შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი და ანგელოზი მერვე თავი


23-05-2015, 00:31
ავტორი სალი-სალი
ნანახია 4 156

კოკას გამოჩენამ ჩემს ცხოვრებაში დიდი ცვლილება გამოიწვია, რადგან აღმიდგინა ძველი ჭრილობები და ამით უფრო დამთრგგუნა, არადა ისედაც რამდენი პრობლემა მქონდა, ერთ-ერთი კი დანიელი იყო, დიახ დანიელი ჩემი პრობლემა იყო თან ძალიან დიდი პრობლემა.

მთელი საღამო ოთახში ვიყავი შეკეტილი და არ ვიცი რას ვაკეთებდი ისე მქონდა გონება არეული ვერ გავიგე როგორ დამათენდა თავზე. ჩემი სკოლაში წასვლის დროც რომ მოვიდა მოვემზადე და მისაღებ ოთახში ჩავედი.
-ჩემ ლამაზს გაუღვიძიაო.დემე ღიმილით შემეგება და ერტი კარგად „ჩამპტოშნა“.
-ხო ძლივს გავიღვიძე. თავი უცნაურად დავუკარი და ყავა ჭიქიდან მოვსვი.
-გავიგე გუშინდელზე.დემემ უცებ სერიოზული სახე მიიღო და ისე მესაუბრებოდა.
-არ მსურს ამაზე საუბარი.მეც ცოტა მკაცრად ვუთხარი და ჩანთა ავიღე.
-კარგი როგორც გინდა მთავარია კარგად ხარ.მერე სახე დაალაგა მოვიდა და შუბლზე მაკოცა.
-მე წავედი.გასასვლელისკენ ავიღე გაზი როცა დავინახე დანიელი როგორ ჩამოდიოდა კიბეებზე.
-მოიცადე მეც შნთან ერთად მოვდივარ, არ დავუშვებ რომ ისევ ნახო ის ნაბი**არი. დანიელი თან კიბეებზე ჩამოდიოდა თან კი პიჯაკს ისწორებდა.“ღმერთო რა სიმპათიურიააა“ ნეტარებისგან ტუჩი მოვიკვნიტე და ცოტა მეტკინა,“ოხ ელისაბედ რა სიმპათიური რის სიმპათიური ვერ ხედავ რა ხდება შენს თავს?“ ჩემი თავი უცებ დავტუქსე და თვი ჩავღუნე.
-კარგი.ძალიან ჩუმად ვთქვი და გარეთ გავედი, ისიც თან მომყვა თუმცა დიდი ხნის განმავლობაში ხმა არ ამოუღია.
-დემემ მითხრა ყველაფერი რაც კოკასთან შეგემთხვა.ბოხი ხმით დაიწყო საუბარი და ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემსკენ ამის გამო კი ჭკუიდან ვიშლებოდი.
-კარგი. სიმშვიდე ძლივს შევინარჩუნე.
-როგორ გაიცანი?.მოულოდნელი კითხვა იყო ამიტომ ვერ მოვტვინე რას მეკითხებოდა.
-ვინ?.გაკვირვებულმა შევხედე და შევუბღვირე.
-ის კოკაა თუ ვიღაც ჭირი.მისი სახელი ზიზღით თქვა და ძლივს შემომხედა.
-ბათუმში, კაფეში.მოკლედ შემოვიფარგლე რადგან ამაზე საუბარი არ მინდოდა.
-გიყვარდა? უფრო სწორეს ისევ გიყვარს?.კოპებშეკრუმა გადმომხედა და კითხვა გამიმეორა.
-მაგ კითხვას რატომ მისვავ?.გაოცებულმა ავხედე და პასუხის მომლოდინედ გავიტრუნე.
-ისევ გიყვარს?. ახლა ხმაში სიმკაცრე გაურია და მკლავში ხელი ჩამავლო.
-მიყვარს? როგორ უნდა მიყვარდეს ის ცხოველი და ძალიან გთხოვ ხელი გამიშვი მტკივა.აწყლიანებული თვალებით ავხედე და ხელის დაღწევა ვცადე.
-აბა გუშინ რატომ გამაჩერე? უცებ მოგაშორებდი თავიდან მაგრამ უბრალოდ უთხარი რომ წასულიყო.ჩემი თხოვნა გაშვებასთან დაკავშირებით დააიგნორა და ხელი უფრო ძლიერად მომიჭირა.
-რა? შენ საერთოდ გესმის რას ამბობ? რა მიყვარს სულ გააფრინე, და ხელი გამიშვი მტკივა.ხელი ისე მტკიოდა თავი ვერ შევიკავე და ცრემლები გადმოვყარე, მანაც ხელი უმალ გამიშვა და მეც წინ გავიჭერი უხმოდ ავირბინე კიბეები და საკლასო ოთახში გოგონებთან შევედი.
-რამოხვდა?.მარის ისეთი სახე ქინდა შემეშინდა და გაკვირვებულმა ავხედე.
-არაფერი. მერეღა მოვტვინე ცრემლები რომ მეტყობოდა სახეზე და უცაბ მოვიწმინდე.
-არაფერი? აბა რა გატირებს?.(ნინი)
-უბრალოდ არაფერი.ხმამაღლა წამოვიყვირე და მერხზე დავჯექი.
-აბა ეხლა მოყევი კოკაზე რამე ხომ არ დაგიშავა?.(მარი)
გოგონებს ყველაფერი მოვუყევი რაც მოხვდა სამი წლისწინაც კი ისინი კი გაოცებული სახით მიყურებდნენ მარი კიდე ცრემლებს ძლივს იკავებდა, ბოლოს კი ვეღარ მოითმინდა და მე ჩამეფსკვნა და ღრიალი დაიწყო.
-შენ რომ რამე მოგსვლოდა მერე არ ვიცი რას ვიზავდი.მარი ისე ტიროდა თითქოს მეორედმოსვლა ახლოვდებოდა და მემშვიდობებოდა თუმცა მეც ავტირდი და ორივე მალევე დავწყნარდით.
-კარგი რა მარი ახლა ხომ აქ ვარ ყველაფერი კარგადაა.მეც ჩემი ჭკუით ვამშვიდებდი თუმცა ტირილს ვერ ვწყვეტდი.
-ელისაბედ რატომ არ გვითხარი ეს ამბავი?.ნინიმ და ქეთიმ ნაწყენი სახით შემომხედეს და სახე მოღუშეს.
-გახსენება არ მინდოდა თორემ მოგიყვებოდით.დამნაშავესავით ჩავღუნე თავი და იატაკს მივაშტერდი.
-და ეხლა სადაა?.(მარი)
-არ ვიცი გუშინდელის მერე არ მინახავს.(ელისაბედი)
-კარგი ახლა მათემატიკა გვაქვს და შენი დანიელი შემოვა ამის გამო კი ცოტა მხნედ იყავი.(ქეთი)
-ოო დანიელი სულ არ მაინტერესებს ახლა ის ცოტა კარგად მექცევა ოღონდ იდიოტურ კითხვებს მისვავს.(ელისაბედი)
-რა კითხვებს?(ნინი)
-გიყვარსო?(ელისაბედი)
-ვინ?(ქეთი)
-კოკაო(ელისაბედი)
-ვერაა ხო იცი ეგ.(ქეთი)
-მერე შენ რა უთხარი(მარი)
-რას ვუპასუხებდი მეზიზღება ეგ იდიოტი.თვლები გადავატრიალე და სახე მოვმანჭე.
-აბა რა იქნება მე მეზარება ეგ დასანახავად.(მარი)
-აბა მე მკითხე მაგის დანახვაზე მინდა მოვკვდე მეორედ რომ აღარ შევხედო.ზიზღისგან ამაკანკალა და უსიამოვნო გრძნობამ მოიყარა თავში.
-ეგრე ნუ ამბობბ შენ რომ მოკვდე ხომ იცი უკან გამოგყვებით.ნინი ჩემს გვერდით გადმოჯდა და მომეხუტა.
-აბა რა არც გაბედო სიკვდილი.ქეთიმ თითი დამიქნია და მოჭუტული თვალით გადმომხედა.
-კაით ეხლა იქაც არ მომასვენოთ.ალმაცერად გადავხედე გოგონებს და სიცილი ავტეხე.
-აბა რა ჩვენ რისი ჩვენ ვართ ყველგან ერთად თუ არ ვიარეთ.(მარი)
-აუ გოგოებო მაღლა რო მოვხვდებით მე დასარეკი არ მაქვს და ზარს გამოგიშვებთ მერე გადმომირეკეთ და გეტყვით სადაც ვართ.ქეთიმ სიცილით დაიწყო ლაპარაკი და ყველა აგვიყოლია.
-აუ მესიჯი რომ მოგწეროთ არა?.ნინი სასაცილოდ დაიჯღანა და ენა გადმოაგდო.
-მე სოციალურ ქსელში მოგწერთ..მარიც აყვა და ახლა ყველა მთლ ხმაზე ვხარხარებდით.
-კაით რაიყოთ სიკვდილს მართლა კი არ ვაპირებ.სიცილით ვთქვი და ხელები მაღლა ავწიე.
-აბა ყველა ადგილებს დაუბრუნდით.მასწავლებელი კლასში შემოვიდა და სკამზე მოთავსდა.-ნინი მოცილდი ელისაბედს არ გაჭყლითო ვერ ხედავ ფერი დაკარგა.მასწავლებელმა ნინის საყვედურის ნიშნად სახაზავი დაუფრიალა და ახარხარდა.
მასწავლებლის შემოსვლა და ბიჭების თანმოყოლა ერთი იყო, მათ საკუთარი პოზიცია დაიკავეს უხ ეგ „რადიატორის ბიჭები“ ჩემთვის ჩავიბუტბუტე და რვეული გადავშალე.
გაკვეთილი უაზროდ მიდიოდა მასწავლებელი ჟურნალში იყო ჩამძვრალი და არებს ითვლიდა მე მოწყენილობისგან თავი მერხზე დავდე და ფანჯარას გავხედე.უკვე ნახევრად ძილბურანში ვიყავი როცა შეტყობინება მომივიდა, მეც ავიღე ტელეფონი და უცხო ნომრისგან მოსულ ესემესს გაკვირვებული დავაცქერდი.“ტკბილი ძილი საყვარელო იმედია მე დაგესიზმრები.... სიყვარულით კოკა“ როდესაც ეს ესემესი წავიკითხე კინაღამ მიკრო ინფაქტი გადავიტანე. საიდან იცის რომ მეძინებოდა? მითვალთვალებს? იქნებ აქ არის? სულ ასე მაკვირდება? ჩემს თავში იმდენმა კითხვამ იჩინა თავი კინაღამ გავგიჟდი. თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და ვაკვირდებოდი სადმე კოკა ხომ არ იყო თუმცა ვერსად ვხედავდი ამის გამო კი უფრო ცუდად ვხდებოდი და ცრემლიანი თვალებით გავყურებდი არემარეს.
-რადაგემართა ელის?(მარი)
-ეს ნახე.მარის ჩემი ტელეფონი გავუწოდე და მანაც წაიკითხა შემდეგ ჩვენს უკან მჯდომ ნინიის და ქეთის ვუთხარით ამის შესახებ ამის მერე კი ერთობლივად შევუდექით მის პოვნას.
-ეს ვერაა ხო? რაუნა?(მარი)
-არ ვიცი.ატირებულმა ჩავილაპპარაკე და თვალების უმისამართოდ ცეცება დავიწყე.
-ელისაბედ შენ დაწყნარდი ყველაფერი კარგად იქნება.(ქეთი)
-ხო ელის ჩვენ აქ ვართ და ვერაფერს დაგიშავებს, აი ხო იცი რო მოვინდომო სიფათს გავუხევ.ნინიმ გამწარებულმა წარმოთქვა ეს სიტყვები და მართლა სადმე რომ გადაყროდა ალბათ სერიოზულად რამეს დაუშავებდა.
-რაუნდა? თავს ვერ გამანებებს?.ცრემლებს ვერ ვიკავებდი მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად თვალებს იქით-აქთ ვაცეცებდი ხან სად ვეძებდი ხან სად შემდეგ ფანჯრიკსენ გავიხედე და დავინახე როგორი დაძაბული სახით მიყურებდა დანიელი და კანკალი დავიწყე, ზარის უეცარმა ხმამ შემშინა და ხმაჩამწყდარმა დაბალ ხმაზე წამოვიყვირე თუმცა ხელი პირზე ვაიფარე და თავი მერხზე დავდე.
-რა მოგივიდა ელიისაბედ?.დანიელის ცივი ხმა გულმზე მალამოსავით მომეცხო რადგან იმ მომენტში თავს დაცულად ვგრძნობდი.
-რა?.მის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თუ რა გამეკეთებია ამის გამო კი არაფერი მესმოდა.
-რამოგივიდათქო?.დანიელმა დამარცვლით მომმართა და მერხს ცალი ხელით დაეყრდნო.
-არაფერი.ხელში ტელეფონი მეკავა და ის ისემესი ჯერაც არ იყო ეკრანიდან გამორთული. ამის დანახვაზე ტელეფონი ჩუმად დავმალე ხელში და შემდეგ ჩემს ჯიბისკენ გავამწესე.
-როგორთუ არაფერი ისეთი სახე გაქვს ეჭვი მეპარება არაფრის გამო იყო ასე.და აი ისევ დაიწკრიალა ტელეფონმა, მე ამოღებას არ ვაპირებდი თუმცა დანიელმა უცებ ჯიბიდან ძალით ამომაცალა და მოსული მესიჯი წაიკითხა.-ეს არაფერია?.ხმამაღლა დამიყვირა და ტელეფონი ცხვირწინ ამაფარა , მასში კიდევ იყო კოკასგან მოსული მესიჯი „მშიშარა, რამადისაღმძვრელი ხარ“.
-მე... მე.. უბრალოდ...თავი ვეღარ მოვთოკე და ტირილი დავიწყე.
-ნუ ტირიხარ. მე შენთვის სატირლად არ მიყვირია.ახლა ხმა თითქოს დაალაგა თუმცა ის სიმკაცრე მაინც იგრძნობოდა.
-თავი გაანებე, ვერ ხედავ ისედაც რა დღეშია?.მარიმ დამცველის პოზიცია მოირგო და ცრემლები მომწმინდა.
-თავი გავანებო? მე მის დახმარებას ვცდილობ თუ ხვდები.(დანიელი)
-თუმცა ყვირილი არ არის საჭირო.ნინიც წინ გაიჭრა და აყლაყ დანიელს წინ წიწილასავით დაუდგა.
-მე იმის გამო ვუყვირი რომ სიმართლეს არ მეუბნება და ცუდად რატომ იღებთ არ მესმის.(დანიელი)
-მას არ უნდა თავის პრობლემები თავს მოგახვიოს.(ქეთი)
-და ელისაბედის მაგივრად თქვენ რა პონტში ტლიკინებთ?(ერეკლე)
-ელაპარაკე ეხლა ამ ხისთავიანებს.ნინიმ ერეკლეს თვალი ალმაცერად შეავლო და შემდეგ ცალი წარბი აუწია.
-ოჰ ეს პომადიანები რას გვებლატავებიან ნახე.(ერეკლე)
-პომადიანიო ვიზე იძახო?(მარი)
-მემგონი კარგად ხვდები ვიზე ვიძახით.გიომ მარი კარგად შეათვალიერა და მზერა მის ტუჩებზე შეაჩერა.
-მოიცა პომადა რომ გვისვია მერე რა?(ქეთი)
-რადა მაგარი კრასავჩიკები ხართ.ლევანმაც ერთი კარგად აათვალიერა ქეთი და თვალი ჩაუკრა.
-უკაცრავად? იქნებ წესიერად მოგვმართო და არა ვინმე ქუჩისქალებივვით.მარი წინ თავაწეული გაიჭრა.
-რაიყო არ გსიამოვნებს?.გიორგიც ჯიბეებში ხელჩაწყობილი გაემართა მისკენ.
-არა არ გვსიამოვნებს.(მარი)
-ბიჭებთან კაჩავი ხომ გსიამოვნებს?(გიო)
-თუ შენნაირი იდიოტი მეკაჩავება რატომაც არა მსიამოვნებს.მარი ირონიული სახით იდგა მის წინ.
-ნახეთ რამდენს ტლიკუნებენ ეს თითისტოლა ლაწირაკები(ერეკლე)
-თითისტოლა გვეძახე მაგრამ რო მოვინდომო აქედან გაგაქრობთ(ნიდი)
-აუჰ გული გამისკდა თურმე გაგვაქრობენ.ლევამა ხელი გიოს მხარზე გაჰკრა და გადაიხარხხარა.
-ნეტა რა გაცინებთ ეგ სიცილი ტირილში არ გადაგივიდეთ(ქეთი)
-შენს თავში ზედმეტად დარწმუნებული ხარ პომადიანო.(ლევანი)
-მორჩით კინკლაობას.ეს კამათი ყელში რომ ამომივიდა ფეხზე წამოვდექი და კლასიდან გავვარდი, ეზოში გასულმა ტირილი დავიწყე და ერთ ამბებში ჩავარდი. დიდი ხნის ჭიდილის შემდეგ დავწყნარდი და კლასში დავბრუნდი. გაკვეთილებმა ძლივს განვლო ჩვენც სახლში წავედით თუმცა გოგონებმა აიჩემეს უნდა გაგაცილოო და გამაცილეს.
-არ შემოხვალთ?.როდესაც კართან მივედი გოგონებს შევუტრიალდი და ვიკთხე.
-აუ ვერა საქმეები მაქვს.(მარი)
-ვერც ჩვენ აი ხვალ კი გამოგივლით(ნინი)
-კი არ გაგვიჭირდება თავზე დაგადგებით ბაზარი არაა(ქეთი)
-კაი მაშინ სკოლის მერე პირდაპირ ჩემთან(ელისაბედი)
-ხვალიდან არდადეგები იწყება გოგონი(მარი)
-უიმე ხოო ახლა გამახსენდა.თავში ხელი წამოვირტყი და კარები შევაღე .
-კაი აბა წავედი ჭკუით იყავი ჭკუით.ქეთიმ შუა გზაში განწირული ხმით მომაძახა და მეც გამეცინა.ოთახისკენ ნარნარით დავიძარი და რას ვხედავ დანიელი და ვიღაც ნახევრად შიშველი გოგო დავინახე ერთმანეთს ეხვეოდნენ და ერთ ამბებში იყვნენ „ფუ ბო*ი“ გულში გავიფიქრე და ოთახში შევედი ლოგინზე წამოვწექი და მუსიკის მოსმენა დავიწყე, მალევე ჩამეძინა და საღამოს 6 საათზე გამეღვიძა მერე მეც ავდექი და მოშიებული კუჭით დაბლა ჩავედი და რას ვხედავ როგორც ჩანს ვაჟბატონმა დაამთავრა თავისი საქმე და ახლა აცილებს პარტნიორს.
-ეს ვინაა?.იმ გოგონას საშინელი ხმა მომესმა რომელიც თითს ჩემსკენ იშვერდა.
-ის ჩემთან ერთად ცხოვრობს.(დანიელი)
-არ მეგონა შენს საყვარლებს აქ ცხოვრების უფლებას თუ აძლევდი.(გოგონა)
-უკაცრავად?.გაოცებულმა გადავხედე ორივეს.
-ეს მახინჯი როგორ მოგეწონა.... გოგონა შეტევაზე გადმოვიდა და მეც ჩემი პოზიცია არ დავთმე.
-იცი რა მირჩევნია მახინჯი ვიყო ვიდრე შენნაირი ბო*ი. ნაგლური სახით ავათვალიერე და გულში ერთი გვარიანად დავწყევლე.
-ბო*იო ვიზე თქვა ამ შტერმა.ჩემსკენ წამოვიდა და რომ არა დანიელი ალბათ თმებში მწვდებოდა.
-კახპებს სცენების გამართვა გყვარებიათ.თავი კმაყოფილმა გადავაქნიე და სამზარეულოში გავედი, ყავა გავიკეთე შემდეგ კი სკამზე კონფორტუმად მოვთავსდი ამ დროს კი ის ეშმაკის მოციქული შემოვიდა სამზარეულოში და მეორე სკამზე დაჯდა.
-არაფერს იტყვი?.დიდ ხნიანი სიჩუმის შემდეგ ხმა ამოიღო.
-............მისკენ გაბრაზებული სახით მივატრიალე თავი და თვალები მოვჭუტე.
-ისე ყოჩაღ ორ წინადადებაში გამოიყვანე წყოფილებიდან.(დანიელი)
-........მე ისევ ისეთი სახით ვუყურებდი.
-ახლაც არაფერს იტყვი?(დანიელი)
-არა!.მკაცრად ვუთხარი და კარადას მივაშტერდი.
-მისი ნათქვამი თუ გეწყინა მაშინ მე გეტყვი რომ ისაა მახინჯი და შენ ლამაზი(დანიელი)
-უჰ მადლობა.ირონიულად ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი.
-მიბრაზდები?.დანიელის ხმამ წამიერად შემაჩერა.
-შემდეგში ცოტა დაკვირვებული კახპები შეარჩიე არავიში შევეშალო.გაბრაზებულმა ვუთხარი და ხელები გულზე გადავაჯვარედინე.
-აუ კაი რა ტოო ახლა შენ მართავ სცენებს.დანიელი ფეხზე წამოხტა და მე მომიახლოვდა.
-სცენებს არ ვმართავ უბრალოდ ნერვები მეშლება ვიღაც ქუჩის ქალს თავისნაირი რომ ვგონივარ.დანიელს ქვემოდან თვალებდაქაჩულმა ავხედე და ტუჩები გავბზიკე.
-ეგრე ნუ აკეთებ თორემ ჩაგყლაპავ.(დანიელი)
-რა?.თვალები გაოცებისგან გამოფართოვდა.
-ჩაგაყლაპავთქო. დანიელს თვალებში ჭინკები აუთამაშდა და ისე გადმომხედა.
-ოო საერთოდ აღარ შემოგხედავ. გაბრაზებულმა მისაღებ ოთახში გავაბოტე ტელევიზორი ჩავრთე და ყურება დავიწყე.-ოჰ ჩამყლაპავს თურმე ბიჭი.ჩემთვის ჩავიბუტბუტე და პულტის წვალება დავიწყე.
-დიახაც ჩაგყლაპავ.დანიელი გვერდით მომიჯდა და სასაცილოდ გაიღრიჭა. „ჯანდაბა გაიგონა“ გულში გავიფიქრე და პულტის ხელში წვალება განვაგრძე.
-მოვედიიი.დემეტრემ კარი კი არ შემოაღო შემოგლიჯა ჩემთან მოვიდა ლოყაზე მაკოცა და მდივანზე დაეპერტყა . ის ისე იყო გაშხლართული სიცილი ვერ შევიკავე და ავკაკანდი.-რა გაცინებს?.გაოცებული სახით გამომხედა.
-რა კი არა ვინ.ახარხარებული ვესაუბრებოდი.
-ვინ?(მერე)
-შენ.ხელი დემესკენ გავიშვირე და ისევ ავხარხარდი.
-ასე არა? კარგი ქალბატონო ელისაბედ. დემეტრე ფეხზე წამოდგა და ჩემთან მოვიდა.
-რას აკეთებ?.გაოცევული სახით ავხედე რაიმე სისულელის მოლოდინში.
-ნახავ. დემე დაიხარა და „ღუტუნი“ დამიწყო მეც რაც ძალი და ღონე მქონდა ხელ-ფეხს იქით-აქეთ ვიქნევდი და თან მთელი ხმით ვკისკისებდი.-ეს გინდოდა არა?.დემე ისევ მიღუტუნებდა და ორივე ამის გამო სიცილით ვკვდებოდით.
-გაჩერდი გთხოვ.მუდარით ვეუბნებოდი რომ გაჩერებულიყო თუმცა მაინც ვიცინოდი.
-ხო კარგი მოვრჩი..ძლივს გაჩერდა და ჩემს გვერდით დაჯდა.-არ გშიათ?.(დემე)
-აუ კი თან ძანნ(დანიელი) „ოჰ მოშივდებოდა აბა რა იქნებოდა ოთახში ისეთი საქმე ქონდა სად ეცალა საჭმელად“ გულში გავიფიქრე და თავი გადავაქნიე.
-აუ მეც მშია.თავი მოვიქავე და და დემეს გავხედე რომელიც რაღაცნაირად სასაცილო სახით მიყურებდა.-რაიყო?(ელისაბედი)
-გვშია და რავიცი.ისევ იგივე გამომეტყველებით მიყურებდა და მერეღა მოვწვი რაც უნდოდა.
-ხო კარგი, ცეზარი გიყვართ?.მეც რა მექნა ავდექი და დოინჯით დვდექი მათ წინ.
-კიი.ორივემ ერთხმად თქვეს და კმაყოფილი სახით შემომხეედეს.
-კარგი გავაკეთებ.მეც ვთქვი და სამზარეულოსკენ დავიძარი.
-ოქრო ხარ ოქრო.დემემ უკნიდან შემომძახა და სიცილი ამიტყდა.
-ოჰ ახლა ვარ ხო ოქრო.ხმამაღლა გავძახე დემეს სამზარეულოდან.
-ოო კარგი წავედი ეხლა უნდა ვიბანაო და რომ გამოვალ მზად დამახვედრე.ღიღინით შემომძახა და კიბეებს აუყვა.
-არის უფროსო.დამჯერი ჯარისკაცივით გავძახე და საჭმლის გაკეთებას შევუდექი. ისე საკმაოდ კარგი მზარეული ვარ ყველას მოსწონს ჩემი გაკეთებული კერძები, განსაკუთრებით კი მამაჩემს უყვარდა, ყოველთვის მე მაკეთებინებდა მისთვის საჭმელს და არა მოსამსახურეს. ასე მაუბნებოდა „შენნაირი ლამაზი თითების მქონეს უგემური საჭმელი არასოდეს გამოუვაო“ მეც ამ კომპლიმენტს ვიფერებდი და უფრო შემართებით ვამზადებდი მისთვის საყვარელ სასუსნავებს. ასე ფიქრებში ვიდექი მაგიდასთან და პომიდორსს ვჭრიდი ისე რომ საერთოდ არ ვაკვირდებოდი რას ვაკეთებდი, კედელს უაზროდ ვაშტერდებოდი და დებილივით ვიღიმოდი.
-ასე ხელს გაიჭრი. უცებ დანიელის ბოხმა ხმამ გამომარკვია.
-არა არ გავიჭრი.(ელისაბედი)
-რომ გაიჭრა?(დანიელი)
-რა გინდა?.კოპებშეკრულმა ავხედე კარში მდგარ დანიელს.
-არაფერი და შენ რა გინდა?(დანიელი)
-ის რომ მშვიდად მაცადო კერძის მომზადება(ელისაბედი)
-მერე მოამზადე ვინ გიშლის(დანეილი)
-შენ(ელისაბედი)
-მე რატო?(დანიელი)
-კონცენტრაცია მიჭირს.თავი უაზროდ ვიმართლე და ჭრა განვაგრძე.
-დავიჯერო ასე ძლიერ შეგიყვარდი?(დანიელი)
-რა? საიდან მოიტანე?.გაოცებული სახით გავხედ დანიელს.
-შუბლზე გაწერია.(დანიელი)
-კითხვა არ გცოდნია.ირონიულად ჩავილაპარაკე და ისევ გაბრაზებბული სახით გავხედე.
-როგორ არა ვიცი.ის ისევ არ იშლიდა თავიდად.
-არ გეტყობა.ახლა ხახვის დაჭრა დავიწყე და თვალები ამეწვა, უკვე პიკზე ვიყავი ისე მეწვოდა და ცერმელები წამომივიდა, მეც მეტი რა მექნა სააბაზანოსკენ გავიქეცი.
-სად მიდიხარ?.როდესაც კარში გასვლა დავაპირე დანიელი წინ ჩამომეფარა და გასვლის უფლება არ მომცა.
-თვალები მეწვის.(ელისაბედი)
-კარგი.ისიც განზე გადგა და მეორე ოთახში გასასვლელად გამატარა, მეც სააბაზანოში შევედი და თვალები მოვიბანე ხოლო როცა უკან დავბრუნდი არავინ დამხვდა.
-კიდევ კარგი წავიდა.ხმამაღლა ამოვისუნთქე და დანა ხელში მოვიმარჯვე.
-შენს ადგილას ასე დარწმუნებული არ ვიქნებოდი.მისი ხმის გაგონებისას დენდარტყმულივით შევხტი თუმცა არ შევიმჩნიე შემდეგ კი პილპილი ავიღე.
-ვერ ხედავ რომ ხელს მიშლი?.პილპილის დაჭრა დავიწყე როცა უფრო მომიახლოვდა.
-ვერა ვერ ვხედავ.(დანიელი)
-კარგი რააა. მისკენ შევტრიალდი და ტუჩები გავბზიკე.
-ასე ნუ აკეთებ.(დანიელი)
-რას ნუ ვაკეთებ?.გაკვირვებულმა შევხედე და ქვედა ტუჩი ენით გავასველე.
-ტუჩებს ასე ნუ აკეთებ თორემ დაგემოვნება მინდება.(დანიელი)
ამის თქმაზე პილპილიანი ხელი ტუჩებზე მივიდე რამაც ზალიან ამიწვა და ცოტა დამიბერა.
-აუ ტუჩი.ჩემთვის წამოვიყვირე.
-ჯერ არ გამისინჯავს რა გაყვირებს.(დანიელი)
-ჯერ ერთი პილპილიანი ხელი მივიდე და ამწვა მერე მეორე კი ვერასოდეს ვერ დააგემოვნებ.ნაგლად გადავხედე და ცალი წარბი ავწიე.
-ამასაც ვნახავთ. მანაც ეშმაკურად გამომხედა და ცალყბად გამიღიმა.



დიდი ბოდიშით დაგვიანებისთვის.. იმედია მოგეწონებათ.. ბოდიშით შეცდომებისთბის..მიყვარხართ ყველა..



№1  offline წევრი Sexy Mädchen

პილპილს როგორ ჭრიდა გაფიცებ მეც მასწავლე რაა:დდ
--------------------
:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent