შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მისი სამყარო. თავი 4


19-06-2015, 00:15
ავტორი nataska
ნანახია 2 521

მოგონებებს შეუძლიათ გახადონ ბალიშები მოუხერხებლები და ღამეები უსასრულოები... მოგონებებისავით არაფერს შეუძლია თავი მოაბეზროს ადამიანს, განსაკუთრების ღამის სიჩუმეში, როცა თითოეულ მათგანს კრივის რინგზე ხვდები როგორც მოწინააღმდგეებს და მოწინააღმდეგეების სია აღარ მთავრდება, მერე ხვდები, რომ მათთან გამკლავების არც ფიზიკური და არც ფსიქოლოგიური ძალა არ გაგაჩნია და ნებდები, ისინიც ელვის სისწრაფით ცვლიან ერთმანეთს შენს თავში და ხარ ხან უზომოდ ბედნიერი, ხან კიდევ ისეთი უბედური, რომ გინდება, მერე ისევ ბედნიერი მოგონებები ბრუნდებიან და გშველიან, ალეკოც ასე წრიალებს საწოლში და ერთდროულად მოზღვევულ ამდენ მოგონებას რა უყოს არ იცის, დღეს იმდენი იბოდიალა ფეხით ქალაქში, თავისი ქალაქის საპოვნელად და სამწუხროდ ვეღარ იპოვნა, ძალიან დაწყდა გული, თითქოს გაბოროტებული, გაღარიბებული, გადასხვაფერებული ხალხის დანახვამ შეაშინა... თავის სკოლას ჩაუარა გვერდით, იქაც უცხოობა იგრძნო, ვიზუალურად თითქოს დიდი არაფერი შეცვლილა, მაგრამ ხალხია სხვა და სხვანაირი, სკოლიდან უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლა დიდხანს იჯდა პირველი კორპუსის ეზოში და თავისი სტუდენტობის პერიოდ იხსენებდა, რომელსაც სულ არაფერი ჰქონდა საერთო დღევანდელობასთან, ძალიან გაუკვირდა სად დაიკარგა ის ყველაფერი რაც მას ასე ძალიან უყვარდა და როგორც ამბობენ ქართველებისთვის ძალიან დამახასიათებელი იყო ერთ დროს? ერთმანეთის სიყვარული, პატივისცემა, ღიმილი და დაუმადლებელი გამარჯობა, ახლა გამარჯობის მაგივრად, "პრივეტებიიიი", "ჰაი სასტავს" უამრავი საშინელი სლენგი რომელიც ალეკოს სმენას საშინლად ხვდება, უპატივცემულობა, უაზრობა.... კიდევ რაღაცა აკლია და ვერ ხვდება ამხელა დანაკლისს რის გამო განიცდს, მერე თითქოს მიხვდა, სილაღე აკლია ქალაქს, უდარდელობა... ხალხის თვალებში სიყვარულის ადგილი დაღლილობას და ხვალინდელი დღის შიშს შეუცვლია და საზოგადოების ასეთი სახეცვლილება სწორედ ამის ბრალია, მერე უაზროდ დაეხეტებოდა ვერის უბნის მონატრებულ ქუჩეჩებში, სადაც ყველა კუნჭულს იცნობდა და ყველა ქუჩასთან სულ მცირე ერთი მოგონება მაინც აკავშირებდა, სადღაც პირველად იჩხუბა (თრითინას გამო სხვათა შორის), სადღაც პირველად მიაცილა გოგო, მერე კიდევ მიაცილა, მერე კიდევ და ერთ–ერთი ასეთი მოცილების დროს გამბედაობა მოიკრიბა და ძალიან უნიჭოდ აკოცა პირველად... უცებ გაახსენდა ის პირველი კოცნის შეგრძნებაც, რაღაც უჩვეულომ რომ დაუარა მთელს ტანში და მერე ისიც გაახსენდა როგორი დიდი ეგონა თავი ამის გამო, კაცობდა უკვე, ძმაკაცებისთვის არაფერი უთქვამ ამაზე, არაკაცურ საქცილეად მიაჩნდა და იმიტომ, უკვე სკოლას ამთავრებნენ როცა გადაწყვიტეს, რომ ქალების გემოც უნდა გაეგოთ და იმ ადგილის დანახვაზე სადაც ეს პირველად მოხდა ლოყები წამოუწითლდა, ისიც გაახსენდა რამდენ ხანს იმუშავეს სომეხი რუბენას ცეხში, რომ ქალების ფული ეშოვნათ, თან ისეთი სოლიდარულები იყვნენ სანამ ხუთივესთვის არ შეაგროვეს ფული, არც ერთს არ უფიქრია მარტოს გაძრომა... პირველი ფიზიკური ურთიერთობის უსიამოვნო შეგრძნებებიც გაიხსენა, გაიხსენა როგორ არ მოეწონა ეს ყველაფერი და ზიზღის გრძნობაც კი გამოიწვია, მაშინ დაასკვნა რომ ამისთვის სიყვარული იყო საჭირო, სიყვარული თუ არა უბრალოდ მოწონება მაინც და მოსაწონი არც იმ გარემოს და არც იმ დედისტოლა მანდილოსანს არაფერი ჰქონდა, რომელთანაც მორიდებულობას უფრო გრძნობდა, მაშინ როცა ძალიან თამამი უნდა ყოფილიყო და მას მერე არასდროს ყოფილა ალეკო ამ ერთ–ერთი ყველაზე ძველი პროფესიის წარმომადგენლებთან... შემდეგი გაჩერება თინის სახლი იყო, უფრო სწორად ის სახლი რომელსაც თინი და მისი ორი მეგობარი ქირაობდა სტუდენტობის პერიოდში და ლეუშას თხოვნით ალეკო საოცარ ნახატებს უხატავდა ხოლმე ცარცით ხან ასფალტზე და ხანაც იმ კედელზე რომელიც ყველაზე კარგად ჩანდა მათი სახლის ფანჯრებიდან, ახსოვს როგორ უყვარდა და პატივს სცემდა თინის იმისთვის, რომ იყო ისეთი როგორიც იყო, იმიტომ რომ ალეკოსთვის სიყვარული მხოლოდ სიმართლით და გულწრფელობით მიიღწეოდა, თინი კი მეამიტობამდე მართალი და ბავშვურობამდე გულწრფელი იყო... უყვარდა ლეუშა უბრალოდ, ისე, არაფრისთვის და მასთან ერთად უყვარდა ის ოთხი ტვინდასეტყვილი არსება, რომლებიც ლეუშას კომპლექტში მოყვებოდა... უყვარდა თინისთან საუბარი, ბევრჯერ უთქვამს მისთვის ჩემს თრითინას გავხარ, მოსმენა და გაგება შეგიძლიაო, თუმცა თინის თხოვნაზე გამაცანი ირინაო ყოველთვის უარს ეუბნებოდა, თითქოს მისი გაყოფა არ უნდოდა არავისთან... ლეუშას და თინის დიდ ხანს არ უფიქრიათ და ნაცნობობის სამითვის თავზე ხელიც მოაწერეს, მაშინ ჯვარს ძალიან იშვიათად იწერდნენ, თითქმის არასდროს, ერთი წლის შემდეგ როცა დუდანა გაჩნდა თინიმ აიჩემა ბავშვიც მოვნათლოდ და ჯვარიც დავიწეროთო, მაშინ მეჯვარე და ნათლია ალეკომ პირველად დაიჭირა ორმოცი დღის დუდიკა ხელში, რომელსაც მშვიდად ეძინა მანამ სანამ მამაომ ცივი წყალი არ გადაავლო სამჯერ თავზე და დუდიკაც უსიამოვნოდ შეიშმუშნა, ნათლობის და ჯვრისწერის აღსანიშნავი ქეიფის შუაგულში თინი თბილად მიეხუტა ალეკოს რომელიც დუდიკას ხელს ისევ არ უშვებდა და შენთვისაც მალე მომელოცოს ეს ყველაფერიო ჩასჩურჩულა, ალეკომ კი რაღაც ორაზროვნად გაუცინა და ჩვეული ირონიით უპასუხა მე საოცრებების არ მჯერა, ჩემს ცხოვრებაში ისინი არასოდეს მომხდარაო... აბა ეს რა არისო, თვალით ანიშნა დუდიკაზე თინიმ და ისე რომ მის პასუხს არც კი დალოდებია, მამასკენ წავიდა და საცეკვაოდ წაიყვანა, ალოკემ კი თავისი თავი უცნაურ ფიქრზე დაიჭირა, როცა თეთრ კაბაში გამოწყობილი მამაზე სიყვარულით მიკრულ და მოცეკვავე თინის შეხედა, მართალია დუდიკა მისი შვილი არ იყო მაგრამ ძალიან მოუნდა ოდესმე მასთან ერთად ასე თეთრ კაბაში გამოწყობილს ეცეკვა... რაც დრო გადიოდა უფრო რწმუნდებოდა რომ თინიმ სიმართლე უთხრა და რომ დუდიკა მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სასწაული იყო, საუკეთესო ნათლიობას უწევდა, შეეძლო მთელი დღე დაეტოვებინა ბავშვი და თინი არ ნერვიულობდა როგორ მოუვლიდა ალეკო ბავშვს, იმიტომ რომ ალეკო საუკეთესო ძიძა იყო... ბევრჯერ უსაუბრია ლეუშას და ალეკოს რომ იმაზე სასიამოვნო არაფერია ცხოვრებაში როცა დუდიკა გულზე გიწვენია და ისე სძინავსო, ლეუშა კი ეუბნებოდა ნუ მაეჭვიანებო, შენი გააჩინე და ჩემსას თავი დაანებეო... ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი გაიგო როგორ აღმოჩნდა პირველი სკოლის და ქაშუეთის ეკლესიას შორის, ადგილიც შესაფერისი იყო და მოგონებების პერიოდმა მტკივნეულ ნიშნულს, რომ მიაღწია, ალეკომ თავი მოთოკა და ფიქრები თავის ნებაზე აღარ მიუშვა, სახლისკენ შემობრუნდა და თავი აიძულა ისევ სასიამოვნო რაღაცეებზე ეფიქრა, საათსაც დახედა და გურამი ძიასთვის მიცემული პირობაც გაახსენდა... იქ კი დუდიკას და ბეშქენას ერთად ნახვას ნამდვილად არ ელოდა, მაგრამ ცუდი მოგონებების გაფანტვაში ისინი ნამდვილად დაეხმარნენ, ახლა კი როცა მარტო დარჩა ისევ მოვიდნენ ისინი უკითხავად და მიხვდა, რომ მოგონებებს მხოლოდ დღის შუქი გაფანტავს, ამიტომ ჩვეული მოთმინებით ელოდება გათენებას...
ახალი ამბით აფორიაქებული ირინა სამზარეულოში ბოლთას სცემს... აღარც დასარეცხი ჭურჭელი ახსოვს, კიდე რაღაცის გაკეთება უნდოდა, ისიც დაავიწყდა, ბექაზე ნერვები მოეშალა, ხვალ რომ ეთქვა რა მოხდებოდაო? ისედაც ნამორიგევებია, ძილი ძალიან უნდოდა და ახლა რაღა დააძინებს? სამზარეულოს ფანჯრის ფარდა ფრთხილად გადაწია, ალეკოს სახლის ფანჯრებიდან შუქი გამოდიოდა, ცივად გაუშვა ხელი გადაწეულ ფარდას, თითქოს შეეშინდა არავის დაენახა, მართლა ჩამოსულაო ამოიხვნეშა და ოთახში შეიკეტა.... მოგონებებმა მისი ბალიშებიც გახადეს მოუხერხებლები, ისიც დამარცხდა მოგონებებთან ბრძოლაში და მორჩილად ელოდა გათენებას... დღის სინათლეს...
ნანანტრი დღის სინათლე, რომ დადგა და საშინელ სიჩუმეში გახვეული ქალაქი ახმაურდა, მოგონებები სადღაც გაიფანტა და ცხოვრება რეალურ რითმს დაუბრუნდა, დილაადრაიან წამოდგა ირინა, დიდხნს ესმოდა ბეშქენას დედის მოუსვენარი სიარული, ერთ ადგილას რომ ვერ ჩერდებოდა, ეცინებოდა და ეგონა, რომ დედა ისევ ის მოზადრი გოგო იყო რომელმაც არ იცის რა ქნას, როცა იმ ბიჭთან შეხვედრა გარდაუვალია რომელიც დიდი ხანია უყვარს.... ეცინებოდა დედაზე და თავს უცნაურად გრძნობდა, მისი წამების შემსუბუქება მოუნდა და ტელევიზორის წინ ყავით ხელში დივანზე ჩამომჯდარს ფრთხილად მიუჯდა გვერდით
–დეეე, თბილად მოხვია მისი დიდი ხელები და კისერში აკოცა
–კარგად ხარ?
–არ მეგონა კიდევ თუ ვნახავდი როდესმე, როგორია? დაბერებულია? რა გითხრა რომ შეხვდით ერთმანეთს? დედას მოუსვენრობაზე ბეშქენა უფრო გახალისდა
–ვერ ვიცანი, სურათებში სულ სხვანაირია, ახლა გაჭაღარავებულია, თუმცა სანუგეშოს ვერაფერს გეტყვი, ჩემი აზრით ახლა უკეთესად გამოიყურება ვიდრე ადრე, ირინამ უკმაყოფილოდ გადაიქნია თავი და ბექას თვალები დაუბრიალა
–უბრალოდ ვისაუბრეთ, მერე გურამჩიკასთან შევხვდით კიდე საღამოს... ირინა შვილს ისევ უკმაყოფილოდ უყურებდა
–დე, ვერ გავიგე რისი მოსმენა გინდა ჩემგან, მან ხომ არაფერი იცის, მე მისთვის მისი თრითინას შვილი ვარ
–ეს თვითონ გითხრა?
–დამშვიდდი ირინა, ხომ იცი, რომ გარდაუვალია მასთან შეხვედრა, რაც უფრო მშვიდი და გაწონასწორებული იქნები ამ მომენტისთვის მით უკეთესი შენთვი... ირინამ თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია, სახლიდან ერთად გამოვიდა დედა–შვილი, ირინამ მორცხვად გააპარა თვალი ალეკოს ეზოსკენ
–ნუ გეშინია ასე დილაუთენია არ ადგებოდა, გუშინ სავარაუდოდ შენსავით მოგონებები არ მოასვენებდა ლოგინში და დამიჯერე მას მეტი აქვს გასახსენებელი, ირინამ შიშით გახედა შვილს, ამხელა როდის გამეზარდაო და ერთმანეთს ავტობუსების გაჩერებაზე დაშორდნენ, იმიტომ რომ სხვადასხვა გზებით უნდა წასულიყვნენ....
ამის მერე ირინა ჯეიმს ბონდად გადაიქცა, სანამ სახლიდან გამოვიდოდა ტერიტორიას კარგად ზვერავდა ხოლმე, მაგრამ დიდი კონსპირაციული ნიჭის გამოვლენა არ დასჭირვებია, როცა ის სამსახურში მიდიოდა ალეკოს გათიშლს ეძინა, ხოლო როცა ბრუნდებოდა ალეკო მაშინ სახლშ არ იყო, იმიტომ რომ ყოველ ღამეს ქეიფობდნენ საძმაკაცოს თითოეულ წევრთან და არა მარტო საძმაკაცოს, სტუმრობა მხოლოდ საძმაკაცოს ოჯახებით არ შემოიფარგლა, თბილისში ალეკოს საკმაოდ მრავალრიცხოვანი სანათესაო ცხოვრობდა და მისი დაბრუნების ამბავი არც ერთს არ გამორჩენია, ისიც იხდიდა მოვალეობას და ყოველ დღე სადღაც იყო სტუმრად და ხუმრობდა, რა მაგარია უსაქმურობაო.... ასეთი გადაპატიჟებ გადმოპატიჟებები დაახლოებით ორი კვირის მანძილზე გრძელდებოდა, ისე რომ ალეკოს ირინა არ უნახია, ბექას ხვდებოდა ხოლმე და თუ სადმე არ იყო დაპატიჟებული ბატონ გურამთან ერთად ჭადრაკს თამაშობდნენ, მისი ძმაკაცებიც გაიცნო, დუდიკაც უერთდებოდათ, როცა დრო ჰქონდა და ბექასაც ესაყვედურებოდა, შენზე ეჭვიანობას ვიწყებ უკვეო, დედაზე გადაკვრით რამოდენიმე კითხვა დაუსვა ალეკომ, ხომ უთხარი, რომ ჩამოვედიო? ხომ არაფერი დაუბარებია ჩემთანო, დედაშენს მე მგონი ზრდილობის და ქცევის წესები დააავიწყდაო, ან მესტუმროს ან სტუმრად დამპატიჟოსო და ბეშქენაც დედასთან ამისამართებდა ალეკოს საყვედურებს, მერე ისიც უთხრა დაპატიჟება რაში გჭირდება რვა საათის მერე სულ სახლშია და ნებისმიერ დროს შეგიძლია მისი ნახვაო, მაგრამ ალეკოს ასე დაუპატიჟებლად სტუმრობის გამბედაობა არ ეყო, თრითინას ნახვის სურვიკი კი დღითიდღე მატულობდა ხოლო მოთმინების ფიალა კი იცლებოდა, გამბედაობას კი ვერაფრით იკრეფდა...
ასევე ხშირი სტუმარი იყო ძმაკაცების სარეკლამო კომპანიაში სადაც დუდიკაც მუშაობდა ორ სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე, იურისტად და ფოტოგრაფ–გრაფიკოსად, ასე მასთან უფრო ბევრ დროს ატარებდა, თავგასას ბიჭი უფო მეტად არ მოეწონა რაც უფრო ახლოს გაიცნო და არც ის მოსწონდა სულ დუდანას გვერდით, რომ იყო, ბევრჯერ გადაწყვიტა დაველაპარაკები ამ თემაზეო, მერე გადაიფიქრა მე მგონი არ მაქ უფლებაო, ცალკე დარჩენის და საუბრით გულის ჯერების დრო ვერ გამონახეს ნათლია–ნათლულმა, დუდიკაც წუწუნებდა, მე მგონი ჯობდა ამერიკაში, რომ იყავი ისე უფრო ბევრს ვსაუბრობდითო და მწარედაც შეახსენა რამოდენიმეჯერ, სანამ ჩამოხვიდოდი მპირდებოდი ჩემს თბილისს გაგაცნობო და რაღაც ამ პირობას შესრულების პირი არ უჩანსო...



№1  offline წევრი mbella

ისე კარგად წერ რომ არ მყოფნის, დიდი თავია მაგრამ მაინც ისე მალე შემომეკითხა ვერც მივხვდი რომ ბოლოში გავსულვარ :DD ძალიან მაგარი გოგო ხარ და არ მომბეზრდება შენი ნაწერების კითხვა არასდროს :***

 


№2  offline წევრი aneta

კიდე მინდა :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent