შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეტი ვიდრე სიყვარული 7


3-05-2015, 17:00
ავტორი qari
ნანახია 3 721

კვირის მერე ღარ გამოჩენილა დიტო.ძალიან მაკლდა სულში სიცარიელეს ვგრძნობ,ვეღარც ვიცინივარ და ლუკმაც არ გადამდის ყელში.
ღმერთო რატომ,რატომ შემაყვარე ის ადამიანი ვისაც არ ვუყვარვარ?განა უმაგისოთაც მაკლდა ტანჯვა?!
უკვე ისიც კი აღარ მჯერავს რომ საერთოდ შევხვდები სადმე.დღეს შაბათია მაგრამ მაინც არ სჩანს.როგორ მინდა,როგორ მინდა გეგას ან აკოს ვკითხო სად დაიკარგა დიტო მაგრამ ვერ ვბედავ,არ შემიძლია...
–ჰეი!სანდრა რაზე ფიქრობ?
–ოჰ!მარიამ როგორ შამაშინე...აქ რას აკეთებ?!
–დღეს შაბათია 6ნახებარი და...
–ისიც კი არ მჯერავს საერთოდ მოვა თუ არა დიტო,მთელი კვირაა არ გამოჩენილა.
–სანდრა!რაგჭირს?ბიჭებს ველაპარაკე და 1 საათში გამოგვივლიან შენთან და,სხვათაშორის დიტოცაა.
"დიტოცაა,დოტოცაა"ტაშის კვრით დარბის ჩემს ტვინში ჩემივე ქვეცნობიერი.
–დიტოცაა?შენ რაიცი?
–აკომ მითხრა.შეიძლება რაღაც გთხოო?
–კი რათქმაუნდა.
–შენი ბინის გასაღებს მომცემ?შენთვის და ჩემთვის ტანსაცმლი წამოვიღე,შხაპსაც მივიღებ სანამ შენ მოხვალ და ასე დროს დავზოგავთ მარტო შენი გამოპრანჭვაღა დამჭირდება.
ეშმაკურად მიღიმის მარიამი და თვალებს საყვარლად აფახუნებს
–ო!რათქმაუნდა,(ჩანთაში სასწრაფოთ ვიქექები და ვპოულობ გასაღებს)აგერ გამომართვი მეც მალე მოვალ.ყავა იცი სადაცაა...
–არ მინდა შენ დაგელოდები,არ დააგვიანო კაი...
დიტოს ვნახავ,დიტოს.თითქოს გემოს ვუსინჯავდე ამ სიტყვებს რამდენიმეჯერ ვიმეორებ და სიხარულისგან მეცხრე ცაზე დავრბივარ,ან უფრო ზევით თუ არსებობს საერთოდ...
როგორც იქნა თამარს გადავაბარე,ფული და გამოვიქეცი.
კიბეებზე ქოშინით ავირბინე მარიამი აბაზანის ტილოში დამხვდა გამოხვეულიუცნაურია თმაც დაუსწორებია,მაკიაჟიც გაუკეთებია მაგრამ ტანზე არ ჩაუცვამს.
როგორ მიხარია რამდენიმე აბაზანის ტილო რომ ვიყიდე თანაც საკმაოდ ქათქათა და ფუმფულა.
–მოხვედი.მიდი დროზე შხაპი მიიღე.მე სანამ ყავას მოვხარშავ.
ბრძანებას სცემს მარიამი და მეც მორჩილად ვემორჩილები.
გრილი შხაპის ქვეშ ყოფნა მართლაც სასიამოვნოა მაგრამ ვინ გაცლის?მარიამმა ლამის კარები ჩამომიღო
–სანდრა!ცოცხალი ხარ?!
–ჰო!მოვდივარ მოვდივარ.
ნაჩქარევად ვიხვევ პირსახოცს და გავდივარ
–ღმერთო ჩემო ვაგვიანებთ...სად ხარ ამდენ ხანს?
–მაპატიე ჩავფიქრდი და...
–კაი მოდი თმას შეგიშრობ და დაგისწორებ.
–იცი მირჩევნია მარო წინ ჩამოვივარცხნო,ზეთს შევიზელ და...
–იცი რა მოვიფიქრე?წინ ჩამოგისწორებ და მაგ კულილა თმებს გაიშლი კაი?თანაც კაბას მოუხდება
–რომელ კაბას მარიამ?
–მე რომ მოგიტანე იმას.
ეშმაკურად მიღიმის და სკამზე გადაკიდებულ მწვანე შიფონის სარაფანზე მანიშნებს.სხვა გზა არამაქვს უნდა დავემორჩილო.ტანზე სარაფანს ვასრიალებ მუხლზე ოდნავ ზემოდან მადგება.
–ჰო,შენ უფრო გიხდება ხომ იცი...
–მარიამ არ მომწონს ეს საქციელი...
–რაა?ტანსაცმელს რომ გთხოულობ?საყვარლები ჩვენ დები ვართ,დებს კი რაგასაკვირვია ერთმანეთის ტანსაცმელი აცვიათ,შენ მიდი ეს ჯინსიც მოიცვი და ცელოფანში კედებია ისიც ჩაიცვი.
მარიამის ჯინსის ქურთუქს ვიცმევ რომელიც მკერდზე ოდნავ ქვემოთ მცილდება,უცნაურია ნეტა ამის შეკერვისას ნაჭერი ხომ არ დააკლდათ?
–მაგარია,მიდი ახლა კედებიც ჩაიცვი
ახლა ცელოფნიდან კედებს ვიღებ.სარაფნის ფერი მაქმანებიანი კედებია.
–ახლა სარკეში ჩაიხედე მოგწონს შენი თავი?
სასწრაფოთ კოლიდორში გავდივარ სადაც უზარმაზარი სარკე კიდია.ჩემი თავით აღფრთოვანებული ვარ,უცნაურია ჩაცმა რა სხვანაირს ხდის ადამიანს.
–მადლობა მარიამ,შენ ნამდვილი მეგობარიხარ.
მარიამი ჩმსკენ მოდის თბილად მიღიმის
–არა სანდრა მე შენი ნამდვილი დავარ...
ერთმანეთს მაგრად ვეხუტებით.რამდენიმე წუთი ასე ვდგავართ ჩახუტებულები,მაგრამ იდილიას მარიამის მობილური გვირღვევს.
ის პასუხობს და ლაპარაკობს.
–ხო საყვარელო 5წუთში მზად ვიქნებით.
თიშავს და მე მბრუნდება
–აქ არიან დროზე მოემზადე მეც ჩავიცმევ და მზად ვციქნები.
ის სასწრაფოდ ტანზე მომდგარ ჯინის შარვალს იცმევს და თავისუფალ თეთრ სადა მაისურს,ფეხზე მაღალქუსლიანი ბასანიჭკს ირგებს და სარკესთან პოზიორობს.
–იცი ძალიან მომწონს ეს სარკე სურათს გადავუღებ და მამაჩემს ვაჩვენებ რომ მიყიდოს.
–ოღონდ მერე თორემ სიგნალით აიღეს უბანი.
კარებში სიცილით ვაგდებ და სასწრაფოთ ვკეტავ.
................
–იცით ასეთი მოქცევა არ შეიძლება უკვე საუკუნეა გელოდებით!(ბუზღუნებს აკო)
–თუმცა ლოდინად ღირდა არა აკო?(ეშმაკურად უცინის და მხარს ჰკრავს გეგა)
უცებ დიტოს ვლანდავ რომელიც თავისი ირონიული სიცილით ეპობა ტუჩები,მე კი ვხვდები რომ ვანათებ.ჩემი გული მგონი ან საერთოდ ძგერას წყვეტს ან იმდენად სწრაფად იწყებს ძგერას რომ ვეღარ გამიგია...
–თავს მოერიე(ჩამესმის მარიამის ხმა და იდაყვზე ოტნავ მწკენს,ოჰ!მტკივა და ხელით ვიზელ)
–გამარჯობათ ბიჭებო!ერთიანად აწითლებული ვბუტბუტებ და თვალს დიტოსკენ ვაპარებ.
–გაიმაროს!(გეგა)
–კაი ახლა დავიშალოთ და წავიდეთ კაი...(დიტო)
როგორც ყოველთვის მე დიტოს BMV-ში მომიწია მოთავსება მარიამი აკოსი,ხოლო გეგა თავისი მანქანით წავიდა თვის მეგობარ გოგოს გაუვლის და ისიც შემოგვიერთდება.
მანქანაში ერთხანს დაძაბული ვიყავი,ხმას არ იღებდა დიტო,მე კი ძალიან მაინტერესებდა სად იყო მთელი კვირა და სანამ გამეფიქრა მანამ ვროშავ.
–არ ჩანდი!
–ჰო!სამსახურში ვიყავი
–მთელი კვირა?!
ის უბრალოდ მაკვირდება და სერიოზული სახით თავს მიქნევს.
–ალბათ ძალიან რთული სამსახური გაქვს არა?
–ჰო...მაგრამ მიყვარს..
–ძნელია მთელი კვირა იქ იყო გამოკეტილი...ღამეც არ გამოდიოდი სახლში?
–არა...(ის თვალებს ხუჭავს...რაღაცის თქმას ცდილობს მაგრამ ძალიან ეძნელება.ვგრძნობ რომ ძალიან დაძაბულია)იცი მთელი 4წლის განმავლობაში ასე არასდროს გამჭირვებია.(როგორც იქნა ამოღერღა და მე მაკვირდება)
–რაა?
შუბლს ჭმუხნავს,თვალები უმუქდება და მძიმედ ოხრავს
–იქ ყოფნა...შენ რომ ვერ გიკავშირდებოდი...
მეუბნება და მაკვირდება,ალბათ ჩემი რეაქცია აინტერესებს.დაძაბულია,ნეტავ რატომ?
–ჰოო!მესმის რადგან....
–რა რადგან?
–ყველას ისე ძალიან შეგეჩვიეთ რომ...
არ ვიცი რამდენად გამომდის ნერვიულობისგან ხელებს ისე მაგრად ვხლართავ მითეთრდება...
–ვინ ყველას?
–შენ და ბიჭებს...
უცბათ მივაყარე.სიმწრის ოფლი მასხავს და ხელს შუბლზე ვიდებ,ცივი ხელი მსიამოვნებს.
ჩემი რეაქციით,თუ სიტყვებით ეღიმება და წინ იყურება მე აღარ მიყურებს.კარგია ასე მობილიზებას შევძლებ,თუმცა იმის წარმოდგენა რომ ახლა მე მის გვერძძზე ვძივარ სულს მიფორიაქებს,მე მის სუნამოს ვყნოსავ და თავბრუს მახვევს.ღმერთო !ვგიჟდები ამ მამაკაცზე.
–მე ბევრი ვიფიქრე...არ ვიცოდი ამას როგორ მიიღეებდი მაგრამ მაინც გადავწყვიტე რომ ეს გამეკეთებინა.
ფიქრებიდან მის მშვიდ ბარიტონს გამოვყავარ და ახლა ახალ ფიქრებში ვეშვები
რას გულისხმობს?!რას ვერ მივიღებ კარგათ ან ცუდად?
–სანდრა მისმენ!
–ჰო!გისმენ.
მას მანქანა გვერძე გადაყავს და მიბრუნდება
–აი ეს შენ გიყიდე...
პატარა შეფუთულ ყუთს მაძლევს და დაჟინებული მიყურებს.მე კი ხელს ვერ ვიშვერ და ვერ ვართმევ საჩუქარს.მაბნევს,მაბრაზებს მისი ეს საქციელი,ხომ ვუთხარი აღარასდროს არაფერი არ მიყიდოთქო?
–არ გამომართმევ?
–დიტო,ადრე გითხარი რომ არ მინდა რამეს ყიდულობდე.
–მგონი ჩემი პასუხიც იცი შენ...
–არ მინდა ვინმესგან დავალებული ვიყო.
–მე არცკი გამიფიქრებია ე.გახსენი და მიხვდები რატომ გიყიდე
ნერვებისგან თვალებს ვაბრიალებ და ყუთს ვართმევ,ვხსნი და "ჯანდაბა!ჯანდაბა,ჯანდაბა!"ტელეფონი S6.ეს ტელეფონი ტელევიზორში მაქვს ნანახი...
–დიტო!შენ რა გაგიჟდიი?!
ჩემ სიბრაზეს ვეღარ ვმალავ და აღშფოთებული ბოლო ხმამდე ვყვირივარ.
ისკი გაკვირვებული მიყურებს
–ვერ ვხვდები რატომ გავგიჟდი?არ მოგწონს?
–შენ....შენ...ხომ იცი ეს რაც ღირს?ახელა თანხა რაში დახარჯე?
–ვიცი რაც ღირს.მაგრამ ეგ შენი საქმეე არაა.
–სწორედაც რომ ჩემი საქმეა.ამას ვერ ავიღებ..მმ...არ შემიძლია,ეს სისულელეა.
ის ხელზე ხელს მკიდებს და მკაცრად მიყურებს
–მე ეს ჩემს გამო გავაკეთე...(მძიმედ ოხრავს,თვალებს ხუჭავს)ეს კვირა რომ ვერ გეხმიანებოდი...ახლა შევძლებ რომ დაგიკავშირდე
–მე...ტელოფონის ყიდვას ისედაც ვაპირებდი...მაგრამ ამხელა ფასიანს...
–ეს ჩემი სურვილი იყო მინდოდა შენთვის ტელეფონის და ამავდროულად კომპიუტერის მოვალეობა შეესრულებინა,ესაა და ეს
ისე მშვიდად ამბობს ვითომც აქ არაფერიო.
–ესაა და ეს?!შენ გიჟი ხარ!
–მორჩი ეხლა აღშფოთებას სანდრა...გამოყენება იცი?თუ გინდა გასწავლი
–არა! მე ამას არ ვიღებ!
ის იღიმის.საზიზღარი ირონიით იღიმის
–აიღებ!თუ გინდა რომ მაწყენინო?
–ვერ ავიღებ(სასოწაკვეთილი ვჩურჩულებ)
–ჩემთან შეხმიანები არ გინდა?
–კი მინდა მაგრამ...მე ვიყიდი აუცილებლად ვიყიდი...
მოთმინება დალეული უკვე ბოლოხმაზე ლაპარაკობს
–რა საჭიროა ყიდვე როცა უკვე გააქვს?თუ არ მოგწონს?არ კადრულობ?!
–არა!როგორ არ ვკადრულობ...უბრალოდ ვერ ვკადრულობ...
უკვე ხარხარებს
–რა გაცინებს?!
–შენ...შენ მაცინებ.მორჩი ახლა მაგ ყველაფერს და წავიდეთ ისედაც დავაგვიანეთ ალბათ დიდიხნის მისულები იქნებიან და გველოდებიან.
გაბუტული ვზივარ და ხმას არ ვიღებ.ხელში ტელეფონი მიჭირავს და საშინლად მამძიმებს.უცებ მსი სიტყვები მიტივტივებს
"ეს ჩემს გამო გავაკეთე,რომ ვერ გიკავშირდებოდი"ვუყვარვა?თუ ასეა მაშინ მითხრას და იქნებ ასე მაინც გავუგო და დავიტოვო ეს საშინელი ნივთი.მითხარი დიტო!მითხარი რომ გიყვარვარ.
–რაზე ფიქრობ?
–ამაზე(ცხვირწინ ვუტრიალებ მისივე ნაყიდ საშინელ ნივთს)
–ნუ გეშინია მე გასწავლი თავიდან,მერე შენთვითონ მიეჩვევი,ისე უნდა გითხრა რომ უამრავი ფაილიაქვს...
–არ მანაღვლებს და არც მაინტერესებს დიტო.მე ამის დატოვებას ვერ შევძლებ.
–ისევ თავიდან დაიწყე სანდრა?
–არა ეს შენ დაიწყე თავიდა....
ის ისევ მანქანას აჩერებს და მიბრუნდება,გაბრაზებული,მკაცრი და საოცრად თბილი გამომეტყველებით მიყურებს
–თუ ოდნავ მაინც რამეს ვნიშნავ შენთვის დაიტოვე თუ არა და ახლავე ავიღებ.
ჯანდაბა!რამეს ნიშნავ?რამეს კიარა მთელ სამყაროს ნიშნავ მაგრამ....
–კი მაგრამ რატომ?რისთვის?
–ეგ უკვე შენ აღარ გეხება იღებ?
–კაი ოღონდ ცოტახნით.სანამ მე არ ვიყიდი
ის თავს აქნევს და იღიმის
–სანდრა სანდრა!თუ აიღებ აიღებ და ვსოო!
საზიზღარი,როგორ ვერ ვიტან მის თავდაჭერებულობას...მე ასე საშინლად დამძაბა და მანერვიულა თვითონ კი ვითომც არაფერიო იღიმის....
უცებ მის ხელის შეხებას ვგრძნობ და ვერც კი ვხვდები ჩემ ახლართულ ხელებს მითავისუფლებს
–დაწყნარდი კარგი?მე მინდა მაგით ისიამოვნო და...თანაც ასე თითებს დაიტეხავ...
–მართლა არ ვიცი რავქნა დიტო.
–მომენდე გთხოვ გარწმინებ,რომ არასდროს არაფერში არ დაგავალდებულებ.
მე ხმასაც არ ვცემ,მანქანას აჩერებს და რესტორანში შევდივართ.ეს სხა რესტორანია მაგრამ ესეც უმშვენიერესია,საკმაოდ დახვეწილი გაფირმებით.მარიამს ვხედავ და მისკენ ლამის გავრბივარ.ხვდება რომ რაღაც მაწუხებს და შეშფოთებული კითხვვით სავსე მზერას მავლებს მე კი დიტოს მზერას ვგრძნობ და ვერაფერს ვერ ვპასუხობ.ფორთოხლის წვენს ვიყუდებ და ნერვიულობისგან გამომშრალ ყელში ვუშვებ
–სანდრა შეგიძლია საპირფარეშოში გამომყვე?(ეშმაკურად მიყურებს მარიამი)
–რათქმა უნდა
–წამოდი.
როგორცკი ბიჭებს მოვეფარეთ მაშინვე ინტერესით მიბრუნდება
–რახდება?რამე ხომ არ გაწყენინა სანდრა დიტომ?
–ოჰ!მარიამ იცი რა ცუდად ვარ?(ცრემლებს ვეღარ ვიკავებ,ისკი შეშფოთებული მიყურებს)
–რა მოხდა გამაგებინე.
–მან ტელეფონი მაჩუქა.
ვეუბნევი და სანამ ჯიბიდან ვიღებ თვალებს აბრიალებს
–სულელო მეთქი რამოხდა(უცებ თვალს ავლებს და ნაანახისგან ოდნავ პირი ეღება)აფონ 6S იიი?!
–ჰო!
–მართლაც უცნაური ბიჭია ეს შენი დიტო ...



№1  offline წევრი raji

au zalian gtxovt rom shemdegi tavebic dadot,,,,,,
samsaxurshi usaqmirobisgan 7-ve tavi ert dgeshi wavikitxe da zalian momewona,, exla sulmoutqmelad velodebi shemdeg tavebs da tu ar gindat rom gulma damartyas gtxovt cota male dadot :D

 


№2  offline წევრი Winchester

ძალიან. მაგარიაა ❤ მიყვარხაარ :D
--------------------
ლ.შ L.SH

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent