შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეშმაკი და ანგელოზი მეხუთე თავი


14-05-2015, 21:25
ავტორი სალი-სალი
ნანახია 4 590

ოთახში სიჩუმემ დაისადგურა, მხოლოდ ჩემი ტირილის ხმა არღვევდა იდეალურ სიწყნარეს.თბილოდა, თუმცა მე მაინც მციოდა, მციოდა იმიტომ რომ იმ ცივმა სიტყვებმა სული გამიყინა და გულს ცემის უნდარი წაართვა. ბალიში იმდენად სველი იყო რომ თმებს ცრემლებისგან ჟენთავდა. მარი უხმოდ იჯდა საწოლის მეორე ბოლოში და დამწუხრებული მიყურებდა, ვერ ვგრძნობდი ირგვლივ რა ხდებოდა ისიც არ მჯეროდა რომ ეს მართლა მოხვდა, თუმცა როცა გულში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი მაშინ ვრწუმდებოდი და ვაანალიზებდი მომხვდარს.
-მე გავალ თუ გინდა.მარის თბილმა ხმამ საყვირივით გაიჟღერა სიჩუმით სავსე ოთახში.
-არა! აქ მოდი გთხოვ ჩამეხუტე.ნამტირალებმა გადავხედე მარის და ხელი გავუწოდე.
-კარგი. მარიც უკნიდან მომიწვა და მიმიხუტა.-ნუ ღელავ მე შენთან ვარ.(მარი)
-ვიცი,მადლობა.მის ხელებს ძლიერად ჩავეკონე და უფრო ცხარედ ავქვითინდი.
დილას საშინელმა წვიმის ხმამ გამაღვიძა, უღიმღამოდ გავახილე თვალები და ტკბილად მძინარე მარის გადავხედე. ძლივსძლივობით დავახწიე მის მკავებს თავი და სააბაზანოში შევედი, თბილი წყალი მოვუშვი და მის ქვეშ დავდექი. საერთოდ ნათქვამია შხაპის ქვეშ ყველაფერზე ფიქრობო, მეც ასე ვიცი შემიძლია საათობით ვიდგე წყლის ქვეშ და გაუჩერებლად ვიფიქრო მომხვდარზე, არც ახლა დავაყოვნე და ყველაფრის გაანალიზება დავიწყე, ვიცოდი რომ ის ჩემთვის არაფერს ნიშნავდა და მისდამი მარტო სიბრალულს და შიშს ვგრძნობდი, მაგრამ ახლა, ახლა რატომ მეწყინა მისი სიტყვები, რატომ განვიცადე ეს ყველაფერი იასე მწარედ, რატომ მივაქციე მის სიტყვებს ყურადღება, იმ დროს რას წარმოადგენდა ის ჩემთვის, არ ვიცოდი მაგრამ ის კი ვიცოდი რომ ამჯერად მხოლოდ ზიზღს და შიშს ვგრძნობ მის მიმართ სხვა არაფერს.

ჩემს ოთახში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი რომ უცებ მარი შემოვარდა.
-დემე მოვიდა და შენ გეძახის.მარიმ კარი კინაღამ შემოგლიჯა და დემეტრეს მოსვლა მაცნო.
-კარგი ახლავე ჩამოვალ.ჩემთვის ჩავიბურტყუნე და ფეხი ჩუსტებში ჩავადგი.-მარი შეგიძლია არაფერი უთხრა მათ?.ძალიან მშვიდად ავხედე მარის.
-რა? შენ საერთოდ ჭკუაზე ხარ რას ამბობ? ყველაფერი უნდა მოუყვე.მარი გაბრაზებული მოვარდა ჩემთან და ანერვიულებული ბოლთას ცემდა.
-მარი არ მინდა მათ ეს გაიგონ გთხოვ არ უთხრა მინდა ეს დავივიწყო სხვა არაფერს გთხოვ.დამაჯერებლად ჩავილაპარაკე და პირველ სართულზე ჩავედი.
-ჩემი გოგო მოსულაოო.დემე ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოხტა და მაგრად გადამეხვია.
-როგორ ხარ?.თბილად გავუღიმე და მდივანზე მის გვერდით მოვთავსდი.
-კარგად მაგრამ შენ როგორ ხარ? გუშინ მარიმ მითხრა კონსულტაცია ესაჭირეობაო.დემემ ხელი გადამხვია და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა.
-დიახაც კონსულტაცია ესაჭიროება.მარი კიბეებზე ხმაურით ჩამოვიდა და ჩვენს გვერდით მოკალათდა.
-აბა რა მოხვდა არ იტყვით?.ზუკა დაძაბული გვიყურებდა.
-რადა გაკვეთილზე ცუდად გამიხდა ქალბატონი და რომ გავიყვანე სიკვდილი მინდაო და რაღაც ასეთები დამიწყო.მარი გაუჩერებლად ყვებოდა სკოლაში მომხვდარ ამბავს თუმცა დამიელთან რა ინციდდენტიც მომივიდა არაფერი უთქვამს.
-ელისაბედდ ჩვენ ვიჩხუბებთ მგონი, რა გითხარი მე.დემემ საყვედურის ნიშნად გადმომხედა და თითი დამიქნია.
-კი მაგრამ...ჩემით ჩავიწუწუნე და თავი ხელებში ჩავრგე.
-რა მაგრამ ელისაბედ, რა მაგრამ.ზუკა ანერვიულებული წამოხტა და სახიდან ხელები მომაშორებინა.
-ოხ ელისაბედ მოსაკლავი მყავხარ რაა.დემემ ხმამაღლა დაიწუწუნა და ბოლთის ცემა დაიწყო.
-აუჰ ამას კიდე მოკვლა უნდა?.მარიმ სიტოაციის განმუხტვის მიზნით ჩაიცინა თუმცა უშედეგოდ.
-ელისაბედ რა ვქნათ? იქნებ შენ გვითხრა როგორ გამოგიყვანოთ ამ მდგომარეობბიდა.დემე ახლა კითხვით მომიბრუნდა და ჩემს წინ დაიხარა.
-არაფერი, ალბათ ასე ყოფნა მიწერია და ვსიო. თითქოს უპრობლემოდ ჩავილაპარაკე თუმცა ამ სიტყვებს დიდი ტკივილი ჩავაქსოვე.
-უ ჩემი ეს ვინ არის ტოო.ზუკამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და მუშტი მაგიდას დაცხო.
-მე მოვიფიქრე.დმემ უცებ წამოიყვირა და მდივანზე კარგად მოკალათდა.
-მიდი აბა გამოუშვი. მარიმ ხელები ერთმანეთზე გაახახუნა და ინტერესით მიაჩერდა დემეს.
-ელისაბედი ჩემთან გადმოვა საცხოვრებლად ცოტახნით და იქ მივხედავ.დემემ სერიოზულად თქვა და თვალებდაჭყეტილ მარის გადახედა.
-რაა? ჩემს ელისაბედს არ გაგატან.მარი ჩემთან გადმოჯდა და მთელი ძალით ჩამეკონა.
-მარი ეს ასეა საჭირო, სულ ცოტახნით.დემემ ხელით ანიშნა და მარის რეაქციას დაელოდა.
-კი მაგრამ ელისაბედი აქაც კარგადაა.ზუკამ სერიოზულად ჩაილაპარაკა და დემეს მოჭუტული თვალებით გადახედა.
-არა მე იმას კი არ ვამბობ რომ ელისაბედი აქ ცუდადაა, უბრალოდ მინდა ეხლა მე მივხედო თან კიდევ ძალიან მომენატრა. ბიჭები სერიოზულად საუბრობდნენ მე კი დაბნეულმა არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
-თუ ეს ელისაბედისთვის კარგი იქნება ვქნათ ასე.ზუკამ ბევრი ფიქრის შემდეგ თქვა თავისი სათქმელი და მე გადმომხედა.
-მე არ მეკითხებით მინდა თუ არა გადასვლა?.საწყლად ვიკითხე და მარის ავეკარი.
-არა!.სამივემ ხმამაღლა წამოიყვირეს და მე შემომხედეს.
-კარგით. ხმაჩახლეჩილმა ჩავილაპარაკე და თავი დაბლა დავხარე.
-აი ხედავ ელისაბედ? ჩვენთანაც თავდახრით ლაპარაკობ ადრე კი კარგად გვეტლიკინებოდი.დემემ წარბაწეულმა გადმომხედა და საყვედურით მითხრა.
-კარგი მაშინ როდის წამოვიდე?.ჩემთვის ჩავილაპარაკე და ბიჭებს ავხედე.
-როცა შენ გინდა, თუ გინდა საერთოდ ახლავე.დემე სიხარულისგან წამოხტა და პასუხს დაელოდა.
-კარგი მოდი ორშაბათს წამოვალ.მეც შეძლებისდაგვარად გავიღიმე და ღრმად ჩავისუნთქე.
-როგორც გინდა ჩემო საყვარელო. დემემ ხელში ამიყვანა და ჰაერში მსუბუქად დამაბზრიალა.
ასე უაზროდ გავიდა შაბათ-კვირა და ორშაბათმაც შემოაღო კარი. მე და მარი სკოლაში წავედით და გოგონები ვნახეთ. მათ დემეს გადაწყვეტილება გავაცანი და სკამზე მოვთავსდი.იმ ეშმაკის მოციქულს ვერსად ვხედავდი და ძალიან მიხაროდა თუმცა ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა, როცა კარისკენ მივტრიალდი შემოსასვლელში კედელთან იდგა და მე მიყურებდა. მე უხმოდდა გაბრაზებულმა ჩავუარე მას გვერდი და კლასიდან გაცოფებული გავვარდი, დერეფანში როცა მივაბიჯებდი ვიგრძენი როგორ მომყვებოდა უკან ვიღაც და დაინტერესებული შევტრიალდი და სხვა თუ არა ვინ ეშმაკის მოციქული დამხვდა წინ ასვეტილი.
-შენთვის რატომ უნდა მომეხადა ბოდიში?!. ჩემი შეტრიალება და ამ კითხვის დასმა ერთი იყო.
-თავი გამანებე.ზიზღით ჩავილაპარაკე და მის გაყინულ შავ თვალებში ჩავხედე.
-მითხარი და დაგანებებ.ეშმაკურად მოიფიქრა გამოსავალი.
-არა! ახლა კი გთხოვთ უკან ნუ დამყვები!.ირონიულად ჩავილაპარაკე და უფრო ზიზღით მივაჩერდი მის თვალებს.
-არა!.მანაც წამოიყვირა და ისევ წინ გადამეღობა.
-რა არა?!.ინტერესით ავხედე და პასუხს დაველოდე.
-თავს არ დაგანებებ და უკანაც გამოგყვები სანამ არ მეტყვი რატომ უნდა მომეხადა შენთვის ბოდიში.ხელები გულზე გადააჯვარედინა და უუფრო მომიახლოვდა.
-არ გეტყვი!.მკაცრად ვუთხარი და დაჟინებული მზერით მივაჩერდი.
-რატომ?(დანიელი)
-იმიტომ რომ შენ ამას ვერ მიხვდები, ვერ მიხვდები რა არის განცდა და ჩემს საქციელზე შეიძლება გაგეცინოს.(ელისაბედი)
-რამე ცუდი მოხვდა?(დანიელი)
-დიახ!.მკაცარდ ვუთხარი და თავი გადავაქნიე ჩემი აცრემლებული თვალები რომ არ შეენიშნა.
-ნუთუ ასეთი გულქვა გგონივარ რომ რომ რამე ცუდი გამეხარდეს?.ახლა მის თვალებში ზიზღს კი არა გაოცებას ვხედავდი ამის გამო კი ვიბნეოდი.
-კი მგონიხარ.ემოციებისგან დაცლილმა ძლივს ვუთხარი და ატირებული კლასში გავვარდი.
-ახლა რა გვაქვს?.გაბრაზებულმა ვკითხე გგოგონებს და ფეხი ავათამაშე.
-მათემატიკა..გოგონებმა სახედამანჭულმა მითხრეს და შემოსასვლელს გახედეს,მეც ინსტიქტურად იქით გავიხედე და ეშმაკის მოციქული დავინახე.
-აუ რაა. შეწუხებულმა თავი მერხზე თავი დავდე და მოვეშვი.
-კარგი რაა ეს ერთი გაკვეთინი და ვსიო.ნინიმ მხარზე ხელი მომკიდა და გამამხნევა.
-ეს ერთი და სხვა მრავალი.ჩემთვის ჩავიბუტბუტე და ხელი მაგიდას დავცხე.
-რატო სხვა მრავალი?.გაოცებულებმა შემომხედეს.
-ბოლოჯერ კი არ ტარდება ამ წელიწადში გაკვეთილი.(ელისაბედი)
-ხო კარგი ახლა დაწყნარდი, ხომ იცი რომ ჩვენ შენთან ვართ.(მარი)
-მაადლობა გოგოებო თქვენ რომ არა ალბათ გავრეკავდი.ღრმად ამოვისუნთქე და წიგნი ამოვიღე.
-თორე ეხლა ხო ხარ რა დალაგებულად.ქეთიმ სიცილით გადმომილაპარაკა და ამაზე ოთხივე ავხარხარდით.
ეს გაკვეთილი ისე გაიწელა როგორც არასდროს. ყოველ წუთას საათს ვუყურებდი და წამებს ვითვლიდი.ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა ეს ჯოჯოხეთური გაკვეთილი და როდის მოვშორებოდი იმ ეშმაკის მოციქულს რომელიც გამალებით მიყურებდა და თვალებით მბურღავდა.

თხრობას აგრძელებს დანიელი.

საერთოდ ვერ ვხვდები ის ლაწირაკი რას მიკეთებს სულ ტირის და განცდაშია მაგრამ მაინც მეწინააღმდეგება. რატომღაც სულ მასზე ვფიქრობ, როცა მას ვნახულობ სულ მინდა რომ რამე დამამცირებელი ვუთხრა თუმცა რამდენიმე საათის მერე ვნანობ და ერთ ამბებში ვარ. როცა მის აცრემლებულ თვალებს ვუყურებ დაწყნარება მინდება თუმცა არ გამომდის მინდა ისე მოვეხვიო რომ გავჭყლიტო მაგრამ უფლებას არ მაძლევს, ის ისეთი სუფთა სულის პატრონია მაგიჟებს, მაგიჟებს კი არა ჭკუიდან გადავყავარ.ბიჭები თითქოს მამჩნევენ მისდამი რასაც გრძნობ მაგრამ რას ვგრძნობ? მეც არ ვიცი და იმათმა რა იციან.
-დაეშვი დედამიწაზე პილპილ?(გიო)
-დედამიწაზე კი არა მეორე ქუჩაზეა ბიჭო გადასული(ერეკლე)
-აუ ჩემი არ მეგონა თუ ვინმე ასე შეგიყვარდებოდა.(ლევანი)
-ვინ შემიყვარდა ბიჭო თქვენ შ** ხომ არ გაქვთ?!(დანიელი)
-უჰ კაი ერთი შენი ჭკუით ვერ ვხვდებით რა დღეში ხარ?(ლევანი)
-ეჰ სიყვარულო რა ყოფილხარ ამისთანა თვით პილპილსაც შეაყვარა შოკოლადი.(ერეკლე)
-პილპილი კი არა თვით ეშმაკსაც შეაყვარა ანგელიზი.(გიო)
-აუ დატყდით აქედან სანამ ცოცხლები ხართ!(დანიელი)
-უიმეე რა ავჩალკასავით იღრინები (ერეკლე)
-ეგ ავჩალკა იქნება ეხლა თავს რო მოგაჭამს.(დანიელი)
-მოდი ფისოო.(გიო)
-მიდი დაიპყარი გიჯოოო(ლევანი)
-ფუ თქვე პიდარასტებო დახვიეთ ეხლა აქედან!(დანიელი)
-მოდი მამიკოსთან(ერეკლე)
-ზედმეტები მოგდით ეხლა!(დანიელი)
ყოველდღე ასე მოგვდის ხოლმე ჩხუბი და ისინიც თანდათან ატყობენ ჩემი ელისაბედისადმი დამოკიდებულებას. მე და ჩემი ერთი ძმაკაცი ერთად ვცხოვრობთ და მაგის დეიდაშვილი გადმოყავს ცოტახნით საცხოვრებლად მშობლები დაეღუპაო და უნდა მივხედოო, ისე კაია ახალი გოგო, ყურადღებას გადავიტან მაინც და თუ კარგი გოგო აღმოჩნდა იქნებ ელისაბედი გადამავიწყოს.

თხრობას აგრძელებს ელისაბედი.

ახლა მალე დემეც მოვა და მასთან ერთად ახალ ბინაში გადავალ. ნეტავ თუ მივეჩვევი იქაურობას ან კიდევ როგორ გავძლებ ზუკას მარის და მამიდას გარეშე არ ვიცი მაგრამ როგორც ისინი ამბობენ ეს დამეხმარება.
-მზად ხარ ჩემო გოგო?.დემე ოთახში შემოვიდა და ღიმილით მკითხა.
-კი უკვე მზად ვარ.მეც თბილად გავუღიმე და ჩანთა ლოგინიდან ჩამოვდგი.
-მოდი დაგეხმარები.დემემ ჩემ ჩემოდანს ხელი დაავლო და შემოსასვლელში ჩაიტანა.
-კარგი აბა წავედით.ყველას ძლიერად გადავეხვიე და დავემშვიდობე.-კარგი რა მარი ნუ ტირიხარ სკოლაშიც ერთად არ ვიქნებით?მარის ცრემლები მოვწმინდე და სახე დავუკოცნე.
-კარგი იცოდე სულ მოდი ხოლმე ჩვენთან.მარი ძლიერად მომეხვია მერე გამიშვა.
მე და დემე მანქანაში ჩავსხედით და გზას გავუყევით თან კი ვსაუბრობდით.
-ელისაბედ იცი ჩემთან ერთი კარგი ბიჭი ცხოვრობს ჩემი ბავშვობის ძმაკაცია, დარწმუნებული ვარ ერთმანეთს გაუგებთ(დემეტრე)
-კარგი, იმედია.ბოლო სიტყვა დაღლილმა ვთქვი და დავამთქნარე.
-გეძინება?.დემე ჩემს მთქნარებაზე იცინოდა და მანქანას ისე მართავდა.
-ხო მეძინება, და ნუ დამცინი.სასაცილოდ ჩავიბუტბურე და დემეს მხარზე ხელი ვკარი.
-ეე გაჩერდი გიჟო არ დამაჯახო რამეს.სიცილით ჩაილაპარაკა და თითები რულზე აათამაშა.
-ასე თუ გეშინია რამის შეჯახების მე დამსვი რულთან.დემეს ეშმაკურად გადავხედე და თვალი ჩავუკარი.
-ჯერ მართვის მოწმობა აიღე და მერე მებლატავე პატარა ქალბატონი.დემემ ცხვირზე ხელი მომითათუნა და ისევ რულს მიუბრუუნდა.
-სახლში რომ მივალთ პირდაპირ დასაძინებლად წავალ თორე ისე მეძინება აააააა. ძალიან მეძინება.ისევ მთქნარებით ვლაპარაკობდი და დემეს სიცილს ვუსმენდი.
-მალე მიგიყვან თორე მეშინია არ გადამყლაპო.ხარხარით გადმომხედა და სიჩქარეს უმატა.
-ნუ დარდობ ადამიანის ხორცი არ მიყვარს მასუქებს.სიცილით ჩავილაპარაკე და თავი საბარძელს მივადე.
-აი მოვედით.დემემ მანქანა დიდ ორსართულიან სახლთან გააჩერა და ეზოში შევიდა.სახლში მალევე შევედით და მდივანზე მოვთავსდი. დემემ მთხოვა ჯერ გაგაცნობ და მერე დაიძინეო, მეც უარი ვერ ვუთხარი და მდივანზე უფრო კონფორტულად მოვთავსდი. და აი გასმა ნაბიჯების ხმაც დემე წინ გაიჭრა და ახალგაზრდას მიუახლოვდა მე მანამ არ მივტრიალებურვარ სანამ დემემ არ დამიძახა.
-ელისაბედ მოდი ჩემი ძმა უნდა გაგაცნო.დემეს ძახილის შემდეგ მეც ავდექი და მათკენ მივტრიალდი და აი მაშინ ელდა მეცა გულში ყველაფერი ვინანე, ვინანე ის რომ დემეს წამოსვლაზე დავთანხმდი, ვინანე ის რომ პირდაპირ დასაძინებლად არ ავედი და ვინანე ჩემი გაჩენა როცა ჩემს წინ ასვეტილი დანიელი დავინახე. მის დანახვისას იქვე გავშრი მიკრო ინფაქტი გადავიტანე და კინაღამ მოვკვდი.-ელისაბედ ეს დანიელია დანიელ ის კი ელისაბედი მაგრამ შეიძლება ერთმანეთს იცნობთ რადგან ერთ სკოლაში სწავლობთ.(დემე) მეც და ისიც გაფითრებულები ვუყურებდით ერთმანეთს და ენას ვერ ვატრიალებდით რამე რომ გვეთქვა ერთმანეთისთვის.
-სასიამოვნოა, არა არ ვიცნობ.მშრალად ჩავილაპარაკე და ყურადღება დემეტრესკენ გადავიტანე.
-ჩემთვისაც.მან გრძნობამორეული ხმით ჩაილაპარაკა და ხელი ჩამოსართმელად გამომიწოდა, მეც მის გამოწოდებულ ხელს უხეშად შევხედე და ჩემი ხელი მის ცივ და გაყინულ ხელს მოვარგე.
-დემე ოთახი საითაა უნდა დავიძინო.სახეგაბადრულმა ვკითხე დემეს და პასუხის მოლოდინში კინაღამ მოვკვდი.
-კარგი რა ჯერ 10 საათიც არაა ცოტახნით დაჯექი ერთმანეთი გაიცანით. დემემ ჩაიწუწუნა და სახეგამშრალ დანიელს გადახედა.
-დემე გთხოვ ხასიათზე არ ვარ თან თავი მტკივა.ხმა ოდნავ გავამკაცრე თუმცა დემეს მაინც გავუღიმე.
-კარგი ჩემო გოგო წამოდი.დემემ მეორე სართულზე ამიყვანა და ჩემი ოთახი მანახა.-გვერდით დანიელს ძინავს წინ კი მე თუ რამეა მითხარი.მათი ოთახები მაჩვენა და ჩემს ოთახში შემაცილა.კარგი ახლა წავედი ტკბილი ძილი.დემემ თავზე მაკოცა და კარისკენ დაიძრა.
-შენც ტკბილი ძილი.დემემ კარი მოხურა და მეც ლოგინში ჩავწექი.-ეჰ რა დამაძინებს.ჩუმად ჩავილაპარაკე და ბალიშზე თავით დავემხე.

თხრობას აგრძელებს დანიელი.
როდესაც ელისაბედი დავინახე არ ვიცოდი რა მექნა. ნუთუ ეს ის გოგო იყო ვისაც დემეტრე ახსენებდა. ამ ფიქრებში ვიყავი როცა ელისაბედის მშვიდი და მშრალი ხმა გავიგე. ის ისე გაოგნებული და შეშინებული საუბრობდა თავი საშინლად ვიგრძენი. ზუსტად აღარ მახსოვს ისე სწრაფად მოხვდა ყველაფერი ოთხაში მალე ავარდა და დემეც უკან გაჰყვა.
-ამიდ დედა მოვ**ან რა ს**ი ვარ რეებს ვუკეთებდი საწყალ გოგოს .იქით-აქეთ ნერვიულად დავდიოდი და თვზე ხელებს ვირტყავდი.
-რას აკეთებ? დალევა გინდა რა?.დემე კიბეებიდან ჩამოვიდა და მისაღებში დაჯდა.
-ხო დალევა ახლა ყველაზე მეტად მინდა.ვისკი ჭიქაში ჩავასხი და ძლიერად გადავკარი მერე მდივანზე დავჯექი და ფეხის კანტუზიანივით კანკალი დავიწყე.
-არ გაგიკვირდეს ელისაბედი სულ ასეა, ხასიათზე ძლივს მოგვყავს ხოლმე არ არის მხიარული გოგო ასე ცივად ამიტომ შეგხვდა.(დემეტრე)
-მომიყევი მის შესახებ. ელისაბედზე ყველაფერი მაინტერესებდა ამ მომენტის გამო.
-ეჰ თავიდან ისეთი მხიარული და სიცოცხლით სავსე გოგო იყო ახლა კი სულ სხვაა, მშობლების დაკარგვის შემდეგ თავის თავს აღარ გავს ახლა კიდევ კარგადაა რამოდენიმე თვის წინ ოთახიდან ძლივს გამოგვყავდაო მამიდამისმა მითხრა, ახლაც სულ დამწუხრებულია მითუმეტეს ეს ორი კვირა, რა მოუვიდა არ მესმის ყველაფერს გულში ინახავს.დემემ მის შესახებ ბევრი რამ მომიყვა და მაშინ მოვხვდი ქეთი რატომ მაიძულებდა მისთვის ბოდიშის მოხდას.
-რამდენიხანია რაც მშობლები დაეღუპა?(დანიელი)
-ერთი წელიც არაა ჯერ გასული(დემე)
-ძალიან ცუდია. მწუხარებისგან თავი დავხარე და გულში დიდი სინანულის გრძნობა ვიგრძენი.
-ხოო ძალიან. კარგი ახლა ფეხბურთი იწყება ვუყუროთ.(დემე)
-შენ უყურე მე დასაძინებლად წავალ.დემეს დავემშვიდობე და ოთახისკენ წავედი. თურმე რა სშინელი ადამიანი ვყოფილვარ ახლა რომ მახსენდება რას ვუკეთებდი მას ჩემი თავი მძულდებოდა იმ სათუთ ადამიანს რეებს ვეუბნებოდი როგორ ვამცირებდი არაკაცი ვარ, ხო არაკაცი და ლაჩარი.როცა ჩემს ოთახში უნდა შევსულიყავი ელისაბედის ოთახიდან ტირილის ხმა გამოდიოდა და თან კარიც შეღებული იყო ამიტომ კართან მივედი და ჩუმად ვუყურებდი. ის ისეთი მარტოსული იყო საწოლზე იწვა მოკუნტული და ბალიშზე იყო ჩაბღაუჭებული, შემდეგ საწოლზე წამოჯდა ცრემლებო მოიწმინდა და ღრმად ჩაისუნთქა.
-დაწყნარდი ელისაბედ ყველაფერი კარგადაა აქ დემეტრეა და ის ეშმაკის მოციქული ვერაფერს დაგიშავებს .ასე აწყნარებდა ელისაბედი თავის თავს და ხელებს ნერვიულობისგან ისრესდა.როცა ეს სიტყვები გავიგონე „ეშმაკის მოციქული“ არ მესიამოვნა, ნუთუ სულ ასე მომიხსენიებს ალბათ ღირსი ვარ და ამიტომ ჩემს თავს ნერვიულად ვესაუბრებოდი და კინაღამ ვგიჟდებოდი... უცებ დავინახე როგორ შემომხედა კარებშო მდგარს და სახე გაეყინა ფეხზე მალევე წამოხტა და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა , მეც ჩემს ოთახში შევედი და ლოგინზე მთელი ძალით დავენარცხე.



იმედია მოგეწონათ ახალი თავი.... დიდი ბოდიშით შეცდომებისთვის.. თუ რამე შენიშშვნა გაქვთ მითხარით... და რა მაინტერესებს გავაგრძელო? თქვენი აზრი მაინტერესებს..



№1  offline წევრი bar bare

Kargi gogo xar

 


№2  offline წევრი სალი-სალი

bar bare
Kargi gogo xar

love მადლობ :D

 


№3  offline წევრი arctic monkey

აუუ აი ძაან მაგარიაა მალეე დადეეე გელოდებიი

 


№4  offline წევრი shany

ველოდები შემდეგ თავს... ძალიან მომეწონა <3 love

 


№5  offline წევრი სალი-სალი

arctic monkey
აუუ აი ძაან მაგარიაა მალეე დადეეე გელოდებიი

shany
ველოდები შემდეგ თავს... ძალიან მომეწონა <3 love

ძალიან ძალიან დიდი მადლობაა <3 <3

 


№6 სტუმარი ლევანი

უმაგრესია გააგრძელე ამ დროს ზუსტად მასეთი რაღაც მოხდა, ჩემს დასაც მარი ქვია, ოთახში ვიჯექი და ვტიროდი და ჩემი და მარი მამხნევებდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent