მაღლა მთაში, ანგელოზი დავინახე!(11)
სანამ კითხვას დაიწყებდეთ მინდა გითხრათ,რომ წინა მოთხრობასთან შედარებით რადგან ამ მოთხრობას ნაკლები ნახვა ქონდა მეგონა არ კითხულობდით ან არ მოგწონდათ.ჰოდა ახლა რომ წავიკითხე თქვენი კომენტარები,მივხვდი რომ უნდა გავაგრძელო და არ შევწყვიტო ნამუსიც კაი საქმეაო და აი დიდი და საინტერესო თავი დაგიწერეთ(მეძინება მაგრამ თქვენს გამო ღირდა) ისიც უნდა ავღნიშნო,რომ თქვენი კომენტარები,რჩევები,შენიშვნები ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და მამხნევებთ,რომ უფრო კარგად ვწერო.თქვენ რომ არ იყოთ არ დავწერდი საერთოდ იმიტომ,რომ მე თქვენთვის ვწერ. მიყვარხართ მე ძალიან და მიხარია,რომ ჩემს გვერდით ხართ! --------------------------- უცბად შეეხო მისი ცხელი ტუჩები და წამით სხვაგან გაუფრინდა გონება.სხეული გაუთბა და მამაკაცის ძლიერ მკლავებში მოქცეულმა ყველაზე დაცულად იგრძნო თავი.არასოდეს დაუფლებია ის გრძნობა,რომელიც ახლა დაეუფლა.სასიამოვნოდ გააჟრჟოლა და მთელი სახე აუწითლდა.მაინც ვერ ხვდება ელენა რა ემართელბა როცა გუგა ეხება?რატომ გრძნობს თავს ყველაზე ბედნიერ ქალად როცა კარგად ახსოვს მისი ქმედებები.იქნებ უნდა დათმოს?იქნებ არც ის არის გუგას მიმართ გულგრილი?ან რა სჭირს ამ ბოლო დროს ეგეც ვერ გაუგია. ხვდება,რომ ძალიან მგრძნობიარე გახდა,არა ისედაც ასეთი იყო,მაგრამ ახლა თითქოს ყველაფერს გაასმაგებულად გრძნობს და ყველაფერს გულში იხვევს.იქნებ მხოლოდ გუგასთან ემართება ასე,იქნებ ის დიდი სიძულვილიც კი რომელიც წესით უნდა განიცადოს გუგასადმი იკარგება,რადგან სიძულვილზე უფრო ძლიერი გრძნობა არსებობს მათ შორის და ნელნელა იწყებს თავისი ადგილის მოპოვებას მის გულში _ეს არ არის სწორი საქციელი!უცებ დაუბრუნდა რეალობას და მამაკაცს გულზე მიაბჯინა ხელი,რომ მოეშორებინა,მაგრამ უშედეგოდ _რატომ?!გუგამ ისევ შეამცირა მათ შორის მანძილი და სუსტ წელზე ხელები შემოაწყო _იმიტომ რომ....ვერაფერს აბამდა თავს როცა ასე ახლოს იყო ეს ურჩხული.მისი სურნელი ისეთი სასიამოვნო იყო წამით თავს კარგავდა და თითქოს ენა გადაეყლაპაო გაშეშებული მუნჯივით იდგა.მაღალი სილუეტი კმაყოფილი დაჰყურებდა თავის ანგელოზს,დიახ ანგელოზს რომლის თვალებშიც აშკარად შენიშნა მამაკაცმა სიძულვილის გარდა კიდევ სხვა გრძნობა,რომელიც კარგად იყო დამალული და შორიდან ადევნებდა თვალყურს მიმდინარე მოვლენებს _თუ ეს ორივეს გვინდა რა გვიშლის ხელს?!დამშვიდებული სახე მიაპყრო აცრემლებულ ელენას და ზემოდან ჩააშტერდა მის ზღვისფერ თვალებს _არ მინდა რომ კიდევ გამომიყენო,ამის უფლებას არ მოგცემ!ნერვიულობდა,აშკარად ნერვიულობდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა.მამაკაცს უფრო ეცინებოდა მის საქციელზე და კმაყოფილი ადევნებდა მის ქმედებებს თვალს _სადიან მოიტანე, რომ შენი გამოყენება მინდა პატარავ?!გაეცინა მის ნათქვამზე,უფროსწორად სიმწრით გაეცინა,რადგან გულში რაღაც ჩაწყდა ელენას ამ სიტყვების მოსმენისას _ეს ხომ უკვე გააკეთე.... _მაგრამ ვნანობ,ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს! _უკვე გვიანია გუგა მე... _მაპატიე გთხვოვ!მაპატიე,რომ ასე მოგექეცი გეხვეწები არ გამწირო,გთხოვ ელენა!გუგამ ხელით მოაშორა ცრემლები,ხელები მოხვია და თავი მის ყელში ჩარგო.როგორ შეაყვარა თავი ამ გოგომ?როგორ უყვარს ალბათ თქვენ ვერც წარმოიდგენთ.მისი ყოველი შეხება და ჩახუტება ,დიდი სიხარულს და ბედნიერებას ანიჭებს გუგას,აი იმ ბედნიერებას ამდენ ხანს, რომ ეძებდა და ახლა ძლივს იპოვა.იტანჯება ძალიან იტანჯება,რადგან ის რაც უნდა ხვდება, რომ უკვე ძალიან ძნელი მოსაპოვებელია.მიხვდა, რომ მთელი ჩადენილი ცოდვები ელენას სახით მოევლინა და იცის რა დიდი გასაჭირის წინაშეც დგას.ნანობს ,სასტიკად ნანობს თავის საქციელს,ნანობს რაც გააკეთა, მაგრამ რა ქნას რომ უყვარს და ელენას გარეშე არ შეუძლია?ის ხომ მამაკაცია,ქალზე ძლიერია ,ამიტომ არ უნდა დანებდეს და ბოლომდე უნდა იბრძოლოს თავისი სიყვარულისთვის _გახსოვს მაშინ მეც ასე გთხოვდი,მაგრამ შენ....არ აცდიდა მამაკაცი საუბარს,ალბათ იმიტომ რომ აღარ სურდა ელენასგან იმ ამბის მოსმენა რაც გულს უკლავდა და საკუთარი თავის სიკვდილის სურვილს უფრო უმატებდა _მაპატიე პატარავ,გეხვეწები მაპატიე!უცებ ჩაიმუხლა ელენას წინაშე და ქვემოდან მიაჩერდა მის სახეს _გუგა რას აკეთებ?ადექი გთხოვ.... _მიყვარხარ!ძალიან მიყვარხარ!გევედრები მაპატიე პატარავ!სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ!თვალებში უყურებდა შეწუხებული სახით მდგომ გოგოს და თითქოს რაღაცას ეძებდა მის სევდიან თვალებში,რაღაცას რაც გამოანათებდა და ამ დიდ სევდას მალევე მოუღებდა ბოლოს _გეხვეწები ადექი.მაშინვე დაიწყეს ცრემებმა ელენას სახეზე გაბატონება.მაშინვე ჩაიმუხლა თვითონაც და გუგას გაუსწორა მზერა.მამაკაცი უცებ წამოდგა და ხელში აიტაცა სუსტი სხეული,მთელი არსებით ჩაიკრა გულში და აი ამ დროს შენიშნა რომ ის სხვისი ანათებდა,ელენაშიც იყო რაღაც რაც ბრწყინავდა და მომავლის იმედს აძლევდა მას _კარგი გუგა დამსვი..იცინოდა აი ახლა იცინოდა,ახლაც კი როცა ისევ ახსოვს წარსული მაინც ფიქრობს,რომ ერთი შანსში საჭიროა გუგასთვის.ერთ შანს ხომ ყველა იმსახურებს და რატომაც არა.იქნებ გუგაა მისი ბედი, იქნებ თავიდანვე ასე იყო საჭირო რაც მოხდა?არა არა რას ფიქრობს ეს გოგო,მგონი მართლა შეუყვარდა და სულ დაბრმავდა _მიყვარხარ!შენ მე სიცოცხლე მაჩუქე პატარავ!ჩემი ანგელოზი ხარ!უფრო მოხვია გოგოს ხელები და კმაყოფილი სახით მიაშტერდა _ მეშინია.მხარზე დაადო თავი და გაბუსხულმა ჩაიბუტბუტა _რატომ გეშინია პატარავ,მე დაგიცავ,არაფრის არ უნდა გეშინოდეს, შენ ხომ ჩემი ხარ ,უკვე ჩემი!თვალებში უყურებდა გოგონას და სიხარულით აღარ იცოდა რა ექნა.ცალი ხელი მის წელზე შემოედო, ცალით კი საეზე ეხებოდა მისი სახის ყველა ნაწილს . მსუბიქად უსვამდა თავის თითებს პატარა ცხვირს,თვალებს და გამობურთუც წითელ ტუჩებს, ფრტხილად ეხებოდა და დიდ სითბოს ღვრიდა ამით ელენას გულში -დრო მჭირდება.... _მესმის,რათქმაუნდა.არ ქონდა გუგასთვის დროს მნიშვნელობა მთვარია,რომ იმედი მიეცა იმედი,რომელმაც უცებ გაამხნევა და იმ დღის შემდეგ გიჟივით დაიწყო ყველაფერზე სიცილი.თანამშრომლები გაკვირვებულები უყურებდნენ, ვაიმე ეს გუგა არ არის ალბათ სხვა ვინმე ჩასახლდა მის სხეულშიო.ოჯახშიც ყველაფერი ისე კარგად იყო,თითქოს ყველა გრძნობდა გუგას სითბოს.ელენაც ეჩვეოდა გუგას სითბოს და ხვდებოდა,რომ მის გარეშე ყოფნა აღარ შეეძლო.ცოლქმარი კი არა შეყვარებულები უფრო იყვნენ.ჯერ კიდევ ერთმანეთს რომ ეპრანჭებიან აი ეგეთი შეყვარებულები.ელენამაც დაიწყო უნივერსიტეტში სიარული ,გუგას დაყავდა ყოველ დღე.აბა მას შემდეგ რაც დაინხა უცხო ბიჭბი თავის საკუთრებას როგორ ათვალიერებდნენ, იქ მარტოს როგორღა გაუშვებდა.ყოველ დღე თვითონ მიყავდა და მოყავდა ელენა.ზურა და ეკა გაოცებულები უყურებდნენ, შვილო აქამდე მაინც მოგვეყვანა ეს გოგო შენც დაისვენებდი და ჩვენცო.გივი ბედნიერი იყო თავისი ძმის ბედნიერებით,რატი როგორც ყოველთვის დასცინოდა და ნერვებს უშლიდა გუგას, ოჯახის კაცი გახდიო. ********************************************** დღეს დილით ადგა და სამსახურში წავიდა,ჰომ სანამ წავიდოდა ჯერ ელენას დაუკოცნა მთელი ლოყები და ბოლოს გემრიელი ტუჩებიც რომ დააგემოვნა, მაშინღა იკადრა ოთახიდან გამოსვლა.სამსახურში ხალისით შევიდა და ყველა თანამშრომელს მიესალმა _ნატალია როგორ გიკითხო?მდივანთან მივიდა და წელზე მოხვია ხელები, შემდეგ კი ნელი ნაბიჯებით დაიწყო მისი აყოლიება ცეკვაში.ნატა გაოცებული უყრებდა.ჰომ სულ დამავიწყდა მეთქვა.ნატა და ელენა დამეგობრდნენდა და ისე არ გავა დღე ერთმანეთი, რომ არ ნახონ.ალბათ ნატას დამსახურებაა ელენა, რომ დაიხვეწა და ახლა ზუსტად ისეთი გოგოა ,როგორიც ბატონ გუგას ეკადრება _სულ გაგიჟდი შენ ხო?!უკვე შენობითაც ელაპარაკება ბატონ გუგას _ოჰ ხო იცი როგორ მიიყვარხარ და რა ბედნიერი ვარ!სიცილი დაიწყო და ნატას ხმაურიანად აკოცა ლოყაზე _მე ვიცი შენი მხიარულების წამალი.ყავა გინდა?უცებ მოშორდა უფროსს,როცა გაშტერებული თანამშრომლები დაინახა და ყავის მომზადებას შეუდგა _ნატალია ერთი კოვზი შაქრით!სანამ თავის კაბინეტში შევიდოდა მიაძახა მდივანს და კმაყოფილმა სიცილი დაიწყო _ნატალიას ნუ მეძახი მოგკლავ იცოდე!გაბრზებულმა დაუყვირა უფროს და ფინჯანში ყავა მოათავსა _მერე სამსახური?!მაშინვე მოაღწია ნატას ყურამდე გუგას სიცილნარევმა ხმამ _ხო კარგი!უკმაყოფილოდ მოუბრუნდა თავის საქმეს და ორ წუთში უფროსის კაბინეტში შევიდა _შემოდი გოგო რას აკაკუნებ!დაუღრინა ნატას _მისმინე რატია მოსული საქმეებიაო,შემოვიყავნო?!წარბაწეულმა გახედა უფროსს,რომელსაც ფეხები მაგიდაძე აეწყო და ყავას სვამდა _მოიცა ეგ როდის იყო ნებართვას ითხოვდა აქ შემოსვლისთვის?!ინტერესით გახედა ნატას და ფეხები ძირს ჩამოალაგა _არვიცი!უი ნატა და რატი ერთად არიან.რატიმ გამოიჩინა ინიციატივა და ისე მოხდა, რომ საბოლოოდ ძალიან შეუყვარდა ეს გოგო.ნატასაც უყვარს და არიან ასე ტკბილად.ისე უნდა ვაღიარო, რომ ძალიან საყვარლები არიან _შემოვიდეს უთხარი ერთი!გაკვირვებულმა უპასუხა ნატას და თვალები კარისკენ გააყოლა.რატიც მალევე შემოვარდა ოთახში.ჯერ ნატას მოხვია ხელები და მის ტუჩებს გამწარებული დაეტაკა, შემდეგ გუგას ხმა რომ გაიგო, ისა და მეც აქ ვარო,მაშინღა გაუშვა ხელები და მის წინ სავარძელში ჩაეშვა _რა კონცერტები გამიმართე სანამ აქ შემოხვიდოდი?დაუღრინა ძმაკაცს და იქვე მდგარ მომღიმარ ნატას წარბაწეულმა გახედა _მეც მინდა ყავა ტოო!თვალები გააყოლა ყავის ფინჯანს და ნატას საწყალი მზერა ესროლა _გაგიკეთებ!ნატაც მიუხვდა,თბილად გაუღიმა და კაბინეტი დატოვა _აღარ იტყვი?!ყავა დადო მაგიდაზე და საბუთებიც გვერდზე გადააწყო _ბიჭო რაღაც უნდა გითხრა, თან არ ვიცი როგორ გითრა!ძლივს ლაპარაკობდა რატი _ამოიღე ხმა! _მოკლედ თურქეთში უნდა წავიდეთ ერთი თვით,საქმეებია! _კაი რას ამბობ!აღარ კითხა არაფერი ,რადგან თუ რატიმ საქმე ახსენა, ესეიგი საჭირო იყო ძალიან და მორჩა _მერე ელენა?ძლივს ავაწყე ურთიერთობა!ელენას გარდა არავინ გახსენებია რატომღაც _ელენა აქ დარჩება,ნატაც ხომ აქაა, არც ნატა მიმყავს დაწყნარდი!მთელი სერიოზულობით ლაპარაკობდა რატი _ვერ დავტოვებ! _აუ ეს სულ დაბრმავებულია ტოო!იქნებ ჯერ მკითხო რატომ მივდივართ?! _რატომ მივდივართ?!ძმაკაცს თვალებში ინტერესით მიაშტერდა და პასუხის მოლოდინში ხელები მაგიდაზე შემოაწყო _ბიჯო გავკოტრდებით იქ რომ არ წავიდეთ!გუგას ჭიქიდან ყავა მოსვა და ინტერესით მიაჩერდა _იმ კომპანიაში გუშინ დავრეკე და ყველაფერი კარგად არისო,ერეკლეა სათავეში და რა დაემართა?გაკვირვებულმა კითხა რატის,რომელიც ნერვიულად ისვამდა თავზე ხელს _ზუსტად ეგ ერეკლე ჩალიჩობს! _ფუ მაგის დ*** შ****! _ხო ხო და წავედით რა ხვალ გავფრინდეთ!რატი ფეხზე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა _მოიცა ელენაც რომ წამოვიყვანო?!უცებ რომ წარმოიდგინა ერთი თვე რამხელა დრო იყო ლამის ცუდად გახდა _აზრი არ აქვს,სულ საქმეზე ვივლით და მოიწყენს მარტო! _ნატაც წამოვიდეს და ერთდ იქნებიან ! _ნატა რომ წამოვიდეს აქ ხომ გვინდა საიმედო კაცი!უაზროდ გადაიქნია თავი და ჩაფიქრებულ გუგას გახედა _ხო მართალი ხარ!ძალიან უმძიმდა ელენასთან განშორება ,თან ერთვი თვით.არც კი იცოდა როგორ უნდა ეთქვა ეს მისთვის,რომ მივდივარ და ცოტა ხანს ვერ გნახავო.იმ დღეს ბოლომდე დარჩა კომპანიაში და ღამემდე იმუშავა,რომ ყველაფერი მოეწესრიგებინა.10 ხდებოდა შინ რომ მივიდა, მაშივე თავის ოთახში შევიდა და მძინარე ელენას გვერდით დაუწვა.ხელები მოხვია და თავი მის ყელში ჩარგო.კარგად შეიგრძნო მისი სურნელი და უცებ გული საშინლად დაწყდა ,რომ მიდიოდა, მიდოდა და ცოტა ხანს ვეღარ ნახავდა თავის პატარა ქალს _ელენა პატარავ!ოდნავ მსუბუქად შეახო ხელი მხარზე, რომ გაეღვიძებინა _გუგა ახლა მოხვედი?გუგას მხარეს გადმობრუნდა და ყელზე შემოაწყო ხელები მონატრებულ მამაკაცს _ხვალ თურქეთში მივდივარ.ფრთხილად მიუტანა ტუჩები ელენას ყურთან და ჩუმად უთხრა _რა?დენდარტყმული, თვალებისფშვნეტით წამოხტა საწოლიდან და მამაკაცს ხელებ გადაჯვარედინებული წინ დაუდგა _ხო საქმეები მაქვს, რომ არ წავიდე არ შეიძლება!გუგაც წამოდგა და გაბრაზებულ ელენას ხელები წელზე მოხვია,ახლოს მიიზიდა და თვალებში ჩააშტერდა _შენთვის ჯერ არ მითქვამს რომ საშინლად ლამაზი თვალები გაქვს?!ტუჩის კუთხე ჩატეხა და ელენას სახის დანახვისას კმაყოფილს გაეცინა _რა დროს ეგ არის?რამდენი ხნით მიდიხარ?გაბუსხულმა გამოწია ტუჩები წინ და გუგაც მაშინვე დაეწაფა მის ბაგეებს.თან კოცნიდა, თან ელაპარაკებოდა ქალბატონს _ერთი თვე!მოკლედ მოუჭრა და კიდევ გაუსინჯა გემო ვარდისფერ ტუჩებს _გუგა ერთი თქვე ხომ ძალიან ბევრია?უცებ წამოსცვივდა ცრემლები და მალევე მოშორდა მამაკაცს _პატარავ რა გატირებს?სულ კი არ მივდივარ?!მამაკაცი უკან გაყვა და მდივანზე ჩამომჯდარი გოგო, ერთი ხელის მოსმით უცებ ჩაისვა კალთაში.ხელები მოხვია და ყელში ხმაურიანად აკოცა _მარტო აქ რა გავაკეთო?!ვერც წარმოედგინა ამ გოგოს გუგას გარეშე დილა როგორ უნდა დაეწყო,ან საერთოდ გუგას გარეშე როგორ უნდა ეცხოვრა ეს ერთი თვე _მისმინე შევცდები ერთ თვეზე მალე ჩამოვიდე!უფრო მოხვია ძლიერი ხელები და მთელი ძალით აიკრა სხეული _კარგი.ელენამაც მოხვია ხელები და მის მკლავებში მოკალათებულმა გაიტვრინა _მიყვარხარ,ხვალ ხომ გამაცილებ? _არმინდა რომ გაგაცილო!პატარა ბავშვივით გადააჯვარედინა ხელები და კოპებშეკრულმა ახედა მასზე ორი თავით მაღალ სილუეტს _გთხოვ! _კარგი _მიყვარხარ! _ მეც მიყვარხარ. უი ეს არ მითქვამს რომ აქამდე ელენას არუთქვამს გუგასთვის, რომ უყვარს?!ოხ ეს მთის ქალი _რა თქვი?უცებ დატყიჭა თვალები და გაბრწყინებული თვალებით შეხედა გოგოს _ხო მეც მიყვარხარ!ელენამაც გაიცინა და მის ტუჩებს ახლა თვითონ შეეხო.გაუხარდა გუგას მისი ქმედება და თვითონაც აყვა _ახლა უფრო მაქვს იმის მიზეზი, რომ მალე დავბრუნდე! _მოიცა აქამდე არ გქონდა?ეჭვით აათვალიერა მამაკაცი _როგორ არა,უბრალოდ ახლა შენც რომ გამოტყდი..ისე ეგ უკვე ვიცოდი რომ გიყვარდი!იცინოდა გუგა _დამპალო!მამაკაცის მოშორება სცადა, მაგრამ ვინ დააცადა.მაშინვე აიტაცა გუგამ ხელში ელენა და საწოლზე მასთან ერთად მოკალათდა.დილით 7 ზე უკვე აეროპორტში იყვნენ და აცილებდნენ.ოჯახის წევრებს, რომ გამოემშვიდობა ,გემრიელი ლუკმა ბოლოსკენ მოიტოვა და ელენას გადახევია _გუშინ იცი რაზე ვფიქრბდი?გაბრწინებუი სახე მიაპყორ მის წინ ასვეტილ გოგოს და თბილად გაუღიმა _რაზე?ელენამ ყელზე შემოაწყო ხელები და ლოყაზე მაგრად აკოცა _რომ ყველაფერი მაქვს რაც მინდოდა,უბედნიერესი კაცი ვარ ამ ქვეყნად შენს გამო,მაგრამ ერთი რაღაც დამრჩა სრული ბედნირებისთვის!მთელი სერიოზულობით ესაუბრებოდა ყურებდაცქვეტილ გოგოს _კაი ნალე მითხარი სანამ რატი მოგვარდა ..ელენამ იქვე დაღრეჯილი სახით მდგომი რატისკენ ანიშნა _გოგო მინდა!აი შენსავით ქერა, დიდი ცისფერი თვალებით და ლამაზი კაბით ,აი ბარბებს რომ აცვიათ ხოლმე.უფრო ახლოს მივიდა ელენასთან და თვალებში ჩააშტერდა _მეც ბევრი რამე მინდა!ენა გამოუყო და გუგას დაეჯღანა _ელენა მე მართლა ვამბობ,ესღა დამჩა სრული ბედნიერებისთვის!კმაყოფილმა ახედა გოგოს და წარბები ეშმაკურად აათამაშა _ იცოდე მალე თუ არ ჩამოხვალ ამ ბედნირებას დაკარგავ!მხარზე ხელი კარგი ძმაკაცივით მიარტყა და გადაეხვია.მამაკაცმაც მოხვია ხელები და უცებ დაეწაფა მის ტუჩებს.ისე უკოცნიდა ბაგეებს თითქოს მათ უკან ზურა,ეკა და გივი სულაც არ იდგნენ.აღარაფერს ვამბობ იქ მდგომ რატიზე, რომელიც საშინლად მანჭავდა სახეს, მალე დაგვაგვიანდებაო _გუგა მიყვარხარ!მალე ჩამოდი რა!საწყლად ახედა ელენამ და ცრემლი მოიშორა _არ იტირო, იცოდე ახლავე წამოვალ უკან!ჯანდაბას ჩვენი კომპანია! _გაგიჟდი ხო?მიდი წადი..ხელი ძალით კრა და რატისკენ გაუშვა. _მიყვარხარ!უცებ მიაძხა გუგას და აქეთ მოტრიალდა,რომ არ დაენახა _მეც მიყვარხარ პატარავ,მალე ჩამოვალ!მაინც მოსწვდა მის ყურს გუგას ხმა,შემდეგ რომ ვეღარ გაიგო მიტრიალდა, უნდოდა კიდევ ერთხელ დაენახა, მაგრამ აღარ იყო.წავიდა და დატოვა.ამას კიდევ ვერ ხვდებოდა,ვერ ხვდებოდა, რომ გუგა მის გერდით აღარ იყო.უცებ გაახსენდა ერთი თვის წინ როგორ უნდოდა გუგა საერთოდ არ მოსულიყო სახლში,საერთოდ არ ენახა ელენას და გაეცნია.ეს უფრო სიმწრის სიცლი იყო, რადგან ძველი დროისგან განსხვავებით ახლა ყველაფერს მისცემდა იმისთვის, რომ გუგა მის გვერდით ყოფილიყო.უყვარდა ელენას,სიცოცხლეზე მეტად უყვარდა გუგა და ამას თვითონაც ხვდებოდა.იცოდა, რომ მობილურით ყოველ წამს დაურეკავდა, მაგრამ ის ჩახუტება და სურნელი რომელიც სასტიკად მოენატრებოდა,როგორმე უნდა დაეიგნორებინა და გუგას დანაბარებიც შეესრულებინა _სანამ მე აქ არ ვიქნები გაფრთხილებ არ იტირო,არ მოიწყინო,ისევ ისე კარგად ისწავლე როგორც სწავლობდიო!მალევე გაახსენდა მისი სიტყვები და გულში რაღაც ჩაწყდა.რა სასაცილოა არა?განა შეიძლება ადამინი ისე შეგიყვარდეს, რომ საკუთარი თავიც დაკარგო,საკუთარი სიამაყეც დაივიწყო და ყველაზე საშინელი შეცდომები,ქმედებებიც კი სადღაც შორს გადამალო და სამუდამოდ დაუკეტო კარი საშინელ წარსულს.ყველა სახლში წავიდა.ელენაც მალევე ავიდა თავის ოთახში და უხალისოდ მოთავსდა საწოლზე.საათს დახედა და დილის 8 საათი იყო.იფიქრა ცოტას გამოვიძნებ სანამ უნივერსიტეტში წავალო მარგამ რათ გინდა?როგორც კი ჩეძნა მაშინვე გაუგო თავისი ოთახის კარზე კაკუნი.ხალათი მოიცვა და კართან მივიდა _შვილო ბოდიში გააგღვიძე?უხერხულად იდგა ეკა კართან _არა რას ამბობთ,მოხდა რამე?გაკვირვებულმა აათვალიერა ეკა და ინტერესით მიაჩერდა _აი ეს ჩემა გიჟმა შვილმა გაჩუქა..უცებ გაუწოდა ვარდების უზარმაზარი თავიგული და გოგონას გაბრწყინებული თვალების დანახვისას,ქალს გაეღიმა _წავედი მე შვილო,მიდი ცოტა გამოიძინე.მელევე დატოვა ეკამ ელენას ოთახი და გოგო მარტო დარჩა.უცებ აიღო თაიგული და კმაყოფილი უყურებდა,თან ფიქრობდა ნეტავ როდის მოასწრო ამის ყიდვაო?მობილურზე სმს თავის დროზე მოვიდა და ელენამაც უცებ ნახა _დილამშვიდობის პატარავ!ყოველდღე მიიღებ ვარდებს მზეთუნახავო!მიყვარხარ!ჭკუით! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.