ბედის ვარსკვლავის ბრალია(8)
ჩემი ცხოვრება შეიცვალა.ამ მოკლე პერიოდში სიბნელე გაქარწყლდა და სინათლემ დაისადგურა ჩემში.მარტო აღარ ვიყავი,ამას ვგრძნობდი.მე მყავს დიდი ოჯახი,ოჯახი რომლის თითოეული წევრი,ჩემთვის,ძალიან მნიშვნელოვანია.მე მყავს ლუკა რომელიც პირველი იყო ვინც გავიცანი და გამიღიმა,მყავს თათა რომელმაც დასავით მიმიღო,მყავს დემი,ადამიანი რომელიც მიყვარს,და ირაკლი,ჩემი ნანატრი ძმა.ყაზბეგში დღეები ჩვეულად მიდიოდა,ახლოვდებოდა წასვლის დროც.მაგრამ დემიმ წასვლა დააჩქარა.დილით მისმა ზარმა გამაღვიძა და მეც გარეთ გავედი -რაგინდა დემი ჯერ არც გათენებულა!-შევუბღვირე დემის.მან კი უბრალოდ ჩვეულად ჩატეხა ტუჩის მარცხენა მხარე,ხელი ჩამჭიდა და გარეთ „გამიტანა“. -უნდა დავბრუნდეთ თბილისში-მოკლედ მომიჭრა მან.გამიკვირდა -ჯერ ორი კვირა არგასულა-ვთქვი და სკამზე დავჯექი -მეუნდა წავიდე,დამირეკეს.კონცერტისთვის უნდა მოვემზადო,აქ ვერდაგტოვებ , ამიტო შენც მოდიხარ-ამიხსნა სიტუაია დემიმ -მე აქ დავრჩები -კითხვებს როდის აქედან ვსვამ?-წარბები შეკრა დემიმ.მეც გაბრაზებულმა გავხედე,დემი კი მომიახლვდა,სკამიდან ამაყენა და ჩამეხუტა.თავი მის გულზე მედო,და მისი გულის ცემას ვუსმენდი.ის ისე გამალებით ძგერდა,იქედან გამოსვლა უნდოდა,მე გამეღიმა -დემი-ამოვილუღლუღე ისე რომ თავი არც კი ამიწევია მისი გულიდან -ჰოო -შენი გული,როგორ ჩქარა ცემს-დემიმ ჩემი სახე ხელებში მოიქცია -გული თავის თავს ცნობს პატარა-გამიღიმა და შუბლზე მაკოცა.ოთახში ავედით,თათას ყველაფერი მოვუყევი და მანაც დემის ლანძღვა დაიწყო. -უნამუსოა აბა რაარი!დასვენებას არგაცლის,ხეე,ნადირი!-მეკი ვცდილობდი სიცილი შემეჩერებინა.ტანსაცმელები ჩავალაგე,წიგნიც ჩავდე,ბავშვებს დავემშვიდობე და დემისთან მივედი რომელიც ლუკას ესაუბრებოდა.მივედი თუ არა გაჩუმდნენ.ლუკამ ჩვეულად გამიღიმა,მეც გავუღიმე -მალე მანქანა მოვა,და წავალთ-დემიმ ჩემი ჩანთა გამომართვა -მარიტა-დაიწყო დემიმ სერიოზულად როცა ყველა ვდუმდით.მე შეშინებულმა ავხედე,დემიმ გაიღიმა. -რეპეტიციების გამო,ყურადღებას ისე ვერმოგაგცევ როგორც საჭიროა,ამიტო...მოკლედ ჩემთან უნდა გადმოხვიდე-დემის ნათქვამი ისე გამიკვირდა რო დავმუნჯდი.რათქვაა? -არა,მე ირაკლისთან შემიძლია წავიდე-ვცდილობდი თავი დამეძვრინა,დემისთან?არა მე იქ არგადავალ,ჯერ ადრეა!დემის სახეზე გაბრაზება დაეტყო,მაგრამ ამჯერად არდავუთმობდი. -მარიტა კითხვებს როდის აქედან ვსვამ?-მისი ჩვეული ფრაზა გაიმეორა დემიმ. -დემი შენთან არ გადმოვალ!მორჩა,მეცმაქვს არა გადაწყვეტილების მიღების უფლება ?!-ხმაზე გაბრაზება დამეტყო.დემიმ სახეზე ხელი ჩამოისვა,ამოისუნთქა და მე მომიახლოვდა -შენ ირაკლი ვერდაგიცავს ისე,როგორც მე!-მკაცრად და გაყინული ხმით თქვა დემიმ -დამიცვას?არაფრისგან დაცვა არმჭირდებოდა აქამდე,და არც ახლა მჭირდება! -ადრე შენ იყავი,მხოლოდ შენ! ახლა კი მე დაშენ ვართ,ჩვენ!შენ დემის შეყვარებულიხარ რომელსაც ნახევარი თბილისის ბიჭები ვერიტანს!-„ბლუკუნებდა“ დემი.რას მეუბნებოდა ვერ ვხვდებოდი!ვიცოდი რომ რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ამბობდა,ან არ ამბობდა.ცდილობდა ტონი არ შეცვლოდა და თავი მოეთოკა -ეს არაფერს არშეცვლის,დემი შენთან გადმოსვლას არვაპირებ,ირაკლისთან ვიქნები,დავურეკავ და იქ გადავალ -მარიტა... -არა დემი!-დემი გაბრაზდა,ეტყობოდა რომ გაბრაზდა,არუყვარდა რომ ვეკამათებოდი,მაგრამ მასტან გადასვლა?ამას არ გავაკეთებდი.ირაკლის დავურეკე,სიმწრით ვთხოვე და სიტუაცია ავუხსენი.ისიც უყოყმანოდ დამთანხმდა და მითხრა რომ დამელოდებოდა სანამ ჩავიდოდი.მანქანა მოვიდა.უხმოდ ჩავსხედით.დემი ხმას არ იღებდა,ახალგაზრდა მძღოლი კი მომაშტერდებოდა ხოლმე -შენ წინ იყურე რაიმეს არ დავეჯახოთ-გაბრაზებულმა,მკაცრად უთრა მძღოლს.მე ჩამეცინა.დემიმ გაიგონა და ისე შემომხედა მეგონა გავიყინებოდი.შემდეგ გამიღიმა და ხელი გამომიწოდა -მოდი რაა-მეც არ დავფიქრებულვარ,დემისთან „,მივჩოჩდი“ და თავი გულზე დავადე,როგორც მჩვევია ხოლმე.არც ბეთჰოვენის,მოცარტის,ჩარკვიანის ან ბითლზის მოსმენა არ მსიამოვნებდა ისე,როგორც დემის გულისცემის ხმა.თვალები დავხუჭე,მინდოდა უბრალოდ შემეგრზნო ეს წუთები.დემის მაისურს ჩავებღაუჭე,არვიცი გაიღიმა თუ არა,მაგრამ თავზე ხელი გადამისვა,შემდეგ კი ტუჩებით შეეხო ჩემს თმას...ვიგრძენი როგორ მივყავდი ვიღაცას,შემდეგ თბილი ზეწარიც ვიგრძენი და მორჩა.როცა თვალები გავახილე ბნელოდა,უცხო სახლსი ვიყავი,ტელეფონი ავიღე დილის 2 საათი იყო,თვალები მოვიფშვნიტე.ოთახი მოვათვალიერე,არაფერი არმეცნო.კარი გავაღე და კიბეებს ჩავუყევი.ხმა მომესმა.დემი და ირაკლი.ამოვისუნთქე. -მან არაფერი არუნდა გაიგოს-აფრთხილებდა დემი ირაკლის -მას უნდა გაუფრთხილდე,ვერაფერს გაიგებს-დაეთანხმა ირაკლი. -ვინ ან რას ვერ გაიგებს?-გაკვირვებული შევედი სამზარეულოში.ბიჭები გაფითრდნენ,შემდგეგ ირაკლი მოვიდა და გადამეხვია. -მოგწონს სახლი? ჩაის გაგიკეთებს ელზა-ირაკლიმ სკამზე დამსვა,და მალე სამზარეულოში დაახლოებით40-45 წლის ქალი შემოვიდა,ნაზად გამიღიმა და ჩაის კეთებას შეუდგნენ. -მალე უნდა წავიდე,შენი და ჩემთან არრჩება-„გაბრაზებულმა“ თქვა დემიმ -სახლი აქვს,ამიტომ არაა საჭირო სხვასთან იცხოვროს-ყველანაირად ცდილობდნენ,იმ საკითხს არ მიბრუნებოდნენ.არმომწონდა არც მათი აღელვება და არც არაბუნებრივი სიმშვიდე.ჩაი დავლიე და დემის დავემშვიდობე,ცუდ ხასიათზე დავდექი და ყველაფერზე უნდა მეფიქრა.ვერვიტან გაუგებრობას,როცა რაღაცას უაზროდ მალავენ,ოდესმე ხომ ყველაფერი მაინც გაირკვევა?რააზრიაქვს დამალვას? რახდება ან რა მოხდა დემის და ირაკლის ცხოვრებაში ასეთი?ბევრი კითხვა იყო და არცერთი პასუხი,ფიქრს გაურკვევლობამდე მივყავდი.ღრმად ამოვისუნთქე და თვალები დავხუჭე. მზის სხივები თბილად მომელამუნა სახეზე,გამეღიმა.ფანჯრიდან გავიხედე,მზეიყო,ბუნება ანათებდა,და მეც ბედნიერი ვიყავი.წყალი გადავივლე,ჩავიცვი და თბილად ჩავედი ქვემოთ.როცა ვერავინ ვერ დავლანდე,სამზარეულოში შევედი.ელზა ფუსფუსებდა -დილამშვიდობის-მორიდებით მივესალმე ქალს.მანაც გამომხედა და მომესალმა -ირაკლი სადარის ? -ირაკლი სამსახურში წავიდა,სულ ადრე მიდის და გვიან ბრუნდება სახლში,მხოლოდ ყავას სვამს და გვიანობამდე ალბათ არცჭამს-მოვიწყინე.ირაკლის გარეშე რაუნდა გამეკეთებინა ამხელა სახლში. -ნამცხვარი მაქვს,გუშინ გავაკეთე მაგრამ ცუდი არუნდა იყოს,ეხლავე ყავას გაგიკეთებ ხომ გინდა?-გამიღიმა ელზამ,მისგან ისეთი სითბო მოდიოდა რომ გამიხარდა.მეც დავეთანხმე.ელზა აფუსფუსდა,ყავა დამალევინა,ბევრიც მესაუბრა ირაკლიზე,მის ბავშობაზე,ფოტოებიც მაჩვენა.აი რაყოფილა სითბო,ასეთი იქნებოდა დედაჩემი?ვკითხე ჩემს თავს მაგრამ არამგონია ელზას ნაირი ყოფილიყო ქალი,რომელმაც მისი პატარა ქალიშვილი მიატოვა.ეს ცუდი ფიქრები მალე ამოვიგდე თავიდან.ელზასთან საუბარი,ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა,ელზაც წამოდგა და ალაგებას შეუდგა,მე მისაღებში გავედი და დემის ვუპასუხე -დილამშვიდობის-გაისმა მისი ბარიტონი,იმწამსვე გამეღიმა -დილამშვიდობის -მალე მოგაკითხავ ჩაიცვი,ჩემს სახლს გაჩვენებ -პასუხს აზრი არაქვს ხოო?-გავიცინე -ამ შემთხვევაშიც არა-ჩავიცვი,ის რაც აქ მქონდა,შარვალი და ზედა.რადგან თბილოდა მოსაცმელი აღარ მომიცვავს.ელზას ვუთხარი რომ გავდიოდი.სახლის წინ დემი დამხვდა.ჩამეხუტა.ისე რომ იფიქრებდით დიდი ხანია რაც არ უნახავთ ერთმანეთიო,შუბლზე მაკოცა და გამიღიმა.ხელი მაგრად ჩამჭიდა,აქეთ იქით უაზროდ იხედებოდა.მანქანაში ჩავჯექით,ამჯერად საჭესთან დემი იჯდა.დაძაბულობა ეტყობოდა. -დემი,რამე მოხდა?-დემის არ შემოუხედავს,არც გაუგონია რა ვუთხარი -დემი-ახლა უფრო ხმამაღლა ვუთხარი.დემი ფიქრებიდან გამოერკვა და გამომხედა -რამე ხდებათქო? -არაფერი არხდება.აი მივედით-ესიყო სახლი,არა ესიყო სასახლე.ცისფერი,არა თეთრი.აუზი,ბაღი,საქანელა,სკვერი და უზარმაზარი სასახლე.სახლში ულამაზესი ავეჯი,ხალიცები,ჭიქები ტექნიკა.გაოცებით ვუყურებდი ამ ყველაფერს.რამოდენიმე ადამიანი დაგვხდა სახლში.მე დემის უკან მივიმალე.დემიმ გაიცინა. -ნუიმალები,არშეგჭამენ-დემიმ განრისხებულმა გავხედე,მან ისევ გაიცინა.ისინი იყვნენ მზარეულები,მძღოლი და დამლაგებლები.მისი მშობლები არ შემხვდა და მინდა გითხრატ რომ გამიხარდა.დემი ოთახში შემიძღვა.დიდი აივნით,სააბაზანოთი,საწოლით და კიდევ ბევრი რამით. -ეს ჩემი ოთახია,და ეს შეშინებული მზერა მოიშორე -გამაფრთხილა დემიმ და კარი მიხურა.შემდეგ ისევ შემომხედა. -მარიტაა!-მომიახლოვდა და გამიღიმა.ტუჩები თვალებზე შემახო- -შენ დაათვალიერე,მე წყალს მოვიტან-დემი ოთახიდან გავიდა.კარადა გამოვაღე,წიგნები,შემდეგ მაგიდას მივუახლოვდი.უჯრა გავხსენი,ლამაზი ყუთი იდო და ამოვიღე.ყუთს ვაკვირდებოდი,უბრალო იყო,მაგრამ ძალიან ლამაზი.გახსნა დავაპირე -ეგ დადე!-დემიმ ყუთი ხელიდან გამომგლიჯა და უჯრაში ჩააბრუნა. -ბოდიში,მე...მე არვიცი,არვიცოდი თუ გაბრაზდებოდი-ამიკანკალდა ხმა.დემი კი უბრალოდ მოვიდა და ჩამეხუტა -არაფერი ართქვა,თორე დავამტვრევ რამეს-მეც არაფერი მითქვამს.ისევ კითხვები და ეჭვები.ეს უკვე მომბეზრდა. ----------------------------------------------- ერთერთი მკითხველის ესემესი,გვიან ვნახე.და თუ ამ ისტორიას მკითხველი მხოლოდ ერთი ეყოლება,მე მისგამო გავაგრძელებ წერას.დიდი მადლობა და ბოდიში ამდენი ხნით დაგვიანებისთვის -М |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.