მისი სამყარო. თავი 8-9
აუ ბავშვებო, შეცდომებისთვის ბოდიში არ გადამიკითხავს ისე ავტვირთე... კმაყოფილი ღიმილით შევიდა ოთახში გამოსაცვლელად და კარებს მიეყრდნო, ისევ გაახსენდა თხუთმეტი წუთის წინ მომხდარი ამბავი და პირზე ხელი აიფარა, ან ხმამაღლა რომ არ გასცინებოდა ან რომ არ ეყვირა, სწრაფად გამოიცვალა და დედას მიელეკვა სამზარეულოში, ხომ არაფერში დაგეხმაროო, თინიმაც შენ თუ გშია ჭამე, ჩვენ ვივახშმეთო, სასუსნაო მინდა რამე არ მშიაო დუდანამ, მაშინ დამელოდე ხილს დავჭრი და შენ კიდე ტორტი გამოიღე მაცივრიდანო, ცივი ყავით და მსუყე დესერტით ხელდამშვენებული გაუშვა დედამ აივანზე მჯდომ მამასა და ნათლიასთან, აივნის ღია კარებიდან კი დუდანამ მათი საუბარი გაიგონა და ნაბიჯები შეანელა –რატომ არ მითხარი თუ იცოდი? ეკითხებოდა ალეკო ლეუშას დუდანასთვის გაურკვეველ რაღაცას –არ ვიცოდი დუდიკას გეფიცები, ეჭვი მქონდა მხოლოდ –მერე არ შეგეძლო ეგ ეჭვები მაინც გეთქვა? –გავბრაზდი შენზე ძაან მაგრა, მერე ვიფიქრე შანსი არაა ეგეთ მდგომარეობაში დაეტოვებინათქო –და ის არ გიფიქრია, რო არაფერი ვიცოდი? –შენს შეცდომებს მე ნუ მაბრალებ, მე საერთოდ შენი და ირინას ერთად წარმოდგენა გამიჭირდა, არ მეგონა ამას თუ იზამდი, თან.... ხელები გაშალა გაკვირვებულობის გამოსახატავად ლეუშამ, დუდანა უფრო დააბნია ამ ყველაფერმა და დედას მოახლოება ვერ გაიგო –რატომ დგახარ აქ? წასჩურჩულა უკნიდან თინიმ თითქოს და კედელს შეზრდილ შვილს –დე შესაძლებელია ბეშქენა ალეკოს შვილი იყოს? –მე რომ მკითხოს ადამიანმა ეს შესაძლებელი კი არა ფაქტია, ძალიან დარწმუნებულმა უპასუხა თინიმ და მხარი გაკრა, იარეო... აივანზე ცოტა ხნის სიჩუმის მერე, ისევ დუდანამ დაიწყო საუბარი –დღეს ბეშქენა იყო ჩემთან... ბერდიასთან ერთად... დაამატა ცოტა ხნის მერე –ვინ არის ბერდია? ინტერესით კითხა შვილს ლეუშამ –ნიკო ნაკაშიძის ძმის, ზაზას შვილია, დუდანას მაგივრად აუხსნა ალეკომ –თან შენი გოგოს კიდევ ერთი თაყვანისმცემელია, გახალისდა ალეკო –მართლა მა? –მგონი კი, დაიმორცხვა დუდანამ –სად იყავით? იკითხა თინიმ –კუს ტბაზე, ბეშქენას ბიძაშილის ქორწილზე ვლაპარაკობდით, ბერდიამ თავისი დახმარება შესთავაზათ, გეგმები დავალაგეთ და მერე მე მომიყვანა სახლში –ვერ შემოიპატიჟე მერე? გავიცნობდით –კაი რა მა, გაბრაზდა დუდანა –ბერდიამ რაო რა შემიძლიაო? იცინოდა ალეკო –რესტორნების ქსელი მაქვს, ინვენტარის და მომსახურე პერსონალის უზრუნველყოფა შემიძლიაო –და მეც წამოვალო ხო? დაამატა თინიმ –აუ რანაირი ხალხი ხართ რა თქვენ, ისევ გაბრაზდა დუდანა და სამეულს გაეცინა მის ასეთ მწვავე რეაქციაზე –ეჰ, მარტო ეგ რო იყოს, შოთიკოც მოდის, შემთხვევით გაიგო ვიდეოგადაღებაც, რომ ჭირდებოდათ, შენს გამო უფასოდ წამოვალთო და ის დამპალი ბეშქენაც ისეთი გახარებული იყო ბერდიას და შოთიკოს შემოთავაზებებით, რო სიხარულისგან ადგილს ვერ პოულობდა, ჩემზე სულ არ უფიქრია –შოთიკოც მოდის ანუ? იკითხა ალეკომ და დუდანამ კიო რომ უპასუხა, გემრიელად გადაიხარხარა –აუ ნათლი შენც ბეშქენასავით რა დამპალი ხარ, ჩემი ტანჯვა მოგწონთ? –არ არის გასაკვირი ეგ და ბეშქენა ერთმანეთს გავდნენ, სიმწარე გაურია საუბარში ლეუშამ და ალეკომ მკვლელის თვალებით გახედა, აბა რა დროს ამის თქმა იყოო... დუდანას მშვიდმა რეაქციამ კი გააკვირვა, არაფერს ეკითხებოდა როგრც იცოდა ყველაფრით დაინტერესება ხოლმე და თვითონ კითხა –არ გაინტერესებს რატომ თქვა მამაშენმა არაა გასაკვირი ბეშქენა ალეკოს გავდესო? დუდანამ ძალაინ თბილად გაუღიმა და ხელები მხარზე ჩამოადო –ნათლი თუ საჭიროდ ჩათვლი ყველაფერს შენ თითონ მომიყვები, თავის მობეზრება არ მინდა, რაღაც ეჭვები მაქვს, ამას ეჭვებიც არ ქვია, ახლა რომ ვუფიქრდები ეს ეჭვები კი არა ფაქტებია, მე მგონი ეს ამბავი შენთვისაც სიახლე უნდა ყოფილიყო და როცა გაარკვევ ყველაფერს მერე ვილაპარაკოდ –გასარკვევი არაფერია დუდიკ, ვიცი რომ ის ჩემი შვილია, თვალები აარიდა დუდანას და თავი დახარა ალეკომ, ღრმად ამოისუნთქა განკითხვის მოლოდინში –იმის მეტს ვერაფერს გეტყვი, რომ ძალიან მიხარია ამის გაგება –ასე იოლად გამოვძვრები? არ მკითხავთ ეს როგორ მოხდა? არ მეჩხუბებით? დუდანამ მშობლებს უცნაურად გადახედა და ალეკოს დაბნეულობაზე გაეცინა –ნათლი მოდი ვაღიაროთ, რომ აქ ყველანი ზრდასრულები ვართ და ყველამ ვიცით ეს როგორც ხდება, თინიმ შვილს თავხედობისთვის მწარედ უბწკინა და დუდიკამაც უკმაყოფილოდ გახედა რა დავაშავე ამის ფასიო? –ნათლი ჩვენ ვერ ჩავერევით შენს ურთიერთობებში, საჩხუბარიც აბა რა გვაქვს? მე მგონი ძალები თრითინასთვის და ბექასთვის უნდა შემოინახო, იმედია ბეშქენას ამის გაგება შეძლებისდაგვარად გაუიოლდება –მან ეს ყველაფერი ჩემზე ადრე გაიგო, იცის ვინც ვარ –დარწმუნებული ხარ? გაუკვირდა დუდანას –კი –მაშინ ირინა ძალიან მაგარი ქალი ყოფილა და ახლა სასაყვედურო მართლა გაქვს, ეგეთი ქალი როგორ დატოვე? –ერთ დღეს ყველაფერს აგიხსნი დუდიკ და მანამდე არ მინდა, რომ შეგძულდე –შემძულდე? ნათლი მე შენ ძალიან მიყვარხარ და რაც არ უნდა გავიგო შენი წარსულიდან ამას ვერაფერი შეცვლის, წამოდგა დუდანა, ალეკოს მოეხვია აკოცა და მერე ყველას ძლინებისა უსურვა, ზედმეტად გადავიღალე და ფიქრიც ძალიან მჭირდება ბოლოს განვითარებული მოვლენების გამოო, იმედია დღეს მაინც დარჩები ჩვენთანო და ალეკოც უსიტყვოდ დაეთანხმა, აივანზე მარტოები, რომ დარჩნენ ლეუშას საყვედურებით სავსე მზერას ვერ გაუძლო ალეკომ –ჰე მითხარი ახლა ყველაფერი, დუდიკას კი გადაურჩი, მაგრამ ვიცი შენ მასე იოლად ვერ გადაგირჩები –მე წავალ, უჩემოდ ილაპარაკეთ, ასე აჯობებს, წამოდგა თინი და მათი მარტო დატოვება სცადა, როცა ალეკომ თხოვა არ წახვიდე, ხომ იცი ხელს არასოდეს შეგვიშლი, დასამალიც არაფერი მაქვსო და თინიც დაუბრუნდა მის ადგილს –არ მეგონა მასე არაკაცურად თუ მოიქცეოდი და მერე ისე მიატოვებდი, რომ არც კი იკითხავდი რა მოუვიდა გოგოს შენს მერე, ზედმეტად მკაცრად უსაყვედურა ლეუშამ –მოგცემ იარაღს და მესროლე თუ ასე გულზე მოგეშვება –კი დაგახლიდი ისე ერთ ორ ტყვიას მაგ დეგენერატ თავში დიდი სიამოვნებით, მაგრამ ირინას დაუთმობ განაჩენის სისრულეში მოყვანას –დარწმუნებული ვარ, რომ შენსავით სასტიკი არ იქნება და შემიწყალებს –მაინც ვერ ვხვდები ასეთი რამე როგორ გააკეთე, ის ხომ... არ შეიძლებოდა... უბრალოდ არ შეგეძლო ასე მოქცეოდი... თანდათან უფრო ოცდებოდა ლეუშა და ვერაფრით იჯერებდა მომხდარს –არ ვიცოდი, შენ გესმის თუ არა, რომ არ ვიცოდი, არაფერი უთქვამს ჩემთვის და რას ვიფიქრებდი... ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა... ვერც ალეკომ მოთოკა გრძნობები –ბავშვზე არ ვამბობ... ირინას როგორ გაუკეთე ეგეთი რაღაცთქო იმის დაჯერება მიჭის –შენზე კარგად არავინ იცის, როგორ ვიყავი მაშინ ცხოვრება განადგურებული და საღ აზროვნებას მოკლებული –ამის გამო მისი ცხოვრებაც უნდა გაგენადგურებინა? ასეთი ეგოისტიც არ მეგონე –დამშვიდდით ორივენი, ახლა ვეღარაფერს შევცვლით და ეს ემოციების ხარჯვაც ამაოა, რაც იყო იყო, ყველას ჩვენ ჩვეენი შეცდომები გვაქვს ცხოვრებაში, თან არა მგონია რაიმე ირინას თანხმობის გარეშე მომხდარიყო –ხო გადააბრალეთ ახლა ყველაფერი იმ გოგოს –არ ვაბრალებ საყვარელო და ჩვენი გასარჩევიც არ არის მტყუან–მართალი ამ სიტუაციაში, ნახავენ ერთმანეთს და გაარკვევენ ურთიერთობას –მიყვარხარ თინი, მასეთი სათნოების განსახიერება, რომ ხარ იმიტომ –ალექს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რამეში გამართლებ, აბსოლუტურად ვეთანხმები ლეუშას, უბრალოდ თავს შენი განკითხვის უფლებას არ ვაძლევ და თან არც ირინას აზრი ვიცი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ შენი და ბექას ურთიერთობით თუ ვიმსჯელებთ დუდანას უნდა დავეთანხმო იმაში, რომ ირინა ძალიან კარგი ქალი ყოფილა და მართლა არ მესმის რატომ წახვედი, მას მერე რაც თქვენს შორის მოხდა.... დიდი ხანი ისხდენენ აივანზე ჩუმად, თავთთავიანთ ფიქრებში გახვეულები, პირველი სიფხიზლე თინის შეეპარა, საათს დახედა, ორი სრულდებოდა, ფეხზე წამოდგა და მაგიდის ლაგება დაიწყო, მერე ერთმანეთზე გაბრაზებულ ძმაკაცებსაც გადახედა –დაწვებით დღეს თუ ასე ერთმანეთზე გაბრაზებულები გაათენეთ ღამეს აივანზე? ალეკომ ლეუშას პატარა ბავშვივით გახედა და ლეუშას გაეცინა, როცა დამნაშავედ გრძნობდა ალეკო თავს ძალიან სასაცილოდ გამოუყურებოდა –შეიძლება დავრჩე, იკითხა დამნაშავეს ხმით და ლეუშამაც ხელი აუქნია –კა რა თუ ძმა ხარ, ნუ გაქ ეგეთი სახე, შენი ცხოვრებაა და როგორც გინდა ისე მოიქეცი, მე რას მისმენ? ხან გაგიბრაზდები, ხან ვიყვირებ, ხანაც მოგიწონებ საქციელებს და ასე... ერთმანეთის მოუშორებელი ჭინკები ვართ ხომ იცი არა? ერთი საღამოსთვის ძალიან ბევრი რამ მოხდა და დუდანა ერთდროულად ძალიან ბევრ რაღაცაზე ფიქრობდა, მაგრამ ბერდიას კოცნა მაინც ყველაფერს ავიწყებდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, როცა ნახავდა? ან თვითონ როგორ მოიქცეოდა? მისი ქცევის განსაზღვრა, ხომ შეუძლებელი იყო? ან ბექა? როგორ უთხრას ვიცი ყველაფერიო? არა და ჩუმად ყოფნასაც ვერ შეძლებს, ოხ ალეკოო, გაუბრაზდა ნათლიას გულში, ირინას გაცნობა ახლალ უფრო მოუნდა და ბექას ვესტუმრები სახლში იქნებ გამიმართლოს და სახლში დამხვდესო, მერე ისიც გაახსენდა ირინას გაცნობა გარდაუვალი, რომ იქნებოდა ძმიშვილის ქორწილს არაფრით დააკლდებოდა, ქორწილი, ხევსურეთი, ბერდია, შოთიკო, ბეშქენა, ალეკო და ირინა... ყველაფერი ერთმანეთში აირია და ამდენი ფიქრისგან დაღლილს ჩაეძინა... დილით ხალისიანად ისაუზმეს, დუდანამ ბევრი საქმე მაქვს ძალიან მთელი დღე თაიასთან ერთად უნდა გავატაროო, ჯერ მანქანის წამოსაყვანად უნდა წავიდეო, კვირაა და მაინც ვერ ვისვენებო, ალეკოს მოუბოდიშა დღესაც უნდა დაგტოვო მარტოო და ალეკომ მე მაინც სხვა გეგმები მაქვსო, სახლიდან ერთდროულად გამოვიდნენ, დუდანამ დაიბარა არ ინერვიულოთ თუ დამაგვიანდესო, ალეკომაც მეც დავიკარგები სადღეისოდო, სად მიდიხარო ალეკოს კითხა დუდიკამ, დღეს ერთი ჩემი დაღუპული ნაცნობის დაბადების დღეა და სასაფლაოზე უნდა ავიდეო, მანამდე კი მის ოჯახში უნდა შევიაროო, დუდანამ ისიც გაახსენა, მართალია გითხარი შენი წარსულის გახსენებით არ მინდა თავი მოგაბეზროთქო, მაგრამ რატომღაც მგონია ხევსურეთში ბევრ რამეს გავიგებ შენზე და შენს იმ წარსულზე, რომელზედაც ასე საგულდაგულოთ დუმდით აქამდე ყველანიო.... თბილად დაემშვიდობა ნათლიას, მანქანა წამოიყვანა, თაიას გაუარა როგორც გუშინ დაპირდა, მასთან ერთად მისი მეჯვარეც დახვდა და კაბების გასასინჯად წავიდნენ, ალეკო კი ხატიას დედას ქალბატონ ეთერს ესტუმრა, რომელმაც უჩვეულო სიყვარულით მიიღო და შვილივით მოიკითხა, ერთად გაიხსენეს ხატია და ის დრო როცა ქალბატონი ეთერის თქმით ყველაზე ბედნიერი იყო, დიდი ხნით არ დარჩენილა ალეკო უბრალოდ თავს ვერ ვაპატიებდი თქვენს უნახავად წავსულიყავიო, ახლა ხატიასაც შევუვლი სასაფლაოზეო და ქალბატონ ეთერს დაემშვიდობა, ხატიასთვის ყვავილებია არ უყიდია, არ უყვარდა და იმიტომ, სასაფლაოს ბეტონის მოაჯირზე იჯდა ძალიან დიდხანს და როგორც ცოცხალს ისე ელაპარაკებოდა ფიქრებში.... ირინამ როგორც იქნა ალეკოს სანახავი ძალა მოიკრიბა და ისიც იცოდა სად უნდა ენახა ის, სასაფლაოს ვიწრო ბილიკს დაუყვა და არ შემცდარა, სადაც ეგულებოდა ზუსტად იქ იყო, ალეკომ შორიდანვე შეამჩნია თავისი თრითინა და მისკენ წასვლა რომ გადაწყვიტა რაღაცამ არ გაუშვა, უცნაური იყო ირინას ნახვა ოცი წლის შემდეგ და ამ ადგილას, არ იცოდა რა უნდა ექნა, უბრალოდ უღიმოდა უაზროდ მონატრებულს და ის აშინებდა რომ ირინა არ ჩაეხუტება ისევ ისე როგორც ადრე, ირინა კი ცრემლებს ვერ იკავებდა, რომლებშიც სიტყვებზე მეტი საყვედურები იღვრებოდა და ალეკოს ძველი შეგრძნებები დაუბრუნდა, ისინი რომელსაც თითქოს ამერიკაში გაექცა, თავს და აბობოქრებულ გრძნობებს მოერია, სევდად და ცრემლებად გადმოღვრილი საყვედურები ცერა თითებით მოწმინდა თავის თრითინას –დავბრუნდი ღიმილო, ჩვენს ქალაქში დავბრუნდი, ვეღარ მოითმინა და მოეხვია უკვე ჭაღარა შეპარულ ირინას –მიხარია, რომ დაბრუნდი, არ ვიცი შენიშნე თუ არა, მაგრამ ეს უკვე ჩვენი ქალაქი აღარ არის, გულდაწყვეტით თქვა ეს სიტყვები ირინამ და ალეკოს კისერზე შემოხვია თითქოს და უღონო მკლავები, როცა ალეკოს ტუჩების შეხება იგრძნო ყელზე, ძლიერად მოხვეული ხელების გამო კი სუნთქვა უჭირდა, ალეკო კი მის განთავისუფლებას არ ჩქარობდა, კიდევ რამოდენიმეჯერ იგრძნო ალეკოს ტუჩები მხრებზე –თრითინა, როგორც იქნა ხმა ამოიღო ალოკომ, ქარისგან არეული თმები მზრუნველად გაუსწორა, უშედეგოდ და სასაფლაოს ბეტონის მოაჯირზე უსიტყვოდ ჩამოსხდნენ, ალეკოს ირინას ხელი ეკავა და მის თითებს ეფერებოდა, ირინა ხატიას სურათს თვალს არ აშორებდა მარმარილოს ქვაზე –როგორ ხარ? გაბედა როგორც იქნა კითხვის დასმა ალეკომ, არ უნდოდა საუბრის ბანალურად დაწყება, მაგრამ მაინც ასე გამოუვიდა, რადგან ამ კითხვას მაშინაც კი სვამენ როცა სულ არ აინტერესებთ პასუხი, ალეკოს ეს კითხვა კი ირინას მთელი ამ წლების მოყოლას ნიშნავდა, საუბარი კი ბოდიშის მოხდით და კიდევ რაღაცით უნდა დაწყებულიყო, თუმცა ირინა პასუხის გაცემას არ ჩქარობდა –კარგათთქო, რომ გითხრა იკმარებ ამ პასუხს? სევდიანი თვალები შეანათა ირინამ და ალეკოს ძალიან დაწყდა გული ირინას ამ გულგრილ პასუხზე –ვიკმარებ, იმიტომ რომ ვიცი რაც იმალება მაგ კარგად ყოფნის უკან, მეც მასე კარგად ვარ და იმიტო... ირინას ირონიულად გაეღიმა ალეკოს ნათქვამზე –შენი კარგად ყოფნაც მოისაზრებს საკუთარ თავში მონატრებას, სიყვარულს, ცუდად ყოფნას, მარტოობას, ტკივილს, დაღლილობას, გაქრობის სურვილს? ალეკომ თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია უღონოდ, მერე უცებ წამოდგა, ირინაც წამოაყენა –აქ არ გვინდა საუბარი, მკაცრი ტონით უთხრა და ხელჩაკიდებული დაუყვნენ სასაფლაოს დაღმართს... –ძალიან შევიცვალე და დავბერდი არა? დაიწყო საუბარი ალეკომ მაშინვე, როგორც კი სასაფლაოს გალავანს გამოსცდნენ, ირინას მის სულელურ კითხვაზე გაეღიმა შეუმჩნევლად –მეც შემეპარა ალექს თმაში ჭაღარა... ანუგეშასავით ირინამ და თითქოს მთელი ოც წლიანი ინტერვალი ერთი თბილი ხელის შეხებით წაშალა –რატო არ მითხარი, რომ ბეშქენა ჩვენი შვილია? მკაცრად იკითხა ალეკომ ყველანაირი შესავლის გარეშე და ირინაც დასერიოზულდა –არ გითხარი იმიტომ, რომ ის ჩვენი შვილი არ არის, ის ჩემი და შენია, არც გიკითხავს, არ დაინტერესებულხარ... არც ჩემით და არ იმით თუ რა მოუვიდა ჩემს ცხოვრებას შენი წასვლის მერე –ბიჭებმა იცოდნენ? –ლეუშამ იცოდა მე მგონი, ან ხვდებოდა მაინც, იმიტომ რომ ძალიან დამეხმარა როცა გამიჭირდა, რა არ უთქვამს შენთვის არაფერი? –მითხრა რო ბიჭი გყავს, თუმცა ერთი გადაკრული სიტყვაც არ დაუყოლებია იმაზე, რომ ეს ბიჭი ჩემიცაა –იცი, მეგონა შეიცვლებოდი მაგრამ ისევ ისეთი ეგოისტი დარჩენილხარ, როგორიც იყავი, მე მომისმინეთ, მე დამიშავეს, მე მტკივა, მე მომიარეთ, მე მინდა, ჩემთის უნდა გეთქვა, ნებართვაც ხომ არ უნდა მეკითხა? მწარედ გამოუვიდა კითხვის დასმა ირინას –შენ კი სიწუნკლე გისწავლია, აქამდე ასეთი გამბედავი არ იყავი –კარგი მასწავლებლები მყავდა ალექს –იცის ხო ყველაფერი? –თერთმეტი წლის იყო მამით სერიოზულად, რომ დაინტერესდა, ვინ იყო, სად და როგორ, პირველ ორ კითხვას გავეცი პასუხი წარმატებით, მესამე მეც მაინტერესებდა –მადლობა თრითინ, უნიკალური ქალი ხარ –რისთვის მადლობა? ვერ გაიგო უცებ ირინამ –ბექასთვის, მისი სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ არ ვძულვარ, იმისთის რომ ასეთი კარგი შვილი გაზარდე, ბევრი რაღაცისთვის კიდევ –ხომ იცი, რომ არ მივეკუთვნები იმ ქალების რიგს, რომლებიც შვილებით მანიპულირებენ, მე ეს შენთვის არ გამიკეთებია, უბრალოდ არ მინდოდა სცოდნოდა რა იყო სიძულვილი, ძაანაც, რომ მომენდომებინა შენ სიძულვილს ვერ ვასწავლიდი, იმიტომ რომ მე თვითონ არ ვგრძნობდი ამას, შენ ჩემთვის არაფერი დაგიშავებია დიდი სიყვარულის გარდა და მეც ბეშქენას ეს სიყვარული ვაჩუქე უხვად, შენი გაკერპება კი გურამის დამსახურებაა, პატარაობაში ზღაპრებს უყვებოდა, რომლის მთავარი მომქმედი გმირი შენ იყავი... –არ მინდა როგორც გმირს ისე მიყურებდეს –დამიჯერე არ გიყურებს ისე როგორც გმირს, უბრალოდ ძალიან ამაყობს შენი შვილი რომ არის და რაც გაგიცნო მას მერე უფრო წყდება გული, რომ ამ წლების მანძილზე არ გიცნობდა და ძალიან მეშინია იმის, რომ ერთ დღესაც მისაყვედურებს ამის გამო, მიუხედევად იმისა, რომ მპირდება ამას არასოდეს გავაკეთებო –შენ სასაყვედურო არაფერი გაქვს –ეგ ალბათ არავინ იცის ალექს რა აჯობებდა, მაგრამ არ მინდოდა ბავშვის გამო შენთვის რაღაცა დამეძალებინა, იქნებ არც დამალვის უფლება მქონდა, არ ვიცი ძალიან ბევრს ვფიქრობ და ყოველ ჯერზე სხვადასხვა დასკვნა გამომაქვს –თრითინ შენ არ მეუბნებოდი ხოლმე არ ღირს დარდი იმაზე რისი გამოსწორებაც უკვე გვიანია და არც იმაზე რასაც შეიძლება ეშველოსო? იმ წლების დაბრუნებაც შეუძლებელია და მომავალი კი გვაჩვენებს თავისას –იმედია არც შენ მიბრაზდები –მე უბრალოდ ამის მორალური უფლება არ მაქვს... ბევრი ისაუბრეს ბექაზე, მის პატარაობაზე, ხასიათებზე, იმაზე, თუ როგორი ბავშვი იყო და ალეკო ძალიან გააკვირვა თრითინას სიმშიდემ, თვითონ ხომ ძალიან აფორიაქებული იყო? გაუკვირდა იმდენად დიდ მიზიდულობას გრძნობდა, ვერაფრით ძღებოდა თრითინას ყურებით და თავს აიძულებდა ირინას ტუჩებისთვის წამიერად მაინც მოეშორებინა თვალი, ძალიან უნდოდა ეკოცნა, მოხვეოდა და დიდხანს ყოლოდა ჩახუტებული, გამძღარიყო მისი სურნელით და ავსებულიყო მისი სითბოთი, თრითინა კი დაუღალავად აცნობდა ბექას ცხოვრების იმ წლებს, რომლებიც ალეკოს გარეშე გავიდა... გზა, რომ გამოეცალათ, ალეკოს იმის თხოვნაც კი არ დასჭირდა ჩემთან გავაგრძელოთ საუბარიო, ირინაც ხვდებოდა, რომ ბევრი რამ უნდა აეხსნათ ერთმანეთისთვის და რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას სად გააკეთებდნენ ალეკოსთან თუ მასთან სახლში... ამიტომ ირინამ უსიტყვო დაპატიჟება მიიღო, ალეკოს უბრალოდ მიყვებოდა და ბოლოს როგორც ბავშვობაში ისე აღმოჩნდნენ დიდი ტყავის მდიდრულ დივანზე, ერთმანეთის გვერდიგვერდ, სიჩუმეში, ირინას ალეკოს მხარზე ედო თავი, მას კი ხელი ჰქონდა მოხვეული და თრითინას თმებს უსიტყვოდ ეფერებოდა... აღარც კი ეგონა თუ ასეთი სიმშვიდის განცდას შეძლებდა ოდესმე, იმდენი რაღაცის თქმა უნდოდა და ამ სიმშვიდეს კი ვერაფრით ელეოდა, ვერც სათანადო სიტყვებს პოულობდა და იმასაც ხვდებოდა, რო თრითინა უსიტყვოდაც უგებდა ყველაფერს და რომ გაივსო ირინათი მერე შეძლო საუბრის დაწყება –მაპატიე, რომ ვერ გადაგაქციე სიყვარულად, ფრთხილად შეახო ირინას შუბლს ტუჩები და იგრძნო მას როგორ ჩაეღმა –შენ ეს არასდროს გიცდია ალექს და არც უნდა გეცადა, ჩვენ არ ვირჩევთ ვინ გვიყვარდეს და ვინ არა, შენი ბრალი არ არის ოცნებების მხატვარმა, რომ ვერ დაგვხატა –არაკაცივით, რომ მოგექეცი? –სამაგიეროდ ყველაზე დიდი საოცრება მაჩუქე ცხოვრებაში და ასე მოქცევის უფლებაც მე მოგეცი –რატომ ხარ ასეთი? როგორ შეგიძლია არ მისაყვედურო, არ გამლანძღო... –რა შეიცვლება იმით ისტერიული და გაბოროტებული ქალივით თუ მოვიქცევი? თან მე შენ არაფერში გადანაშაულებ როგორ ვერ ხვდები? –რატომ? –ალექს, მე მაშინ როცა ერთად ვიყავით გკითხე, გიყვარდი თუ არა სულ ოდნავ მაინც... წამოიწია ირინა და ალეკოს ნაღვლიანი თვალებით შეხედა –არ მახსოვს... ეგ როდის იყო? –ვიცი, რომ არ გახსოვს, არაფერი არ გახსოვს წარსულიდან, გარდა ომისა და ხატიასი –ტყუილია! –სიმართლეა და ეს შენც ძალიან კარგად იცი! –რა გიპასუხე მაშინ? –წახვედი.... სანამ გამეღვიძებოდა მანამდე წახვედი.... ყელში მობრჯენილი ბურთი რომ გაქვს და რომ იხრჩობი ისეთი ხმით უპასუხა ირინამ და შეუმჩნეველი ცრემლები საჩვენებელი თითებით მოიწმინდა –ანუ რა გამოვიდა? თითქოს ვერ მიხვდა ალეკო –ჩემს კითხვაზე გიყვარდი თუ არა სულ ოდნავ მაინც, შენ მიპასუხე, რომ საკუთარი თავი უფრო გიყვარდა... –ან მთელი სამყარო მძულდა საკუთარი თავის ჩათვლით, იმისთვის რაც გავაკეთე და რისთვისაც ღმერთს დღემდე ბოდიშს ვერ ვუხდი... –ალექს, ყველა წმინდანს აქვს წარსული და ყველა ცოდვილს მომავალი.... –რატომ არის შენთან ურთიერთობა ყოველთვის ასეთი იოლი? ვერ ხვდები, რომ ხალხს ამითი ძალიან აშინებ? –მთელი ცხოვრებაა მიკვირს გულახდილობა და სიმართლე რატომ აშინებს ადამიანებს –ძალიან მომენატრა შენთან ასე ყოფნა –გეტყობა როგორ ძალიანაც მოგენატრა, ოცი წელია შენი ხმაც კი არ გამიგონია, ალეკომ კი უცებ გაასწორა ირინა და ამ ცოტა უხეში ჟესტით შეშინებულ ირინას აზრზე მოსვლაც კი არ აცადა ისე სწრაფად აკოცა და როგორც იქნა დილიდან დაგროვილ მიზიდულობას ბოლო მოუღო, ირინამაც სურვილის მოკვლა აცადა და მერე ხელები გულზე დაადო და ოდნავ გასწია –ნუ გამიღვიძებ იმ ქალურ სურვილებს, რომლებიც წლების წინ, შენთან ერთად დამშორდნენ, კიდევ ერთხელ ნუ გამიკეთებ ამას, შენ ისევ წახვალ და მე კი ისევ დავრჩები უშენოდ, მარტო, რომ ვიყო ალბათ ისევ ყველაფრის უფლებას მოგცემდი, მაგრამ ბექასთან მართალი არ ვიქნები და უკვე საკუთარ თავთანაც, მე შენ ძალიან დიდი ხანი გივიწყებდი და ძალიან გთხოვ სულ ცოტათი მაინც თუ გიყვარვარ, პატივი ეცი ჩემს ამდენი წლის ნაშრომს და ერთი ხელის მოსმით ნუ გამინადგურებ, წამოდგა ირინა და წასასვლელად მოემზადა –არ წახვიდე რა, შენ თავს გეფიცები მეტს აღარ ვიზამ, უბრალოდ რაც დაგინახე მას მერე მინდოდა ამის გაკეთება და ვერაფრით დავიმორჩილე სურვილები, ძალიან გულწრფელად უთხრა ალეკომ და ხელზე მოქაჩა დაჯექიო –მპირდები? ბავშვურად გამოუვიდა ნათქვამი ირინას –გპირდები! უფრო დასერიოზულდა ალეკო და ირინაც ისევ გვერდით მიუჯდა და ალეკომ ისევ მოხვია ხელი, ასე მინდა მყავდეო ისიც დაუმატა და ირინას სიმშვიდეში ჩაიძირა... –დიდი ხანი გივიწყებდიო, ეს იმას ნიშნავს, რომ აღარ გიყვარვარ? ფრთხილად იკითხა ცოტა ხანში ირინას სიტყვების გაანალიზების შემდეგ ალეკომ და ირინას ისევ გაეცინა –ხომ გითხარი ეგოისტი ხართქო? –მართლა მაინტერესებს –არ გაინტერესებს, ძალიან კარგად იცი რომ მიყვარხარ, უბრალოდ ამის მოსმენა გსიამოვნებს და ამიტომაც ხარ ეგოისტი, მაგრამ თუ ეს გაგაბედნიერებს გეტყვი, რომ ისევ მიყვარხარ და ალბათ მთელი ცხოვრება მეყვარები, დაგივიწყებ ოდესმე ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ეს მაშინ მოხდება როცა სუნთქვას შევწყვიტავ და თვალებს დავხუჭავ სამუდამოდ... და ახლა აღარ მინდა, რომ მიყვარდე, მინდა, რომ ბედნიერი ვიყო, ბექასთან ერთად, რადგან ის ერთადერთი მამაკაცია ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც გულწრფელად და სამუდამოდ ვუყვარვარ... –ბევრი შეცდომა ჩავიდინე თრითინ და შენ ყველაზე მეტი დაგიშავე, შენ... ადამიანს რომელსაც ბავშობიდან ვაღმერთებდი –რას ვიზამთ, სიყვარული ლატარეასავითაა, ზოგს უმართლებს, ზოგს არა... –საკუთარი თავი მძულს იმის გამო, რომ მთელი ცხოვრებაა გტანჯავ და შენც მძულხარ იმიტომ, რომ ამის უფლებას მაძლევ, თან ყველაფერს უსიტყვოდ მპატიობ... –ალბათ ეს იმიტომ ხდება რომ ერთი აუწყობელი ცხოვრების ორი ნატეხი ვართ, ლეგოს სათამაშოს ორი დეტალი, რომლებმაც ერთმანეთი ვერ მოირგეს... –არასოდეს გიფიქრია იმაზე, რომ ბექას ჩვენი გაერთიანება შეეძლო? –ზუსტად ეგ არ მინდოდა, არ მინდოდა მხოლოდ ბექას გამო ყოფილიყავი ჩვენთან, მე აჩრდილებთან ბრძლა არ შემიძია, არც ძალით არ შემიძია რაღაცეების თხოვნა, ვიმსახურებ გულწრფელობას, სიმართლეს, სიყვარულ რომელსაც არავის გავუყოფ, შენ კი ამის მოცემა არ შეგიძლია ჩემთვის, ამიტომ ასე ჯობია, როგორც არის –მაპატიე, მაპატიე, მაპატიე.... უკვე მერამდენეჯერ გაუმეორა ალეკომ, ორივე ხელი შემოხვია, ძალიან მაგრად მიიხუტა და შუბლზე ისევ ცხელი ტუჩები შეახო ფრთხილად –არ ვიცი, ვისთვის გადაინახე ალეკო გრძნობები, არც მაშინ და მითუმეტეს არც ახლა მათ გაყოფას არ გთხოვ და ყველაფერი დიდი ხნის წინ გაპატიე, ნუღარ იმეორებ ამას ლოცვასავით.... *** ძველი ურთიერთობების გარკვევის, დალაგების და ემოციების პირველი ტალღის იმაზე მშვიდად ჩავლის შემდეგ ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა, ირინას წასვლის დრო დადგა და ალეკოს მისი გშვება საერთოდ არ უნდოდა, მაგრამ ირინამ ღიმილით, რომ უთხრა შენი შვილი მოვა მალე და დედა სახლში უნდა დახვდესო, ვეღარაფერი მოიფიქრა მის დასატოვებლად, კი წაიწუწუნა დიდი ბიჭია მიხედავს საკუთარ თავს, ან აქ მოვიდესო, მაგრამ ირინამ, ჯერ მე დაველაპარაკები ამ ყველაფერზე და მერე გამოვუშვებ შენთანო... ალეკომაც კარებამდე მიაცილა ირინა და სანამ გაუშვებდა ისევ აკოცა მოულოდნელად, ირინამ კი მისი პირობა გაახსენა, ალეკო აიწურა, თავს ვერ ვიკავებ და რა ჩემი ბრალიო?... ბექა უკვე სახლში ელოდებოდა, მამასთან იყავიო? დანახვისთანავე კითხა და ირინამაც დაუდასტურა, ვიყავიო... –როგორი იყო მისი ამდენი წლის მერე ნახვა? –ისეთი თითქოს ეს წლები არც კი გასულა, მაგრამ შენზე ვილაპარაკეთ ბევრი –გაბრაზდა რატომ არ მითხარი არაფერიო? –არაფერი უთქვამ, თუმცა ვიცი, რომ გაბრაზდა, უფრო სწორად ეწყინა –იჩხუბეთ? –არა ბეშქენ, საჩხუბარი რა გვქონდა? –რაც დრო გადის უფრო და უფრო მაკვირვებ დე, როგორ უემოციოდ მიყვები ამ ყველაფერს? –მაპატიე ჩემო კარგო, დღეს მთელი ემოციები მამასთან დავხარჯე და შენთვის ვერ შემოვინახე, ჩაეხუტა ირინა შვილს –ალეკოს ვუთხარი ჯერ მე დაველაპარაკები და მერე შენთან გამოვუშვებთქო, არ წახვალ მასთან? –მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შენ მარტოობა გჭირდება –მარტო ყოფნა ახლა ყველაზე ნაკლებად მჭირდება დე –მაშინ არსადაც არ წავალ, თან მისი ნახვის სურვილი ახლა არ მაქვს, თან შენ უნდა გაგინაწილო ემოციები, რომლებიც მამამ წაგართვა დღეს და გაგათბო, მოხვია ხელები ბეშქენამ და ირინას კმაყოფილ ღიმილზე მასაც გაეღიმა –რა მეშველებოდა უშენოდ? თითქოს საკუთარ თავს კითხა ირინამ... ალეკო კი ადგილს ვერ პოულობდა, პირველად უჭირდა ასე ძალიან მარტოობა და სიჩუმე, ვერაფერს გული ვერ დაუდო, ბეშქენას ელოდებოდა, მერე მიხვდა, რომ არ მოვიდოდა და ბატონ გურამს მიუკაკუნა, ძალიან ბევრი ისაუბრეს, რადგან ახლა ალეკოს ეს ძალიან სჭირდებოდა, ბატონ გურამთან შეეძლო ყველაფერი ეთქვა დაუფიქრებლად, ემოციებისგან დაცლა სჭირდებოდა, დაგროვილი სიბრაზის ამოთქმა და ამას ვერავინ ვერ გაუგებდა ისე, როგორც ბატონი გურამი, ისიც ჯერ მხოლოდ უსმენდა და მერე ყველას სასაყვედურო ერთად უსაყვედურა, ირინასი, ბეშქენასი, მისი, საძმაკაცოსი, ნათლულის და ალეკო მხოლოდ ამის შემდეგ დამშვიდდა, თითქოს თავისი საქციელისთვის საჯელი მიიღო და ამ დანაშაულის გრძნობისგან განთავისუფლდა... დილით სხვენიდან ნაბიჯების ჩამოსულმა ხმამ გააღვიძა, მიხვდა ბეშქენა იქნებოდა და სახელსნოში ავიდა, ის ხატავდა და ალეკოს კმაყოფილად ჩაეღიმა, ჩუმად მიუახლოვდა, ხელი მოხვია და თავზე პატარა ბავშვივით აკოცა, ბეშქენას გაეცინა ალეკოს ამ უცნაურ საქციელზე –გაგაღვიძე? –თითქმის არ მეძნა –დარწმუნებული ვარ, დედა საყვედურების თქმის, უფრო სწორად არ თქმის დიდოსტატია, სიჩუმით უფრო გიმძიმებს დანაშაულის გრძნობას და გტანჯავს, ბავშვობაში ვერ ვიტანდი ამას, მერჩივნა ეყვირა, გაველახე, დავესაჯე, ოღონდ ჩუმად არ ყოფილიყო... და მის სიჩუმეში ჩემს სინდისს არ შევეჭამე შიგნიდან, გუშინ შენც მასე გაგიკეთა ხო? ალეკო უცნაურად უყურებდა ბექას და ვერ იჯერებდა, რომ ამხელა შვილი ყავდა, შვილი რომელზეც არაფერი იცოდა და შვილი რომლითაც ახლა ასე ამაყობდა, რითი დაიმსახურა ამხელა ბედნიერება ვერ მიხვდა და საკუთარი თავი უფრო შესძულდა –რატო ხარ ჩუმად? თუ არ იცი ახლა როგორღა მომმართო, შვილოთი თუ ისევ სახელით, თუ ის გაინტერესებს დაგიძახებ თუ არა მამას? –დედასავით როგორი უცნაური ხარ, როგორც იქნა ამოიღო ხმა ალეკომ –დარწმუნებული ხარ რომ დედასავით? –ან ჩემსავით –დიდი ხანია მიხვდი, რომ... ბექამ მაინც ვერ შეძლო ეთქვა, რომ შენი შილი ვარო... –რომ ჩემი შილი ხარ? სვდიანად ჩაეღიმა ალეკოს –ხო –მაშინვე როგორც კი მითხარი ირინას შვილი ვარო –მერე? რა იგრძენი ამხელა შილის შემხედვარე? –ბევრი რამე ბეშქენ, პირველ რიგში სიხარული, არ ვიცოდი რა მიხაროდა, მაგრამ ძალიან გამიხარდა, მერე საიდანღაც უცებ გაჩენილი უზომო სიყვარული, შიში, სინანული, სიბრაზე, მადლიერება, სიამაყე... –შეგეშინდა, რომ არაფერი ვიცოდი და ირინა იმის უფლებას არ მოგცემდა, რომ ჩემთვის ყველაფერი გეთქვა? –ალბათ მაგისაც შემეშინდა და კიდევ ბევრი რაღაცეების მაგასთან ერთად –გაბრაზდი დედაზე? –გუშინ თრითინასაც ვუთხარი და ახლა შენც გეტყვი, მე სიბრაზის არავითარი უფლება არ მქონდა –იმასაც მალე მიხვდი, რომ ყველაფერი ვიცოდი? –პირველი ეჭვი იმისი, რომ ყველაფერი იცოდი მაშინ გამიჩნდა, როცა ნასვამი დამხვდი ეზოში და ღამით ჩემთან დარჩი, თუმცა ვერაფრით დავიჯერე, რომ ყველაფერი იცოდი და მაინც ასეთი ურთიერთობა გვქონდა, ეჭვები კი ორი დღის წინ დამიდასტურდა, როცა მითხარი, რომ გული გწყდებოდა ამდენი ხანი, რომ არ ვიყავი შენს ცხოვრებაში –კიდევ ვინ იცის ამ ყველაფერზე? –დუდიკას თუ გულისხმობ, იცის, მას ხომ ვერაფერს დაუმალავს ადამიანი? –კარგია, რომ იცის, გაეღიმა როგორც იქნა ბექას და დაძაბულობაც თითქოს მოეხსნა, მერე ალეკო ჩუმად უყურებდა როგორ ხატავდა ის... –ჩემი წლიური ნაშრომი, შეუტრიალა მოლბერტი ალეკოს, თითქოს ეუბნებოდა შეაფასეო –საინტერესო ჩანაფიქრია, ფერებიც კარგია, აბსტრაცქიას უფრო წააგავს, ძალიან ბევრი დეტალია და აკურატულადაც გაქვს შესრულებული –მაგრამ? ვეღარ მოითმინა ბეშქენამ, როცა მიხვდა, რომ რაღაც აკლდა ნახატს დასრულებისთვის –რას დაარქმევ? –"ჩემი სამყარო" ქვია უკვე, თავიდანვე ვიცოდი, რომ ასე დავარქმევდი, ალეკოს გაეღიმა და სახელოსნოდან გამოსასვლელად მოემზადა, თან ბექას ნაშრომი შეუქო –მა, რა აკლია ჩემს ნახატს? ისევ ზურგს უკან დააწია ეს სიტყვები ალეკოს და ისიც ადგილზე გაშეშდა, ბექამ ისევ დაუძახა "მა", პირველად გააცნობიერა, რომ ვიღაცის "მა" იყო და ასეთი სიამოვნება ალბათ არასდროს განუცდია, როგორც ამ ერთი მარცვლის გაგონებისას, შემობრუნდა და შვილის მომღიმარი სახე რომ დაინახა ეს სიამოვნება გაუასმაგდა, ბექას გვერდით დაუდგა, ხელი გადახვია, იცოდა რაც აკლდა მის ნახატს, მაგრამ მაინც ყურადღებით დაუწყო თვალიერება და ბექამ მხარი გაკრა, თქვი ახლა, ხომ ისედაც იცი და რა საჭიროა ეს თავის მოჩვენება თითქოს ახლა უნდა აღმოაჩინო რაღაცეებიო და ელოკომაც, ჩრდილები აკლია შენს შედევრსო, დაუკვირდი როცა ბევრი დეტალია ტილოზე, შეიძლება ვერ შეამჩნიო ეს, მაგრამ ჩრდილები აუცილებელია და მე რო ვყოფილიყავი შენი პედაგოგი, აუცილებლად დაგაკლებდი ამ უყურადღებობისთვის ქულასო... ბეშქენამაც ეს ჩრდილები ჩემი აქილევსის ქუსლიაო და მადლობაო, ალეკომ რო დაასრულებ ჩამო ჩემთანო, ბეშქენამ აკადემიაშ უნდა წავიდე დიდი ხანია არ გამოვჩენილვაო და საღამოს შემოგივლიო, აბა შენ იციო მხარზე დაკრა ხელი ალეკომ და სახლში დაბრუნდა... დუდიკა სამსახურში ცდილობდა შოთიკოს ზედმეტად არ შეხვედროდა, მაგრამ მცდელობა წარმატებით ვერა და ვერ სრულდებოდა, მაგრამ დღის მეორე ნახევარში ძალიან ბევრი საქმე დაუგროვდა და შოთიკოს იქ ყოფნა სულ არ გახსენებია, მერე ბეშქენამ დაურეკა და ძალიან გაუხარდა, ერთ ადგილას უნდა გამიყვანოო თხოვა და დუდიკამაც ჩემთან მოხვალ თუ მე გამოგიარო სადმეო, ბექამაც მოვალო, სამსახურის მერე გარეთ ელოდებოდა და დუდანას შეცვლილი მზერა, რომ დააფიქსირა გახალისდა –რა იყო დუდიკ, არ გიხარია ფაქტობრივად და–ძმანი რომ გამოვდივართ? გაუღიმა და დუდანა კიდე ერთხელ გაოცდა ამ ბიჭის საოცრი დიდსულოვნებით, ისე მოეხვია თითქოს ძალიან დიდი ხანია არ უნახიაო, ძალიან მიხარია ამ ამბავმა ჩვენს შორის ურთიერთობა რომ არ შეცვალაო და ისიც მიხარია შენნაირი ძმა რომ აღმომაჩნდაო –სად მივდივართ? –ჩემს მეგობრებთან, ცეკვის სტუდია აქვთ და ხევსურული ფორმები უნდა ვითხოვოთ ჩემთვის და შენთვის, თაიას არაფერი უთქვია? –ჩვენც ნაციონალური ტანისამოსი თუ უნდა გვცმოდა არა, გუშინ კაბა წამოიღო მკერავიდან, ძალიან ლამაზია, სურათები გადავუღე, მისი მეჯვარეც იყო, ერთი სული მაქვს როდის წავალთ –აუ ისე ეგეც დასაგეგმია, ვინ, როგორ, ვისთან ერთად და რითი წავალთ, მაგისთვის ერთად შეკრება იქნება საჭირო, გაახსენდა ბეშქენას, მერე ბევრი იხალისეს ხევსურული ფორმების გასინჯვისას, მერე ანსამბლის რეპეტიციაზე დარჩნენ და ბეშქენა გაოცდა დუდიკა ისე მაგრად ცეკვავდა, მოგიტაცებენ შენ ხევსურეთშიო დასცინოდა, თან გასახდელში იყო და უკვე სათვალავი აერია დუდანას მერამდენე ფორმას ისინჯავდა, პატარძალზე უარესი ხარო დუდიკა ახელებდა და ბექა ბუზღუნებდა, რა ვქნა თუ ვერც ერთი ვერ მოვირგეო, მერე უცებ ხელები შემოხვიეს და აწეული თმების გამო მოშიშვლებულ მხრებზეც აკოცეს რამოდენიმეჯერ და თავი მხარზე ჩამოადეს –რაო ბუზღუნამ, გადაგიყვანა ჭკუიდან? იკითხა ბერდიამ ჩვეულებრივად და გაოცებული დუდანას სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია –შენ საიდანღა გაჩნდი? ირიბად გახედა დუდანამ, უკნიდან მოპარულ, როგორც ყოველთვის თამამ ბერდიას, მისი ხელები სწრაფად მოიშორა და მისკენ შებრუნდა –ბეშქენამ დამირეკა, მე რა არ მჭირდება ქორწილისთვის შესაფერისი ტანსაცმელი? ძალიან ჩვეულებრივად კითხა ბერდიამ, ბექაც გამოვიდა როგორც იქნა, ვაა ბერდოც მოსულაო და მისთვის გადადებული ფორმა გაუწოდა, გაისინჯეო, ბერდია გასახდელში, რომ შევიდა დუდანამ თვალები დაუბრიალა, ყველაზე დამპალი ადამიანი ხარო და ბეშქენას გაეცინა, უფრო საკუთარ თავზე ვიდრე დუდიკას სიბრაზეზე, რადგან სარკის წინ იდგა და თავის თავს ათვალიერებდა, სიცილს მას მერე უმატა როცა ბერდიაც დაუდგა გვერდით, დუდანამ სურათები გადაიღო და მერე ერთად გამოვიდნენ სტუდიიდან, ნაყინის საჭმელად ჩამოსხდნენ –როდის უნდა წავიდეთ და რამდენი მანქანით, ან ვინ როგორ გავნაწილდებით? თუ ჯერ არაფერი ვიცით? კითხა ბერდიან ბეშქენას –პარასკევს უნდა წავიდეთ დილით, ხუთშაბათს ხელის მოწერა ექნებათ, არ ვიცი ვინ როგორ წამოვა, ნუ თაია, ლაზარე, მეჯვარეები და თაიას და, ლაზარეს მანქანით წამოვლენ, მშობლები ერთად და ლაზარეს დაც ერთად დანარჩენი მე არ ვიცი არაფერი –შოთიკო და ბიჭები სამსახურის მანქანით, მე ბეშქენას და ირინას წამოვიყვან, ალეკოსთან ერთად, თუ სხვა გეგმები არააქვსთ, დაუმატა დუდანამ ბეშქენას გეგმებს –არ გამოვა ეგრე, ირინა სამსახურის გამო ვერ წამოვა მასე ადრე, სამშაბათს უნდა ამოვიდეს, მანამდე არ სცალია –მოდი მაშინ იცი რა ვქნათ, მე დღეს მივდივარ ბათუმში ჩემს საქმეებზე, არ ვიცი მოვასწრებ თუ არა ჩამოსვლას ხელმოწერისთვის, მაგრამ პარასკევს დილით უეჭველი თბილისში ვიქნები, შენ დაუტოვე მანქანა ნათლიაშენს და ირინა წამოიყვანოს, მე კიდე გამოგივლით შენ და ბეშქენას დილით, კაი? ჩაუკრა თვალი ბერდიამ დუდიკას, რომელმაც მხრები აიჩეჩა და ბეშქენას გახედა –ანუ კიდევ ორი ადგილი გვექნება და მე გავარკვევ კიდე ხომ არარის ვინმე წასაყვანი, რო ბარემ ჩვენ წამოგყვნენ და არ იწვალონ –ისე დანარჩენი სტუმრები რითი წამოვლენ? დააინტერესა დუდანას და ბაშქენამაც დაქირავებული მიკრო ავტობუსებითო, ბერდიამ დუდანას თხოვა ჩემი ფორმა შენთან იყოს, იქნებ ბათუმიდან პარასკევ დილით მომიწიოს წამოსვლა და სად ვატარო აქეთ–იქეთო, დუდანამაც უსიტყვოდ გამოართვა და ბეშქენამ შეგნებულად დატოვა მარტო დამშვიდობებისთვის, ორივეს გაეცინა ბეშქენას საქციელზე და ბერდიასაც დრო აღარ დაუკარგავს, სწრაფად და ფრთხილად აკოცა დუდანას და სწრაფადვე დააყოლა, იმედია ახლაც არ გამილაწუნებო, დუდიკამ კი თითით ანიშნა დაიხარეო, ბერდია ცოტას კი ყოყმანობდა, მაგრამ მაინც გადაიხარა დუდიკასკენ, რომელმამ ხელები მოხვია და კისერში გემრიელად აკოცა, ფრთხილად იარე ღამეო ისიც თხოვა და თუ არ დაგავიწყდება, რო ჩახვალ მომწერეო, ბერდია ძალიან გაახარა დუდანას ამ საქციელმა და ხელგადახვეულმა მიაცილა მანქანამდე, ბეშქენამ გაახელათ თქვენი ქორწილი, როდის იქნებაო? და ბერდიამ უპასუხა სულ მალეო, ხელი ჩამოართვა და მიმიხედეო თავით დუდანაზე ანიშნა... გზაში ბეშქენას უკბილო ხიმრობებს ყურადღებას არ აქცევდა და თვითონაც ეცინებოდა, ალეკოსთან ხომ არ აპირებ შევლასო კითხა ბეშქენამ და დუდიკამაც, ჩემს გოგოებს უნდა შევხვდე თორე ჩამომახრჩობენ იმდენი ხანია არ მინახია არც ერთიო, ისე შენზე ეჭვიანობენ უკვე, რომ მირეკავენ ან შენთან ვარ, ან ალეკოსთან და ორივეს მოკვლით გემუქრებიან სხვათაშორისო, მოდი ერთ დღეს სადაქალო საძმაკაცო გავაცნოთ ერთმანეთს და მერე ერთად ვიდაქალ–ვიძმაკაცოთო, დუდანამ გაახელა ჩვენ ღლაპებთან არ ვძმაკაცობთო, ისე ცუდი იდეა არააო, ოღონდ ხევსურეთიდან რო ჩამოვალთ მერეო.... ხუთშაბათამდე, ანუ ხელის მოწერამდე დრო სწრაფად გავიდა, დუდანას ამ რამოდენიმედღიანი ნაცნობობის პერიოდში აოცებდა თაიას უბრალოება და ხელის მოწერაზეც ძალიან მოკრძალებული, მოკლე, თეთრი კაბა ეცვა, არც პოპმეზური ცერემონიალი ყოფილა, უბრალოდ სამსახურების შემდეგ მივიდნენ იუსტიციის სახლში, მეჯვარეებთან და ახლო მეგობრებთან ერთად, ათი წუთი რიგში იდგნენ და მერე ხუთ წუთში მოაწერეს ხელი, გარეთ შამპანიურები გახსნენს ბიჭებმა, ეს იყო და ეს, სამაგიოეროდ დუდიკამ სიყვარულით, ბედნიერებით და გულწრფელობით სავსე სურათები გადაიღო... ზუსტად ისე დანაწილდნენ მანქანებში, როგორც ბერდიამ შესთავაზათ, ალეკოსაც არ გაუპროტესტებია ირინასთან ერთად გვიან წამოსვლა, პირიქით... ხელის მოწერის მერე, გვიან ღამით როცა თავის ნივთებს ალაგებდა ბერდიამ დაურეკა ჩამოვედიო, გული მწყდება ხელის მოწერის ცერემონიალს, რომ ვერ ჩამოუსწარიო, დილით ჯერ შენ გამოგივლი და მერე ბეშქენასო, დუდიკამ ჩვენთან ერთად თაიას ორი მეგობარი უნდა წამოვიდესო ახალი ამბავიც უთხრა და ბერდიამ მაგას რა მნიშვნელობა აქვსო.... როგორც იქნა ხუთ ავტომობილიანი ეკიპაჟი ხევსურეთის გზას დაადგა, წინ უფროსები მიდიოდნენ, ისინი ვინც გზა იცოდა, უკან კი ამალასავით მიყვებოდნენ დანარჩენები, გზადაგზა ლამაზ ადგილებში აჩერებდნენ, დუდიკა უხვად იღებდა ფოტოებს და გადამღები ჯგუფი კი სიძე–პატარძლის და მაყრიონის გზას ხევსურეთამდე, იქ სადაც ბეშქენაა წარმოუდგენელია მოწყენილი იყო, მთელი გზა ხუმრობდა და თაიას მეგობრებს აცინებდა, დუდანა უკმაყოფილოდ იქნევდა თავს, ამ ცანცარას რა ეშველებაო და ერთ–ერთი გაჩერების დროს ყური მოჰკრა, როგორ ეკითხებოდა თაიას მისი მეგობარი, რომელიც მათთან იჯდა მანქანაში, ის ბიჭი ვინ არისო და თან თავით ბერდიაზე ანიშნებდა, რაღაც ეჭვისმაგვარი იგრძნო დუდიკამ და გაუკვირდა, აქამდე არასდროს უფიქრია, რომ ეჭვიანი იყო, ფოტოაპარატს თავი დაანება და ბერდიას დაუდგა გვერდით, თითქოს საკუთრებას იცავსო ისე, მასაც არ გამოჰპარვია დუდიკას უჩვეულო ქცევა და ხელი მოხვია, ნუ ეჭვიანობ დუდიკ, მე ეგეთი გოგოები არ მომწონსო ჩუმად გადაულაპარაკა დუდანას და ყურის კუთხეში აკოცა, ამ სცენას კი შთიკოს დაბოღმვა მოყვა და მოკლედ რომ ვთქვად სიტუაცია დაიძაბა, ბერდიამ თხოვა ბეშქენას დუდიკა წინ დასვიო და ბეშქენამაც, ეგ მეც ვიფიქრეო ნიშნიშ მოგებით უპასუხა, წინ მოკალათებულ დუდიკას კი ხელი ჩაკიდა და მისით დაინტერესებულ გოგოებს აგრძნობინა დაკავებული ვარო, ბეშქენა კი იმედგაცრუებული გოგონების სახეებზე ხალისობდა და როგორც იქნა მიაღწიეს ხევსურეთის სოფელ მუცოში, სახლებში გადანაწილდნენ, გოგოები ცალკე, ბიჭები ცალკე და უფროსებიც ცალკე, თუმცა საღამოს ყველამ ერთად მოიყარა თავი სავახშმოდ, თან ყველაფერი ადგილზე უნდა დაეგეგმათ, ხევსურების ტრადიციების მიხედით ბიჭის ოჯახს უნდა გაეგზავნა გოგოს ოჯახში შუამავალი მოსალაპარაკებლად, მაშვალთან ხდებოდა მოლაპარაკება "ურვადზე" ანუ ძღვენზე რომელიც სასიძოს ოჯახს ყოველ წლიურა უნდა გაეგზავნა რძლის ოჯახისთვის, ყოველწლიურად იმიტომ, რომ თუ ქალს მამისეულ სახლში მიაბრუნებდნენ ის მამის სარჩენი არ ყოფილიყო, შეთანხმების შემდეგ, ამბავს ხევის ბერს ატყობინებდნენ, თუმცა სასიძო და საპატარძლო არ უნდა ყოფილიყვნენ მეზობლები, არც თანასოფლელები და არც სხვადასხვა რჯულისანი, ქორწილის დღისთვის ვაჟის მამას საპატარძლოს ოჯახში უნდა გაეგზავნა ორი ცხვარი, ერთი სოფლის წმინდა ადგილას იკვლებოდა და მეორე პატარძლის ოჯახში, ასევე ქორწილის დღეს პატარძლის დედას უნდა გამოეცხო ორი ქადა, პატარძალს კი ჩაცმაში მთელი სოფლის გოგოები ეხმარებოდნენ, მოკაზმულ პატარძალს მშობლები და ნათესავები სოფლის ბოლომდე მიაცილებდნენ და იქ ერთ ქადას აჭმევდნენ, მერე მამისეულ სახლში აბრუნებდნენ და მეორე ქადას იქ ჭამდა, ადრე ასეთი ტრადიციაც იყო რომ სამ ღიანი რიტუალების შემდეგ სიძე სახლში ბრუნდებოდა და პატარძალია მამისეულ სახლშ კიდევ ერთი წელი რჩებოდა, ამ დროის განმავლობაში სიძეს პატარძის ნახვის კი არა სოფელში ჩასვლის უფლებაც არ ჰქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე ნამდვილად არ მოხდებოდა, ბოლოს კი წყვილს ხევისბერი დალოცავდა და იმის დასადასტურებლად, რომ ისინი ნამდვილად ცოლ–ქმარი იყვნენ მათ ტანისამოსს ერთმანეთზე გადააკერებდა და ამ ყველა ტრადიციის დაცვას აპირებდა ლაზარე და თაია გარდა ერთისა... მერე მოისმინეს სიყვარულის ისტორია, სად და როგორ გაიცნეს ერთმანეთი და როდის გადაწყვიტეს დაოჯახება, რატომ ასე უცნაურად და არა ისე როგორც ყველა დანარჩენი წყვილი, თაიამ ძალიან მშვიდად თქვა, რომ არ უნდოდა მხოლოდ, სტუმრებისთვის დადგმული საქორწიო ცერემონიალი და არც სხვების მსგავსი, რომ ბავშვობიდან უნდოდა ასეთი, ხევსურული ქორწილი და რახან ლაზარესაც წინააღმდეგობა არ გაუწევია ბავშვობის ოცნებას ვისრულებო.... ვახშამზე კიდევ ბევრი ისტორიები მოისმინეს, ძირითადად სახალისო და გემრიელადაც იცინეს, ქალებს მაგიდის ალაგებაში გოგონებიც ეხმარებოდნენ, თაია და დუდანა ჭურჭელს რეცხავდნენ ყინვასავით ცივ წყალში, როცა თაიამ მორცხვად კითხა, შენ და ბერდია ერთად ხართო? დუდანამ ვერც კი უპასუხა და ვერც არა, რადგან თვითონაც არ იცოდა, ალბათ უფრო კი, ვიდრე არაო, მერე დანარჩენებს შეუერთდნენ კოცონზე, დუდანას უკვე ელოდა გამზადებული ადგილი ბერდის გვერდით, ძალიან მეძინებაო წაიწუწუნა და დაღლილმა თავი მხარზე ჩამოადო, კოცონზე სიჩუმე იყო და ცეცხლის ტკაცუნში დუდანას ლამის ჩაეძინა, ხვალ დიდი დღე გვაქვს ხევის ბერს უნდა შევხვდეთო ამ სიტყვებით წამოიშალნენ, ერთმანეთს ძლინებისა უსურვეს და დაღლილებს ძალიან მალე ჩაეძნათ.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.