შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი [5]


25-04-2015, 18:54
ავტორი Just A♥
ნანახია 4 915

გოგი დღეში სამჯერ ურეკავდა დამიანეს,ანასტასიას ამბის გასაგებად.მამაკაციც ამშვიდებდა და დარწმუნებით ეუბნებოდა,რომ ჯერჯერობით სახიფათო არაფერი შეუნიშნავს.

–მომენატრე მა

–მეც მომენატრე ჩემო ოქრო

–ხვალ ხომ მოდიხარ?

–კი,ზეგ საქართველოში ვიქნები

–კარგი,გკოცნი

–მეც,საღამოს დაგირეკავ,თავს გაუფრთხილდი

საწოლში კოტრიალობდა როგორც ჩვევია ხოლმე,და უშედეგოდ იხსენებდა როგორ აღმოჩნდა გუშინ აქ,ბოლოს ახსოვს სადარბაზოდან რომ ჩამოვიდა და დამიანემ რომ მოიყვანა სახლში,მაგრამ მერე?
უცებ თავში აზრი მოუვიდა,ფეხზე წამოდგა,ცივი შხაპი მიიღო და ლამაზი სარაფანი ჩაიცვა.სამზარეულოში ჩავიდა

–დილამშვიდობისა ძილისგუდა

თბილად მიესალმა გაზქურასთან მოფუსფუსე ქალი,ანასტასიას თვალები გაუბრწყინდა

–რუსოო,როგორ მომენატრე

მისკენ წავიდა და მაგრად მოეხვია

–გუშინ რატომ არ მოდი?გელოდებოდი

–ვეღარ მოვიცალე,ხომ იცი სახლში ათასი საქმე მაქვს

–კარგი რა მამიდა,მსახურები რატომ არ აგყავს?ისინი მიხედავენ საქმეს,შენ კიდევ დაისვენებ

მაცივარი გამოღო ქალმა და წვენი მაგიდაზე დადგა,მერე ჭიქა ჩამოიღო თაროდან

–რად მინდა შვილო მოსამსახურე,ერთმა ქალმა ერთ სახლს ვერ უნდა მოვუარო?

ღიმილი არ ქრებოდა ამ ქალის სახიდან

–საუზმე მოვამზადე,ხომ შეჭამ?

–დილით ვერ ვსაუზმობ მამიდა,ხომ იცი.

უკმაყოფილოდ გამოელაპარაკა ქალს და წვენი მაცივარში შეაბრუნა

–პირველი საათია შვილო,უკვე სადილის დროა

–ხო კარგი,მერე შევჭამ,ახლა სასეირნოდ გავალ.ცოტას ვირბენ თორემ კისერი მტკივა ამდენი ძილისგან

კისერი დაატრიალა და მსუბუქი ტკაცუნის ხმა მოესმა 2–ჯერ

–რომ მოვალ აუცილებლად გავსინჯავ

ხმაურით აკოცა ქალს და სამზარეულო ისე დატოვა.
კიბეებზე მოსამსახურე შეხვდა,მიესალმა და უცებ გაჩერდა.

–გუშინ ვინ მომიყვანა ხომ არ გახსოვს მაგდა?

–პირადმა მცველმა,ასე მითხრა ჩაეძინაო,ოთახი მკითხა და ზევით აგიყვანათ.

საფეთქლები ხელით დაიზილა,ქალს დაემშვიდობა და ოთახში შევიდა.სარკესთან ახლოს დადგა და ნერვები ეშლებოდა საკუთარ თავზე.

"იმ კაცის მოცილება გინდოდა და რა გააკეთე ანასტასია,საკუთარი თავი გამოიჭირე"

ეუბნებოდა შინაგანი ხმა და გულის ცემა უფრო ეზრდებოდა,რომ წარმოიდგენდა იმ კაცს ეჭირა ხელში და თვითონ ჩააწვინა საწოლში.
ღრმად ჩაისუნთქა,მობილურს დასწვდა და სპორტულები ჩაიცვა.თმები მსუბუქად აიწია და შეიკრა.ახლა ჰაერზე რომ არ გასულიყო დაიხრჩობოდა.
გარეთ რომ გავიდა ღრმად შეისუნთქა ჰაერი და ცოტა აუჩქარა ნაბიჯს,მერე ყურსასმენები ამოიღო ჯიბიდან,ნენეს დაურეკა და თან მსუბუქად დარბოდა

–მოიცა არაფერი გახსოვს?

–არაფერი,ასე როგორ დავთვერი არ ვიცი.

–...
–რა გაცინებს ნენე,ახლა როგორ შევხედო იმ კაცს თვალებში

–კარგი რა ტასო,ამხელა ამბავი რად უნდა,უბრალოდ არ გაგაღვიძა,ზრუნავს შენზე

–კიდევ იცინი?შენ სერიოზულად ვერ დაგელაპარაკება კაცი

მობილური გაუთიშა გაბრაზებულმა და სირბილს მოუმატა.
ნახევარი საათი დარბოდა შეუჩერებლად,ალბათ არც გაჩერდებოდა უკან მანქანა რომ არ შეენიშნა,ნაბიჯს მოუკლო და ფრხილად მიიხედა უკან

–ყველგან უნდა მზდიო?

არ გაჩერებულა ისე შეეკითხა.მამაკაციც გვერდით მიჰყვებოდა მანქნით

–სახლიდან რომ გამოხვალ შემატყობინე მეთქი ხომ გაგაფრთხილე?
ჩვეულებრივი ტონით ესაუბრებოდა ქალს,თან ათვალიერებდა როგორ მოხდენილად ამოძრავებდა ქალი თითოეულ ნაკვთს

–ლაპარაკი არ გინდა,გასაგებია

აღარ დაუძალებია მამაკაცს,ანასტასიას ეგონა ახლა წავაო,თუმცა ამაოდ.კიდევ თხუთმეტი წუთი დარბოდა,და ისიც უკან მოჰყვებოდა მანქნით

–რა გინდა?

ბოლოს ნერვებმა უმტყუნა,გაჩერდა და ახლოს მივიდა მანქანასთან.

–არ მეტყვი რა გინდა?რატომ დამზდევ?

–მშვენივრად იცი,ახლა კი ჩაჯექი მანქანაში

–არსადაც არ ჩავჯდები,არ მინდა შენთან ერთად წამოსვლა

– გკითხე?

–თავხედი ხარ

მოკლედ მოუჭრა მამაკაცს და თავი გზისკენ შეაბრუნა,თვალებში რომ არ შეეხედა ამ კაცისთვის.ყოველთვის როცა თვალებს უსწორებდა უცნაური გრძნონა ეუფლებოდა,თითქოს ეშინოდა ამ კაცის.
დვალი ფრთხილად გადმოვიდა,მანქანას შემოუარა,კარი გააღო და წუთში ჩატენა ქალი მანქანაში.თან ისე რომ კარებიც დაუკეტა გარედან.

–რა უფლება გაქვს?იდიოტო,არ მინდა წამოსვლა,რა უფლებით მაძალებ?

დამიანემ მანქანა აამუშავა,სულაც არ აქცევდა ქალის სიტყვებს ყურადღებას,უბრალოდ გზას უყურებდა,რომ შეამჩნია ქალი დამშვიდდა მაშინ გადახედა,ფანჯრისკენ იყურებოდა და თმები ჩამოყჰროდა შუბლზე ქალს.

–ხე!

–ვინ არის ხე?

გაკვირვებული შეეკითხა მამაკაცი,თან თავი შემოატრიალა და თვალები გაუფართოვდა

–შენ ხარ!

მოურიდებლად მიუგო ჭავჭავაძემ

სულელია ეს გოგო!ამ კაცმა რომ მოინდომოს მუჭში ჩაიტევს ამ ნამცეცა გოგოს!არ ეშინია მაინც?! მაგრამ რა ქნას,ნერვებს უშლის ეს კაცი

–მამიკოს გათამამებული გოგო

–სულაც არ ვარ გათამამებული

მამაკაცს შეხედა და თან დაეჭყანა

–პატარა ბავშვი ხარ

–არც პატარა არ ვარ!

–დამიმტკიცე

მამაკაცმა უცებ შეაბრუნა ქალისკენ თავი,თვალებში ჩახედა და ნიშნისმოგებით წარბები დაუქაჩა

–სულაც არ მინდა რომ დაგიმტკიცო,არ მანაღვლებს

–იტყუები!

–სულაც არა!

როგორ არა?! მართლაც იტყუება ჭავჭავაძე,მაგრამ არ ტყდება.

–თვალებს ახამხამებ

–მერე რა?

გაკვირვებული შეხედა მამაკაცს,დვალი წინ იყურებოდა და ისე ესაუბრებოდა

–რომ იტყუები თვალებს ახამხამებ ხოლმე!

გამოიჭირა!

–რეებს ბოდავ.სულაც არ ვახამხამებ

–აი ახლაც

ხელი ახლოს მიუტანა მამაკაცმა,ქალმა შეეცადა თვალების გაშეშება,თუმცა არ გამოუვიდა და მაინც დაახამხამა

–ხედავ?

ნიშნისმოგებით აუწია მამაკაცმა წარბები,მერე თვალთან ახლოს მიტანილი ხელი ჩამოიღო და საჭეს მოჰკიდა.

–სადმე თუ გახვალ შემეხმიანე,თორემ მაინც მოგაგნებ და უარესი იქნება შენთვის

–ნუ მბრძანებლობ რა!

კარი მაგრად მიუხურა და სახლში ლამის სირბილით შევიდა

–რა გჭირს მამიდა,მოხდა რამე?
მისაღებში შეეგება ისევ რუსო

–არა,იმ კაცმა ამიშალა ნერვები
თითით მიანიშნა გარეთ მანქანაზე

–დამიანემ?როგორ მომწონს ეგ ბიჭი
კიბეზე გაჩერდა და გაშტერებული შემოხედა ქალს

–შენ საიდან იცნობ?

ქალი უცებ დაიბნა,გაახსენდა გოგიმ რომ გააფრთხილა არ უთხრა ანასტასიას ჩვენი ოჯახის ნაცნობი რომ არის დამიანე,თორემ იეჭვებს რამესო

–მამიდა

ანასტასიას ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან

–საიდან ვიცნობ და მამაშენმა მომიყვა მასზე,კარგი კაცი ყოფილა

–სუფთა ხეა!

ურცხვად ჩაილაპარაკა და ოთახში ავიდა.

მთელი დღე სახლში გაატარა,რაღაც წიგნი იპოვა ფსიქოლოგიაზე და კითხულობდა,ბავშვობიდან უყვარდა კითხვა,ზოგადად ძალიან განათლებული იყო!უნივერსიტეტში 4 წლიანი მასალა 2 წელში ჩააბარა,თუმცა იცოდა უზრუნველყოფილი რომ იყო ყველაფრით და ჯერჯერობით სამუშაოს არ ეძებდა,განა ჭავჭავაძეების ბიზნესი მისი არ იყო?

საღამოს ლიკუნას ელაპარაკა,დღეს ნიკას წვეულება ჰქონია სახლში,და ყველა დაუპატიჟებია,ანასტასია განსაკუთრებით.
თავიდან დაეზარა წასვლა,გადაწყვიტა რაღაცას მოვიმიზეზებო,მერე რაღაც მოაფიქრდა,უცებ წამოვარდა საწოლიდან და გარდერობი გამოაღო,ყველაზე სექსუალური კაბა აარჩია,გრძელი,წინ თეძოზე ჩახსნილი,ლურჯი ფერის,გულამოღებული და ზურგზე ოდნავ მოხდილი,საოცრად გამოყვანილად ჰქონდა ეს კაბა,უფრო მაღალსა და სწორს აჩენდა მის ტანს.თანაც ზუსტად მის ტანზე იყო ეს კაბა შეკერილი! თითქოს ვიღაცამ ანასტასია შეხედა და ისე შეკერა ეს კაბაო.
ნახევარი საათი ემზადებოდა,8 ის ნახევარი იყო ,წვეულება რვაზე იწყებოდა.ჯერ ლიკუნას დაურეკა

–მართლა წამოხვალ?! რა მაგარია! მეკიდე მეგონა არ წამოხვიდოდი

–რომელზე მივდივართ?

–რვაზე აქ იყავითო,გამოგიარო?

–არა,პირადი მცველი მომიყვანს

–კარგი,გკოცნი

სიხარულით გაუთიშა მეგობარს მობილური,მერე თმა გაიშალა,დაივარცხნა და წინ ჩამოიყარა.კიბეებზე ხმაურით ჩავიდა

–რა ლამაზი ხარ შვილო!

–მადლობა რუსო
მსუბუქად მოეხვია ქალს

–მეგობრებთან ერთად მივდივარ,შემაგვიანდება ცოტათი,ამიტომ არ დამელოდო,ჩემს გარეშე დაიძინე

მერე იქვე ჩამოჯდა მისაღებში,დავითს გასძახა ჩემს მცველს დაურეკე მომაკითხოსო,იმანაც მაშინვე გადარეკა დამიანესთან

–ხო დავით

–ბატონო დამიანე,ანასტასია მიდის სადღაც,დამიბარა დაურეკე,მოვიდესო.

–სად მიდის ხომ არ იცი დავით?

–არა ბატონო.

–კარგი ახლავე გამოვალ,ჩემს გარეშე არ გაუშვა.

დამიანეს გაუკვირდა,არასდროს დაუბარებია ქალს სად მიდიოდა,ყოველთვის მიიპარებოდა ხოლმე.ოფისში იჯდა და დავითის ზარის მერე უწესრიგოდ გადადო საბუთები გვერდით,პიჯაკი მოიცვა და კიბეები ჩაიარა.სამზარეულოში თეას მოჰკრა თვალი,ამდენი საქმისგან გადაღლილი დღეში ერთხელ თუ ნახულობდა თეას

–სადმე მიდიხარ კიდევ?

დაღვრემილი შეეკითხა ქალი.

–უნდა გავიდე,გვიან დავბრუნდები

–მეკიდევ მეგონა ივახშმებს მეთქი,კარგი რა

–მოდი გაკოცო

შუბლზე მიაწება ტუჩები ქალს და წამში გავარდა გარეთ

–ამ ბოლო დროს ვეღარ ვცნობ ამ კაცს!
უცნაურად ჩაიბუტბუტა ქალმა და გაზქურასთან დაბრუნდა ისევ.


*****
ანასტასია ჭავჭავაძეს უამრავი გეგმა უტრიალებდა თავში,თქვენ გგონიათ ტყილად გამოეწყო ასე ლამაზად?სილამაზე არასდროს აკლდა,თუმცა ახლა ამ ყველაფერს თავისი ახსნა ჰქონდა.
გარეთ დამიანეს მანქანა რომ შენიშნა ფეხზე წამოდგა

ქალი ნელი მიხვრა მოხვრით წამოდგა სავარძლიდან,გასასვლელ კარებს მიახლოვდა და დამიანეს შორიდან მოჰკრა თვალი

"დღეს ვნახავთ,ვინ არის პატარა ბავშვი"

ურცხვად ჩასჩურჩულა საკუთარ თავს და ირონიული ღიმილი არ მოშორებია სახიდან.


*****
მადლობა ყველას!



№1  offline წევრი Sweetiko

ეე რა საყვარლბაა,თავიდანვე მომეწონა სათაურიდანვე მივხვდი რომ რაღაც ისეთი იქნებოდა,ოღონდ მეთქი დასრულებას დაველოდებიი))) ჰოდა დღეს წამიცდა მაინც ხელი,და რა მინდოდა,რა დაელიდბა შემდეგს ახლა!

 


№2  offline წევრი Heartbeat

მამწოონს უზომოდ ❤️❤️❤️❤️
--------------------
გაიღიმეთ..მთავარია პოზიტივი❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Auu raaaamagariaaa momcons dzaliann :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent