შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტი ვიდრე სიყვარული 5


1-05-2015, 16:39
ავტორი qari
ნანახია 3 633

როგორც სჩანს აკომ და მარიამმა უკვე საკმაოდ ღრმად გაარკვიეს თავიანთი გრძნობები,რომ მივედით ჩახუტებულები ისხდნენ და გვიღიმოდნენ.
უცნაურია მაგრამმარიამის მაგივრად მე ვწითლდები მრცხვენია თითქოს...ფიქრებისგან გამოტენილ თავს ვაქნევ და ისინიც მაშინვე იფანტებიან.უცებ გონებაში ერთი აზრი მომდის და სანამ გავაანალიზებდე უკვე დიტოსთან წამოვრშე
–იქნებ ჯობდა მარტო დაგვეტოვებინა?
დიტო მაშინვე ახლად გამომცხვარ წყვილს ავლებს თვალს მერე მე მაჩერდება მიღიმსი
–ჰო!მგონი სჯობს.წამოდი სახლში წაგიყვან
მისი მწველი მზერისგან ყელი ერთიანად მიშრება და ღვინის ბოკალში დარჩენილ ღვინოს ერთ ყლუპად ვსვამ და,ერთიანად აწითლებული ბოკალს ვაკვირდები.
–ვხედავ სასმელზე გიჯდები.
მისი ირონიული სიტყვები ექოსავით ჩამესმის ყურში დაჩემდაუნებურად ვაჩერდები
–იცი პირველად ვსვამ!რადგან იქ...არ გვქონდა ამის უფლება და ალბათ არც კი ჰქონდათ.
ჩემ სიტყვებზე შეკრთა,თითქოს დაიბნაო და ნანობს მის სიტყვებს.თვალებს ხუჭავს თითქოს წონასწორობის დაცვას სცდილობსო,მერე ახელს და ისევ იმ ირონიული გამომეტყველებით მიბრუნდება
–შესაძლოა თანაც ასეთი ძვირფასი ღვინო....
–გასაგებია!იმის თქმას ცდილობ რომ შეძლებული და ყველაფერში გარკვეულიხარ არა?
ის ისევ იბნევა მე კი მის გამომეტყველებას ყურდღებას არ ვაქცევ და ისევ გავნაგრძობ
–მაგრამ მინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილო,სულ არ მანაღვლებს შენ როგორი ხარ.
მისი სიტყვებით ნაწყენი ერთი ამოსუნთქვით ვამბობ ყველაფერს და სავარძელიდან ვდგები.
–წავიდეთ თუ არა?
მას გაკვირვება კიდევ სახეზე აწერია.პირს აღებს რაღაცის სათქმელად ,მერე ისევ კუმავს და სიცილით ტუჩის კუთხე ებრიცება!
ჩემი შეუპოვრობით აკანკალებული მარიამს და აკოს ვუბრუნდები და ცვენი წასვლის გამო ბოდიშს ვუხდი,ისინიც გათამაშებული შეწუხებულობით თავს გვიკრავაენ,მეც უკვე ნებართვა აღებული კარისკენ მივემართები.
როგორცკი გასასვლელში გავედი ვიღაცამ ხელიდან დამითრია და შემომატრიალა.დიტოა,სახე გაწითლებული აქვს. ჯერ კიდევ გაკვირვებული და, ამავდროულად გაბრაზებული დაჯინებულად მიყურებს
–ეს რაიყო!(მკვახედ და მბრძანებლურად მეუბნება)
მე მის ხელს ვაკვირდები მერე მას და მეც მასზე არანაკლებ გაბრაზებული და გაკვირვებული ვეუბნები
–და ეს რაარის!
ის უფრო მაგრად მიჭერს ხელს და მისკენ მითრევს,ისე ახლოს მივიწიე რომ მის აჩქარებულ სუნთქვას სახეზე ვგრძნობ.ჰმ!რა სურნელი ასდის...ალბათ როგორც ეს ღვინო.მისი სუნამოც არანაკლებ ძვირი იქნება,უცებ ვფიქრდები ნეტა მარიამის სუნამოც აეთი სასიამოვნო და ძვირად ღირებულია რომელიც მე მასხია?!
რა სულელი ვარ ახლა ამის დროა?როგორმე მის მკლავებს უნდა დავუძვრე.უცებ მის ხელზე ჩემსას ვავლებ და ვქაჩავ თან დაძაბული ვებურტყუნები
–რას აკეთებ,გამიშვი მეტკინა
ის უფრო მაგრად მიჭერს თითქოს დროში გაიყინაო,სახეზე არაფერი აღარ აწერია,არც გაბრაზება,არც გაკვირრვება.
ჯანდაბა!უკვე მაშინებს.
აცახცახებული და უკვე საკმაოდ შეშინებული ვემუდარები
–მტკენ დიტო!
თითქოს გამოირკვა თვალებს ხუჭავს ღრმად ისუნთქავს ჰაერს და ხელს მიშვებს.წამიერი ტკივილი მივლის,ხელს უნებურად ვიკიდებ ნატკენ ხელზე და ვისრეს,ძაან მტკივა,ჩამილურჯდა.
–ღმერთო რა სათუთუ კანი გაქვს,როგორ ჩაგილურჯდა.
დამნაშევის გამომეტყველებით ბურტყუნებს და თვალებში მაჟინდება
–არა სათუთუ კანი მე არ მაქვს.იმდენად მაგრად მიჭერდი რომ ცოტაც და ძვლებში გადატეხდი ჩემს მკლავს!
თვალებ ანთებული ვეუბნები და კიბეზე ვეშვები.ის ოხრავს და უკან მომყვება
–კარგი რა სანდრა არ გეყოფა ასე ბავშურად ქცევა?
–რაა?!რა გავაკეთე ბავშურად
–რა და ყველაფერი
–შენ?შენ რანაირად იქცევი?წარამარა უნდა შემახსენო რომ თქვენსავით...თქვენნაირად გაზრდილი და შეძლებული არა ვარ?
ის უკვე მოთმინება დალეული ხმამაღლა ლაპარაკობს.
–ჰო! მე შეძლებული ვარ.მაგრამ ისმას არ ნიშნავს რომ შენ ჩემზე მეტი ხარ!მე ეს არცკი გამიფიქრებია.
ოჰო!მისი ეს გაბრაზება მსიამოვნებს.გამოწვევა მიღებულია ახლა ჩემი ჯერია.რას ვაკეთებ ვერ ვხვდები ასეთი ტონით და ამდენი არავისთან არ მისაუბრია მითუმეტეს მამაკაცთან!ალბათ იმ თეთრი სითხის ბრალია რომელიც საკმაოდ ძვირი და გემრიელი იყო!
–კი შეძლებული ხარ,შენი მშობლები ხომ საზღვარ გარეთ არიან ალბათ სოლიდურ თანხას გიგზავნიან და შენც ნებივრობ.
უკვე გაცეცხლებული მიყურებს.სიმწრისგან ყბები უთამაშდება
–მე ვმუშაობ!ჩემი ხელფასი მაქვს თანაც საკმაოდ ბევრი...ჰო ჩემი მშობლებიც მიგზავნიან ეს ხომ ლოგიკურია მე მისი ერთადერთი შვილივარ და ისინი ზრუნავენ ჩემზე,თუმცა ამას ალბათ შენ ვერ მიხვდები.
ჯანდაბა!ჯანდაბა!ეს გინდოდა?მოგსვა ადგილზე?ჩამკირკიტებს ჩემი ქვეცნობიერი.მეკიდე საშინლად გულნატკენი ვუცაცხანებ თავი დამანებოს!
თვალცრემლიანი დიტოსკენ ვაპარებ თვალს და ვხედავ სინანული აწერია სახეზე შეცბუნებული მიყურებ სდა ჩემსკენ მოდის
–სანდრა!არ მინდოდა!..ამის დედაც.არ მინდოდა გთხოვ...
ცრემლებს ვყლაპავ და თავშეკავებული ტონით ვეუბნევი.
–კაი არაუშავს,ამაშიც მართალიხარ!
–არა არ ვარ მართალი!გთხოვ!
–იცი მეგონა დამოუკიდებლად ვიცხოვრიდი,გავიჩენდი მეგობრებს...ასეც ხდება მაგრამ მე თქვენგან 4_5 და შეიძლება უფრო მეტი საფეხურით დაბლა ვიდგე.მე თქვენნაირი ვერასდროს ვერ გავხდები,ვერასდროს ვერ აგიგკძალავთ რომ მსგავი რამ არ მაკადროთ,ცუდია რომ იმედი მქონდა.
–სანდრა არტომ ფიქრობ ასე?შენ არაჩვეულებრივი,ლამაზი და ნიჭიერი ადამიანი ხარ!რატომ ფიქრობ ასე?
,მწარედ მეღიმება.ჰო ის ნანობს მაგრამ მან ნათლად დამანახა რომ ეს მართლაც ასეა!
–როგორ სთქვი წეღან?*ეს ხომლოგიკურია*მე არასასურველი შვილი ვიყავი რომელიც მიატოვეს.მე ასეთად დავრჩები არასასურველი ყველასთვის!
ჩემი სიტყვებით გაოგნებული თვალები შუბლზე ასდის და პირი ოდნავ ეღება.
–რაა?!...მართლა ასე ფიქრობ?
თვალზე მომდგარ ცრემლს ისევ ვყლაპავ და მხრებს ვიჩეჩავ
–ეს ასეა და ასე იქნება მუდამ!
–სანდრა...შენ ფსიქოლოგი გჭირდება.
ახლა მე მიდიდება თვალები და მეღება პირი
–რაა?ფიქრობ გიჟი ვარ?
განერვუილებული თავს აქნევს
–არა!არა!უბრალოდ ვფიქრობ ერთი ორი სეანსი არ გაწყენდა!
–შენ რაიცი მე რა...
–სანდრა მე სპეც ნაზმელი ვარ მშვენივრად ვიცი...ჩვენ დიდხანს გვირყევდნენ ფსიქიკას,ვიცი ახლა შენ რასაც განიცდი შენ....სენ შენი თავი ცუდი გგონია რადგან მიგატოვეს
*მიგატოვეს*ექოსავით ჩამესმის ყურებში თვალებს ვხუჭავ და ჩემს სამყაროში ვიკარგები.მიმატოვეს!მინმატოვეს!ცუდივარ რადგან მიმატოვესჩემი ქვეცნობიერი თავის დაკვრით მეთანხმება.ცუდი ხარ რადგან მიგატოვეს!
ვგრძნობ რომ დიტოს ორივე ხელით ჩამბღაუჭებია მხრებზე და მანჯღრევს
–სანდრა!სანდრა!კარგათ ხარ სანდრა?
დაბნეული თავს ვუქნევ და მოგონილი ღიმილით ვუღიმი.
–ჰო!კარგათ ვარ!უბრალოდ რაღაცაზე ჩავფიქრდი და...მანქანა სად გიყენია?
უცებ მარიამივით თემის შეცვლა ვცადე და მგონი გამომდის.დიტო დაეჭვებული მიყურებს ერთხანს მერე მანქანისკენ იყურება და ხელით მანიშნებს რომ იქ დგას!მეც აუჩქარებლად ვეცლები და მანქანისკენ მივდივარ,ის ღრმად ოხრავს და მომდევს.
–მართლა კარგათ ხარ!
–ჰო!შეგიძლია სახლში მიმიყვანო?
–სახლში?!მე კი მეგონა გავისეირნებდით.
–არა მირჩევნია სახლში....წამოვწე და დავიძინო,თავბრუ მესხმის...
ოჰ!დიტო დაბრუნდა ის მზრუნველი და ალერსიანი დიტო ჩვეულ რიტმს უბრუნდება და მისი ჩვეული ირონიით იღიმება
–ეს ღვინის ბრალია
მე უკვე დაღლილი ვეთანხმები
–ალბათ!
–კაი მოდი ჩაჯექი და წავიდეთ!
..........
ჯანდაბა!ალბათ ჩამეძინა.დიტოს ხმა მარკვევს,თვალს ვახელ და ვხედავ ჩემსკენ გადმოწეულ დიტოს რომელიც ირონიულად დამყურებს ზევიდან.მისი სუნამოს სუნი ნესტოებს მწვავს...
–გაიღვიძე მოვედით!
დარცხვენილი ვსწორდები და თმას ვისწორებ თუმცა ისიც კი არ ვიცი არეულიმაქვს თუ არა!ნეტა დიდი ხანია რაც მძინავს?თითქოს ჩემს აზრს კითხულობდეს დიტო მპასუხობს
–მთელი გზაა გძინავს თავს ნაბახუსევად ხომ არგრძნობ?
ჯერ გაკვირვებული ვუყურებ მერე დარცხვენილი უკვე ხელებ ახლართული თავს ვუქნევ
–არა!კარგათ ვარ...
კარებს ვაღებ და გადავდივარ,ისიც თან მომყვება და გადმოდის მანქანიდან
–მადლობა რომ მომიყვანე და,ნახვამდის
–არ შიმიპატიჟებ?
–არა!
ისეთი კატეგორიული ტონით წარმოვთქვი ეს ერთი სიტყვა რმ მეთვითონ მიკივირს. ჩემი ქვეცნობიერი კი ტაშს მიკრავს და ღიმილით მაქებს.
–კარგი მაშინ მე წავალ ღამე მშვიდობისა.
გალანტურად თავს მიკრავს და ისევ ირონიულად მიღიმის.მერე საშინლად თავდაჯერებული მანქანისკენ მიდის და საჭესთან იკალათებს.თვალის წამში კიცადგილიდან წყდება.
..............
თავის საშინელი ტკივილით მეღვიძება.ოჰ!კიდევ კაი პირველ სმენაში არავარ თორე ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად ვერ წავიდოდი.
აბაზანას ვიღებ თავს ვიწესრიგებ და საათს რომ ვაკვირდები შეცბუნებული ვხტები სავარძლიდან.ჯანდაბა!რამდენი დრო გასულა უკვე 6ნახევარია.სასწრაფოდ ვიწესრიგებ თავს და გავრბივარ.5 წუთით ადრე მოვედი აქოშინებული ვდგავარ შესასვლელთან და ღრმად ვსუნთქავ...რა გიჯივით მორბოდი.მიდუდღუნებს ჩემი ქვცნობიერი,მეკი იმდენად დაღლილი ვარ პასუხის გაცემის თავიცკი არამაქვს.კარებთან ვდგები ისიც იმწამსვე იღება და ჩემი სამუშაო მაგიდისკენ მივდივარ.სადაც მარიამი ყურებამდე გაკრეჭილი მელოდება.მის ასეთ გამომეტყველებას ვერ ვხვდები და გაკვირვებული ვეუბნები
–ჰა!აბა მოყევი გუშინ რაქენი?
–არა არა ძვირფასო,თემას ნუ ცვლი ეს შენთვითონ მომიყევი შენ და დიტო სად გაიპარეთ?
–რააა!?გავიპარეეტ?!არსადაც არ გავპარულვართ უბრალოდ ვამჯობინე რომ მარტო ყოფნა უკეთესი იქნებოდა თქვენთვის და..მანს სახლში წამიყვანა ესაა და ეს!
თითქოს უნდობლად მიყურებს,მერე ჩემი გამომეტყველებიდან ხვდება რომ მართალს ვეუბნები და ნაწყენი ტუჩემს ბრუცავს.
–ოოო!ჩვენ კი გვეგონა რომ...
–ოჰ!მარიამ რამხელა ფანტაზიის უნარი გაქვს რომ იცოდეე!
თვალების ხამხამით ვეუბნები და ვიღიმები უცებ აკოს ხმა მომესმა
–მე ვთვლი რომ არა!(აკო)
გაკვირვებული თვალებ ახამხამებული ახლა მისკენ ვბრუნდები
–რა არა?!
ის იდუმალი ღიმილით მიღიმის და თემას ცვლის
–გუშინ ცოტა ზედმეტი დალიე როგორ ხარ?
–ოჰ!საშინლად მტკივა თავი არ ვიცი რა მოვუხერხო...
–ჰოოო!საქმე მართლაც მძიმედ ყოფილა,ისე კი მოგიხდებათ უჩემოდ რომ წახვედით
ჩემს ზურგს უკენ გეგას ვითომ ნაწყენი ხმა მესმის და ახლა მისხენ ვბრუნდებით
–საყვარელო მგონი ჩვენ გითახრით მაგრამ საქმეები გქონდა და....(მარიამი)
–ჰო ვიხუმრე!მართლაც საქმეები მქონდა.ისე ერთი ბოთლი ნაბეღლავი არ გაწყენდა.
უკვე მზერა ჩემზე გადმოაქვს გეგას და თბილად მიღიმის
ნაბეღლავი,ჰო გამიგია რომ კარგია
–თან ჩაციებული!ამატებს მარიამი თითქოს ამ საქმის ექსპერტი იყოს.იქნებ ასეცაა მანაც ხომ დალია მაგრამ თავს მშვენივრად გრძნობს.
მე სასწრაფოდ მაცივრიდან ნაბეღლავს ვიღებ და ერთი მოყუდებით ვუშვებ სხეულში რამაგარია!მართლაც მესიამოვნა.მთელი საღამო ნაბეღლავის ბოთლი არ გამიგდია ხელიდან,მაგრამ იმოქმედა და სახლში წასვლის დროს თავს უკვე მშვენივრად ვგრძნობდი.თამარს ფული გადავაბარე თბილად დავემშვიდობე და გარეთ გამოვედი.მოპირდაპირე მხარეს ბიჭების გროვა იყო,და უცებ აკოს ხმა მესმის
–ჰეი!სანდრა მოდი ჩვენს მეგობრებს გაგაცნობ.
რა ვქნა რომ არ მივიდე უხეშად გამომივა თუმცა კი საშინლად არ მსიამოვნებს ამდენ ბიჭებთან მისვლა.
აკო ხელს მხვევს და თბილად მიღიმის.
–ეს გიოა,ეს ბექა,ბესო და ლადო.გეგას კი ისედაც იცნობ.ეს კი ჩვენი დაა სანდრა
ბიჭებმა თავაზიანი ღიმილით ჩამომართვეს ხელი.მეც დარცხვენილი და ერთიანად აწითლებული ვუღიმი.
–ჩვენი ძმაც მოსულაა!(გეგას გავყურებ და მერე დიდოს ვლანდავ)
–გაუმარჯოს!(უცნაურია სულ ასეთი თავდაჯერებულია?საშინლად ლამაზია.მუქი ჯინსი და შავი მაისური აცვია თმა და წვერი ყოველთვის მოვლილიაქვს.თუმცა ის ხომ სპეცნაზმელია.)
–სანდრაა ჩვენთან.(უცნაურია თითქოს დაიძაბა აკო.)მე ვთხოვე ბიჭების გაცნობა მინდოდა და...
–გაიცნო?
–ჰო!
–ჰოდა წავიყვან ცოდოა დაღლილი იქნება.
მკაცრი მზერით ეუბნება დიტო,აკო კი მხრებს იჩეჩს და თავის მკლავებიდან მანთავისუფლებს.საოცარ სიგრილეს და სიმსუბუქეს ვგრძნობ აკოს რომ ვეცლები მაგრამ,დიტოს დანახვისგან მთელი სხეული დამეთიმა და ჩემი ხელების წვალებას არ ვეშვები.თუმცა ვხვდები რომ მარტო მე არ ვყოფილვარ ასე თითქოს აკოც დაძაბული იყო.
–სანდრა წამოდი გაგაცილებ(მისი მკაცრი ბარიტონი მარკვევს ფიქრებიდან.ბიღებს თავაზიანი ღიმილით ვემშვიდობები და მოვდივართ.ერთი აზრი არ მასვენებს და მოულოდნელად მცდება თუჩებიდან)
–შენ აკას ეკამათე?!
–ჰო!ვეკამათე.
–რატო?!
შეჩერდა და და ისეთი გამომეტყველებით მიყურებს *რასქვია რატომ*როგორ ვერხვდებიო.
–იმიტომ რომ შენ დაღლილი იქნები და თან გუშინ საკმარისზე მეტი დალიე.დასვენება გჭირდება.
–შენ ყველასთან ასეთი ხარ?
ისევ უკვირს
–ასეთი როგორი?!
გაბრაზებული,განერვიულებული,თავს და ხელებს ერთად ვამოძრავებ.
–როგორი და მბრძანებელი.ისიინი ხომ შენი მეგობრები არიან?
გაკვირვებას კიდევ ვერ მალავს აშკაარაა ვერ ხვდება რაზე ვუბრაზდები
–ჰო!ჩემი მეგობრები არიან.
წარბებს ჭმუხავს და თითქოს იმის გარკვევას ცდილობს რას ვფიქრო
–იქნებ ჩემთვისაც გეკითხა იქ მინოდა ყოფნა?
ახლა უკვე ირონიულად იღიმის
–სანდრა,შენ ხელებს ისე ხლართავდი რომ კითხვა ზედმეტი იყო...
ჯანდაბა როდისღა დამინახა?!
–აკო საშინლად დაიძაბა
–ვიცი!იცის რომ მიიღებს(ისევ მშვიდად და თავდაჯერებული ლაპარაკობს)
მიიღებს?!რატომ?რასჰქვია მიიღებს?
–ცეემ?!
ის უკვე ხარხარებს.
–ვცეემ?!შენ რა 15 წლის ბიჭი გგონივარ?
თითქოს მეწყინა მისი ქმედება.რატომ დამცინის?ტუჩემ გაბუშტული ვდგავარ და ჩურჩულით ვბუტბუტებ
–მიხარია რომ გაგაცინე!
ის სერიოზულდება და მძიმედ ოხრავს
–არ ხრა დაღლილი?
–არა!(მკვახედ ვუთხარი,მაღიზიანებს ყველაფერი როგორ იცის?ხოდა ახლა დაეჭვდეს და მიხვდეს რომ შეცდა ვერ გამოთვალა დაღლილი რომ არავარ)
–კარგია მაშინ ცოტა გავისეირნოდ!
–არც ახლა არ მეკითხები!
ისევ ირონიუად ეპობა ბაგეები
–გკითხო გასეირნება გინდა თუ არა?!ვფიქრობ სუფთა ჰაერი არ გაწყენდა!
–შენ ძალიან ბევრს ფიქრობ!
–ნუთუ!
–დიახ, დიახ!ვფიქრობ ფიქრი ცოტახანს უნდა შეწყვიტოთ!
მეც არანაკლებ ირონიულად ვუღიმი,თუმცა ჩემი სითამამით დაძაბული მაინც ვარ.მეშინია,აკო ისე დაიძაბა,მიხვდა რომ დიტო გააბრაზა და ამხელა კაცი შეაშინა ის კარგათ იცნობს და ხვდება რაც მოელის,ალბათ მეც თუ გავაბრაზებ ცუდი დღე არ ამცდება.
–მეკიდევ ვფიქრობ რომ თქვენ ფიქრობთ ბევრს,სანდრა წამოდი მართლა გავისეირნოთ,აქვე ახლოს ბარია და შევიდეთ,ცოტა დავლიოთ და ვისაუბროთ.
დავლიოოთ?იმის გახსენებაზე რომ შეიძლება ღვინო კიდევ დავლიო გულის რევის შეგრძნება მეუფლება,ალბათ ეს სახეზეც მაწერია დიტო ისევ ხარხარებს
–ნუ გეშინია ალკოჰოლურ სასმელს არ დაგალევინებ რამე გაზიანს ან ნატურალურ წვენზე გპატიჭებ რომელიც შენ გესიამოვნება!
თითქოს ვმშვიდდები და მეც მეცინება
–ნუ თუ ალკოჰოლი არა!კაი წავიდეთ.
.
ბარში სასინელი ხმაურია ბოლო ხმამდე აწეული მუსიკები და საკმაოდ შემთვრალი ახალგაზრდები არიან,ზოგი ცეკვავს,ზოგი კიდე სვამს.იმისათვის რომ ერთმანეთს ხმა გავაგებინოთ ბოლო ხმამდე ვყვირივართ
–სანდრა ფორთოხლის წვენს ხომ დალევ!
–ჰო!
–კარგი მაშინ იქ მიდი დაჯექი და მეც ახლავე მოვალ.
ხელით სავარძელზე მიმანიშნა,ორკაციანი სავარძელია წინ პატარა მაგიდა დევს.გაკვირვებული ვადევნებ თვალს აქაურობას,გუშინდელი ადგილი უფრო კარგი იყო საწყნარე თუმცა არც ამას არაუშავს,ნეტა ესეც მაგარი ადგილია?აქაც ყველაფერი უმაღლესი ხარისხისაა როგორც იქ!
ფორთოხლის წვენიტ ავსებულ ჭიქასა და ერთ ქილა ლუდს დგამს მაგიდასთან და ჩემს გვერდძე იკალათებს.
–მოგწონს აქაურობა?
ეშმაკურად ვუღიმი
–მგონი შენც მშვენივრად ხვდები...თუ ვერ მიხვდი?
მიხვდა ჩემს გამოწვევას,ტუჩემი სიცილით ეპობა
–თქვენ ხომ შემომთავაზეტ რომ ფიქრი შემეწყვიტა?თანაც მინდა შენთვითონ მითხრა,მინდა გაიხსნა სანდრა!



№1  offline წევრი Winchester

<3<3<3
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent