შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ატეხილი გრძნობები 11


3-06-2015, 15:23
ავტორი malena
ნანახია 16 422

კონსერვატორიის სიახლოვეს გაჩერებულ მანქანას მიყრდნობოდა, შენობას გასცქეროდა, თან ეწეოდა. მალე დაინახა, ვიღაც ტიპთან ერთად ღიმილით მომავალი. ინტერესით შეათვალიერა უცნობი, უკვე მესამედ ხედავდა ფეფოს გვერდით.  - ჰმ! - დასცდა გაბეზრებულს, როცა უცნობმა სახეზე ჩამოვარდნილი თმა ყურს უკან გადაუწია ფეფოს და იდიოტური ღიმილით შეაჩერდა სახეში, გოგონა კი უსიამოვნოდ შეიშმუშნა და ღიმილი ჩამოერეცხა სახიდან. სწრაფი ნაბიჯით დაიძრა მათკენ. სიგარეტის ნამწვი შემხვედრ ურნაში გადაუძახა და ზურგიდან წამოადგა ბიჭს.  - ჯარჯი?! - შემკრთალმა წამოიძახა ფეფომ.  - ცოტა შეგაგვიანდა. - უემოციოდ წარმოთქვა ჯარჯიმ და გვერდზე გამხტარ უცნობს ცივი თვალები მიაპყრო. - არ გამაცნობ მეგობარს? - ბოლო სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა.  - ეს დავითია, ერთად ვსწავლობთ. - ენის ბორძიკით წარუდგინა გოგონამ.  - ჯარჯი. - ფართოდ გაუღიმა დავითს და მარჯვენა გაუწოდა, მანაც შეაგება აშკარად აცახცახებული ხელი. - ყოველთვის მსიამოვნებს ჩემი გოგოს მეგობრების გაცნობა. - ძლიერად, მტკივნეულად მოუჭირა ხელი და კიდევ უფრო "გულღიად" გაუღიმა ბიჭს.  - ეეე... უნდა... უნდა დაგემშვიდობოთ. სასიამოვნო იყო ჩემთვისაც. - წაიბურტყუნა დავითმა, რომელიც აშკარა შიშით ათვალიერებდა მასზე ორი თავით მაღალ და ბრგე მამაკაცს. ძლივს დაიხსნა ხელი ჯარჯის მარწუხებიდან. ისევ ღიმილად იღვრებოდა კაცი, მაგრამ თვალები... სწრაფი ნაბიჯით გაეცალათ დამფრთხალი ბიჭი, ფეფოსთან დამშვიდობება არც გახსენებია.  - რა იყო ვითომ ეს? - გაბუსხული სახით ჰკითხა ფეფომ და სანამ პასუხს მიიღებდა, ზურგი შეაქცია ჯარჯის და მანქანისკენ წავიდა.  - გითხარი დილით, მეტისმეტად ლამაზად რომ გადგას უკანალზე ეგ ჯინსი? - ვნებიანად წაულაპარაკა უკან მიმავალმა ჯარჯიმ და ოდნავ ჩამორჩენილმა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა გოგონა.  - ვითომ არაფერი და ამ დროს როგორ აშკარად დაემუქრე, ტერიტორია მონიშნე, რა საჭირო იყო მისი ასე დაფეთება? - უკმაყოფილოდ გადახედა უკვე მანქანაში მჯდომმა.  - შენი მსხვილი ტუჩები ისედაც მაგიჟებს სკრიპაჩკა, კიდევ უფრო ნუ გაბუსხავ, თორემ უკანა სავარძელზე გადაგაბრძანებ. - სრულიად სერიოზულად უთხრა და მანქანა დაქოქა. სწრაფად გაისუსა ფეფო, ჯარჯის კი ტუჩის კუთხე გაეწელა. უხმოდ იმგზავრეს და უხმოდვე შევიდნენ სახლში.  - ჯარჯი... - წამოიწყო სიჩუმით დაღლილმა ფეფომ და გახდილი მანტო საკიდზე დაკიდა.  - იმ კურდღელზე სიტყვა აღარ გამაგონო. - დაიღრინა მამაკაცმა და მკვეთრი მოძრაობით შეატრიალა გოგონა თავისკენ. ფეფო არც აპირებდა იმ თემას დაბრუნებოდა, უბრალოდ, არ მოეწონა ასე გაბუტულივით ყოფნა, მაგრამ ჯარჯის კატეგორიულმა ტონმა პროტესტი გამოიწვია მასში და გადაწყვიტა სწორედ ამაზე ელაპარაკა.  - არ იყო საჭირო ასე მოქცევა. - ჯიბრით შეეწინააღმდეგა და საკუთარი თავით კმაყოფილი გაიჭიმა.  - თავად უკეთ ვიცი. - მზერით გაბურღა ჯარჯიმ. გულში ძალიანაც გაახალისა ფეფოს სიჯიუტემ.  - მაგრამ...  - არავითარი მაგრამ. - ხმადბლა და მკვეთრად წარმოთქვა კაცმა. ფეფომ მის თვალებში კარგად ნაცნობი შიმშილი და მოთხოვნა დაინახა. გული დაუკითხავად აუძგერდა არანორმალურივით.  - ახლა საძინებელში შევალთ... - ნაწნავის ბოლოდან რეზინა მოაძრო და მისი აუჩქარებლად დაშლა დაიწყო. - შენი ლამაზი უკანალით ვაპირებ ტკბობას... - სუნთქვა შეეკრა გოგონას, ჯარჯიმ კი გაშლილ თმაში შეუცურა ხელები, მისი თვალებისთვის მზერა არ მოუშორებია ისე დაიხარა ტუჩებისკენ და მტანჯველად ნელა დაუკოცნა რიგრიგობით. - სხეულის სხვა ნაწილებიც არ დამვიწყებია, ყველას მივხედავ. -  ზედ ბაგეზე დასჩურჩულა გაბრუებულს და საძინებლისკენ წაიყვანა. - შენ კი, შეგიძლია მეკამათო, კვნესის გარდა სხვა რამის თავიც თუ გექნება...  - ოჰ, ჯარჯი. - წამოიკვნესა ფეფომ, ახლა თავად ჩააფრინდა მამაკაცს თმაში და ფეხისწვერებზე აწეული ტუჩებზე დაეტაკა.  - სულ უფრო და უფრო უკეთ გამოგდის კოცნა. - ღიმილო იგრძნობოდა ჯარჯის ხმაში. ყურადღება არ მიუქცევია მოსმენილისთვის, სადღა ჰქონდა აღქმის უნარი. მის კისერზე ჩამოკიდებული, ძლივსღა იმაგრებდა თავს ფეხზე. ბლუზის ქვეშ შეცურებული ცხელი ხელები აზროვნების უნარს უკარგავდა და მოუხერხებლად ცდილობდა ჯარჯისთვის გაეხადა. ინტერესითა და ღიმილით დასცქეროდა ფეფოს ათრთოლებულ თითებს, ქამრის შეხსნას რომ ცდილობდნენ. გოგონას წამოწითლებულ სახეს, დახრილ თვალებს. ართობდა მორცხვობასა და მომსკდარ სურვილს შორის მერყევის ყურება. შარვლის ღილთან შეფერხდა, ვერაფრით გაუმკლავდა, იძულებული გახდა და დამნაშავის სახით ახედა ჯარჯის.   - კარგი ხარ. - ხრინწიანი ხმით უთხრა მისით აღფრთოვანებულმა. უხეშად ჩააფრინდა თმაში, უკან გადაახრევინა თავი, ყელზე ქათქათა კანს დააკვირდა წამით და ოხვრით ჩარგო ტუჩ-ცხვირი. წამოკვნესება მისწვდა მის სმენას. მოუთმენლად გააძრო სამოსი, ფეფოსგან განსვავებით არაფერს შეუფერხებია. ხელით მოუხდა გათიშული, დედიშობილა ფეფოს ლოგინამდე მიყვანა. თავადაც მალე გათავისუფლდა ტანსაცმილსგან, მერე კი ტუჩები ყურთან მიუტანა ბალიშებზე გადასვენებულს.  - ასე არა პატარავ, უკვე გითხარი უკანა ხედით რომ ვაპირებ ტკბობას. ფეფოს გაფართოებული, დაქაჩული თვალების დანახვისთანავე ჩაეღიმა და განსხვავებული პოზის მიღებაში დაეხმარა გოგონას.   - მეტი მინდა ვიცოდე შენზე. - უთხრა ფეფომ როცა მოსულიერდნენ. გოგონას შიშველ მუცელზე ედო თავი ჯარჯის, ეწეოდა და ფეფოს შეფაკლული ღაწვებით, თბილი თაფლისფერებით და დაწითლებული ტუჩების ყურებით ტკბებოდა. არ თვლიდა, რომ ამაზე ლამაზი არსებობდა რამე ამ ქვეყნად.  - გესმის ჯარჯი? - მის თმაში ნაზად შეაცურა გოგონამ თითები და მამაკაცის რეაქციას დააკვირდა.  - რა გაინტერესებს? - უემოციოდ ჰკითხა ჯარჯიმ.  - ყველაფერი. როგორი ბავშვი იყავი, როგორ სწავლობდი, რა იყო შენი საყვარელი სათამაშო, როგორები არიან შენი მშობლები...  - უვარგისი ხალხია. ცარიელი ფიტულები. უგულო მატერიალისტები და მორჩა. - ჩვეულებრივზე უხეშად და ცივად ჟღერდა ჯარჯის ხმა.  - მათ ხომ სიცოცხლე მოგცეს, აღგზარდეს...  - მხოლოდ სიცოცხლე, ისე ძიძამ გამზარდა.  - არ გამაცნობ მშობლებს?  - არასოდეს! - ერთი ტონით ხმამაღლა, მკაცრად წარმოთქვა ჯარჯიმ და წამომჯდარმა უხეშად ჩასრისა სიგარეტის ნამწვი საფერფლეში.  - რატომ მიბრაზდები? - ფეფოც წამოჯდა და შემცბარი მიაჩერდა მამაკაცს.  - არ გიბრაზდები. - ეს კი უთხრა, მაგრამ როგორი ცივი თვალებით შეხედა.  - აშკარად გაბრაზებული ხარ. - ძლივს გასაგონად ჩაიბუტბუტა ფეფომ და შიშველ სხეულზე საბანი აიფარა.  - შენზე არასდროს სკრიპაჩკა. - მასთან ახლოს მიიწია და მკლავებში მოიქცია. - შენ არაფერ შუაში ხარ. უბრალოდ, არ მიყვარს მათზე საუბარი. - ფრთხილად შეეხო გოგონას გაბუტულ ტუჩებს. - კიდევ რა გაინტერესებს?  - ბევრი რამ. - ჯარჯის მკერდზე კომფორტულად მიყრდნობილი ფეფო შეკითხვების დასაყრელად მოემზადა.           ********************************* - ან ერთ სახლში უნდა ვიცხოვროთ, ან მეორეში. - ტანსაცმლის ჩანთიდან ამოლაგებას მორჩა ჯარჯი და დივანზე წამოწოლილ ფეფოს ფერხთით ჩამოუჯდა. - უკვე სამი თვეა ხან აქეთ ვართ, ხან იქით. დროა ჩამოვყალიბდეთ.  - ჩემი სახლიდან არსად წასვლას არ ვაპირებ. - გაღიზიანებულმა მიუგო ფეფომ და მტრულად გადახედა.  - ჩემი სახლი უფრო კომფორტულია. - გოგონას ტონი არ შეიმჩნია ჯარჯიმ, ისევე როგორც ბევრჯერ ამ ბოლო დროს.  - ჰოდა, წაბრძანდი. არავინ გაკავებს აქ. - ფეხზე წამოვარდა ფეფო. მაშინვე წაავლო ხელი და კალთაში ჩაისვა.  - მაშინ აქ ვიცხოვრებთ. - დაყვავებით წასჩურჩულა ჯარჯიმ და ტუჩებზე წაეტანა. გოგონამ კი ცერემონიულად მიატრიალა თავი გვერდზე და მისი მუხლებიდანაც წამოხტა.  - ბოლო დროს სულ მეჭირვეულები და მეაგრესიულები ფეფო. - მკაცრად გაიჟღერა ჯარჯის ხმამ. - რამე ხდება? აღარ გიზიდავ?  დანაშაულზე წასწრებულივით გაშრა ფეფო და თავი ჩაღუნა.  - გისმენ! - ერთიანად დაიძაბა ჯარჯი.  - არ ვიცი რა ხდება. - ლუღლუღით ალაპარაკდა გოგონა. - მგონი მართლა აღარ მიზიდავ. უცნაური რაღაც მემართება. ვიცი, რომ მიყვარხარ, უშენოდ ორი საათი ძლივს ვძლებ და ამავდროულად, შენი სიახლოვე ძალიან მაღიზიანებს, მინდა გეუხეშო და მერე საკუთარ თავზე მეშლება ნერვები. არაფრით შემიძლია გაკოცო, შენი გაპარსვის შემდგომ წასასმელი ლოსიონი, თუ სუნამო, თუ შამპუნი არ ვიცი ზუსტად რა, საშინლად ყარს და აშკარად მაზიდებს. - მიაყარა და გაოგნებული მამაკაცის რეაქციას დაელოდა. პირველად ამოიკითხა ამდენი ემოცია ერთად მის სახეზე. შოკი, სიხარული, შვება... სწრაფი მოძრაობით აესვეტა წინ ფეფოს და მხრებში ჩაავლო ხელები.  - ვიცი რომ გიყვარვარ. - ღიმილით უთხრა გოგონას.  - საიდან იცი? - ისევ წაიპრეტენზიულა ფეფომ. თითქოს უფლება არ ჰქონდა მამაკაცს სცოდნოდა მისი გრძნობების შესახებ, იქამდე სანამ თავად არ მოუნდებოდა გამხელა.აშკარად, უმიზეზოდ ღიზიანდებოდა ბოლო დროს.  - განა შენ არ იცი, რას ვგრძნობ შენ მიმართ? - მშვიდად ჩაეკითხა ჯარჯი. უკვე მიხვდა გოგონას ხასიათში ცვლილებები რამაც გამოიწვია და დამშვიდდა.  - მე? ხანდახან, მე იცი... - ენა დაება დაბნეულს. - ხანდახან მგონია, გიყვარვარ, ზოგჯერ ისე მექცევი თავი ქალღმერთი მგონია. ხანდახან კი ისეთი უემოციო, ცივი და მკაცრი ხარ, არცკი ვიცი რა ვიფიქრო ხოლმე.  - მხოლოდ ერთს გეტყვი სკრიპაჩკა, შენ მე მჭირდები. შენს იქით არაფერს აღიქვამს ჩემი გული და გონება და არ მეხერხება ეს იწილო-ბიწილო საუბრები. თვალებგაბრწყინებული მიაჩერდა მამაკაცს. ყველაზე გულწრფელი და ყველაზე ამაღელვებელი სიტყვები დასცდა ჯარჯის. ახლა თავად წაიწია მამაკაცისკენ და მკერდზე აეკრო. მჭიდროდ შემოხვია კაცმა ხელები და გოგონას ტუჩებისკენ დაიხარა.  - ფუუ... რა გასხია? - უხეშად კრა ხელი მკერდზე და უკან გახტა ცხვირაბზუებული.  - მკვეთრი მოძრაობები დაივიწყე. - წარბშეკრულმა დაუქნია თითი.  - ვერ გავიგე?  - ორსულად ხარ. - მიახალა ყოველგვარი შესავლების გარეშე.  - რაო? - ეგონა მოესმა. ნელა მიუახლოვდა ოთახის შუაგულში გაშეშებულს, მკლავში ჩაავლო ხელი და ფრთხილად დასვა დივანზე.  - ვაიმე ჯარჯი... წამოიკვნესა აცრემლებულმა, როცა გააზრება შეძლო მოსმენილის. - მითხარი რომ ნაყოფის მოშორებას არ მომთხოვ. - წარმოთქვა აკანკალებულმა და მავედრებელი მზერა მიაპყრო მამაკაცს. სულ დაავიწყდა წამების წინ ჯარჯის მიერ მზრუნველად წარმოთქმული ფრაზა.  ისეთი დაუნდობელი, მრისხანე სახით გამოხედა ჯარჯიმ, უარესად აკანკალდა.  - ალბათ, არ გქონდა გეგმაში შვილი ჯერ, ამხელა პასუხისმგებლობა და რამე, მაგრამ გევედრები, მოცილება...  - გაჩუმდი!!! - დაუყვირა წონასწორაბდაკარგულმა. - გგონია, ღვთის საჩუქარზე უარს ვიტყვი?! პირიქით პატარავ, - მის მუხლებთან ჩაიკუზა და ფეფოს ცრემლებით დანამული სახე ხელებში მოიქცია. - ბედნიერი ვარ, გაგიფრთხილდებით. - აიწია და შუბლზე აკოცა გაბადრულს. - არც ლოსიონს და არც სუნამოს გავეკარები ამიერიდან, შენ კი დამჯერ გოგოდ გადაიქცევი. კარგად უნდა იკვებო, არ გადაიღალო, ხვალ კი ექიმთან წავალთ.  - მიყვარხარ ჯარჯი. - აქვითინებული ჩაიკარგა მამაკაცის განიერ მხრებში. - და შენი საზიზღარი სუნამო გულს მირევს. - დააყოლა და აკისკისდა. - გადავივლებ და მოვალ, ჭირვეულო სკრიპაჩკა. - ღიმილით წამოიმართა და აბაზანას მიაშურა. ბედნიერი გადაწვა დივანზე მარტო დარჩენილი და მუცელზე ნაზად მოიტარა ხელი. მომდევნო დღეს, გინეკოლოგის კაბინეტში, ყურადღებით ისმენდნენ ექიმის მითითებებს. დროდადრო ჯარჯისკენ აპარებდა ფეფო თვალს. საოცარი ინტერესით დასცქეროდა სურათზე ერთი ბეწო წერტილს კაცი, მისი შემხედვარე ყურებამდე ეღიმებოდა გოგონას.  - ჩემს ბინაში მოგიწევს გადმობარგება. - გამოუცხადა, როცა თითქმის ყველანაირი ხილით ამოტენა საბარგული და გვერდზე მიუჯდა ფეფოს.  - კარგი. - მაშინვე დაეთანხმა ფეფო. ჯერჯერობით სულაც არ იყო ჭირვეულობის ხასიათზე, მადიანად კბეჩდა სახელდახელოდ გარეცხილ ვაშლს.  - დროებით, სანამ შენსას გავარემონტებთ.  - გარემონტება რა საჭიროა? - ვაშლით გამოტენილი პირით სასაცილოდ იკითხა ფეფომ. - მშვენიერი სუფთა ბინაა.  - კარგად შენახული, მაგრამ ძველი რემონტია. გავაახლებთ და ავეჯსაც შევცვლით.  - თანახმა ვარ. - კიდევ ერთხელ დაეთანხმა და მეორე ვაშლს ეცა.  - ღორმუცელა სკრიპაჩკა. - ჩაიცინა ჯარჯიმ. - მალე, სქელი სკრიპაჩკა გახდები.  - მერე აღარ მოგეწონები? - შეშინებულმა გახედა მამაკაცს, რომელიც ცალყბად იღიმოდა.  - არა. - სრულიად სერიოზულად უთხრა და იქვე გააჩერა მანქანა. დაბნეული, გულდაწყვეტილი გოგონასკენ შებრუნდა. - მოწონება არ ერქმევა იმას, რასაც შენი გაბერილი მუცლის და ჩამრგვალებული ფორმების დანახვა მომგვრის. ორსულობა ქალის სხეულის საუკეთესო ფორმაა. ულამაზესია ორსული ქალი. - უთხრა და ვაშლის წვენით მოთხვრილი ტუჩები ჩვეული მომთხოვნელობით დაუკოცნა. - მმმ... რა გემრიელი ვაშლია. - ჩაიღიმა და ისევ დაძრა მანქანა. ფეფოც ღიმილით დაუბრუნდა ვაშლს. გულზე მოეფონა ჯარჯის სიტყვები. ახლა შეუძლია მშვიდად გაიბეროს, ჰოდა, რადგან ასეა... ბანანის გაფცქვნა დაიწყო.                 ************************** - ჯარჯი...  - რა მოხდა? - აღელვებული ხმა გაისმა ტელეფონში.  - ცარცი წამომიღე გთხოვ, თეთრი ცარცი და ბლომად. - შეეხვეწა გოგონა.  - კარგი, მავრამ რად გინდა?  - მე... იცი, მგონი ჭამა მინდა. - დარცხვენილმა ჩაიბუტბუტა ტელეფონში.  - წამოგიღებ სკრიპაჩკა. - მხიარული ნოტები გაისმა ჯარჯის ხმაში. - შეიძლება ცოტა დამაგვიანდეს.  - არაუშავს, მოვითმენ როგორმე.  - მოუთმენლად დამელოდები. - მართალი ხარ.  შეეცადა ცარცზე აღარ ეფიქრა და ცხვირწინ გამოჭიმულ მოხარშულ ღვიძლზე გადაეტანა მთელი კონცენტრაცია, როგორი სასარგებლოა, როგორი საჭირო, აუცილებელია პატარასთვის... არაფერი გამოუვიდა, ეგრევე წამოაზიდა. წამეცადინება გადაწყვიტა, ვიოლინოს წამოავლო ხელი და სამზარეულოდან გავიდა. ახალი ნაწარმოების დამუშავებას ცდილობდა, ერთმა მონაკვეთმა საშინლად დაღალა, არაფრით გამოუვიდა, გაღიზიანებულმა მოიქშინა და გვერდზე გადადო საკრავი. ლოგინზე წამოგორდა, ლეპტოპი გახსნა, სპეციალურ საიტზე შევიდა ორსულთათვის და უკვე ნაცნობი გვერდის ხელახლა თავლიერებას შეუდგა. აი, ახლა ასე გამოიყურება მისი პატარა. ეკრანზე გამოსახულ 16 კვირის ემბრიონს ღიმილით მიაშტერდა და ჯერ ისევ თხელ მუცელზე მოითათუნა ხელი. ოჰ, ისევ ეს ცარცის დაგემოვნების აუტანელი ნდომა, უკმაყოფილო სახით გადახედა საათს და შეეცადა დაეძინა. ზარის ხმამ გამოაღვიძა და ფეთიანივით წამოვარდა ფეხზე. რამდენჯერ გაუბრაზდა ჯარჯი, მასე ნუ შვრები, პატარასთვის საშიშიაო. ვერაფრით დაიმახსოვრა, უფრო სწორად ნახევრად მძინარე გაუაზრებლად ხტება ლოგინიდან. თვალების სრესით წავიდა კარებისკენ, იმედია მოუტანა ცარცი, როგორ უნდა მისი ჩაკრატუნება. არც გაუჭვრეტია ისე გამოაღო კარი და გაშტერდა.  - ვაა... ეს რა გოგო გყოლია შე ბო*ო! - ამაზრზენად დაიღრიალა უცნობმა, ასაკიანმა მამაკაცმა და ვიღაც მოკუნტულ, მოხუც ქალთან ერთად დაუპატიჟებლად შევარდა სახლში. 



№1  offline მოდერი malena

დილაოგებში იმედია გაერკვევით. რაღაც საოცარი პროგრამით ვბეჭდავ ტელეფონში და ამიტომაცაა ასეთი აბდაუბდა ნაწერი. ბოდიშს გიხდით ყველას.

 


№2  offline მოდერი MyLove

ENTER-ს ორჯერ დააჭირე, ახალ აბზაცზე გადასასვლელად და სწორად დაიწერება. ვიცი, მეც ასე დამემართა ტელეფონით წერის დროს. ^_^
ახლა ჯარჯი და ფეფო..
ვგიჟდები მე ამათზე! love განსხვავებულები რომ არიან, სწორედ ამიტომ მომწონს!
აბა, შენ იცი და შენმა მარჯვენამ, მალენა.
ცარცი და უცნაურობები როგორ უნდებათ სულ ამ ორსულებს, გადავირიე კაცო. wink
--------------------
''პოეტი ვარ და ჩვეულებრივი ვერ მეყვარები''

 


№3  offline წევრი monika.niqo

Maaagaarioa ra. Dzaan moomwoons. Malee dadee raa :*

 


№4  offline წევრი ket-kat

mama mia :)) daidzaba situacia :D gelodebi <3 uuukargesi gogo xar <3

 


№5  offline წევრი Unnamed

Raaa uechveli dedamisia exa is qali.... Auu rame ar daushaon exa fefos tore sanam jarji izavs rames me davmarteb magat!

 


№6  offline წევრი keta♥

ვაიმევაიმე. ვგიჟდები მე ამ ისტორიაზე და ველოდები ამბების განვითარებას სულმოუთქმელად request

 


№7  offline წევრი dreamers

ვაიმე რა დროს გაწყვიტეე, იმედია ბავშვს არაფერი მოუვა :( ახალ თავს როდის ველოდოთ?
ისეთი კარგი იყო ნაწერზე ყურადღება საერთოდ არ მიმიქცევია.

 


№8  offline წევრი nestanuka13

არაუშავს არ იდარდო შენ მაგაზე მთავარია დადო სულმოუთმენლად ველი

 


№9  offline წევრი Jeje Lava

არ მყოფნის რაა შენი ისტორიის კითხვა, ყოველთვის ისე წერ რომ თვალის დახამხამებაში ვკითხულობ ხოლმეე love

 


№10  offline წევრი Annee

დღეს წავიკითხე ერთიანად. აქამდე თავების დაგროვებას ველოდებოდი.. ^_^ რა კარგი ხარრ!!! ეს ორი კიდე რაღაც სასწაულია. შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს..სუპერ!! :*:*:* იმდენი გაქეს და გადიდეს რაღა დავამატო არ ვიციი... :*:*:*:

 


№11  offline აქტიური მკითხველი grafo

მდუღარე თავი იყო:)))).

 


№12  offline წევრი kesoo

ვაიმეე დავინტრიგდიი.... როგორც ყოველთვის კარგი ხარ! <3

 


№13 სტუმარი nini

როგორცც ყოველთვის შეუდარებელი ხარ <3

 


№14 სტუმარი nini

შენ ხარ ყველაზე საუკეთესო უბრალოდ ძალიან მიყყვარხარ ასეთ საყვარლობებს რო წერ <3

 


№15  offline აქტიური მკითხველი aanamaria

თავიდან ისეთი კარგი იყო მაგრამ ბოლოს საშინელება

 


№16  offline წევრი sofi_sofiaa13

ღმერთო როგორ მინდა ამ ქალის მოკვლა თქვენ ხომ აზრზე არ ხართ რა
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent