მეტი ვიდრე სიყვარული 11
მაღაზიაში ჩაფიქრებული ვზივარ,რაკარგი იყო თავშესაფარში მარტო ერთი პრობლემა მქონდა,მარტო ჩემს შობლებზე ვფიქრობდი...ვფიქრობდი თუ რატომ არ ვუყვარდი,რატომ მიმატოვეს...ახლა ამას დიტოც დაემატა და უფრო ღრმად ვრწმუნდები რომ მე ამ ცხოვრების შეცდომა ვარ.მე არასასურველი ვარ.არავის არ ვუყვარვარ!ჩემი ფიქრების გადამკიდე გულში საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ და ჩემდაუნებურად ცრემლები მიგორდება თვალებიდან. –სანდრა რა გჭირს? ფიქრებიდან გეგას ხმას გამოვყავარ.თბილად ვუღიმი და ცრემლებს ვიწმენდდ. –არაფერი გეგა უბრალოდ ჩავფიქრდი და... –იცი ძალიან ფერკმრთალი ხარ ამ ბოლო დროს არ მომწონხარ! –მართლაა?!მე არ შემიმჩნევია. თავს ვიკატუნებ და ვირიმები. –სანდრა რა ხდება? –აა...არაფერი გეგა. –გთხოვ მითხარი საქმე დიტოშია? ჯანდაბა!ესღა მალდა. –გეგა!...დიტო რა შუაშია? –თავს ნუ იკატუნებ გეხვეწები,ვიცი რომ შენსა და დიტოს შორის რაღაც ხდება...არც დიტო არ ამბობს არაფერს მაგრამ ვხვდები რომ ისიც შენსავით სულ ჩაფიქრებულია... –ამ ბოლო დღეებში ნახე დიტო? –არა სანდრა დიტოს ისეთი სამსახურიაქვს შეიძლება 1 თვეც კი არ გამოჩნდეს ხოლმე. –აბა საიდან იცი? –გინდა დაველაპარაკო? –ვის?დიტოს?აა...არა არა მეთვითონ. –ესეიგი რაღაც ხდება ხომ. ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო –გეგა სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი საერთოდ ხდება თუ არა...თუ რამეა აუცილებლად გეტყვი კაი? საყვარლად მიყურებს და თბილად მიღიმის. –მპირდები? მისი შემხედვარე მეც მეღიმება –გპირდები! –კაი მაშინ მე წავალ. –კარგათ! მიხარია რომ ჩემზე ვინმე მაინც ფიქრობს,ასე თავს მარტო აღარ ვგრძნობ და ვმშვიდდები სულიერად.დიტო არ მეხმიანება ნეტა საერთოდ ახსოვს რომ ვარსებობ? უცნაურია ჩემი ქვეცნობიერიც დაიკარგა...უნდა ვაღიარო რომ ძალაინ მომენატრა,მისი სულელური ქირქიტი.ჩემს ფიქრებზე უნებლიედ მეღიმება.და ტელეფონის ზარს გამოვყავარ. –გისმენთ! –სანდრა მე ვარ დიტო! მისი ხმის გაგონებაზე მუცელში რაღაც ჟრუანტელმა დამიარა და ერთიანად გავხურდი. –სანდრა გესმის? –დიახ დიახ!მესმის! –როგორ ხარ? –კარგათ! –მიხარია,სანდრა საღამოს 7ძე გამოგივლი და დავილაპარაკოთ კაი? –უკვე აღარც გელოდი... –ხომ გითხარი სამსახურში ვარ მეთქი! უნდა გავთიშო ახლა და საღამოს გამოგივლი!კარგათ! რაკარგია,მას ვნახავ!ვნახავ და...რავუთხრა?იქნებ სჯობს ხმა საერთოდ არ ამოვიღო?მეშინია არ დავაფრთხო,ღმერთო რომ მითხრას შენთან ყოველგვარ ურთიერთობას გავწყვეტო რავქნა?..არა არა ამას ვერ გადავიტან. სასწრაფოთ ტელეფონს ვიღებ და მარიამს ვურეკავ. –სანდრა,გისმენ. –მარიამ...შემეხმიანა...საღამოს შვიდზეო. –მართლა?! –რავქნა? –სანდრა რას ქვია რა ქნა?უნდა დაელაპრაკო.მკაცრად! –მეშინია...სამუდამოდ რომ მიმატოვოს? –თუ არ უყვარხარ მაშინ ასე სჯობს!დამიჯერე,მერე უფრო დაიტანჯები. –ვერ გადავიტან(სასოწარკვეთილი ვჩურჩულებ) –სანდრა!მე მალე მოვალ თანაც რამე ისეთს წამოგიღებ რომ შთაბეჭდილება მოახდინო მასზე. –ოჰ!მარიამ შენ რომ არ მყავდე რამეშველებოდა? –მე გყავარ!ახლავე მოიწმინდე ეგ ცრემლები,მეც მალე მოვალკაი? –კაი! მასთან ლაპარაკი ცოტა მამშვიდებს.ამასობაში ხალხიც შემოდის და მათ ვემსახურები.ამასობაშიც მარიამი მოდის საათს დავყურებ 7დის ხუთი წუთია.სასწრაფოთ ცელოფანს მაწვდის და თვალების ბრიალიტ მეუბნება რომ სახლში მოვკურცხლო.მეც ჩანთას ვიღებ და მივდივარ. –სანდრა! –ბატონო! –ზუსტად ისე გააკეთე როგორც წერილში წერია! მარიამს გაოცებული ვუყურებ. –რომელ წერილში მარიამ? –ცელოფანშია...ყველაფერი მიტითებული რადგან შენს გევრდიტ ვერ ვიქნები მინდა ისე გააკეთო როგორც მანდ! ეშმაკურად მიცინის.მეკი ოხვრით გამოვდივარ. ......... სახლში როგორცკი შევდივარ მარიამის წერილს ვხსნი. "ძვირფასო სანდრა!რადგან თქვენ კაცებთან ურთიერთობაში გამოცდილება არგაქვთ და,პირდაპირ გოგოების მუსუს,უსიმპათიურეს დიტოს გადაეყარეთ.მინდა დაგეხმაროთ და ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ,რადგან მამაკაცებს საკმაოდ კარგატ ვიცნობ.თვალების ბრიალს მორჩი და შეუდექი საქმეს(საიდან მიხვდა რომ თვალებს ვაბრიალებ?) წესი პირველი! 1.ახლავე შეხვალ საშხაპეში და ცელოფანში რომ მაქვს იმ შხაპის გელით მიიღებ შხაპს. 2.თმის უთო.რომ მიდევს,მაგით დაისწორებ თმას და შენს,სასიამოვნო სურნელის ზეთს წაისვამ! 3.შარვალი და ბლუზი, აღარ დამიუთოებია რადგან ისედაც დაისრისებოდა.მაგ შავ შარვალს და წითელ ბლუზზს ჩაიცმევ!ფეხსაცმელებთან ერთად მართალია ცოტა ზედმეტად მაღალია მაგრამ მაინც მანქანით მიდიხარ.თუ საქმე გასაქცევად გექნება გაიხადე და ჯანდაბაში მოისროლე! 4.მანდ ნახე სუნამოცაა და მიისხავ! 5.გეხვეწები არ იღელვო,თავდაჯერებული იყავი გახსოვდეს შენ უმშვენიერესი ადამიანი ხარ,სულიერადაც და ფიზიკურადაც!ვერანაირი დიტოები და პავლეები ვერ შეგედრებიან!...ა ჰო!საღამოს შემეხმიანე და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი კაი?მიყვარხარ და გკოცნი შენი მარიამი!" ნამდვილი გიჟია მთელი სია შეუდგენია.მეც დამჯერო ბავშვივით ყველაფერს ზედ მიწევნით ვაკეთებ და,სარკეში რომ ვიყურები ჩემი თავი მაოცებს,ჩემი ქვეცნობიერი სიამოვნებისგან უშტვენს და კედელს ეყუდება.აჰა,გამოჩნდა,როგორც იქნა გამოანატა,თუმცა ნაწყენი ვარ ძალიან როცა მე მინდოდა მაშინ სად ბრძანდებოდა? საათს დავყურებ 8სნახევარია...სადაა დიტო?იქნებ გადაიფიქრა და აღარ მოდის?ღმერთო ამდენი ხანი ტყუილად ვიპრანჭე?_დაურეკე!დაურეკე!.მიქირქიტებს ჩემი ქვეცნობიერი და მეც დაუფიქრებლად ვრეკავ. –დიახ!(მესმის მისი ტბილი და,ამავდროულად მკაცრი ბარიტონი და სახეზე ერთიანად ვწითლდები) –დიტო,აღარ მოდიხარ?(ყელ გამომშრალი ძვივს ვაბამ სიტყვებს თავს) –სანდრა მე თითქმის 1საათია გელოდები,ისიც კი ვიფიქრე რომ შენ... სასწრაფოდ ფანჯარაში ვუყურები და დიტოს ვხედავ,მანქანაზე მიყუდებული.შავი ტილოს შარვალი და შავი მაისური აცვია,მის სექსუალურობას მე3ამე სართულიდანაცკი ვამჩნევ! თვალებს ვხუჭავ და ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ."ღმერთო როგორ მიყვარ!"ფიქრებიდან სასწრაფოდ ვერკვევი ჩანთას ვიღებ,სარკეში ცემს თავს კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს და გავდივარ. სადარბაზოდან გავდივარ...ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი,მანქანას მიყრდნობილი თბილად და საოცრად სექსუალურად მირიმის! დღეს აუცილებლად მიეცი შანსი რომ გაკოცოს!უხამსად ჩამყვირის ჩემი ქვეცნობიერი,სასწრაფოდ თავს ვიქნევ რომ მოვიშორო და მისკენ აუჩქარებლად მივდივა. –უკვე აღარც კი მეგონა რომ მოხვიდოდი. –მაპატიე,დრო ისე გავიდა ვერ შევამჩნიე. ჩემსკენ იწევა და ლოყაზე მკოცნის.მიხარია რომ მარიამ სავუჯერე,შხალის გელის ზეთის და სუნამოს ნაზავი ერთიანად სასიამოვნო სურნელს ტოვებს,რომელსაც დიტო ხარბათ ისუნთავს და,ვხედავ თვალები როგორ უმუქდება.თველებს წამით ხუჭავს და ისევ ახელს. –რა სასიამოვნო სურნელი გაქვს რომ იცოდე! ღრმად ოხრავს და მანქანის კარს მირებს,მეც ვჯდები და მის მოლოდინში გული ლამისაა ამომივარდეს! –ძალიან ლამაზად გამოიყურები! ჩამიქებული თვალებით მიყურებს და უცნაურად მიღიმის! –მადლობა(ჩახლეცილი ხმით ვპასუხობ,რადგან ყელი ერთიანად გამომშრალი მაქვს.) ჩემსკენ იხრება ხელებს ერთმანეთისგან მაცილებს.ვერცკი ვხვდები რომ ვხლართავდი. –ნუ ღელავ გთხოვ,მშვიდად დავილაპარაკებთ,ოღონდ მაშინ როცა რამეს მივირთმევთ კაი. პასუხად მარტო თავს ვუქნევ და პირდაპრ ვიყურები. ........... ისევ იმ რესტორანში მივედით პირველად სადაც ვიყავით,ოღონდ ახლა მაგიდა გარეთააქვს შეკვეთილი.სასიამოვნო ხედია და სიგრილეც,მზე უკვე გადასულია,უფროსწორად ჩასული.ოდნავი სიოა და ძალიან მსიამოვნებს სახეს ვუშვერ და ვგრილდები. ვხშმობის დროს ხმა არცერთს არ ამოგვიღია.მაგრამ მოთმინება მელევა და იერიშზე გადავდივარ. –დიტო!მორჩი ამ დაჟინებულ მზერას და ირონიულ ღიმილს!არ ვილაპარაკოთ? –მე უკვე გითხარომ მე და ირონია შორს ვართ! –ჯანდაბამდე წასულა შენი ირონია!(მისი სიმშვიდით გაღიზიანებული ვბუტბუტებ)მე კითხვები მაქვს!კითხვები რომლებიც პასუხს იმსახურებს! გაკვირვებული მიყურებს და ისევ იღიმება.სკამიდან ოდნავ იწევა და სწორდება –კაი სნდრა გისმენ. მისმენს?მოიცა რა მე მართლა კითხვებს დავსვამ და ის მიპასუხებს?კი მაგრამ მე საუბარში დავუსმევდი...საკმაოდ დაბნეული ვუყურებ.ისკი საკმაოდ თავდაჯერებული მიღიმის. –გისმენ სანდრა. –შენ არაფერს არ იტყვი?მარტო მე მომისმენ? –ვერ ვხვდები რატომ გწყინს?შენ ხომ მითხარი უამრავი კიტხვები მაქვსო?ხოდა გისმენ –ასე რატომ მექცევი დიტო? –როგორ? –მშვენივრად ხვდები როგორაც!(ირონიულად ვუღიმი) სკამიდან ისევ იწევა ხელებს მაგიდაზე დებს და მუშტებს ერთმანეთში აერთიანებს,დაჯინებული,გამჭოლი მზერით მიყურებს. –ვერა!ვერ ვხვდები სანდრა!1თვეა გიცნობ და 1თვე მაგაზე ვფიქრობ მაგრამ ვერ ვხვდები... ჯანდაბა!თვალები ისევ ჩაუმუქდა და საშინლად ვნებიანად მიყურებს,მისი მზერა მწვავს,მაბნევს,თავგზას მიბნევს.მილიონი კითხვა მქონდა მაგრამ ახლა პირსაც ვერ ვაღებ. –ეგ როგორ?!ვერ ვხვდები. –მეც ვერ ვხვდები რას მიკეთებ სანდრა.სულ შენს სურნელზე,შენს სევდიან თვალებზე,დაბუშტულ ტუჩებზე ვფიქრობ.მინდა რომ ხარბად დაგიკოცნო. (რაა?!ღმერთო რას ამბობს?ახლა ისე მიყურებს აშკარად ვგრძნობ რომ მართალს ამბობს და,მე საშინლად ვწითლდები.დარცხვენილი თავს ვხრი და ხელებს ერთმანეთში ვხლართავ.) შენი ტანი,შენი სავსე მკერდი...თავსგზას მიბნევს!არ მინდა...თავს ვიკავებ რომ შენთან ახლოს ვიყო,მაგრამ არ შემიძლია,გესმის არ შემიძლია.არადა შენ ხომ ბავშვი ხარ,არ მინდა ცხოვრება... საშინლად დაბნეულია,მისი თავდაჯერებულობა გაქრა,ახლა მის სახეზე ვნებით გაგიჟებას და სასოწარკვეთილებას ვხედავ.ახლა უცბეთ კითხვა მიცნდება და ლაპარაკს ვაწყვეტინებ –გიყვარვარ?! თითქოს ჩაფიქრდა. –არა!არ ვიცი...არ ვიცი. მისი სიტყვებით გული საშინლად მეწურება. –ჩემთან სექსი გინდა?("ჯანდაბა,რას ვროშავ?ჩემი სიტყვებით,სირცხვილისგან სახე მიხურდება და ალბათ წითელ ფერსაც გადავაჭარბე) ის გაოგნებული მიყურებს.პირს აღებს,მერე ისევ კუმავს ,ისევ აღებს და ისევ კუმავს.თვალებს ხუჭავს ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და,როდესაც თვალებს ახელს,პასუხიც მზადააქვს და თავს პასუხად ოდნავ მიკრავს და დაკვირვებით აკვირდება ჩემს რექციას. მისი გულახდილობა სულ მშლის.ჰაერს ფილტვებიდან ვუშვებ და ხელებს თმაში ვიცურებ.თავ ჩაღუნული კითხვას კიდევ ვიმეორებ იმის ნიშნად რომ არ შევმცდარვარ –ჩემთან სექსი გინდა? ის დამფრთხალი მაგრამ მაინც მცემს პასუხს. –ჰო!მინდა მაგრამ... –ეს ტელეფონი,ბარში,რესტორნებში სიარული...ამის გამო აკეთებდი?!(თვალთან მომდგარ ცრემლებს გაჭირვებით ვყლაპავ და ვცდილობ ათრთოლებული ხმა როგორმე დავიმშვიდო.) –არა!ტელეფონი და რესტორნები...მე იმის გამო არ გამიკეთებია რომ...ხომ ხვდები რისი თქმაც მინდა? –არა!შენ რისი თქმა გინდა მე ვერ ვხვდები.შენს აზზრს მევერ ვხვდები ტუმცა იმას ვხვდები რომ... –სანდრა დაწყნარდი გთხოვ!არ მინდა ჩემი სიტყვები არასწორად მიირო... –შენ წარმოიდგინე პირდაპირ მესმის! ვერცკი ვიმეგობრემ...მას ხომ ჩემთან სექსი უნდა,რავქნა?რაღა მაინცდამაინც მე?სხვა ვერავინ ვერ ნახა?აღშფოთებული სკამიდან ვდგები და მოაჯირთან მივდივარ.გაშლილი ხელის გულით ცრემლებს ვიწმენდ და გულთან ახლოს ვიჯვარედინე.იქნებ ასე დული ოდნავ დავიმსვიდო.ვგრძნობ როგორ მიახლოვდება და გვერდით მიდგება. –ჩვენ ვერცკი ვიმეგობრებთ!(ჩემივე სიტყვებით გული მეწურება და საშინელ ტკივილს ვგრძნობ) ხელის შეხებას ვერ ბედავს რამდენჯერმე წამოღებული ხელი ჯიბეში ჩაიდო და პირდაპირ იყურება. –დაწყნარდი ნუ ტირი გთხოვ! –ვერ ვიმეგობრებთ!(სასოწარკვეთილი უაზროდ ვბუტბუტებ) –ჰო ვერ ვიმეგობრებთ რადგან მე მეგობრობაზე მეტი მინდა! სევდიანად მეღიმება,ცრემლებს ვიწმენდ –მე კი სიყვარულზე მეტი მინდოდა! ჩემი გულახდილობთ თვალები უფართოვდება.ხელებს მხრებზე მადებს და თავისკენ მატრიალებს. –რაა?! –ჰო!"მეტი ვიდრე სიყვარული" შუბლს შუბლზე მადებს და ჩემს თუჩებთან ახლოს ბუტბუტებს. –მაპატიე,მაპატიე რომ იმედი მოგეცი.სანდრა,ვერ ვხვდები რას ვაკეთებ როცა შენ გხედავ,როცა შენ გეხები.თავს ვერ ვერევი.უნდა გაკოცო,ჰო ახლავე თუ არ გაკოცე გავგიჟდები გესმის? (ძალა რა მყოფნის რომ გავცილდე,გავცილდე სამუდამოდ.ის უფრო მიახლოვდება,ხელებით მხრებით ისე მქაჩავს რომ ზედ ვეკვრები)გესმის სანდრა?(თავს ვაქნევ,სხვა რამის გაკეთებას ვერც ვასწრებ.უცბათ მისი ცხელი ტუჩემი მეხება და ვნებიანად,მომთხოვნად მკოცნია.ალბათ იმიტომ რომ ჩემი პირველი,უიმედო სიყვარულისგან გამომშვიდობება მინდა და მეც მის სურვილს შეძლების დაგვარად ვემორჩილები რადგან ეს ჩემი პირველი კოცნაა.ის თავისი ნებით ჩერდება და შუბლზე შუბლ მოდებული ისევ ჩემს ტუჩებთან ვნებისგან ხმაჩახლჩილი ჩურჩულებს.) –ღმერთო რა ვნებიანი ხარ,რომ იცოდე. თმებში ხელებს მიცურებს და ახლა უფრო მომთცოვნად და უხეშად მვარდება ტუჩებზე და ხარბათ მკოცნის. ნეტა საიდან იცოდა მარიამმა, რომ, საქმე გასაქცევად მექნებოდა?"გაიქეცი და ჯანდაბაში მოისროლე"ვერ გავრბივარ ფეხსაცმლის გამო კიარა,ჩემი უსუსურობის გამო.თვალებზე ცრემლები მიგორდება და მის ლოყებსაც ვასველებ.შეცბუნებული ისევ ჩერდება,ახლოს ძალიან ახლოდან მიყურებს თვალებში.ხელები ისევ თავზე აქვს მოთავსებული და ცერა თითბით ცრემლებს მწმენდს. –გთხოვ!მაპატიე...მაპატიე გთხოვ.მივხვდი რომ ეს შენი პირველი კოცნაა.შენ "მეტი ვიდრე სიყვარული"გინდა მე კი... –შენ კი სექსი!(განადგურებული ვუადვილებ სათქმელს) –ასე მკაცრი ნუ ხარ გთხოვ. –არა მე მკაცრი არასდროს არ ვყოფილვარ დიტო.უბრალოდ მეც მინდა გულახდილი ვიყო სენთან ისევე როგორც შენ.მე შენი გასართობი ვერ გავხდები,შენი საყვარელი ვერ ვიქნები,გესმის?ასე რომ ამიერიდა ჩვენ მხოლოდ ნაცნობები თუ ვიქნებით. –ნაცნობები,სასიამოვნო ნაცნობობა> –მე თუ მკითხავ უსიამვნო ნაცნობობაა. –ვიცი სანდრა,მე ვერ გთხოვ...სხვა რომ იყოს შენს ადგილას იმდენს ვიზავდი სანამ არ დავითანხმებიდი,მაგრამ შენ ავერ გიბედავ,ვერა... –დამიჯერე არც არასდროს დაგთანხმდები დიტო,ასე რომ თავს ნუ იტანჯავ!ახა უნდა წავიდე...მშვიდობით. მისი ხელებიდან განთავისუფლებას ვცდილობ მაგრამ ის უფრო ძლიერად მიკრავს. –მე წაგიყვან. –მირჩევნია ჩემით წავიდე ცოტას გავისეირნებ,სუფთა ჰაერი მჭირდება. –მასინ ერთად გავისეირნოთ. –შენი დანახვა აღარ მინდა! შეცბუნებული მიყურებს მაგრამ ხელს ისევ არ მიშვებს. –ვიცი,მაგრამ შენი გაშვება არ შემიძლია. –უნდა წავიდე!ახლავე! ის ხელებს მიშვებს და ერთი ნაბიჯით მშორდება. –მე მოგივანე და მე წაგიყვან,გასეირნება გინდა?გაისეირნე შენს უკან ვიქნები ხელს არ შეგიშლი,მაგრამ სახლში მე წაგიყვან. –დიტო თავს რატომ არ მანებებ?წადი.გაქრი ჩემი ცხოვრებიდა!(მოთმინება დალეული ვუყვირივარ) –ვცდილობ!ვცდილობ მაგრამ არ გამომდის გესმის!(ისიც ყვირის და სასოწარკვეთილი თმაში ხელებს იცურებს.ჩვენი ხმამაღალი საუბრისსგან ხალხის ყურედღებას ვიქცევთ და ყველა ჩვენ გვიყურებს.დიტო ხელს მკიდებს და უხეშად გავყავარ რესტორნიდან,მანქანაში მსვავ). –გავისეირნოთ!არ მინდა ასეთ მდგომარეობაში მარტო დაგტოვო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.