შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირადი მცველი [15]


23-05-2015, 21:38
ავტორი Just A♥
ნანახია 4 571

დღეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დღე იყო მის ცხოვრებაში,დღეს უნდა გაეცნო იმ მამაკაცის ოჯახი,მეგობრები და ნათესავები რომელიც სიგიჟემდე უყვარდა,ყველაზე მეტად ის აღელვებდა ახლა ქალს,რომ შეიძლებოდა ვინმეს არ მოსწონებოდა,თუმცა დვალი დარწმუნებული იყო რომ ასე არ მოხდებოდა,დილიდან ამას უმეორებდა ქალს

–ხომ ყველამ იცის რომ დღეს მოვალ?

შეშინებული ესაუბრებოდა მამაკაცს მობილურზე,თან საწოლში იწვა

–ახლა უნდა გავაფრთხილო

–ჯერ არ გითქვამს?

აკანკალებული ხმით უთხრა მამაკაცს

–კარგი რა ანასტასია

გაეღიმა დვალს

–ახლავე გააფრთხილე,თორემ იფიქრებენ ეგ გოგო უზრდელია,არც კი ვიცოდით ისე მოვიდაო

დვალმა სიცილი ვეღარ შეიკავა,თუმცა ისე იცინოდა ქალი რომ ვერ მიმხვდარიყო

–კარგი,წავედი,საქმეები მაქვს

–რა საქმეები?

ძალიან ცნობისმოყვარეა ეს გოგო!

–საბუთები უნდა მოვაწესრიგო

მოკლედ მოუჭრა დვალმა,დაემშვიდობა და გაუთიშა!

მობილური გვერდით დადო ქალმა და ისევ საწოლში დაბრუნდა,თუმცა ზარის ხმა მოესმა ისევ,გაიფიქრა დამიანეოა,თუმცა ნენე აღმოჩნდა

–ცოცხალი ხარ?

სიტყვის თქმა არ აცადა ქალს,ისე უპასუხა ჭავჭავაძემ

–ეს კითხვა მე უნდა დამესვა მგონი ხო?

სიცილით შეეპასუხა ნენე

–შენ გაქვს მოუცლელი სამსახური,მე არა!

–სამაგიეროდ შენ ისეთ ამბებში ყოფილხაააარ!

ბოლო სიტყვები გაწელა და ისე უთხრა ნენემ,თან დაუსტვინა

ანასტასიას ენა დაება

–მოვკლავ ლიკას!

–მე შენ მოგკლავ!

არ დააყოვნა ნენემ

–რას მერჩი?

–როგორ არ დამირეკე და არ მომიყევი ჰა?

–ვაპირებდი,ველოდებოდი როდის განთავისუფლდებოდი

–ხოდა თავისუფალი ვარ,ჩემთან გელოდები

ანასტასიას სახე მოეღუშა

–ჯერ არ ავმდაგრვარ საწოლიდან

–არაუშავს! მეც ახლახანს გავიღვიძე,გამოდი და ერთად ვისაუზმოთ

–კარგი,ოღონდ საუზმე არ გვინდა!

ჩაეღიმა ჭავჭავაძეს

–ყავა!

ერთად წარმოთქვეს ორივემ და ორივეს გაეცინათ

საუბარი რომ დაასრულა კარებზე კაკუნი მოესმა,წამოდგა,ხალათი მოიცვა და კარი გაუღო გოგის

–ჩემი ანგელოზი როგორ არის?

თბილად გადაეხვია კაცი ანასტასიას

–გადასარევად!

თვალი ჩაუკრა გოგის და თვითონაც აკოცა ლოყაზე
–მე სამსახურში მივდივარ,უამრავი საქმე მაქვს,ვინ იცის რა ხდებოდა მე რომ არ ვიყავი
ღიმილიანი სახით ჩაილაპარაკა გოგიმ და კიბეებს ჩაუყვა

–მამა

დაუძახა ქალმა,ერთი წუთით თავი დამნაშავედ იგრძნო,რომ გოგიმ არაფერი იცოდა მისი ურთიერთობის შესახებ იმ კაცთან,არადა გოგი ყველაფერს ხვდებოდა.ქალმა იფიქრა ვეტყვი,რომ დღეს მისი ოჯახის გასაცნობად მივდივარო,თუმცა რატომღაც უცებ გადაიფიქრა!

–არაფერია,რომ მოხვალ მერე გეტყვი

ხელი ჩაიქნია

–ახლა მითხარი ტასო,არსად მეჩქარება

რამოდენიმე საფეხურით ამოვიდა გოგი

–ისეთი არაფერია,საღამოს გოგონები მივდივართ სადღაც,და უნდა გამეფრთხილებინე

–მაინც სად?

–გასართობად

მოკლედ მოუჭრა მამაკაცს,ისე რომ თვალებში არ შეუხედავს

–კარგი,როგორც გინდა

დაემშვიდობა გოგი და ქალი ოთახში შებრუნდა



*****

–ვაიმე რამაგარია! დარწმუნებული ვარ ისეთი ოჯახი ეყოლება,როგორიც თვითონ არის!

ნენე აღტაცებას ვერ მალავდა,თვალებ–აციმციმებული ელაპარაკებოდა ქალს

–ალბათ!

–ნუ ნერვიულობ,კარგი რა

გაეცინა ნენეს

–შენ სასაცილოდ გაქვს საქმე

ხელი მიკრა ნენეს და ფეხზე წამოდგა

–რომელზე მიდიხარ?

–არ ვიცი,დამირეკავს

–ჩვენ როდის უნდა გაგვაცნო ოფიციალურად?

თვალები აუთამაშა ნენემ

–ჯერ გოგი უნდა მოვაგვარო!მერე მისი ოჯახი! და ბოლოს თქვენ!

გაეცინა ანასტასიას და ნენეს რეაქციას დაელოდა

–აჰა!ესეიგი ბოლოს არა?!

სახე მოეღუშა ნენეს და ისეთი მიმიკა მიიღო,თითქოს გაბრაზდაო,უცებ ფეხზე წამოვარდა და გაზქურასთან მივარდა

–რა ხდება?

ნენეს უეცარ საქციელზე გაკვირვება ვერ დამალა ანასტასიამ

–ყავა!

მოღუშული ჩაილაპარაკა ქალმა და ხელსახოცები მოიმარაგა.


*****

დვალს დილის მერე აღარ დაურეკავს,საღამო რომ მოახლოვდა ცოტათი ანერვიულდა ქალი,მაგრამ დარწმუნებული იყო რომ არ დააღალატებდა დვალი და მზადება დაიწყო.

გრძელი,მუხლთან ჩაჭრილი კაბა ჩაიცვა,თმა გაიშალა და მაკიაჟიც ძალიან მსუბუქად გაიკეთა.მობილურიც მალე აწკრიალდა

–მზად ხარ?

მამაკაცის ბოხი ტემბრი მოესმა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა

–კი

–მოვდივარ

–კარგი

მობილური გაუთიშა კაცს და სულ გაფითრდა სახეზე.
რამოდენიმე წუთში სიგნალი მოესმა ეზოდან და სწრაფად ჩაირბინა კიბეებზე,კარი გააღო და დვალის მანქანას მოჰკრა თვალი

–წავედით?

ღიმილით უთხრა მამაკაცმა

–რატომ იცინი?

მამაკაცს მიუახლოვდა

–ულამაზესი ხარ

დვალმა ხელი შემოხვია წელზე და ახლოს მიიზიდა ქალი,მისმა სურნელმა თავბრუ დაახვია

–გაჩერდი,გოგი დაგვინახავს

უცებ მოიშორა ქალმა

–გოგისაც მალე ვეტყვი ყველაფერს!თუ გინდა ახლავე ავიდეთ,და ისიც წავიყვანოთ

–გაგიჟდი?

ცოტათი ხმამაღლა მოუვიდა ქალს და პირზე აიფარა ხელი

–სულ გაგიჟდი!ასე უცებ ვერ ვეტყვი,თანაც ჯერ არ მინდა

თვალები დაუბრიალა მამაკაცს და მანქანაში ჩაჯდა
დვალს არაფერი უთქვამს


*****

შავი მაღალი ჭიშკარის კარები რომ გაიღო ჭავჭავაძემ გაოცება ვერ დამალა,პირი არ დაუღია,თუმცა სულ მთლად დაუარა ტანში არასასიამოვნო გრძნობამ,დვალს მიაშტერდა და თვალი არ მოუშორებია მისთვის.

მამაკაცმა მანქანის კარები ისე გაუღო,რომ არაფერი უთქვამს,უბრალოდ გაუღიმა და წელზე მოხვია ხელი

–ეს შენი სახლია?

გაოცება ვერ დამალა ქალმა

დვალს ჩაეღიმა

–აბა სხვის სახლში მოგიყვანდი?

არ გაკვირვებია ქალის რეაქცია,და ღიმილიანი სახე შეეცვალა,იმიტომ რომ მიხვდა მალე ვეღარ დამალავდა თავის ვინაობას ამ ქალის წინაშე,მიუხედავად იმისა რომ ყველა გააფრთხილა სახლში,არაფერი დაცდომოდათ თავის სამსახურზე,ან სტატუსზე.

სახლში ერთად შევიდნენ,დვალს ქალის წელიდან ხელები არ მოუშორებია და მშვენივრად იგრძნო ქალმა როგორ დაიწყო ცახცახი ხალხს რომ მოკრა თვალი.
თავდაპირველად თეას მიუახლოვნენ,ქალს სახეზე ღიმილი გადაჰკრვოდა და ანასტასიას შესციცინებდა თვალებში,საოცრად უხაროდა შვილის გვერდით ასეთი ქალის დანახვა

–ეს დედაჩემია

მოკლედ მოუჭრა დვალმა და ქალის წინ გააჩერა ანასტასია
თეამ ემოციები ვეღარ დამალა და მაგრად მოეხვია ჭავაჭავაძეს,ქალის ასეთ რეაქციაზე დვალს ჩაეღიმა,ანასტასიას კი ყოველგვარი დაძაბულობა მოეხსნა,რაც აქამდე აწუხებდა

–ძალიან მიხარია რომ დამიანემ აქ მოგიყვანა! დარწმუნებული ვარ

ძალიან კარგი გოგო ხარ!

ანასტასიას საოცრად მოიხიბლა ამ ქალით

–მადლობა

თვალები დახარა და ისე უპასუხა ქალს

–მიხარია თქვენი გაცნობა

თეას ანასტასიას საქციელზე უფრო აემღვრა თვალები,ქალს თავი
ააწევიNა და უთხრა

–ნუ გრცხვენია!დღეიდან ეს შენი სახლია,ჩვენ კი ისევე ვართ შენთის როგორც ოჯახი!

თეას სიტყვებზე სიამაყე მოემატა ქალს და თავაწეული გადაინაცვლა მამაკაცის მეგობრებთან

–ესენი ჩემი მეგობრები არიან,დაიწყო დვალმა : ეს თომაა,გიგა და ვაჩე.ესენი თომას და გიგას მეუღლეები: მარიამი და ნინო,ეს კიდევ თომას პატარა კაცია , იქვე მდგარ 2 წლის ბავშვზე მიუთითა დამიანემ

ანასტასია დაიხარა და ბავშვს ჩაეხუტა,მერე ხელი გაუწოდა

–მე ტასო მქვია

–მე გეგა!

არ ეგონა ჭავჭავაძეს 2 წლის ბავშვს ასე გამართულად თუ შეეძლო ბგერების წარმოთქმა,გაუკვირდა და უფრო მოეხვია ბავშვს

–ძმაკაცები ვართ?

დამარცვლით უთხრა გეგამ ქალს

–რათქმაუნდა!

მოკლედ მოუჭრა ქალმა ბავშვს და ფეხზე წამოდგა.

ძალიან კარგი დრო გაატარა ჭავჭავაძე,ძალიან მოეწონა დვალის ოჯახი,თუმცა უამრავი კითხვა აწუხებდა,ყველაზე მეტად ის ვერ მოეფიქრებინა საიდან უნდა ჰქონოდა პირად მცველს ამხელა სახლი,თანაც ასეთი.

–შენ არ იცი როგორ გვიხარია დამიანეს ამბავი!

გვერდით მიუჯდა ნინო და ხელზე მოეფერა ქალს

–არასდროს გვეგონა ისე თუ შეუყვარდებოდა ვინმე,რომ ჩვენს გასაცნობად მოიყვანდა

–მართალია!

გვერდით მჯდარი მარიამიც დაეთანხმა ნინოს! დვალმა ჩაახველა და ნინოს დაუბრიალა თვალები!

–აი ხომ ხედავ? დვალზე მიანიშნა ნინომ ანასტასიას

–არ უნდა აღიაროს,რომ სულ შეიცვალა შენს გამო

ანასტასიას ძალიან სიამოვნებდა ეს საუბარი,გოგონებიც ძალიან მოეწონა,ბიჭები ხომ საერთოდ!განსაკუთრებით ვაჩეზე გადაირია,რომელიც სულ ხუმრობდა და თანაც ძალიან მაგრად! პატარა გეგასაც დაუძმაკაცდა,პატარა კაცს მოეწონა ნათლიის მეგობარი და უკვე ისე ელაპარაკებოდა როგორც დიდი ხნის ნაცნობს.თეა სულ იქეთ აქეთ ფაციფუცობდა,დამიანეს თვალებს რომ შეეჩეხებოდა უკვირდა,როგორ შეძლო ამ პატარა გოგომ თავისი შვილის ასე მოხიბლვა,თუმცა გასაკვირი არაფერი იყო,მხოლოდ დამიანე კი არა,თვითონაც გადარეული იყო ანასტასიაზე!


*****

–ძალიან კარგი ოჯახი გყავს!სამეგობროც!

მანქანაში ჯდებოდა ქალი და ისე ესაუბრებოდა მამაკაცს

–ხომ ხედავ ისინიც რომ გაგიჟდნენ შენზე,მგონი ჩემზე მეტად შეგიყვარებენ

სიცილით ჩაილაპარაკა დვალმა და მანქანა დაქოქა

–უკვე ეჭვიანობ არა?

გაეღიმა ქალს,დვალმაც ჩატეხა ტუჩის კუთხე ქალის სიტყვებზე,მერე ფრთხილად გადმოიწია და კისერში ხმაურიანად აკოცა ქალს

ახლა მხოლოდ ერთი რამ ადარდებდა დამიანეს,ხვდებოდა რომ ქალს რაღაც ვერ ასვენებდა,და ისიც კარგად იცოდა ამის მიზეზი რაც იყო!


*****
რამოდენიმე დღე ძალიან შემაგვიანდა–ინტერნეტის უქონლობის გამო.ამისთვის დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას,ვინც ელოდებოდა ამ თავს.დიდი მადლობა ვინც კითხულობთ,არ დაიშუროთ კომენტარები!



№1  offline წევრი ania

მაგარიაა,მალე დადე რაა :*

 


საოცრად მომწონს ეს ისტორია...
მალე დადე შემდეგი თავი...

 


№3  offline წევრი ninonino7500

მალე დადე რა :( დზ მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent