შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი თამაში.. Part II (ნაწილი IV)


29-04-2015, 20:40
ავტორი ნინი-21
ნანახია 3 749

არ მინდა გადაჭარბებულად და ძალზედ ბანალურად გამომივიდეს მაგრამ რა ვქნა?! იმ წამს რაც დამემართა ამას სიტყვებით ვერ ავღწერ.იყო უსაზღვრო სიხარულიც, იყო ტკივილიც, სიყვარულიც, სინანულიც და რაც მთავარია სიგიჟემდე მონატრება, რომელიც ჩემი სხეულის ყველა უჯრედმა იმ წამს შეიგრძნო და უკვე ჰაერივით ითხოვდა ერეკლეს სიახლოვეზე ყოფნას.
ალბათ სწორედ ამ მონატრების ტალღამ გადამიარა, დამიპყრო და გადამაწყვეტინა ჩამელაგებინა ბარგი, საქართველოში დავბრუნებულიყავი და ყველა და ყველაფრისთვის საკუთარი სახელი დამერქმია.
სიყვარულისთვის -სიყვარულის.
ყველაფრის დასასრულისთვის- კი დასასრული.
მოკლედ ბევრს აღარ გავაგრძელებ, ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანი ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ბოლოს უკვე ტერფების დაბუჟებამ და ამით გამოწვეულმა ტკივილმა მიმახვედრა, რომ სადმე უნდა დავმჯდარიყავი. (როგორც შემდეგ გავიგე, ფეხების დაბუჟება დგომიდან მინიმუმ საათ ნახევრის შემდეგ იწყება, ეს ისე  ).
ფოტო-სურათი სავარძელზე დავდე მე კი ტელეფონი მოვიმატჯვე და დანის დავურეკე.
-მშვიდობააა?
აშკარად გავაღვიძე, მაგრამ არაუშავს... გავიფიქრე ჩემთვის.
-არა არ არის მშვიდობა.
-მოიცა რა ხდება?
-საქართველოში ვბრუნდები.
-რაა?
იმ წამს დანის პირდაღებული სახე, რომ წარმოვიდგინე ჩამეღიმა. მაგრამ ჩაღიმებისთვის მცხელოდა მე ახლა?!
-რაც გაიგონე, შენი დახმარება კი იმაში მჭირდება, რომ უახლოეს თვითმფრინავზე ბილეთი ამიღო.
-შენ რა მეღადავები? დღეს მგონი მართლა ბევრი დალიე.
-ამ წამს არც ღადავის დრო მაქ და არც სურვილი, თუ სიმართლე გაინტერესებს.
დავიწყე მკაცრი ტონით, საუბარი , როცა მივხვდი რომ სხვა შემთხვევაში დანი ამის დამჯერებელი არ იყო.
-ხვალ უკვე საქართველოში უნდა ვიყო, რადგან შენ ჩემი უახლოესი მეგობარი ხარ, ამიტომაც დაგირეკე თუ არ ძალგიცს ბილეთის საქმის მოგვარება, რითაც დიდად დამავალებდი, არაუშავს გადავრეკავ ერთ-ორ ნაცნობთან და მოვაგვარებ.
-ეე... ეეე... შენ მგონი მართლა შეიშალე ! შენ არ იყავი ორი დღის უკან რომ მოთქვამდი. რა აღარ გამოიარე და ახლა საქართველოში მიდიხარ?!
-ბევრი რამ შეიცვალა, უბრალოდ რაც შემიძლია გითხრა არის ის, რომ ხვალ საქართველოში უნდა ვიყო, დანარჩენს მერე აგიხსნი.
-ჰო კარგი კარგი.
მითხრა მობეზრებულად, თითქოს ახლა ჩაწვდაო ჩემი სიტყვების შინაარს და საქმეზე ფიქრი დაიწყო.
-როდისთვის გვინდა ბილეთებიო რა მითხარი?
-არვიცი რამდენად გვინდა... მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ხვალისთვის შუადღეს მაინც საქართელოში უნდა ვიყო.
-ძალიან კარგი, ალბათ ხვდები, რომ იქ მარტოს არავითარ შემთხვევაში არ გაგიშვებ, ამიტომ ახლა მოდი დაიძინე ხვალ დილით ყველაფერს შეგატყობინებ, სად და როდის უნდა მოხვიდე.
-ძალიან დიდი მადლობა.
-არაფრის არაფრის.ძილინებისა ! არა რა მაინც ვერ გავიგე რა ბზიკმა უკბინა?!
გავიგონე ყურმილის დაკიდვამდე როგორ ჩაიდუდღუნა და მის სიტყვებს გონებაში გამოვეხმაურე.
-ბზიკმა, და თან რამხელამ რომ იცოდე ?!
იმ ღამეს, რომ არ დამეძინა ყველანაირი დაღლილობის მიუხედავად ამას ალბათ ისედაც უნდა მიმხვდარიყავით, ამიტომ დრო, რომ არ დამეკარგა ავდექი და ღამის ხუთ საათზე ბარგის ჩალაგება დავიწყე. გამთენიოს რვა საათისთვის ყველაფერს მოვრჩი და აბაზანაში შევედი, ცხელი შხაპის მისაღებად. მალევე მომესმა აწრიალებული ტელეფონის ხმა და ასე დაწუმპულ-მოწუმპული გამოვვარდი აბაზანიდან, პირსახოც შემოხვეული, მაგრამ ეს წვეთები მაინც ჩამომდიოდა სახეზე და მშრალ (მშრალ რა უკვე სველ) პირსახოცს მისველებდა.
-გისმენთ.
-მოკლედ, ბილეთების საქმე მოგვარებულია, დღეს ათ საათზე დილის ოღონდ, ლონდონის მთავარ აეროპორტში გელოდები, საქართველოში დაახლოებით პირველზე ვიქნებით ან უფრო ადრე, 10 საათზე რეგისტრაციაა. გააჩნია ჩასხდომა როდის დაიწყება, პირველი საათი ყოველშემთხვევაში მაქსიმალურია.
-ძალიან კარგი.
-ამდენი ხნის შემედეგ საქართველოში ვბრუნდები, 10 წელია იქ არ ვყოფილვარ, გალამაზდებოდა ტიფლისი.
-თბილისია ეგ !
-მე ეგრე მომწონს, კაი მიდი მოემაზადე და 10-ის ნახევარზე გამოგივლი.
-კაი გკოცნი აბა.
-მეც მეც.
მითხრა და ტელეფონი გამითიშა. ტანი და თმა შევიმშრალე და გარდერობის გადათვალიერება დავიწყე.
-რაც შეიძლება კომფორტულად მისს ანნა! არანაირი კაბა, და ტანსაცმელი რომელიც დაკუჭვას ექვემდებარება.
გავაფრთხილე საკუთარი თავი. ბოლოს არჩევანი შავ, სადა შარვალზე და თეთრ ზედაზე შევაჩერე, კრემისფერი შარფითურთ, ფეხზე თეთრი ბოტასები.
ორმაგი თამაში.. Part II (ნაწილი IV)

თმა შევიშრე და სამზარეულოში გავედი. თავში ურო ჩამარტყეს მეთქი მეგონა როცა ბობი გამახსენდა.
-ახლა რაღა ვქნა?
აღმომხდა ნირწამხდარს და მისაღებისკენ გავემართე, იქ კი დამხვდა ჩემი ბობი თავის სავარძელზე მოკალათებული და მშვიდად ფშინავდა. სასწრაფოდ ამოვიღე ტელეფონი და დანის დავურეკე.
-ახლა რაღა მოხდა? არ მითხრა წასვლა გადავიფიქრეო, ისე არ გამიკვირდება.
-ოოო, რა გადავიფიქრე, ბობი რა ვქნა?
-მგონი მე უფრო მახსოვს შენი ძაღლი, ამ ბოლო დროს ვიდრე შენ.
-ამ ბოლო დროს !
ჩემი ჭკუით შევუსწორე მეც.
-ვიფიქრე უკვე მაგაზე, და ცხოველების ოთახით გადმოაფრენენ, არ იაღვლო.
-აიი შენ ხარ ყველაზე წინდახედული პიროვნება, ჩემს შემდეგ.
-რამდენად შენს შემდეგ და რამდენად შენ წინ ეგ კიდევ საკითხავია, მაგრამ არაუშავს მივიღებ ამას კომპლიმენტად.
-დიდად დამავალებთ. წავედი ახლა.
-სად წახვედი? 10-ის ნახევარია უკვე, კარები გამიღე ბარგი გავიტანო მანქანამდე.
მეც ტელეფონი გავუთიშე და კარებისკენ წავედი.
-მობრძანდით.
-თუ ჩამომეცლებით კარებიდან, იქნებ შემოვიდე, ისე რა მოგახსენოთ შემობრძანების.
-მასხარა ხარ რა !
ვუთხარი და სიცილით გავიწიე გვერდით, მან კიდე მისაღებში შეაჭრა. კარებშივე გაჩერდა და დიდი ინტერესით დააკვირდა რაღაცას, მეც მის მზერას თვალი გავაყოლე და ფოტო-სურათთან აღმოვჩნდი.
-ამან დაატრიალა ამდენი საქმეები?
-როგორც შენ უწოდებ ამ ,,ამან“ს ჩემთვის და არამარტო ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
-კარგი არ მინდა ეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები, აშკარაა რომ ამ დაუგეგმავი მოგზაურობის გამო ემილისთან პაემანი ჩამეშალა.
-ოჰ.. ემილი ახალია ?
ვკითხე და ამრეზად ავხედე.
-ახალი და თან როგორი, იდეალურია ვერაფერს იტყვი.
-ოოო... დამაინტრიგე.
-ვეცადე მაინც. კარგი ახლა არაფერს არ გკითხავ თვითმფრინავში თვითონ მომიყვები ყველაფერს, რასაც საჭიროდ ჩათვლი, ახლა ბობის ჩანთა მომეცი.
-კლეტკებიანი?
-ხო ეგ.
მეც მივაწოდე, ბობი ფრთხილად მოათავსა ჩანთაში და მე გამომიწოდა.
-ორივეს ერთად ვერ წავიღებ, დიდად არ დაგამძიმებს, შენი ჩანთა სად არის?
-საძინებელშია.
გავძახე, უკვე საძინებლისკენ მიმავალ დანიელს.
-გოგო ეს რაამბავია?
გამომძახა მან იქედან ხმაზე შევატყვე საკმაოდ გაოცებული ჩანდა, მაგრამ არ შევიმჩნიე.
დაახლოებით 10 წუთში ს აეროპორტში ვიყავით, ხოლო უკვე ორ საათში თბილისში. დანიელი გაოცებული ათვალიერებდა ზემოდან თბილის და როგორც ეტყობოდა საკმაოდ გაოცებულიც ჩანდა.
-ეეე, როგორ შეცვლილა, ძაან გალამაზებულა ტიფლისი.
-10 წლის წინ, აბა დენიც არ გვქონდა.
-აუუ მართლა მაგ დენზე გამახსენდა, მახლოვს მე და ჩემი უბნის ბიჭები ,,შუქი“, რომ მოვიდოდა ერთ ამბავში ვიყავით, იმ წამსვე ვრთავდით სონი ფლეიერს და მარიოს ვთამაშობდით, ეჰჰ კაი იყო ბავშვობა ტიფლისში.
-ახალგაზრდობა უკეთესი იქნება, ამას მე გპირდები.
ვუთხარი და ლოყაზე ხმაურიანად ვაკოცე.
-შენ რამ დაგათბო ამხელა, ხშირად უნდა ჩამოგიყვანოს კაცმა აქ.
-ახლა გადაწყდება ოდესმე ჩამოვალ აქ კიდევ, თუ სულაც აქ დავრჩები სამარადჟამოდ.
-აუუ შენი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები ლონდონში რომ დაგეტოვებინა არა მისს ანნა?
-თუ შეიძლება კორექტირებას შევიტან თქვენს სიტყვებში. მისს ანნა აღარ, აქ ასე არ დამიძახო რა, თორემ ერეკლე, გიო და დათო აიტაცებენ მაგას და მთელ თბილის მოსდებენ მაგ ამბავს, აქ მე ყველა ტასოს, ან ანასტასიას მეძახის.
-ოჰჰ, დიდი ამბავი, შენ ემილისთან პაემანი ჩამიშალე, მე ამგვარად გადაგიხდი სამაგიეროს.
-ვინმემ გთხოვა წამოდიო?
-სხვაგვარად არ გამოდიოდა, ხო აზრზე ხარ ტო.
წარმოთქვა ძველბიჭური ხმით.
- გამოვიდა თბილისური აქცენტი?
-,,ტოს“ ჩაკვეტების სისტემას არ ხარ ჯერ დაუფლებული, მაგას ჩემი ბიჭები მიხედავენ.
-კარგი ბრატ.
-და შენ სულ ასე უნდა ილაპარაკო ?
-რავი, გააჩნია თუ გამომივა კი თუ არადა შევეშვები.
-შეეშვი რა ეს შენი სტილი არ არის.
-რას მებლატავები ბრატ ტო?
წარმოსთქვა იგივე ინტონაციით.
-,,ტო“ ზედმეტი იყო ახლა.
-ხო, ეგ მეც შევამჩნიე.
მითხრა ორწუთიანი ფიქრის შემდეგ და ისევ ფანჯარას მიუბრუნდა. რეგისტრაცია გავიარეთ და გეზი სახლისკენ ავიღე, დანი ძვლივს დავარწმუნე, რომ ჩემთან დარჩენილიყო და ბევრი ხვეწნის შემდეგ როგორც იქნა სასტუმროში დარჩენა გადავაფიქრებინე. ჩემი საქართველოში ჩამოსვლის ამბავი არავინ არ იცოდე, მერიმაც კი. მოულოდნელობის ეფექტით სარგებლობის პრეროგატივას ამჯერად მე ვფლობდი.ტაქსი გავაჩერე და აეროპორტიდან ვაკეში ტაქსით გავედი. ეზოში რამდენიმე მეზობელი დამხვდა, მესიამოვნა ამდენი ხნის შემდეგ მაინც რომ ვახსოვიდი და თბილად, რომ მომიკითეს. არც ის გამომპარვია, როგორი მზერა დაასეს დანის ეზოში მდგარმა უბნის გოგოებმა.
-ვაი თქვენს პატრონს მეთქი !
გავიფიქრე და გზა გავაგრძელე. როგორც ყოველთვის ზარი არც ახლა გამომიყენებია. ჩემი ტრადიციული დაკაკუნება ვცადე, სამი ხმამაღალი და ერთი ჩუმი. ფეხის ხმა, რომ გავიგე ყურებამდე გამეღიმა, სულ ოთხი თვეა რაც არ მყავდა მშობლები ნანახი მაგრამ მაინც უზომოდ მენატრებოდნენ. შემდეგ ხმა მიწყდა. მე ისევ გავიმეორე ტრადიციული დაკაკუნება. შემდეგ ვიღაცამ სწრაფად გააჩხრაკუნა გასაღები და კარები გამიღო. ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა კარების ზღურბლზე მდგარი მამა რომ დავინახე. წამსვე დავაგდე ჩანთა ძირს და პატარა ბავშვივით ჩამოვეკიდე კისერზე.
ამ ხმაურზე დედაც გამოვიდა სამზარეულოდან, ჩემ დანახვაზე ერთი კი შეჰკივლა.
-ამას აქ რაუნდაო?!
და შემდეგ ჩვენსკენ გამოიქცა. მშობლების მოფერებით რომ გული ვიჯერე შემდეგ დანი შემოვატარე სახლში, ჩემი მშობლები მას უკვე იცნობდნენ საკმაოდ კარგად. ბობი ჩანთიდან ამოვიყვანე, თავდაპირველად ვერ მიხვდა სად იყო, მაგრამ შემდეგ თითქოს იგრძნო მშობლიური გარემო და განავარდა ერთი ოთახიდან მეორეში.
ორმაგი თამაში.. Part II (ნაწილი IV)

მე ჩემი ჩანთა ოთახში შევიტანე, დანის თავისი ოთახი ვუჩვენე და მისაღებში გამოვედი. არც დედა არც მამა, არცერთი მეკითხებოდა ჩამოსვლის მიზეზს, თითქოს ხვდებოდნენ და ხმას მაინც არ იღებდნენ. საღამოს ბიჭებს და მერის დავურეკე და ყველანი ერთად შევიკრიბეთ. არავისზე არ მითქვამს ნამდვილი ჩამოსვლის მიზეზი, დანის გარდა არავინ იცოდა სინამდვილეში რა მოხდა, ისიც იმიტომ რომ სურათი დაინახა თორემ არც მაგაზე ვაპირებდი თქმას. მთელი საღამო ბავშვობას ვიხსენებდით, ვიცინოდით, ვსვამდით. ბიჭები დანის გაკვეთილებს უტარებდნენ სათაურით: ,,როგორ ვისარგებლოდ, თბილესელთათვის დამახასიათებელი წინსართით ,,ტო“. ბოლოს როგორც, იქნა დანიმაც დაუმუღამა და წარა-მარა აღარ გასძახოდა ,,ტო“-ს და ,,ბრატუხ“-ს. არა რა მიანც რა მასხარაა ეს ბიჭი! რაში დასჭირდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე კი მაინც გულიანად მეცინებოდა მის ჩაკვეტებულ ,,ტო“ებსა და სიტყვათა რახარუხზე. საძმო ღამის პირველზე დაიშალა , ისიც იმიტომ ესენი ნამგზავრნი არიან და დასვენება სჭირდებათო, თორემ გავათენებდით ისე. სტუმრები გავაცილე თუ არა, ოთახში შევედი და ლოგინზე ვარსკვლავის ფორმით გავწექი.
-ხვალ დიდი დღეა დიდი !
წარმოვთქვი ხმამაღლა და ღრმა ძილს მივეცი თავი.

თავიდანვე დღე უჩვეულოდ დაიწყო, სხვისი გაღვიძების გარეშე გამეღვიძა (მიუხედავად იმისა,რომ ძალიან დაღლილი ვიყავი), საათს რომ დავხედე ათის ათი წუთი იყო. ნელა წამოვდექი და აბაზანაში შევედი. დღეს შხაპიც რაღაცნაირი, ძალიან სასიამოვნო იყო. აბაზანა მალე დავტოვე, გარდერობიდან თეთრი მოკლე კაბა გადმოვიღე, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, თმები გავიშალე, ჩანთა ავიღე და ოთახი დავტოვე.
ორმაგი თამაში.. Part II (ნაწილი IV)

მისაღებში მამაჩემის გარდა არავინ დამხვდა.
-დილამშვიდობის !
-დილამშვიდობის, რა ადრე გაგიღვიძია მამი.
-ხო რაღაც საქმე მაქვს და უნდა გავიდე, ხო მართლა მამა ჩემი მანქანა ისევ ადგილზეა?
-რაც შენ წახვედი იმის შემდეგ ხელი არავის მოუკიდია, გარაჟში აყენია, გასაღები კი კარადის ზემოთ თაროზე დევს.
მითხრა და იქვე მდგომ კარადაზე მიმითითა. მეც კარადის ბოლო თარო მოვძებნე, და იქ დადებული ჩემი გულის ბრელოკიანი გასაღები ჩამოვიღე.
დეტალები ქმნიან ყველაფერს განსაკუთრებულსა და ორიგინალურს.
ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ამ წამს საბოლოოდ დავრწმუნდი. ხომ ვითომ არაფერია ეს ერთი შეხედვით უბრალო გულის ბრელოკი, მაგრამ რატომღაც ამ უბრალო დეტალმაც კი სიხარულით ამავსო. ხმაურიანად ვაკოვე თენგოს ლოყაზე და სახლი დავტოვე.
არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეთი ძლიერი არასდროს არ ვყოფილვარ ჩემ ცხოვრებაში. არასდროს ასე გულმოდგინედ არ მივმდგარვარ საქმეს. მაგრამ ეს ხომ ერეკლეა და სადაც ერეკლეა იქ თან ჩემი მთელი გული და სულიცაა.
აიი კიდევ ერთი სასწაული.! არ ვიცი რას დავაბრალო, იმას,რომ ქართველ ხალხს გაუჭირდა თუ იმას, რომ ქვეყანაში კრიზისია, მაგრამ აშკარაა, დილის 10 საათზე, ამას მეორე ნაირად პიკის საათს ეძახიან თბილისში, რადგან ყველა სამსახურში, ან უნივერსიტეტში, ან სკოლაში მიდის ყველანაირი შეფერხების გარეშე (გზაზე სულ მწვანე შუქნიშნები ენთო), მივაღწიე ოფისამდე.
-ბედის ირონიაა ! თითქოს მთელი სამყარო მეხმარება და მგულშემმატკივრობს.
ნელა შევაღე ოფისის კარები, მაშინვე ვიგრძენი როგორ მომნატრებია აქაურობა, თანამშრომლების, უბიდან გადმოვარდნილი თვალები და პირდაღებული სახეები დავაიგნორე და ამაყად მივაჭირე ლიფტის ღილაკს თითი. მალე მესამე სართულზეც აღმოვჩნდი, მიმღებში ისევ იგივე მდივანი დამხვდა, ისიც აშკარად გაოცებული ჩანდა ჩემი ,,ტრიუმფალური დაბრუნებით“. მე კი ვითომ აქ არც არაფერიას სახით მივედი და მივესალმე.
-გამარჯობა ლანა !
ვუთხარი და თბილად გავუღიმე.
-გამარჯობა ანასტასია. არ გელოდი.
-არც მე. ბატონი ერეკლე კაბინეტშია ?
-დიახ, მაგრამ ჩაწერილი ხართ შეხვედრაზე?
-უკაცრავად?
ვითომ ვერ გავიგე მეთქი ისე შევხედე.
-არა ისა... არაფერი, შებრძანდით.
-მადლობ.
ვუთხარი და თბილად გავუღიმე. კარების ზღურბლთან ერთი ამოვისუნთქე და კარები, როგორც ყოველთვის დაუკაკუნებლად შევაღე. ამას წამსვე მოყვა საპასუხო რეაზცია.
-ხომ გითხარით, კარებზე დააკაკუნეთ შემოსვლის დროს თქო.
სივრცეში გაისმა ძალიან მონატრებული, ორი წლის გაუგონი ბარიტონი და სახელურს ჩავეჭიდე იქვე, რომ არ ჩავკეცილიყავი. არვიცი იმ წამს რამ მომცა ძალა, მაგრამ ყველანაირი ემოცია გავდევნე, წელში გავიმართე და ოთახში ამაყად შევაბიჯე.
-გამარჯობა.
ჩემ დანახვაზე ღიმილი სახეზე შეახმა, ვაკვირდებოდი მის სახეს: ჯერ გაოცებული იყო, მაგრამ შემდეგ სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა.
-ჰმმ... სხვა ვინ იქნებოდა?!
-ასე მალე არ გელოდი პატარავ !
მისი ხმა ძალიან მკაცრად და ცინიკურად ჟღერდა მაგრამ მასში მაინც იგრძნობოდა მონატრებისა და სიყვარულის ნაპერწკლები.

ვიცი ვაგვიანებ, ვიცი მაგრამ უბრალოდ სხვაგვარად არ გამოდის. ბევრი სამეცადინო მაქვს, წლისბოლოს გამოცდები მაქვს ჩასაბარებელი და იმედი მაქვს გამიგებთ.
მოკლედ, აქ სიტუაციები როგორც ხედავთ მაგრად აირია, დარჩა ერთი თავი ისტორიის დასასრულამდე და სავარაუდოდ მე მეტ ისტორიას აღარ დავწერ. (თუ მუზამ უძალიანმაგრესად არ შემაწუხა
არ იდარდოთ ჰეფი ენდიც იქნება, სიყვარული და კარგად ყოფნაც იქნება
მიყვარხართ ყველა, მინდა იცოდეთ, თქვენი ყველა კომენტარი ძალიან მახარებს, ის რომ არ ვეხმაურები იმას არ ნიშნავს რომ სულერთია ჩემთვის, არაფერიც სულერთი არ არის!
მგონი ეს თავი დიდია, კომენტარებს თუ არ დაიშურებთ (იყოს კრიტიკაც, ვინ დაეძებს) დიდად გამახარებთ.
მოკლედ ძალიან გამიგრძელდა სიტყვა მაგრამ არაუშავს. მადლობა ყველას ვინაც კითხულობთ ჩემ ისტორიას !



№1  offline წევრი knuwik

არ ველოდიი თუ დადებდი, ისე შევამოწმე და უცებ შენი ნიკი რომ დავინახე მაგრად გამიხარდა, ახლა ვიწყებ კითხვას ვიცი ძაან მაგარი იქნება love

 


№2  offline წევრი Overthinking

ოჰჰ კარგია კარგი love გელოდებით love

 


№3  offline წევრი მარგო ♥

მაგარიაა...!!! მაგარია...!!! მაგარიაა...! ვგიჟდები ამ ისტორიაზე, აუუუ არ დაამთავრო რა, წერე სულ, ოღონდ არ დაამთავრო. love
რას ქვია მეტს აღარ დაწერ იმედი მაქვს ხუმრობ თორემ, ეს რომ სიმართლე იყოს ძალიან მეწყინება. ძაან მიყვარს შენი ისტორიები და სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე, ამ ისტორიის დამთავრების შემდეგ ისევ ველოდები ახალ ისტორიას.
არანაირი მეტს აღარ დავწერ ! შენი მუზა ჩვენი ერთგულია wink love

 


№4  offline წევრი Shore

მომეწინააა ძალიიიან /
:)) კარგი "მსუყე" თავი იყო ძან ძან კარგი გოგო ხაარ და არავითარი ის რო ამ ისტორიის მეტს არ დაწერ მასეთი აგაარ თქვა თორე მე რა ვქნა მერე შენი ისტორიების გარეშე :დ თან ძალიან რო მომწონს....:)))) ყველა ერთი მეორეზე უკეთეს ისტორიებს წერ :* ასე რომ არა მგონია გაგვიმეტო და ასე დაგვტოვო შენი ერთგული მკითხველი :((( <3 მეც მაქვს გამოცდები წელს :( 11 კლასის და მესმის შენი დაგვიანებისათვის არ გსაყვედურობ მთავარია თავებს დებ უმაგრესს <3

 


№5  offline წევრი FLAWless

გვეღირსა...მომწონს ძალიან მაგრამ იმედი მაქვს ცოტა მალე დადებ ახალ თავს ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent