პირადი მცველი [8]
–რა უნდა ბათუმში დავით?! ჭავჭავაძეების სახლის ეზოში იდგა დვალი და დავითს ესაუბრებოდა,მშვიდი ტონით,თუმცა გაბრაზება ყელზე დატყობოდა–დაბერილი ძარღვების სახით –მე რატომ არ შემატყობინეთ?იმ პატარა გოგომ როგორ გაგაცურათ ამხელა ხალხი! –თვითონ თქვა თქვენზე ერთად მივდივართო,თორემ როგორ გავუშვებდით ბატონო დამიანე,ხომ გესმით... –არაფერიც არ მესმის დავით,ახსნა არ აქვს თქვენს ქმედებას,კარგი დავუშვათ დაუჯერეთ იმ ქარაფშუტა ქალს,გადაგემოწმებინათ მაინც ჩემთან –არ გვეგონა თუ მოიტყუებდა –ხვდები მაინც ახლა როგორ საფრთხეშია ის გოგო?ყოველ წუთს შეიძლება რაღაც მოხდეს,იმას არ ესმის კარგი,მაგრამ თქვენ ვერ ხვდებით მაინც?! დავითს რამოდენიმე წუთი ელაპარაკა,მერე დაცვის რამოდენიმე ბიჭს გამოჰკითხა რაღაცეები და ზედმეტი საუბრისა და საქციელის გარეშე რამოდენიმე საათში თვითონც ბათუმში იყო,იმ სასტუმროში სადაც ანასტასია და ლიკა გაჩერდნენ. ***** –ზღვაზე არ ჩამოხვალ? –თავი ამატკივა თვითმფრინავმა,ცოტახანში გამოვალ –კარგი,მე წავედი გამჭვირვალე თეთრი კაბა გადაიცვა და მისაღებში გავიდა,მერე ლიფტის ღილაკს დააჭირა თითი და ლიფტში ახალგაზრდა მამაკაცის გვერდით აღმოჩნდა –გამარჯობა რუსული აქცენტი ქონდა კაცს,ანასტასიამ თბილად გაუღიმა და ღილაკს დააჭირა თითი –ზღვაზე აპირებთ გასვლას? –დიახ მოურიდებლად უპასუხა,ან რისი უნდა ერიდებოდეს? უბრალოდ ტურისტია ეს კაცი,ასეთი უამრავი შეხვედრია ანასტასიას,აქაც და სხვაგანაც –კარგი ამინდია,თუმცა უკვე გეტყობათ კანის ფერზე ასეთი ამინდების შედეგი გაუღიმა მამაკაცმა და მზერა ესროლა გარუჯულ მკლავებზე –მადლობთ როგორც იქნა ლიფტის კარიც გაიღო,ღიმილით დაემშვიდობა კაცს. მომსახურე პერსონალის დანახვისას რატომღაც გოგი გაახსენდა,გააფრთხილა როგორც კი სასტუმროში ჩახვალ დამირეკეო,მობილურს დასწვდა,მაგრამ ფრენის მერე ხაზები ვერ აღიდგინა და არ იჭერდა რატომღაც.სასტუმროს ტელეფონით ისარგებლა –როგორ ხარ ჩემო თოჯინა?ჩაფრინდი? –კი მამა,ახლახანს –დაბინავდი უკვე? –სასტუმროდან გირეკავ –დამიანე როგორ არის? –არაუშავს ტუჩებზე ხელი მიიდო რომ არ გაცინებოდა ხმამაღლა –გუშინს მერე არ შევხმიანებივარ,მერე დავურეკავ –არ არის საჭირო,მე მოგიკითხავ –კარგი,წავედი მეძახიან,მიყვარხარ –მეც,გკოცნი გათიშა ტელეფონი და კარებისკენ შემობრუნდა.უცებ ერთ ადგილას გაქვავდა,გაშეშდა და კიდევ უამრავი ამ სიტყვის სინონიმის მსგავსი რამ დაემართა,კართან მამაკაცის სილუეტს მოჰკრა თვალი,თვალები სწრაფად დაახამხამა და რომ გაახილა ისევ იგივე სილუეტი დალანდა,თვალებს არ უჯერებდა. –არ გავიდეთ ზღვაზე? რამოდენიმე წუთში მამაკაცი პირისპირ ედგა და ყურში ჩასჩურჩულა,თუმცა თვალებში არ ჩაუხედავს მისთვის,გვერდით იხედებოდა დვალი,თითქოს ამით ხაზს უსმევდა ანასტასიას საქციელის შედეგს და აგრძნობინებდა რომ ვერაფერიც ვერ გამოუვიდა –როგორ მომაგენი? გამწარებული სახით მიჰყვებოდა უკან მამაკაცს. დვალს სახეზე ცივი ღიმილი გადაჰკვროდა,ეტყობოდა ძალიან ესიამოვნა ქალის გამწარება –ცუდად იმალები ხოლმე და მაგიტომაც მოგაგენი.თანაც დაჭერობანას თამაში მიყვარს იმიტომ,რომ სულ გამარჯვებული ვარ ხოლმე წინ მიდიოდა და ისე ესაუბრებოდა ქალს. –უზრდელი ვერაფერი რომ ვეღარ მოიფიქრა ზრდილობის საკითხს მიაწვა ანასტასია –უზრდელობა ის არის გაუფრთხილებლად რომ იკარგები,თორემ მე ჩემს სამუშაოს ვასრულებ –შენი სამუშაო ჩემი გამწარებაა? ჯიქურად მიუგო მამაკაცს და ცარიელი შეზლონგი დაიკავა პლიაჟზე,დვალიც გვერდით მიუჯდა რათქმაუნდა. კაბა უცებ გადაიძრო და მამაკაცის წინ საცურაო კოსტიუმის ამარა დარჩა –შენ აქ უნდა იჯდე ამ სიცხეში?ზღვაში ვერ დაგემალები ნუ გეშინია! დაეჭყანა მამაკაცს და წყალში შეცურა –ძალიან შორს არ მოგივიდეს ხელით მიუთითა მამაკაცმა სივრცეზე და ქალის დაკვირვება განაგრძო. –რაიყო ცურვა არ იცი და ვერ გადამარჩენ? სიცილით უთხრა დვალს და უფრო შორს გაცურა,ისე გაერთო ცურვაში რომ ვერც კი შენიშნა მამაკაცის ზღვაში შესვა.უცებ ფეხებზე ხელის შეხება იგრძნო და შეცბა,მერე წელზე იგრძო მძიმედ ხელის მოჭერა და კიდევ ერთი შეხებაც ოდნავ ზევით,თითქოს ვიღაც მის სხეულს მოჰყვებაო,უკან რომ შემობრუნდა დვალის სხეული დაინახა,შეკრთა და თან საშინლად გაბრაზდა რომ წარმოიდგინა როგორ დააფათურებდა მამაკაცი თავის სხეულზე ხელებს. –დღეს უკვე მეორედ მაშინებ,მიფრთხილდი იცოდე! საჩვენებელი თითი გაუქანა კაცს და მარჯვნივ დაიწყო ცურვა. –ნუღარ მიდიხარ მაქეთ,ხომ ხედავ უსაფრთხო ზონას გამოვცდით უკვე –მერე რა,შენ ზღვაშიც პირადი მცველი არ ხარ? თუ წყალში ძალა გეკარგება? იწვევს მამაკაცს! –მე არ ვხუმრობ ანასტასია,დაიღლები და უკან გასვლა გაგიჭირდება! სულ არ უსმენდა ახლა მამაკაცის სიტყვებს,წეღანდელზე ფიქრობდა და თან ის ადგილები თითქოს ეწვოდა მამაკაცი რომ შეეხო. რატომა ანერვიულდა ასე?განა რა მოხდა ასეთი? ნაპირისკენ გაიხედა და მიხვდა რომ საკმაოდ შორს იყვნენ,ხალხი თითისტოლად მოჩანდა,იქეთ აქეთ დაიწყო ყურება და ვერსად მოკრა თვალი მამაკაცს,რომ ჩაყვინთა და ვერც წყალში იყო რამოდენიმე წამი დაელოდა,მერე გულის ცემამ საგრძნობლად უმატა და შეშინებული ეძებდა კაცს –დამიანე ჯერ ჩუმად დაიძახა თუმცა მერე ნერვებმა უმტყუნა და ლამის ყვიროდა. –დამიანე,სად ხარ? კიდევ ჩაყვინთა ,ფსკერამდე ჩავიდა თუმცა წყალში ვერავის მოკრა თვალი,ძალიან შეეშინდა,ხელები აუკანკალდა და ფერი დაეკარგა მთლად,აღარ იცოდა რა ექნა –დამიანე ხმის იოგები დაძაბა და ძალიან ხმამაღლა დაიყვირა და ჩაყვინთვას აპირებდა,უკნიდან რომ სიცილის ხმა მოესმა ღმერთო ჩემო!ახლა ნამდვილად მოკლავდა ამ კაცს,გაშეშებული იდგა და თვალმოუშორებლად უყურებდა კაცს,ცხოვრებაში პირველად შეეშინდა ასე ძალიან,ამდენი ემოციისგან ტირილი მოუნდა.მამაკაცი ნელა მიუახლოვდა და სახე რომ გაუსწორა ღიმილი გაუქრა სახიდან –სულ კანკალებ ანასტასია,რამე გჭირს? –.... –ანა –ღმერთო! მოგკლავ ამოისლუკუნა ქალმა და თან მუშტებს უშენდა გულმკერდზე.დვალმა ფრთხილად ამოიყენა გვერდით და ისე გამოიყვანა ნაპირისკენ რომ ქალი არც განძრეულა,ჯერკიდევ ვერ მოსულიყო გონზე. ნაპირზე დასვა და სახეზე წყლიან ხელებს უსმევდა –კარგად ხარ? მამაკაცსაც დაეტყო უკვე დაძაბულობა ხმაში –გული გამიხეთქე,იდიოტო ბოლოჯერ ამოსლუკუნა ჭავჭავაძემ და გონების მობილიზების მიზნით სახეზე მოისვა ხელი. დვალი მიხვდა რაშიც იყო საქმე,ვერც კი იფიქრებდა რომ ასე შეაშინებდა ქალს,სულაც არ ჰქონია ეს მიზნად,უბრალოდ თამაშში აჰყვა ანასტასიას –არ მეგონა ასე ძალიან თუ შეგეშინდებოდა ახლოს მიიწია ქალთან,მისი ხელი აიღო,გადმოატრიალა და ხელის გულზე აკოცა.ქალს ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში სქელი ტუჩების შეხება რომ იგრძნო –აი სად ყოფილხარ ლიკას ხმა მოესმათ უცებ უკნიდან, დაბნეულად და სწრაფად მოაცილა ქალმა დვალის ტუჩებიდან ხელი და ფეხზე წამოდგა –უი ახლახანს შენიშნა ლიკამ მამაკაცი –გამარჯობა ხელი დაუქნია და გაუღიმა –ეს აქ საიდან? ანასტასიას გადაუჩურჩულა და შეზლონგი გაშალა –როგორც ხედავ მოგაგენით შორიდან მოესმა დვალის ხმა –ეს კაცი ზღვაზეც როგორი სიმპატიურია! ჩახლეჩილი ხმით თქვა ლიკამ და ანასტასიას მიუჯდა გვერდით. –შეაბი მერე,ოსტატი ხარ მაგ საქმეებში მშვიდად უთხრა ანასტასიამ და შეზლონგზე გაწვა –საკუთარს მოვძებნი,სხვისი არ მინდა. წინადადება არ ჰქონდა დასრულებული რომ ანასტასიას მჭრელ მზერას მოჰკრა თვალი –კარგი ხო,გავჩუმდები. გაიცინა და ტუჩზე თითის მოძრაობით ანიშნა ჩუმად ვარო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.