შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავხედებო, მოგესაჯათ ერთად ყოფნა! 14


13-06-2015, 12:52
ავტორი ნათი_
ნანახია 3 152

დროთა განმავლობაში ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ჩემთვის დილა უფრო გვიან იწყებოდა, ვარჯიშის ვალდებულება მომეხსნა, თუმცა გაკვეთილებს ვესწრებოდი და ფსიქოლოგთანაც მეტ დროს ვატარებდი, (მაგრამ ეს ჩემი სურვილით), მადონა ჩემზე განსაკუთრებით ზრუნავდა, ვფიქრობ მისი ხელი ერია იმაშიც, რომ ჩემს მიმართ ყველას დამოკიდებულება შეიცვალა. ყველა ცდილობდა ყურადღების გამოხატვას, ამას იმასაც ვუკავშირებდი რომ მაშინ უკვე ყველამ იცოდა ჩემი გრძნობის შესახებ და მათ თითქოს ვეცოდებოდი... განვლილი ამბების გამო არც სიბრალული და არც ყურადღება არ მჭირდებოდა. ამიტომ ვცდილობდი ჩემთვის ვყოფილიყავი და მათგან თავი შორს დამეჭირა. მაგრამ ჩვენ ერთ შენობაში ვცხოვრობდით, სადაც ყველაფერი ერთმანეთთან იყო დაკავშირებული და ეს გვაიძულებდა ურთიერთობას. ლაშასთანაც კი მიწევდა ხოლმე რაღაც თემების განხილვა. მზრუნველობას სვეტაც თავისმხრივ გამოხატავდა. ორსულობის გამო უცნაური სურვილები არ მელეოდა, ისიც მანებივრებდა.
-აუუ რაღაც მინდა და ვერ ვხვდები რა-დავიწუწუნე, უცნაური შეგრძნება მქონდა
-შოკოლადი?-იდეა მომაწოდა ლილემ
-არა, შოკოლადი არ მიყვარს-ზიზღით გავიქნიე თავი
-რაო?-ლილემ მოჩვენებითი გაკვირვებით დააჭყიტა თვალები- ქალბტონო შემახსენე ვინ ჭამს იმ შოკოლადებს სვეტას რო მოაქვს ყუთებით?
-ოოო აღარ მიყვარს შოკოლადი
-აჰამ გასაგებია, აბა ეხლა რა გიყვარს?-სიცილით მკითხა
-ეხლაა... მიყვაარს..აუ გოზინაყი არ გინდა?-კმაყოფილებით წამოვიძალე, ძლივს მივხვდი რა მინდოდა
ლილემ თვალები გადაატრიალა- იცი ეხლა რა დროა? კალენდარში როდის ჩაიხედე ბოლოს
-რა დროა?-„რას მეკითხება, რა მნიშვნელობა აქვს ამას გოზინაყთან“
-ზაფხულია ჩემო კარგო, ივნისი... რამდენიმე თვით მოგიწევს დალოდება
-აუ მერე რაა..-თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე და ფანჯრიდან ნაცნობ ხედს უაზროდ მივაშტერდი
-წამო.. გაკვეთილი დაიწყება მალე-შემახსენა და წასასვლელად მოემზადა, მეც უხალისოდ წამოვდექი, ლილე გაჩერდა და სვეტას მიუბრუნდა
-სვეტა რას აკეთებ?
-რას და გოზინაკს!-უპასუხა ღიმილით
-აი!-წამოვიძახე, ლილეს ენა გამოვუყავი და სვეტას ჩავეხუტე.

გაკვეთილების მერე ჩემს გოზინაყს მივაკითხე, სვეტა მადლობებით ავავსე და მადონასთან წავედი.
-უი რა კარგია რო მოხვედი, შენთვის რაღაც მაქვს-მომახარა მადონამ და ჭრელი პარკი მომაწოდა
-რა არის?
-ნახე-ღიმილით მიპასუხა და ჩემს რეაქციას დაელოდა, პარკი ჩქარა გავხსენი, ორსულებისათვის განკუთვნილი ლურჟი კაბა აღმოჩნდა, ვარდისფერი წვრილი ყვავილებით გაფორმებული.
-მადონა ძალიან ლამაზია-ამოვილუღლუღე
-ვიფიქრე რომ აქაური ტანსაცმელი შენთვის მოუხერხებელი იქნებოდა, მიხარია თუ მოგეწონა
-ძალიან მომწონს, მადლობა-სავარძლიდან წამოვდექი, წელზე ხელი შემოვხვიე და მივეხუტე
-აბა მითხარი რა გითხრეს ეხოზე?
-არაფერი..-ისევ სავარძელში დავბრუნდი- ბავშვის სქესი არ ჩანს
-ჰმმ, პატარა, მორცხვი გოგოა
-შენ ისევ ამ აზრზე ხარ ხო? არაფერიც, დარწმუნებული ვარ ბიჭია
-გოგოს მუცელი გაქვს
-ბიჭია და წავედი ეხლა დავალება მაქვს დასაწერი-ვეცადე საუბარი დამესრულებინა, თორე ჩვენი კამათი დიდხანს გაგრძელდებოდა
-დავალებაზე გამახსენდა, რა ქენი პრეზენტაციაზე? შენ და მათეს არ უნდა გაგეკეთებინათ?
-ხო.. გავაკეთე.. პრეზენტაცია დღეს გვქონდა, მათე არ მოვიდა.
მადონა თითქოს ნანობდა რომ მკითხა
-რა გასაკვირია... ვიცოდი, რომ არ მოვიდოდა. წავედი.-ოთახიდან გამოვედი
ხო, მთელი ამ დროის განმავლობაში მათე ერთადერთი იყო ვისთანაც არაფერი შეცვლილა. ისე იქცეოდა თითქოს საერთოდ არ მიცნობდა. გარეგნულად არ ვიმჩნებდი, თავს ვიტყუებდი თითქოს ეს არ მადარდებდა. ვცდილობდი ყურადღება იმ კარგ მოვლენებზე გადამეტანა რომელიც ჩემს გარშემო ხდებოდა, ურთიერთობა ყველასთან გამომისწორდა, სწავლის მხრივ საკმაოდ წარმატებულ მოსწავლედ ვითვლებოდი, მიუხედავად რთული ორსულობისა საფრთხე არც მე და არც ჩემს პატარას არ გვემუქრებოდა, ბატონი გიორგი მომავალზე ალაპარაკდა, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდებოდა და აქაურობას დავტოვებდით. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, გულის სიღრმეში საშინლად მწყინდა მათეს უყურადღებობა, მწყინდა რომ ეს ბავშვი მისთვის არაფერს ნიშნავდა. როგორ უნდა მეგრძნო თავი კარგად მისი გაქვავებული სახის დანახვის შემდეგ. მაგრამ ეს არ იყო იმდენად რთული, რომ ვერ ამეტანა, თან დარწმუნებული ვიყავი, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ მათეს გულგრილობის ატანა უფრო გამიადვილდებოდა. დრო სწრაფად გადიოდა...

მათე
სანამ საუზმის დრო მოვიდოდა მე და გიო დაცვის ოთახში გავედით, აქ არც კამერები იყო და არც კვამლის აღმომჩენი მოწყობილობები. გიო ტვინს ჭამდა, ცდილობდა მოეფიქრებინა როგორ შერიგებოდა მარიამს.
-აუ რამე მომაფიქრებინეთ რაა-წუწუნებდა
-ბიჭო თქვენ სუ როგორ უნდა ჩხუბობდეთ, არ მოგწყინდათ?
-აუ მიდიი რაა! დავით შენ მაინც მირჩიე რამე
-რაც შერიგების საშუალებები არსებობდა ყველა გამოიყენე უკვე და რავი რაღა გითხრა-მხრები აიჩეჩა დავითამ
-კაი წამო ვჭამოთ, გოგაა მაგ საკითხში გამოცდილი და მოგაფიქრებინებს რამეს.
ბუფეტში შევედით, თითქმის ყველა იქ იყო, სვეტამ ლანგარი მომაწოდა და ჩემი მაგიდისკენ წავედი, გიოც გვერძე მომიჯდა და გოგას გადასძახა, აქეთ მოდიო. ისიც მოვიდა, სიტუაციაში სწრაფად გაერკვა და სხვადასხვა ვარიანტების განხილვა დაიწყო, აღარ მომისმენია... ოთახში თეკლა შემოვიდა, ლურჯი კაბა რომელიც იმ დღეს ეცვა გამობერილ მუცელზე მოსდგომოდა. არ გამკვირვებია მისი შეწუხებული სახის დანახვა, მადონა ამბობდა რომ რთული ორსულობა ჰქონდა, სულ სტკიოდა მუცელი... დახლთან ნელა მივიდა და სვეტასთან ახლოს ჩამოჯდა. ბიჭებისკენ გამოვიხედე, ვეცადე ყურადღება მათ ლაპარაკზე გადამეტანა
-ბიჭო გიტარაზე დაკვრა ხო იცი?-იდეებს აფრქვევდა გოგა
-ხო მარა სადაა გიტარა
-დავითას ვუთხრათ და ვერ გაგვიჩითავს?
-ეეე ხო, ხოო-გიოს აზრი მოეწონა-მოიტანს გიტარას და მე ვიმღერებ. რა ვუმღერო?
-რავი მოვიფიქრებთ, ჯერ დავითა ვნახოთ
-კაი წამო...-ხელების მტვრევა დაიწყო გიომ
-მოიცა ჯერ ვჭამოთ და მერე, ხვალამდე მაინც ვერ მოგიტანს
-აუუ ხო კაი, მიდი დროზე ჭამე
ჩემი ყურადღება ისევ თეკლამ მიიქცია, ჩვეულებრივზე ადრე ადგა და ბუფეტიდან ნელა გავიდა, მომეჩვენა რომ სიარული უჭირდა, მერე სვეტას შეშფოთებული სახე დავინახე, თვალებს აქეთიქით აცეცებდა თითქოს ისეთ ადამიანს ეძებდა ვისაც მასავით უცნაურად მოეჩვენა რაღაც, გვერძე გახედვა მოვასწარი, ისევ ბიჭებისკენ შევტრიალდი მაგრამ ვერ მოვისვენე, რაღაც უცნაური გრძნობა მქონდა, რომელიც იქ გაჩერების საშუალებას არ მაძლევდა. სწრაფად ავდექი და გასასვლელისკენ წავედი, სვეტა თვალს არ მაშორებდა, თითქოს უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ ყოყმანობდა, ალბათ იმიტომ რო დაზუსტებიბით არ იცოდა მეც იგივეს ვფიქრობდი თუ არა, ამის დასაზუსტებლად კი ჩემი ერთი შეხედვაც კი საკმარისი იქნებოდა, მაგრამ მისი ალაპარაკება სხვების ყურადღებასაც მიიქცევდა, ამიტომ თვალე ავარიდე და დერეფანში გავედი. იქ კი... თეკლას ერთი ხელი კედლისთვის მიეყრდნო, მეორეთი თითქოს მუცელს იჭერდა და ისე ცდილობდა სიარულის გაგრძელებას. მისკენ დაბნეული წავედი: "რა სჭირს? ცუდათ არის? ვკითხავ იქნებ დახმარება სჭირდება. არა იქნებ რამეს აკეთებს, ვინმეს ელოდება ან რაღაც. რა ვინმეს ელოდება, ცუდათ არის აშკარად" თეკლა გაჩერდა, მეორე ხელიც მუცელზე მიიჭირა, მხრებით კედელს მიეყრდნო და ამოიკვნესა. მაშინ კი ადგილიდან მოვწყდი, ვხედავდი მუხლები ეკეცებოდა, ცოტაც და დავარდებოდა
-რა გჭირს?.. ცუდათ ხარ?.. მოდი... ხელი მომეცი...
-მტკივა, ძალიან მტკივა- ტკივილისგან სახე დაემანჭა, ცრემლები წასკდა.
-დაგეწყო?.. მშობიარობა დაგეწყო?.. ჯერ ხო ადრეა? რატო გტკივა-"რა თვეა? აგვისტო. თებერვალი, მარტი, აპრილი... 5, 6, 7" თავში თვეები და ციფრები ამერია, უაზროდ ვფიქრობდი, დაბნეული და შეშინებული ვიყავი
-არ ვიცი... საშინლად ვტკივა...-ამოიკვნესა
-მოდი ხელი მომხვიე, ექიმთან წაგიყვან... მოდი-ხელში ავიყვანე და ექიმის კაბინეტისკენ წავედი, კარი ფეხით შევაღე, ნინო და სანიტრები მომცვივდნენ
-რა მოუვიდა? მოდი აქეთ დააწვინე
-არ ვიცი ტკივილი დაეწყო- თეკლა ფრთხილად დავაწვინე პაციენტისთვის განკუთვნილ მაგიდაზე და უკან დავიხიე
-კარგი შენ უნდა გახვიდე, ჩვენ მივხედავთ-ერთერთმა სანიტარმა კარისკენ წამიყვანა
-დავრჩები-ვიცოდი რომ უნდა გავსულიყავი და და მინდოდა კიდეც იქაურობისგან შორს ყოფნა მაგრამ ისევ ის გრძნობა მალაპარაკებდა. უნდოდა რომ ჩემ თვალწინ ყოფილიყო, მაფრთხილებდა რომ მოსვენებას დავკარგავდი სანამ გავიგებდი როგორ იყო.
-ხომ იცი რომ ეს არ შეიძლება, უნდა გახვიდე.-ოთახი დავტოვე, სანიტარმა კარი გადაკეტა.

***
იმედია შემორჩით ამ ისტორიის მკითხველები, ამ გამოცდების გამო ვერ ვახერხებ წერას



№1  offline წევრი malikuna

Diiidi madloba ROM Dade❤ momwons dzaan.. Shemdegs velii:*❤❤

 


№2  offline წევრი nia^_^

Auuu magariaa.. imedia male gagrdzeleb, davitanje lodinit

 


№3  offline წევრი ana))

me sul wavikitxav.
--------------------
უფრთო ანგელოზი,სუსტი დემონი!

 


№4  offline წევრი ნათი_

რა კარგები ხართ ^_^ აი ეს გამოცდები გადავიტანო და ეგრევე დავდებ და ვეცდები დიდი თავები იყოს

 


№5  offline წევრი malikuna

დადე რააა შემდეგიი❤

 


№6  offline წევრი ნათი_

malikuna
დადე რააა შემდეგიი❤

კვირამდე ვერ შევძლებ, ბოდიშით. გამოცდები მაქ, ცუდ დღეში ვარ :D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent