პირადი მცველი [7]
მანქანაში არცერთს ხმა არ ამოუღიათ,არც კი შეუხედავთ ერთმანეთისთის,თუმცა რაღა საჭირო იყო სიტყვები,ქალს ყველაზე მეტად ის აგიჟებდა რომ ერთი წამითაც არ გაბრაზებულა დვალზე,სხვა დროს სხვა მამაკაცები რომ შეეხებოდნენ ხოლმე ზიზღისა და სიბრაზის გრძნობა ახრჩობდა,ახლა კი პირიქით,კისერი ჯერ კიდევ გახურებული ჰქონდა და ახლაც გრძნობდა მამაკაცის ცხელ სუნთქვას. –ძალიან შემაშინე ანასტასია,ხომ გითხარი გვერდიდან არ მომცილდე მეთქი მამაკაცის სიტყვები ზარებივით ჩაესმოდა,ფანჯარაში იხედებოდა და უკვე მეასაჯერ თუ მეათასეჯერ ამეორებდა კადრებივით რამდენიმე წუთის წინ მომხდარს.ვერაფერი გაერკვია,თუმცა გასარკვევი რა იყო –არ მინდა სახლში უცებ დაარღვია სიჩუმე და ამ სიტყვებით მამაკაცის გაბრაზებულ მზერას მოჰკრა თვალი –გვიანია უკვე,თანაც ვეღარ მივბრუნდებით –არა იქ აღარ მინდა,უბრალოდ სახლში არ მინდა ჰაერი აღარ ჰყოფნიდა და მანქანის სახელურს დასწვდა,კიდევ კარგი ჩაკეტილი იყო,თორემ მიმავალი მანქნიდან გადახტებოდა –რას აკეთებ? ისეთი მკაცრი ხმით უთხრა მამაკაცმა რომ სუნთქვა შეეკრა –გააჩერე დვალმა უცებ მოტეხა საჭე და მანქანა გადააყენა,მერე ქალს გადმოხედა,თუმცა ჭავჭავაძე სწრაფად გადმოხტა მანქნიდან და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი,რომელიც თურმე იმ წუთში ძალიან აკლდა. ადამიანს შეიძლება ბევრჯერ შეუყვარდეს,ბევრჯერ განიცადოს სიხარული,ბედნიერება და უბედურება,თუმცა პირველი შეგრძნება ყველა დანარჩენისგან განსხვავებულია,სწორედ ამიტომ ამბობენ პირველი სიყვარული მაინც სხვააო,პირველ სიყვარულში ციფრს კიარ გულისხმობენ ანდა სხვა რამეს,არა!მასში იმ პირველ შეგრძნებებს გულისხმობენ პირველად რომ აღმოაჩინე და განიცადე!ის შემდეგ შეიძლება უამრავჯერ განიცადო თუმცა პირველი ყოველთვის გემახსოვრება. ჭავჭავაძეს აქამდე ასეთი რამ არ განეცადა,არასდროს მონდომებია ჰაერი ასე ძალიან და არასდროს უგრძვნია ჰაერის უკმარისობა ფილტვებში,არც ხელები არ აკანკალებია არასდროს,და არც დაბნეულა.ახლა ყველა ეს განცდა ერთად მოაწვა და თითქოს მოწყდა ადგილსამყოფელს –რა გინდა ჩემგან? მოულოდნელი შეკითხვა დაუსვა დვალს,რომელიც იცოდა უკან იდგა და სივრცეს გაჰყურებდა –შენ მინდიხარ,მთლიანად პასუხმა გონება დაუბინდა,უკან შეტრიალდა და დვალის სახეს მიაშტერდა,მამაკაცს ხელში სიგარეტის ნამწვავი ჰქონდა,მხრები მიბრუნებული ჰქონოდა და სივრცეს გაჰყურებდა,ქალი რომ მიუახლოვდა ამჩნევდა,თუმცა არ იმჩნევდა. გააზრებული ჰქონდა უკვე,რომ წეღანდელი საქციელი შეცდომა იყო,უბრალო ვნებებზე და გრძნობებზე აყოლა,იცოდა რომ ამ გოგოს სიახლოვე არ შეიძლებოდა მისთვის.მაშინ რატომ უთხრა შენ მინდიხარო?რატომ გამოუტყდა? ქალი გაშტერებული უყურებდა და თან მამაკაცის სიმშვიდე აბრაზებდა. დვალი ნელა შემობრუნდა და მანქანაში ჩაჯდა,ანასტასიამაც გაიმეორა მამაკაცის მოქმედება. არცერთს არ ამოუღია ხმა სახლამდე –გოგი არ ჩამოდის ხვალ –შენ საიდან იცი? –დამირეკა –მე მითხრა 2 დღეშიო,ორი დღე გავიდა უკვე –ხოდა ვერ ჩამოდის,კიდევ ერთი კვირა მოუწევს დარჩენა ალბათ ქალს სიბრაზე დაუფარავად ეტყობოდა –მე რატომ არ დამირეკა? თვითონაც მიხვდა რომ სულელური კითხვა დასვა,ამიტომ პასუხს არც დალოდებია ისე დასწვდა მანქნის სახელურს,მაგრამ ვერაფრით მოერია,ძალა აღარ დარჩენოდა სხეულში. შენიშნა როგორ გადმოიწია მამაკაცი მისკენ და რამოდენიმე სანტიმეტრიღა აკლდა რომ მის წელს შეხებოდა,არც დვალის მზერა გამოპარვია შიშველ ფეხზე რომ ეცემოდა.კარი გაუღო და ხელი თავის ადგილას დააბრუნა.არც დაემშვიდობა ისე გადმოვიდა და სახლში შევარდა. მაღალქუსლიანები გაიხადა და იქვე საწოლთან მიაგდო,ცივი წყალი გადაივლო და საწოლში შეწვა,მთელი ღამე ბორგავდა,ცუდად ეძინა. ***** –თეა ამდენ საჭმელს ვისთვის აკეთებ? ქალს არც შეუმჩნევია დამიანეს შემოპარვა სამზარეულოში და ცოტა შეშინდა მამაკაცის ხმაზე –გამიხეთქე გული,როდის დაბრუნდი? –ხუთი წუთია –სად იყავი აქამდე? –საქმეზე მოკლედ მოუჭრა ,არ უყვარს ეს ზედმეტი საუბარი და რა ქნას! –ასეთი რა საქმეა თვალები რომ გიციმციმებს? გამოიჭირა!გამოიჭირა! უპასუხოდ დატოვა ქალი სამზარეულოში –დუმილი თანხმობის ნიშანია თავისთის ჩაიბუტბუტა ქალმა და გაზქურა გამორთო. ***** –მომენატრე მამა –მეც მომენატრე ტასო,შენ გგონია მე მიხარია რომ გაგრძელდა ჩემი ვიზიტი?უბრალოდ საქმე მოითხოვს ასე –მესმის,უბრალოდ უნდა გაგეფრთხილებინე –დამიანე გავაფრთხილე –მე და დამიანე ერთი ვართ მამა?კარგი რა! როდის მერეა ის კაცი ჩემი უფროსი? –სანამ მე შენთან არ ვარ ის არის შენი უფროსიც და ყველაფერი რაც კი გჭირდება! თავს გაუფრთხილდი ტასო!არ მანერვიულო –კარგი კარგი,გკოცნი მობილური დაუკიდა გაბრაზებულმა და ჩამოყრილი თმა ზევით აიწია –იმ კაცის უფროსობა მაკლია რა! ჩაიბუტბუტა სარკესთან,სარკეზე მზის ანარეკლი დაეცა და უცებ ზღვა გაახსენდა,ძალიან მოენატრა ბათუმი.თან ისეთი გადაღლილია ამ გაურკვევლობისგან,რომ დარწმუნებულია,ახლა ზღვა და პლიაჟი ყველაზე მეტად უშველის! უბრალოდ ერთი რამაა,გოგი როგორ დაიყოლიოს? გაუჭირდება! ***** –გთხოვ რა მამიდა! –არ ვიცი ანასტასია,შენი მომვლელობა მე მაკისრია სანამ მამაშენი არ არის,ამიტომ მის გარეშე ვერ დაგთანხმდები მაგაზე –კარგი რა მამიდა,უბრალოდ დაურეკე და სთხოვე –კარგი ხო ,დავურეკავ,მაგრამ ახლახანს არ ჩამოდი იმ ბათუმიდან?რა გაქვს იქ ასეთი ნეტავ ვიცოდე! გაბრაზებული დასწვდა ქალი ტელეფონს და რამოდენიმე ზარის მერე მამაკაცის ხმა მოესმა.ცოტახანი ელაპარაკა,მერე დაემშვიდობა და კარებში მდგარ ანასტასიას შემოუბრუნდა –მხოლოდ ორი დღით სასაცილოდ გაუქანა ქალმა საჩვენებელი თითი –აუ რა მაგარი ხარ რუსო! მოეხვია ქალს და ოთახში ავიდა. ლიკასთვის უნდა დაერეკა, იცოდა რომ ნენე ვერ წამოვიდოდა,სამსახურის საქმეებზე დარბოდა ქალაქგარეთ,ლიკა კიდევ თავისუფალი იყო,ამიტომ ჯერკიდევ ჰქონდა შანსი! –კარგი რა გაეწყობა,მეც მომენატრა ზღვა,წამოვალ ლიკაც დაითანხმა! ახლა ერთი პრობლემაა,დვალს ისე უნდა გაეპაროს რომ ვერ მიხვდეს,იქ რომ ჩავა უკვე გვიანი იქნება,ორი დღისთვის ხომარ ჩამოაკითხავს არა? ბარგს დასწვდა და რამოდენიმე წყვილი ტანსაცმელი ჩაალაგა. მართლა რა უნდა ბათუმში,რამოდენიმე დღეა რაც ჩამოვიდა,უბრალოდ ახალ ხრიკებს აწყობს ეს გოგო,რომ ჭკუიდან გადაიყვანოს ის კაცი,მაგრამ სად დაემალება?დვალი მიწიდანაც ამოთხრის,და ეს თვითონაც მშვენივრად იცის. –იმედია დამიანეს გარეშე არ მიდიხარ ოთახში რუსო შემოვიდა და ჩემოდანს დაუწყო თვალიერება –არა,ისიც მოდის ურცხვად იტყუებოდა –კარგია,უფრო დაცული იქნები,თანაც ჩვენც არ ვინერვიულებთ –კარგი რა მამიდა,რა არის სანერვიულო,ორი დღით მივდივარ,თანაც მეზობელ ქალაქში გაბრაზებული წამოდგა და ჩემოდანი შეკრა –ხომ იცი შვილო,უამრავი თავქარიანი დადის ქალაქში,შენ რომ ვინმემ რაიმე ზედმეტი გითხრას მამაშენი მთელს ქვეყანას გადაიმტერებს,მაგიტომაც გიფრთხილდებით ასე,თორემ შენი საწინააღმდეგო კი არაფერი გვაქვს. ახლოს მივიდა ანასტასიასთან ქალი და სახეზე მოეფერა –კარგი წადი,აბა შენ იცი ღიმილით გააცილა სახლიდან ***** ჭავჭავაძე ერთი წუთით ნამდვილად ჩაფიქრდა–ხომ არ სჯობს დავურეკო დვალსო,თუმცა მალევე გადაიფიქრა.ნახევარ საათში უკვე ლიკასთან ერთად იჯდა თვითმფრინავში,დვალი სულ გადაავიწყდა –როგორ გამოგიშვეს მარტო? გაკვირვებული დააყარა ლიკამ კითხვები –სახლში ჰგონიათ რომ დვალიც თან მახლავს –ცუდად ეთამაშები მაგ კაცს ანასტასია! საჩვენებელი თითი დაუქნია ქალს და სახეზე მომდგარი სიცილი შეიკავა. –კარგი რა,თვითონაც დაისვენებს ცოტახნით და მეც ღვედები გადაიჭირეს წელზე და ორ საათში უკვე შავი ზღვაჩ გამოჩნდა ლამაზი ქალაქია ბათუმი,აქ ერთმანეთს ერწყმის თანამედროვე და უძველესი არქიტექტურა.ეს არის ორიგინალური ქანდაკებების ქალაქი: სიყვარულის ძეგლი - ალი და ნინო,კოლხი მედეას ქანდაკება,ბერძნული მითების ერთერთი წარმომადგენელის - აპოლონის ქანდაკება და მრავალი სხვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.