შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი [14]


18-05-2015, 23:29
ავტორი Just A♥
ნანახია 4 471

იმ საღამოს ანასტასიას თვალები უბრწყინავდა,პირველ რიგში იმიტომ რომ გოგი გვერდით ჰყავდა,ხოლო მეორე მიზეზი თვალწინ ედგა და ლურჯ თვალებს უბრიალებდა ქალს

–ძალიან ლამაზი ხარ,გიხდება ეს კაბა

დვალისგან კომპლიმენტი პირველად მოისმინა ქალმა,აი კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი იმისა,რომ სიყვარული ცვლის მამაკაცს.

–მადლობა

დაიმორცხვა და თავი ჩახარა,დვალმა შეამჩნია ქალის სიწითლე და მიუახლოვდა ცოტათი,ნიკაპზე ხელი მოჰკიდა და თავი წამოაწევინა

–სულ ასეთი მორცხვი იყავი?

ტუჩის კუთხე ჩატეხა და ისე შეეკითხა ქალს

–რა შეკითხვაა?

ქალს გაეცინა

–არ ვარ მორცხვი

უცებ მოუჭრა მამაკაცს და თვალები დაახამხამა რამოდენიმეჯერ,ძალიან სწრაფად

დვალს გაეცინა

–რა გაცინებს?

არადა ამ მამაკაცის იშვიათი ღიმილი საოცრად ახარებდა ქალს.

–იტყუები

თითით ანიშნა მამაკაცმა თვალებზე

–კარგი რა,ისევ ნუ დაიწყებ,თვალებს უბრალოდ ვახამხამებ,ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვტყუი

–ნიშნავს,ზუსტად მაშინ ახამხამებ ასე სწრაფად,როცა იტყუები

–ოო

მოიღუშა ქალი და სხვა მხარეს დაიწყო ყურება,თითქოს გაიბუტაო.

დვალს რამოდენიმე წუთით ხმა არ ამოუღია,ხელში შამპანურის ჭიქა ეჭირა და ქალს აკვირდებოდა,თითოელ ნაკვთს უმოწმებდა

–ასეთი სუფთა როგორ ხარ?

მოულოდნელი შეკითხვა მისცა ქალს

ქალმა არ იცოდა რა ეთქვა,გაიცინა და თვალებში მიაშტერდა მამაკაცს

–ტყუილიც არ გამოგდის,წარმოიდგინე

გაკვირვებული საუბრობდა დვალი და თან ფიქრობდა რაღაცაზე

–არ ვტყუი

ჯიქურად იმეორებდა ქალი ერთიდაიგივეს

–შემომხედე

ანასტასიამ თავი შემოატრიალა მისკენ

–ახლა თქვი რომ მორცხვი არ ხარ

–სულაც არა!

–აი!

სიცილი აუტყდა ისევ დვალს და თვალებთან მიუტანა ხელი ქალს

–უფ!კარგი რა!

ხელი მოიქნია ქალმა და კიბეებზე ავიდა გაბრაზებული

მამაკაცმა ღიმილიანი სახე ააყოლა,და ცოტახანში აყვა კიდეც.

ქალი გრძნობდა ზურგს უკან მამაკაცის ნაბიჯებს,თუმცა ჯიქურად მიიწევდა წინ,ბოლოს წელზე ხელის შეხება იგრძნო და სიცილით შემოტრიალდა

მამაკაცმა ხელებში მოიმწყვდია და ახლოს მიიზიდა მასთან,დვალს სუნთქვა გაუხშირდა,ანასტასიას მთლად შეეკრა სუნთქვა.

–რა ადვილია შენი გაბრაზება

ჩურჩულით უთხრა დვალმა და თვალებში ჩახედა

ქალმა თავი დახარა და გაიცინა

–რა გაცინებს?

ღიმილიანი სახით უთხრა დვალმა და თვალზე აკოცა
ქალს სახე შეეცვალა დვალის საქციელზე

–კანკალებ

ისევ ჩურჩულით უთხრა დვალმა და კიდევ უფრო მიიზიდა ქალი მისკენ,ანასტასიას ახლა ისე უნდოდა მამაკაცისთვის ეკოცნა,როგორც არასდროს,ახლოს მიიწია მასთან თუმცა დვალს ჩაეღიმა და ქალთან ახლოს მიტანილი ტუჩები ყელთან ჩააცურა,ფრთხილად და ვნებიანად.

ანასტასიას სუნთქვა შეეკრა და ხელები მოუჭირა მამაკაცს,მამაკაცი თითქოს ამაზე გათამამდაო და ხმაურით აკოცა ქალს ყელში,ისე რომ მთლად გაუხურდა ანასტასიას ნაკოცნი ადგილი

ადგილიდან არცერთი არ იძვროდა,მამაკაცს ისევ ხელებში ჰყავდა ქალი,თუმცა ამჯერად ცოტათი მოშორებით იყო მისგან

–ჩავიდეთ?

ჩუმად უთხრა დვალმა

ქალმა თავი დაუქნია და მისი განიერი ხელებიდან თავის დაძვრენა სცადა,თუმცა ამაოდ

–იქნებ ასე ჩავსულიყავით?

თვალები დაუქაჩა მამაკაცმა და ხელი წელზე უფრო მოუჭირა

–გაგიჟებულხარ ამხელა კაცი

სიცილით უთხრა ქალმა და კიბეები ჩაირეს ორივემ,წინ ანასტასია მიდიოდა,უკან მამაკაცი მიჰყვებოდა,ანასტასიამ ლიკა დაინახა და მისკენ წავიდა,დვალი ხალხში შეირია.


*****

–რა ხდება?სულ გაფითრებული ხარ

სიცილით უთხრა ლიკამ მომავალ ანასტასიას

ქალი ნაკოცნ ადგილს იზელდა ხელებით,ჯერ კიდევ უხურდა მთლიანი ყელი

–მაგიჟებს ეს კაცი

ჩუმად ჩაილაპარაკა ანასტასიამ და ჭიქა აიღო ხელში
ლიკას თვალები გაუფართოვდა

–ოჰოოო!

ცოტათი ხმამაღლა დაიძახა ლიკამ და თვითონაც მოინდომა ერთი ჭიქის დალევა

მოსამსახურეს დაუძახა და ჭიქა გამოართვა,მერე ანასტასიას მიუჭახუნა

–შეყვარებულ ანასტასია ჭავჭავაძეს გაუმარჯოს!

ხმამაღლა წარმოთქვა ლიკამ,ისე რომ გვერდით მდგომმა მამაკაცებმა აშკარად გაიგონეს მისი სიტყვები,კიდევ კარგი დვალი არ იდგა ახლომახლოს,თორემ ჭავჭავაძე სირცხვილით დაიწვებოდა

–ჩუმად!

სიცილით უთხრა ანასტასიამ

–შეყვარებულ ანასტასია ჭავჭავაძეს გაუმარჯოს! აი ასეთს!

კიდევ ერთხელ გაიმეორა ლიკამ სიტყვები,ოღონდ ამჯერად უფრო ჩუმად და უფრო დამაჯერებლად,თავისი ჭიქა მეგობრისას გაჰკრა და ერთ წამში გამოსცალეს ორივემ ჭიქები.ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა,მეორეს მესამე.



*****

–მემგონი რომ არ არის საშიში არაფერი,ცრუ განგაში იყო

გოგი თავის კაბინეტში იჯდა და დარწმუნებით ეუბნებოდა დამიანე დვალს ამ სიტყვებს

–შეიძლება

ჩუმად მიუგო მამაკაცმა,თვითონ მშვენივრად იცოდა რომ ყველაფერი მართალი იყო და ეს საქმე იმაზე ღრმა იყო ვიდრე თვითონ ან გოგის ეგონა,თუმცა ახლა ამას ვერ ეტყოდა გოგის,ამიტომ სიჩუმე ამჯობინა,თანაც ქალს დაპირდა არაფერს ვეტყვიო.

–ტყუილად მოგწყვიტე შენს საქმეს დამიანე!

დანანებით ჩაილაპარაკა გოგიმ და მამაკაცს მხარზე ხელი დაკრა

–საქმეს არ მოვწყვეტილვარ,ყველაფერი ჩვეულ რიტმშია

ყველანაირად ცდილობდა დვალი რომ გოგის იქითკენ არ წაეყვანა საუბარი საითაც მიჰყავდა

–კარგი რა,ეს შენ ამბობ ასე,თორემ მე ხომ ვიცი რომ სამსახურში უამრავი საქმე გაქვს

–კიდევ ერთხელ გიმეორებთ,საქმეს აქედანაც მშვენივრად ვუძღვები!

ისევ ჩაილაპარაკა დვალმა და ცოტათი გაუღიმა გოგის

–მაინც რამდენი ხანი დარჩები კიდევ?

ზუსტად იცოდა დვალმა,რომ ამ კითხვას დაუსვამდა

–რამდენიც საჭირო იქნება

პასუხი მოკლე იყო,თუმცა ზუსტი

–ასეც ვიცოდი

ჩაიღიმა გოგიმ

–ვიცოდი რომ ძალიან კარგი ვქენი შენ რომ აგირჩიე,ვერცერთი პირადი მცველი ვერ დაიცავდა ჩემს გოგოს ისე,როგორც შენ,დარწმუნებული ვარ ამაში.

დვალს გაეღიმა,გოგიმ მადლიერი თვალებით შეხედა მას

–ცოტა ხანში ანასტასიას ყველაფერს ავუხსნი,იმასაც ვეტყვი ვინც ხარ და რასაც წარმოადგენ,ხომ უნდა იცოდეს ჩემმა შვილმა რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჰქონდეს შენი იმედი,განსაკუთრებით მაშინ,როცა მე აღარ ვიქნები

სევდიანად ჩაილაპარაკა გოგიმ და ანასტასიას ფოტოს შეხედა კედელზე,დვალმაც გააპარა თვალი ფოტოსკენ.

–რათქმაუნდა



*****

–რომ მეხება ჟრუანტელი მივლის

ოთახში იჯდა ანასტასია და ლიკას უყვებოდა ათას ამბავს,ცოტათი ნასვამიც იყო,ამიტომ იცოდა ამ დროს მსგავსი საუბრები

–ვიცოდი!ვიცოდი

ლიკა უკვე მესამეჯერ იმეორებდა ამ სიტყვებს

–ვიცოდი რომ ეგ კაცი შეგიყვარდებობდა,დარწმუნებული ვიყავი

–მე კი სულაც არ მეგონა

ჩაილაპარაკა ანასტასიამ და სივრცეს გახედა

–იმიტომ რომ ლაწირაკების გარემოცვას იყავი მიჩვეული,არც გეგონა მისნაირი ჩამოყალიბებული მამაკაცები თუ არსებობდნენ

–შეიძლება

სივრცისთვის თვალი არ მოუშორებია ჭავჭავაძეს,ლიკას რაღაც უნდა ეთქვა,რომ კარზე კაკუნი მოესმათ,კარი ახალგაზრდა გოგომ შემოაღო და ანასტასიასკენ მიაპყრო თვალები

–ბატონი დამიანე გეძახით

ჩუმად უთხრა ჭავჭავაძეს და კარი ფრთხილად გაიხურა
ქალი ფეხზე წამოვარდა და ისე ჩავიდა ქვევით რომ სულ დაავიწყდა რამე მოეცვა

ლიკას მის საქციელზე გაეცინა,კიბეები ისე ჩაირბინა ანასტასიამ რომ ბოლოში ჩასვლისას სუნტქვა გაუხშირდა ასეთი სიჩქარისგან,კარებთან მდგარ დვალს მოჰკრა თვალი და მისკენ წავიდა,ოღონდ ამჯერად ნაბიჯების სიჩქარეს მოუკლო

დვალი გარეთ იდგა და სიგარეტს ეწეოდა,ქალი რომ გავიდა სიგარეტი სივრცეში მოისროლა და მისკენ მობრუნდა

–გაცივდები

ქალის შიშველ მკლავებს რომ შეხედა პირველი ეს გაიფიქრა,ხოდა თქვა კიდეც

მერე კოსტუმი გაიძრო და ქალს მოახურა

–ძალიან დიდი მადლობა ასეთი საჩუქრისთვის!

თავი დახარა ქალმა და ისე ელაპარაკებოდა

დვალს რამოდენიმე წუთით ხმა არ გაუცია,ძლიერი ქარი ქროდა გარეთ,ეტყობოდა გაწვიმებას აპირებდა,სუსხიანი ამინდი იყო,ცხელი დღის შემდეგ რომ იცის ხოლმე,მამაკაცს სახეში უქროდა ქარი,ქალი გვერდით ედგა,რამოდენიმე წამის შემდეგ მისკენ შემობრუნდა და დახრილი თავი ხელით ააწევინა,მერე ხელი დაბლა დაუშვა,თვალებში რომ შეეხედა მისთვის

–მზად ხარ?

–რისთვის?

–ურთიერთობისთვის

ქალი ერთი წამითაც არ დაფიქრებულა,ისე უპასუხა

–კი

თვალი არ მოუშორებია დვალს მისთვის

–ხვალ ჩემთან წაგიყვან!

დარწმუნებით უთხრა დვალმა და ახლოს მიიწია მისკენ,მისი სახე ხელებში მოიმწყვდია და როგორც სჩვეოდა ხოლმე,ტუჩთან ახლოს,დაუტოვა კვალი.

–დარწმუნებული ხარ რომ გინდა შენებმა გამიცნონ?

ჩუმად მიუგო ქალმა

დვალს ჩაეცინა

–ამაზე მეტად არაფერი მინდა!

დვალი მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო უკან რომ მობრუნდა

–არა,მოგატყუე

ქალს სახე შეეცვალა

–მინდა ამაზე მეტად ერთი რაღაც! შენ მინდიხარ ყველაზე მეტად!

მობრუნდა და შუბლზე აკოცა ქალს,მერე მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას მოსწყდა.ანასტასია გაშეშებული იდგა და მამაკაცის დატოვებული სურნელისგან თავბრუ ეხვეოდა.


*****
დიდი მადლობა ყველას,ვინც კითხულობთ!



№1  offline წევრი ania

მაგარიაა,ველოდები შემდეეგ თავს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent