პირადი მცველი [13]
ზოგჯერ არის მომენტი,როცა გაიღვიძებ და უცებ დაიჭერ წამს,რომელშიც აანალიზებ რომ ახლა საუკეთესო მდგომარეობაში ხარ და ირგვლივ არიან ადამიანები რომლებიც შეიძლება ოცნებობენ კიდეც შენს ადგილას ყოფნაზე,აი სწორედ ამ წამს აფასებ ცხოვრებას,ამ წამს ხვდები რამდენი რამე მოგცა ღმერთმა,ხვდები რომ პირველ რიგში მოგცა სახლი–ოჯახი რომელსაც ყველასა და ყველაფერს ურჩევნიხარ,მოგცა შესაძლებლობა,რომ გაიღვიძო დილით და არაფერი გტკიოდეს,არ გციოდეს ან არ მისტიროდე ვინმეს,მოგცა შანსი რომ ყოველი ახალი ნაბიჯი შენი ნება–სურვილით გადადგა,ამ შანსს მეორენაირად თავისუფლება ქვია.თავისუფლება ყველაფერია,იმაზე მეტი ვიდრე ფული ან თუნდაც სიყვარული,დიახ სიყვარულიც კი ვერ აღემატება მას! იცით რატომ?თუ არ გაქვს თავისუფლება საყვარელი ადამიანის გვერდით,თუ ვერ გრძნობ ამ ყველაფერს,მაშინ გამორიცხულია რომ ბედნიერი იყო,იმიტომ რომ ყველაფერი იწყება საკუთარი თავიდან,საკუთარი ხედვიდან და საკუთარი უფლებებიდან. სწორედ ეს ფიქრები ტრიალებდა ახლადგაღვიძებული ანასტასიას თავში,და ამ ფიქრებმა ისე გაიტაცა რომ ვერც კი მიხვდა როგორ გახდა 12 საათი.კიდევ დიდხანს ვერ მიხვდებოდა დვალს რომ არ დაერეკა,მობილურზე სახელი რომ ამოიკითხა ღიმილისგან სახე გაებადრა,რამოდენიმე წუთით არ უპასუხა,უყურებდა მობილურს –დილამშვიდობისა თბილი ხმით მიესალმა მამაკაცს –დილა? გაუკვირდა დვალს –ეხლა გავიღვიძე მამაკაცს არაფერი უთქვამს რამოდენიმე წამით,მერე ხმა ამოიღო –როგორ ხარ? –კარგად,ძალიან მაგარ განწყობაზე გამეღვიძა –შენთვის სიურპრიზი მაქვს დღეს შედარებით რბილი ხმით უთხრა დვალმა,ქალი ლოგინიდან წამოდგა –რა ხდება? –რომ გითხრა რაღა სიურპრიზი გამოვიდა –კარგი რა,არ მიყვარს მოულოდნელი ამბები –მოულოდნელი მაშინ არის როცა არ გაგიხარდება –და რატომ ხარ ესეთი დარწმუნებული რომ გამიხარდება? –გიცნობ და იმიტომ მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა. ქალს სახე კიდევ ერთხელ გაებადრა –სადმე გადიხარ ? –სირბილს ვაპირებ –ლიკა წაიყვანე,ისე არ წახვიდე –კარგი,შენ როდის მოხვალ? –კომპანიაში ვარ დღეს წამოცდა დვალს,ის სულ გადაავიწყდა ქალმა რომ არაფერი იცოდა მისი ბიზნენის შესახებ,ანასტასიას ხომ ჩვეულებრივი პირადი მცველი ეგონა დვალი,რამოდენიმეჯერ მართალი ყური მოჰკრა დვალის საუბარს მოადგილესთან,თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა ამხელა ბიზნესის პატრონი თუ იყო მამაკაცი. –კომპანიაში? გაუკვირდა ქალს მამაკაცმა მუშტი დაუშინა კედელს და სასწრაფოდ მოიფიქრა პასუხი –ხო,გოგის კომპანიაში ანასტასიას ხომ დვალი ჩვეულებრივი მამაკაცი ეგონა,გოგის თანამშრომელი და თანაც პირადი მცველი,ამიტომ ამ პასუხმა დააკმაყოფილა –6–ზე გაემზადე,გამოგივლი –კარგი გაიღიმა ქალმა და მობილური დაკიდა. სულაც ვერ წარმოიდგენდა დვალი მსგავსი ტიპის მამაკაცებს თუ მიეკუთვნებოდა ქალებს სიურპრიზს რომ უმზადებენ,თუმცა ახლა დაინახა დვალის სხვა–მეორე მხარე. ასეა,ადამიანის სხვადასხვა რაკურსიდან დანახვაა საჭირო,ისე ვერ გაიცნობ ***** –ნეტავ რას გეგმავს? ლიკას დააინტერესა დვალის გეგმები,გონებაში ფიქრობდა და თან კუდში მისდევდა ანასტასიას –არ ვიცი მოკლედ მოუჭრა ჭავჭავაძემ –გავჩერდეთ რა,დავიღალე ლიკა გაჩერდა და ღრმად ჩასუნთქვები დაიწყო ანასტასიას სახე მოეღუშა –რამ დაგღალა ლიკუნ მერე საათს დახედა –10 წუთია რაც დავრბივართ –დავიღალე კიდევ ერთხელ ამოიხვნეშა ლიკამ და იქვე ქვაზე ჩამოჯდა –რა ბოთე ხარ ანასტასიაც მიუჯდა გვერდით –სულაც არა ჯიქურად მიუგო ლიკამ –როგორ არა, 10 წუთი სირბილით დაიღალე უცებ ლიკა ფეხზე წამოვარდა,თითქოს ვიღაცამ უბიძგაო,ფეხზე წამოდგა და ჩქარი ნაბიჯებით გაიქცა,მერე შორიდან მოაძახა ანასტასიას –დამეწიე,ვნახოთ ვინ არის ბოთე ჭავჭავაძეს სიცილი აუტყდა და თვითონაც დენდარტყმულივით მოწყდა ადგილს. ***** –უჰ როგორ დავიღალე ძლივს მოაღწიეს სახლამდე,ოთახში ავიდნენ და ორივენი ლოგინზე დაეყარნენ –შენი ბრალია ბალიშები დაუშინა ჭავჭავაძემ ლიკას –მე რას მერჩი? –შენ დაიწყე შეჯიბრობანას თამაში –შენც ამყევი ნიშნისმოგებით მიუგო ლიკამ და აბაზანაში შევარდა. 6 საათამდე ერთად იყვნენ,რამოდენიმე საათით რუსომაც შემოიარა და გოგონებთან ჩამოსხდა,მერე სახლში დაბრუნდა. თანდათან ხალხმა დაიწყო სახლში შეგროვება,ანასტასია მიხვდა,რომ რაღაც ხდებოდა. მალე მზადებაც დაიწყეს გოგონებმა,7ის 10 წუთი იყო დვალმა რომ დარეკა –გისმენ –სად ხარ? –სახლში –ემზადები? –კი გაღიმებული მიუგო ქალმა და ლიკას თვალი ჩაუკრა –მეც მოვდივარ –ჩემთან? –ჰო,ხალხი მოვიდა? –კი,რა ხდება არ მეტყვი? –ნახავ მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა და გაუთიშა. –რაო? ინტერესით შეეკითხა ლიკა –არაფერი საინტერესო მოღუშული თქვა ანასტასიამ და კაბების შერჩევას შეუდგა,ბოლოს არჩევანი თეთრ მოკლე კაბაზე შეაჩერეს. –მართლა ძალიან გიხდება ეს კაბა გემოვნება შეუქო ლიკამ. ***** ცოტახანში დაბლიდან მოსამსახურის ხმა მოესმა,კიბეებზე ამოდიოდა,მერე კარებზე მოაკაკუნა –შემოდით –ქალბატონო ანასტასია,გელოდებიან ქვევით –ეხლავე ღიმილით მიუგო ახალგაზრდა ქალს,ჩანთას დასწვდა და ოთახი დატოვა ***** დვალი კმაყოფილი ჩანდა,7ის ნახევარი იყო უკვე ჭავჭავაძეების სახლთან იდგა,თუმცა მარტო არ იყო,მასთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი იყო მანქანაში. კმაყოფილი კი იმიტომ ჩანდა რომ დარწმუნებული იყო საყვარელ ქალს ძალიან გაახარებდა. სახლის კარებს მიუახლოვდა და ნელი მელოდიის ხმა მაშინვე შემოესმა შიგნიდან,გარედანაც შეამჩნია,რომ ხალხი ირეოდა შიგნით,კარი შეაღო და თამამად შევიდა. შესვლისთანავე ანასტასიას ვერსად მოჰკრა თვალი,მერე კიბეზე დალანდა ქალის სილუეტი,კიბის სათავეში იდგა და აშკარა იყო,თვალებით ვიღაცას ეძებდა,თუმცა ვერ პოულობდა. რამოდენიმე წამის მერე თვალი გაუსწორა დვალს და სახე გაებადრა ქალს,დვალს კიდევ ძარღვები დაებერა,როგორც იცოდა ხოლმე როცა მწვავე ემოციები დაგროვდებოდა მასში,ქალი ზევით იდგა და იქედან უყურებდა მამაკაცს,უცებ კარი ვიღაცამ შემოაღო და ქალმა გოგის სილუეტს მოჰკრა კარებში თვალი,ისიც შენიშნა დვალი რომ მივიდა მასთან და მამაკაცებმა ღიმილიანი სახით დაიწყეს მისკენ ყურება,ქალის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,სირბილით დაეშვა კიბიდან და გოგისკენ გამოიქცა,ისე მოეხვია რომ ლამის წააქცია ამხელა კაცი –კარგი შვილო,მეც მომენატრე მაგრამ ნუ დამახრჩვე სიცილით თქვა გოგიმ და ქალს ლოყაზე აკოცა –ვერც კი ვიფიქრებდი.. ენა დაება ქალს,კიდევ ერთხელ ჩაეხუტა გოგის. –როდის ჩამოხვედი –დღეს? –როგორ?რანაირად? ვერ აბამდა სიტყვებს ქალი –ყველაფერი მისი დამსახურებაა გოგი დვალისკენ მობრუნდა და მამაკაცს მიაშტერდა კმაყოფილი მზერით ქალმა ემოციები ვეღარ შეიკავა და იმავე სისწრაფით ჩაეხუტა დვალს,მამაკაცმა არ იცოდა რა ექნა,ამდენი ხალხის წინაშე ცოტათი უხერხულად იგრძნო თავი ამ ყველაფრის გამო,ქალი კიდევ ისე თბილად ხვევდა წელზე ხელს მამაკაცს რომ ერთი წუთით მიწას აცდა დვალი,თითქოს სხვა სამყაროში გადაეშვა. გოგის ანასტასიას ბავშვურ საქციელზე ჩაეღიმა და ხალხში შეერია,ათასობით ნაცნობს გადაეხვია,ზოგს ხელი ჩამოართვა,ზოგსაც უბრალოდ გაღიმებით მიესალმა,თუმცა ყველას უხაროდა გოგის დაბრუნება,მერე კიბეზე ავიდა და იქედანაც მოჰკრა თვალი გახარებულ ანასტასიას დვალს რომ ჰყავდა გვერდით აკრული,კიდევ ერთხელ ჩაეღიმა,სიტყვები რაღა საჭირო იყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.