პირადი მცველი [20] ~დასასრული~
–ძლივს გიპოვნეთ –ანასტასია? –კარგად ხარ? –ჰეი ხელი რომ აუქნია მამაკაცმა ცხვირწინ მაშინღა მოვიდა გონს,დვალის კოცნამ სულ დააბნია და ჩააფიქრა,ვინ იცის რამდენი ხანი იდგებოდა კიდევ ასე გაშეშებული ანდრეი რომარ მოსულიყო ბავშვთან ერთად –ყველაფერი რიგზეა? ნატაშას ჩასძინებოდა,მამამისის მხარზე ედო თავი –ანასტასია –კი,ყველაფერი კარგადაა,წავიდეთ? –შენ რატომ უნდა წამოხვიდე? –რაღა მინდა? –ჩვენ წავალთ,შენ დარჩი –არა,არ მინდა უკან უნდა გაჰყოლოდა ისევ რომ მობრუნდა მამაკაცი –დარჩი ანასტასია,ნატაშას მე მივხედავ,შენ არავითარი ვალდებულება არ გაქვს მის წინაშე,დამშვიდდი –წამოსვლა მერჩივნა,გადავიღალე –უტაქტობა იქნება ასე მალე რომ წამოხვიდე –კარგი,მაშინ ხვალ გნახავ –ხვალ მივფრინავთ არა? უცებ საოცრად დასევდიანდა ქალი,ახლახანს გაახსენდა რომ ხვალ მიდიოდა ამ ქალაქიდან –ხო,დილით მივდივართ მძიმედ ჩაილაპარაკა და მამაკაცს მოსცილდა. ***** –დღეს მთელი დღეა ცუდ გუნებაზე ხარ საყვარელო თაკო ზურგზე ეფერებოდა დვალს,ისე ეტმასნებოდა ქალი რომ მამაკაცს მისი სიახლოვისგან სუნთქვაც უჭირდა უკვე –თაკო გაჩერდი –ეს საქმიანი საღამოა,და არა გასართობი წვეულება მკაცრად დაუმარვლა სიტყვები ქალს და ანასტასიას მოჰკრა თვალი –ეს ის ანასტასია ჭავჭავაძეა არა? თაკომ ზიზღით წარმოთქვა და ქალს გააყოლა თვალები,მამაკაცს თვალები გაუფართოვდა –შენ საიდან იცი ანასტასია ჭავჭავაძე ვინ არის? თაკოს გაეცინა –შენ გგონია რომ არ ვიცი,მთელ კომპანიაში მაგაზე საუბრობდნენ ერთი წლის წინ,ყველას უკვირდა როგორ გაუტეხა გული ამხელა კაცს,ხმას რომ აღარ იღებსო,აი თურმე ვინ ყოფილა ის პატარა გოგო,გული რომ გაგიტეხა ქალმა ისევ სიცილი დაიწყო დვალმა იქაურობა შეათვალიერა,მერე ნელა მიიწია ქალისკენ და მკლავში მოუჭირა ხელი,თაკო სიმწრისგან დაიმანჭა –ამ ქალის სახელი ასე აგდებულად მეორედ აღარ წარმოთქვა?გაიგე?! –კარგი,კარგი გამიშვი დვალმა ხელი შეუშვა,თაკომ რაღაც ჩაიბუტბუტა თავისთვის და სასმელის ჭიქას დაავლო ხელი ***** –ღმერთო ამდენს როგორ გავუძლებ? სარკესთან იდგა,სახე ახურებული ჰქონდა მთლიანად და საკუთარ სახეს აკვირდებოდა მინაში,ათასი ფიქრი დაუტრიალდა თავში,რაღა საჭირო იყო ეს ყველაფერი თუ ხვალ ყველაფერი უნდა დამთავრდეს? ვეღარ გაუძლო და ხელში დაგუბებული წყალი სახეზე მიისხა,სიცივისაგან შეაკანკალა და პირსახოცით შეიმშრალა ნაკვთები თავი რომ ასწია ქალის სილუეტს მოჰკრა თვალი გვერდით სარკეში,მაშინვე ამოიცნო,სახე დაიმშვიდა,არც კი გაუმახვილებია ყურადღება –თქვენ გოგი ჭავჭავაძის ქალიშვილი,არა? გამომწვევი ხმით შეეკითხა თაკო რამდენი ხანია არავის უხსენებია მასთან გოგი,ანდა არავის უკითხია მისი შვილი იყო თუ არა,ის დრო გაახსენდა საქართველოში რომ იყო,იქ ყველა ამას ეკითხებოდა მისი გვარის გაგებისთანავე –გამოიცანი მოკლედ მოუჭრა ქალს და სარკიდან გაუღიმა –არა,ასეთი კარგი ინტუიცია ნამდვილად არ მაქვს,უბრალოდ ჟურნალებიდან გიცანით,იმ სკანდალის მერე ყველგან თქვენი ფოტოები იყო –სკანდალი? თვალები მოჭუტა ანასტასიამ,მართალია ხშირად იყო ჟურნალებში თუმცა სკანდალში არასოდეს გახვეულა,ეს ნამდვილად იცის –შენი და დამიანეს ამბავზე ქალს სუნთქვა შეეკვრა და სახეზე ფერი წაერთვა –მაშინ დამიანეს არ ვიცნობდი,2 წლის ამბავია,ყველა თქვენს რომანზე ლაპარაკობდა,მერე სკანდალურ დაშორებაზე,თუმცა მალევე მიწყდა ყველაფერი,დამიანემ ყველა რედაქცია დაახურინა რომელიც ამ თემას შეეხო ქალი ღრმად სუნთქავდა ისევ,ნახევარი არც კი ესმოდა –მართლაც უცნაური ისტორია იყო ჩაილაპარაკა თაკომ და გაუღიმა ანასტასიას –არავითარი ისტორია და მითუმეტეს რომანი არ ყოფილა,უბრალოდ საქმიანი ურთიერთობა იყო,სხვა არაფერი –კარგი რა გაეცინა თაკოს –მე გითხარით,თქვენ გინდა დაიჯერეთ გინდ–არა! ხელები შეიმშრალა ჭავჭავაძემ –თქვენ რომ დამიანეს თვალებს ხედავდეთ თქვენი დანახვისას,ვერ იტყოდით იგივეს! მიუხედავად იმისა რომ გულში ჩაწვდა ეს სიტყვები,თითქოს არც გაუგონია,ისე გამოვიდა საპირფარეშოდან,სასწრაფოდ გარეთ გავიდა უკანა კარიდან,ტაქსი გააჩერა და აფორიაქებული ჩაჯდა შიგ ***** დილით ზარმა გააღვიძა,გოგი ურეკავდა –გისმენ მამა –რამდენი ხანია შენგან ეგ სიტყვა არ გამიგონია –კარგი რა გოგი კაცს გაეცინა –როგორ ხარ? –არამიშავს,დღეს ვბრუნდები შინ –ასე მალე რატომ? –უკვე ყველაფერი მოვაგვარეთ –ანუ დღეს უკვე სახლში იქნები? –ხო –რომ ჩაფრინდები აუცილებლად დამირეკე,ვნერვიულობ –თუ მოვახერხე დაგირეკავ –გთხოვ ანასტასია,ხომ იცი შენზე ფიქრი მკლავს –კარგი მამა,დაგირეკავ,გკოცნი მობილური გაუთიშა,სწრაფად წამოვარდა და მალევე ჩაალაგა ჩემოდანი,საშინლად სევდიანი იყო. კარზე კაკუნი მოესმა –მოვდივაარ მიაძახა კარებს იქეთ და ბარგი შეკრა ღრმად ჩაისუნთქა,თვალები მაგრად დახუჭა,მერე ისევ გაახილა და გარეთ გავიდა –წავედით? –წავედით! –ნატაშა? ბავშვს რომ ვერ მოჰკრა თვალი გაუკვირდა –არ იცი რა გამოვიარე გუშინ –რა მოხდა? ბარგი მიაყუდა და ანდრეის მიაჩერდა –სასტუმროში რომ მოვედით ნატაშას დეიდა დაგვხვდა –მართლა? –ხო,თურმე დიდი ხანი გვეძებდა,ჩვენზე გაზეთებში დაუწერიათ აქ რომ ჩამოვდიოდით და მოგვაგნო,ნატაშას გაცნობა უნდოდა –წაიყვანა? –ხო,რამოდენიმე დღე მასთან დარჩება,მერე ჩამოვაკითხავ და წავიყვან,ძალიან კარგი ქალი აღმოჩნდა –რა კარგია სიხარული ვერ დამალა ქალმა და მამაკაცს გადაეხვია,თუმცა მალევე დაუსევდიანდა სახე –ცუდად ხარ ანასტასია? მამაკაცს არ გამოპარვია –არამიშავს –ვიცი არ გინდა ამაზე საუბარი,მაგრამ ის მამაკაცი.. –არ მინდა,ნამდვილად არ მინდა,რომ ჩავალთ ყველაფერს გეტყვი –კარგი,როგორც გინდა გაიღიმა კაცმა და ლიფტს დაელოდა ***** აეროპორტში რომ მივიდა უამრავი ხალხი დახვდა,იმ კომპანიიდან იყვნენ რომელთანაც კონტრაქტი გააფორმეს,აცილებდნენ,ქალი იჯდა და ელოდა უცებ დვალს რომ მოჰკრა თვალი,თაკოსთან ერთად იყო,ხელში მათაც ბილეთები ეჭირათ,მამაკაცმაც შეამჩნია ჭავჭავაძე და მისკენ დაიძრა –როგორ ხარ? ანასტასიას ხმა არ ამოუღია,თავბრუს ახვევდა ამ კაცის ყოველი სიტყვა –კარგად –ჩვენი რეისი რომელზეა,შემახსენე? ქალს თვალები გაუფართოვდა –ჩვენი? –ხო,ჩვენი ანასტასია,ჩემი და შენი,შენი და ჩემი დვალს საოცრად სევდიანი თვალები ჰქონდა,ხმაც,და გამოხედვაც –შენ რა ჩვენსკენ მოფრინავ? –ხო –ბილეთი გაქვს? –არა,მაგრამ ამწუთასვე ავიღებ,ოღონდ მითხარი რომ გინდა,შენთან ერთად წამოვიდე –თაკო? ვეღარ მოითმინა ჭავჭავაძემ დვალს გაეცინა –თაკო თავისი გზით წავა –შენც რომ შენი გზით იარო არ გინდა? ბრაზი ჩაუდგა თვალებში ქალს,ფეხზე წამოვარდა და გარეთ გავიდა,დვალიც აედევნა –რა გინდა?რატომ მომყვები? –შენთან მინდა ანასტასია,ნუთუ ასე ძნელია ამის გაგება,აღარ მინდა ისევ იგივე რომ განვიცადო,აღარ მინდა ისევ იმედები გამიცრუვდეს –კიდევ მე გაგიცრუე იმედები? კიდევ მე? ვეღარ მოითმინა ქალმა,ხმამაღლა შეეკითხა დვალს –შენ არა ტასო,საკუთარმა თავმა გამიცრუა იმედები,რომ ვერ შევძელი მაშინ და ვერ მოგაბრუნე,იმაც გამიცრუა იმედები,4 წელი რომ უშენოდ გავატარე,სიბნელეში –სასაცილო ხარ! ხელებით ელაპარაკებოდა მამაკაცს და უცებ ის ღამე გაახსენდა,მაშინაც ასე დაიწყო ყველაფერი,მაშინაც ვერ შეიკავა ემოციები –ვეღარ გამასულელებ! მაშინდელივით არ აგყვები დვალსაც გაახსენდა –ის ღამე რომ მახსენდება,რომ მახსენდება მაშინდელი შენი ცრემლები,შენი სიტყვები,საკუთარი თავი მეზიზღება –აღარ დაიწყო!გაჩერდი ქალი მშვიდად ლაპარაკობდა,არცერთი წამით არ დაუკარგავს მოთმინება,დვალი კი საოცრად ემოციური და სევდიანი იყო –მითხარი რომ არ გიყვარვარ,მითხარი რომ არ გინდა ჩემთან ცხოვრება,მითხარი რომ ერთი წამითაც არ მოგნატრებივარ,მითხარი რომ არცერთი წამით არ გინატრია შენთან ვყოფილიყავი,მითხარი და ჩემთვის ყველაზე ძვირფას–შენს თავს გეფიცები აღარ გამოგყვები ქალს ხელები აუკანკალდა,დვალისკენ შემობრუნდა და ახლოს მიიწია მასთან,რაღაცის თქმა დააპირა უცებ მამაკაცის თვალებს რომ შეეჩეხა,დვალმა ვეღარ გაუძლო ამ მზერას,უცებ ტვინი გადაუტრიალდა,აფეთქება მოხდა მის თავში და ცხოველივით ეცა ქალს,სწრაფად თუმცა ფრთხილად მოიქცია მისი სახე ხელებში და ტუჩებში აკოცა,მთელი 4 წელი ჩაატია მამაკაცმა ამ კოცნაში,მთელი ის კოცნები რომლებიც ამ დროის განმავლობაში უნდა ეჩუქებინა ქალისთვის,გაახსენდა რამდენჯერ უოცნებია ამ წლების განმავლობაში ოდნავ მაინც შეხებოდა ქალის ტუჩებს,მაგრამ ახლა? ახლა ოდნავით ვერ დაკმაყოფილდა დვალი,საოცარი ვნებით კოცნიდა ქალს და მთელი სხეულით გრძნობდა ამ კოცნას,ჭავჭავაძე გახევებული იდგა,იდგა და სიამოვნებისგან გულის ფეთქვის რითმის დათვლასაც ვეღარ ასწრებდა,მაჯაზე ვენები ისე ფეთქავდნენ,კაპილარებში ისე მოძრაობდა სისხლი,ისე სუნთქავდა ახლა ჭავჭავაძე რომ ვეღარაფერს გრძნობდა,ვეღარაფერს აცნობიერებდა გარდა მამაკაცის ტუჩებისა რამოდენიმე წამში როგორც იქნა დააღწია მამაკაცს თავი და მთელი სიბრაზით უთავაზა სახეში ხელი –არ მიყვარხარ!არც შენთან ცხოვრება მინდა!არც არასდროს მომნატრებიხარ და არცერთი წამით არ მინატრია რომ ჩემს გვერდით ყოფილიყავი! დარჩი! იმიტომ რომ აზრი არ აქვს შენს წამოსვლას მთელი გრძნობებით და ემოციებით მიახალა ეს ყველაფერი დვალს,მერე ხელი ჰკრა მაგრად და იქაურობას მოწყდა დვალი გახევებული იდგა ქალს ჩაწითლებულ თვალებს აყოლებდა და ვერც კი უშვებდა გონებაში,რომ ამწუთას ყველაფერი თავზე დაემხო ქალი თვითმფრინავში რომ ავიდა ხმამაღალი ტირილი დაიწყო,ჩამოჯდა და მანამდე ტიროდა სანამ ხალხი არ ამოვიდა,მთელი ხმით,მთელი გრძნობით ტიროდა,თითქოს ყველაფერი ერთად ტკიოდა,ვერც კი აცნობიერებდა რა გააკეთა,მხოლოდ ის გააცნობიერა რომ უკვე მეორედ ჩამოექცა ცა თავზე,ოღონდ ამჯერად პირველზე უარესად და თანაც, ს ა მ უ დ ა მ ო დ! ....... ....... ....... თავი მინაზე ჰქონდა მიდებული,თვალები ჩაწითლებული და დახუჭული,გვერდით მამაკაცი რომ დაჯდა ჩუმად გადაუჩურჩულა,ისე რომ თვალები არც გაუხელია –ანდრეი,შეგიძლია იქეთ დაჯდე? მარტო მინდა –მე არ მინდა მარტოობა,მე შენთან მინდა! ღმერთო ჩემო! გული გაუჩერდა! თავი ასწია და თვალებს არ უჯერებდა,ხმა ჩაუვარდა –მიუხედავად იმისა რომ ძალიან მატყუარა და ამაყი ხარ,მე ვერ მომატყუებ და ვერც ჩემთან გაგივა შენი სიამაყე მამაკაცი მშვიდად საუბრობდა და ღვედს იკეთებდა თან –მაგ სიტყვებს რომ მეუბნებოდი ვლოცულობდი,ერთხელ მაინც დაგეხამხამებინა თვალები,ერთხელ კი არა,ზუსტად 5 ჯერ დაახამხამე! მერე ქალისკენ გადაიწია,ხელი შეუცურა წელზე,არ ვიცი რამდენ ხანს ფართხალებდა ჭავჭავაძე,თუმცა ამხელა კაცს რომ ვერაფრით დაუსხლტებოდა ხელიდან–მაგაში დარწმუნებული ვარ! ~ დასრულდა! უჰ! ასე მგონია ჩემს ცხოვრებაშიც დავასრულე რაღაც კარგი პერიოდი,იმდენად მიყვარს ეს ისტორია! თუმცა იცით ყველაზე კარგი რა არის? ის რომ ნებისმიერი თქვენგანი ვინც ამას წაიკითხავს ერთხელ მაინც დაფიქრდება რა იქნებოდა შემდეგ,როგორი იქნებოდა,რა მოხდებოდა,სწორედ ამიტომ მე ამ ისტორიას არ ვთვლი წერტილ დასმულად,მოდით ყველამ საკუთარი წერტილი დაუსვას,ისე როგორც თქვენ გაწყობთ! ვიცი ბევრი გაგაწვალეთ,ბევრიც გალოდინეთ,თუმცა მინდა ყველაზე გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ,ვინც ერთი კომენტარი მაინც დატოვა და გამოხატა საკუთარი სიმპათია. არ იფიქროთ რომ მსგავსი რამეები მხოლოდ მოთხრობებში,წიგნებში ან ფილმებში ხდება,სასწაულები ცხოვრებაშიც უხვადაა..განა დილით რომ გაიღვიძებ და ფანჯარაში მზეს დაინახავ,ისიც სასწაული არ არის?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.