შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 13


15-05-2015, 23:37
ავტორი ნათი_
ნანახია 2 748

საღამოს ჩემთან მადონა ამოვიდა. გამიხარდა მისი დანახვა. ვინმეს თანაგრძნობა ნამდვილად მჭირდებოდა. თავს მარტოდ და სუსტად ვგრძნობდი. საწოლზე ჩამოჯდა და მკითხა
-რა ქენი, დაელაპარაკე მათეს?
-მადონა გთხოოვ, მისი სახელის გაგონებაც აღარ მინდა.
-გასაგებია... არ მიკვირს. ბიჭებს აშინებთ მსგავსი პასუხისმგებლობები.
-მათეს ჩემს მიმართ არასრდოს სულ პაწაწინა გრძნობაც კი არ ჰქონია და რათქმაუნდა ეს ბავშვიც ზედმეტ პრობლემას წარმოადგენს მისთვის. აბორტი კი მის პრობლემას მოაგვარებს და რატომაც არ დასთანხმდება. გიორგიმ სულ არაფერიც რომ არ თქვას, მათე ალბათ თვითონ ჩამათრევს ექიმის კაბინეტში.
-ასე ნუ ამბობ, შენც გაღიზიანებული ხარ, მათეც დაბნეულია. ორივეს დამშვიდება და დაფიქრება გჭირდებათ.
-გიორგისაც, ნინოსაც და მათესაც დღეს ერთი მიზანი აქვთ. ერც ერთს უფლებას არ მივცემ ამ ბავშვს რამე დაუშავოს.-მადონამ ამოიოხრა, სევდიანი თვალებით შემომხედა და თავზე ხელი მზრუნველად გადამისვა.
-ბავშვს დაცვა და მზრუნველობა სჭირდება. აბა მითხარი ბოლოს როდის ჭამე?
მოულოდნელმა კითხვამ დამაბნია. გონებაში გადავხედე განვლილ დღეს მაგრამ მსგავსი არაფერი ამოტივტივდა. მადონა ამას ჩემი სახის გამომეტყველებით მიხვდა.
-აჰაამ.. აბა ჩქარა ბუფეტისკენ ნაბიჯით იარ!-ხელზე დამეკიდა რომ წამოვეყენებინე.
-აუ არა, რა. ახლა ყველა იქ იქნება, მე კიდე არავის ნახვა არ მინდა.
-კარგი, პრეტენზიულო ქალბატონო, ვახშამს აქ მოგართმევ-ცდილობდა მხიარული ყოფილიყო, საწოლიდან წამოდგა და ოთახი ცოტახნით დატოვა, მალე დაბრუნდა, ლანგრით ხელში. ჩემს მიმართ საოცარ მზრუნველობას იჩენა. მისი უსაზღვროდ მადლიერი ვიყავი.
-მორჩა მადონა, მეტს ვეღარ ვჭამ.
-ცოტაც, ცოტაც.
-არა, მართლა აღარ შემიძლია.
-კარგი, ლანგარს ჩავიტან, შენ კი დასვენება გჭირდება, ეცადე დაიძინო.-გამიღიმა და კარისკენ წავიდა
-მადონა-ჩემსკენ შემობრუნდა- ხო არ იცი ლანა როგორ არის?
-ანემია აღმოაჩნდა. ჰემოგლობინის ნაკლებობამ გამოიწვია.. გიორგი გაგიჟებული იყო, გაჰყვიროდა "ეს როგორ დაუშვით, როგორ გამოგეპარათო".
-ჰმ... ლანას მდგომარეობა როგორის?
- ტყუილად პანიკიორობს გიორგი, უმკურნალებენ და გამოჯანმრთელდება.... დაისვენე ახლა
-ძილინებისა-გამიღიმა და ოთახიდან გავიდა.
იმ დღეს ყველა ლანას მდგომარეობით იყო დაინტერესებული და გამიადვილდა შეუმჩნევლად დარჩენა, მაგრამ მეორე დღეს ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი. დილით ნინო დამადგა თავს
-როგორ გრძნობ თავს?
-ნორმალურად-ვუთხარი ისე, რომ არც შემიხედავს.
-კარგი, წამოდი შევამოწმოთ მართლა ყველაფერი ნორმალურად არის თუ არა. ისედაც უყურადღებოდ მომიხდა შენი დატოვება.
-არ მჭირდება შემოწმება-მკაცრად ვუთხარი.
გამომცდელად შემათვალიერა და პირდაპირ მომახალა, ის რაც უკვე ბევრჯერ მოვისმინე
-თუ აბები არ დაგილევია, შედეგს დიდხანს ვერ დამალავ, ეს ხომ იცი?
-აბები დავლიე, გასაგებია? ყველაფერი დამთავრდა!
-თუ დამთავრდა მაშინ რატო ჭირვეულობ?
-თავი მომაბეზრე შენი კითხვებით! ხო მოისმინე რისი გაგებაც გინდოდა არა? წადი ახლა! გიორგისთან პრობლემა არ შეგექმნება.
-წავალ, მაგრამ ვალდებული ვარ დავრწმუნდე შენს ჯანმრთელობაში. და ასეც მოვიქცევი.-ოთახიდან სწრაფად გავიდა, მე კი "ბრძოლისთვის" მოვემზადე. რა მიხვედრა სჭირდებოდა იმას რომ მალე უკან სანიტრები დაბრუნდებოდნენ. ასეც მოხდა. ჩემი მოსმენაც არ ისურვეს, მკლავებში ჩამაფრინდნენ და პალატისკენ წამათრიეს. ვთხოვდი, ვეხვეწებოდი, ვწიოდი, ვკიოდი გამიშვითთქო მაგრამ ყურადღებას არ მაქცევდნენ, გაქვავებული გულით და გონებით ასრულებდნენ ბრძანებას. პალატას როცა მივუახლოვდით, დავინახე როგორ გამოცვივდნენ დარბაზიდან ბავშვები, გაკვირვებულები იყვნენ სანახაობით, არც ერთს ნაბიჯიც კი არ გადმოუდგავს. უკანასკნელად გავიბრძოლე, გასათავისუფლებლად, თითქმის მოვახერხე, მაგრამ მაინც დამიჭირეს. მადონა დავლანდე კიბესთან, ტკივილნარევი სახით შემომხედა, შემდეგ ზურგი მაქცია და გიორგის კაბინეტისკენ წავიდა. თავი დავხარე, მთელი სხეული მოვადუნე. აღარც ძალა და აღაც ხმა აღარ მქონდა წინააღმდეგონის გასაწევად, მხოლოდ ტირილი შემეძლო. საოპერაციო მაგიდაზე დამაწვინეს, ყოველი შემთხვევისთვის, ხელები და ფეხები გამიკავეს. ნინოს სახე... რეზინის თეთრი ხელთათმანები... ჩხვლეტა და ყველაფერი ბურუსმა მოიცვა...

.......

გრძნობა მიბრუნდებოდა. ცარიელ გონებას განვლილ მოვლენათა კადრები ავსებდა. ნელ-ნელა ყველაფერი ნათელი გახდა. თვალიდან ცრელი ჩამომიგორდა და ყელისკენ ჩასრიალდა. ზიზღი, აი რას ვგრძნობდი ყველას მიმართ. შემორჩენილი ძალები მოვიკრიბე, ვოცნებოდი ეს საკმარისი ყოფილიყო იმისთვის რომ ადგომა და ჩემს ოთახამდე მიღწევა მომეხერხებინა. წამოვდექი და კარისკენ, შეძლებისდაგვარად, სწრაფად წავედი. თავბრუსხვევა მაფერხებდა მაგრამ იმაზე უარესად არ აღმოვჩნდი ვიდრე წარმომედგინა. ზურგს უკან ნინოს მზერას ვგრძნობდი.
-რას აკეთებ, დაბრუნ...-კარი მივუჯახუნე და კედელს ხელმიყრდნობილი წავედი ოთახისკენ.
კარი დავკეტე და იქვე ჩავიკეცე. ტირილი მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო. თითქოს სრულიად ცარიელი ვიყავი. უაზროდ ვაცეცებდი თვალებს, მაგრამ ვერაფერს აღვიქვავდი. ან უბრალოდ აღარ მინდოდა რეალობის აღქმა. მინდოდა გამოვთიშოდი ამ სამყაროს. მაგრამ ამის უფლება არ მომცეს. ოთახში კაკუნის ხმა გაისმა. თავი მუხლებში ჩავრგე, ვეცადე ყურადღება არ მიმექცია. კაკუნი ისევ განმეორდა, და თან სხვა ხმაც მოჰყვა:
-თეკლა, მე ვარ, მადონა. გამიღე კარი.-ვეცადე სმენა დამეხშო.
-დამანებე თავი-ვუპასუხე, მაგრამ არამგონია ამ ხრიალს კარის იქით გაეღწია.
-თეკლა, უნდა მომისმინო, შენ რაღაც არ იცი... შენ... აბორტი არ გაგიკეთეს.-მეგონა მომესმა, ხელები მოვიშორე ყურებიდან. ახლა უკვე სმენად ვიქეცი.
-თეკლა-ცოტახანს დაველოდე, მაგრამ აღარ გააგრძელა, მაშინ კარის სახელურს გადავწვდი, საკეტი გადავატრიალე და ფრთხილად გამოვაღე. მადონამ სევდიანად გამიღიმა
-აბორტი არ გაგიკეთეს.-სუნთქვა გამიხშირდა. მაინტერესებდა რა მოხდა მაგრამ ახლა... ახლა რაღაც ენითაუღწერელს ვგრძნობდი. ახლა მადონა ჩემთვის ანგელოზი იყო. რომელმაც ჩემს გარშემო ყველაფერი გაანათა, ყველაფერს აზრი დაუბრუნა. მისკენ წავედი და გადავეხვიე. ცრემლები წამსკდა, მაგრამ ეს უკვე სიხარულის ცრემლები იყო.
-წამოდი ჩემო გოგო, წამოწექი, დამშვიდდი. მერე ყველაფერს მოგიყვები.-თმაზე მზრუნველად მისვამდა ხელს და თან საწოლისკენ მივყავდი.



№1  offline წევრი lika

madloba aseti kargi tavistvis magram patara

 


№2  offline წევრი ninonino7500

კაია დზზნ მალა დადე რა :*

 


კარგია ძალიან მაგრამ ამ ისტორიას happy end თუ არ ექნება თავს მოვიკლაავ

 


№4  offline წევრი nia^_^

მალეე რაა შემდეგიი...

 


№5  offline წევრი malikuna

გვაღირსებთ შემდეგ თავს?? :3 ://

 


№6  offline წევრი მარეამო

ახალი თავი სადაა? O.o

 


№7  offline წევრი malikuna

დადეე გთხოვ ერთი თვეა ველოდებით ახალ თავს;((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent