შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ დავრჩები (ნაწილი 3)


12-05-2015, 12:33
ავტორი Tika)))
ნანახია 2 117

9:23

-მოვკვდი?
საკუთარ თავს ნამდვილად ვუსვამ ამ შეკითხვას.
-მოვკვდი?
თავდაპირველად ჩანს,რომ ნამდვილად ასეა,თითქოს,ჩემი აქ ყოფნა დროებითია,ცოტა ხანში მკაფიო შუქს დავინახავ,საკუთარი სიცოცხლე კინოკადრივით გამიელვებს თვალწინ და სხვა სამყაროში გადავალ.
მაგრამ უცებ ჩნდება "სასწრაფო",მათ პოლიცია და სახანძრო მანქანები მოჰყვებიან,ვიღაცამ უკვე ზეწარი გადააფარა მამაჩემის ცხედარს,მეხანძრემ ცელოფნის ტომარაში ჩაასვენა დედა და სწრაფად უკრავს ელვაშესაკრავს.მესმის,როგორ ესაუბრება მეორე მეხანძრეს,რომელსაც უხსნის,რომ შეჯახება დედის მხარეს მოხდა და,ალბათ,მყისიერად მოკვდა,ამიტომაც არ არის მისი სხეული დასისხლიანებული.
-გულის შეტევა მოსვლია და რაკი გულმა ვეღარ მოახერხა სხეულიდან სისხლის ამოტუმბვა,ამიტომ არ არის დასისხლიანებული.აი,შეხედე.
ფიქრიც კი არ მინდა იმაზე,რომ დედა შეიძლებოდა,სისხლისაგან დაცლილიყო,ამის ნაცვლად იმაზე ვფიქრობდი,როგორ აეწყო ყველაფერი,დედა პირველი მსხვერპლი გახდა უზარმაზარი პიკაპის,მაგრამ თავისდაუნებურად ჩვენ გადაგვეფარა.მართალია,არჩევანი თვიტონ არ გაუკეთებია,მაგრამ ასე გამოვიდა.
თუმცა იქნებ მეც მკვდარი ვარ?მე,რომელიც გზის კიდეზე ვგდივარ,ფეხი სადრენაჟო ჭის თავზე მიდევს,გარს კი ქალებისა და კაცების გუნდი მახვევია,თავს დამტრიალებენ და რაღაცას მარჭობენ ვენაში,"სასწრაფოს" ექიმებს პერანგი ჩაუხევიათ,ვხედვ,როგორ მაქვს მოპშიშვლებული მკერი ერთ მხარეს და უხერხულად ვარიდებ თვალს.
პოლიციას პერიმეტრი სასიგნალო შუშხუნებით გაუნათებია,მანქანებს აფრთხილებს,მიმართულება შეცვალონ და უკან დაბრუნდნენ,გზა გადაკეტილია,ზრდილობიანად უჩვენებენ მგზავრებს ალტერნატიულ მარშრუტს,შემოვლით გზატკეცილებს ასწავლიან,საიდანაც ადვილად მოახერხებენ დანიშნულების ადგილამდე მისვლას და უკან დაბრუნება არ დასჭირდებათ.
ადამიანებს,რომლებიც ამ მანქანებით მგზავრობენ,შეუძლიათ,გზა განაგრძონ,მაგრამ ასე არ იქცევიან,გადმოდიან, ერთმანეთს ეხუტებიან ამ სიცივეში და ავარიის ადგილს ათვალიერებენ.მერე თვალს არიდებენ საშინელ სანახაობას,ზოგი ტირის,ერთ ქალს კი გული ერევა და პირდაპირ გზისპირა ბუჩქებზე არწყევს.ამ ადამიანებმა არ იციან,ვინ ვართ,არც ის იციან ზუსტად,რა და როგორ მოხდა,მაგრამ ჩვენთვის ლოცულობენ,მე ამას ვგრძნობ და კიდევ უფრო მიმძაფრდება იმის შეგრძნება,რომ მკვდარი ვარ,სხეულიც საშინლად მაქვს გაშეშებული და ვერაფერს ვგრძნობ,არადა,საათში სამოცი მილით მიმავალი მანქანიდან ასხლეტილმა ასფალტის ფენამ კანი ძვლებამდე ამათალა ფხზე და ჯოჯოხეთურად უნდა მტკიოდეს.არც კი ვტირი,მიუხედავად იმისა,რომ ვიცი,ჩემს ოჯახს წარმოუდგენელი საშინელება შეემთხვა.ჩვენ ახლა ალთა-ბალთა,ბანქოს მეფის ცხენები და მისი ამალაც ვერ დაგვაყებებს ფეხზე.
ამ ფიქრებში გართულს უცებ ჟღალი,ჭორფლებიანი ექიმის ხმა მესმის,რომელიც თავისდაუნებურად ჩემს კითხვებს პასუხობს-გლაზგოს სკალით მერვე ხარისხია.სასწრაფოდ მივაწოდოთ ჟანგბადი!-კივის ხმამაღლა.
ეს ქალი და კიდევ ერთი,ჩავარდნილყბებიანი სანიტარი,ყელში მილს მჩრიან,ბალიშს მიერთებენ და ცდილობენ,ჟანგბადი მომაწოდონ.
-დაახლოებით,რამდენ ხანში მოფრინდება მაშველების ვერტმფრენი?-კითხულობს ექიმი.
-ათ წუთში,-პასუხობს სანიტარი,-ქალაქში ოც წუთში ვიქნებით.
-გიჟივით თუ გააქანებ მანქანას,ჩვენ თხუთმეტ წუტშიც ჩავიყვანთ.
დაახლოებით ვხვდები,რას ფიქრობს ბიჭი ექთანი,ისევ ავარია რომ მოუვიდეთ,ვეღარაფრით დამეხმარებიან და მეც ვეთანხმები,მაგრამ ის ხმამაღლა არაფერს ამბობს,მხოლოდ კბილს კბილზე აჭერს.მერე "სასწრაფოს" მანქანაში მათავსებენ,ჟღალი ექიმი ქალი ამოდის და ჩემ გვერდით ჯდება,დროდადრო ცალი ხელით ჟანგბადის ბალიშს მისწორებს,მერე შუბლზე ჩამოყრილ კულულს უკან მიწევს და მეუბნება,-გამაგრდი.
პირველ კონცერტზე ათი წლისამ დავუკარი.უკვე ორი ხელი იყო გასული,რაც ვიოლონჩელოზე ვუკრავდი,თავიდან სკოლის მუსიკალურ პროგრამაში ვიყავი ჩართული.ბედმა გამიღიმა,საერთოდ რომ იყო ჩვენთან ვიოლონჩელო,ეს ინსტრუმენტი ხომ მეტისმეტად ძვირი და ფაქიზია.თურმე ერთ გარდაცვლილ მოხუც უნივერსიტეტელ ლიტერატურის პროფესორს ჩვენი სკოლისათვის უანდერძებია თავისი "ჰამბურგი".საკრავი კარგა ხანი კუთხეში იდო,ბავშვების უმეტესობას გიტარაზე ან საქსოფონზე დაკვრის სწავლა ერჩია...დედას და მამას რომ გამოვუცხადე,ვიოლონჩელისტი უნდა გავხდე-მეთქი,ორივეს სიცილი აუტყდა,მოგვიანებით კი მომიბოდიშეს და მითხრეს,იმიტომ ავხარვახრდით,რომ წარმოვიდგინეთ,როგორ გედგა უზარმაზარი ვიოლონჩელო წვრილ ფეხებთანო.
მალე მშობლები მიხვდნენ,რომ ამ საქმეს სერიოზულად ვეკიდებოდი,ხითხითი შეწყვიტეს და სცადეს,თანაეგრძნოთ.
მიუხედავად ამისა,მაშინდელი რეაქცია დღესაც მწარედ მახსოვს,თუმცა ერთი სიტყვას არ მითქვამს მშობლებისთვის,მაინც ვერ მიხვდებოდნენ.მამა ხუმრობით იმასაც ამბობდა ხოლმე,საავადმყოფოში,ალბათ შეეშალე ბებიაქალს ,ჩვენ ქერა და ცისფერთვალებიანები ვართ,შენ კი,თითქოს,ჩვენი ნეგატივი ხარ,შავი თმითა და მუქი ფერის თვალებითო.ცოტა რომ წამოვიზარდე,მამას ამ ხუმრობამ უფრო სხვა აზრი შეიძინა ჩემთვის,ზოგჯერ ისიც კი მიფიქრია,სულ სხვა ტომიდან ვარ-მეთქი.მართლავ არ ვგავდი ჩემს ირონიულ მამას და ძლიერ,დამოუკიდებელ დედას.ამას ისიც დაემატა,რომ ელექტრონული გიტარის ნაცვლად ვიოლონჩელო ავირჩიე.
საბედნიეროდ,ჩემს ოჯახში მუსიკა იმდენად მნიშვნელოვანი რამ იყო,დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა,რაზე დავუკრავდი და,რაკი ვიოლონჩელოსადმი სიყვარული არ გამინელდა,მშობლებმა საკრავი მიქირავეს,შინაც რომ მევარჯიშა.მოსაწყენი გამებისა და აკორდების დამუშავების მერე ვცადე,"იციმციმე,იკაშკაშე,პაწაწინა ვარსკვლავო" დამეკრა,მერე ეტიუდებზე გადავედი,ბოლოს კი ბახის სუიტებსაც შევეჭიდე.
საშუალო სკოლაში მუსიკას დიდ დროს არ უთმობდნენ და დედამ კერძო მასწავლებელი მიშოვა,კოლეჯის სტუდენტი,რომელიც კვირაში ერთხელ მოდიოდა.რამდენიმე წელიწადში ასეთი სტუდენტების კარგა დიდი პარტია გამოვიცვალე,რადგან ოსტატობაში გადავაჭარბებდი თუ არა,უბრალოდ,ჩემთან ერთად უკრავდნენ.
ასე გაგრძელდა მეცხრე კლასამდე,მაშინ უკვე მამამ პროფესრ კრისტინს,რომელსაც მუსიკალურ მაღაზიაში მუშაობის დროიდან იცნობდა,სთხოვა,თუ შეძლებდა,კერძო გაკვეთილები ჩაეტარებინა ჩემთვის.ქალი დასთანხმდა,მოესმინა,თუმცა თურმე დიდს არაფერს ელოდა ჩემგან,როგორც მოგვიანებით მითხრა,უბრალოდ,მამას ხათრი ვერ გაუტეხა.მამა და პროფესორი ქვედა სართულზე იყვნენ და უსმენდნენ,როგორ ვვარჯიშობდი ჩემს ოთახში ვივალდის სონატაზე,ქვემოთ რომ ჩავედი სადილად,პროფესორმა მითხრა,თანახმა ვარ,გამეცადინოო.
პირველ კონცერტზე ამ ამბებამდე რამდენიმე წლით ადრე გამოვედი ქალაქის ერთ დარბაზში,სადაც,ჩვეულებრივ,ადგილობრივი ჯგუფები უკრავდნენ ხოლმე.ამ დარბაზს საშინელი აკუსტიკა ჰქონდა ხმის გამაძლიერებლების გარეშე დაკრული კლასიკური მუსიკისთვის.მე კი სოლო უნდა შემესრულებინა-ჩაიკოვსკის "ფერია დრაჟეს ცეკვა".
კულისებში ვიდექი,ვუსმენდი როგორ უკრავდნენ ბავშვბი ჭრიალა ვიოლინოზე ან მორახუნე პიანინოზე და შიშმა ამიტანა.უკანა კარისაკენ მოვკურცხლე,გარეთ გავედი,კიბეზე ჩავიკეცე,თავი ხელებში ჩავრგე და აჩქარებით დავიწყე სუნთქვა;ჩემი სტუდენტი მასწავლებელი პანიკამ მოიცვა და მთელი ჯგუფი გამოგზავნა საძებნელად.
მამამ მიპოვა.იმ დრიოსთვის ახალი დაწყებული ჰქონდა პანკიდან კონსერვატორად გარდასახვა,ამიტომ ძველმოდური კოსტიუმი ეცვა შავ დაბალყელიან ჩექმებთან ერთად და რკინის დეტალებით გაწყობილი ტყავის ქამარი ეკეთა.
-კარგად ხარ,ჩემო საბრალო მია?-მკითხა და გვერდით ჩამომიდა კიბის საფეხურზე.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე,ისე მრცხვენოდა,ხმასაც კი ვერ ვიღებდი.
-რა მოხდა?
-არ შემიძლია დაკვრა!-დავიყვირე.
მამას სქელი წარბები შეიჭმუხნა და მონაცრისფრო-მოცისფრო თვალებით შემომხედა.ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს,სულ სხვა ვინმე ვიყავი,ის კი მათვალიერებდა და ცდილობდა,მიმხვდარიყო,რა არსებააო.
ის ხომ მთელი ცხოვრება ჯგუფში უკრავდა,ალბათ,არც კი იცოდა,რა იყო სცენის შიში.
-სირცხვილია,რომ არ გამოხვიდე.-მითხრა მამამ,-მე ხომ შენთვის შესანიშნავი საჩუქარი მაქვს,ყვავილებზე უკეთესი.
0ვინმე სხვას მიეცი,მე ვერ დავუკრავ,შენ,დედას და ტედისაც კი საერთოდ არ გგავართ.-ტედი იმ დრიოსთვის მხოლოდ ექვსი თვისა იყო,მაგრამ უკვე ეტყობოდა,რომ ჩემზე ბევრად მეტი ინდივიდუალიზმი და სასიცოცხლო ენერგია გააჩნდა.თან ის ქერა და ცისფერთვალება იყო,თანაც,საავადმყოფოს ნაცვლად სამშობიაროში დაიბადა და შემთხვევით სხვა ბავშვში რომ არეოდათ,ნაკლებად იყო შესაძლებელი.
-ჰო,მართალი ხარ,-ჩაიბურტყუნა ჩაფიქრებულმა მამა,-ტედიმ პირველად რომ დაუკრა ტუჩის გარმონზე,მართლაც მეტისმეტად მშვიდად იყო.პირდაპირ საოცრებაა.
თვალებზე ცრემლები მქონდა მომდგარი,მაგრამ ამაზე გამეცინა.მამამ ნაზად შემომხვია მხრებზე ხელი.-იცი,მეც რომ ყოველი გამოსვლისას ვკანკალებდი?
მამას დაეჭვებულმა შევხედე,ის ხომ ყოველთვის დარწმუნებული იყო საკუთარ თავში.
-ამას ჩემს დასამშვიდებლად ამბობ.
მან უარის ნიშნად თავი გააქნია,-არა,სულაც არა,საშინელ დღეში ვვარდებოდი ხოლმე,უბრალოდ,დასარტყამ ინსრტუმენტზე ვუკრავდი,უკვან ვიდექი და ყურადღებას არავინ მაქცევდა.
-ამ დროს როგორ იქცეოდი?
-თავს სასმლით იმხნევებდა,-შეღებული უკანა კარიდან დედამ გამოყო თავი და საუბარში ჩაგვერთო.ვინილის შავი მოკლე კაბა ეცვა წითელ,ბრეტელებიან მაისურთან ერთად,"კენგურუში" ჩასმულ ბედნიერ ტედის კი პირზე დორბლი ჩამოსდიოდა.-ერთ-ორ ბოთლ ლუდს გეახლებოდა ხოლმე წარმოდგენის წინ,მაგრამ შენ ამას ვერ გირჩევ.
-დედაშენი,ალბათ,მართალია-ამბობს მამა,-სოციალურ სამსახურს არ ესიამოვნება ნასვამი ათი წლის მოხარდის დანახვა.გარდა ამისა,პანკებისთვის სულაც არ იყო უჩვეულო სცენაზე დასარტყამი ჯოხების დაყრა და რწყევა.შენ რომ დალიო და ლუდის სუნი აგივიდეს,სულაც არ იქნება ლამაზი,კლასიკური მუსიკის მიმდევრები ხომ სნობები არიან.
მე უკვე მეცინებოდა,თუმცა ისევ მეშინოდა,უკეთ ვიგრძენი თავი,თურმე სცენის შიში მამისგან მერგო მემკვიდრეობით,ბოლოს და ბოლოს,მივხვდი,რომ სხვისი შვილი არ ვიყავი.
-დაკვრა რომ შემეშალოს?საშინლად რომ შევასრულო?
-მია,შენთვის ახალი ამბავი მაქვს-იქ,სცენაზე ისედაც ბევრი საშინელება ხდება,ასე რომ,სულაც არ გამოჩნდები სხვებისგან განსხვავებული.-მეუბნება დედა და ტედიც თანხმობის ნიშნად ჭყლოფინებს.
-სერიოზულად მითხარი,როგორ ახერხებდი ნერვიულობის დაძლევას?
მამა ისევ იღიმებოდა,მაგრამ ცოტა დასერიოზულდა,რასაც იმით მივხვდი,რომ საუბარი შეანელა.-ნერვიულობას ვერ დაძლევ,უბრალოდ,დაკვრა უნდა გააგრძელო,თავი უნდა მოთოკო.
მეც ასე მოვიქეცი,მაინცდამაინც ბრწყინვალედ ვერ დავუკარი,ვერც დიდი ოვაციები დავიმსახურე,მაგრამ არც ჩავფლავებულვარ,კონცერტის ემრე კი საჩუქარიც მივიღე...
მანქანის სავარძელზე იდო და ადამიანს ჰგავდა,იმ ვიოლონჩელოსავით,პირველად რომ დავინახე ორი წლის წინ...ეს საკრავი ნაქირავები აღარ იყო.მთლიანად მე მეკუთვნოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent