შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრძოლა?_წესების გარეშე!(4)


28-06-2015, 21:31
ავტორი Tay194
ნანახია 2 811

მანქანაში სიჩუმე იყო გამეფებული.ხმას არც ერთი იღებდა.ქეთას ფანჯრის მინაზე მიედო თავი და თვალები დაეხუჭა.არაფრის თავი აღარ ქონდა, მთელი დღის დაღლილ დაქანცული მოკუნტულიყო გიგას გვერდით და მამაკაცს არც უყურებდა.ალბად აღარ უნდოდა მისი მწველი მზერა და მკაცრი სახე დაენახა,
ამიტომ ჩუმად იყო და დასჯილი ბავშვიბით გატრუნული იჯდა
_როცა იცინი ლოყები გეჩხვლიტება!უცებ მოუტრიალდა მამაკაცი, რომელსაც ახლა უკვე დამშვიდებული სახე მიეღო და თავის შავ თვალებს აქეთიქით აცეცებდა. ალვათ აღარ უნდოდა გოგონას შეშინება და დაფრთხობა.უცებ ჩაფიქრდა მამაკაცი, შუბლზე ჩამიღვრილი ოფლი ხელით მოიშორა და მისი დამშვიდებული სახეც სადღაც გაუჩინარდა
_კი მასეა, მაგრამ მე არ მომწონს..გაკვირვებულმა, მორიდებით გახედა მამაკაცს და მსუბუქად გაუღიმა
_მე მომწონს!უცებ თქვა ეს სიტყვები და ისევ გზას გახედა.ჰო ეს იყო ბოლო დიალოგი რაც მათ შორის გაიმართა.აღარაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის.დადიანი ისევ მკაცრი სახით იჯდა საჭესთან და დრო და დრო გადახედავდა ხოლმე ქეთას. კარგად შეისწავლიდა გოგონას სახის ნაქვთებს, გაფართოვებული თვალებით დააკვირდებოდა გოგონას სხეულის ფორმებს, შემდეგ კი ვითომც არაფერი ისე მოატრიალებდა გზისკენ თავს და ქეთას არსებობას აღარ იმჩნევდა.ქეთაც გრძნობდა ისევ გვერდით მჯდომი მამაკაცის მწველ მზერას, მაგრამ არ იმჩნევდა. საშინლად არ მოსწონდა მამაკაცის დაჟინებული მზერა, რომელიც ადგილზე აქვავებდა, მაგრამ ჩუმად იჯდა.დიდხანს აღარ უვლიათ ასე დამუნჯებულებს,მალე მივიდნენ ქეთას სახლთან.მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეკითხვა ქონდა, ზედმეტი კითხვებისგან თავი შეიკავა, მადლობა გადაუხადა და სახლში ავიდა.გზაში კი გაიფიქრა ნეტავ მადლობა რატომ გადავუხადეო, მაგრამ ნუ ბოლოს მაინც გაახსენდა ვისი შვილიც იყო და თავისი საქციელით კმაყოფილი, ამაყად გაემართა სახლისკენ.სახლში შევიდა თუ არა სიტუაცია მაშინვე დაზვერა.აქეთ იქით გაფაციცებით აცეცებდა თავის დიდრონ თვალებს და გულში ლოცულობდა,ლევანს არ დაენახა ასეთ მდგომარეობაში,ჩამოთხაპნილი მაკიაჟით და საშინელი სახით, რომელსაც მთელი დღის ამბები თითქოს ზედ ეწერა.ფეხისწვერებზე აიწია და ფრთხილად გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი. როცა გაიფიქრა გადავრჩი ჩემს ოთახში ვარ და უკვე სამშვიდობოს გამოვედიო, უცებ მოესმა მამაკაცის ბოხი ხმა და მოულოდნელობისგან ადგილზე შეხტა

_ვაა მამა არ გძინავს?არ დაიბნა უცებ მოტრიალდა და მამამის სულელი ბავშვივით გაეკრიჭა
_რა დამაძინებს შენს ხელში!საბამ მოგიყვანა?ინტერესით აათვალიერა შვილი და მზერა მის შათხაპნილ თვალებზე შეაჩერა.უნდოდა მზერის გასწორება ქეთასთვის, მაგრამ ეს გოგო ძალით ატრიალებდა თავს და მამამის დაკვირვების საშუალებას არ აძლევდა
_არა საბამ არა, სხვამ მომიყვანა მანქანით!მსუბუქად გაუღიმა მამამის და ახალი შეკითხვის მოლოდინში, ნერვიულად ახლართა თითები ერთმანეთში
_ქეთა სახეზე რა გჭირს?
_წვიმდა!
_ჰო არა?ეჭვისთვალით შეხედა შვილს და ცხელი ყავა მოსვა
_დიახ წვიმდა!უცებ მიახალა პასუხი და ოთახისკენ წავიდა
_აბა ვიღაცამ მომიყვანაო?წვიმაში იარე?უცებ გაშეშდა ადგილზე და იმაზე დაიწყო ფიქრი რა ეთქვა ახლა მამამისისთვის.ვიღაც უცხოს ჩაუჯდა მანქანაში.ეს რომ ახლა ლევანმა გაიგოს ნეტა რას ეტყვის. სულ იმას აფრთხილებს, უცხოს არც კი დაელაპარაკოო,მაგრამ რა ექნა ფეხით ხომ არ წამოვიდოდა? მოდი ახლავე ეტყვის ყველაფერს, რაც არის არის.კარგად შეემზადა, თითქოს სიტყვით უხდებოდა გამოსვლა საზოგადოების წინაშე.მამამისს წინ აესვეტა და ყელში გაჩხერილი მძიმე ბურთულა ამაყად გადააგორა
_მამა, კნუტი გადავარჩინე..
_მოიცა ქეთა ახლა არ მაქვს შენი მასხარაობის თავი, შენთან საქმე გვაქვს მე და დედას!მალევე გააწყვეტინა სიტყვა ლევანმა და თავის მეუღლეს გახედა, რომელიც კარებს მიყრდნობოდა და სევდიანი თვალებით ათვალიერებდა შვილს
_მოხდა რამე?რა აღარ გაიფიქრა როცა დედამისის სევდიან თვალებს გადააწყდა. ბოლოს ისიც გაიფიქრა ვინმე ნათესავი ან ახლობელი მოკვდაო, რაღაც მძიმედ ჩაწყდა გულში და განერვიულებული, ძალაგამოცლილი ჩამოჯდა დივანზე.ნინა მაშინვე შვილთან მივიდა და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურზე გადაუწია
_შვილო ქეთა, ახლა რასაც გეტყვით ვიცით, რომ შენთვის რთული გადასატანი იქნება!მშვუდად დაიწყო ნინამ ლაპარაკი
_მაგრამ ისიც უნდა ვუთხრათ ნინა, რომ ეს ყველაფერი ისევ თავის სასიკეთოდ კეთდება!დაამატა ლევანმა და გაკვირვებულ ქეთას შეხედა, რომელიც მშობლებს უყურებდა
_მამაშენი გაკოტრდა და ალბად იმასაც ხვდები, რომ ბევრის ვალი დაიდო!აგრძელებდა ნინა
_რათქმაუნდა ხვდება ნინა აბა ბავშვი ხომ აღარ არის!ისევ გააწყვეტინა საუბარი ცოლს და როცა მისი შეწუხებული სახე დაინახა,უცებ დაიწყო
_მე მოვყვები.გავკოტრდი ჰო აი ასე ყველაფერი დავკარგეთ, არაფერი აღარ დარჩა.ბევრის ვალი მაქვს, მაგრამ ერთი ყველაზე საშიშია აქედან.ფულს თუ არ გადავუხდი, მაშინ შენი თავი უნდა მივცე 1 წლით!გიგა დადიანი აი ამ პიროვნებაზე ვსაუბრობ!ვიცი შვილო ვიცი ეს შენთვის რა რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცი ის ბიჭი არაფერს არ დაგიშავებს, მას სხვა მიზნები აქვს შენთან დაკავშირებით!მთელი სერიოზულობით ლაპარაკობდა ლევანი და ქეთას თითოეულ სახის მიმიკას აკვირდებოდა.ხუთ წუთიანი დუმილის შემდეგ უცებ წამოხტა ფეხზე ქეთა და მშობლებს წინ დაუდგა

_კარგით რა, მე კიდე გული გამისკდა!მაშინებთ თუ რა არის!სიცილი დაიწყო და უცებ გავიდა თავის ოთახში.მაშინვე გრილი წყალი გადაივლო და ცოტა გამოფხიზლდა.მოკლე შორტში გამოწყობილი წამოწვა თავის ფუმფულა საწოლზე და უცებ დაიწყო ფიქრი.არა როგორ მოიფიქრეს ასეთი რამ.რამდენი ტყუილი თქვა ლევანმა, არა ღადაობაც რომ უსწავლია მამამისს ნახეთ რა.ნეტა საიდან შეთხზა ამხელა ზღაპარი.ათივე თითი ასწია ზემოთ და თითების მოკეცვით დაიწყო შეთხზული ზღაპრების ჩამოთვლა.პირველი ტყუილი მამამისის გაკოტრება აღმოჩნდა.მეორე ის, რომ მამამის ბევრი ვალი აქვს.მესამე ტყუილზე ის, რომ ერთი წლით უცხოსთან მიდიოდა, ხმამაღლა დაიწყო როხროხი, მაგრამ როცა მეოთხე ტყუიოზე მივიდა და გიგა დადიანი ამოუტივტივდა თავში უცებ ტყიჭა თვალები, დენდარტყმულივით წამოხტა საწოლიდან და მისაღებში გავარდა.ლევანი და ნინა ისევ დივაზე იჯდნენ, თითქოს ელოდნენ ქეთა როდის გამოვიდოდა.გოგოს დანახვისას ლევანმა ნინას გადახედა და რაღაც ანიშნა


მაპატიეთ დავიგვიანე ძალიან მაგრამ ვერ მივახერხე დადება.ესეც ძალიან პატარა თავია


უბრალოდ დაწერეთ თქვენი აზრი მოთხრობასთან დაკავშირებით ან ვინ კითხულობთ საერთოდ

ან ღირს თუ არა გაგრძელება?



№1  offline წევრი Sexy Mädchen

ასეთი ისტორია ათასი იდო უკვე აქ,არამგონია,რამე განსხვავებული შემოგვთავაზო..
--------------------
:)

 


№2  offline წევრი Sexy Mädchen

დევს არ მითქვამს,მე ვთქვი იდო-მეთქი,.ახალი ხარ გეტყობა,ძველებს ეემახსოვრებათ მსგავსები:)
--------------------
:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent