანდებით ? - ახლა აკოს და ლუკას შევხედე
-კი ტოო აბა რაა - მათაც ერთად ჩაილაპარაკეს და კარზეც ზუსტად ამ დროს დარეკეს ზარი
-დე მამა მოვიდა?-გაკვირვებულმა გავხედე დედაჩემს და მანაც უბრალოდ მხერბი აიჩეჩა .ყველა კარისკნ ვიყურებოდით და სამზარეულოში იკამ რომ შემოაბიჯა რაღც ყუთით ხელში მაგაზე გიჟივით წამოვფრინდი
-ჩემოო ფერიაავ , გილოცაავ მაშუშუკ - მაგრად მოვხვიე ხელები მაგრამ გულში მაგრად გავბრაზდი, ასე პატარაობაში მაბრაზებდა ხოლმეერთი ბიჭი და მერე სულ ასე მეძახდა იკა, ბოლოს გადავაჩვიე და ახლა ისევ დაიწყო
-მადლობა მარა ეგ სახელი აღარ დამიძახო თორე ცხვირ მოგატეხავ - სიცილით დავარტყი ცხვირზე ხელი და გავუღიმე
-აბა მაშუშუკ აჰა ეს და მე კი არ მომატეხავ ცხვირს ფრთხილად იყავი შენ არ მოიტეხო ფეხი. - წითელი ფერის გრძლი ყუთი მომაწოდა და მეც ფრთხილად მოვხსენი შესაფუთი გარსი . სკეიტბორდი ოოხ მოსაკლავია რა
-რაარი ახლა ეს? -წარბაწეულმაგავხედე და სკეიტი ძირს დავდე- მაგარი კია ზუსტად ისეთია ადრე რო გამიტეხე მარა ახლა მე გავიტეხავ სიფათს - ისევ გავიცინე და ზედშევდექი
-ხოდა შენ რომ დამახინჯდები მერე მე დაგცინებ - ენა გამომიყო და სკეტიდან ჩამომაგდო. ისე კარგად მოიკითხა გუკა და ბიჭები გეგონებოდათ საუკუნეა იცნობენ ერთმანეთსო. მერე გაირკვა რომ სადღაც უნახავთ ერთნამეთი და დაულევიათ. ამიცანცარეს რა ეს ბიზნესმენი ბიჭი . ბევრი სიცილის მერე დავიშალეთ და 20 წუთში ისევ შევიკრიბეთ ჩემს სახლთან . მე გუკას მანქანაში ჩავჯექი, ელე იკასთან ჩავსვი., ვითომ არ უნდოდა ქალბატონს მაგრამ მე რას გამომაპარებდა.აი აკო და ლუკა ორი მოუშორებელი ჭირი ჩვენთან ერთად მოდიოდნენ. აკომ არაფრისდიდები არ დამსვა წინ ცუდად ვხდებიო და მეც ლუკასთან დავჯექი უკან.
-ეე ბიჭო ეს რამეს დამმართებს გაზაში , დასვი რა მაშო წინ - აკოს წამოარტყა თავში და გადადიო ანიშნა
-ოეეე დავაით რა , დავჯექი და მორჩა , ქშშშშა ახლა აქედან -. ღვედი შეიკრა და თვითკმაყოფილი მიეყუდა საზურგეს . 10 წუთის გასულები ვიყავით ლუკას რომ ჩემს მხარზე ჩეძინა და მეც ცოტახანში ამხელა ვირის სიმძიმემ წელი ამატკია .ხელით ავაწევინე თავი და ცოტა აქეთ გამოვიწიე. ცოტახანში ისევ ჩემს მხარზე ეძინა
-მმმმმმმ დამაძიინეე რა მაშო -ისევ კარგად მოიკალათა ჩემს მხარზე და ახლა ხელებიც მომკიდა მხარზე
-აუ წესიერად მაინც დამადე თავი მეტკინა მხარი - წუწუნით გავსწორდი და თვითონაც უფრო წესიერად მომეყუდა. ეს ორი ადამიანი უკვე ისე მაგრად მიყვარს როგორც საკუთარი ძმა . აი ყველაზე მეტად და განსაკუთრებით ლუკა რადგან ჩემი ლუკას მოსახელეა, არა აკოც ძალიან მიყვარს ორივე ერთნაირად მაგრამ ლუკა უკვე სხვაა ჩემთვის ის კიდეთავისი გიჟური გამოხტომებით ძმა კი არა დაიკოა . ღიმილით ვფიქრობდი ამ ორ ადამიანზე გუკას დაჟინებულ მზერას რომ წავაწყდი და მეც სარკეში შევხედე საყვარლად გამიღიმა და ისევ გზას გახედა. აი თურმე რაარის სიყვარული , როცა მისი უსიტყვოდაც კი გესმის , იცი რა უნდა , რა სტკივა რა სჭირდება და ბედნიერი ხარ ამით ! თიქმის ერთსაათში საგურამოში ვიყავით და ლამაზი ბუნებით ვტკბებოდით, იქვე სახლთან ახლოს გავშალეთ მინდორზე "სუფრა" და გარშემომივუსხედით. ბევრი ვიმხიარულეთ, ვიცინეთ, ხოლო ჩემს თმას გუკას ნაჩუქარი გვირილების გვირგვინი ამშვენებდა. იმ გვირილებთან ერთად იყო დილას რომმომიტანა და მეც წამოსვლისას ლამაზად მოვირგე თავზე . როცა შებინდდა და სიცივისგან უკვე ნიკაპი ამიკანკალდა ბავშვები სახლში შევინდნენ მე კი გუკაზე მიხუტებული და მის მოსაცმელში გახვეული ვუყურებდი ვარსკვლავებს და მის გულზე მოკალათებული ვსუნთქავდი სისუფთავით და გუკათი გაჟღენთილ ჰაერს .
-გიხდება ეგ გვირგვინი - თითებით შეეხო ჩემს გვირგვინს და ოდნავშემისწორა
-მადლობა ყველაფრისთვის - ლოყით გავეხახუნე მაისურზე და უფრო კარგად მოვკალათდი მის მკლავებში
-მადლობა შენ ჩემო გვირილავ რომ ასე გამილამაზე უფერული დღეები - ისევ აგრძელებდა ჩემს დათბობას თავისი სიტყვებით და კარგადაც გამოსდიოდა
-გუკა?! - უცებ ავხედე დარაღაც კითხვამ გამიელვა თავში
-ჰო პატარავ - მზრუნველად დამხედა და გამიღიმა
-რა ფერია სიყვარული? - მეგონა გაუკვირდებოდა მაგრამ უბრალოდ ჩაიღიმა და ისევ ცას ახედა
-თეთრი და წითელი - უბრალოდ ჩაილაპარაკა მაგრამ ჩემი გაოცება მაინც შეძლო
-რატო თეთრი და წითელი? -ისევ ინტერესით ავხედე
-იმიტომ რომ თეთრი წმინდა ფერია და სიყვარულიც წმინდაა ხოლო წითელი კიდევ შენი ღაწვების ფერია როცა გეხები, გეხუტები და თვალებში გიყურებ - ლოყაზე მომეფერა გულაჩქარებულს და გამიღიმა. მისმასიტყვებმა ჯერ ამაწითლა და მერე ერთიანად ამასო სიყვარულით. როგორ შეიძლება გაბედნიერდე უბრალოდ ერთი სიტყვითაც კი ! აი ზუსტად ესაა , ესაა რომამბობებ ბედნიერება წვრილმანებშიაო ! ამ ფიქრებში ვიყავი გართული რომ ისევ გუკას იმდროინდელი თვალები გამახსენდა წვენი რომ გადავასხი, აი აქ დამემართა ისე მულტფილმებში თავთან ნათურა რომ ენთბათ ხოლმე . უებ წამოვიწიე რბილი მინდორიდან და გუკას დავხედე
-არწივი - თვალმოჭუტულმა ჩავილაპარაკე და თვალებში ჩავაჩერდი
-რა არწივი? -გაკვირვებული წამოიწია და მოსაცმელი გამისწორა
- აი მაშინ , წვენი რომ გადაგასხი ხომ გახსოვს? - ისევ გაკვირვებულმა დამიქნია თავი -მაშინ შენი თვალები რომ დავნახე ბოროტი დემონის თვალებთან გავაიგივე მაგრამ შევცდი - ცოტახანში ყბს ჩამოაგდებდა , გაოგბენული მიყურებდა
-მოიცადე და არწივი რა შუაშია? - მხების აჩეჩვით მკითხა და დიდრონი შავი, ინტერესით აღსავსე თვალები მომაპყრო
-შუაში კი არა თავშია სულელო, ახლა მივხვდი რომ დემონის კი არა არწივის თვალები გაქვს - ხელებით ავუხსენი და როცა გავააანალიზე რა სისულელები წამოვროშე სახეზე წამოვწითლდი
-მაშო მაგიჟებ - თავის ქნევით ჩაილაპარაკა და გულზე მიმიხუტა
-რაარი აქ გასაგიჟებელი? -გულუბრყვილოდ ვკითხედა მის მკლავებში გავისუსე
-რასქვია რაარის, ჯერ თავი შემაყვარე ახლა მეუბნები არწივის თვალები გაქო, აი რაარის გაგიჟება,რო გხედავ და მინდა სულ ჩახუტებული მყავდე, რომ გხედავ და მინდება ეგ ბავშვუი, სუფთა თვალები სათითაოდ დაგიკოცნო, რომ გხედავ და რაღაც არსებები დარბიან ჩემში, მიყვარხარ მაშო! მიყვარხარ - მთელი გრძნობით ამოილაპარაკა და ხელები მაგრად მომიჭირა ისე მაგრად რომ მეგონა ძვლები გამიტყდებოდა, მაგრა არაფრისთვის მიმიქცევია ყურადღება , მისი სიტყვებით გათამამამებული მეცხრე ცაზე დავფრინავდი და ყველაზე საამო სიტყვებს გონებაში ვიბეჭდდი.... მინდოდა რამე მეთქვა მაგრამ არ შემეძლო, არ მინდოდა ამ უსასრულობაში გატყორცნილი წამების გაფუჭება ....

13
გიჟივით გავვარდი სახლიდან და არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ცხელი ცრემლები სახეზე მეწვეთებოდა და ლოყებს მიყინავდა ზამთრის სუსხლი. საავადმყოფოს კოლიდორში გიჟივით გავრბოდი და ექოსავით ჩამესმოდა 3 სიტყვა რომელმაც მიწასთან გამასწორა "ლუკა ავარიაში მოყვა" . როგორცკი ნაცნობი სახეები დავინახე კიდევ უფრო დიდი ცრემლები გადმოვყარე. აკო კედელთან მდგარ სკამზე იჯდა და თავი ხელებში ჩაერგო გვერდით საოცრად განადგურებული სახით გუკა ეჯდა და ლუკას მსობლებიც იქვე ისხდნენ.გუკას გამწარებული და ტკივილისგან დატანჯული სახე რომ დავინახე ტკივილი გამიორმაგდა და სკამთან ახლოს მივედი
-როგორაა? ამოიღეთ რომელიმემ ხმა - სკამებს შორის ჩავიმუხლე და ორივეს შეშინებულმა ავხედე
-არ ვიცით არაფერი არ ვიცით- ფეხზე გიჟივით წამოვარდა გუკა და კედელს ხელი მაგრად მიარტყა . მის ადგილას დავჯექი და ქანდაკებასავით გაქვავბულ აკოს დავადე მხარზე ხელი .
-აკო გთხოვ შემომხედე, ხომ იცი რო არ დაგვტოვებს? - ჩაწითლებული ყავისფერი თვალებით ამომხედა და მაგრად მომეხვია. ტიროდა და თითქოს გული ამოჰქონდა. -კაი ჩუ, დაწყნარდი- ცრემლები მოვწმინდე და თვალები დავახამხამე ცრემლებისგან თვალები რომ დამეწმინდა. დავინახე როგორ მივარდა გუკა საოპერაციოდან გამოსულ ექიმს და ფეხზე წამოვდექი, ლუკას მშობლებიც ფეხზე წამოდგნენ და აკოსთან ერთად მეც მათ მივუახლოვდი
-როგორაა ? -გიჟივით მივარდა ექიმს გუკა
-დამაიმედებელს ვერაფერს გეტყვით, რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ - ოხვრით ამოილაპარაკა ექიმაა და გუკამაც თავში წაიშინა ხელები.
-იცოდეთ , იცოდეთრამე რომ დაემართოს და ვერ გადაარჩინოთ გაჩენის დღეს გაწყევლინებთ- ვერ ხვდებოდა რას ლაპარაკობდა და გიჟივით ისროდა უაზრო სიტყვებს
-მისმინეთ 12 საათში თუ ვერ გამოფხიზლდა მისი გადარჩენის შანსი აღარ იქნება , ეს 12 საათი გადამწყვეტია, მერწმუნეთ რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ! - მკაცრად ჩაილაპარაკა ექიმმა და გუკას გაეცალა .
-ფუ ამის ! - ისევ კედელს მიარტყა ხელი და საავადმყოფოს კოლიდორში გაუჩინარდა. როგორც კი ექიმმა ლუკას მშობლებს ყველაფერი აუხსნა და მეც ვეღარ მოვითმინე, ერთ ადგილას ვცქმუტავდი და 10 წუთის გაუჩინარებულ დემონს თვალებით ვეძებდი . ბოლოს ვეღარ გავჩერდი დამისი ძებნა დავიწყე. გზაში მივდიოდი და წკუიდან მშლიდა ის აზრი რომ შიძლება ვეღა დავინახო ლუკას წყლიანი მწვანე თვალები, ჯერ ერთი ადამიანი რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა და ახლა მეორე, მეტისმეტია, რატომ მსჯის ასე ღმერთი?. ცხარე ცრემლებით ვტიროდი და ვცდილობდი როგორმე მეპოვა გუკა, ხოლო როცა კუთხეში , იატაკზე მჯდომი დემონი დავინახე რომელსაც თავი ხელებში ჩაერგოდა არ ინძრეოდა საშინლად დამეწვა გული. ახლოს მივედი და მის წინ ჩავიმუხლე .
-გუკა გთხოვ შემომხედე , დაწყნარდი -სახეზე დავუსვი ხელები და თავი ავაწევინე, მისი ტკივილით გაჟღენთილ მზერას რომ წავაწყდი სული მეტკინა .
-რატომ მართმევს ღმერთი იმ ადამიანებს ვინც ძალიან მიყვარს ? - ჩახლეჩილი და დაბოხებული ხმით ამოილაპარაკა და სახეზე შემომაჭდო ხელები .-შენ ხომ არასოდეს დამტოვებ ?
-არასოდეს! - ახლად ამოსულ წვერზე მივეფერე და მანაც წამში მომიქცია მკლავებში. მთელი ძალით მიჭერდა ხელებს დაყოველ ამოსუნთქვას საოცარ ტკივილს აყოლებდა
-ერთად გავიზარდეთ , მე აკო და ლუკა, სკოლაშიც ერთად მივედით, ერთ კლასში , მახსოვს ლუკა რომ გაგვებუტა როცა მე და აკო ერთ მერხთან დავჯექით და მერე მასწავლებელი გავაგიჟეთ ერთ მერხტან სამნი ვისხედით და არც ერთი არ ვდგებოდით . იცი? მამაჩემი და მარიამი რომ დავკარგე სკოლა ჩემს გამო შეიცვალეს, არაფრით არ მტოვებდნენ მარტოს , მახსოვს როგორ ვსვავდით ხოლმე ერთი ბოთლიდან რიგრიგობით ლიმონათს , პირველი ჩხუბიც მახსოვს , ვეღარ გავუძლებ , გული ვერ დაიტევს ამდენ ტკივილს - საშინლად ტკივილიანი ხმით ლაპარაკობდა და ხანდახან როცა ძველ ამბებს იხსენებდა სიმწრის ღიმილით იღიმოდა.
-კარგად იქნება , არ დაგვტოვებს , გაუძლებს - ცრემლები მოვწმინდე და მის წინ დავჯექი.
-მპირდები ? - ხელები ისევ სახეზე მომკიდა და შუბლი ჩემს შუბლს მიადო
-გპირდები! - თვალები დავხუჭე და თავი ოდნავ დავუქნიე . ცრემლები მომწმინდა და მაგრად მაკოცა შუბლზე.
ტანჯვის თორმეტი საათი, წამები რომლებიც საუკუნეებად იწელება და გულს გიჭამს , შიგნიდან გჭამს ტკივილი და არ იცი რა გააკეთო. დემონზე ჩახუტებულმა გავლიე 12 საათი და მისი მაისურიც სიმწრის ცრემლებით დავასველე. როგორც კი ექიმი დავინახეთ ყველანი ფეხზე წამოვდექით და სუნთქვაც კი შევიკავეთ ექიმის სიტყვების მოლოდინში .
-გონზეა - ამ სიტყვებს ღიმილი მოაყოლა ექიმმა და მეც მიწა გამომეცალა ფეხქვეშ. დემონის ძლიერ მკლავებს ვგრძნობი რომლებიც ჰაერში მატრიალებდნენ . მალევე დამსვა ოდნავ დაწყნარებული თვალებით და ახლა აკოს გადაეხვია. ტიროდნენ , ცხარე ცრემლით ტიროდნენ ლუკას მშობლები და ერთმანეთს ეხვეოდნენ . აკოც მაგრად ჩავიკარი გულში და ახლაღა მივხვდი რომ ვსუნთქავდი, მივხვდი რომ სუნთქვის და სიცოცხლის უნარი დამიბრუნდა. ვგრძნობდი გუკას გულისცემას რომელიც ჰაერში დახტოდა და მახარებდა მისი სიხარული.
***
2 დღე გავიდა და უკვე ლაპარაკობს ვაჟბატონი, მართალია უჭირს მაგრამ მაინც ადგამს რამოდენიმე ნაბიჯს .
-იცოდე აქედან რომ გამოხვალ მე დაგატეხავ ძვლებს - გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა გუკამდა გვერდით მომიჯდა
-აუუ კაი რა გუგგსიიიკ - ტუჩები საყვარლად დაპრუწა და მერე სახე დამანჭა ტკივილისგან .
-აკო რა გადასდე ამ უპატონოს? -მხარზე დაარტყა ხელი აკოს რომელიც ტელეფონში იყო ჩამძვრალი
-აუ შეჩე** დამანებე თავი რა რას დამინგრიე გვერდები - გაბრაზებულმა ამოხედა აკომ და ისევ ტელეფონში ჩაძვრა
-გუუკს ესენი რომ წავლენ მერე მომხედე - ისევ სასაცილოდ გაწელა სიტყვები ლუკამ და თვალი ჩამიკრა
-აუუუ მაშო დამანებოს თავი თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ- ახლა მე გადმომხედა გაბრაზებულმა და შველა მთხოვა
-მე და აკო წავალთ და დაითვალეთ ვნებიანი საათები - სასაცილოდ ვიკბინე ტუჩზე და ახარხარებულ აკოს გადავხედე.
-ააა უჰუჰ მეტკინაა ,, რა ენა გაქ გოგო - სიცილით ჭრილობებატკიებულმა ლუკამ სახე დამაჭა და სუნთქვის დარეგულირება სცადა
-მოგხედავ ქალბატონო მე შენ- გაბრაზებულმა დამიქნია თითი დემონმა და მისი თვალებით შეშინებულმა ხმაურით გადავაგორე ნერწყვი . ექთანი შემოვიდა და ლუკამაც თვალები მინაბა . მაღალი ქერა გოგო რომელიც აშკარად ახალგაზრდა იყო და ლუკასაც მეტი რაღა უნდოდა ისე ეპრანწებოდა როგორც მოზარდი გოგო ეპრანჭება ბიჭს . მისი ქცევებით აფხუკუნებულები გამოვედით პალატიდან და მოსაცდელში ჩამოვსხედით
-როგორ შეგვაშინა და ახლა რაკარგ ხასიათზე ავჟბატონი - სიცილით ჩავილაპარაკე და ხელებს დავეყრდენი
-აკო მაშოს წავიყვან და მოვალ , ნანა დეიდა მარტო არ დატოვო-პატარა ბავშვივით დაარიგა აკო და გაკვირვებულს გადმომხედა- რას მიყურებ ადექი - ხელით წამომაგდო და წამიყვანა
-არსად არ წამოვალ, მითუმეტეს ახლა - გაჯიუტებულმა ჩავილაპარაკე და წარბებიშევკარი
-მაშო ორი დღეა ნორმალურად არც გიჭამია და არც გიძინია, ხომ არ მითქვამს არ მოხვიდეთქო? ცოტა დაისვენე და მოგიყვან ისევ .
-კაი ჰოო- მომაბეზრებლად ჩავილაპარაკე და გავყევი - ოღონდ იცოდეშენც ჩემთან ერთად შეჭამ და ცოტას დაისვენებ , აბა შენს თავს შეხედე რას გავხარ- თვალის ჩაშავებულ უპეებზე გადავუსვი ხელი
-რა გინდა თქვა რომ სიმპატიური არ ვარ? -წარბი ამიწია და გაჩერდა . მი რეაქციაზე გამეცინა და თავში წამოვარტყი
-სულელო , ეგ არ მიგულისხმია რას გავხარში
-მაშინ მიპატიებია - ხელი მომხვია და ჩემთან ერთად დაეშვა კიბეებზე.
-მისმინე , ავალთ შენთან და დარჩები სახლში ! - სერიუზოლად გადმომილაპარაკა
-ოჰ გუკა გუკა , დედაცემი არ მეყოფოდა ? ახლა შენ? - თავის ქნევით ჩავილაპარაკე და ფანჯარაში გავხედე
-ისე მე რომ არ გყავდე რას გააკეთებდი უჩემოდ? - ეშმაკური რიმილით გადმომილაპარაკა და მერე ისევ გზას გახედა
-მისმინე ვაჟბატონო თავში არ აგივარდეს აქაოდა მაშო მახარაზეს ვუყვარვარო - ხელების ქნევით ჩავილაპარაკე და ლამის თავი გავიტეხე ისე მაგრად დაამუხრუჭა
-ანუ? -თვალებგაფართოებულმა გადმომხედა
-რა ანუ გუკა გინდა ჩევნც ლუკასნაირად ავარიაში მოვყვეთ - გაბრაზებულმა გადავხედე
-მაშოო გამიმეორე - ისევ მაბნევდა ეს სულელი ადამიანი. ნუთუ აქამდე ვერ ხვდებოდა რომ მიყვარს?
-რა გაგიმეორო ადამიანო - მინდოდა სერიოზულად მეთქვა მაგრამ ამინც გამეცინა , ახლა ის მიყურებდა გაკვირვებული - მიყვარხარ ადამიანო, რას ვერ ხვდები? -სიცილითვე ვუთხარი და მისი გაბრწყინებული თვალები რომ დავინახე ალბად 100000000000... წელი სიცოცხლე მომემატა . ჩემსკენ გადმოიწია და მეც მაგრად მივეხუტე -ასე მნიშვნელოვანია ეს სიტყვა შენთვის? დავიჯერო ვერ ხვდებოდი? -ღიმილით ავხედე ისევ მასზე აკრულმა
-რათქმაუნდავიცოდი მაგრამ ამის მსმენა ადამიანისგან რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიყვარს სულ სხვა შეგრძნებაა - ისევ გამიღიმა და მანქანა დაქოქა. სადარბაზოსთან რომ მივედით იქ გააჩერა მაგრამ გადასვლას არ ვჩქარობდი
-მპირდები რომ შენც მიხედავ შენს თავს? - ხვეწნანარევი მზერით გადავხედე
-კი მაშო გპირდები - ცხვირზე მომიჭირა ხელი და მეც მანქანის კარი გავაღე . -ჭკვიანად - სერიოზულად მითხრა და მეც მანქანიდან გადავედი , მაგრამ რაღაც დამაკლდა მანქანას შემოვუარე და ფანჯარაზე ღიმილიტ დაკუკაკუნე. დაბნეულმა ამომხედა და შუსა ჩაუწია
-მშვიდობაა?- ოდნავ გამიღიმა და დაბნეულმამკითხა
-აჰამ - თავის ქნევით ვუთხარი , დავიხარე და ლოყაზე მაგრად და ხმაურით ვაკოცე - ჩემს ქმედებაზე ჩაიცინა და თვალებში ჭინკებათამაშებულმა გადმომხედა-ახლა წავედი - არაფრის თქმა არ ვაცადე და სადარბაზოში შევედი. წარმოვიდგინე როგორი გემო ექნებათ მის ღვინისფერ ტუჩებს და ტანში ჟრუანტელმა დამიარა -რეებზე ფიქრობ მაშო - სიცილიტ ჩავილაპარაკე ჩემთვის და მეორე სართულისკიბეზე დავდგი ფეხი გამყინავმა ხმამ რომ გამაჩერა
-იქნებ მეც გამიზიარო რეებზე ფიქრობდი - კედელზე მიყუდებული დათო რომ დავინახე შიშმა მაქსიმუმს მიაღწია და მტელი გონება დაისაკუთრა . მაგრად მოვეჭიდე კიბის მოაჯირს და გვერდის ავლა ვცადე
-რაო გეშინია ჩემი? -ისევ ირონიით გაჟღენთილი სიტყვები მისწვდა ჩემს ყურთასმენას და მეც თვალები ცრემლებით ამევსო-მისმინე , მაინც ვერსად გამექცევი - ვიგრძენი სახეში როგორ მომხვდა დიდი რაღაც და როგორ ამეწვა მარცხენა ლოყა . 2 წუთში გონს რომ მოვედი დათო იქ აღარ იყო მაგრამ ტუჩიდან წამოსული ბლანტი სითხე მაინც მოდიოდა ჩემი ტუჩიდან. არაკაცი! არ შევარჩენ ! ხელი გამარტყა , ასე ხომ მხოლოდ ლაჩრები იქცევიან, გულს მირევდა მისი საქციელი და ახლა უკვე ატირებული ავდიოდი კიბეებზე ...

14
დღეს სკოლის ბოლო დღეა , უკვე ერთ თვეზე მეტია მე და გუკა ერთად ვართ და ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მთელს მსოფლიოში . რადგან ადრე გავიღვიძე სანამ სკოლაში წავალ ცოტას დავუკრავ თან დიდი ხანია წიგნიც არ წამიკითხავს და დავამთავრებ ერთი თვის წინ დაწყებულ წიგნს რომლის მხოლოდ რამოდენიმე ფურცელიღა დამრჩა . როიალს მივუჯექი და დავუკარი ჩემთვის ყველაზე ნაცნობი და სასიამოვნო მელოდია"birdy -skinny love" . ბევრჯერ მინატრია ტკბილი და სასიამოვნო ხმა რომლითაც მსმენლის ყურადღებას მივიპყრობდი მაგრამ რა ვქნა , სიმღერის ნიჭი არ მაქვს , სამაგიეროდ რასაც მე ვერ ვმღერი ჩემი როიალი ანაზღაურებს . გადავეშვი ტკბილ ყანგებში და სულ დამავიწყდა ყველაფერი , ლუკას ამბით გამოწვეული ტკივილიც , დათოც და კიდევ უამრავი სხვა რამ , მაგრამ გუკას ვერც მაშიდ დავივიწყებ როცა მოვკვდები! ... კიდევ დიდხანს გავაგრძლებდი დაკვრას მაგრამ მზე უკვე კარგად ანათებდა ოთახში და საათის ისრებიც 7 საათს უჩვენებდა . ფრთხილად ავიღე უკვე ზეპირად ნასწავლი "პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი " და ბოლო ფურცლების კითხვა დავიწყე . არ დამითვლია რამდენჯერ წავიკითხე ეს წიგნი მაგრამ ჰიუგო ხომ საოცრებაა ! თავს გაკარგვინებს და მთლიანად წარმოსახვის კლანჭებით გიპყრობს . მეც გადავეშვი წარმოსახვის სამყაროში და მთლიანად ჩავიძირე მასში . ტელეფონის წკრიალმა მომიყვანა გონს "დილამშვიდობისა ბარტყი :D <3 გამოვდივარ . შენ ბინასთან დაგელოდები , არ გამყინო რა თორე შენ მოგიწევს გამათბო <3 " ღიმილით ჩავიკითხე მესიჯი და წიგნი გვერდზე გადავდე .
-დედიი წავედი მე - კარებში გასვლისას დავიძახე და როცა საკუთარანარეკლს მოვკარი თვალი სახეზე ფერი მეცვალა. ტუჩი ოდნავ შესიებული და დაწითლებული მქონდა . აშკარად მომიწევს რამე ტყუილი მოვიფიქრო . როცა გავედი მერე რაღაც გამახსენდა , უკან დავბრუნდი და ირაკლის ნაჩუქარ სკეიტს ხელი დავავლე . როგორც კი სადარბაზოდან გავედი და დამინახა მაშინვე სახეზე შეაშრა ღიმილი და შეშინებული წამოვიდა ჩემსკენ
-რა დაგემართა? -ხელი ტუჩზე შემახო
-არაფერი , კარადიდან წიგნი ჩამომივარდა და ზედ დამეცა - უნიჭოდ ვიცრუე და თვალი მოვაშორე
-მაშო ტყუილები არ გამოგდის ! მითხარი რა დაგემართა? -სიბრაზეჩამდგარი თვალებით მიყურებდა
-არაფერი ისეთი, დამეხმარები თავპირის დამტვრევაში? -თემის შეცვლა ვცადე და სკეიტზე ვანიშნე
-მაშო , რა მოგივიდა ტუჩზე ? -სიტყვები გამომიკვეთა და მეც გუშინდელის გახსენებაზე ისევ ამიცრემლიანდა თვალები.
-ის არაკაცი იყო ხო? - კბილებში გამოსცრა და მისი თვალების დანახვისას მეც კი შემეშინდა .აცრემლიანებული თვალებით ავხედე და ოდნავ დავუქნიე თავი . -არ შევარჩენ , არაკაცი, როგორ გაგიბედა? მე მაგსი **** - ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა და ისევ სახეზე მომკიდა ხელი
-გტკივა? - მაინც დავინახე მის თვალებში სითბო და თვალები დავახამხამე მხედველობის დასაწმენდად
-არა არ მტკივა , მისმინე არ მინდა რამე დაგიშავოს, შენ არ იცი რისი გამკეთებელია გთხოვ თავი დაანებე - რომ წარმოვიდგინე დათოს ზიზღით სავსე გამომეტყველება ისევ გამაკანკალა
-მისმინე მაშო , არავის აქვს უფლება შეგეხოს ! არავის გაიგე? არავის მივცემ უფლებას რამე დაგიშავოს და ნუ მთხოვ იმას რასაც ვერ შეგისრულებ
-მეშინია ,რომ რამე დაგემართება - უკვე ცრემლები მომდიოდა და ვსლუკუნებდი
-კარგი რა , გთხოვ ნუ ტირიხარ , მაგას გპირდები რომ არაფერი დამემართება - ღიმილით მაკოცა შუბლზე და ჩამიხუტა , მეც ღრმად შევისუნთქე მისი გამაბრუებელი სურნელი და ცრემლები მოვიწმინდე .
-მპირდბი? - თვალებში ჩავხედე
-კი ჩემი პატარა გპირდები - ღიმილით მითხრა და ხელახლა წამოსული ცრემლები მომწმინდა . -ახლა მოდი დაგამტვრევინო ცხვირპირი - მეც სიცილით შევდექი სკეიტზე და მასზე მიყრდნობილი დავიძარი. სკოლამდე რამის ორჯერ წავიქეცი მაგრამ ორივეჯერ დამიჭირა ჩემმა დემონმა . მერე რამის გულმა დამარტყა ირაკლი და ელენე რომ დავინახე სკოლის კიბეებთან . მათკენ წავედი და დოინჯშემორტყმული ჩავდექი შუაში
-მოიცა მოიცა, აქ რა ხდება? რატომ აკითხავს ჩემი ირაკლი ელენეს და არა მე ?- ეგოიზმი ჩავრთე და ირაკლის გადავხედე
-შენ ისეთი ვინმე გაკითხავს მე სულ გავიწყდები , მარტო შენ კი არ გინდა სიყვარული - ცხვირზე მიჩქმიტა და ელენს ხელი მოხვია . ვაიმეეეე !!!! რამდენი აქვს ელენეს მოსაყოლი.
-ვაა რა მაგარიაა- ორივეს მაგრად მოვეხვიე და მერ ელენეს მივუბრუნდი- გეოგრაფია გაკვეთილიდან გაგვყრის და ყველაფერს დაწვრილებით მომიყვები - თვალები დავუქაჩე და ისედაც წითურს რომელიც ყურებამდე აჭარხლებული იყო თითი სასაცილოდ დავუქნიე . დემონმა როგორც ყოველთვის სკოლამდე მიმაცილა და შუბლზე კოცნით დამემშვიდობა . მართალია გაკვეთილებზეც მომიყვა ელე რაღაცეებს მაგრამ როგორც ყოველთვის გეოგრაფიამ გარეთ მოგვისროლა და ჩვენც ბუფეტსი მყუდროდ მოვკალათდით
-მიდი დაიწყე ჩქარა - წვენი მოვსვი და ყურები დავცქვიტე
-მოკლედ , ლუკა რომ გამოწერე იმ დღეს , სახლტან დამხვდა და სიყვარული ამიხსნა . იცი რა საყვარელია? ჩემი ბიჭია , 2 კვირაში სად მოვასწარი ასე შეყვარება ვერ გავიგეო ....- მთელი ემოციებით მიყვებოდა და მეც თვალებგაბრწყინებული ვუსმენდი .მაგრამ ვინ მაცადა ზარი დაირეკა და შემოგვისახლდნენ აკო და გუკა.ლუკა ისევ სახლში იყო მართალია გამოწერეს მაგრამ ერთი კვირა აკრძალული აქვს გარეთ გამოსვლა .
- მომონს ეს ალუბლის წვენი - წინიდან ამაცალა გუკამ წვენი და მოსვა
-აუუუ ნუ სვამ ჩემიაა - წასართმევად გავიწიე მაგრამ ვერაფერს გავხდი ბოლომდე გამოცალა ჩემი წვენი და ცარიელი კოლოფი დამიდგა წინ
-გიყიდი ხოლმე თუ ასე გიყვარს , ნუ სვამ ჩემსას - გაბრაზებულმა გავხედე და ცარიელი კოლოფი შევანჯღრიე
-სულელო შენი რომაამაგიტოა გემრიელი თორე ისე რათ მინდა - ფართოდ გამიღიმა და ცხვირზე ხელი ცამომკრა
-ეგ წვენი იყო მაისური რომ გაგინადგურა -სიცილით გავიხსენე ის დღე და სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა იმ წამების გახსენებისას.
-წამო სვანეთში - სრულიად მოულოდნელად დაახეთქა აკომ და ელენესაც ხველა აუტყდა
-სუ გაგიჟდი ხო შენ? -ხველებით უთხრა ელენემ და აკომაც ზურგზე დასცხო ხელი - მეტკინა იდოტო ეგრე უფრო დამახრჩობ - გაწითლებულმა ჩაარტყა აკოს თავში და წვენი მოსვა
-ხო რაიყოთ? სვანი ძმაკაცი რომ გყავთ დაგავიწყდათ? -მე და ელეს გადმოგვხედა და წარბები აგვითამაშა
-თითქმის სულ იქ ვხვდებით ახალ წელს - მხრების აჩეჩვით ჩაილაპარაკა გუკამ და მე გადმომხედა- დედაშენტან პრობლემა არ იქნება , ნუ მამაშენსაც მოვთაფლავ რამენაირად , მტავარია ელეს მშობლები დავიყოლიოთ - შეწუხებულ ელეს გადახედა
-მე გამომიშვებენ , ოღონს იკა მოდის - თითი აწია და ბიწებს გადახედა
-მოდის , ნოო პრობლემ - აკომ ჩაილაპარაკა და თითქოს რაღაც ცუდი გაახსენდაო ისე დამანჭა სახე - ლუკა შეძლებს წამოსვლას?
-ერთი კვირა აქ ვიყოთ და მერე წავიდეთ - გუკამაც მხრები აიჩეჩა
-სვანეთო მოვდივაართ - სიცილით თქვა აკომ და ჰამბურგერს დიდი ლუკმა მოაკბიცა
-ღორია ეს უპატრონო - პირგატენილ აკოს გადახედა ელენემ და თავი გააქნია
-გოგო პირიმაქ დაკავებული ხელები კი არა - პირგამოტენილმა ჩაილაპარაკა და ელენეს თმა აუჩეჩა
-ჯერ პირი მოიწმინდე და მერე იბლატავე - ზურგზე დაარტყა ხელი გუკამ და ზარის ხმასთან ერტად ფეხზე წამოდგა
***
რაც სკოლიდან მიმაცილა არ მოუწერია და ლამისაა გული გამისკდეს , გუკასაც რომ რამე დაემართოს ალბად ჭკუიდან შევიშლები . გული უკვე ვერარ ფეთქავდა ამდენი ნერვიულობისგან და მეც ყველაფერზე ნერვები მეშლებოდა. დავალებების კეთება დავიწყე მაგრამ ვერაფრით გავჩერდი ერთ ადგილას . ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ტელეფონს დავსწვდი " რას შვრები? " აკანკალებული ხელებით ავკრიფე ტექსტი და საათს რომ დავხედე გული უფრო ამიჩქარდა 23:35. ამდენი ხანი ჯერ არასოდეს არ დავვიწყებივარ.
"მერე მოგწერ . კარგად ვარ <3 " ამ ოთხმა სიტყვამ კიდევ უფრო ამაფორიაქა . ფუმფულა ბალიშს ჩავეხუტე და ფანჯრის რაფაზე ტელეფონთან და წიგნთან ერთად მოვკალათდი . წიგნის კითხვაც დავასრულე მაგრამ მაინც არცერთი შეტყობინება . არც ერთი ზარი და ჩემი მიკრო ინფაქტიც გარანტირებულია . არ მახსოვს როგორ ჩამეძინა მაგრამ ტელეფონის წკრიალმა რომ გამაღვიძა და მეც დაბუჟებული ხელი ძლივს გავხსენი მესიჯი "გძინავს ? " ღრმად ამოვისუნთქე და გამხმარი გვერდები რაფიდან საწოლზე გაჭირვებით გადავიტანე . მოხუცი დედაკაცივით ვკვნესოდი . 02:28 -თითქმის სამის ნახევარია , გამაგიჟებს ეს ბიჭი - ჩემთვის ჩავილაპარაკე და მესიჯი ავკრიფე
"მშვიდობაა?"
"კი მშვიდობაა , დაიძინე <3 ტკვილი ძილი და უფლის ანგელოზი შენს სასთუმალთან <3 <3 "
"შენც ტკბილი ძილი <3 ხომ კარგად ხარ? "
"კი პატარავ ნუ ნერვიულობ <3 მიდი და დაგეწევი სიზმებში <3 მიყვარხარ..."
"ძილინებისა<3 მეც მიყვარხარ " გულდამშვიდებულმა გავაგზავნე მესიჯი და ბალიშზე დავდე თავი. კბილები მიკაწკაწებდა და ვერაფრით ვთბებოდი, ძვლებიც კი გამეყინა ისე მციოდა. ფეხის თითებსაც კი ვეღარ ვგრძნობდი . ვერაფრით რომ ვერდავიძინე ისევ ტელეფონი ავიღე
"მცივა , ვერ ვიძინებ "
"მოვიდე? "
"რა სულელი ხარ "
"გავუძლოთ ერთდ ზამთრის სიცივეს
და ერთმანეთის სევდა გავლიოთ
ერთად მივიდეთ გაზაფხულამდე
ვაჯობოთ მარტს და იქით ავრიოთ ...<3 " ღიმილით ჩავიკითხე პატარა ლექსი და საოცრად გავთბი. როგორ შეუძლია ამ ადამიანს თავის ნებაზე ატრიალოს ჩემი გრძნობები და ფიქრები ვერ ვხვდები . ტელეფონი დავბლოკე და ღიმილით შევისწორე საბანი. ფუმფულა ბალიშთან ჩახუტებულს ჩამეძინა, მალევე დავეწიე გუკას სიხმრებში და ღამეც წარმოსახვით მასთან ვიყავი ....

დილით ფანჯრიან შემოჭრილმა მზის სივებმა გამაღვიძს , მეც ზმუილით წამოვდექი ა თავი მოვიწესრიგე . საშინელი ამინდი იყო, მზე ანათებდა მაგრამ ძალიან ცუდად, ხან რომელ ღრუბელს ამოეფარებოდა ხან რომელს . წვიმის წვრილი წვეთები ეცემოდა ჩემს ფანჯრებს და წვეთება იღვრებოდა.
-დედი , ყავა გამიკეთე რაა - სააბაზანოდან ხალათით გამოვტანტალდი და სამზარეულოში შევედი
-მზია და თემური მოდიან დღეს - ქვეშიდან ამომხედა და ჩემმა ჭრილობამაც გახსნა დაიწყო
-რომელზე?-აკანკალებული ხმით ვკითხე და ცხელი ყავა მოვსვი
-საღ3 საათისთვის , იმედია ცოტა წესიერად მოიქცევი და არ დაიწყებ ქვითინს , თავისი გასაჭირი ყოფნით იმ ხალხს, მზია რომ ვნახე ძლივს ვიცანი ისეა შეცვლილი და დანაღვლიანებული - სინანულით თქვა ქეთომ და სკამე ჩამოჯდა
-ვეცდები - ცრემლმორეულმა ვთქვი და თმის მშრალებით წავედი ჩემი ოთახიდან .ტანსაცმელი ჩავიცვი და აწრიალებული ტელეფონი ავიღე
-რას შვრება ძილისგუდა ქალბატონი?-ღიმილნარევი გუკას ხმა რომ გავიგე გულში სითბო ჩამეღვარა
-ჯერ 11 საათია , რავი არაფერს, დღეს ლუკას მშობლები მოდიან - ბოლო სიტყვები ჩუმად ჩავილაპარაკე
-ახლა თუ ტირიხა კეკეს თავს გეფიცები საერთოდ ხმას აღარ გაგცემ , იმ ხალხს თავისი ტკივილი ყოფნით, ვიცი რომ შენც გტკივა ჩემი გოგო მაგრამ გთხოვ თავიხელშია იყვანე და დაწყნარდი
-ვეცდები, შენ რას შვრები?
-რას და კეკეს თოჯინას კაბას ვაცმევ , არ მომეშვა მეთამაშეო- სიცილით მითხრა და კეკეს ხმაც გავიგე ტელეფონში
-დამალაპარაკე
-მაშო, სულ დამიხია კაბები, იმხელა ხელები აქ თოჯინას ვერ იჭერს და კაბების სულ გაანადგურა - მოწყენილი ხმით მითხრა კეკემ
-დავაჭრი მაგას თითებს და მერე ვეღარ დაგიხევს - მის ხმაზე გამეცინა და სიცილით ვუთხარი
-ქალბატონო მეც მესმის
-ხოდა რო დაგაჭრი ხელებს , მერე ყურესაც მივაყოლებ და ვეღარ გაიგებ - სიცილითვე ვუთხარი
-რა ენა გაქ რაა, მაცადე მე შენ მოგარჯულებ - ამას მოყვა მამაჩემის ძახილი მოდიო და მეც უკმაყოფილოდ ჩავძახე ყურმილში
-მამაჩემი მეძახის დაგირეკავთ მერე - და არაფრის თქმა არ ვაცადე ისე გავთიშე ტელეფონი . მისაღებში მამაჩემი იჯდა დივანზე და გვერდის ირაკლი უმშვენებდა
-ეე იკაა - მისკენ წავედი და მანაც გულში ჩამიკრა
-ეე იკა კი არა დაგაჭრი ყურებს, სულ გააგავიწყდი ხო? -მოწყენილმა გამომხედა და მეც მის საქციელზე გამეცინა
-რა შტერი ხარ, როდის იყო მავიწყდებოდი ჰა? - თმა ავუჩეჩე და მერე ლოყაზე ვუჩქმიტე
-აუ ზურა დავაჭრი ამ ბავშვს ხელებს და გეყოლება ინვალიდი შვილი - აჩეჩილი თმა გაისწორა
-აბა აზე მეძახდით ?
-რაზე და იქ მივდივართ 7 საათისთვის ფუ რა ქვია იმ ბიჭს , კოკას დაბ დღეზე - კოკას გაგონებაზე ხველა ამიტყდა და დაქაჩული თვალებით ავხედე
-მოიცა ეგ საიდანღა მოთხარეთ? -ორივეს გაკვირვებულმა გავხედე
-მამამისი ჩმი პარტნიორია , ხოდა გაახსენდით მაგის ბიჭს და დაგპატიჯათ შენ და იკა -მხრები აიჩეჩა მამაჩემმა და ფეხზე წამოდგა
-აუუ როგორ არ მევასება ეგ ტიპიიიი- შუბლზე წამოვირტყი ხელი და იკას გავხედე
-აუ შენ ხო მაგარი უჟმური ხარ რაა, მარა მეც არ მევასება შენ რას გერჩი - დაბლითა ტუჩი სასაცილოდ გამომიწია და გაიცინა
-აუ გახსოვს მე რო მაწვალებდა და შენ და ლუკამ რომ სცემეთ , აუ რა მაგრად გამისწორდააა - მუშტი დავარტყი და გავიცინე
-შენ ხო სადისტი ხარ, მაგიტო მტკიოდა მტელი 2 თვე მარცხენა ხელი - თითი დამიქნია და თავზ მაკოცა
-წავედი მე , საქმიანი ბიჭი ვარ გოგო ეგრე კი ნუ მიყურებ - პიჯაკი გაისწორა და კარისკენ წავიდა
-ოფ , არ მიეჭვიანო დაქალი - სერიოზულად ვუთხარი
-ხომ იცი რო ელეს არასოდეს ვაწყენინებ ? -წარბაწეული მომიტრიალდა
-ოჰ , აბლატავდა ბიჭი , მიდი, მიდი წადი და ჩარგე თავი საბუთებში - ბალიში ვესროლე და ისიც სიცილით გავიდა კარებიდან . მთელი 3 საათი ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და 18 წიგნიდან რომელიც წასაკითხი მქონდა ერთ -ერთს ვკითხულობდი . საინტერესო აღმოჩნდა ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" სასიამოვნოდ წასაკითხი წიგნი იყო და მეც მთლიანად ჩავიძირე წარმოსახვით სამყაროში . ისევ ტელეფონმა მომიყვანა გონს და მეც ახალი მესიჯი გავხსენი "ჩამო რა დაბლა " ელენესგან იყო და მეც ზლაზვნით წამოვდექი ფეხზე
"მშვიობაა? " თან ქურთუკს ვიცვამდი თან მესიჯს ვწერდი
"კი მიდი ჩქარა არ მალოდინო" მეც საჩქაროდ ავიღე ცოტა ფული, კაპიშონი წამოვიფარე და კიბეებზე დავეშვი . ეზოში არავინ არ დამხვდა და მეც ტელეფონი მოვიმარჯვე ელესთან დასარეკად ვიღაც ბავშვი რომ მოვიდა და პატარა ფურცელი გამომიწოდა . გაშტერებულმა გამოვართვი და ორად გადაკეცილი თეთრი ფურცხელი გავხსენი "შაბათ დღეს ბევრი სიარული არ გაწყენდა "მშრალი ხიდის" გამოფენაზე ერთ ნახატს მე მიმასგავსებ . აბა შენ იცი შემდეგი მინიშნება იქ გელოდება <3 გუკა " გაკვირვებულმა გადავავლე მეორეჯე თვალი ნაწერს და თავის ქნევით გავაჩერე ტაქსი -ვერაა ეს ხალხი რაა - სიცილით ჩავილაპარაკე და ტაქსს მისამართი ვუთხარი. დაბნეული დავდიოდი და ათასგვარ ნახატს ვაკვირდებოდი, იმ ნახატისკენ წავედი საიდანაც უბრაოდ შავი ფერის თვალები მიყურებდნენ. ნაცრისფერ ფონზე უბრალოდ შავი ფერის თვალები იყო დახატული და ისეთ ლამაზ შესახედაობას ქმნიდა დებილივით ავიღე სურათთან დამაგრებული პატარა ფურცელი "გიგანტური ველოსიპედით ვერ ისეირნებ მაგრამ იქ ჩემს წერილს ნახავ"
ეს რა მეხუმრებაა? სიცილით დავადე ეს ფურცელი წინა ფურცელს და დაბღვერილი წავედი ავტობუსების გაჩერებისკენ . აი გიგანტური ველოსიპედის ქანდაკებაც . იქვე პატარა ფურცელი ფრიალებდა რომელსაც ზემოდან ქვა ედო .
"თუ დაიღალე "Mc -donalds" -ს მიაკითხე " თავი გავაქნიე და ისევ გავაჩერე ტაქსი. ოხ ფული მითავდება , გიჟია ეს ბიჭი . მალევე მივედი დანიშნულების ადგილას და გარემო მოვათვალიერე . ერთ -ერთ მაგიდასთან მოვკალათდი და ჩემსკენ წამოსულ გოგონას ავხედე
-მაშო ხომ? -გამიღიმა და ლურჯი ყუთი გამომიწოდა . არაფრის თქმა არ მაცადა ისე წავიდა . ყუთს თავზე ფურცელი ედო "გილოცავ ! უკანასკნელი გაჩერება ვერის პარკია " ღიმილით წავიკითხე ნაწერი და კოლოფი გახსენი. ბევრი ჟელიბონის დანახვისას ხმამაღლა გავიცინე და რამოდენიმე შევჭამე . გზადაგზა კიდევ ვჭამდი და როგორც იქნა ვერის პარკსაც მივაღწიე . დებილივით დავდიოდი და სკამებს ვაკვირდებოდი . გზადაგზა იმდენი ბუშტები მომიგროვდა ხელში ვეღარ ვიჭერდი და ხალხს რომელიც ღიმილით მაწვდიდა ბუშტებს ვუღიმოდი. ბოლოს დიდი გვირილების თაიგული რომ დავინახე იქით წავედი და გუკაც დავლანდე. კი არ მივდიოდი მივრბოდი. ხელები ფართოდ გაშალა და მეც სიცილით მოვეხვიე, ჰარეში მატრიალებდა და მეც სიცილით ვეხუტებოდი .
-გიჟი ხარ ! საიდან მოიფიქრე ? -მასზე ჩახუტებულმა ვკითხე და ყელში მაგრად ვაკოცე
-შენ გამაგიჟე თორე მე ჭკვიანი ბიჭი ვიყავი - სიცილით გამომიწოდა თაიგული და ხელი მომხვია -ხომ არ დაიღალე? -მეც თავი გავაქნიე და ბედნიერებით გაჟღენთილმა გავუღიმე -ხოდა წავედით - ხელმოხეულმა გააგრძელა ჩემთან ერთად გზა
-სად?-ინტერესით ავხედე და პარკთან მდგარ მის მანქანას გავხედე
-თბილისის ზღვაზე - ღიმილით დამხედა და მანქანის კარი გამიღო
-მან რა გვინდა? ახლა იქ არავინაა - გაკვირვებულმა ვკითხე და ღვედი შევიკარი
-ჩვენ ვიქნებით - ცხვირზე მიჩქმიტა და ბუშტები უკანა სავარძელზე გადამატანინა . გაღიმებული ვუყურებდი ჩემს ბედნიერებას . გული იმდენად მქონდა სავსე ბედნიერებითა და სიხარულით რომ მეგონა გასკდებოდა.
-ნუ მიყურებ ეგრე - ღიმილით გადმომხედა
-გზას უყურე შენ - გზაზე მივუთითე და მეც გზისკენ გავიხედე
-ჟელიბოდი აღარ დაგრჩა ? -სიცილითდახედა ჩემს ხელში მოთავსებულ ლურჯ კოლოფს და მეც სიცილით გავხსენი
-რომ მაქვს რა? - სიცილით ამოვიჟე პატარა დათუნიის ფორმის ჟელიბოდი და გემრიელად შევჭამე
-მეც მინდა - თავი მოისაწყლა და გამიღიმა
-არ გაჭმევ , სულ ჩემია - თავდაცვის მიზნით ხელები მოვხვიე ყუთს და ენა გამოვუყავი
-ოო მაშო მაჭამეე - პატარა ბავშვივით გამიჯიუტდა და მეც არ დავაკელი
-არააა - ისევ გემრიელად ვჭამდი და მის ნერვებზე ვთამაშობდი
-რა საზიზღარი ხარ მაგრამ მაინც მიყვარხარ - თმაზე წამეთამაშა და მერე ისევ გზას გახედა .
-სულაც არ ვარ საზიზღარი - ერთი დათუნია ამოვიღე კოლოფიდან და მისი მიმართულებით წავიღე
-აი ახლა კაი გოგო ხარ - ჩემი ხელიდან პირით ამაცალა ჟელიბონი და გამიცინა . მალევე მივედით თბილისის ზღვაზე . წარმოგიდგენიათ ? არავინ იყო, აიი საერთოდ არავინ. მხოლოდ წყლის ხმა ისმოდა და ჩემი გამალებული გულისცემა .უაზრობაა თბილისის ზღვა , ზღვას მაინც გავდეს რა საშინელებაათქო ხშირად ვამბობდივ და არასოდეს მიყვარდა ეს ადგილი, ნუ საერთოდ წყლის შიში მაქვს , საშინლად მეშინია და შესაბამისად ცურვაც არ ვიცი მაგრამ აი ახლა , შუა დეკემბერში , ნაპირებთან მოყინული თბილისის ზღვა საოცრად ლამაზია , ალბად იმიტომ რომ მას ჩემი დემონი ალამაზებს ...

15
ამიხსენით რატომ უნდა ვიჯდე ახლა მე ვიღაცა კოკას დაბადების დღეზე? , ნერვები დაწყვეტას მაქვს ,სახეზე კი უბრალო და არაბუნებრივი ღიმილი მაქვს აკრული. ჩემსკენ წამოსული საოცრად გასიმპატიურებული კოკა რომ დავლანდე თვალები გადავატრიალე და მისკენ გავიხედე
-ეს ნახეთ რამხელა გამხარა- სიცილით მომიახლოვდა და ვითომ ძალიან ვეატრებოდი მაგრად ჩამეხუტა. ცივად ვიდექი და არც გავნძრეულვარ
-მეჩვენება თუ რაც ასაკი გემატება უფრო ლამაზდები? -ოდავ გაიწია და თვალი შემავლო. ღმერთო რა იდიოტის გამომეტყველება აქვს . აი ესაა საკუთარ თავსა და მამიკოს ფულზე შეყვარებული იდიოტი!
-აშკარად -ოდნავ გავუცინე - შენგან განსხვავებით - ბოლო სიტყვები ღიმილით წარმოვთქვი ვითომ ხუმრობაში გავუტარე მაგრამ რამდენად გამომივიდა ვერ გეტყვით
-როგორი მწარეც იყავი ისევ ისეთი ხარ - წარბაწეულმა ჩაილაპარაკა და ირაკლის გვერდით დაჯდა. ხელით ვანიშნე ირაკლის მოკალითქო და მანაც ძლივს შეიკავა სიცილი ჩემს გამომეტყველებაზე. ცოტახანს დებილურად ვილაპარაკეთ და მეც სულ გამოვუშვი ჩემი ირონია და კოკასკენ მივმართე . ცოტახანში ვიღაც ორი "გოგოშკა" მოგვიახლოვდა და გადათხაპნილი პომადიანი ტუჩებით გადაკოცნეს კოკა, მერე წუწუნით წაიყვანეს და მეც გულში მადლობა გადავუხადე ამ ორ საშინლად გამომწვევად ჩაცმულ ადამიანს .
-აუ იკა მალ წავიდეთ რაა - მუარით გადავხედე ირაკლის
-მე ვერ წამოვალ მაშო , სირცხვილია თან ჩემი კარიერისთვის აქ ყოფნა ძალიან კარგია. გუკას დავურეკავ ან მამაშენს და გაგიყვანენ
-მარტოც წავალ - გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი
-სად წახვალ გადაირიე ხო? როდის იყო მარტოს გიშვებდი? -მკლავზე მომქაჩა და ისევ სკამზე დამსვა . დაახლოებით ოც წუთში გუკას მაქააში ვიჯექი და მის გაბრაებულ სახეს და გახეთქილ წარბს ვუყურებდი
-რატო ხარ გაბრაზებული ? ან წარბზე რა დაგემართა ? -წუწუნით ავხედე და წარბები შევკარი
-არ ვარ გაბრაზებული და არც არაფერი დამმართვნია - უხეშად ჩაილაპარაკა
-რამე დავაშავე?
-შენ რა უნდა დაგეშავებინა?-ღიმილით დამხედა და მერე ისევ ის სახე მიიღო - რაღაც საქმეებია , ჩაივლის და მერე ისევ სულ ვიცინებხოლმე - ისევ საყვარლად გამიღიმა და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია .
-რა საქმეები?
-არაფერია ისეთი
-გუკა მითხარი რა
-რა მოუსვენარი ხარ მაშო , არაფერია ისეთითქო რომ ვთქვი ესეიგი არაფერია - კატეგორიულად შემომხედა და ისევ გზას გახედა. პირველად ვნახე მის თვალებში სიბრაზეთქო ვერ გეტყვით მაგრამ რაც ერთად ვართ არ მინახია. ახლა ისე გამიკვირდა და თითქოს გულიც დამწყდა ასეთი გუკა რომ დავინახე . ჩუმად ვიჯექი ჩემთვის და ხანდახან მის კოცნას ვგრძნობდი ხელზე
-შენ როგორ გაერთე? -ოდნავ გამიღიმა
-სრული იდიოტობა იყო- მომაბეზრებლად ჩავილაპარაკე და ლამის თავში ჩავარტყი დიალოგი რომ შეწყვიტა. პირველად იყო ასეთი მომენტი როცა არაფერი მქონდა მისთვის სათქმელი და ეს საზიზრარი სიჩუმეც ნერვებს მიჭამდა. სალხამდე მიმიყვანა და მანქანა გააჩერა. მეც აღარ გავჩელებურვარ კარი გავაღე და გადმოვედი. გამიკვირდა მანქანიდან რომ გადმოვიდა და წინ ამესვეტა
-მისმინე დღეს იმ არაკაცს შევხვდი არ გახვიდე არსად უჩემოდ, მე თუ ვერ დამიკავშირდი რისი შანსიც ნულია აკოს და ლუკას უთხარი და მარტოს არსად არ გაგიშვებენ . მპირდები? - ახლა მივხვდი რატომ ჰქონდა წარბი გახეთქილი და რატომიყო ასეთ ცუდ ხასიათზე . ის არაკაცი ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევს ... ნეტავ გამაგებინა რა დავუშავე ასეთი?
-შენი წარბი? ამიტომ ხარ ცუდ ხასიათზე ? - აცრემლებული თვალებით გავხედე
-მპირდებითქო მაშო? - ჩემი კითხა დააიგნორა და სახეზე ხელები შემომაჭდო. ოდნავ დავუქნიე თავი და თვალები დავხუჭე. როცა მისი ცხელი სუნთქვა სახეზე ვიგრძენი ასე მეგონა გული საგულედან ამოვარდა და სადღაც შორს გაიქცა . დაეთებულმა გავახილე თვალები და გუკას ანთებულ თვალებს რომ გადავაწყდი ერთიანად შემაკანკალა . ნელ ნელა მომიახლოვა სახე და ჩემს ტუჩებზე ვიგრძენი მისი ცხელი ტუჩები . გული გაჩერდა და სუნთქვაც კი შევწყვიტე . ღიმილით მომშორდა და ხელები მომხვია
-მაშო ისუნთქე რა - სიცილით მითხრადა მეც ისევ გაბრუებულმა ამოვისუნთქე .
-რაღაც სხვას ველოდი მეგონა გამარტყავდი ან თავს გამიტეხავდი - სიცილით მითხრა და მეც სიცილით ავხედე
-რატომ უნდა გამეტეხა თავი ან გამერტყა? -ცხვრზე წავარტყითითი
-რავი გოგოებმა ეგრე იცით ხოლმე- მხრები აიჩეჩა
-რა სულელი ხარ
-მიდი გაიქეცი , ტკბილი ძილი - შუბლზე მაკოცა და გამირიმა
-შენც ტკბილი ძილი - დებილური ღიმილით წავედი სადარბაზოსკენ და ის შეგრძნბა გავიხსენე წეღან რომ დამეუფლა გუკას კოცნისას. ისევ შემაჟრჟოლა , კარები გავაღე და ოთახის არი ხმაურით მიკეტე დედას რომ გაეგო მივედი....

***
სვანეთში წასვლის დღეც მალე დადგა , ჩემი ჩანთა ავიღე და მისაღებში დედაჩმთან და გუკასთან გავედი
-წავედით? -გუკას გავუღიმე და დედაჩემის ორმოცსართულიანი დარიგებების მოსასმენად გავემზადე .
-მისმინე მაშო
-დედი სილისან სულ ეგრე მარიგებ , ბევრი არ უნდა ვიგუნდაო ჭკვიანად უნდა მოვიქცე, თბილად ჩავიცვა , გუკას დავუჯერო და ასეშემდეგ ... -სიტყვა გავაწყვეტინე და მისი სათქმელი მე ვთქვი .
-ოხ მაშო მაშო, მიდი წადით გაგვიანდებათ - კარისკენ წამოვდა დედაჩემი და მეც გუკასთან ერთად ჩავიარე კიბეები
-მაგარი ქალია ქეთო, გაიგე რა გითხრა ? გუკას დაუჯერეოოო
-ძიძის კვალობაზე ზედმეტად აგივარდათ თავში ჩემი მოვლის პატივი ბატონო გურამ - წარბაწეულმა ვუთხარი ბოხი ხმით და მის სახეზე გულიანად გადავიხარხარე
-ვინაა გოგო გურამი ? გუკა მქვია
-ეგ შემოკლებით გურამ -ისევ ვაგრძელებდი მის ნერვებზე თამაშს
-მაშუშუკ აბა ჩქარა მანქანაში
-მაშო მქვია იდიოტო და ეგრე ნუ მეძახი - მეც გავბრაზდი , როგორ ვერვიტანდი ასე რომ მომმართავდნენ
-რაო მაშუშუკ ძველი სახელი დავიბრუნეთო ?-ახლა ირაკლი მოგვიახლოვდა და მაგარიმუშტიც ვუთავაზე მუცელში
-ქაჯი ხარ გოგო ქაჯიი - ორად მოიკეცა იკა და გუკას ახედა -ვიზიარებ ამის ხელში რომ ჩავარდი
-ნუ ტლიკინებ თორე მეორესაც ჩაგარტყავ - წარბი ავუწიე და მუშტი დავანახე
-ბიჭო , აკო და ლუკა შენ მოგყვებიან ბარგი მე მომეცით და ელეც მე მომყავს - კიდევ მომინდა მისთვის ჩამერტყა რა გაუძლებს ახლა მთელი 5 საათი აკოს და ლუკას.... ჩმი ვარაუდები გამართლდა, 10 წუთის გასულები არ ვიყავით აკომ რო წინიდან სულ ძალით გადამტენა უკან გინდათუარა ცუდად ვხდებიო, ლუკას მთელი გზა ჩემს მხარზე ეძინა და უკვე გახევებულს ზურგი რომ საშინლად მტკიოდა ვეცადე ლუკა გამეღვიძბინა
-აეთრიე ბიჭო მომწყდა მხარი - თავში ჩავარტყი და პასუხად რამდენიმე "მმმ მივიღე
-ვერ გააღვიძბ ეგრე უფრო მაგრად ჩაარტყი- სიცილით გადმომხედაგუკამ და მერე ისევ გზას გახედა
-ყურები "დახუჭეთ " - სიცილით ვთქვი და ლუკას მკლავზე მაგრად ვუკბინე , აი ამას მოყვა ქალივით კივილი, აკო რასაცქვია გადაბჟირდა , არც მე და გუკა ვიყავით ნაკლებ დღეში
-ძაღლოოო-მხარზე დამარტყა ლუკამ და გაბრაზებულმა დამიბღვირა
-ქალოოო - მე ენა გამოვუყავი და ფეხები სავარძელზე ავიკეცე .მალევე ჩავედით სვანეთში , ულამაზესი იყო, დათოვლილი მთები და ნისლში გახვეული კოშკები რაც მთავარია თბილი ბუხარი და საყვარელი ადამიანები ჩემს გარშემო. მაგრამ მთელი 2 კვირა არ მასვენებდა ლუკა, ცუგა-ცუგა-თი დამსდევდა და ხან პურის ნატეხს მიგდებდა ხანაც ნაჭამ ძვლებს. მთელი 3 დღ ვგუნდაობდით მაგრამ მერე კიდევ დაიწყო თოვა და ჩვენც სახლში ჩავიკეტეთ . საღამო იყო და შეშის მოსატანად გავედით მე და გუკა .
-რა მაგარია არა? -გარემოს თვალი მოავლო და ხელი მომხვია .
-უმაგრესია- ღიმილით ავხედე და მეც ხელები მოვხვიე . დაჩეხილ კუნძებთან ვიყავით მისულები კატის კნავილი რომ გავიგე და გუკას ხელი გავუშვი . ეკლიან ბარდებში იყო გახვეული პატარა არსება და განწირული კნაოდა.
-რას აკეთებ?-გაკვირვებული მოვიდადა ჩემს გვერდით დაიხარა
-აუ გამომაყვანინე რა - ხელები კნუტისკენ წავიღე მაგრამ გუკამ გამაჩერა
-რამეს იტკენ, მაცადე გამოვიყვან - ფრთხილად მოკიდა კნუტს ხელი და მანაც კნავილს უფრო უმატა, გამარჯვებულის ღიმილით მომაწოდა კნუტი და გამიღიმა , კნუტი გამოვართვი და გაყინული არსება გულზე მაგრად მივიკარი, სითბო იგრძნო და კნავილი შეწყვიტა .
-რა საყვარელია - ხელები დავუსვი და დებილი ღიმილით მომღიმარ გუკას გავხედე
-რა სულელი მყავხარ - ცხვირზე მაკოცა და ფეხზე წამომაყენა -მიდი შედი სახლში არ გაცივდე და მე შეშას მოვიტან -ოდნავ დავუქნიე თავი და სახლისკენ კნუტთან ერთად წავედი .
-ეგ რა მოიყვანეეეე- ფეხზე წამოვარდა აკო
-კნუტია რაიყო? -სცილით გავწიე მისკენ კნუტი
-აააა გაწიეე , ფუუ რასგავს - კივილით მომშორდა და იკას ამოეფარა
-რა დონის დებილი უნდა იყო ამის რომ გეშინოდეს - ლუკამ კნუტი გამომართვა და მიეფერა
-აუუ ჩემი სიკვდილი გინდათ ტოო, ალერგია მაქ მაგეებზე - ერთი დააცემინა აკომ დაკნუტისკენ გამოიშვირა ხელი
-ნუ ცეტობ რა - თავში წამოარტა ელენემ და ლუკას კნუტი გამოართვა
-რას არქმევ ? ცხვირაწითლებულმა გუკამბუხართან დაყარა შეშა და კნუტს მოეფერა
-მმმ ფუსი - უცებ მოვიფიქრე სახელი და კმაყოფილმა გავიღიმე .გუკამ ხმამაღლა გაიცინა და კნუტს დახედა
- გაგაგიჟებს შენი პატრონი - ვითომ თავისთვის ჩაილაპარაკა მაგრამ მაინც გავიგე
-გავიგე იდიოტო - ხელებიდან ავაგლიჯე კნუტი და ერთი შევუბღვირე . აეროვანი კოცნა გამომიგზავნა და სავარძელში ჩაეხეთქა
-რა საყვარელიაა, წამო დავბანოთ - სიცილით მითხრა ელემ და კიბეებისკენ წავიდა დაბღვერილი წავყევი ელეს და კნუტი ვაბანავეთ . მერე ყოველ დღე ვისმენდი აკო წუწუნს და ლანძღვას მაგრამ კნუტი თბილისში მიმყავდა , თან დედაჩემსაც მოსწონს ცხოველები და გაუხარდება. მაგარი იყო ახალი წლის ღამე ,უკუთვლა და ღამის თორმეტსაათზე ნათქვამი "მიყვარხარ " მერე ერთად ყოფნის დაბედება და უბედნიერესი წუთები. ყველაზე მაგარი არდადგები იყო , აი ყველაზე ისეთი სიზმარშიც რომერ ვნახავდი. ორ კვირაში მოღუშულები ჩავსხედით მანქანებში და სახლისკენ წამოვედით. კნუტი ჩემტან იყო ამიტომ აკო იკას მანქანაში გადაჯდა და მეც ღიმილით დავიკავე ადგილი გუკას გვერდით . ფუსის ღრმად ეძინა და მეც მასზე ჩახუტებული ვნებივრობდი . ქალაქში გადალილები ცავედით რადგან გზები მოყინული იყო და დაძაბულები ვიყავით . თბილისშიც თოვლი დაგვხვდა და მც ძალიან გამიხარდა თთრი თბილისის დანახვა . სახლი დაქანცულმა შევაღე და ჩანთები იქვ მვყარე
-დეეეე მოვედიიიიი -ქეთოც მაშინვ გამოიქცა და ჩამეხუტა . ფუსი რომ დაინახა ტაში შემოკრა და ხელიდან ამაცალა
-დედიი მომენატრე, აბა როგორი იყო? და ეს არსება საიდან მოიყვანეე ?
-ყოველ 2 საათში მირეკავდი და ახლა თავიდან უნდა მომაყოლო? -თვალები გადავტრიალე და ქურთუკი საკიდზე დავკიდე. -ეგ კიდე იქ ვიპოვე ფუსი ქვია და დღეიდან ჩემი ფუსია - სიცილით წავედი სამზარეულოსკენ .
-ვა მაა? ორშაბათს ისვენებ? -სიცილით მივედი მამასთან
-კარგად მაშო შენ როგორ ხარ? -სიცილით ჩაილაპარაკა და მომეხვია
-მა ნახე ფუსი უნდა გაგაცნო - სახესთან ახლოს მივუყვანე კნუტი და ისიც დაფეთებული წამოხტა ფეხზე
-ვაიმე მაგას მე სახლში არ გა ვა ჩე რებ - დამარცვლით მითხრა და თმა მომჩეჩა
-კაი რა იყო გეხუმრე , ხო იცი როგორ მომენატრეე თან ფუსისაც მოენატრეე - ისევ მოეხვიე და კატა დედას მივაწოდე
-სუსია თუ მუსი შენ მოუვლი და ფეხებშ თუ მომედება ფანჯრიდან ვისვრი - თითი დამიქნია და კატას ზიზღით დახედა
-აკოს მამა მგონიხარ რაა - ხელი ავიქნიე და სკამზე ჩამოვჯექი
-აკოსი რატო? არ ევასება ხო კნუტები?
-მამა მსოწონს და არა ევასება , ამხელა კაცი ხარ და ჟარგონით საუბარი არ შეგშვნის- ენა გამოვუყავი და ფუსი მკლავებში მოვიმწყვდიე.
მალეე მოვრჩი მათთან ლაპარაკს და ოთახში შევედი. როგორც კი ბალიშზე დავდე თავი მაშინვე დამეძინა . აი ეს იყო დაღლა , მთელი კუნთი მტკიოდა, რაც დღეში ხუთჯრ გუნდაობის შედეგი იყო. მიკვირს რომ არ გავცივდი მაგრამ ფაქტი სახეზეა სრულიად ჯანმრთელი ვარ ! არ ვიცი რამდენხანს მეძინა მაგრამ რომ გავიღვიძე 7 საათი ხდებოდა . არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მომინდა ლუკასთან ასვლა, მომენატრა ჩემი ბიჭი რომელთანაც დიდი ხანია აღარ მისაუბრია .ქურთუკი მოვიცი, ყვავის ბუდესავით გაჩეჩილი თმა დავიარცხნე და სახლიდან გავედი.უკვე ბინდდებოდა მაგრამ ძალიან არ ციოდა , მალევე ავედი შემაღლებულ ადგილას და ლუკას სახე რომ დავინახე ისევ გაიხსნა გულში უზარმაზარი ჭრილობა და მეც ხელები მაგრად მივიჭირე. არ მიტირია, რადგან თითქოს აღარ მენატრებოდა ისე ძალიან , თითქოს ჩმთან ყო და გრძნობდი როგორ მეხუტებოდა , მოვუყევი სვანეთზე, ბავშვებზე, იკას და ელეს ახალდაწყებულ ურთიერთობაზე იმაზეც როგორ მიშლიდა ლუკა ნერვებს და წამოსლისას მაინც გადმომცვიდა ცრემლები
-რა გულისამაჩუყებელია - ზიზღით გაჟღენთილი ხმა რომ გავიგე გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა და ადგილზე გავქვავდი . -რაო შეგაშინეე? - ახლოს მოვიდა და მაჯაზე მაგრად მომიჭირა ხელი
-დათო შემეშვი- ხმადაბლა ჩავისისინე და მისკენ შევტრიალდი
-არ შეგეშვები და შენ ეს ძალიან კარგად იცი
-რა გინდა ჩემგან?
-რა მინდა? აღარაფერი იმის ყურების გარდა როგორ იტანჯები!
-მანიაკი ხარ
-დიახ არ, შენ იცი რაარის ციხე? იცი 2 წელი რა გამოვიარე ? და ვის გამო?ვიღაც ლაწირაკის გამო რომელიც ახლა ცხორებით ტკბება -მაგრად მიჭერდა ხელს და მეც მწარე ცრემლები მისველებდა სახეს
-შენც კარგად იცი რატომ იჯექი ციხეში , თუ არაფერი გინდა გამიშვი და მომეცი ნორმალური ცხოვრების უფლება
-გაგიშვა? ამაზე კარგი საშუალება აღარ მექნება ახლა გაიგებ რაარის ტანჯვა , შენ რა? ვერაფერს გაიგებ მაგრამ ის ახვა** დაიტანჯება ბედნიერს რომ სძინავს და არც კი იცის შენ რა დღში ხარ , ახლა ნახავთ რა შეუძლია დათო შეყილაძეს - დავინახე როგორ გაიელვა მის ხელში რკინის საგანმა და საშინელმა ტკივილმა დამიარა მთელს სხეულში, თბილმა სითხემ დამისავარა მაისური და საშინელმა ტკივილმა მოიცვა გონება , მუხლებში ძალა აღარ მქონდა მხოლოდ დათოს ამაზრზენ სახეს ვხედავდი რომელსაც სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა, ფრთხილად დაიხარა ჩემსკენ და ყურთან ახლოს ჩამჩურჩულა -მალე ვეღარაფერს იგრძნობ პატარა ძუკ***- ტკივილს , ზიზიღი დაემატა და უარესად გამხადა , ვეღარ ვგრძნობდი კიდურებს და ნელ-ნელა მიწაზე ვეცემოდი, მიდნოდა მეყვირა მაგრამ გაუსაძლისი ტკივილი ამის საშუალებას არ მაძლევდა , ვერც ფეხზე ვდგებოდი სული მეყინებოდა და სულთან ერთად სხეულის თითოეული ნაწილიც ... ყინვა და ტკივილი გაბატონდა ჩმს სხულში და მეც შვებით ამოვისუნთქე როცა ტკივილი გაქრა თვალები დავხუჭე და გონებაც გაითიშა ...
16
გუკას გვიან გაეღვიძა და მაშინვე აწკრიალებულ ტელეფონს დახედა. 12 გამოტოვებული ზარი და 6 შეტყობინება . მაშინვე გახსნა შეტყობინებები "გუკა მაშო დაიკარგა, ვერ ვპოულობთ " რამდენიმეჯერ გადაავლო თვალი შტყობინებას და გიჟივით წამოვარდა ფეხზე , ახალგაღვიძებულმა წონასწორობა ძლივს შეიკავა ქურთუკი აიღო და გიჟივით გავარდა სახლიდან , ხელის კანკალით აკრიფა მაშოს ნომერი მაგრამ რამოდენიმე ზარის მერეც არავინ უპასუხა. არ იცოდა რა გაეკეთებინა
-ბიჭო ას ქვია დაიკარგა ? სად ხართ? ან როდის წავდა სახლიდან? - გიჟივით იყვირა შუაქუჩაში და გადაფითრებულ აკოს მივარდა
-არ ვიცი , არაფერი ვიცით პოლიციაც ეძებს 4 საათის წინ გავიდა სახლიდან და არ მისულა , არც მობილურზე პასუხობს , შენტან გვეგონა მაგრამ რომ დაგირეკეთ შენც არ იღებდი- ანერვიულებული ხმით უთხრა აკომ
-რასქვია ოთხი საათის წინ? არ უთქვამს სად მიდიოდა? - რა გაეკეთებინა გუკას არარ იცოდა , ახლა პატარა რომ ყოფილიყო დაჯდებოდა და იტირებდა მაგრამ ვერაფერს ახერხებდა , მისთვის უძვირფასესი ადამიანი დაიკარგა და თვითონ ვერაფერს აკეთებდა
-არ ვიცით , სად შეიძლება რომ იყოს? დაფიქრდი რა
-რა დავფიქრდ ვერაფერზე ვერ ვფიქრობ , ყინავს გესმის? გარეთ რომ იყოს გაიყინება , გაიყინება გესმიის? -ყვირილით უთხრა აკოს და თავში ხელები წაიშინა - დათო - მხოლოდ ახლა გაახსენდა დათოს სახელი და დაიმედებულმა აკოს შეხედა
-ვერ პოულობენ , სახლში არაა უკვალოდ გაქრა ვეძბეთ უკვე
-მისმინე მე ყველგან მივალ სადაც შეიძლება იყოს მიდი და მიხედე , დათო იპოვეთ გესმის? - მხარზე ხელი დაარტყა აკოს და გიჟივით წავიდა, ვერ ხვდებოდა სად უნდა წასულიყო, არავინ ყავს მაშოს მათ გარდა . სკამზე ჩამოჯდა და ხელები თავზე შემოიჭდო, მერე გულზე მაგრად მიიჭირა და ცას ახედა
-სად ხარ მაშო სად? - თითქოს ცას ეკითხებოდა და ცაც პასუხად თოვლის ფიფქებს აფრქვევდა . გულზე მიჭდობილ ელებს გახედა და გაახსენდა როდის აკეთებდა ასე მაშო -ლუკა , სასაფლაო- თავისთვის ჩაიბურტყუნა და გიჟივით წავიდა სახლისკენ , მანქანა ისეთი სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს კვალი დატოვეს . ვერაფერს ხედავდა და მაინც მთელი სისწრაფით მიდიოდა . გიჟივით გადავიდა მანქანიდან და სასაფლაო ჭიშკარი გააღო , სრული სიბნელე და სიცარიელე მაგრამ ლუკას საფლავთან შორიდანვე დალანდა ძირს მწოლიარე სხეული, გიჟივით გაიქცა და თითქოს სული გაეყინა სისხლის გუბეში მწოლიარე მაშო რომ დაინახა . მის წინ მუხლებზე დაეცა და მკლავზე გადაიწვინა
-მაშო , მაშო გთხოვ გაუძელი, თვალები გაახილე - სისხლით მოსვრილ ხლებს გაფითრებულ სახეზე უსვამდა და ცდილობდა როორმე გაეთბო. ერთიანად ცახცახებდა მაშო და გრძელი წამწამებიც თოვლის ფანტელებს დაეფარათ . იგრძნო სითბო და თვალების გახელა სცადა მაგრამ ისე ჰქონდა ერთმანეთზე მიყინული ვერაფრით გაახილა, ვერც შეძლებდა , რადგან ტკივილს დაემონებინა მაშოს სხეული და გონება . გაყინული ტუჩები ერთმანეთს დააშორა
-მც იი ვა ა- კანკალით წარმოთქვა და გონებაც დაკარგა. თავისი მოსაცმელი მოახურა გუკამ და ხელში აყვანილი გააქცია მანქანისკენ, ისე სწრაად მიქროდა მანქანების სიგნალი არ წყდებოდა მარამ არავინ და არაფერი აინტერესებდა გუკას მაშს გარდა. სისხლიანი ხელებით აიღო ტელეფონი და აკოს ნომერი აკრიფა
-ვიპოვე , დაჭრილია საავადმყოფოში მიმყავს - სამი სიტყვის თქმა ძლივს მოახერხა და ცრემლებმა იხეთქეს გუკას თვალებიდან . ხმამაღლა დაიყვირა და კიდევ უფრო მძლავრად მიაჭირა გაზს ფეხი. სირბილით აიყვანასაავადმყოფოს კიბეებზე მაშო და ყვირილით შევარდა დერეფანში . მაშინვე ყველამ მის გარშემო მოიყარა თავი და მაშოც წამებში მოათავსეს საკაცეზე ხოლო ასევე რამდენიმე წამში შეიყვანეს საოპერაციოში და კარი ცხვირინ მიუხურეს . გიჟს გავდა ალბად ვერასდროს შეძლებდა იმ სურათის დავიწყებას რაც სასაფლაოზე დახვდა . მოსაცდელში ხმაურით შემოცვივდნენ , აკო, იკა, ლუკა, ელე და განადგურებული ზურა და ქეთო . ტირილისგან თვალები ქონდათ დასიებული და ერთმანეთს ეხუტებოდნენ . მაშინვე ფეხზე წამოდგა გუკა და მათკენ წავიდა. ტირილით წავიდა მისკენ ქეთო და მაგად მოეხვია
-როგორაა? მითხარი რომ კაგად იქნება - ძლივს ლაპარაკობდა ქეთო და გუკას მაისურს ცრემლებით ასველებდა .
-ახლა შეიყვანეს , არაფერი არ ვიცი - სიმწრით ჩაილაპარაკა და ახლა აკოს გადაეხვია . საშინელი წუთები იყო , საშინელი წამები და საათები. გავიდა 1 საათი , 2 საათი ..... 6 საათი მაგრამ მაინც არავინ ჩანდა . საოპერაციოს კარი მხოლოდ ერთხელ გაიღო და ისიც სიტყვის უთქმელად გაიქცა ექიმი რომელიღაც პალატისკენ . ხოლო როცა ისევ უკან ბრუნდებოდა მხოლოდ ორი სიტყვა თქვა - დამაიმედებელი არაფერია - რამაც უარესად გაანადგურა ყველა და გუკასაც ბოლო მოუღო. ვერ იტანდა საავადმყოფოს სუნს , ვერც იქაურობას რადგან სწორედ აქ დაკარგა მარიამი და მამა , სწორედ აქ უცდიდა ლუკას სიცოცხლის გადარჩენას და ახლაც ყველაზე ძვირფასს ართმევს ღმერთი. აივანზე გავიდა და მოაჯირს ხელებით დაეყრდნო. ციოდა , საშინლად ციოდა არც ქურთუკი ეცვა მაგრამ იმდენად იყო ტკივილით გაჟღენთილი ვერაფერს გრძნობდა . მაგრად მოუჭირა მოაჯირებს ხელი ლუკას ხმა რომ გაიგონა
-კარგად იქნება -გვერდით ამოუდგა მეგობარს და ხელი გადახვია
-დედას ვუტირებ იმ არაკაცს ! - გამწარებულმა ზიზიღით ჩაილაპარაკა და სივრცეს გაუშტერა თვალი .
-შენ არა ჩვენ მივხედავთ ! მაშოსთან უნდა იყო - მკაცრად უთხრა გუკას და მხარზე ხელი "დაუტყაპუნა"
-რატომ მართმევს ღმერთი ყველას ვინც მიყვარს? - გამწარებულმა დაიყვირა და მოაჯირს ისე დაარტყა ხელი ლამის მოტეხა .
***
გიგრძვნიათ სხეულის სულიგან განთავისუფლება? მე ვიგრძენი ! ყველაზე სასიამოვნო შეგძნებაა , თითქოს ყველა ტკივილს იხსნი მხრებიდან და თავისუფლდები , თავისუფლებას შეიგრძნობ და გულიც უჩვეულოდ გიცემს. მე ვიგრძენი ეს ყველაფერი, ამბობენ სიკვდილისწინ შენი ცხოვება გაგახსენდებაო მაგრამ ასე არ მოხდა , მხოლოდ გუკას სახე მიტრიალებდა თვალწინ , მხოლოდ მისი შავი თვალები და მისი ღიმილი.ალბად იმიტომ რომ ჩემი დემონია ჩემი ცხოვრება . არ მინდოდა გონზე მოსვლა მაგრამ არც წასვლა მინდოდა, ვიცოდი ლუკას ვნახავდი მაგრამ გუკას დაკარგვაც არ შემეძლო, დახმარებას ვითხოვდი , იქნებ ვინმე დამეხმაროთთქო ვყვიროდი მაგრამ არავის ესმოდა, თავისუფლების შეგრძნებაც ქრებოდა და თითქოს ისევ ტკივილი მიხშობდა სმენას , სუნთქვა მინდოდა მაგამ ვერ ვსუნთქავდი, მინდოდა თვალების გახელა რომ კიდევ ეთხელ მენახა ის სახე რომელიც ასე მიყვარს მაგრამ ვერ ვახელდი, მხოლოდ ხმები მესმოდა ბუნდოვნად და ისიც არც ერთი არ იყო ნაცნობი, არც ერთი ხმიდან არ მოდიოდა ნაცნობი სითბო ...
***
მოსაცდელში იყო ყველა და განადგურებულები ელოდნენ მხოლოდ ერთ სიტყვას რომელიც იმდეს ჩაუსახავდათ მაგრამ არავინ ჩანდა , ექიმი რომ დაინაეს ყველა ფეხზე წამოიშალა და წრე შემოარტყეს სისხლიანი ხელთათმანებით მომავალ ექიმს
-ცოცალია - ყველამ ერთად ამოისუნთქა და ყველა ერთად აქვითინდა. ქეთო ზურას ეხუტებოდა ელენე იკას და სამი განუყრელი ადამიანი ისე უბრაუნებდნენ ერთმანეთს ხელებს ბეჭებში , რომ სადაც იყო დალეწავდნენ ერთმანეთს. ცოცხალი იყო მაგრამ დამაიმედებელს ვერაფრეს ამბობდნენ ...ლოდინში და ტკივილში გაილია იანვარი, თებერვალი, მარტის ბოლო დღეები იყო მაგრამ იმედი უკვე თითქმის აღარ არსებობდა. ბავშვები ფიტულებს გავდნენ ,დღე და ღამ იქ იყვნენ მაგრამმაინც ვეაფრით შველიდნენ მაშოს . ფრთხილად შეაღო პალატის კარი გუკამ და მაშოს გვერდით სკამზე ჩამოჯდა
-მესამთვეა ასე ხარ და ადამიანებს აღარ ვგავართ , იცი როგორ მომენატრა შენი წკრიალა ხმა? გთხოვ არ დაგვტოვო, თუ გიყვარვარ, გახსოვს? დამპირდი არასოდეს მიგატოვებო, შენ ხომ ჩემი პატარა მაშო ხარ, იცი რა ლამაზია გაზაფხული? მაგრამ უშენოდ მაინც უფერულია . აი ახლა ამ სილამაზეს , გაზაფხულს გავცვლიდი შენს ერთ კოცნაში ჩემო პატარავ .... -ტკივილით ამბობდა ყოველ სიტყვას და მაშოს გაუფერულებულ და გამხდარ ხელზე ეფერებოდა.

***
ჩემთვის ნაცნობი ხმა რომ მისწვდა ჩემს ყურთასმენას ერთიანად ამეწვა ყველაფერი, თითქოს ვგრძნობდი როგორ მოძრაობდა ჩემს სხეულში სისხლი, მჩხვლეტავი არსებები დაცოცავდნენ კიდურებში და ხეხემალი საშინლად მტკიოდა. ისე მაგრად მქონდა წამწამები ერთმანეთზე მიწებებული მეგონა ვერასოდეს ავაცლიდი ერთმანეთს მაგრამ ხელი რომელიც ჩემს ხელს ეხებოდა საოცარ სითბოს უშვებდა ჩემს სხეულში და მეც გამოფხიზლებისკენ მიბიძგებდა, ფრთხილად შევარხიე თითები და ვცადე თვალების გახელა , თვალები კი გავახილე მაგრამვერაფერს ვხედავდი, მხოლოდ ბუნდოვნად ვხედავდი რაღაც გამოსახულებებს . ჩემს გვერდით მდგარი გაურკვეველი აპარატი კი საშინელ წუილის ხმას გამოსცემდა რაც უარესად მხდიდა და თავს მატკიებდა
-გუკა - ჩახლეჩილი ხმით წარმოვთქვი და ვიგრძენი როგორ ამეწვა ყელი, ჩემი ხმა მეთვითონ ძლივს გავიგე მაგრამ ისე იყო დაწვრილებული და შეცვლილი რომ ა მცოდნოდა მე ვიყავი ალბად ვე ვიცნობდი.
-მაშო, მაშოო გაიღვიძე? - შუბლზე კოცნა ვიგრძენი და ამეწვა ის ადგილი სადაც ჩემი დემონის ცხელი ტუჩები შემეხნენ -გაიღვიძა , ექიმო გაიღვიძა , გონზეა- ხელი აღარ მეხებოდა და ხმაც შედარებით შორიდან მესმოდა მაგრამ ვხვდებოდი რომ ეს გუკა იყო . მალევე დავინახე კიდევ ოი გამოსახულება და კარებთან უფრო ბევრი მაგრამ ვერ ვაჩევდი ვინები იყვნენ
-მაშო გესმის ჩვენი? უბრალოდ ხელით მანშნე თუ ლაპარაკი გიჭირს - მზრუნველი ხმა გავიგე და ოდნავ შევარხიე გახევებული თითები. ახლა ყველაზე მეტად გუკას შეხება მსურდა, მინდოდა მეგრძნო მისი სითბო რომელიც ჩემს გაყინულ სხეულსაც გადმოედებოდა
-გილოცავთ , სასწაულია , რამდენი შეძლო ამ პატარა გოგომ - უფრო ხმადაბლა ნათქვამმა სიტყვებმა მაინც მოაღწიე ჩემამდე- ცოტა ხანს დააცადეთ და შემდეგ რიგ- რიგობით შემოგიშვებთ - ხელით ანიშნა გადითო და მეც საშინლად დამწყდა გული, მინდოდა მეყვირა არ წახვიდეთთქო მაგრამ არ შემეძლო. ისევ ბნელმა სამყარომ გაიმარჯვა და მეც მასში გადავეშვი... ისევ თბილმა ხელებმა გამაღვიძეს რომლებიც სახეზე მეხებოდნენ და მეც ფრთხილად გავახილე თვალები. ახლა კარგად ვხედავდი და გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა დემონი რომ დავინახე, შცვლილიყო , წვერი წამოზრდილი ჰქონდა და შავ თვალებშიც ა დასთამაშებდნენ ის ციმციმა ვარსკვლავები მე რომ მაბნევდნენ . უპეები ამოშავებოდა და ტუჩებსაც დაეკარგათ ღვინისფერი .
-მაშო, ჩემო პატარავ - ოდნავ გამიღიმა და ხელზე მაგადმაკოცა-როორ შემაშინე
-მე .. მე ...-მინდოდა მეკითხა რა მომივიდათქო მაგრამ ერთიანად გამახსენდა დათოს სიტყვები, ყველაფერი გამახსენდა და თვალებიც ცრემლებმა დაფარა
-არ იტირო, არ იტირო მაშო შენთან ვარ , ჩუ გთხოვ არ იტირო - თმაზემეფერებოდა და ცრემლებს მწმენდდა....
17
ყველაფერი გამახსნდა და ძალიან მომინდა საკუთარი ხელით მომეკლა დათო , დარწმუნებული ვარ ისე მოვკლავდი ხელი არ ამიკანკალდებოდა. გამახსენდა როგორ ამოიღო დანა და როგორ მომიახლოვდა, მერე ის ტკივილიც გამახსენდა ცივი საგნის მოხვედრამ რომ გამოიწვია და ერთიანად შემაჟრჟოლა. გვიანი იყო მაგრამ ვერაფრით დავიძინე. დედა და მამა არ მინახია რადგან გვიან გამეღვიძა და სახლში ყოფილან წასულები. გუკამ მითხრა ადამიანებს აღარ გვანანო, მომენატრა ჩემი ლამაზი დედიკო და ბავშვივით ცანცარა მამიკო. მათ გახსენებაზე და იმაზე თუ როგორ განიცდიდა თითოეული ჩემი მეგობარი მომინდა სათითაოდ ჩავხუტებოდი ყველას მაგრამ ისე ვიყავი დასუსტებული, კიდურებს ძლივს ვამოძრავებდი. ახლაც გუკას თავი მუცელზე მადევს და ასე მოკუნტულს მაინც მშვიდად სძინავს. ვინ იცის რამდენი ხანია ტკბილად არ სძინებია, ვუყურებ მის სახეს და ვხვდები რომ ამ ადამიანისთვის საკუთარ სიცოცხლესაც კი დავთმობ ! ფრთხილად დავუწყე თმაზე ფერება და მანაც მაშინვე თვალები გაახილა
-არ მინდოდა გაგღვიძებოდა - ჩახლეჩილი ხმით ჩავილაპააკე და ოდნავ გავუღიმე
-ასე აღარ შეგვაშინო კარგი?- ჩემთან ახლოს მოიწია და შუბლზე მაკოცა .
-მხოლოდ ერთხელ დამარტყა დანა , ამდენ ხანს რატომ ვიყავი ასე? - დავინახე დანის ხსენებაზე როგორ დაეძაბა კისერზე ძარღვები და გამაკანკალა
-ღვიძლი დაზიანდა ცოტა რომ დამეგვიანა ... - კბილები ისე დააჭირა ერთმანეთს მეგონა მალე დასცვივდებოდა
-ახლა აქ ვარ და კარგად ვარ - ხელზე მაგრად მოვუჭირე ხელი და ოდნავ მივიწი მისკენ . მანაც არ დააყოვნა და სწრაფად მომხვია ხელები .
-მეშინია რამე არ გატკინო , თორემ ისე მინდა ჩაგეხუტო ... - გამიღიმა და ლოყაზე ხმაურით მაკოცა
-ბავშვები მოდიან - კარებისკენ გავიხედე და ოდნავ წამოვიწიე . ყველა განადგურებული სახით შემოვიდა . ქეთო ჩემსკენ წამოვიდა და გუკამაც ადგილი დაუთმო
-დე - ხმადაბლა ჩავიჩურჩულე და მისკენ გადავიწიე , მანაც არ დააყობნა და ცრემლით დამასველა
-როგორ შემაშინე - თმაზე მეფერებოდა და ფრთხილად მხვევდა ხელებს . მერე გამიშვა და მამაც ჩამეხუტა . არ ტიროდა მაგრამ სახეზე ეტყობოდა როგორ უხაროდა ჩემი გამოჯანმრთელება
-მამიკოს სუპერ გოგო ხარ - ღიმილით მითხხა და ცხვირზე წამეთამაშა . ვერარ გავჩერდი დიდხანს წამომჯდარი და ისევ დაბლა ცავიწიე
-ხო კარგად ხარ? - ღიმილით მაკოცა აკომ შუბლზე და სახეზე მომეფერა
-დავიღალე
-არაუსავს კრასოტკა , მიდი ვეტყვით ექთანს და გავალთ ჩვენ - ლუკამაც თავზე მაკოცა და გუკას გადახედა . იკა და ელენე ვნახე უკვე და ბევრიც ვატირე ორივე . ირაკლი ცრემლებს მალავდა და ბოლოს მაინც გადმოსცვივდა . ლემ ერთიკი დასცინა მაგრამ ისეთი სახით შეხედა მგონი სულ ადეკარგა ელენეს სიცილის სურვილი .
-გამოვალ მალე - გუკამამ თქვა და მამაჩმს გადახედა. მიკვირდა მამამ ასე მალე რომ მიიღო ჩემი და გუკას ამბავი მაგრამ ის ხომ ზურაა , ჩემი ბატონი ზურაბი . მამამაც ოდნავ გაუღიმა და ქეთოსტან ერთად გავიდა ოთახიდან . ყველა რომ გაიკიფა ისევ გუკა მომიხალოვდა და ახლა საწოლტან ჩაიმუხლა . ტავი ჩემს მხაზრე ჩამოსდო .
-იცი უფერულია უშენოდ გაზაფხული - ღრმად ამოიოხრა და მისი სუნთქვა კისერზე რომ ვიგრძენი ერთიანად შემაკანკალა . როგორ მომნატრებია , გამახსენდა მისი კოცნა და ხელმეორედაც შემაკანკალა
-ხომ კარგად ხარ?-თვალებში ჭინკებათამაშებულმა გადმომხედა სახე ახლოს მომიტანა
-სასიამოვნო ფაქტები გამახსენდა - მეც მისი სიახლოვით გათამამებულმა ვთქვი და პასუხად გუკას ტუჩები ვიგრძენი ჩემს ტუჩებზე . ისედაც მისუსტებული ორგანიზმი სულ მიმებნიდა . მალე მომშორდა და თვალდახუჭულმა ჩაილაპარაკა
-რა მაგარი გემო აქვთ ტოო - მის ხმაზე ხმამაღლა გამეცინა და ცხვირზე ვუჩქმიტე
-არ წახვიდე რა
-დასვენება გჭირდება - სახეზე მომეფერა
-ვერ დავისვენებ
-მაშინ მოგიწევს შევიწროვდე - სიცილით მითხრა და საბნის ზემოდან მომიწვა . მისი სითბო მალევე გადმომედო და ერთიანად გავთბი . მის გულზე მოვიკალათე და მაგრად დავხუჭე თვალები . მომნატრებია მისი სურნელი, მისი სითბო და მისით გაბრუებულს ტკბილად ჩამეძინა .
***
ერთი კვირა გავიდა და დღეს უკვე სახლში ვბუნდები , მომენატრა ჩემი " ბიბლიოთეკა " , ჩემი ფუმფულა საწოლი და ყოველ დილით ქეთოს გაღვიძება . გუკას მანქანაში მოვკალათდი და ღვედი გადავიჭირე
-რო მოგიტაცო არ გეშინია? -სიცილით მომიჯდა გვერდით და მანქანა დაქოქა
-მე რომ მოგიტაცო? -სიცილით გავხედე და მანაც გამიცინა
-უკუღმა ხარ დაბადებული - თავისქნევით ჩაილაპარაკა
-რა შუაში იყო ახლა ეგ?
-თავში იყო ჩემო მაშოო . - მართლაც ლამაზი იყო გაზაფხული, თან როგორც გავიგე გუკას ზალიან უყვარს წელიწადის ეს დრო, თან მაისში დაბადების დღეა აქვს და არც კი იცის რას ვუმზადებ , მტელი ერთი თვით ადრე დავგეგმე ყველაფერი. ჩემს ფიქრებზე გამეცინა და გუკამაც გაკვირვებულმა გადმომხედა
-რა გაცინებს?
-ლამაზია გაზაფხული
-შენ უფრო ლამაზი ხარ - თვალებში შემომხედა და მერე ისევ გზას გახედა .მეც იგივე გავაკეთე და ისევ ფანჯრიდან დავიწყე გაფურჩქნული კვირტების და ამწვანებული ბალახის ყურება . კორპუსთან გააჩერა და გადასვლაში დამეხმარა . სალხლში შვედი და იმხელაზე დავიკივლე მეგონა ხმის იოგები "მომძვრებოდა". კეკე და ლია დეიდას ისე მოერთოთ ჩემი ოთახი რომ თავი ღუბებში მეგონა . უამრავი ბუშტები ლენტები უმულა სათამაშოები და კედელზე ლამაზი წარწერა " დაბრუნებას გილოცავთ " მაინც წამომცვივდა თვალებიდან ცრემლები და ყურებამდე გაღიმებულ გუკას ავხედე . მეე ლიასკენ წავედი და მაგრად ჩავეხუტე
- ჩემი ლამაზი გოგო - ხელები მაგრად შემომხვია და ლოყაზე მაკოცა მეე კეკეც მაგრა ჩამეხუტა და ყოჩივარდების პატარა კონა მომაწოდა. გამეცინა მის კაბაზე, სულ ყვავილებით იყო მორთული და გაზაფხულის ფერიას გავდა . მერე იკა , ელე, ლუკა და აკოც მოვიდნენ და აი აქ დაიწყო ქეიფი და ხორხოცი, რამაც ნერვები მომიშალა , აშკარად არ აპირებდნენ დაშლას გუკას რომ არ ეთქვა მაშო დაიღალა და დავისალოთო. ძალიან მიყვარს ყველა მაგარამ ისე ვიყავი დაღლილი ხმაურის თავი ნამდვილა არ მქონდა . გუკა უბრალოდ დამემშვიდობა რამაც უარესად მომიშალა ნერვები და ბუზღუნით წავედი ჩემი ოთახისკენ , პიჟამა ჩავიცვი და ლოგინში შევწექი . მაშინვე ვიგრძენი დაღლილობა მაგრამ ნერვებმოშლილს ძილი არ მეკარებოდა . აი აივანზე ჩხაკუნი რომ გავიგე ამაზე სულ დავპანიკდი და იქვე მდგარ ვაზას დავავლე ხელი. ისევ დათო მეგონა და ისე შემეშინდა მუხლბი საშინლად მიკანკალებდა . კარი გაიღო და გაღიმებული გუკა რომ დავინახე ლამის თავში ჩავარტყი ის ვაზა
-ლამის გული გამისკდა იდიოტო - ერთი ამოვიოხრე და ვაზა თავის ადგილას დავაბრუნე
-რომ არ ცაგეხუტე ისეთი თვალებით მიყურებდი რა დამაძინებდა - ჩურჩულით მითხრა და ჩემს გვერდით მოკალათდა
-მე არ მომიცია უფლება ჩემს ლოგინში დაიძინო - საბანი გადავაძრე და ზურგი ვაქციე
-ნუ სულელობ - საბანი თავისკენ წაიღო და ზურგიდან ამეკრო
-კარებიდან ვერ შემოხვიდოდდი? -მისმა სითბომ სულ დამავიწყა ყველაფერი და მისკენ გადავტრიალდი
-ზურას არც ისე მოვწონვარ კარებიდან რომ შემოვეშვი - სიცილით დამკრა ცხვირზე ხელი და ხელები მაგრად მომხვია
-დათო? - ცოტახნის დუმილის შემდეგ მაინც გავბედე და თვალდახუჭულმა ზიზღით ვუთხარი სახელი
-იმალება
-დამპირდი რომ არ ჩაერევი - შეშინებულმა ავხედე და ოდნავ წამოვიწიე
-ვერ დაგპირდები მაშო, იმ არაკაცმა ლამის ყველაზე ძვირფასი წამართვა და არ შევარჩენ - მკაცრად ჩაილაპარაკა და ისევ გუკლზე მიმიკრო
-შენც დაგისავებს რამეს - უკვე ვეღარ ვიკავებდი ცრემლებს . ჩემი სახე ხელებში მოიქცია და იმ კუპრივით შავი თვალებით თვალებში დამიწყო ყურება
-იმ არაკაცის გამო კიდევ ერთხელ რომ იტირო მაშო შენ თავს ვფიცავარ ჩემი ხელით მოვკლავ - დამაჯერებლად ჩაილაპარაკა და ცრემლები მომწმინდა
-უბრალოდ მეშინია - ისევ ჩავეხუტე და ისევ გადმომცვივა ცრემლები
-მე შენთან ვარ და არაფრის უნდა გეშინოდეს! - ტავზე მაკოცა და მეც მასზე ჩახუტებულს ტკბილად ჩამეძინა
18
დილით კატის კნავილმა გამაღვიძა და მეც მომაბეზრებლად ავწიე თავი. დაბინდული მხედველობით მაინც დავინახე ფუსი რომელიც კარგად მოკალათებულიყო ჩემს თავთან ანუ გუკას გულმკერდზე სიცილით დავუსვი პატარა კნუტს ხელი და ოდნავ წამოვიწიე, მშვიდად ეძინა თბილ დემონს და ტუჩებს სასაცილოდ აცმაცუნებდა . ახალ წამოზრდილ წვერზე მივეფერე და ნუტი ხელებში შევათამაშე
-ოოუუ გაათრიე რა ფუსია თუ ვიღაც - ისე ამოილაპარაკა თვალი არ გაუხელია და ერთი ხელისმოსმით მომაქცია თავის მარწუხებში. ისე ვყავდი ზედ აკრული ვიგუდებოდი. ფუსიც ლამის გაიჭყლიტა და კნავილი გააგრძელა
-გუკა ადექი გვაგვიანდება - სულ ტყუილად გავიბრძოლე მის მკლავებში მაგრამ ვერაფერს რომ ვერ გავხდი აკნავლებული არსება გულზე მივიკარი და ისიც გაყუჩდა
-მოაშორე ეგ თორე ვისროლე აინიდან - ზმუილით ამოთქვა და თავი ჩემს თმებში ჩარგო
-აივნიდან ეს კი არა შენ უნდა გადახტე - სიცილით ვუთხარი და შევახსენე სად იყო. თავი წამოყო თვალები გადაატრიალა და სახით დაეცა ბალიშზე
-კარებიდან წასვლის შანსი არაა ?-თავაუღებლად მკითხა მოგუდული ხმით
-ნწუ- სასაცილოდ ჩავილაპარაკე და განთავისუფლებული წამოვდექი ფეხზე . საბანი გადავაძრე და კნუტი თავზე დავასვი
-აუუ შეგჭამთ შენც და ფუსისაც - თვალებდასიებულმა მითხრა და ფეხზე წამოდგა
-მიდიი ბუზღუნ აიღე ფეხსაცმელები და იძრომიალე აივნებზე - ტუჩები გავუწიე და ისე ვუთხარი
-იცოდე დაგსჯი - თითი დამიქნია და ახლოს მოვიდა
-მიდი აბა -მეც გათამამებულმა ვუთხარი და თვალებში შევხედე. ფრთხილად მოიწია ჩემთან და ტუჩებზე ფრთხილად მაკოცა , როგორც ყოველთვის ახლაც ამიარა ჟრუანტელმა და გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა . დადებილებულმაგავახილე თვალები და უცნაურად მომრიმარი გუკას დანახვისას "დებილი სიცილით " გამეცინა
-ეს იყო დასჯა? - წარბი ავუწიე
-ვერ გიმეტებ მეტისთვის , ჩამეკბიჩები და მერე რა ვქნა?
-იცი რმდენი გოგოა?
-მე მაშო მახარაძე მიყვარს და არავინ არ მაინტერესებს სხვა !-სერიოზულად ჩაილაპარაკა და შუბლზე მაკოცა . მეც დადებილებულმა გავუღიმე და ოთახიდან გავედი , კარებიდან მივაძახე სანამ შემოვალ აორთქლდითქო და თავი მოვიწესრიგე . რადგან უკვე საკმაოდ თბილოდა უბრალო მაისური , ღია ფერის ჯინსი და კეტები ჩავიცვი, თმა მაღლა ავიწიე და სამზარეულოში გავედი .
-დილამშვიდობისაოო -მამაჩემმა შუბლზე მაკოცა და ჩაის ფინჯანი გამომიცურა
-პრივეწებიოო - მე სიცილით ვუთხარი და ქეთოსკენ წავედი რომელიც ჩემს საყვარელ თეთრ შოკოლად ნატეხებად ტეხდა და თეფშზე ლამაზად აწყობდა
-მმმმმმმ სულ ჩემია?-ვიკითხე და ერთი ნატეხი გემრიელად ჩავკბიჩე
-ზურასაც უყვარს - ენა გამომიყო და შოკოლადები ქმარს წინ დაუდო
-სულ მე შევუჭამ და აზრი? - მხრები ავიცეჩე და მუჭით ავიღე ნატეხები რაზეც ზურას ჩაი გადასცდა და ხველა აუტყდა
-გოგო კი არა ღორია - თავი გადააქნია და მუჭიდან ორი ნატეხი მაინც ამაცალა. მართლა ღორივით მოვიქეცი და სულ შევჭამე შოკოლადი. მერე ჟლიბონიც მოვიკითხე . ჩანთა ჩავალაგე სკეიტი ავიღე და კიბეებზე დავეშვი . სადარბაზოსთან გუკა მელოდებოდა
-რამდენი ხანია არ მინახიხაააარ - სიცილით გაშალა ხელები და თავი გვერდზე გადასწია დაბღვერილმა ავუარე გვერდი და სკეიტზე შევდექი . არ განძრეულა ისევ ხელებგაშლილი იდგა
-ოოეეე ქანდაკება ხარ? -სიცილით გავხედე
-ჩამხუტე და გავცოცხლდები
-მაშინ იყავი ეგრე -წინ წავედი მაგრამ ისევ არ ინრეოდა
-გიგაური წამოეთრიე - ხმამაღლა დავუძახე და მისკენ შევტრიალდი
-ჩამეხუტეთქო - მეც თავისქნევით წავდი და ზურგიდან მოვხვიე ხელები , თითის წვერებზე ავიწიე და კისერში ფრთხილად ვაკოცე .
-ახლა წამოვალ - გაბრუებულმა ჩაილაპარაკა და იმ ღიმილით გამიღიმა მე რომ ძალიან მიყვარს . სკოლაში დებილური დღე იყო, ლუკა და აკო არ იყვნენ , ელენე ტელეფონში იყო ჩამძვრალი გუკაც ვერ იყო ხასიათზე , კლასიდან ერთხელ გავედი და ისიც უჟმური სახეების ყურება მომიწია, გიორგი აღარც კი მესალმება , ისე ჩამივლის თითქოს არც კი მიცნობს , ელენესმიესალმა რამდენჯერმე მაგრამ ისიც ცივად . აი ასე დებილურად გაიარა მთელმა სკოლისთვის გამოყოფიმასაათებმა .
-მისმინე ვერ გაგაცილებ , შენ და ელე წადით და დამირეკე რომ მიხვალ - კიბეებზე ჩასვლისას მითხრა და მეც გაკვირვებულმა ავხედე
-რამე მოხდა?
-არაფერი, მიდი და ჭკვიანად - ჩამეხუტა და მეც მაგრად მოვხვიე ხელები, ისევ დათოს ამბავია რაც მანადგურებს , იმის შიში რომ გუკას რამე მოუვა შიგნიდან მჭამს
-დათო?
-გთხოვ მაშო , არ დაიწყო, არაფერი მომივა - სახეზე შემომაჭდო ხელები და შუბლზე მაგრად მაკოცა . მეც თვალებაწყლიანებული გამოვეცალე და ელესთან ერთად სახლში წავედი
-ელე მეშინია - ასლუკუნებულმა ვუთხარი და მხარზე მივეხუტე
-ჩუ ჩემი გოგო , ხომ იცი არაფერი მოუვათ - ხელი ჩამკიდა და შუბლზე მაკოცა ჩემმა ტკბილმაგოგომ . სახლამდე ას მივედით მერე დავემშვიდობე და კიბეები დინჯად ავიარე . ვერც მეცადინეობას დავუდე გული, ვერც წიგნი წავიკითხე , კომპიუტერშიც ვერაფერი ვაკეთე და ანერვიულებული დავემხე ლოგინზე. ერც ერთი შეტყობინება და არც ერთი ზარი, ყველას გათიშული აქვს მობილური ,ლუკასაც აკპოსაც და გუკასაც . ლამის შევიშალე ნერვიულობით მაგრამ ღამის 4 საათზე მაინც ძილის ბნელეთის მორევში გადავეშვი და ჩამეძინა ... დილით ადრიანად გამღვიძა 3 საათი მეძინა და საშინლად ვიყავი გამოფიტული, მაშინვე ტელეფონს ვეცი და მესიჯი რომ დამხვდა შვებით ამოვისუნთქე "კარგად ვარ არ ინევიულო, დღეს ვერ გნახავ მაპატიე <3 " ბოლო წინადადება კიდევ ერთხელ გადავიკითხე და ვიგრძენი როგორ ჩამწყდა გულში რაღაც , ვერ წარმოვიდგენ იმას რომ გუკას შეიძლება რამე დაემართოს, მის გარეშე ხომ სრული უბადრუკობა იქნება ჩემი ცხოვრება ... სკოლაში წასვლა საშინლად მეზარებოდა და წუწუნით წავედი სამზარეულოსკენ
-დედი დღეს არ წავალ რაა -ყელი გამოვწელე და წარბაწეულ ზურას გადავხედე
-რამე მოგივიდა?
-აუ ვერ ვარ კარგადადავრჩები კარგი? - მთელი აფერისტობა გამოვუშვი და ქეთოსკენ მივმართე
-კარგი დარჩი - შუბლზე ტბილად მაკოცა და მეც ფეხშიშველი გავტანტალდი ისევ ჩემს ოთახში . ბევრი ფიქრისშემდეგ გადავწყვიტე რომ რამე უნდა გამეკეთებინა თორემ ასე გავგიჟდებოდი. როიალზე დაკვრა დავიწყე მაგრამ მალევე შევწყვიტე და ცივად დავხურე . ბოლოს კომპიუტესრ მივუჯექი და ჩემი მობილურიდან ფოტოების "გადაყრა დავიწყე" რამდენი სულელური ფოტო გადაგვიღია, ზოგი სვანეთში გადაღებული , ზოგი ჩემს დაბადების დღეზე , ზოგი კიდევ იმ დღეს აკომ და ლუკამ ნიძლავი რომ წააგესდა დანარჩენი კიდევ უამრავი სისულელე მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე საყვარელი და თბილი მოგონებებია . უცებ ერთმა იდეამ გამიელვა დენდარტმულივით წამოვხტი და ჩემი იდეაც განვხორციელე...


საღამოს შვიდი საათი ხდებოდა გუკამ რომ დამირეკა ჩამოდიო და სულ ხტუნვა ხტუნვით ჩავიარე კიბეებზე . როცა მანქანას მიყუდებული დავინახე სუნთქვა შევიკარი და მისკენ გავიქეცი , ისე ჩავეხუტე ისე რომ მეთვითონ მეკვროდა სუნთქვა , თვითონაც მაგრად მიჭერდა ხელებს და ტავი ჩემს კისერში ჰქონდა ჩარგული .
-თუ ასე ჩამეხუტები სულ წავალ ხოლმე - სიცილით მითხრა და თმაზე მომეფერა
-სულ ასე ჩაგეხუტები და არსად აღარ წახვიდე - თვალებაწყლიანებულმა ავხედე და ბუნდოვნად მაგრამ მაინც დავინახე შესიებული და დაწიტლებული ტუჩი . ხელი შევახე და მანაც უხეშად გააქნია თავი
-რა მოგივიდა ?
-არაფერი მაშო - ოდნავ გამიღიმა და მზერა ამარიდა
-ეს არაფერია?
-უბრალო ნაკაწრია - ტუჩზე მიიდო ხლი და ახლაღა შევამჩნიე მისი გადაყვლებილი ხელები
-და ხელებზეც ნაკაწრებია?
-კი მაშო ნაკაწრებია , წამოდი ახლა გავიაროთ - ხელი მომხვია და მანქანაში ჩამსვა
-რა მოხდა? - ისევ ზიზღით დავხედე მის დალუჯებულ თითებს რომლებზეც კანი ატყავებოდა და მის მაგივრად მე მეტკინა
-არაფერი! დათო დაიჭირეს - ჩემი ხელი აიღო და ნაზად მაკოცა ზედ
-იპოვეთ ?-ოდნავ გახარებულმა, იმ ამბით რომ ნორმალურად შემეძლებოდა ცხოვრება ცოტა ხნით მაინც , გაკვირვებით შევძახე და ხელი მოვუჭირე
-კი ვიპოვეთ და საკადრისიც მიიღო- ზზიღით ჩაილაპარაკა და აი აქ და ამ მპომენტში დავინახე ისეთი დემონი სულ პირველად როგორიც იყო . შიშის ჟრუანტელმა დამიარა ტანში და გზას გავხედე
-მთაწმინდაზე ავიდეთ კაი?
-კაი .- ცოტახანში მთაწმინდაზე ვიყავით , უხმოდ გადმოვედი მანქანიდან და გუკას დაველოდე რომელიც მანქანაზე მიყუდებული ტელეფონში იქექებოდა
-მოდიხაარ? -მპობეზრებულმა ვთქვი და ახლოს მივედი
-ლუკას დავურეკავ და წავედით - ხელი მომხვია და ცალი ხელით ტელეფონი მოიმარჯვა
-ჰო კი არა სად ხარ?.... კაი მისმინე , მთაწმინდაზე ვართ , საღამოს არ გავიდეთ სადმე? .... კაი მიდი ძმა და დაგირეკავთ . - ტელეფონი გათიშა და მე დამხედა - სარამოს ვქეიფობთ და კაბას იცვამ !-ბოლო სიტყვებზე თითი დამიქნია და მეც უკმაყოფილოდ ჩავიდუდღუნე ბოხი ხმით გუკას სიტყვბი რაზეც ორივეს გაგვეცინა და პარკისკენ წავედით .
-ბამბის "მაროჟნეეე " - სიცილით წავიდა ბამბის ნაყინისკენ და ოი ცალი იყიდა .
-იქნებ დაგატკბო ცოტა - სიცილით მომაწოდა და მეც სიცილით მოვაგლიჯე ბატარა ბამბისქულა . თავისი რომ გაატვა ჩემსახზე გადმოვიდა და მეც წუწუნით გაწიე ნაყინი
-ჩემე "მაროჟნეააა" - სიცილით ვუთხარი და გვედით გავწიე
-მეც მინდაა - სიცილით გამოიწია და მაინც წამართვა
-ღორი ხარ - ენა გამოვუყავი და ხელები გადავაჯვარედინე
-ეს რორი დაგიჭერს და ჩაგკბიჩავს - სიცილით დამანახა ცარიელი ქაღალდის ღერო რაზენ ნაყინი იყო და ენა გამომიყო
-ვერდამიჭერ - მეც ენა გამოვუყავი და მტელი სისწრაფით მოვწყდი ადგილს, თვიტონაც იგივე გააკეთა და მეც გიჟივით გავრბოდი , იმდენ ხანს ვირბინეთ სანამ გული არ ამომვარდა და მეც სვლა სევანელე , აქოშინებული მომვარდა და ზურგზე მომიკიდა . კივილი და მუშტების და ფეხების ქნევა ერთადდავიწყე მაგრამ ხარხარით მივყავდი ზურგზე მოკიდებული
-რაო? ვერ დამიჭერო?
-ღორის ხმა მესმის
-მე კიდე კნუტის რომელსაც თავი ვეფხვი ჰგონია -სიცილით მითხრა და იქვე მაღაზიასთან ჩამომსვა . სიცილით შევყევი მაღაზიაში და თვალები გამიფართოვდა ნაყინები რომ ამოკრიფა მაცივრიდან . იმდენი ეჭრა რომ 2 ცალი ზირს დაუვარდა და სიცილით მიაწოდა გამყიდველმა ქალმა
-მეც მინდა ნაყინიი - წუწუნით მივედი და მხარზე მივეყუდე
-არ გაჭმევ - პარკს ხელი მოჰკიდა და გამყიდველს ფული მიაწოდა
-ეე მინდაა , ცემი ბამბის ნაყინი ხომ შეჭამე ? - გავიბუსხე და ერთიცალია მოვაცალე პარკიდან
-ოხ რა ღორი ხა მაშუშუკ - სიცილით მაკოცა ცხვირზე და ნაყინს პარკი შემოაცალა. რამდენი ნაყინი ვჭამეთ უკვე სათვალავი ამერია , მერე სიცილით წავედით ატრაქციონებისკენ და ეშმაკის ბორბალთან გავჩერდით
-წამო რაა - ხელზე მოვქაჩე და ფერწასულს ავხედე
-შანსი არაა - თავი გააქნია და ერთხელ კიდევ ააყოლა თვალი უზარმაზარ ბორბალს
-გეშინია ფისო? -სიცილით ვკითხე და იმის გაფიქრებაზე რომ გუკას რამის ესინოდა მეც გამეცინა
-აუ მაშო მართლა არ მევასება ეს ბორბალი წამო სხვაგან რაა
-ოო მე აქ მინდაა - ისევ ავწუწუნდი და 5 წუთში ეშმაკის ბორბალზე ვისხედიტ , ჩემს პირდაპირ იჯდა და სახეზე ფერი არ ედო . დაიძრათუ არა ღვედი გაიხსნა და ჩემტან გადმოვიდა . ჩემს კისერსი ჩარგო თავი და თვალები დახუჭა
-მართლა გეშინიაა? - იმ ამბით შეწუხებულმა რომ ჩემს გამო იყო ასე თავი დამნასავედ ვიგრძენი
-აუ ერთადერთია რისიც მეშინია შენ ტავს ვფიცავარ , სიმაღლის შიში მაქვს - ტავ აუწევლად მითხრა და მეც გულუბრყვილოდ მოვუხადე ბოდიში
-ბოდიში რაა - აცრემლებულმა ვუთხარი და სახეზე მივეფერე
-მაშო ახლა ომ იტირო და ყველაფერი გააფუჭო გადავხტები აქედან , რაიყო გოგო რა ბოდიშებს მიხდი? -სიცილი აწია გაფითრებული სახე და ოდნავ გამიცინა - მეც ხომ უნდა ვნახო ჩემი დედაქალაქი მთაქმინდიდან? - ხელი მომხვია და მეც მას ავეკარი . გაფითრებული იჯდა მთელი 7 წუთი და ჩასული არ იყო ბორბალი ბოლომდე , რომ გადახტა და მეც გადამსვა , ამაზე ბევრი დავცინე და დაბლა სიცილით გაგუსული აკოსკენ და ლუკასკენ წავედით რომებიც თურმე დაბლიდან გვიყურებდნენ და გუკას საქციელზე იცინოდნენ ....
19
სიცილით მივედით სიცილით აწითლებულ აკომდე და ლუკამდე.
-აუ იქ როგორ აიყვანე? ცხოვრებაში არ მჯდარა - სიცილით გახედა ლუკამ სიბრაზისგან გაწითლებულ გუკას და აკოს მხარზე ხელი დაუტყაპუნა
-აუუ როგორი გადმოხტაა - ვერ ჩერდებოდა აკო და მეც მასთან ერთან ვიცინოდი
-გუკსიიკ პირველად იჯექი და სურვილი არ ჩაიფიქრეეე? - ტუჩები წინ გამოსწია აკომ და წრიპინა ხმით ჩაილაპარაკა . აი აქ რომ ხარხარი ავტეხე გუკას აწითლებული სახეც ვერ მაჩერებდა , 2 წუთში ვხედავდი შუა პარკში როგორ დარბოდა ორი არანომალური და იცილებდა მესამე არანორმალურის მუშტებს , სიცილით ვუყურებდი და სიამაყით ვივსებოდი ასეთი ადამიანების სიყვარულით , ისინი ხომ საკუთარ ძმებზე მეტად შევიყვარე და "ჩემი" ვუწოდე !. აკო ამომეფარა და მეც გამწარებული გუკას პირისპირ აღმოვჩნდი
-აკო გამოეცალე მაშოს თორე ორივეს მიგტყეპავთ - გამწარებულმა თქვა და მუშტი მოიღერა
-აუ მაშოო უთხარიი - ისევ წრიპინით თქვა აკომ და მკლავებზე ხელი მომიჭირა
-კაი რა დაანებე თავი - სიცილით და ხვეწნანარევი მზერით შევხედე გუკას და მუშტზე ხელი მოვკიდე
-მაშო რომ არა დაგალეწავდით ძვლებს - გაბრაზებულმა თქვა და აკოს მკლავებიდან მიხსნა . გვერდებატკიებული ლუკაც მოგვიახლოვდა და ძაღლივით გადმოაგდო ენა .
-ელე და იკა გველოდებიან - ოდნავ დასერიოზულებულმა აკომთქვა და ფეხი აგვიწყო
-სად მივდივართ? - ინტერესით გავხედე ჯერ აკოს მერე გუკას იმიტომ რომ ლუკა ისევ თავის "სტიქიაში" იყო .
-სადმე გავერთოთ , ბარში წავიდეთ რა ორონდ გაიპრანჭეთ გოგჩოებოოო - თუჩები დაპრუწა და თვალები დააელმა ამაზე გუკამაც ვეღარ შეიკავა თავი და ჩემთან ერთად ახარხარდა
-აუ ჩემი რას გავხაარ - ხელი დაარტყა აკოს . მანქანისკენ წავედით და როგორც ყოველთვის აკომ არ დამსა წინ და მეც ბუზღუნით დავჯექი ლუკას გვედით
-არ მიკბინო რა - სერიოზულად მითხრა ლუკამ და ისეთი სახე მიიღო გულიანად გადავიხარხარე
-არ გიკბენ შე შტერო - ცხვირზე ვუჩქმიტე , დავასწარი და მე მივეყუდე მხარზე. მაშინვე მომერია დაღლილობა და სულაც არ მინდოდა ბარში წასვლა
-აუ არ მინდა ბარში - თვალდახუჭულმა ამოვილაპარაკე
-ოო მაშუშუკ კაი რა ტო , ნუ გაგვიტეხაავ - თმა მომწიწკნა ლუკამ და ხელი მომხვია წესიერად რომ მივყრდნობილიყავი
-ოო დავიღალე
-ნუ წუწუნებ რა - თავი გადმოყო აკომ
-თქვენ ხო ვერაფერს შეგაგნებინებთ ადამიანი - გავიბუსხე და წამწამები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს უცებ რაღაც გამახსენდა და თავი წამოვყავი
-გუკაა -დაფეთებულმა გამომხედა სარკიდან
-მშვიდობა გაქ?
-წამოვალ მაგრამ კაბას არ ვიცვამ - ენა გამოვუყავი და ისევ "ლუკაზე მოვთავსდი"
-ოხ მაშო რაა - თავისქნევით ჩაილაპარაკა და სიჩქარეს უმატა, მალევე მივედით სახლამდე მეც გამოვიცვალე ტანზე მომჯდარი შარვალი, გამოყვანილი ზედა და უბრალო ჟაკეტი მოვიცვი . თმა გავიშალე ცოტა ტუჩის ონტური და მზად ვიყავი . მისაღებში მამჩემი და ბიჭები რაღაცაზე გულიანად ხარხარებდნენ
-რა გვაცინებსო? -სცილით მივუჯექი ზურას და გუკას მოშტერებული მზერა დავაიგნორე
-რაო და შენი ძმაკაცუნა აკუნა ვერ არისოო - ლუკამ გადმომილაპარაკა და აკოც ისე აწითლდა მეგონა ცეცხლი წაეკიდებოდა
-აუ პროსტა ზურას ხათრით თორე ნაკუწებად გაქცევდა ეგ შენი აკუნა - მხარზე დაარტყა ლუკას მუშტი და ფეხზე წამოდგა -წავედით . ჩვენც რიგრიგობიტ წამოვდექით
-ძაან არ დააგვიანო-მამაჩემმა მომაძახა და მეც უბრალოდ თავი დავუქნიე . გუკას ენდობოდა და ბიჭებიც ისე გაუშინაურდნენ ბარში წასვლაზეც არაფერს მეუბნებოდა, აქამდეც კი მივლია იკასტან და ლუკასთან ერთად მაგრამ მაშინ პატარა ვიყავი თან სულ სხვა სიტუაცია იყო, ბიჭები რომ არა ალბად არც გამიშვებდა . გუკასთან ახლოს მივედი და მხარზე ჩამოვეკონწიალე
-ჩემი ლამაზი - თავზე მაკოცა და ხელი მომხვია , ასე ჩავიარეთ სამი სართული და სირბილით წავედი წინა ავარძლისკენ , ლამის ხელით გადმომათრია აკომ მაგრამ გუკას მუშტები რომ მხვდა გვერდებში თავი დამანება და ლუკასთან გადაჯდა
-აუ გული ამერევა და დაგერხევატ თქვე საცოდავებო - პატარა ბავშვივით გაიბუტა და აზურგეს მიეყუდა
-10 წუთში მივალთ შეჩე** რაიყო? - გუკამ გადაულაპარაკა და მანქანაც ადგილს მოსწყდა . 10 წუთში ბარში ვიყავით სადაც იკა და ელე გველოდებოდნენ , ორივე კარგად იყო შეზარხოშებული და სიცილით დაგვიქნიეს ხელი. რამდენიმე ჭიქამ მეც გამატამამა და საცეკვაოდ გავედი. ვხედავდი როგორი დაძაბული მიყურებდა გუკა , არ ვიცი რატომ მაგრამ როცა ჩემი ძველი კლასელი დავინახე მაგრად გამიხარდა
-ვაა მაშოოო აქ საიდან ტოო? -სიცილით დამაბზრიალა თორნიკემ და ჩამეხუტა
-მეგობრებთან ერთად ვარ , როგორ ხარ ბიჭო შენ? -ხმამაღლა დავუყვირე და ცეკვა გავაგრძელე
-მე კი არა ენ როგორ ხარ სულ რომ დაგვივიწყე?
-ბიჭო შენ ვინ დაგივიწყებს ? -სიცილით ვუთხარი და თმა ავუჩეჩე . ზურგიდამ მზერა მწვავდა და გუკას სახეს რომ წარმოვიდგენდი სიცილი მინდებოდა
-ის ბიჭი ვინაა შენი? თვალებით მბურღავს - სიცილით გადმომიჩურჩულა და მეც გამეცინა
-წამო გაგაცნობ თორე მაგ სიპოტიჩნ სახეს გაგილამაზებენ - სიცილით დავავლე ხელი და ჩვენი მაგიდისკენ წავიყვანე - ბავშვებო ეს თოკოა ჩემი ძველი კლასელი - ბიჭებს გავაცანი და დაველოდე როდის ჩაამთავრებდნენ ამ ერთფეროვან სააიმოვნოას ძახილს . ჩვენთან დაჯდა თოკო და მალევე გაუგო აკოს და ლუკას რაღაცაზე ხარხარებდნენ ძლიერმა მკლაებმა რომ წამომაყენე
-წამო ვიცეკვოთ - ნუთუ ეს გუკა იყო? ეს და ცეკვა? სრული აბსურდია
-მერადავები? -გაკვირვებული გავყევიდა ბრბოს ევერიეთ
-იმ თოკოს თუ ეუძლია ცეკვა მე ვერა?
-ეჭვიანი - სიცილით ვუთხრაი და მუსიკას ტანი ავაყოლე .
-უფრო ეგოისტი - თვალებმოჭუტულა მითხრა და წელზე ხელი მომხვია -მარტო ჩემი ხარ და ვერ ვიტან ხვა რომ გეხება და ისეთი თვალებით გიყურებს როგორითაც ის ვიღაც გიყურებდა
-ვერ ხარ შენ , ჩვეულებრივად მიყურებდა
-ფეხებს ისე გითვალიერებდა , ჩვენსკენ რომ არ წამოსულიყავით თვალებს დავთხრიდი .
-ვაი რა გეშველება
-უშველებელი - სააცილოდ გამიცინა და კარისკენ წამიყვანა .
-საით ? -გაკვირვებულმა ვკითხე და ბრბოში გზის გაკვლევა ვცადე
-გავიდეთ რა - ცოტა ხანში გარეთ ვიყავიტ და იქვე მდგარ ხის სკამზე ვისხედით . ხელი მომხვია და მეც ალკოჰოლით გაბრუებული მთქნარებით მივეკარი
-გეძინება?
-აჰაამ - თვალებდახუჭულმა ამოვილაპარაკე
-მაშო? -ცოტა ხნიანი პაუზის შემდეგ დამიზახა და მეც გამოვფხიზლდი
-ჰო
-შენ რომ არ იყო რა მეშველებოდა?
-უშველებელი - სიცილით გავიმეორე თავისივე ფრაზები და მასაც გაეცინა
-არაფერიც არ მეშველებოდა, ვივლიდი დებილივით და ნერვებს მომითხრიდნენ აკო და ლუკა
-არც ახლა გაკლებენ ნერვების მოშლას
-იცი როგორ შემეშინდა? მეგონა შენც დამტოვე , ლამის ჭკუიდან შევიშალე სასაფლაოზე რომ გიპოვე , 3 თვე მთელი სამი თვე იცი როგორ გვიჭირდა ყველას? მეგონა გკარგავდი და მეც აღარ მინდოდა სიცოცხლე...
-კარგი გთხოვ, აქ ვარ და მიყვარხარ - ჩემთვის მზიმე თემა გავაწყვეტინე და ლოყაზე ხმაურით ვაკოცე
-მეც მიყვარხარ ყველაფერზე და ყველაზე მეტად - მაგრად მომიჭირა ხელები და მეც ნახევრად ძილბურანში წაულმა მის ყელში ჩავრგე თავი - ცოლად როდის გამომყვები? - მივხვდი რომ ირიმოდა და მეც გამეღიმა
-სკოლას რომ დავამთავრებ , მერე უნიში ვისწავლი და მერე დავფიქრდები მაგ საკითხზე მაგრამ შენნაირს რა გაუძლებს მთელი ცხოვრება
-რა მოითმენს მაგდენს რა
-რა არა ვინ
-რა ვინ? -დაბნეულმა დამხედა და გამეცინა
-ვინ ანუ შენ მოითმენ მაგდენს - სიცილით ვუთხარი და ყელში გემრიელად ვაკოცე , ისე გააჟრჟოლა ჩემს კოცნაზე მეც გადმომედო და ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა ...
-აუ მცივა და მეძნება დავუძახოთ ბავშვებს და წავიდეთ რა
-კაი წამო - თავისი მოსაცმელი მომახურა და ისევ ბარისკენ წავედით . წუწუნით წამოვიყვანეთ ბავშვები, იკა და ელე ერთად წავიდნენ და ბაღის ბავშვები ისევ ჩვენ მივიყვანეთ სახლში . ჩახუტებით დავემშვიდობე გუკას და ჩემს ცარიელ ოთახში შევედი სადაც ძველი წიგნების სუნი საამო ატმსფეროს ქმნიდა და ეთიანად გადაღლილი მელევე ჩავიძირე მორფეუსის სამფლობელოში .
***
დღეს გუკას დაბადების დღეა 23 მაისი და მგონი კარგი სიურპრიზი მოვუმზადე , მერტალია მოძველებული ხერხია მაგრამ ხომ გაგიგიათ old but gold აი ეს ვარიანტია. ყველა გავაფრთხილე რომ არ მიელოცათ გუკასთვის , თვით კეკეც კი დავითანხმე და საღამოს სახლში მისულს ყველა ერთად მივულოცავდით .იმ დღეს დათოს მოსაძებნად რომ წავიდნენ ვერაფერირომ ვერ ვაკეთე , ფოტოებით ალბომი გავაკეთე თან მთელი თბილისი მოვიარე და ლიას დახმარებით ზუსტად ისეთი მაისური ვიყიდე როგორიც მაშინ გავუფუჭე ალუბლის წვენი რომ გადავასხი . დღეს პარასკევია ამიტომ ვარჯიში ექნება , ჩოგბურთზე დადის ბიჭი , ამიტომ სახლშიც გვიან დაბრუნდება . სადარბაზოდან გავედი და ყურებამდე გაღიმებული გუკა რომ დავინახე მაგრად შემოვხვიე ხელები
-მომენატრეე - თავზე მაკოცა და ლამის გამჭყლიტა ისე მომიჭირა ხელები
-ვერ ვსუნთქავ - მოგუდული ხმით ამოვილაპარაკე და მანაც ხელები გამიშვა -ვაგვიანებთ გუკსიკ
-კაი წამო ჩქარა - აშკარა იმედგაცრუება გამოესახა სახეზე გულში გამეცინა , თან თითქოს ჩემ თავს ვუბრაზდებოდი მთელი დღე ასეთი "ამჟავებული" სიფათით რომ უნდა ვყოფილიყავი და გუკასთვისაც ნევები მომეშალა
20
იცით რა მაგარი იყო გუკას დაბადების დღე? არასოდეს არ დამავიწყდება ჩემი გუკსიკას გაფართოებული ტვაბეი და ჩამოვარდნილი ყბა , არც ის დამავიწყდება მთელი დღე როგორი მოწყნილი იჯდა და ელოდებოდა ერთ მილოცვას მაინც მაგრამ თითქმის ყველა გავაფრთხილე რომ ხმა აავის ამოეღო დაბადების დღეზე . აი საღამოს იყო მაგარი. ყველა დავიმალეთ და შუქიც ჩამქვრალი გვქონა
-აუუ აკო გაიწიე ბიჭო ფეხებს ყურებზე მიხახუნეებ - წუწუნით უთხრა ლუკამ და სავარძლის უკან ჩაჭეჭყილებმა როხროხი ავტეხეთ
-შეჩე** შენი ტ*აკი თავზე მადევს და მადლობა თქვი ფეხსაცმელებს თუ ყურებზე გისმევ - ახლა ლუკამ დაიწყო ჩურჩულით
-ოო ბიჭებო მოვიდა ჩუმაად - ლიამ დაუძახა და კარების ჩხაკუნზე სუნთქვაც კი შევიკავე
-მოვედიი - კარის მიხურვისთანავე გაისმა ეს ხმა და როგორც კი შავმა სილუეტმა ოთახის კარი შემოაღო ყველა ერთად წამოვიშალეთ "გილოცააააავთ" მაინც არ გამოვიდა სინქრონში მაგრამ არც ძალიან ცუდი იყო . აი აქ იყო დაშტერებული სიფათი , სიცილით გაიქცა კეკე და გაყინული საქონლის სექციასავით გაშეშებულ ლუკას მაისურზე მოქაჩა
-მოიცა ... აბა ... ისა - დებილივით ალუყლუყდა და კეკეს მაგრად ჩაეხუტა , აი აქ ისევ ატყდა საყვირის ხმები ბუშტების დახეთქვის ხმა რომლებსაც აკო და ლუკა ფეხებით სდგებოდნენ და აბათქუნებდნენ და იკას ხმამარალი სიცილი ბიჭების საქციელზე . სათითაოდ გადაკოცნა ყველამ და საჩუქარი შეაჩეჩა ბედნიერებით გაცისკროვნებულ გუკას , ბოლოს ჩემი ჯერიც დადგა და ღიმილით წავედი გუკასკენ
-გილოცავ გუკსიკ- სიცილით მოვხვიე ხელები და თვალები მაგრად დავხუჭე
-მეგონა დაგავიწყდა- მანაც ხელებიმომხვია და ყურთან ახლოს მიჩურჩულა
-შენ გგონია ესეთი რამ დამავიწყდებოდა ? -ცხვირზე ვუჩქმიტე და სიხარულით სავსე თვალებში ჩავხედე სადაც ჩემი ანარეკლი მოჩანდა
-აუ რავი - ისევ გამიცინა და ჩემი მიწოდებული ყუთი შეანჯღრია -რაარის?
-მერე გახსენი, წამო - ხელი დავავლე და მაგიდისკენ წავიყვანე . იმ ღამეს გავათენეთ , სახლში ჩვენთვის ვიყავით და ბედნიერი წამებით ვტკბებოდით , ისე ვიყავი მთვრალი თვალებს ძლივს ვახელდი და დებილივით ვეყუდებოდი გუკას
-ბიჭო შენ მისმინე - ძლივს ვაბამდი სიტყვებს ერთმანეთს და შდარებით ფხიზელ ირაკლის მივმართავდი - მე როცა მინდა, როგორც მინდა და რასაც მინდა იმას გავაკეთებ! -თითებს სასაცილოდ ვიქნევდი და ახახარებულ აკოს ვაიგნორებდი
-რამდენს ბლატაობ გოგო შენ ? ვინაა შენი ბიჭო? - ირაკლიც ძლივს ლუღლუღებდა და ელეს მხარს ეყუდებოდა , ელენეს თავი ლუკაზე ედო და უკვე მეცხრე თუ არა მერვე სიზმარს ხედავდა
-ბიჭო მისმინე...
-ვოუვოუ ვოუ , აბა ეხლა ვსვავთ კეკეს სადღეგრძელოოს - სიტყვა გაგვაწყვეტინა ლუკამ ფეხზე წამოიზლაზნა და ელენც დივანზე გაიშხლართა - მაპატიე დაიკო, მაპატიე - თითის აწევით დაიხარა ელენესკენ და ზმუილით მიაყუდა ირაკლის-მოკლედ პატარებს დავლოცავ , ჰაე ჰუე ბლა ბლა ბლა ... გაგვიმარჯოს კარგად ვიყოთ - სასაცილოდ ჩაილაპარაკა და არყის ჭიქა გამოცალა . ჩვენც მას მივბაძეთ და ჭიქები გამოვცალეთ , საათს გავხედე და ციფერბლატზე 4 საათი რომ დავლანდე თვალები შუბლზე ამივიდა
-მეტი... აღარ... დალიო - ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი გუკამ და საზურგეს მიეყუდა
-თორე? - სასმლით "გაბლატავებულმა " აგდებით ვკითხე და ჭიქები არყით გავავსე
-აი არაფრის თავი არ მაქ და რამდენიც გინდა დალიე - ძლივს ამოთქვა სათქმელი და ჩემს მხარზე ჩაეძინა .... მეტი არარც მე მახსოვს და მხოლოდ გაუსაძლისი ტკივილი მახსოვს რომელმაც დილით გამაღვიძა . დაბუჟებული კიდურები ავამოძრავე და მაშინვე დამიარეს მჩხვლეტავმა არსებებმა სხეულში, რაღაც მძიმე ზედ მაწვა და მე კიდევ რბილ რაღაცას ვიყავი ჩახუტებული . ძლივს გავახილე ერთმანეთს მიწებებული წამწამები და როცა ჩემს თავთან ვიღაცის საჯდომი ამოვიცანი ერთი წამოვიკივლე რასაც გაუსაძლისი თავის ტკივილი მოჰყვა . მაგრად მივიჭირე თითები საფეთქელზე და საჯდომის პატრონში ელენე რომ ამოვიცანი შვებით ამოვიუნთქე , არადა ბოლოს ჩემს პირდაპი იჯდა როგორც მახსოვს . მაინც შევძელი გაცინება როცა ჩემზე მოხუტებულ პირღია გუკას დავხედე, ირაკლი ლუკას ეხუტებოდა ლუკა აკოს და აკოს კიდევ თავი თეფშზე ედო . რომ არა თავის ტკივილი გულიანად გადავიხარხარებდი მაგრამ ვერაფრით შევძელი და კარებში თავგაბუებული ლია რომ დავინახე ლამის გული გამისკდა
-ნაბეღლავი, ლიკანი , ბორჯომი , წყალიიიი - ხელების ქნევით შემოვიდა და მაცივარს ეცა
-აუ მეც მომე რამე თორე გასკდა თავი - ვეცადე წამოვწეულიყავი მაგრამ ორმეტრიან მუტრუკს ჩემზე ეძინა და ვერაფრით წამოვდექი ფეხზე . ლიამაც ზომბივით მომაწოდა ბოთლი და თითქოს უდაბნოში 2 კვირის მწყურვალი ვიყავი ისე გადავუშვი სითე ყელში . სასაიმოვნოდ ჩამიწმინდა საყლაპავი მილი და სასამოვნოდ მივლულე თვალები, ალბად ბოლომდე გამოვცლიდი მაგრამ კუჭში აღარ ეტეოდა და მეც კმაყოფილმა დავდე ბოთლი მაგიდაზე სადაც ვირაცის ბოტასი იდო და აი ამაზე კი მაგრად გადავიხარხარე , ვცადე გამეხსნებინა საიდან გაჩნდა იქ და როცა ირაკლი გავიხსენე რომელიც ხმამალა გაყვიროდა ელეს ბოტასიდან უნდა დავლიოო უფრო მაგრად გამეცინა , ბოტასს სასმლის სუნი არ ქონდა ამიტომ აშკარა იყო გადავაფიქრებინეთ და გადავარჩინეთ ბატონი ირაკლი
- მმმმ - ზმუილით თქვა გუკამ და წელზე მოხვეული ხელები მომაშორა - თავიიიი - ისეთი დაბოხებული ხმით ამოთქვა მეგონა თავზე ბალიში ეფარა და ისე ლაპარაკობდა
-მმ და ზმუკიი - გავიგე ელენეს ხმა და დავინახე კიდევ ერთი გაბუებული თავი . ნელნელა ყველა წამოიშალა და ყველა ერთს გაიძახოდა " თავიი, ფეხსაცმელს აქ რა უნდა? აუ თავი გაწიე , აუ ფეხები მომაშორე , წყალიიი" და კიდევ უამრავი საწუწუნო ფრაზა
-ხალხო ვიხოცებით თუ მეჩვენება რომ შუადღის 3 საათია?-თავი მოიქექა ირაკლიმ და გაფართოებული თვალებით ახედა საათს
-აშკარად 3 საათია - მხრები აიჩეჩა ელემ და გაკვირვებულმა ეხედა ირაკლის
-ერთ საათში თათბირი მაქ , ვაიმე ჩემი აუ რა მეველება? გამომაგდებენ? შენთავს ვფიცავარ ელე გამომაგდებენ! აუ ჩემი დაგენ*** ირაკლი! -ოთახში ბოლთას სცემდა და თავს იქექავდა
-ოეე ერთი საათი გაქ რას გაახურე გასკდა თავი - გაბრაზებულმა უთხრა აკომ და სახიდან ტყემალი ხელსახოცით მოიწმინდა . საჭმლის ნიღაბი ქონდა სახეზე , ტყემალი ესვა კიდევ ხინკლის წვენი ძვალიც ქონდა აკრული და საზიზღარი დასანახი იყო ჩვენი აკუნა
-წავედი მე იქნებ მოვასწრო რამე მაგრად ბავშვებო - ხელი დაგვიქნია ელენეს შუბლზე აკოცა და შურდულივით გავარდა ოთახიდან
-აუუ ჩემი ბოტასიი - მაგიდიდან ბოტასი აიღო ლენემ და ფეხზე ჩაიცვა
-დალია ბოლოს? - თავი წამოწია გუკამ და დაფხაჭნილ ლოყაზემოისვა ხელი
-არა ძლივს გავაგდებინე ხელიდან - სიცილით თქვა ლიამ რომელიც ჩვენზე ადრე დაწვა მაგრამ იკას "შოკისმომგვრელ" იდეას მაინც დაესწრო
-აუ ფუსია თუ სუსი დავაჭრი რა ბრჭყალებს - წუწუნით თქვა და მეც ახლაღა გამახსენდა ფუსი რომელიც კაცმა არ იცის სად იყო
-სადაა ფუსი? -ფეხზე დაფეთებული წამოვხტი და მაგიდის ქვეშ შევიხედე
-კარადის უჯრაში ჩავსვი რო არ გაჩერდა -ისე ჩაილაპარაკა ლუკამ თითქოს რარაც ნივთზე ვლაპარაკობდი და მეც გიჟივით გავვარდი მისაღებში . უჯაში თბილად მოკალათებულიყო და განაბულს ეძინა პატარა საყვარელ არსებას , ისეთი საყვარებული იყო ღიმილით ავიყვანე და გულზე მივიკარი , თითქოს სითბო იგრძნო და კრუტუნით მომეხუტა ფუსი.
-აუ გახსოვს ტუჩებში რომ აკოცეთ ფუსის? - ელენემ ჯერ გუკას მერე ლუკა გახედა და მაგრად გადაიხარხარა
-რააა? -ორივემ ერთად წამოიძახა -ფუუუუუუუუ- ფეხზე წამოხტნენ და ერთმანეთს ასწრებდნენ სააბაზანოში შესვლას . მუცელი მტკიოდა წუხანდელის გახსენებაზე და ხმამაღალ სიცილზე თავის ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა ამიტომ მეც მაგრად ვიჭერდი ხელს საფეთქელზე . ყველაფერი რომ გავიხსენეთ და სიცილისგან გულიც ვიჯერეთ და თავებიც უარესად ავიტკიეთ მერე დავიშალეთ და უკვე შებინდებულზე მივედი სახლში .
-მაშოოო - დედაჩემმა დამიყვირა და მეც სამზარეულოში შევედი
-აუ ნუ ყვირიხარ - თავზე მოვიკიდე ხელი და პატარა დივანზე ზურას გვერდით დავჯექი . თავი დავადე და თვალები მაგრად დავხუჭე
-აუ არყის სუნად ყარხარ - ცხვირი აიბზუა ზურამ და ისევ გაზეთს ჩააჩერდა
-აბა როგორ გაერთეთ? -ქეთომ წყალი მომაწოდა და მეც სულმოუთქმელად გამოვცალე მთელი ჭიქა
-აუ დე დავიძინებ და მერე მოგიყვები რაა -მამაჩემის მკლავიდან თავი ავიღე და ფუსისთან ერთად გავბანცალდი საძინებელში. გუშინ თან წავიყვანე იმიტო რო სახლში არავინ იყო და შემეცოდა მაგრამ უარეს დღეში ჩავარდა როცა ჯერ გუკამ აკოცა საწყალ კატას და მერე ლუკამ ტუჩებში. დაღლილს და თავატკიებულს ფუსიზე ჩახუტებულს წამებში ჩამეძინა...
***
-აუ გუკა მეზარება ახლა ქუჩებში ხეტიალი დავსხდეთ რა სადმე - წუწუნით ვუთხარი და მხარზე მივეყუდე
-აუ მაშო რა ზარმაცი ხარ , ხვალ დილით რომ გაგაღვიძებ და სავარჯიშოდ წაგიყვან მერე ნახე - ენა გამომიყო და სკვერში იქვე მდგომსკამზე ჩემთან ერთად ჩამოჯდა
-მესამედან გისვრი ან კარებს არ გაგიღებ - მეც ენა გამოვუყავი და გაბყსხული ჩავიწიე ოდნავ გვრდით
-კარებიდან არც ვაპირებ შემოსვლას - წარბები სასაცილოდ აათამაშა და მკლავებში მომიქცია
-ფუ ვერ გიტან -ხელები გულზე დავიკრიფე და დემონის მოხვეული ხელები ზრდილობიანად დავაიგნორე
-შატილში მივდივართ - ისე მახარა გადახარშვა ვერ მოვასწარი და გაოგნებუმაგავხედე. შატილი ხომ ოცნებად მექცა , იმერელი აფერისტი ვარ და მთიულეთში არასოდეს არ ვარ ნამყოფი. აი ოცნებად მაქვს ქცეული შატილის ნახვა და ეს სულელი ახლა მეხუმრება?
-რა?-თვალებ დაჭყეტილმა გავხედე და მომღიმარი სახე რომ დავინახე გულმა სალტოების კეთება დაიწყო -აუუუ რამაგარიააა, აუუ გუკაა მიყვარხაარ - მთელი ძალით ვხვევდი ხელებს და ვცდილობდი სიხარულისგან რამე არ დამმართვნოდა
-აუ სულ წაგიტვან ხოლმე ასე თუ ჩამეხუტები - სიცილით მითხრა და მგრად მომიჭირა ძლიერი მკლავები
-აუ მართლამივდივართ ? როდის მივდივართ? დანაჩენებიც მოდიან ?-თვალებიდან სიხაულის ნაპერწკლებს ვყრიდი და ცოტახანში ცეცხლი წამეკიდებოდა
-კიი მართლა , ყველა ერთად - სცილით ჩამომკრა ცხვირზე ხელი და ისევ მივეხუტე
-აუ რა მაგარია , როდის მივდივართ?
-ხვალ მივდივართ ჩემო მაშუშუკ
-მაშუშუკი აღარ დამიძახო და უფრო შემიყვარდები
-როგორც გიყვარვარ ეგეც მყოფნის , მაგრამ შენ არ მყოფნი - სიცილით მითხრა თვალებში ჭინკებათამაშებულმა და მადიანად დაეწაფა ჩემს ტუჩებს . გაორმაგებული გულისცემით დავხუჭე თვალები და უსასრულობაში დავიკარგე
-გამოფხიზლდიიი - სიცილით მითხრა და მივხვდი რომ ისევ იგივე პოზაში ვიყავი დებილივით გაღიმებული
-ფუ მართლა ვერ გიტან -
-მეც მიყვარხარ - ენა გამომიყო და ცას ახედა -მაშო ნახე ის დიდი ვარსკვლავი რა ლამაზია
-მე ვარ ხომ ? -ვითომ შევიფერე ისე ავხედე ყურებამდე გაცინებულ გუკას
-შენ მზე ხარ სულელო - ცხვირზე მაკოცა და მეც "დებილი ღიმილით " მივეხუტე ...

შატილი იყო რაღაც საოცრება , იქაური ქალხი, შუა ზაფხულში ბუხარი და საყვარელი ადამიანი ვერდით , უამრავი გათენებული ღამე ერთმანეთის ყურებასა და უაზრო სიცილში და უამრავი ლამაზი წუთი რომელიც არასოდეს ამოიშლება ჩემი მეხსიერებიდან , დააა ყველაზე მთავარი ....
***
4 წლის შემდეგ (28 დეკემბერი 21:15)
თბილად ვიჯექი დივანზე და ჩემს გვერდით მჯდარ დემონს ვეყუდებოდი რომელიც რარაც უინტერესო ფილმს უყურებდა და რაღაცაზე ხმამაღლა იცინოდა . უცებ რაღაცის გემო ვიგრძენი პირში და წამოზრდილ მუცელზე დავისვი ხელი
-ვაშლატამა - სრული თავდაჯერებულობით ვთქვი და დავინახე როგორ გაუვარდა გუკას პულტი ხელიდან
-რა ვაშლატამა?-გაკვირვებულმა დამხედა ჯერ მე და მერე ჩემს მუცელს
-წეღან რომ ვთქვი რაღაც მინდათქო ვაშლატამა იყო ვახ - აფერისტული ღიმილით გავუღიმე და თვალები ავაფახულე
-აუ მაშო ჩემო პატარავ მალე გადაგინდება ნუ გამიშვებ ამ შუაღამისას ვაშლატამა სად ვიშოვო?
-ჩევნ ვაშლატამა გვინდა - მოწყენილმა ჩავილაპარაკე და ცოტაღა მაკლდა ნიანგისცრემლები რომ არ გადმომეყარა
-არა მაშუნ არ იტირო, მივდივარ პატარავ მივდივარ და მოგიტან აუცილებლად ვაშლატამას - თავზე მაკოცა მერე მუცელს აკოცა და ფეხზე წამოდგა -მიდი პლედი მიიფარე აკო და ლუკას დავურეკავ ამოვლენ მარტოს ვერ დაგტოვებ და წავალ კაი?-პლედი მომაწოდა და ფრთხილად მომაფარა
-კაი - თავი დავუქნიე და პლედი მუცელზე მივიფარე . ცოტახანში ისე ახმაურდა სახლი ბაგა ბაღი გეგონებოდათ . აკო და ლუკა შემოხორხოცდნენ და შემოიტანეს ხმაური
-მისმინეთ არ გამიგიჟოთ მაშო და ნორმალურად - თითი დაუქნია ბიჭებს მოსაცმელი აიღო შუბლზე მაკოცა და კარები გაიხურა
-რძალუკ არ გეცოდება შენი ქმარი ამ შუაღამისას ზამთარშ ვაშლატამაზე რომ გააგზავნე ?- გვერდით მომიჯდა აკო და პულტს დასწვდა .
-კი მეცოდება მაგრამ ვაშლატამა მინდა და რა ვქნა?- აცრემლებულმა ავხედე და ახლაღა დავფიქრდი იმ ფაქტზე რომ გარეთ საშინლად ციოდა თან თოვდა .
-ვაიმე არ იტირო თორე რომ მოვა დაგვხოცავს - შეშინებულმა შემომხედა ლუკამ და ყელი გამომიწია გეხვეწებიო
-ლუკსიი სიტსოსტკჰლე მე როდის უნდა მაჩუქო პატარაა ? - სასაცილოდ თქვა აკომ და ყურებამდე აწითლებულ ლუკას გახედა .
-რძალო მომაშორე ეს პიდარას**- ზიზღით თქვა ლუკამ და აკოს პულტი წაართვა
-აუუ ლუკსსს სახლში რომ მიმაცილებ არ წახვიდე ჩემები არ არიან და ჩვენებურად გავერთოთ კაი სიცხოო? -ისევ ტუჩები დაპრუწააკომ და უარესად აწითლდა ლუკა . რიმილით ვადევნებდი ორ გამოშტერებულ ადამიანს თვალს და სიცილს ვერ ვიკავებდი. 3 თვეში 3 აღსაზრდელი გვეყოლება და 4 თვეში 3 რადგან ჩემი ელენიკოც აჩუქებს მალე პატარას იკას . ნათლია ვხდები ნათლიააა...
-გაჩუქებ მუშტს სიფათში - მუშტი დაანახა ლუკამ რომელსაც ცოტა აკლდა ასაფეთქბლად
-აუუ გოგო გინდა თუ ბიჭი ლუუკსიი - ისევ აგრძელებდა აკო და დაახლოებით 2 წუთში ვხედავდი როგორ გარბოდნენ ორივე სამზარეულოსკენ და იქიდან ტაფების ბრახუნის , ჭურჭლის ლეწვის და აკოს ყვირილის ხმები მესმოდა . - მაშოო მიშველე მკლააავს - ამ ხმასთან ერტად გავიგე კარის ხმაც და ავინახე როგორ შემოვიდა გაკვირვებული სიფათით გუკა
-თქვენი ხმა მეთორმეტე სართულიდან პირველზე ჩამოდის და მე აქ მაშო დაგიტოვეთ თუ მაშოს დავუტოვე თქვენი თავიი?-ხმამაღლა დაიყვირა და ვაშლატამით სავსე პარკი მაგიდაზე დადო. თავზე სასაცილოდ დაყროდა თეთრი ფიფქები რომლებიც ნელ-ნელა დნებოდნენ და სასაცილოდ ჩამოსდიოდა წვეთები თმებიდან . სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხანში მესმოდა ყვირილი აკოსიც და ლუკასიც რომელსაც ისევ ლეწვის ხმა მოყვა . თავის ქნევით ვუსმენდი ყოველივეს და ვხედავდი როგორ მოდიოდნენ სახედამანჭული აკო და ლუკა ხოლო უკან ვაზით ხელდამშვენებული რომელშიც ვაშლატამები ეწყო გაღიმებული გუკა მოდიოდა . სიცილით შემოვკარი ტაში და ოდნავ გადავიწიე საშინელი ტკივილი რომ ვიგრძენი მუცლის არეში და სახე დავმანჭე
-რა გჭირს? კარგად ხარ? დავრეკოთ სასწრაფოში? ღრმად ისუნთქე - კითხვები მომაყარა სამივემ და ჩემს წინ ჩაიმუხლა , ხარხარი ავტეხე სამივს გამომეტყველებაზე და ყველამ ღრმად ამოისუნთქა ჩემი სიცილის ხმა რომ გაიგეს
-გაგვიხეთქე გული რა - ხელი ჩაიქნია აკომ და სავარძელში ჩაესვენა
-მართლა კარგად ხარ?-ჩამოშლილი თმა უკან გადამიწია გუკამ და ჩემს გვერდით გაფითრებული დაჯდა
-კაი რა რამ შეგაშინათ კარგად ვარ უბრალოდ ვერ ისვენებს ჩვენი პატარა და ფეხებს უმისამართოდ იქნევს - სიცილით ვუთხარი და სასურველი ხილი მადიანად ჩავკბიჩე. -მმ სუპერ ქმარუკა მყავს - ტუჩებში მოწყვეტით ვაკოცე და დივანზე ფეხები შემოვიკეცე
-მე კიდევ სუპერ ცოლუკა - სიცილით მითხრა და საზურგეს მიეყუდა , ხელი მომხვია და მეც მასზე აკრულმა გავაგრძელე ბედნიერი წამებით ტკბობა ...



№1  offline წევრი kesoo

Dzaan momewona

 


№2  offline წევრი Anka.11

saswauli iko kochag ❤️❤️

 


№3  offline წევრი tveni

აუუ კითხე რა სად იშოვა ზამთარში ვაშლატამა რაა.. ფლიიიიზ :-D :-D

 


№4  offline წევრი Annee

რა მაგარი ისტორია იყო .. გამათბო რასაც ქვია. ადგილ-ადგილ იმდენი ვიცინე რომ მუცელი ამტკივდა. მართლა უმაგრესი იყო ^_^ რაღა გითხრა არ ვიცი. .

 


№5  offline წევრი მარეამო

ძალიან მკარგი იყო მომეწონაა <3 love

 


№6  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Ra tkbili istoria iyoo

 


№7 სტუმარი ბბბბ

უნიეიერესი ხარ ძაან მომეწონა .. ძაან ბევრი ვიცინეეე ...ყოჩაღ

 


№8 სტუმარი სტუმარი Lia

Sakvareli istoriaa.zalian momewona❤❤❤

 


№9  offline წევრი Laliashvili009

Dzalian momewonaa ❤

 


ძალიან მომეწონა,ძალიან საყვარელი და პოზიტიური ისტორია იყო blush heart_eyes

 


№11 სტუმარი სტუმარი basketista

ეს ისტორია ჩემთვის უძვირფასესია რდგან სწორედ ამ ისტორიით გავხდი ამ საიტის მკითხველი.
სასწაული წერის სტილი გაქ და ასე გააგრძელე heart_eyes kissing_heart

 


№12  offline წევრი _SUNFLOWER_

განტვირთვისთვის❤️

 


№13 სტუმარი სტუმარი მარინა

დიდებულია,ძალიან მაგარია.საოცარი და საიტერესო.კარგად განვითარებული სიუჟეტი.მადლობა ავტორს.წარმატებებს გისურვებთ????❤❤❤

 


№14 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ მეგობრებს საინტერესო და საოცარი ნაწარმოებია უამრავი ემოციებით სავსე ნაზი სიყვარულის ისე ვემხიარულე ცუდად ვარ ამდენი სიცილით მადლობა წარმატებები ????

 


№15 სტუმარი ეკა 5

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️????????????????????????????????????????????????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent