შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი სამყარო. თავი 2


17-06-2015, 08:45
ავტორი nataska
ნანახია 2 924

დაკვირვებული ხართ, როგორ ახასიათებენ ხოლმე პიროვნებებს? იწყებენ ძალიან შორიდან და ძალიან გაცვეთილი ფრაზით (თუ ეს მის ოჯახს შეესაბამება რა თქმა უნდა), ქალაქში ერთ–ერთი გამოჩენილი ოჯახი იყოო... ზუსტად ასე ამბობდნენ ალეკოს ოჯახზეც, რადგან ბაბუამისი ვიტალი ჭელიძე თბილისში საკმაოდ ცნობილი ქირურგი იყო, ბებია ლამარა გოგოლაძე პედიატრი, ისიც საკმაოდ სახელგანთქმული, მამა ჟორიკა ჭელიძე სამხატვრო აკადემიის ჯერ ლექტორი და მერე რექტორი, დედა ფიქრია ჩიგოგიძე რუსთაველის თეატრის კოსტუმერი და ალეკო კი ამ ე.წ ქალაქში ერთ–ერთი გამოჩენილი ოჯახის ერთადერთი შთამომავალი, ვერ ვიტყვით, რომ განებივრებული, მაგრამ თავნება, აი ისეთი ყველას რომ ნერვებს უშლის ბაღის აღმზრდელებიდან დაწყებუული, სკოლის მასწავლებლებზე გადასული, მეზობლებიან–უბნიანად დამთავრებული, მაგრამ მაინც ყველასთვის საყვარელი...
ბებია მახთინარ ბავშვს ეძახოდა, რადგან სულ გაფუჭებისკენ ეჭრა თვალი და რა გინდოდა მისთვის სახლში დაგემალა, რომ მას არ ეპოვნა, თუმცა სახლში ძალიან ცოტა დროს ატარებდა, ბავშვობაში მისი ნახვა თუ გინდოდათ სტადიონზე უნდა ასულიყავით, ან თავისი სახლის გვერდით, ან რომელიმე მისი ძმაკაცის სახლის ახლოს მდებარე სტადიონზე, რადგან ფეხბურთის თმაში ძალიან უყვარდა და დრო რომ არ შეეხსენებინათ ხოლმე, შეეძლო მთელი დღე და ღამე ეთამაშა.
სკოლიდან, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, ბაღიდან ძმაკაცობდა ხუთეული ალეკო, ლეუშა, თავგასა (მამუკა), ლექსიკონა(გიორგა, ლექსიკონას კი იმიტომ ეძახდნენ, რომ ძალიან ჭკვიანი იყო და რა გინდოდა მისთვის გეკითხა მას, რომ არ სცოდნოდა) და მაღალა (გია (თავგასას და მაღალას ზედმეტსახელების ახსნა მე მგონი არ არის საჭირო)), ბიჭების გადაბმული მეგობრობის გამო ოჯახებიც დაუახლოვდნენ ერთმანეთს და მაგალითად თუ მაღალასთან იყვნენ უბანში, მაღალას დედა სათითაოდ ურეკავდა დანარჩენების ოჯახებს, ბევშვები ჩვენთან არიანო, ანალოგიურად სხვებიც, მშობლებმა ერთმანეთის მარტო სახლის კი არა სამსახურის ტელეფონის ნომრები იცოდნენ და შვილები დედებს ახელებდნენ კაკებეშნიკები ხართო... მერე ბიჭები, რომ წამოიზარდნენ მათი კონტროლი შეუძლებელი გახდა, რადგან საბირჟაო არეალი მხოლოდ ვერის უბნით აღარ შემოიფარგლებოდა და კაკებეშნიკ დედებს სხვა უბნებში უკვე აღარ ყავდათ შიკრიკები, ასაკის მატებასთან ერთად, იმატა კონფლიქტებმა მამა შვილს შორის, ძრითადად იმ მიზეზით სად იყავი, ვისთან, რატომ დაბრუნდი ასე გვიან, როდემდე უნდა გაგრძელდეს შენი ასე გარე წოწიალი, გაგიშვებ ჯარში და მოვისვენებ.... რადგან სხვა საკონფლიქტო თემა არ ქონდათ, სკოლაში კარგი ნიშნების და სიჭკვიანაისთის, რომ აქებდნენ ოჯახს ყოველთვის უკვირდა, ნეტა როდის ასწრებს მეცადინეობასო, ბებია კი ახელებდა მოსყიდული ყავს მასწავლებლებიო, ან მათზე ძალიან საშინელი კომპრომატები აქვს და აშანტაჟებსო, ამ ყველაფრის მიუხედავათ ლამარა ტიპიური ბებია იყო, თვითონ ხომ ლანძღავდა და ლანძღავდა შვილიშვილს, მაგრამ ვინმეს მისი თანდასწრებით, რომ ერთი გადაბრუნებული სიტყვა ეთქვა ალეკოზე, თვალებში შეაფრინდებოდა და ისეთ დღეს დაუთენებდა, იმ ადამიანს სამომავლოდ ალეკოს სახელის ხსენებაზეც კი კანკალი დაეწყო...
ბებო, რომ დაეღუპა სკოლას ამთავრებდა და სამძიმარზე ყველას ძალიან გაუკვირდა ალეკო ამდენ ხალხს საიდან იცნობდა, თან მისი ძმაკაცებიც ერთი წუთით არ ტოვებდნენ, თუ რაიმე გასაკეთებელი იყო ეს ჩვიდმეტი წლის ბიჭები უფრო მეტად ახერხებდნენ საქმის გაკეთებას ვიდრე დიდები და ამ ფაქტმაც გამოიწვია გარკვეული გაკვირვება, კაცი ჭირში იცნობაო ზუსტად ალეკოს ბიჭებზე იყო ნათქვამი... მერე იყო სტუდენტობის წლები და მიუხედავად იმისა რო ალეკო შესანიშნავად ხატავდა, მამის პროფესიას არ გაჰყოლია, ხუთეულმა ჯავახიშვილში ჩააბარა, მომავალი ისტორიკოს–არქეოლოგები სულ ექსპედიციებს აწყობდნენ საკუთარი ინიციატივით, ხან ვარძიაში, ხან დავით გარეჯში, ხან ნაქალაქევში და ხან ღმერთმა უწყის სად დადიოდნენ, მათი სტუდენტობის პერიოდს დაემთხვა ეროვნული მოძრაობის გააქტიურება და ბიჭებიც დიდი ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულები ამ მოძრაობაში, საბჭოთა ხელისუფლების და საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ, საპროტესტო აქციებსაც ედგნენ სათავეში და სტუდენტებში ეროვნულობის და ქართველობის პროპაგანდასაც ძალიან თავგამოდებით ეწეოდნენ... ამდენ არეულობას, ამდენ ნერვიულობას, მეუღლის აღარ ყოფნას და სიბერეს ვიტალი ბაბუმ დიდხანს ვეღარ გაუძლო და ლამარა ბებოსთან წავიდა... ბაბუის დაკარგვა ძალიან მწვავედ ვერ განიცადა, იმიტომ რომ მაშინ ქვეყანაზე უფრო დარდობდა... ბოლოს ძალიან რომ აირია სიტუაცია და ქვეყანაც ქვეყანას აღარ გავდა და საერთო გაჭირვება იყო ალეკოს ოჯახსაც ძალიან გაუჭირდა, ხელოვნებისთვის იმ დროს აღარავის ეცალა და ალეკოს მშობლებს კი სხვა არაფერი შეეძლოთ, ფიქრო დეიდამ სარდაფში სამკერვალო მოიწყო და ოჯახის შემოსავალიც ამ მცირედით შემოიფარგლებოდა, გაიყიდა ბაბუას მანქანა და სანამ ოჯახის სხვა ღირებულ ნივთებზე მიდგებოდა ჯერი ისევ ალეკომ იმარჯვა, დიდი არქეოლოგიური გეგმები ვიღას ახსოვდა, ოჯახი იყო სარჩენი, მამას სულ ახლათახალი ნოლ სემით (ჟიგულის მარკის ერთ–ერთი მოდელი 07 ანუ ნოლ სემი), დაიწყო პურის ჩაბარება მაღაზიებში, ეს საკმაოდ სარისკო საქმე იყო, იმიტომ რომ სულ თავისუფლად შეიძლებოდა დახვედროდნენ გზაზე, დაეყაჩაღებინად და მოკლული რომელიღაცა კანაოში ჩაეგდოთ, სადაც კაციშვილი ვერ იპოვნიდა... სიტუაცია უარესზე უარესი რომ ხდებოდა დღითიდღე ამას მარტო ალეკო კი არა მთელი ქვეყანა ხვდებოდა და უფსკრულისკენ მაინც დაჟინებით და არაამქვეყნიური სისწრაფით მიექანებოდა, აფხაზებსა და ქართველეს შორის ხელოვნურად დაძაბულ ურთიერთობას ომი რომ მოჰყვა და არა მარტო ე.წ. აფხაზეთის და ალეკო ერთ დღესაც სახლში იარაღით, რომ დაბრუნდა ფიქრო დეიდას გული წაუვიდა და ერთ ღამეში გამოიტირა მისი ჯერ კიდევ ცოცხალი ერთადერთი შვილი, მაშინვე აფხაზეთში არ წასულა, ჯერ აქ უნდა მოვაწესრიგო ცოტა მაინც სიტუაციაო და ბიჭების ხუთეულიც ხშირად იკრიბებოდა ალეკოს სახლის მისაღებში მდგარი მრგვალი მაგიდის ირგვლივ, ქალაქს მაშის არავინ აკონტროლებდა, სრული განუკითხავობა იყო და ძალიან გახშირდა დაყაჩაღება ძარცვები, არავის არაფერი ქონდა იმ დროისთვის წასართმევი, მაგრამ არაფერი რომ არ გაქვს და იმასაც გართმევენ, ხომ წარმოგიდგენიათ... თბილისის უბნებში მაშინ "საძმოები" შეიქმნა და დაყოფილი იყო ქალაქი მთაწმინდა–სოლოლაკის, ვაკე–საბურთალოს საძმოებად, იყვნენ პლეხანოველები და რა თქმა უნდა ვერის საძმო, რომელსაც როგორც მერე გაირკვა ლეკვო ჭელიძე მეთაურობდაო... რეალურად არავინ იცის ბიჭებმა ეს როგორ მოახერხეს, მაგრამ ვერაზე მიუხედავათ იმისა, რომ მოვლენების ეპიცენტრი ახლომახლოს იყო, სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა, მამაკაცების უმეტესობა მორიგეობით პატრულირებდა საკუთარი ინიციატივით და ერთმანეთთან შეთანხმებულად, აქ არ იძარცვებოდა ისედაც შემოძარცვული პროდუქტის მაღაზიები, ხდებოდა ნაკლები მკვლელობა და ეს ყველაფერი ვერის საძმოს დამსახურება იყო...
ახლა ხანდახან მაშინდელ საძმოებზე, რომ იწყებენ საუბარს, ყველას რატომღაც საძმოს წევრები, მკვლელები და ბანდიტები წარმოუდგენიათ, რომლებიც ხალხს გაწამებულ ცხოვრებას უფრო უწამებდნენ, მაგრამ ასე ნამდვილად არ იყო, არც იმის უარყოფას ვაპირებ ასეთები საძმოს რიგებში არ ერიათქო, რადგან სხვაგვარად არ შეიძლებოდა, ბრძოლა გადარჩენაზე იყო, შენ თუ ძალას არ დაუპირისპირებდი, შენი თუ არ შეეშინდებოდათ ისე ვერ გადარჩებოდი, მოგკლავდნენ, ისე კი საძმოები ყოველთვის თანხმდებოდნენ ერთმანეთში და მათ შორისაც ხელოვნურად, რომ არ დაეძაბად ურთიერთობა ყველაფერი გაცილებით კარგად იქნებოდა, მერე საძმოებიც ერთმანეთს დაერივნენ და მიუხედავად ამ განუკითხავობისა ვერის მოსახლეობას იმდენი არ გადაუტანია რამდენიც სხვებს, იმიტომ რომ ვერის საძმოს ერთ–ერთი დაუნდობელი საძმოს სახელი ქონდა ქალაქში და მათთან დაპირისპირებას ყველანი ერიდებოდნენ... მეც უცნაურად გამომივიდა ალეკოს გაცნობა და სხვებისი არ იყოს მეც ძალაინ შორიდან დავიწყე... მგონი იმასაც მიმიხვით, რომ ალეკო ჭლიძე ერთი თბილისელი ტიპია (ბოლო ოცი წლის გამოკლებით), არც თუ ისე დიდი ასაკის მიუხედავათ ძალიან დიდი და საინტერესო პირადი ისტორიით.
დუდანასაც ბევრი აქვს მოსმენილი ნათლიის საქებარი, სადიდებელი, საგმირო და სასიყვარულო ამბები, ეს ბოლო განსაკუთრებით აინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ცოტა იცის, ამაზე ბევრს არასოდეს საუბრობენ, თუ ალეკოსთან დაკავშირებით სხვა საკითხში ამომწურავი და გადამეტებული ინფორმაცია აქვს, სიყვარულის საკითხში მოიკოჭლებს... მამამაც მკაცრად გააფრთხილა არ შეჭამო ის ადამიანი უაზრო კითხვებითო! მაგრამ... წუწუნი დუდანამ დილიდან დაიწყო როცა საცეკვაო დარბაზში წასასვლელად ემზადებოდა, ნეტა გაიღვიძა უკვეო? ჩვენთან ხო ამოვა დღესო? მე რომ მივიდე ხომ არაფერი დაშავდებაო? და გადაიყვანა ჭკუიდან თინი, რაც ადგა მას მერე ალეკოზე საუბრობდა გაუჩერებლად, სარკესთან ტრილებდა, როცა დედამ შეახსენა გაგვიანდებაო, დუდანამაც გემრიელად აკოცა დედიკოს და კარები ჩვეული ღიმილით გაიხურა, არ ახსოვს ცეკვა რატომ დაიწყო მაგრამ ძალიან მოსწონს, სახლთანაც ახლოსაა და მოსაწყენ ვარჯიშებსაც ურჩევნია, ენერგიას კი იგივეს ხარჯავს თან ერთობა, ბავშვობაშიც დადიოდა ცეკვაზე, მერე უნივერსიტეტის გამო დაანება თავი, ახლა მოხალისეების ჯგუფში ცეკვავს, მასწავლებლებს კი გაუკვირდათ რატომ დადიხარ, ისედაც ხომ ყველაფერი იციო, მაგრამ მერე მიხვდნენ რაშიც იყო საქმე... დუდიკა ამას სასარგებლო გართობას ეძახის, სამსახურის მერე განტვირთვისთვის ძალიან კარგი საშუალებაა, ბაკალავრიატში სწავლის დროს ძალიან დაკავებული იყო და არ ეცალა, მაგისტრატურაზე კი აღმოჩნდა, რომ ბევრი თავისუფალი დრო რჩებოდა, ამიტომაც მიუბრუნდა საყვარელ საქმიანობას, ფილარმონიის მიწისქვეშა გადასასვლელი სწრაფი ნაბიჯით გაიარა და ვერის პარკის შესასვლელთან სულ ორი წუთით შეჩერდა, გაუაზრებლად გაისწორა თმები და თვალი შეავლო ხომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, მერე აჩქარებული ნაბიჯები შეანელა, მშვიდად და დინჯად აიღო გეზი ჭადრაკის სასახლისკენ, დღეს უჩვეულოდ უხალისოდ და უყურადღებოდ ცეკვავდა, ერთი სული ჰქონდა როდის დამთავრედებოდა გაკვეთილი და როდის განთავისუფლდებოდა, დედას კი უთხრა ალეკოს არ შევაწუხებო, მაგრამ წუთებს ითვლის როდის განთავისუფლდება, რომ ალეკოს გაუაროს სახლში და სადმე დაპატიჟოს... ან უბრალოდ დასხდნენ და ისაუბრონ, როგორც ყოველთვის, შეეჩვიოს ნელ–ნელა... თითქოს უხალისოდ და უყურადღებოდ ცეკვავს, მაგრამ მაინც დაიღალა... ყველას დაემშვიდობა, მისი ნივთები აიღო, ტელეფონს დახედა, სამსახურიდან ურეკავდნენ თურმე, მიუხედავად იმისა რომ შაბათობით არ მუშაობდა და ალეკოსთანაც ძალიან უნდოდა წასვლა სამსახურის ზარი უყურადღებოდ ვერ დატოვა, ცოტა ხნით შემოიარე სულ ორი სამი საათის საქმეაო თხოვეს და დუდანამაც უარი ვერ უთხრა სამსახურს თხოვნაზე, მანქანით მაინც წამოვსულიყავიო იფიქრა, ტაქსი გააჩერა და დედას დაურეკა, არ ინერვიულო გვიან ვიქნებიო....
ალეკო კი დილით ახმაურებულმა ქალაქმა გააღვიძა, დივანზე წამოჯდა და გემრიელად გაიზმორა, თავი ოდნავ სტკიოდა, ალბათ დაღლილობის და ბახუსის ბრალი ერთდროულად იყო, სამზარეულოში გავიდა და წყალი დალია, იმ მოზრდილი ჭიქით, რომელიც ბავშვობაში ეგონა, რომ ძალიან დიდი იყო ახლა კი ასეთი აღარ ჩანდა, საწყის პოზიციას დაუბრუნდა, გეგმები დააწყო რა უნდა გაეკეთებინა და მერე რკინის კიბეებზე ნაბიჯების ხმა გაიგო, სწრაფად გამოვიდა სახლიდან და მამას სახელოსნოსკენ მიმავალ ოციოდე წლის ბიჭი დაინახა, რომელსაც მისთვის ყურადღება არ მიუქცევია
–ეე, ახალგაზრდა, მომხედე აქეთ, ვინახარ და სად მიდიხარ? გაოცებულმა ბიჭმა ეჭვისთვალით ჩამოხედა ნახევრად ავლილი კიბიდან
–თქვენ თვითონ ვინ ბრძანდებით და რა თქვენი საქმეა სად მივდივარ? არ ჩამორჩა ალეკოსაც ახალგაზრდა
–იქ მამაჩემის სახელოსნოა, გაიშვირა სხვენისკენ საჩვენებელი თითი ალეკომ, ახლაგაზრდა ბიჭს გაეღიმა, კიბეები ჩამოიარა და ალეკოს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად
–მერე თავიდანვე ვერ მითხრით ლეკვო ვარ ჭელიძეო? ხმა ძალიან თბილი და ღიმილიანი გაუხდა ორი წუთის წინ აგდებულად მოსაუბრე ახალგაზრდას, ალეკოს კი უცნაური შეგრძნება დაეუფლა თავისი ძველი ზედმეტსხელის გაგონებაზე, ზურგს უკანაც გაიხედა სადაც ბეტონის კედელზე წითელი საღებავით სულ ეწერა ხოლმე საძმაკაცოს სახელები ლეკვო, ლეუშა, თავგასა, ლექსიკონა და მაღალა, ახალგაზრდა კი თითქოს მიუხვდა რას ეძებდა ალეკო
–ორი წლის წინ ახალი მცხოვრებლები გადმოვიდნენ და წაშალეს
–მხოლოდ ორი წლის წინ? გაუკვირდა ალეკოს
–ხო, მანამდე პულივიზატორით პერიოდულად ვაფერადებდი და მერე როცა თავიდან მოვინდომე თქვენი სახელების დაწერა, პატრულს გამოუძახეს და ვანდალიზმის გამო ადმინისტრაციული ჯარიმა ამარტყეს, მაგის მერე არ მოვწონვარ მაგ ოჯახს, მე კიდე მაგათი შვილი მაგრად მომწონს, ალეკოს ახალგაზრდას გულახდილობაზე გაეცინა და მაინც ვერ მიხვდა ასე ძაან ვის ახსენებდა ეს ბიჭი
–მე ბექა ვარ, ისევ გაუღიმა თბილად მოსაუბრემ ალეკოს
–სასიამოვნოა ბექა და რაში დაგჭირდა ჩვენი სახელების გამო ამხელა შარში გახვევა?
–უბანში ბევრი მომისმენია თქვენს შესახებ, დედასგანაც ბევრი ვიცი, ვერის საძმოზე, ანუ თქვენზე... ქალაქს ახლაც ახსოვს რაღაც ისტორიები და კარგია თუ ჩვენც, მომავალ თაობასაც გვეცოდინება, მეც მყავს ძმაკაცები და უბნისთვის იმდენი, რომ გამეკეთებინა რამდენიც თქვენ გააკეთეთ იმ პერიოდისთვის, იმის ამბიცია ნამდვილად მექნებოდა იმ ეზოში სადაც გავიზარდე ერთ კედელზე მაინც ყოფილიყო დაწერილი ჩემი სახელი, ალეკომ თავი გაიქნია დაუჯერებლობის ნიშნად
–ანუ ქალაქში თუ არა უბანში მაინც ახსოვთ არა ჩემი სახელი?
–მე და ჩემს სანაცნობოს გვახსოვს ყოველ შემთხვევაში და სხვებზე თავს ვერ დავდებ
–მამას სახელოსნოში რა გინდოდა?
–ხანდახან იქ ვმუშაიბ ხოლმე და ახლა მტრედებისთვის მიმქონდა საჭმელი
–ისევ იქ არიან? გაუკვირდა ალეკოს
–ბავშვობიდან ვუვლი და მტერედების ამბავი ხომ იცით, სახლს ძალია იშვიათად ტოვებენ და სადაც არ უნდა იყვნენ სახლის გზას ყოველთვის აგნებენ
–შენ თრითინას შვილი ხარ? გაკვირვებისგან გაუფართოვდა თვალები ალეკოს
–თრითინას? არ ვიცი და ირინას შვილი ნამდვილად ვარ
–ხო, უბრალოდ მე დედაშენს ყოველთვის თრითინას ვეძახდი
–არ უყვარს როცა ეგრე ეძახიან
–ვიცი, ამოიხვნეშა ალეკომ
–მამას სახელოსნოში რას ვაკეთებო? გაახსენდა უცებ ბექას ნათქვამი
–სამხატვრო აკადემიაში ვსწავლოდ, სახლში სახელოსნოს ადგილი არ მაქვს, მამათქვენს კი იდეალურად აქვს მოწყობილი ყველაფერი, დედამ მითხრა ალეკოს ნამდვილად არ ანაღვლებს ალბათ მამისეული სახელოსნო და დარწმუნებული ვარ შენ თუ გამოიყენებ წინააღმდეგი არ იქნებაო, თუ წინააღმდეგი ხართ აღარ ვიზამ, ალეკო გაოცებული უყურებდა ბექას, ისე თითქოს მის სწრაფ საუბარს აზრობრივად ვერ ეწეოდა და ბექას თვალიერებას, რომ მორჩა ნამდვილად დარწმუნდა თრითინას შვილი რომ იყო, საუბარზეც კი ეტყობოდა ეს, ისეთივე გულახდილზე, სიტყვაწყლიანზე და სასიამოვნოზე როგორც დედამისმა იცოდა ხოლმე
–არა საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ რამეში გამოგადგება შენი იყოს, ბექა ისევ კიბეებს აუყვა, ისევ ნახევრად იყო ასული ალეკოს რომ შემოუბრუნდა
–კეთილი იყოს თქვენი დარუნება, არ ვიცი რატომ მაგრამ ძალიან მიხარია, რომ გაგიცანით, თორემ ხანდახან ვფიქრობდი გამოგონილი პერსონაჟი ხომ არ იყავით
–მეც ძალიან გამიხარდა შენი გაცნობა, გაუღიმა ალეკომ და მზე ხელის გულით მოიჩრდილა როცა ბექას ახედა კიბეზე, ბექამ კიდევ რამოდენიმე საფეხური აიარა
და ისევ გაჩერდა
–ალეკო, შეიძლება ლეკვო დაგიძახოთ? ალეკომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია
და შენობით მომმართე, უკეთესი იქნებაო თან დაატანა
–მამას სახელოსნოზე ასე უცებ უარი რატომ თქვი, შენ რა აღარ ხატავ?
–არა, მოკლედ უპასუხა ალეკომ
–რა იყო თითები გადაიტეხე? ძალიან გაუკვირდა ბექას რადგან სახლშიც ქონდათ ალეკოს ერთი ორი ნამუშევარი და სახელოსნოშიც ნახა მისი ნახატები
–არა, თითები არა, სული... ნაღვლიანად უპასუხა ალეკომ და სახლისკენ აიღო გეზი, ბექას კიდევ უნდოდა რაღაცა ეთქვა, მაგრამ ალეკომ დამშვიდობების ნიშნად ხელი აუწია და მტრედებს მიხედეო ისიც უთხრა,იმედია კიდევ შევხვდებითო ჩამოსძახა კარებში შემავალს ბექამ, მაგრამ დარწმუნებული არ იყო, რომ ალეკომ ეს ბოლო სიტყვები გაიგო....
სახლში შემოსული ისევ ტყავის დივანს დაუბრუნდა, წამოწვა და ჭერს დიდი გულმოდგინებით დაუწყო ყურება, გაახსენდა თრითინა... თრითინა ანუ ირინა აფციაური, ალეკოს დედის ფიქროს მეგობრის მარგოს შვილი იყო, ერთმანეთთან ხშირი ურთიერთობის ერთ–ერთი და მთავარი მიზეზი ფაქტობრივათ ერთ ეზოში ცხოვრება იყო, თუმცა ეს უფრო პატარაობის ასაკში ხდებოდა, როცა ან მარგო დეიდას არ ეცალა და თრითინა ჭელიძეებთან რჩებოდა ან პირიქით ალეკო იყო ჩაბარებული აფციაურებს, რაც ძალიან იშვიათი იყო, რადგან ალეკოს დამტოვებელი და მზრუნველი ბებია ყავდა სახლში, თრითინა ალეკოზე ორი სამი წლით პატარა იყო და მას ყოველთვის მზრუნველი თვალით უყურებდა, პატარაა და შედი დაცვა სჭირდებაო სულ ამას ეუბნებოდა დედა, ასეთი აზრით გაიზარდა ალეკო და თრითინას ეს ალეკოს ცხოვრების ლაითმოტივი დიდობაში საკმაო პრობლემებს უქმნიდა, რატომღაც ყველას ეგონა, რომ ლეკვო ჭელიძის გოგო იყო (გოგო იმიტომ, რომ მაშინ შეყვარებულიაო ნაკლებად ამბობდნენ, გოგოაო ასე უფრო მიღებული ფორმა იყო), რეალურად კი თრითინა ალეკოს გოგო არასდროს ყოფილა, უცნაური ურთიერთობა ჰქონდათ, თრითინა ალეკოს მზრუნველობას ყველგან და ყოველვის გრძნობდა მიუხედავად იმისა, რომ ალეკო არსად ჩანდა და ის ამას მხოლოდ ხვდებოდა, ერთმანეთსაც ძალიან იშვიათად ხვდებოდნენ, ბავშობიდან განსხვავებით, ალბათ ეს უფრო ალოკეს ბრალი იყო, რადგან სტუდენტი ალეკო ჭელიძე სკოლის მოსწავლე ირინა აფციაურს თავს არ უტოლებდა, ის კი აღარ ახსოვდა როგორ ეძინათ ხოლმე პატარაობაში ერთ საწოლში და როგორ ჭამდნენ ერთი თეფშიდან ლამარა ბებოს სანაქებოდ მომზადებულ ბულიონს, თუმცა ესეც მხოლოდ სხვების თვალის ასახვევად, არ არსებობდა ალეკო ძალიან გვიან დაბრუნებულიყო სახლში და თრითინას ფანჯრისთვის კენჭები არ ესროლა, არ გაჩერდებოდა სანამ არ გამოხედავდა, ხელს აუწევდა, გაუღიმებდა და მერე მშვიდად შედიოდა სახლში, ირინას ალეკოს ამ ქმედებაზე სულ ეცინებოდა და ღიმილით აცილებდა ხოლმე ღია ფანჯრიდან სახლის ზღურბლამდე, ალეკო თუ ნასვამი იყო საქმე რთულდებოდა, რადგან მანამდე არ მიდიოდა სახლში სანამ თრითინა არ ჩამოვიდოდა და კიბეზე არ ჩამოსხდებოდნენ, სანამ თავს კალთაში არ ჩაუდებდა და გულახდილად არ მოუყვებოდა დაგროვილ ინფორმაციას მის შესახებ, თრითინა კი იცინოდა, ხან ბრაზდებოდა და ხანაც ძალიან ჭკვიანურ რჩევებს აძლევდა, დაკმაყოფილებული ალეკო უცებ წამოხტებოდა ხოლმე ფეხზე, მკაცრად ეტყოდა გაიქეცი ახლა სახლში და ფანჯრიდან გამიღიმეო, ირინა რომ დაიწუწუნებდა სულ შენზე რო ვლაპარაკობთ იქნებ მეც მინდა რამის მოყოლაო, ალეკოს ეცინებოდა და სრული სერიოზულობით ეკითხებოდა, თრითინ ჯერ კიდევ ვერ მიხვდი, რომ შენი ყველა ნაბიჯი საკუთარზე უკეთესად ვიციო??? ირინაც სწრაფად უბრუნდებოდა ფანჯარას და შეკვეთილი ღიმილით აცილებდა ალეკოს სახლამდე....
დიდ ხანს ესმოდა ალეკოს ბექას ნაბიჯების ხმა სხვენში, ძალაუნებურად იმას ფიქრობდა რამხელა შვილი ყოლია თრითინასო და ნეტა რამდენი წლისააო, საეჭვოდ გაუელვა ამ კითხვამ თავში, უცებ წამოჯდა, ძალიან გაკვირვებული სახე მიიღო, თითქოს რაღაცს დაჟინებით იხსენებსო, მერე შემაწუხებელი ფიქრებისგან რომ განთავისუფლებულიყო თავი რამოდენიმეჯერ გაიქნია და სამზარეულოში გადაინაცვლა, მოზრდილი ჭიქით წყალი ხარბად დალია და ხის მოჩუქურთმებული სამზარეულოს ერთ–ერთი თაროს კარებზე მიწებებული პატარა მწვანე სტიკერი დაინახა: "ვიცოდი, რომ არ დარჩებოდი ჩაი, ყავა და შაქარი აქ არის!" დუდიკა... წერილს მომღიმარი სმაილიკიც ეხატა და ალეკოსაც ძალაუნებურად გაეღიმა, ძველებური გაზქურა აანთო და წყალი ასადუღებლად დადგა, მერე ისევ შემოიარა მთელი სახლი სანამ წყალი დუღდებოდა, ფიქრები მოგონებებით ქონდა სავსე და ისეთი დეტალებიც კი ახსენდებოდა, რომლებიც დიდი ხნის დავიწყებული ეგონა, მოგონებების ლაბირინთიდან მომკივანმა ჩაიდანმა გამოაფხიზლა, ყავა გაიმზარა, წყალი გადაივლო, ტანსაცმელი გამოიცვალა, შეგრილებული ყავა სწრაფად დალია და სახლიდან გამოვიდა, გამოსვლისთანავე ძველი მეზობელი, ბატონი გურამი შეეფეთა, რომელმაც ჯერ თვალებს არ დაუჯერა და მერე დიდი სიყვარულით და მამაშვილურად მოეხვია ალეკოს, თავი ვერ შეიკავა გულჩვილმა მოხუცმა და ერთი ორი ცრემლიც ჩამოუგორდა ლოყებზე, რომელიც საგულდაგულოდ დამალა
–როგორ ბრძანდებით ძია გურამ? გულჩვილობა შემოგჩვევიათ სიბერეში
–ვაი მე ალეკოს დავენაცვლე, მე რა მოსაკითხი ვარ, დაჩაჩანაკებული ბებერი, რომელიც აღარავის ვჭირდები, უშვილძირო და მეზობლელბისთვის მძიმე ბარგი
–კარგით რა ბატონო გურამ, მესმის მოხუცებულობა მძიმეა, მაგრამ როგორ თუ არავის ჭირდებით? თქვენ ხომ ვერის კოლორიტი ბრძანდებით? მსოფლიოში ბევრი კი არ არის ისეთი ადამიანი რომელიც ევერესტზეა ასული?
–ეჰ შვილო ეგ ვიღას რაში აინტერესებს? აი ის მითხარი შენ როგორ ხარ და რა ქარმა გადმოგაგდო ამ ღმერთისგან დავიწყებულ ქალაქში? ისე სიმართლე, რომ გითხრა წლებია ასე არაფერი გამხარებია, როგორც ახლა შენი ნახვა, თითქოს წლები მომაკლდა და გავახალგაზრდავდი, ახლა იმას ვფიქრობ ეს ოხელი ბავშვი რას მიწყობს და ამჯერად რას მატკენსთქო
–ბოდიშით ძია გურამ მოუსვენარი ბავშვი ვიყავი და ბევრი ცუდიც გამიკეთებია თქვენთვის, მაგრამ დიდი სიყვარულით მომდიოდა ალბათ და ახლა დრო ნამდვილად არ მქონდა იმისთვის, რომ რაიმე მახე მომემზადებია თქვენთვის და ბავშვობის წლებიც ძალიან შორს დარჩა, გავჭაღარავდი უკვე
–ვხედავ შვილო, მაგრამ შენი ჭაღარა უფრო სხვა რაღაცის ბრალია ვიდრე წლების მატების და ნეტავი შენნაირი ხალხი ამრავლოს ღმერთმა იქნებ რამე გვეშველოს, ხელი ჩაიქნია უღონოდ ბატონმა გურამმა
–სადღაც მიდიოდი, არ დაგაყოვნებ, საღამოს კი ჩემნაირი გამოჩერჩეტებული ბებერისთვის თუ მიიცლი შემომიარე ვილაპარაკოთ, მხარზე რამოდენიმეჯერ თბილად დაკრა ხელი ბატონმა გურამმდა და ალეკომ ისევ ჩაიხაუტა, ახლა ჩემებთან უნდა ავიდე სასაფლაოზეო და საღამოს რო მოვალ ჩემთან შემოდით თქვენ არ შეგაწუხებთო, ბატონ გურამს რომ ემშვიდობებოდა იმ სახლიდან რომელზეც ბექამ უთხრა ორი წელია ახალი მეპატრონეები გადმოვიდნენო და მაგათი შვილი მაგრად მომწონსო, ძალიან ლამაზი, გრძელთმიანი, ასე თექვსმეტი, ჩვიდმეტი წლის გოგო გამოვიდა, უცნაური მზერა ესროლა ხელგადახვეულ მისთვის უცნობ მამაკაცს და ბატონ გურამს, ესეც მოწონებული გოგოო გაიფიქრა ალეკომ, გაუღიმა და გამარჯობაო თბილად მიესალმა გოგონას, მან კი უპასუხოდ ჩაუარათ და კარებში გამავალმა ისევ უცნაურად შეათვალიერა ისინი
–გამჭირვალეები ვართ ძია გურამ, თუ???
–ალეკოს შემოვევლე, ამ ამერიკაში ნაცხოვრებ კაცს ის გაგიკვირდა თუ არ გესალმებიან და არაფრად გაგდებენ?
–ამერიკა, ამერიკაა და ეს კი საქართველოა, თბილისი და ვერის უბანი
–შვილო, შენ თუ გგონია ძველ საქართველოს, თბილისს და უბანს დაუბრუნდი ჯობია წახვიდე, აქ იმდენი იმედგაცრუება გელოდება... ხალხი ხალხს აღარ გავს, ერთმანეთი აღარ უყვართ, აღარ ენდობიან და პატივს აღარ სცემენ ერთმანეთს...
–ხოო?
–ხო! ნაღვლიანად დაუდასტურა ბატონმა გურამმაც
–აბა რა ვიცი დილით ასე არ მომეჩვენა, მისთვის ჩაილაპარაკა ალეკომ და მხრები აიჩეჩა სასაცილოდ
–რა მოხდა დილით? დაინტერესდა ბატონი გურამიც
–თრითინას შვილი ვნახე შემთხვევით
–ბეშქენა?
–თქვენც იცნობთ?
–მაშ, აბა როგორ, ბეშქენას მთელი უბანი იცნობს, შენნაირია, შენს თავს მახსენებს...
–კაი ბიჭია? რაღაც უცნაურად დაინტერესდა ალეკო
–წარმოუდგენლად კარგი, ნუ ირინას შვილია და აბა სხვანაირი, როგორ იქნება? დიდი სიყვარულით უთხრა ბატონმა გურამმა ალეკოს, სიყვარულით იმიტომ, რომ ირინას დამსახურება იყო მას რომ თბილი საჭმელი, მზრუნველობა და მოყვასის სიყვარული არ აკლდა, მამასავით რომ უვლიდა და ბეშქენაც ბაბუასავით, რომ უყურებდა, მერე რომ წამოიზარდა დაძმაკაცდნენ და საღამოობით როცა ბეშქენას სცალია ხოლმე ჭადრაკს თამაშობენ, მისი ძმაკაცები ბატონ გურამთანაც ძმაკაცობენ, ცხოვრებას უხალისებენ და აახალგაზრდავებენ როგორც შეუძლიათ.
სწრაფი ნაბიჯით დაუყვა ალეკო ოდნავ თავდაღმართიან გზას და კოსტავას ქუჩაზე კლინიკა მედის წინ შუქნიშანზე გაჩერებული სულ რაღაც ხუთი წუთით ეზოდან გამოსწრებულ ბექას მოწონებულ და მისთვის არც თუ ზრდილობიანად გაზრდილ გოგონას ამოუდგა გვერდით, მიხვდა ყურსასმენები, რომ ეკეთა და ყურადღების მისაქცევად მხარზე რამოდენიმეჯერ ფრთხილად დაკრა ხელი, გოგონა შეშინებული შეხტა და ყურსასმენები მოიძრო, მერე როგორც ჩანს ალეკო კი იცნო, მაგრამ მაინც უსიამოვნოდ გახედა
–მისალმების გარეშე ეზოდან გამოსვლა რა ახალი წესია? თუ უზრდელობაა მოდაში?
–გიჟი კი არ ვარ ყველა უცნობს მივესალმო რომელიც გამიღიმებს და მომესალმება?
–რამდენი ხანია იმ ეზოში ცხოვრობ?
–მესამე წელია და ამას რა მნიშვნელობა აქვს?
–მე მართალია არ მიცნობ, მაგრამ სამი წლის მანძილზე ბატონი გურამიც არ გინახავს ერთხელ მაინც?
–ბატონ გურამსაც არ ვიცნობ, ვიცი, რომ ჩემს ეზოში ცხოვრობს, მაგრამ არც ეს არის იმის მიზეზი, რომ გამარჯობა უნდა ვუთხრა
–შენს ეზოში კი არ ცხოვრობს, შენ ცხოვრობ ბატონი გურამის მეზობლად, იმიტომ რომ ბატონი გურამი იქ სამოცდა ათი წელია ცხოვრობს, ხედავ განსხვავებას სამსა და სამოცდა ათს შორის? ეს ერთი და მერე მეორე, ბაბუას ტოლა და გურამი ძიას ნაირ საყვარელ პიროვნებას დილამშვიდობისას თუ ეტყვი და ბედნიერ დღეს უსურვებ არაფერი დაგიშავდება, არც ჩინ მედლები ჩამოგცვივდება, რომლებიც ისედაც არ გაქვს, არც გვარიშვილობა ჩამოგერთმევა, მაინც არა მგონია ძაან დიდი გვაროსანი მყავდე და ადამიანობა კი მოგემატება, რომელის დეფიციტსაც აშკარად განიცდი
–შენ ნორმალური ხარ? თუ თავს არ დამანებებ პოლიციას დავუძახებ
–შენობით მომართვის უფლება არ მომიცია, ვერც ვერაფერში ვერ დამადანაშაულებ და პოლიცია შეიძლება გაგიბრაზდეს ტყუილად შეწუხებისთვის, მეორეჯერ არ დაგინახო ბატონ გურამს ისე აგდებულად ჩაუარო როგორც დღეს, გასაგებია? შუქნიშანზე ფეხით მოსიარულეებისთვის მწვანე შუქი აინთო, კოსტავას ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობა შეჩერდა, ალეკოს თანამოსაუბრემ თავს უშველა, ავადმყოფიო... ამ სიტყვებით გაშორდა სწრაფი ნაბიჯით, ალეკომ კი თვალი შეავლო ქუჩაზე ოთხ მწკრივად ჩაწყობილ მანქანებს, ბატონი გურამისი არ იყოს რა გიკვირს ამ ამერიკაში ნაცხოვრებ კაცსო ის გაახსენდა, როცა ერთი ასად გაზრდილი მანქანების რაოდენობის გამო ცოტა სხვანაირად იგრძნო თავი, მან ხომ სულ სხვა თბილისი დატოვა? ნაღვლიანად დახარა თავი და ძია გურამი კიდევ ერთხელ გაახსენდა, ეს არც ძველი საქართველოა, არც ძველი თბილისი და არც ძველი ვერის უბანიო... ტაქსი გააჩერა, ჯერ მიესალმა და მხოლოდ ამის მერე უთხრა თუ სად სურდა წასვლა, დედას ყვითელი ყვავილები უყიდა, ბებოს მიხაკები, ასე უყვარდათ და იმიტომ, სასაფლაო მოვლილ–მოწესრიგებულ–დასუფთავებული დახვდა, გაუხარდა, თუმცა ამისთვის არც ისე მცირედ თანხას იხდიდა ყოველთვიურად, დიდი ხანი არ გაჩერებულა, მერე კიდევ ერთი ორგან შეიარა, დაღუპული თანამებრძოლი უბნელი ბიჭები მოინახულა და სულდამძიმებული დაუყვა სასაფლაოს ფერდობს...



№1  offline წევრი nataska

Ta tu
marto erti mkitxvelic rom kavdes istorias mainc ar shevckvitav, shen magaze ar inerviulo... :* :* :*

 


№2  offline წევრი mbella

რა ძალიან კარგი ხარ :** მართლა, ძალიან ნიჭიერი და საოცარი გოგო :*** მიყვარს შენი ყველა ისტორია, უკვე ესეც :** წარმატებები <3

 


№3  offline წევრი nataska

mbella
Shen martlac rom chemi gamorcheuli mkitxveli xar da sul sul maxarebs sheni komentarebi, madloba chemo kargi, imedia sxvebs ar ewkinebat chemi es komentari :* :* :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent