შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე ორმაგი ტყვე ვარ-13 თავი


23-05-2015, 16:56
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 796

შორიდან ბუნდოვნად ჩაესმა გაურკვეველი ხმები,გონება დაძაბა,ოდნავ მოჭუტა თვალები მაგრამ იგრძნო,რომ ამ მოქმედებით თავი საშინლად ეტკინა,ისევ სმენად იქცა და ხმებს მიაყურადა,სიტყვებს ვერ არჩევდა,კიდევ უფრო დაიძაბა,ეცადა თვალები გაეხილა მაგრამ არაფერი გამოუვიდა,ქუთუთოებს ვერ მოერია.საწოლზე შეინძრა შეიშმუშნა.
-ვაიმე შვილო-უცებ შეიკივლა ქეთომ-სკამიდან წამოფრინდა საწოლს დაემხო-დათა შვილო,შენ გამოფხიზლდი-გულამოსკვნილი ტიროდა დედა ხელებით მის სახეს ეფერებოდა-დედამ შემოგევლოს,შენ დაგვიბრუნდი,მადლობა უფალო-ბუტბუტებდა და გაოცებულ და გაურკვევლობაში ჩავარდნილ დათას ლოყებს უკოცნიდა
დათამ ძალა მოიკრიბა და თვალები ნელნელა გაახილა,თავიდან ბუნდოვნა მაგრამ მერე კარგად გაარჩია დედის მონატრებული სახე და მანაც გაუღიმა.
-რა მოხდა დედა,?სადა ვართ?ლილიანა სადაა?-ერთბაშად დააყარა კითხვები და გაოგნებული ოთახს მოავლო თვალი,რომ სანამ უპასუხებდნენ თავად გარკვეულიყო სიტუაციაში.
-არ ინერვიულო შვილო,დამშვიდდი,შენ კომაში იყავი,ახლა ყველაფერი ცუდი უკან დარჩა მადლობა უფალს,ყველაზე ცუდმა ჩაიარა.
-დედა ლილ.......-სიტყვა დედამ შეაწყვეტინა
-შვილო ბევრი არ ილაპარაკო ახლავე ექიმს მოვიყვან,მამაშენს და ლევანსაც დავურეკავ ქვემოთ არიან სასადილოში-და ქეთო ქოთქოთიდ გავარდა პალატის კარში.
-კომაში?-გაოცებულმა ჩაილაპარაკა-კი მაგრამ .....-და ნელნელა კადრებად გადაურბინა გონებაში ბოლო საათის მოგონებებმა-ლილიანა-ამოიოხრა და საწოლის საზურგეს მიეყდნო და ორივე ხელები კეფაზე შემოიწყო.
მალე კარში თეთრ ხალატში გამოწყობილი შუახნის ქერა მამაკაცი შემოვიდა,გარეგნობაზე ეტყობოდა,რომ ქართველი არ იყო.
-როგორ გრძნობ თავს?გილოცავ-გაიღიმა მაგრამ დათამ ერთი სიტყვაც ვერ გაიგო,მიხვდა რომ გერმანულად ელაპარაკბოდა.
-დედიკო ჩვენ გერმანიაში ვართ-აუხსნა სიტუაცია ქეთომ
-გერმანიში?-გაკვირვებული გახედა ჯერ დედას მერე ექიმს-რა მკითხა?
-თავს როგორ გრძნობ,გილოცავო-გადაუთარგმნა უცებ
-უთხარი ,რომ კარგად ვარ-ოდნავ გაუღიმა ექიმს
-დაისვენოს-დაარიგა ქეთო თეთრხალათიანმა და ოთახიდა გავიდა
-დედა შენ საიდან იცი გერმანული?
-შვილო აქ ვისწავლე ცოტა
-აქ?და კი მაგრამ რამდენი ხანია აქ ვართ?რამდენი ხანია კომაში ვარ?
-5 თვეა შვილო-სიმწრით ამოიგმინა დედამ,ცრემლი მოადგა თვალებზე ამ 5 თვის გახსენებისას
-ამდენი ხანია?-ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო რეალურ დროში დათა და დაბნეული ბუტბუტებდა
-შვილო ძალიან ცუდად იყავი,მუცელში დაგჭრეს,მალევე დაგიკარგავს გონება ძლივს მიგასწრებინეს საოპერაციოში,მის მერე გათიშული ხარ-თან ყვებოდა და თან ცრემლებად იღვრებოდა ქეთო-საქართველოში ექიმებმა იმედი გადაგვიწურეს,2 კვირის თავზე გვირჩიეს ,რომ აპარატიდან გაგვეთიშე,აზრი არა აქვს სანამ ისუნთქებს ასე იქნება აღარ გაიღვიძებს და თქვენც იტანჯებით და ესეცო,მე და მამაშენმა თავი მოვიკალით,ერთ კვირაში ეს საავადმყოფო ვიპოვეთ და აქ გადმოგიყვანეთ,ეს ყველაფერი ძალიან ძვირი დაჯდა მაგრამ ახლა რომ გხედავ შვილო საღსალამათს და ,რომ მელაპარაკები მარტო ამ წუთისთვის ღირდა ყველაფერი-ტიროდა და თან მის მონატრებულ შვილს გულში იკრავდა.
პალატის კარი ხმაურით გაიღო,გაიღო კი არა შემოგლიჯეს და თავი ორმა მომღიმარმა და თვალცრემლიანმა ნაცნობმა ადამიანებმა შემოყვეს ეს გია და ლევანი იყო
-შვილო-ხმამაღლა ამოიგმინა გიამ და დათა ფგულში ჩაიკრა,ლევანიც და ქეთოც შეუეთდა და თითქოს ოჯახი ისევ გაერთიანდა.
-ხომ არ იცით ვინც ჩემს გვერდით იყო იმ ტყვეობაში მათი ბედი?-ცოტა ხნის მერე შეპარვით იკითხა,იმის შიშით რომ რამე ცუდი არ მითხრანო
-მხოლოდ ის,რომ ყველანი ცოცხლები გადარნენ შვილო
-და ლილიანა?-გული ლამის ამოუხტა მკერდიდან მისი სახელის ხსენებისას,ერთბაშად იფეთქა მასში მისმა მონატრებამ
-ლილიანა,რომელია შვილო?-დაეკითხა გია და თან თვალები მოჭუტა იხსენებდა მათ სახეებს
-ხვეული თმით,თეტრი გოგონა,
--ააა,ხო გამახსენდა,ეგ ყველაზე დიდხანს იწვა მგონი საავადმყოფოში
-რატომ?-შეშინებული იკითა და საწოლიან უფრო წამოიმართა
-მდგომარეობა გაურთულდა,როგორც ვიცი ყველანი გამოკეთდა და დაუბრუნდა ძველ ცხოვრებას მაგ გოგონას გარდა,ასე თქვეს დეპრესიაშიაო,მამის სოფელში გადასსულა,არავის ეკონტაქტება,ჩაიკეტაო,საბრალო ალბათ ვერ გადაიტანა ეს სტრესი
-ღმერთო ლილი-ხმამაღლა დაიღრიალა დათამ და მისი ტორები სახეზე აიფარა
-რა გჭირს დათა?-შეშინებული წამოიჭრა სკამიდან ლევანი და მის ხელებს ჩააფრინდა,რომ სახედან მოეშორებინა
-მე ის მიყვარს,მე ის მიყვარს-ყვიროდა განწირული ბოლო ხმაზე
მე ორმაგი ტყვე ვარ-13 თავი

-ვინ გიყვარს?
-ლილიანა,მე ის მიყვარს,ის ჩემ გამოა ცუდად,უნდა წავიდე,საქართველოში უნდა წავიდე-უცებ ჩამოიღო ხელები,სახე გაუმკაცრდა და საწოლიდან გადმოაბიჯა
-გაგიჟდი შვილო?-მკლავებში ჩააფრინდა გია-ნახევარი საათიც არაა რაც კომიდან გამოხვედი სად მიდიხარ,გასულელდი?ვინაა ლილიანა ამიხსენი წესიერად,იქნებ აქედანაც გავარკვიოთ რამე
-მამა მე ის მიყვარს,მიყვარს გესმის-მაინც გაურკვევლად ბრაოდა დათა და ყველას იცილებდა და წამოდგომას ცდილობდა
-შვილო დამშვიდდი-დაველოდოთ ექიმს,იქნებ მალევე გაგვწეროტ,რთქმაუნდა წავალთ საქრთველოში,აბა აწი აქ რაღა დამრჩენია,დამშვიდდი-ცდილობდა დაეშოშმინებინა ქეთოს ნერვებაშლილი შვილი,თან თვალზე ცრემლს იწმნენდდდა
-დედა,არ გესმის,მე ლილიანა იქ გავიცანი,ისეთი უსუსური და შეშინებული იყო,მე ის შემიყვარდა,გესმის,მე ის მიყვარს,მასაც უყვარხარ,ალბათ ეს 5 ტვეა მეძებს,ჩემზე არაფერი იცის და ეგ იქნება მისი ჩაკეტილობის მიზეზი,ალბათ ფირქობს ,რომ მივატოვე,წამიყვანეთ გთხოვტ საქართველოში გთხოვთ-უკვე მუდარაზე გადავიდა და ძალაგამოცლილი სასთუმალს მიეყრდნო.
-დამშვიდდი ძმაო ,ყველაფერი მოგვარდება,შენ არ ინერვილო-ეცადა ეთანაგრძნო ძმისთვის და მხრებზე ფრთხილად მოუთათინა ხელი.
-მოიცადე,ახლავე გდავრეკა ვ-უცებ თითქოს რარაც გაახსენდაო ლევას და ტელეფონს დაწვდა
-სად უნდა გადარეკო?-უსიციცხლოდ ჩაილაპარაკა დათამ
-საქართველოში,ლამის 1 თვეა არ დამირეკავს სამეზობლოში,იქნებ გიკითხეს,თუმცა ასეთი რამ არ უხსე4ნებიათ როცა რეკავენ მეზობლები მაგრამ მანცგადავამოწმოთ
იმედი ჩაესახა დათას იქნებ მომძებნა იქნებ არ დაიკარგა,ყველანი გაისუსნე და ლევანს შეაცქერდნენ ,რომელიც კარის მეზობელ ჯაბას კითხვებს აყრიდა.
-რაო?-მოლოდინის თვალებით მიაცხერდა სამი წყვილი თვალი ლევანს როცა საუბარს მორჩა
-სულ გადამავიწყდა თქმაო,რაც თქვენ წახვედით ლამის ყოველ კვირაში მოდიოდნენ და გკითხულობდნენო,ამ ბოლო ერთი თვის მანძილზე არავინ მოსულაო,ყველა იმას იბარედა,რომ გადაეცით ლილიანა გეზებსო,მაპატიეთ ,რომ ეს აქმდე გამომრჩა,რომ არ გეკითად აღარც მახსოვდაო
-ვიცოდი,ვიცოდი-ბედნიერმა გაიღიმა-ვიცოდი,რომ მომძებნიდა,მამა,დედა,რაც მალე წავალთ მით უკეტესი,აქ ჩემი ყოველი დაყოვნებული საათი ტანჯვაა უკვე,ლევან ვინმეს ნომერი ხომ არ დაუტოვებია ჯაბასთან?
-არა ,არ დაუტოვებიათო.
-კარგი დრესვე დაველაპარაკოთ ექიმს,რამდენ ხანში გამწერს
-კარგი შვილო
......................
ერთი კვირის თავზე უკვე დათა გამოწერეს საავადმყოფოდან,ხოლო 2 სღის მერე უკვე თვითმფრინავში იჯდა და ბედნიერი,იმედის სავსე მოფრინავდა საქართველოსაკენ.ბენდიერი მით,რომ აქ მისი საყვარელი ქალი ელოდა,რომელმაც არაფერი იცოდა მის შესახებ,სიხარული,ბედნიერება და აღფრთოვანება,რაც წინ ელოდა გულში აღარ ეტეობა.
-ჩემს ლილიას,ვნახავ,ჩემ გოგოს,ჩემ მარგალიტს-მთელი გზა ბუტბუტებდა ილუმინატორზე შუბლმიდებული და ვერც კი ამჩნევდა მისი ასეთი საქციელი,როგორ ღიმილს იწვევდა მშობლემშა და ძმის სახეზე.



№1  offline მოდერი ლილიანა

ბოდიშის მოხდას აზრი არა აქვს,იმდენჯერ მოვიხადე ალბათ აღარ გჯერათ ჩემი recourse უბრალოდ დრო არ მაქვს,საერთოდ არ მაქვს,მაგრამ აუცილებლად დავამთავრებ.
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი მეამეა

როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი თავია საყვარელო, :* სულმოუთმენლად ველი მათი შეხვედრის დეტალებს :*

 


№3  offline მოდერი ლილიანა

მეამეა
როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი თავია საყვარელო, :* სულმოუთმენლად ველი მათი შეხვედრის დეტალებს :*

მადლობა ჩემო კარგო love love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№4 სტუმარი Elo

Agar daamtavreebt? :-(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent