ჯარის ქალი (9)
ასე მშვიდად არასდროს სძინებია არც ბელას და არც დამიანს. პირველი დამიანს გაეღვიძა, ისევ ისე ჩახუტებულები იყვნენ. დამიანმა მძინარე ბელას რომ შეხედა, თანაც მის საწოლში , მასზე ჩახუტებული უსაზღვრო ბედნიერება იგრძნო. უნდოდა ყველა დღე ასე დაეწყო, ყოველ დილით მასთან ერთად გაეღვიძა. ბელამაც გაახილა თვალები. -გამარჯობა. უთხრა დამიანმა. -გამარჯობა. უპასუხა ბელამ. -როგორ ხარ? -კარგად. ისევ ჩახუტებულები აგრძელებდნენ ლაპარაკს. -ესეიგი ალავიძეს ჭექა-ქუხილის ეშინია, ვერ წარმოვიდგენდი. იცინოდა დამიანი. -ნუ დამცინი. მობუსხა ტუჩები ბელამ. -არ დაგცინი. უთხრა დამიანმა და მობუსხულ ტუჩებზე ცერა თითით დაუწყო ფერება. მერე ვეღარ მოითმინა თავი დახარ და ნაზად შეახო ბელას ტუჩებს თავისი ტუჩები, ბელასაც წინააღმდეგობა არ გაუწევია. -ალავიძე, -ხო -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. ყურებს არ უჯერებდა დამიანი. -რა თქვი? -მეც მიყვარხართქო -გაიმეორე -მიყვარხარ. დამიანი ვნებიანად დაეტაკა ბელას ტუჩებზე, ბელამაც არ დაიშურა კოცნა, დამიანი ახლა ყელს ჩაუყვა და ვნებიან კოცნას უტოვებდა ბელას სხეულზე, -ჩემი ხარ ეჩურჩულებოდა დამიანი ბელას. გოგონას კვნესა აღმოხდა ამან უფრო გააშმაგა დამიანი, უმისამართოდ დააცურებდა მის ტანზე ხელებს, ბოლოს ორივე დაღლილები მიესვენა საწოლზე, ბელა უხასიათოდ იყო. -რამეს ნანობ? ჰკითხა დამიანმა. -არა უპასუხა ბელამ დამიანისკენ გადაბრუნდა და აკოცა, -აბა რა გჭირს? -უბრალოდ მე... -რა შენ... ბელამ თავი დახარა და დამიანიც ყველაფერს მიხვდა. -მაპატიე პატარავ. მთელი ძალით ჩაეხუტა დამიანი ბელას. -ვერ წარმოვიდგენდი თუ ჩემი პირველი ღამე დილით იქნებოდა. გაეცინა ბელას. -მე კიდევ უფრო შემიყვარდი. გაეღიმა დამიანს და კიდევ ერთხელ დაეწაფა მის ტუჩებს. -კარგი მე გავალ, თქვა დამიანმა როცა ტუჩები მოაშორა ბელას ტუჩებს. -შენ მოწესრიგდი, ეს ჩემი დის ოთახია ახლა საზღვარგარეთაა, რაღაც ტანსაცმელები აქვს კარადაში დატოვებული მგონი მოგერგება და ჩაიცვი, მერე მე ვიბანავებ კარგი? -კარგი. -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. დამიანი გავიდა, ბელამ ადგომის დროს საშინელი ტკივილი იგრძნო მუცელში მაგრამ აბაზანაში მაინც შევიდა, იბანავა, კარადიდან ჯინსის შორტი და შავი მაისური აარჩია ჩაიცვა, მერე ოთახი დაალაგა, თეთრეული სარეცხ მანქანაში შეყარა გასარეცხად ჩართო და მისაღბში გავიდა სადაც დამიანი ტელევიზორს უყურებდა. წელს ზემოთ შიშველი იყო დაკუნთულ სხეულზე ბელამ ახლა შეამჩნია ტატუ რომელიც კისრის ზონაში ჰქონდა დამიანს. სადაც ლამაზი ასოებით ეწერა "მე გადმოვცურავ ზღვას" და გვირგვინი. -ჩარკვიანი. წამოიძახა ბელამ. -რა? დაიბნა დამიანი. -შენც ჩარკვიანს უსმენ? -ხო, შენც ? -ჰკითხა დამიანმა. ბელამ მაისურის ყელი ოდნავ გადაწია და ისეთივე ტატუ დაანახა დამიანს რომელიც აქამდე ვერ შეემჩნია, ოღონდ ბელას ეწერა "მე მოგიტან წყალს" და გვირგვინი. -ჩემი გოგო ხელში აიტაცა დამიანმა -ფრთხილად მკლავი. -არ მტკივა როცა შენ ჩემთან ხარ. ბელას მუცელი საშინლად სტკიოდა, უცბად ტკივილისგან სახე დამანჭა. -რა იყო რა გჭირს? შეშინებულმა იკითხა დამიანმა. -მუცელი მტკივა. -გეტკინება აბა რა იქნება დაწექი. -არა დაწოლილი ვერ გავჩერდები. მიდი შენ იბანავე მე რამეს გავაკეთებ. -შენ ჯერ კიდევ სუსტად ხარ. -არა კარგად ვარ. დაამშვიდა ბელამ და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა. -კარგი წრუწუნა მე ვიბანავებ. -კარგი. ბელა სამზარეულოში გავიდა, სალათისთვის საჭირო პროდუქტი შეაგროვა და კეთება დაიწყო, უგემრიელესი სალათი გამოუვიდა, ბელა კარგი მზარეული იყო, ბებიის ნიჭი გამოჰყვა ასევე კარგად ხატავდა და მღეროდა, რაც დამიანმა არ იცოდა. -ცოლო! დაიძახა დამიანმა სააბაზანოდან გამოსვლისთანავე ოთახიდან. -უკვე ცოლო? გასძახა სამზარეულოდან ბელამ. -ეჭვი ხო არ გეპარება? -არა ქმარო. -ხო და ეგრე. გაეცინა დამიანს. -ბევრს ნუ ლაპარაკობ და ტელევიზორს დაუწიე. -აუ ცოლი მაჩმორებს ამხელა მაიორ კაცს. გადაიხარხარა დამიანმა და ტელევიზორს დაუწია. -ახლა მოდი ჭამე. -ეს რა გემრიელობებია, -დატკბი მეორედ აღარ გაგიკეთებ. დაამატა ბელამ. -მაგასაც ვნახავთ. უპასუხა დამიანმა. -უკვე კარგად ვარ და მემგონი სჯობს აკადემიაში დავბრუნდე. -არა, ჯერ არა. კატეგორიული იყო დამიანი. -რატომ? -მიმსმინე, შენ დღეიდან ჩემი ხარ, არ გეწინააღმდეგები ვიცი რომ სამხედრო სამსახური შენი მოწოდებაა და არასდროს გათქმევინებ უარს ამაზე, მაგრამ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნები და გამიგებ. გპირდები ზეგ ჩემი ხელით მიგიყვან აკადემიაში, კარგი? -კარგი, მაგრამ... -რა მაგრამ? -შენც დამიჯერებ. -კარგი. -ეჭვიანი ვარ. დაამატა ბელამ. -საბაბი? -ჯერჯერობით არ მაქვს. -არც გექნება, აი მე კიდე მაქვს. -რა? რა საბაბი? -შენი თაყვანისმცემლების არმია, ჩემს არმიაში. ბელამ გადაიკისკისა. -რა გაცინებს? მოიბღვირა დამიანი. -არაფერი. კიდევვ გააგრძელა სიცილი. -ნუ იცინი. -ვცდილობ. სიცილით უპასუხა ბელამ. -ოხ შე ჭინკა... დამიანი ფეხზე წამოხტა, ბელამაც იგივე გაიმეორა და გაიქცა, დამიანი დაედევნა, მისაღებში მდგარ მაგიდას წრეებს არტყამდნენ. -დამიან გეყოფა ეუბნებოდა ბელა, -რა მეყოფა მოდი აქ პასუხობდა დამიანი. -გეყოფა მაინც ვერ დამიჭერ აწვალებდა ბელა. -ალავიძე სწორდი! მაიორის ბრძანებაა. ნიშნის მოგებით უყვირა დამიანმა. -ასე არ შეიძლება, თანანმდებობას ბოროტად იყენებ, გაიბუსხა ბელა. -სწორდი! უბრძანა დამიანმა. ბელაც გაიჭიმა და ჩესტი აიღო. -ალავიძე!. -დიახ ბატონო მაიორო! -ნაბიჯით ჩემსკენ იარ! ალავიძემ ბრძანება შეასრულა. -ალავიძე! -დიახ ბატონო მაიორო! -მაკოცა! ბელას გაეცინა, ენა გამოუყო და გაიქცა. -მოდი აქ შე მატყუარა, დაედევნა დამიანი. -მე მატყუარა არ ვარ, რა მოგატყუილე აბა? ჰკითხა ბელამ და გაჩერდა, დამიანიც გაჩერდა, -პრინციპში არაფერი. დაფიქრდა დამიანი. -ხო და რას მერჩი? -უნდა შეგჭამო. დაიჭირა დამიანმა და ორივე საწოლზე სიცილით დაეცნენ. -ცოლად გამომყვები? -რა? -ცოლად გამომყვები მეთქი? -დამიან ადრეა ამაზე ლაპარაკი. -სულაც არა, მინდა რომ ჩემს გვერდით იყო ყოველთვის. -ისედაც შენს გვერდით ვიქნები. -არა მე მინდა ყოველ დილით შენთან ერთად ვიღვიძებდე, დილას შენთან ერთად ვიწყებდე, და სახლში ჩვენი შვილები დარბოდნენ, ყვიროდნენ და შენ უბრაზდებოდე. -ეს შეუძლებელია. -რატო? საკმარისად არ გიყვარვარ? -რას ამბობ? ძალიან მიყვარხარ მაგრამ მე სხვა გზა მაქვს არჩეული. -არ მინდა შენი დაკარგვა. -არ დამკარგავ. -მპირდები? -გპირდები. ამ დროს დამიანის ტელეფონი აწკრიალდა. -ალო. -........... -რა? როდის? -.......... -მოვდივარ. დამიანმა ტელეფონი გათიშა. -რა მოხდა? ჰკითხა ბელამ. -ავღანეთში მაგზავნიან, დამხმარე რაზმი სჭირდებათ. -მერე? -უნდა წავიდე. -სიტუაცია გამწვავდა? -ხო, -კარგი. -მალე ჩამოვალ, -ვიცი, შენი მჯერა, მე დაგელოდები. -მიყვარხარ. -მეც ძალიან. ბელამ დამიანს აკოცა. -როდის მიდიხარ? -ხვალ დილით. -ანუ ხვალ აკადემიაში დამტოვებ? -სხვა გზა არ მაქვს, მაგრამ იცოდე თავს გაუფრთხილდი. -ვინ გვავარჯიშებს? -არვიცი საჭირო კანდიდატებს დაასახელებენ და თავად აირჩიეთ. -კარგი. ____________________________________________________________________________________ დილით დამიანმა ბელა 8 საათზე გააღვიძა. -წრუწუნა გაიღვიძე. -უკვე? გადატრიალდა დამიანისკენ ბელა. -ჰო, უკვე, ჩემი ცხოვრება ხარ და ძალიან მიყვარხარ, -ჩამეხუტე დამიანმა ხელები მოხვია ბელას და გულზე მაგრად მიიკრა. -ხო გჯერა რო დავბრუნდები? -მჯერა და დაგელოდები კიდევ ერთხელ დაჰპირდა ბელამ. ცოტახანში უკვე მზად იყვნენ და ბინიდან გადიოდნენ, როცა მეზობელი შუა ხნის ქალი შეეჩეხათ. -დამიან შვილო როგორ ხარ? თბილად გადაეხვია ქალი დამიანს, მერე ბელას მიაჩერდა გაკვირვებული. -კარგად მარიამ დეიდა თავად როგორ გიკითხოთ? -არამიშავს შვილო. მზერა არ მოუშორებია ბელასთვის ქალს. დამიანი მიუხვდა ინტერესს -ეს ჩემი ცოლია მარიამ დეიდა გაიცანით ბელა. -ცოლი? აქამდე რატომ არ მითხარი? მონდომებით ათვალიერებდა ქალი ფორმიან ალავიძეს. -აბა როგორ მარიამ დეიდა დიდი ხანია აქ არ მოვსულვარ სულ აკადემიაში ვარ. -ვაიმე რა ლამაზი გოგოა, რა კარგია, გვიმრავლოს ღმერთმა საქართველოში შენნაირი გოგოები შვილო, მიანიშა ქალმა ბელას ფორმაზე. -მადლობთ. მორცხვად გადაუხადა ბელამ მადლობა. -რა საყვარელი გოგოა დამიან, ზუსტად ასეთ გოგოს წარმოვიდგენდი შენს გვერდით. -მადლობთ. კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ბელამ. -კარგით ჩვენ უნდა წავიდეთ გვეჩქარება. -კარგით შვილო აბა თქვენ იცით წარმატებები. -მადლობთ. გადაუხადა დამიანმა მადლობა, ლიფტში შესვლისთანავე: -რა ცოლი ? გაგიჟდი შენ? -ცოლი ცოლი ცოლი. -ჩაიხვიე? -შენ ხარ ჩემი ცოლი, როგორც კი ჩამოვალ ჯვარს დავიწერთ კურსს რომ დახურავ ქორწილი და ასე შემდეგ, მერე სულ ჩემთან მეყოლები, სახლშიც და სამსახურშიც. -არ მინდა ჯერ ეს ამბავი ვინმემ გაიგოს. -აკადემიაში არა. -აბა? -მშობლები გაიგებენ. -დამიან კარგი რაა... ლიფტი გაიღო და დამიანი გავიდა, ბელაც უკან დაედევნა. -ხომ იცი რომ ასე სჯობს? თან მე მივდივარ არ ვიცი დავბრუნდები თუ არა მინდა ჩემად დაგტოვო და თუ რამე მომივა იმ შემთხვევაში არ მინდა იტირო, გესმის? დამპირდი რომ არ იტირებ. -რა უნდა მოგივიდეს გაგიჟდი? -დამპირდი. -გპირდები. -ჩემი ჭკვიანი გოგო. მანქანაში ჩასხდნენ და სულ მალე აკადემიის წინ გაჩერდნენ. დამიანმა ბელას კარები გაუღო, ბელაც გადმოვიდა. ფოიეში შესვლისთნავე შემოეხვივნდენ თნამშრომლები დამიანს. -დამიან როდის მიდიხარ? ხომ არ ნერვიულობ? ეკითხებოდნენ გარშემო. -ჯერ არაფერი ვიცი. პასუხობდა დამიანი. ქალბატონმა ნათელამ ბელა რომ დაინახა თვალები გაუბრწყინდა. -ვაიმე შვილო როგორ ვნერვიულობდი, როგორ ხარ? ცრემლები წამოსცვივდა ქალს თვალებიდან და მთელი სახე დაუკოცნა გოგონას. -კარგად ნათელა ბებო ნუ ნერვიულობთ ახლა კარგად ვარ. -რა გაზრდილი მეჩვენები შვილო. დაფიქრდა ქალბატონი ნათელა და მერე დამიანს გახედა. -ბებო გაიცანი შენი რძალი. უთხრა დამიანმა ქალს და თან გადაეხვია. -რაო? რძალი? ჩემი ბარტყები. სიხარულს ვერ მალავდა ნათელა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.