პირადი მცველი [11]
ახლა თბილისში,დღის 12 საათზე,წვიმაში,მეტროს წინ მდგარი დვალი ისეთ გრძნობას გრძნობდა იშვიათად რომ ეწვევა ხოლმე ადამიანს,თუმცა არსებობენ ისეთები რომელთათვისაც ეს გრძნობა მუდმივი და ცხოვრებისეულია,ძალიან მეცოდებიან ასეთი ადამიანები,შეიძლება შეძლებულებიც იყვნენ,ლამაზებიც და გონებამახვილებიც მაგრად ეს ყველაფერი მატერიაა,მატერია კი ვერასდროს ამოუვსებს მათ მონატრებისგან ამომწვარ ცარიელ ხვრელებს. ახლა აქ მდგარი დვალს მეოთხე ღერ სიგარეტს რომ ეწეოდა ამ 3 წუთის განმავლობაში,საშინლად ენატრებოდა ქალი.ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება რაღაც მომენტი როცა უბრალოდ ხვები,რწმუნდები რაღაცის სიზუსტეში,ზუსტად იმიტომ რომ ეს ახლახანს თავად განიცადე.მამაკაციც ახლა ერთ რამეს მიხვდა,მიხვდა რომ მონატრება დროითი კი არა სივრცითი ფენომენია,შესაძლოა ადამიანი მთელი თვე ვერ ნახო,მაგრამ თუკი ის სადმე წავა და მასთან შეხვედრის ალბათობა ნულს გაუტოლდება,პირველივე დღეს მოგენატრება. დვალის გონებაში ახლა ამის გარდა ორმა გრძნობამ დაისადგურა,ერთმა უბრალოდ და მუდმივმა ადამიანის ცხოვრებაში,მეორემ კი სასწაულმა. პირველი იყო დანაშაულის გრძნობა რომელიც შინაგანად ჭამდა დვალს.მეორე კი სიყვარული იყო,ამას გარდა მამაკაცი ორ რამეს მიხვდა პირველი ის იყო,რომ ანასტასია იყო შემთხვევა და ქალი,რომლის მსგავსადაც არასდროს არავინ ჰყვარებია,ხოლო მეორე იყო ის,რომ გააცნობიერა,ვერც ვერავის შეიყვარებდა მსგავსი გრძნობით მომავალში. ხომ ამბობენ არავინ იცის მომავალში რა იქნებაო–სისულელეა!,რადგან მე შემიძლია დაზუსტებით გითხრათ რომ ახლა მამაკაცმა ზუსტად იცოდა ის,რომ ეს გრძნობა აღარასდროს ეწვეოდა მსგავსი დოზით,რადგან დოზამ უკვე საზღვარს გადააჭარბა მის შიგნით.სხვანაირად არც შეიძლებოდა რომ მომხდარიყო,აკი უკვე გითხარით რომ ადამიანები ვერ გაურბიან ბედისწერას. ***** –ნუ ნერვიულობ,დარეკავს იქეთ–აქეთ მოსიარულე და ჩაფიქრებული დვალი ლიკას სიტყვებმა გამოიყვანა ფიქრებიდან,ამასობაში ზარის ხმა მოესმათ,ამ ხმამ ორივე დაძაბა შინაგანად –სად ხარ? იმდენად ხმამაღალი ტონით შეეკითხა დვალი რომ ირგვლივ ხალხმა მისკენ ყურება დაიწყო –კაცს გამოგიგზავნი,ადგილსამყოფელი მითხარი შენი –! ტონს უფრო აუწია მამაკაცმა და მისკენ მომზირალი თვალების რაოდენობამაც მოიტამა –შენთვის ჯობს მარტო მოხვიდე,არავინ გამოიყოლო. –მეტროსთან ვდგავარ ცოტა დაუწია ტონს მამაკაცმა –კარგი დამცინავად გაიცინა ალეკომ დვალმა მობილური გათიშა და ისედაც გამობერილი ძარღვები კიდევ უფრო ამოებერა ყელთან -რაო? –სად ვარო? –ანასტასიას ხმა გაიგე? ლიკამ მაშინვე დააყარა კითხვები,დვალი საშინლად გაბრაზებული,განრისხებული და გაცოფებული რომ არ ყოფილიყო დარწმუნებული ვარ ნამდვილად გაეცინებოდა ლიკაზე,თუმცა ახლა სასაცილოდ ჰქონდა საქმე? –შენ სახლში უნდა წახვიდე ქალს მოუბრუნდა და თვალებში არ შეუხედავს ისე უთხრა –რას მეუბნები? ლიკას გაუკვირდა მამაკაცის სიტყვები –უნდა წახვიდე კიდევ გაიმეორა ბოლო სიტყვები დვალმა და პროფილით დადგა ლიკას წინ –არავითარ შემთხვევაში –ლიკა! მამაკაცს უფრო დაეტყო ახლა გაბრაზება,ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ რომ დამიანე დვალი იმ მამაკაცთა რიცხვს მიეკუთვნება რომლებსაც საშინლად ეჯავრებათ ქალებისთვის ერთი სიტყვის მრავალჯერ გამეორება,თანაც მაშინ როდესაც დარწმუნებულები არიან რომ ერთხელაც მშვენივრად გაიგეს –ანასტასიასთან ერთად წავალ სახლში,ისე არა! კვლავ გაჯიუტდა ქალი მამაკაცმა მკლავზე მოკიდა ხელი და მისკენ შეაბრუნა –ხომ გჯერა რომ დღეს ანასტასიას აუცილებლად ნახავ? ქალს თვალებში ცრემლი ჩაუდგა –აუცილებლად თავი ასწია და ისე უპასუხა კაცს,ამაყად –ხოდა წადი ხელი შეუშვა ქალს,უკვე დარწმუნებული იყო რომ მისმა სიტყვებმა უდიდესი გავლენა იქონიეს მასზე –ხომ მოიყვან? შეშინებული თვალებით შეხედა კაცს –გპირდები ასეთი დარწმუნებული არასდროს ყოფილა დვალი საკუთარ თავში! –მჯერა,შენი მჯერა ყველაზე მეტად,იმიტომ რომ ვიცი როგორ გიყვარს! ბოლო სიტყვაზე მამაკაცი ქალს მიაშტერდა,საკუთარ თავს ეკითხებოდა ნუთუ ასე მემჩნევა ეს ყველაფერიო –ნუ გაგიკვირდება ეს რომ გითხარი,შენს ყველა რხევაში და ქცევაში იგრძნობა ეს ყველაფერი,და ყველაზე მეტად მე ვგრძნობ ამას,იმიტომ რომ ყველაზე კარგად ვიცნობ ანას რამოდენიმე წამი ორივე გაჩუმდა –კარგი წავედი,აბა შენ იცი! მჭიდროდ მოეხვია მამაკაცს და იქაურობას მალე გაეცალა! როგორც კი ქალი წავიდა დვალმა მობილური ამოიღო ჯიბიდან –თათია!მე ვარ,დრო არ მაქვს,სასწრაფოდ 500 000 მოხსენი ანგარიშიდან და ბარათზე დარიცხე –კარგით,რამე ცუდი ხდება? –არ მაქვს დრო,მერე აგიხსნი,რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააკეთო ეს საქმე მოკლედ მოუჭრა ბოლო წინადადება ქალს და ფეხებთან მანქანა რომ გაუჩერდა მაშინვე გათიშა მობილური. დაბურული მინის გამო ვერ გაარჩია შიგ მჯდომის სახე,თუმცა მაშინვე იგრძნო რაღაც და ჩაჯდა.მძღოლს არაფერი უთქვამს,როგორც კი კარები დაკეტა დვალმა მძღოლმაც მაშინვე დაძრა მანქანა. 45 წუთში ერთ მიყრუებულ ადგილას ამოყო თავი,ირგვლივ ერთადერთი 5 სართულიანი სახლი იდგა,ისიც ძალიან ძველი,ეს ჩამტვრეულ ფანჯრებზე ეტყობოდა სახლს.მანქანიდან რომ გადმოვიდა და ირგვლივ მიმოიხედა ახლომახლოს ვერცერთ შენობას ვერ მოჰკრა თვალი,მხოლოდ კიბეები იყო,რომელიც აშკარად მიწის ქვეშ ამოგაყოფინებდა თავს,ეს იმით მიხვდა რომ კიბის ბოლო საფეხურები არ ჩანდა. მძღოლი რამოდენიმე წამის შემდეგ გადმოვიდა მანქანიდან და წინ გაუძღვა დამიანეს,როგორც დვალს ეგონა ზუსტად ისე მოხდა,წინ მდგომმა მამაკაცმა ზუსტად იმ კიბეებისკენ აიღო გეზი ცოტა ხნის წინ რომ თვალი მოჰკრა.რამოდენიმე საფეხური ჩვეულებრივად ჩაიარეს,მერე უკვე სიბნელე ჩამოწვა და ვეღარ არჩევდა ირგვლივ გამოსახულებას კიბე რომ ჩათავდა ნათურა აინთო მარჯვენა კუთხეში და დვალმა ახლახანს შენიშნა რომ მარტო ყოფილიყო სივრცეში,მძღოლი სადღაც მიიმალა,გაქრა.წინ სვლა განაგრძო და რკინის კარი რომ დაინახა იქეთკენ დაიძრა,ძალიან დაძაბული იყო,იცოდა რომ ყოველი ნაბიჯი ანასტასიას უკავშირდებოდა! კარები შეაღო და მიუეხედავად იმისა რომ ალეკო ანასტასიაზე ახლოს იდგა მასთან,ქალის სახე პირველი დალანდა,ქალი სკამზე იჯდა,ხელები უკან ჰქონდა შეკრული,სწორედ ამიტომ მტევნები არ უჩანდა,პირიც ახვეული ჰქონდა,შავი თმები კი დვალს რომ ასე ძალიან უყვარდა მასში წინ ჩამოჰყროდა ქალს და შუბლს უფარავდა ნახევრად,დაინახა და მაშინვე გაუქრა ყველანაერი საშინელი გრძნობა რასაც ამ დროის განმავლობაში გრძნობდა,ყველაფერს ისიც დაემატა რომ მამაკაცის დანახვისას ქალმა თავი ასწია და ღიმილი გადაეკრა სახეზე –გამარჯობა არ გასწავლეს ბატონო დამიანე? ცინიკურად მიესალმა ალეკო,მარცხენა ხელში ბოთლი ჰქონდა,მარჯვენაში იარაღი –შენნაირ ნაბიჭვრებს რომ არ უნდა ვუთხრა გამარჯობა ეგ მასწავლეს! განრისხებული დაიძრა დვალი მამაკაცისკენ –ოპ ოპ! მაშინვე მოწყდა ადგილს ალეკო და ქალის შუბლთან მიიტანა მარჯვენა ხელი ქალმა კანკალი დაიწყო და ეს აშკარად შენიშნა დვალმა,სწორედ ამ მიზეზით დაიხია უკან –იარაღი მოაშორე! მამაკაცის ღრიალი ექოდ გაისმა დაბალჭერიან სარდაფში! –აქ შენი ტემბრის არავის ეშინია დამიანე ცინიკური ღიმილი არ მოშორებია ალეკოს სახიდან –მოშორდი! არ ცხრებოდა დვალი,თითქოს მისმა ხმამ მაკაბელზე იმოქმედაო ქალს მოშორდა,თუმცა შორიდან მაინც უმიზნებდა იარაღს,ეს ახლა მისი ერთადერთი წერტილი იყო,რომლითაც დვალს აკავებდა –ფული მომეცი! დვალმა სახეში შეაფურთხა მაკაბელს,თუმცა მას რეაქცია არ ჰქონია ამაზე,სახე მოიწმინდა და იარაღი ახლა მამაკაცისკენ გადმოიტანა,ამაზე ანასტასიამ ფართხალი დაიწყო,ხელების გამოძრავებას ცდილობდა –გააჩუმე ეს გოგო! თორემ მე გავაჩუმებ დვალს დაუყვირა ანასტასიას საქციელით გაღიზიანებულმა ალეკომ მამაკაცმა ფრთხილად შეატრიალა თავი ქალისკენ და თვალებით დაამყარა მასთან კონტაქტი –დამშვიდდი ანა! ქალი მაინც აგრძელებდა ფართხალს,მერე დვალმა ტუჩები ფრთხილად,ჩუმად აამოძრავა და რამოდენიმე ბგერა წარმოთქვა ძალიან ჩუმად ქალი მაშინვე გაქვავდა მამაკაცის სიტყვებისას,მართალია რომ დვალს არაფერი უთქვამს,უბრალოდ სიტყვის იმიტაცია გააკეთა ტუჩებით,თუმცა ქალმა მკაფიოდ ამოიკითხა მამაკაცის ბაგეების მოძრაობიდან სიტყვა " მიყვარხარ " ეს გაიაზრა ქალმა,მამაკაცს თვალებში მიაშტერდა და ზედმეტი მოძრაობა შეწყვიტა –კარგია ანასტასიას საქციელით კმაყოფილი ალეკო დვალს უახლოვდებოდა. დვალმა ფრთხილად ამოიღო ჯიბიდან ბარათი და ალეკოსთვის უნდა მიეცა,თუმცა ალეკო გაჩერდა და გაიცინა –არა არა! არ მოხვიდე,გამოაცურე მამაკაცი დაიხარა და ბარათი მიწაზე გააცურა! მერე მობილური ამოიღო და თათიას ნომერი აკრიფა დიქტოფონში მკაფიოდ გაისმა ქალის ხმა –გისმენთ ბატონო დამიანე! –ჩარიცხე? –დიახ,მზადაა –რამდენი? –რამდენიც მითხარით! ალეკოს გაეცინა და დვალს უჩურჩულა ჰკითხეო –რამდენია ანგარიშზე? –ზუსტად 500 000 დოლარი! –კარგი გათიშა მობილური და ჯიბეში დააბრუნა ალეკომ ბარათი შეინახა,მერე ქალს მიუახლოვდა და ხელები გაუხსნა,მერე პირზეც მოხსნა,ბოლოს ფეხზე.ქალი შეშინებული მიაშტერდა ალეკოს,მის საქციელს ელოდა –წადი! იარაღით მიანიშნა ალეკომ და ქალიც გამოიქცა დვალისკენ. მამაკაცმა განიერი ხელები შემოაჭდო ანასტასიას წელზე და ანასტასიას სუნთქვა შეეკრა,დვალი სახეზე ეფერებოდა,ჯერ ცხვირზე აკოცა,მერე ნიკაპზე,მერე ლოყებზე და ბოლოს შუბლზე.ანასტასიას მაგრად მოეხვია და ხელი აღარ გაუშვა!მთელ სახეზე ეფერებოდა მამაკაცი,თითქოს ნაკვთებს უმოწმებდა,მერე კისერში აკოცა ხმაურიანად გამოსვლის დროს ალეკოს გადაულაპარაკა "აქ არ დამთავრებულა"–ო და ხელი დაუქნია მაკაბელს ბნელი სარდაფიდან სინათლეში გამოვიდა ჩახუტებულ ქალთან ერთად,ქალი მოიშორა გულმკერდიდან,თუმცა მისი ხელი აიღო,ხელისგულზე ხმაურიანად აკოცა როგორც სჩვეოდა ხოლმე და მაგრად ჩაკიდა,ახლა ზუსტად იცოდა რომ აღარასდროს გაუშვებდა ქალს ხელს ***** ალბათ არასდროს მომბეზრდება თქვენთვის მადლობის გადახდა ამხელა სითბოსთვის! კიდევ ერთხელ,მადლობა თქვენ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.